planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Четверо грабителей похитили деньги, предназначавшиеся для выплаты зарплаты работникам территориального избиркома московского района Марьино. Нападение произошло в помещении избирательного участка. Преступники были вооружены. Захватив деньги, они скрылись на поджидавшей их машине. Сумма похищенного не уточняется. lenta.ru
-
Милиция белорусского города Новополоцка потребовала от преподавателей предоставлять информацию об учащихся, входящих в неформальные молодежные группы. В частности, учителей обязали обращать внимание на внешний вид детей и их рисунки в тетрадях. Собранные данные необходимо сдать в виде анкеты. lenta.ru
-
Американец, известный как "бандит в белых перчатках", дважды за месяц ограбил один и тот же банк в Нью-Йорке. 12 марта он смог похитить наличные из того же отделения "Ситибанка" в Гринвич-Виллидж, которое он уже ограбил 14 февраля. Кроме того, в январе "бандит в белых перчатках" ограбил отделение банка HSBC. lenta.ru
-
/get_img?ImageId=6713 ქართული ოცნების ოფისის გახსნა წყალტუბოში დღეს წყალტუბოში კოალიცია "ქართული ოცნების" რეგიონული ოფისი კოალიციის წარმომადგენლებმა– გია ცაგარეიშვილმა და ლაშა ჩხარტიშვილმა გახსნეს. "წყალტუბო ძალიან დიდი რაიონია, ზედა ზონის სოფლებში განსაკუთრებით მოგვიწევს ძალიან დიდი სამუშაოების ჩატარება. ყველა სოფელში, ყველა უბანში ვაპირებთ შესვლას. გაიმართება პარტიული სტრუქტურა სრულად ამ რაიონში და მეზობელი რაიონები გაამაგრებენ და გაამყარებენ მათ,“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. წყალტუბოს ოფისის ხელმძღვანელად ჯეირან ლიპარტელიანი დაინიშნა. როგორც მან "ნეტგაზეთთან" საუბრისას განაცხადა, მას პოლიტიკური წარსული არ ჰქონია, პროფესიით ინჟინერია და წლების მანძილზე შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა. "მაქვს ხალხთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება, შემიძლია ხალხი დავრაზმო. იმედი მაქვს, რომ ამ საქმის კეთებაში დამეხმარება ის ხალხი და აქტივი, რომელიც ჩვენ გვყავს. წყალტუბოს მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ გადავუწყვეტთ ყველა პრობლემას,“ – განაცხადა ლიპარტელიანმა. როგორც პრეზენტაციაზე გაჟღერდა, წყალტუბოში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრას ახლო მომავალში პირადად ბიძინა ივანიშვილი გეგმავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს თავდაცვის სამინისტროში სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მოსწავლეების ამბობენ, რომ მათ თავდაცვის აკადემიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათივე განცხადებით, დაახლოებით დღის 1 საათზე მათ გაკვეთილები შეუწყდათ და სამინისტროში წაიყვანეს. მოსწავლეების ინფორმაციით, მათ თავდაცვის აკადემიაში სწავლის პირობები გააცნეს იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე მათგანი ჩაბარებას გადაწყვეტს: “გაგვაცნეს პირობები, როგორ შეიძლება ჩავირიცხოთ აკადემიაში, რისი ჩაბარება მოგვიწევს, რას ვისწავლით და ა.შ.”, – ამბობს 54–ე საჯარო სკოლის ერთ–ერთი მოსწავლე. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა, მხოლოდ უფროსკლასელები იმყოფებოდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?ImageId=6712 რესპუბლიკური პარტიის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წევრი, მუბარიზ მამედოვი, საგარეჯოს რაიონის გამგეობაში სამსაათიან დაკითხვაზე იმყოფებოდა. "კონტროლის პალატამ საგარეჯოს გამგეობაში გუშინ დამიბარა. შეკითხვები, ძირითადად, ასეთი იყო. "თქვენ ოპოზიციაში ხართ?" - კი, ვარ– მეთქი. "სოფელში ბიძინა ივანიშვილი ხელმოწერების შეგროვებაზე დადიოდით?" - კი, დავდიოდი– მეთქი. ფულს გიხდიდინენ? -მეთქი, არა, ჩემი ფულით დავდიოდი. "რატომო?"- რა თქვანი საქმეა– მეთქი? მერე ერთ-ერთმა მითხრა, სხვა პრეზიდენტი რომ მოვა, იტყვის, საქართველოდან თათრები უნდა წავიდნენო. მე გავბრაზდი, არ გრცხვენიათ, თანამდებობის პირი ხართ და ასეთ რაღაცეებს როგორ ამბობ– მეთქი? მე აზერბაიჯანელი ვარ, საქართველოს მოქალაქე და აქედან წამსვლელი სადმე არ ვარ, გინდა ბატონი მიშა იყოს პრეზინდეტი, გინდ სხვა, მე აქ ვარ დაბადებული და მოვკვდები– მეთქი. მოკლედ, იყო ერთი ჩხუბი და დავა ჩვენ შორის. შემდეგ ჩემს დაშინებას ცდილობდნენ, მითხრეს, შენ წახვალ ციხეში და შენი შვილები უპატრონოდ დარჩებიან, შენ კი ციხეში მოგკლავენო. ხელი მოგვიწერე ოქმზეო. ვუთხარი, რომ არ მოვაწერდი ხელს. ოქმი მომეცით, ჩემს ადვოკატს ვაჩვენებ– მეთქი. არა, არ ვატანთ ოქმებსო. მაშინ მე აღარ ვაპირებ– მეთქი კამათს. საბოლოოდ, ოქმს არ მოვაწერე მაინც,"-აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში მუბარიზ მამედოვი. მუბარიზ მამედოვი ამბობს, რომ დაკითხვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ერთ-ერთს, ვინც დაკითხვაში იღებდა მონაწილეობას, მამედოვის თქმით, ემზარი ერქვა. "მეორე ახალგაზრდა ბიჭი იყო. გარეთ კი ძალიან ბევრი პოლიციელი იდგა,"- ამბობს მამედოვი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
“რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის წევრი მაია ღურწკაია ზუგდიდის გამგეობის შენობის მეოთხე სართულზე ორი საათის მანძილზე აძლევდა ახსნა-განმარტებას კონტროლის პალატის წარმომადგენლებს: “მკითხეს, რამდენი ავიღე ხელფასი, რამდენი ხელმოწერა შევაგროვე დეკემბერის თვეში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, რამდენი გადამიხადეს ამაში, რა ტიპის აგიტაციას ვეწეოდი და რას ვპირდებოდი იმ ადამიანებს, ვინც აწერდა ხელს, რა შემოსავალი მაქვს ოჯახში, სად მუშაობს დედაჩემი, ჩემი ძმა და ა.შ.” - ეს ის შეკითხვებია, რაზეც, როგორც მაია ღურწკაია ამბობს, კონტროლის პალატის წარმომადგენლების ითხოვდნენ მისგან პასუხებს. ღურწკაია ამბობს, რომ ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის აღდგენის განცხადებაზე 500-მდე ხელმოწერა შეაგროვა, თითოეულ ხელმოწერაში 50 თეთრი და, ჯამში, 250 ლარამდე მიიღო საკუთარი პარტიისგან ანაზღაურების სახით. სხვა შემოსავალი მას, როგორც თავად ამბობს, პარტიისგან არ მიუღია და არც თავად გადაურიცხავს რაიმე თანხა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის. მაია ღურწკაიას თქმით, ის საგანგებოდ გაჩხრიკეს იმ ოთახში შესვლამდე, სადაც მას კონტროლის პალატის წარმომადგენლები ელოდნენ: “პირველიდან მეოთხე სართულამდე გვაცილებდა პოლიცია მე და ჩემს ადვოკატს. საგანგებოდ გამჩრიკეს, გამხადეს ქურთუკი, დაიტოვეს თვითონ ქურთუკი, არც პასტა შემატანინეს, არც ტელეფონი”. მისივე თქმით, კონტროლის პალატის წარმომადგენელი, რომლის სახელი და გვარი არ იცის და რომელიც თბილისიდან იყო მივლინებული, მას მუქარის ტონით ესაუბრებოდა: “შენ და შენს პარტიას 10 ათასლარიანი ჯარიმა მოგეკერებათო, მემუქრებოდა”. მაია ღურწკაია ამბობს, რომ მოითხოვა იმ ახსნა-განმარტების ასლი, რომელიც მან კონტროლის პალატას წერილობით მისცა, რაზეც უარი მიიღო. ღურწკაიას გარდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტების მისაცემად “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე აქტივისტი დაიბარეს, რომლებმაც საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ამირანაშვილის ხელმოწერილი უწყება კვირას, 11 მარტს მიიღეს. კონტროლის პალატის უწყებაში განმარტებულია, რომ ეს ადამიანები ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს იმის გამო, რომ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება “პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე”. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიურ პრაქტიკას თუ გადავხედავთ, მრავალი პოლიტიკური „სიურპრიზის“, პარადოქსული მოვლენისა და უპრეცედენტო ფაქტის მომსწრე გავხდებით. არცთუ ისე იშვიათად სახელმწიფოებს შორის ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, არ ესადაგებიან დიპლომატიის მრავალსაუკუნოვან, კლასიკურ ტრადიციებს და თავდაყირა აყენებენ დღემდე არსებულ წესებსა და ჩვევებს.მსოფლიო პოლიტიკაში ჩახედული ადამიანისათვის მეტ-ნაკლებად გასაგებია, თუ რას ნიშნავს ორ სახელმწი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
/get_img?ImageId=6706 არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ნაწილობრივ მისაღებია კონტროლის პალატის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის დახვეწის მიზნით. კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ცალკეულ საკითხებზე კოტროლის პალატის ხედვა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონზე მისაღებია, ანუ წარმოდგენილი ხედვა უფრო მეტად ლიბერალური და პროგრესულია, ვიდრე არსებული კანონი. ამის შესახებ ლომჯარიამ “ნეტგაზეთს” კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. შეხვედრა კონტროლის პალატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხებოდა. ლომჯარია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, სადაც არასამთავრობო სექტორი თავის კანონპროექტს წარადგენს. "როგორც მე ვიცი, პარლამენტიც ამზადებს კანონპროექტს. ანუ შეიძლება კანონპროექტის სამი ვარიანტიც კი მივიღოთ სახეზე". “ჩვენ, არასამთავრობოები, მივიჩნევთ, რომ კანონში არ არის ნათლად განსაზღვული დაკავშირებული პირის ცნება. შესაბამისად, ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, თუ ვინ შეიძლება მიჩნეულ იქნას პარტიასთან დაკავშირებულ პირად. ასევე, რა ტიპის სანქციები უნდა გავრცელდეს ასეთ პირებზე. მათ (კონტროლის პალატას) მიაჩნიათ, რომ ეს იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ კი ეს ადამიანი ან ორგანიზაცია ხარჯავს პოლიტიკური მიზნებისთვის ფულს. მათი პოზიციაა, რომ შეზღუდვები, იგივე სესხის აღებაზე შეზღუდვა, ეს ყველაფერი უნდა გავრცელდეს არა მთლინად ორგანიზაციის საქმიანობაზე, არამედ საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, ანუ რა ნაწილშიც თანხების ხარჯვა მიმართულია პარტიის დაფინანსებისკენ,” – აღნიშნავს ლომჯარია. ლომჯარია მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში გამოყოფს ყადაღის დადებისა და ჯარიმის შეფარდების პროცედურებს. “ყადაღის დადების პროცედურა და ჯარიმის შეფარდების პროცედურა აქვთ უფრო გაწერილი და სასამართლოსადმი მიმართვა უფრო დაკონკრეტებულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯარიმაზე და ყადაღაზე სასამართლომ უნდა მიიღოს,” – განმარტავს ლომჯარია. თუმცა კონტროლის პალატის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში ლომჯარია კვლავ გამოყოფს ბუნდოვან ჩანაწერს. კერძოდ, ის, რომ მათ კანონპროექტში ისევ არის ჩანაწერი, რომ პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ პირზეც შეიძლება გავრცელდეს შეზღუდვა, ანუ ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება დადგეს ეს კავშირი. ლომჯარიას განმარტებით, შეხვედრაზე არასამთავრობოებმა აქცენტი გაამახვილეს კონტროლის პალატის ულიმიტო უფლებამოსილების თაობაზე. “ვისაუბრეთ კონტოლის პალატის პროცედურულ საკითხებზე და რაც ვუთხარით, მათთვისაც მისაღებია. ანუ კანონში ნათლად უნდა განიმარტოს, რის საფუძველზე შეიძლება დაიბარონ პიროვნება კონტროლის პალატაში, უნდა არსებობდეს პროცედურები, ჩართონ მოქალაქეები, გამოათქმევინონ საკუთარი მოსაზრებები, მისცენ დრო და ა.შ. თვითონაც ამ საკითხზე თანხმობა გამოთქვეს,” – განაცხადა ლომჯარიამ. ერთ–ერთი პრობლემური საკითხი, რასაც არასამთავრობოები აყენებენ არის ის, რომ მოეხსნას ამომრჩევლებს არასამთავრობოების შეფასებით მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობა. თუმცა, როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ეს საკითხი კონტროლის პალატას არ განუხილავს. “სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი, მაგრამ მათ აღნიშნეს, რომ მათ ეს საკითხი ნაკლებად ეხებათ,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ლომჯარიამ. მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე კონტროლის პალატამ ახალი ინიციატივა შესთავაზა არასამთავრობოებს. კერძოდ, შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი, არასამთავრობოებისა და თვითონ კონტროლის პალატის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული, რომელიც გაზრდის არასამთავრობო სექტორის ჩართულობას და ინფორმირებულობას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის შესახებ, რასაც არასამთავრობოებიც დაეთანხმნენ. კამპანია “ეს შენ გეხება!”–ს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შემდეგ ძირითად ხარვეზებს გამოყოფენ: კონსტიტუციით დაცული უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა; ბუნდოვანი ნორმები და პროცედურული გარანტიების არარსებობა; ნორმების ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და კონტროლის პალატის ულიმიტო უფლებამოსილება; არაგონივრული შეზღუდვები და სანქციები; მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობა ამომრჩეველს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
თბილისის ცენტრში, ყოფილი გამომცემლობის შენობასთან კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოფისში ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ოფისში 45 წლამდე ასაკის მამაკაცის გვამი დღეს, დაახლოებით 16.00 საათისთვის ნახეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის ცივი იარაღით არის მოკლული. დეტალებს “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტები შემთხვევის ადგილზე არკვევენ. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60256.jpg საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ სენატორებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა სენატის წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში სენატორები გამართავენ შეხვედრებს პარლამენტში, თავდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაათვალიერებენ ოკუპაციის ხაზს, დევნილთა დასახლებას წეროვანში, იუსტიციის სახლსა და პოლიციის განყოფილებას რუსთავში. View the full article
-
ცხინვალის საოკუპაციო სამხედრო ბაზის ოსური ბატალიონის სამხედროები სწავლებას რუსეთის სასწავლო ცენტრებში გაივლიან. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება. ოსური ქვედანაყოფის პირველმა ახალწვეულებმა ცხინვალში ტესტირება უკვე გაიარეს და ფიზიკური მომზადების ნორმატივები ჩააბარეს, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთში სამედინო შემოწმება ჩაუტარდათ. მარიონეტული რეჟიმის "თავდაცვის სამინისტროს" პრეს-სამსახურის გალინა გუჩმაზოვას ინფორმაციით, შერჩეული სამხედროები 1 აპრილიდან მომზადებას რუსეთის სასწავლო ცენტრებში გაივლიან და სწა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ცხინვალის საოკუპაციო სამხედრო ბაზის ოსური ბატალიონის სამხედროები სწავლებას რუსეთის სასწავლო ცენტრებში გაივლიან. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება. ოსური ქვედანაყოფის პირველმა ახალწვეულებმა ცხინვალში ტესტირება უკვე გაიარეს და ფიზიკური მომზადების ნორმატივები ჩააბარეს, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. მარიონეტული რეჟიმის "თავდაცვის სამინისტროს" პრეს-სამსახურის გალინა გუჩმაზოვას ინფორმაციით, შერჩეული სამხედროები 1 აპრილიდან მომზადებას რუსეთის სასწავლო ცენტრებში გაივლიან და ს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/mid_azerbaydzhana-300x224.jpgაზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს და აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “აზერბაიჯანი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის გადასაწყვეტად მოლაპარაკებების გზაა მნიშვნელოვანი”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადებები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და თბილისის საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ნატო-მ გაავრცელა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/logocsk-300x20521.jpgსაარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს პოლიტიკური პარტიებისგან საჩუქრების მიღება აეკრძალათ ამ საკითხს დღეიდან ეთიკის კოდექსი დაარეგულირებს. კერძოდ “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში”, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაამტკიცა და ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს დაევალათ არ მიიღონ საჩუქარი ან რაიმე სარგებელი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციისა ან იმ პირისაგან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში. ამას გარდა, მოხელეები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო პერიოდში არ დაესწრონ წვეულებებს, ბანკეტებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომელიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან იმ პირის მხრიდან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში; ეთიკის კოდექსის მიხედვით, მოხელის ოჯახის წევრის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, საარჩვენო ადმინისტრაციის მოხელემ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან/და ცესკოში 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომლის წარუდგენლობაც აღნიშნულ ვადაში შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. საარჩევნო პერიოდში მოხელეებს მოუწევთ თავი აარიდონ ადგილობრივი თუ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან პირადი ხასიათის შეხვედრებსა და ვიზიტებს. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საარჩევნო მოხელეებს ქმედებები დისციპლინალურ გადაცდომად ჩაეთვლებათ და დაისჯებიან როგორც “საარჩევნო კოდექსის”, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60255.jpg საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოთხდღიანი ვიზიტით ისრაელში იმყოფება. ვიზიტის მთავარი თემა საქართველოსთვის ჯვრის მონასტრის გადმოცემაა. სწორედ ამ თემაზე მართავს დავით ბაქრაძე შეხვედრას ისრაელის მინისტრთან რელიგიის საკითხებში. ამავე საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრასაც გეგმავს. ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძე ჯვრის მონასტერსაც მოინახულებს. მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე ქართულ სახლში იმყოფებოდა, სადაც იურისალიმში მცხოვრებ ქართველ მონაზვნებს შეხვდა. View the full article
-
Вчера в вечернем сообщении Московского радио говорилось о том, что утром того же дня после предпринятых подготовительных действий, которые длились всю ночь, на одном из неназванных направлений центрального участка фронта началось широкомасштабное наступление.
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60253.jpg თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები სტუდენტებსა და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებს შეხვდნენ, სახელმწიფო ანტინარკოტიკული პროგრამის დეტალები გააცნეს და საზოგადოებასთან ერთად აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ანტინარკოტიკული კამპანია მთავრობის ინიციატივით დაიწყო და მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება. ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიურად ჩართულია საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, პროკურატურა, თბილისისა და სხვა რეგიონული თვითმმართველობები. თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, თბილისის მერია სარეაბილიტაციო ცენტრის დაპროექტებაზე მუშაობს. View the full article