Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/2043auqcionio2-300x194.jpgეროვნული ბანკის 84-დღიან N13, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდებიოთხმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.48 პროცენტი, მაქსიმალური 5.75 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 5.63 პროცენტით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/85cad8a4-de07-4aa8-bff5-e95357126c45_mw800_mh600_s-300x225.jpgსაქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაასრულა. „საქპატენტის“ ინფორმაციით, აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებამ საქართველოს სახელზე უკვე გასცა დამცავი დოკუმენტები 12 ქართული ღვინის დასახელებაზე. ესენია: „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „წინანდალი“, „ახაშენი“, „ყვარელი“, „მანავი“, „თელიანი“, „გურჯაანი“, „კახური“, „მუკუზანი“, „ტვიში“, „ვაზისუბანი“. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/news_2951.jpg„საქართველოს მთავრობა ატარებს რუსეთის მოქალაქეების სისტემატიურ რეპრესიებს”,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა. „ინტერფაქსის“ ცნობით, ეს განცხადება, ლუკაშევიჩმა რუსეთის მოქალაქის, კონსტანტინე როდიონოვის საქართველოში დაკავების ფაქტს დაუკავშირა, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარღვია. კერძოდ, მას ბრალად აფხაზეთში უკანონო გადასვლის მცდელობისთვის ედება და ლუკაშევიჩის თქმითვე, 2 დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ლუკაშევიჩის თქმით, რუსეთის ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში სიტუაციის გარკვევაზე და რუსეთის მოქალაქესთან საკონსულო მომსახურების მიწოდებაზე მუშაობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკომენტარებს მომხდარს, არც დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა რამდენიმე თვის წინ სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა უტიაშვილმა ისაუბრა იმ უცხოელების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, რომლებიც უკანონოდ გადმოკვეთენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/bronze-drawn-pasta-300x80.jpgსუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ერთგული მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და მაკარონების წარმოების საუკუნოვანი გამოცდილების მქონე, მსოფლიოს წამყვანი იტალიური ბრენდის – „პასტა ზარას“ პროდუქტების რეალიზაციას იწყებს. „ბუკატინი“, „სპაგეტი“, „მეზანი“, „პენე რიგატე“ მხოლოდ მცირე ჩამონათვალია „პასტა ზარას“ იმ პროდუქტებისა, რომელიც „სმარტში“ მისაღებ ფასად იყიდება. „პასტა ზარას“ 16 სხვადასხვა სახეობის მაკარონის შეძენა 1.95 ლარიდან 2.95 ლარამდეა შესაძლებელი და სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის მაკარონები ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს მოხიბლავს. „მოხარული ვართ, რომ „სმარტის“ მომხმარებელს კიდევ ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს ვთავაზობთ. იტალიური ბრენდის „პასტა-ზარას“ პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და ფართო არჩევანით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ „პასტა-ზარა“ მომხმარებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი გახდება“, – აცხადებენ „სმარტში“ . „პასტა-ზარას“ მაკარონების წარმოების საუკუნოვანი გამოცდილება აქვს და დღესდღეობით უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს, რათა პროდუქტების აბსოლიტურად ნატურალურ ინგრედიენტებს სრულად შეუნარჩუნდეს სასარგებლო თვისებები. ამას გარდა, „პასტა-ზარა“ ცნობილია სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილი პროდუქციით, რომელიც მიმზიდველია არა მხოლოდ ბავშვებისათვის სახალისო ფორმებით (ავტომანქანები, ცხოველები), არამედ სასარგებლო თვისებებით. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს“ დაახლოებით 15 ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე. იხილეთ epn.ge
  5. Сенаторы от Республиканской партии отказались поддерживать любые ограничения по строительству ПРО, если решение об этом примет администрация Барака Обамы. Продолжает разыгрывать антироссийскую карту и главный соперник Обамы на выборах Митт Ромни: он выступил с очередными нападками, обвинив президента в демонстрации слабости. newsru
  6. <img src = "img/multimedia/a8309.jpg" > ქართველებს,საბედნიეროდ ,ჯერ კიდევ ტანში გვზარავს მოხუცთა თავშესაფრების ხსენებაზე. ქართველები,საბედნიეროდ,ვკიცხავთ მათ,ვინც იქ წასაყვანად გაიმეტა ნაამაგარი ადამიანები,მაგრამ, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენც გვაქვს ჩვენი,,ორიგინალური თავშესაფრები”... droni.ge
  7. თვითონ ეს ფრაზა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ იაპონელებს მოუვიდათ აზრად ასეთი რამ რომ გაეკეთებინათ – სასტუმრო მიცვალებულებისათვის.იაპონიის ოკოჰამას გარეუბანში არის ასეთი სასტუმრო რომელსაც “ასთელი” ქვია. სიტყვა ასთელი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “უკანასკნელი ოტელი”. ამ სასტუმროს შეუძლია 18 უხეშად რომ ვთქვათ “სტუმრის” მიღება. რა თქმა უნდა, აქ ყავას და გამაგრილებელ სასმელს არავინ მოითხოვს. მაშ ... View ucnauri.com
  8. ამ სტატიაში მე შეძლებისდაგვარად მოგიყვებით კომპიუტერული თამაშების განვითარების ისტორიასპირველი კომპიუტერული თამაში 1950-60-იან წლებში ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანაზე იქნა გამოგონილი. ისეთი თამაშები, როგორიცაა “Star Trek”, ძირითადად, ვერბალური იყო, ვინაიდან მისი გრაფიკა, კომპიუტერის მცირე შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეზღუდული იყო. მას შემდეგ, რაც კომპიუტერები ბევრად პატარა და იაფიც გახდა, კომპიუტერული თამაშები ყველასთვის ხელმისაწვდომ საშუალებას ... View ucnauri.com
  9. Tomb Raider – მულტიპლატფორმული თამაშია, სათავგადასავლო თრილერის ჟანრში, რომელსაც ქმნის კომპანია Crystal Dynamics, პლატფორმებისთვის PlayStation 3, Xbox 360 და PC. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2012 წლის ბოლოს.თამაშში მოქმედებები განვითარდება უფრო ადრე, ვიდრე მის წინამორბედ ნაწილებში.თამაშის მთავარ გმირად, რა თქმა უნდა მოგვევლინება ლარა კროფტი, რომელიც 21 წლისაა და არანაირი გამოცდილება არ მიუღია ... View ucnauri.com
  10. <img src = "img/multimedia/a8306.jpg" > „მის სამყაროს“ ორგანიზატორებმა უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ ჯენა ტალაჩკოვას კონკურსში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. მიზეზი ის გახლავთ, რომ ჯენა ქალად არ დაბადებულა - ის ტრანსსექსუალია. droni.ge
  11. <img src = "img/multimedia/a8305.jpg" > სოციალურ ქსელებში ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის კომენტარს განიხილავენ, რომელიც ჟურნალ "რეიტინგთან" საუბარში გააკეთა. droni.ge
  12. 16:06 27.03.2012 კახა მიქაიას სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. http://3.bp.blogspot.com/-HWSl2su3rXg/T3Hv3WW2gsI/AAAAAAAAGeM/jd3l6A06CqU/s200/kaxa%2Bmniqaia.gifმიქაიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაკავებულს ბრალი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას ინფორმაციით, ბრალდების მხარე მიქაიასთვის 3-თვიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენელი კახა მიქაია, პოლიციამ ზუგდიდში, რაიონული სასამართლოს შენობასთან მაშინ დააკავა, როდესაც მიქაიამ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და გარეთ მდგომ აქტივისტებს სიტყვით მიმართა. obieqtivi.net http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  13. <img src = "img/multimedia/a8304.jpg" > მიქელ და ედმუნდ ნავრატილები ტიტანიკის გადარჩენილ მგზავრებს შორის მარტოდ დაშთენილი ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, რომლებიც მამამისმა ბოლო მაშველ ნავში ჩასვა, თავად კი ჩასაძირად განწირულ გემზე დარჩა და სხვა უამრავ ადამიანთან ერთად დაიღუპა. droni.ge
  14. По мнению ветерана российского правозащитного движения Льва Пономарева, стране нужен гражданский министр МВД. Только он, по его мнению, сможет провести глубокую реформу ведомства. Тем временем Следственный комитет обещает проверить все заявления граждан на неправомерные действия сотрудников полиции. newsru
  15. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/ivanishvili_b_16.jpg{jathumbnail off}ბიძინა ივანიშვილი თავისი ბიზნეს-იმპერიის, მართვის მოდელის, წარმატების საიდუმლოს და ბედნიერების შესახებ polity.ge
  16. <img src = "img/multimedia/a8303.jpg" > "სააკაშვილმა გარკვეული პოლიტიკური პარტიები იყიდა. ეს ფსევდო-ოპოზიციური პარტიებია, ნამდვილმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კი მოქალაქეების ნდობა დაკარგეს. მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში.", - განუცხადა "შპიგელს" ბიძინა ივანიშვილმა. droni.ge
  17. <img src = "img/multimedia/a8302.jpg" > დაკავებულებს შორის სამი ქართველი ქალბატონია. ძარცვაში ეჭვმიტანილები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. droni.ge
  18. <img src = "img/multimedia/a8301.jpg" > საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელდება, 1-2 აპრილს კი შედარებით გამოიდარებს. droni.ge
  19. 15:00 27.03.2012 ზუგდიდში, რაიონული სასამართლოს შენობასთან პოლიციამ ოპოზიციური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენელი კახა მიქაია დააკავა. http://4.bp.blogspot.com/-rgjZC5RkHts/T3GpBa2rbdI/AAAAAAAAGd4/i5ugPpcS1bk/s200/kaxa%2Bmiqqaia.gifწინასწარი ინფორმაციით, მიქაიას დაკავების მიზეზი კახა მიქაიას, ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერების, თეა წულუკიანის და ირაკლი ჩიქოვანის მიერ ზუგდიდის სასამართლოსთან გამართული საპროტესტო აქცია გახდა. მიქაიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. საპროტესტო აქცია ამჟამად ზუგდიდის პოლიციის შენობასთან მიმდინარეობს. ამ წუთებში სხვა სახის ინფორმაცია არ ვრცელდება. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი ვაშინგტონელ ლობისტებს ყოველთვიურად ათობით ათას დოლარს უხდის და შთაბეჭდილება ისეთია, რომ ეს ყველაფერი უკვე იძლევა შედეგს. ორშაბათს ჯიმ მაკდერმოტმა, ვაშინგტონის შტატის კონგრესმენმა დემოკრატიული პარტიიდან, წარმოადგინა ”საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიის აქტი 2012 წლისათვის”. ეს დოკუმენტი მოითხოვს საქართველოსთვის ყველა სახის დახმარების (სამხედრო და ნებისმიერი სხვა) შეწყვეტას, თუ სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ წელს, ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში. ეს შესაბამისობაში მოდის აშშ-ს ოფიციალური პირების ბოლოდროინდელ რიტორიკულ ზეწოლასთან, რომელიც მიმართული იყო საქართველოს მთავრობისაკენ და აღწერდა იმას, თუ რამდენად დიდია აშშ-ს მთავრობის ყურადღება არჩევნებისადმი. სანქცია ზედმეტად მკაცრად გამოიყურება, მაგრამ: როდის ჩაატარა ბოლოს ბაჰრეინმა, კიდევ ერთმა ქვეყანამ ცნობილმა იმით, რომ აშშ-ს სამხედრო დახმარებას იღებს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები? მაგრამ ყველაზე გამაოგნებელი კანონპროექტში ივანიშვილზე ხაზგასმაა. ცხრაგვერდიან კანონპროექტში მილიარდერი ივანიშვილი ცამეტჯერაა ნახსენები ისე, რომ სხვა არც ერთი პოლიტიკოსი მოხსენიებული არ არის.(მიხეილ სააკაშვილის გარდა, რომელთან დაკავშირებით ნთქვამია: ”მისი სულ უფრო დიქტატორული კონტროლი საქართველოს მთავრობაზე” და რამდენჯერმე – ”სააკაშვილის რეჟიმი”). კანონპროექტში დეტალურადაა აღწერილი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი, მისი ფინანსური დევნა და ივანიშვილის მხარდამჭერის საეჭვო გარდაცვალება ციხეში. გასაკვირი არ არის, რომ კანონპროექტის ტექსტი ბლოგ Bug Pit-ს იმ PR ფირმამ გადმოუგზავნა, რომელიც ივანიშვილისთვის მუშაობს (კანონპროექტი წარდგენილი იყო ორშაბათს და ამიტომ ონლაინ ჯერ არ გამოჩენილა. როგორც კი დოკუმენტს ინტერნეტში გამოაქვეყნებენ, მე ლინკს დავამატებ). უნდა ითქვას ისიც, რომ ივანიშვილი საქართველოს მთავრობის ბევრად უფრო ძლიერ ვაშინგტონურ ლობისტურ აქტივობას უპირისპირდება. სულ რაღაც ორი თვის წინ კონგრესმა თავის რეზოლუციაში შეაქო საქართველოს მთავრობა და განაცხადა, რომ ”მან აჩვენა თავისი სრული ერთგულება დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისადმი”. და კიდევ სულ ახლახანს იყო წარდგენილი ორი კანონპროექტი, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების ლობირებას ისახავს მიზნად, რაც სააკაშვილის უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და, როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიის მარშრუტი კაპიტოლიუმის ბორცვზეც გაივლის. ორიგინალი ორიგინალი
  21. "Сейчас не середина 1970-х годов", - напомнил Медведев фавориту республиканских праймериз. Вслед за Обамой российский президент объяснился по поводу "отсрочки" по ПРО, о которой журналисты узнали, подслушав тайные переговоры двух президентов. Говорил Медведев и о России: об отставках губернаторов и оппозиции. newsru
  22. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg ბენიამინ ბიდერი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციური მოძრაობის შექმნით გამოწვევას უგზავნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ახლახანს ბევრი მისი მხარდამჭერი დაკითხეს, რასაც Amnesty International-მა დაშინების მცდელობად შეაფასა. SPIEGEL ONLINE-თან ინტერვიუში, ივანიშვილი დასავლეთს სთხოვს უარი თქვას სააკაშვილის მხარდაჭერაზე, რომელსაც მისი მტკიცებით საქართველო დიქტატურისკენ მიჰყავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს (გიდო ვესტერველემ ამ ქვეყანას პრესის თავისუფლებისა და „ოპოზიციის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა“), პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია წამოიწყო. ამ თვის დასაწყისში ოპოზიციური ლიდერის და ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის 100 ზე მეტი მხარდამჭერი დაკითხვაზე გამოიძახეს. დაკითხვები, რომელიც საათების განმავლობაში გრძელდებოდა, უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-სთვის იმის მიზეზი გახდა, რომ სააკაშვილი წინასწარ განზრახული დაშინების კამპანიის წარმოებაში დაედანაშაულებინა. ივანიშვილი, რომელმაც 2003 წელს სააკაშვილის „ვარდების რევოლუცია“ დააფინანსა, იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის პარტიას დაამარცხებს. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მის მოძრაობას „ქართულ ოცნებას“, რომელიც 2011 წლის დეკემბერში შეიქმნა, გამოკითხულთა 28% უჭერს მხარს. სააკაშვილის მთავრობამ უკვე გაამკაცრა კანონები პარტიების დაფინანსებაზე და ივანიშვილს, რომლის პირადი კაპიტალიც ჟურნალმა Forbes-მა 5 მილიარდ დოლარად (3.8 მილიარდი ევრო) შეაფასა, მოქალაქეობა ჩამოართვა. 56 წლის ბიზნესმენი საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ფერდობზე წამოჭიმულ მინისა და ლითონის ფუტურისტულ შენობაში ცხოვრობს. SPIEGEL ONLINE-თან ინტერვიუში, ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ ხედვაზე საუბრობს და სააკაშვილის მმართველობის პირობებში საქართველოსთვის ბნელ სურათს ხატავს. თქვენ, დღემდე არ იძლეოდით ინტერვიუებს. ამბობთ, რომ ჟურნალისტები არ გიყვართ და ვერ იტანთ ყირადღების ცენტრში ყოფნას. საიდან გაგიჩნდათ უცებ პოლიტიკური ამბიციები? ჩემი ფილოსოფია ასეთია: მირჩევნია საზოგადოების ყურადღების მიღმა ვიყო. თავისუფლება მიყვარს. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო სერიოზული ზეწოლის ქვეშ ვექცეოდი. არჩევანი უნდა გამეკეთებინა: ან უნდა დამეტოვებინა ქვეყანა, სადაც ჩემი ყოფნა სულ უფრო სახიფათო ხდებოდა, ან შეტევაზე გადავსულიყავი. თუკი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გიყვართ, რატომ არ დაუჭირეთ მხარი უკვე არსებულ ოპოზიციურ პარტიას? სააკაშვილმა პარტიები ერთი მეორეს მიყოლებით იყიდა. ეს ფსევდო ოპოზიციური პარტიებია. მაგრამ რამდენიმე წესიერმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც დაკარგა მოქალაქეების ნდობა. მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში. მაქვს ფული, მაგრამ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი ხალხის ნდობაა. ეს მაღალი სიტყვებია. რას გეგმავთ გამარჯვების შემთხვევაში? ევროპა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი, მიზანი და ბედისწერაა. გვინდა მისი ნაწილი გავხდეთ. ჩვენ სწრაფად მოვარგებთ ჩვენს ინსტიტუტებს ევროპულ მოდელს, გავათავისუფლებთ სასამართლოს და შევქმნით თავისუფალ მედიას. წელიწადნახევარ ან ორ წელიწადში მე წავალ პოლიტიკიდან. და ყველაფერს ხელახლა მიატოვებთ? არა. მე ვიმუშავებ სამოქალაქო საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, ისეთი პასიური აღარ ვიქნები, როგორც ადრე. მე დავეხმარები საზოგადოებას იმ მთავრობის შეკავებაში, რომელსაც დავტოვებ. რატომ შეიძინეთ სარეკლამო გვერდები ისეთ ამერიკულ გამოცემებში, როგორიც მაგალითად Washington Post, სადაც თქვენ მოუწოდეთ დასავლეთს შეწყვიტოს სააკაშვილის მხარდაჭერა? ამერიკამ საქართველო უმცროსი პარტნიორის რანგშია აირჩია. შეერთებული შტატები ფიქრობს, რომ სააკაშვილი დემოკრატიულ საქართველოს აშენებს, მაგრამ ეს მხოლოდ ფასადია. მე მინდა ამერიკელებს მისი ნამდვილი სახე დავანახო. სააკაშვილი მათ თვალში ნაცარს აყრის. რას გულისხმობთ? 2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, ის მართლაც აშენებდა დემოკრატიულ სისტემას. მაგრამ მან ამ გზას გადაუხვია. ის ტოტალიტარულ სახელმწიფოს ქმნის. რას მოითხოვთ დასავლეთისგან? მე არაფრის მოთხოვნის უფლება არ მაქვს. მაგრამ მინდა უბრალოდ ვთხოვო დასავლეთს დაინახოს რეალური სიტუაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი და სააკაშვილს თავი არ მოატყუებინოს. ევროპამ და ამერიკამ საქართველოს ხელისუფლება მისი ქმედებების მიხედვით უნდა შეაფასოს და არა სიტყვების და დაპირებების. წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი საქართველოს დიქტატურად გადააქცევს. თქვენი წინადადება რაში მდგომარეობს? ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობ ევროპული ქვეყნების ელჩებთან. იმედი მაქვს, რომ ევროპა დაგვეხმარება ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში. საქართველოს სურს შექმნას პრეცედენტი, რომ ხელისუფლების გადაცემა აქ მოხდეს არჩევნების და არა რევოლუციის გზით, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე. მე მინდა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები, მაგალითად, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციიდან (ეუთო), ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდნენ საარჩევნო კამპანიას. სააკაშვილის ზედმეტად ნეგატიურ სურათს ხომ არ ხატავთ? მან პოლიციის რეფორმა ჩაატარა, რომელმაც უცხოეთში დიდი ყურადღება მიიპყრო პოლიციის რეფორმა წარმატებული იყო. ათასობით პოლიციელმა შეწყვიტა ქრთამის აღება, მაშინ როდესაც მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში პოლიცია კორუმპირებულია. მაგრამ კორუფცია აღმოიფხვრა დაბალ რგოლებში, მაშინ როდესაც მაღალ რგოლში ადამიანთა მცირე ჯგუფი ჯიბეს ისქელებს. თქვენ ადანაშაულებთ სააკაშვილს იმაში, რომ იგი პირადადაც გამდიდრდა? რა თქმა უნდა. მან შექმნა ეს სისტემა. ეკონომიკაში დაახლოებით 15, 20 ადამიანი დიმინირებს. ქართული ეკონომიკის დიდ ნაწილს გენერალური პროკურორი აკონტროლებს; თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებს გაზის და ნავთობის ბიზნესს. მთავრობა, თავის მხრივ, კრემლის აგენტს გიწოდებთ. ქონება რუსეთში დააგროვეთ. რამდენად ვალდებული ხართ რუსეთის წინაშე? არანაირად. მე ვარ ვალდებული ჩემი ქვეყნის წინაშე. ჩემი რესურსების 99% პროცენტს საქართველოში ვხარჯავ. მე განვაახლე აქ ყველა თეატრი და მუზეუმი; ავაშენე გზები, და 50 ახალი სკოლა. რუსი ჯაშუშები ასე რომ იქცეოდნენ, ჩემი ქვეყნის წარმატება ასეთი აგენტების სიმრავლეზე იქნებოდა დამოკიდებული. 10 წელია რუსეთში არ ვყოფილვარ. კავკასია დენთის კასრია. ირანი, რომელიც ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე შეიძლება გახდეს, თქვენი მეზობელია. აზერბაიჯანი თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. საქართველოს კონფლიქტები სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში კვლავ გადაუჭრელია. ხომ არ სჭირდება საქართველოს სტაბილური პირობები, და არა ლიდერი, რომელიც თქვენი თქმით, ორი წლის შემდეგ გადადგომას გეგმავს? ისეთ პატარა ქვეყნას როგორიც საქართველოა, ძალიან მცირე გავლენა აქვს გლობალური დონის კონფლიქტების გადაწყვეტაზე. დიახ, ჩვენ შეიძლება მოვლენათა ასეთი განვითარების მსხვერპლნი გავხდეთ, მაგრამ რთული რეგიონალური სიტუაცია არ ამართლებს ერთი ადამიანის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების გადაწყვეტილებას. ჩემთვის ცხადია, რომ დემოკრატიზაცია ძალიან რთული პროცესია. როგორ გეგმავთ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებას? ჩვენ აღვადგენთ პირდაპირ მოლაპარაკებებს ჩვენ დებთან და ძმებთან. ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენი თანაცხოვრება მშვიდობიანი იყო. რა პირობებში იქნებოდა თქვენთვის მისაღები ამ რეგიონების დამოუკიდებლობა? ქართველო ხალხი არასდროს დათანხმდება მათ დამოუკიდებლობაზე. თბილისში ვიზიტის დროს მარტის შუა რიცხვებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველეს სურდა თქვენთან შეხვედრა. რატომ არ მიიღეთ მიწვევა? გულწრფელად, რომ გითხრათ, ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილი დავრჩი. მან იმავე შეხვედრაზე მიმიწვია, სადაც იმ ფრესვდო-ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებოდა, რომლებიც სააკაშვილს ჯიბეში ჰყავს. შესაძლოა, ის სწორად არ იყო ინფორმირებული. ვესტერველე ის იყო გაემგზავრა (ქვეყნიდან), როდესაც ასობით ჩემს მხარდამჭერს დაკითხვებს უწყობდნენ. რუსმა ოლიგარქმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ ერთხელ გამოიწვია რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი. ის თქვენზე მდიდარი იყო, მაგრამ დღეს ციხეშია. არ გეშინიათ, რომ იგივე ბედს გაიზიარებთ? მე ჩემს გადწყვეტილებას არ შევცვლი. ციხის არ მეშინია, არსებობს უარესი საფრთხეები. ისინი ყველაფერზე წამსველელები არიან. ორიგინალი ორიგინალი
  23. Сам президент признавал, что больших успехов в борьбе со взяточниками страна не достигла, но из его слов выходило, что в этом виноваты россияне. Между тем Навальный рассказывает о том, как президент завернул инициативы "Роспила", а эксперты обсудили прокол Медведева: он забыл о собственном уже принятом законе о борьбе с коррупцией. newsru
  24. Накануне саммита в Дели был подготовлен сенсационный документ, из которого следует, что Индия строит планы на случай возможной войны с Китаем. Получается, что БРИКС в лучшем случае остается экономическим альянсом, который терзают внутренние политические противоречия. newsru
  25. Аудиоколонки, передающие звук из зала, включились раньше начала пресс-конференции. В личной беседе Обама заверил Медведева, что проблема ПРО "может быть решена". Но разговаривать на эту тему он намерен с Путиным, а не с Медведевым. Пентагон тем временем устроил России неприятный сюрприз, озвучив новые планы по развитию ПРО. newsru
×
×
  • შექმენი...