planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/04_12/60647.jpg აფეთქებების სერიის შემდეგ დნეპროპეტროვსკის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ქალაქს მსგავსი მასშტაბური თავდასხმების სერია არ ახსოვს. რამდენიმე წუთიანი ინტერვალით დნეპროპეტროვსკის სხვადასხვა ადგილას 11 აფეთქება მოხდა. თუმცა ოფიციალური პირები მხოლოდ 4 შემთხვევას ადასტურებენ. მოგვიანებით ერთ–ერთ სავაჭრო ცენტრთან სროლის ხმაც გაისმა. სამართალდამცველებს დაკავების დროს ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა გაუხსნა. სავარაუდოდ ის უკვე დაკავებულია. აფეთქებები ერთი სცენარით განხორციელდა. ბომბები სანაგვე ურნებში იყო დამონტაჟებული. პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა 11 საათსა და 50 წუთზე ქალაქის ცენტრში, ტრამვაის გაჩერებასთან ამოქმედდა. ამას მოჰყვა კიდევ სამი აფეთქება ოპერის თეატრთან, რკინიგზის სადგურთან და პარკთან. მეხუთე ბომბი განმაღმველებმა იპოვეს და თავად ააფეთქეს. ბოლო მონაცემით დაშავებულია 29 ადამიანი. მათ შორის 10 ბავშვია. უკრაინის ხელისუფლებამ აფეთქებებს მალევე ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და უსაფრთხოების ზომები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში გაამკაცრა. თავად დნეპროპეტროვსკში დღის მეორე ნახევარში უკვე უკვე შინაგანი ჯარის ქვედანაყოფები გამოჩნდა. სამართალდამცველები განმაღმველებთან ერთად ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ სანაგვე ურნებში, შენობებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში. მომხდარის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმში ყოფნისას შეიტყო და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს ტერაქტყის ორგანიზატორთა უმოკლეს ვადაში დაპატიმრება დაავალა. დნეპროპეტროვსკში იმყოფებიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელი პირები. პრეზიდენტმა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს დაავალა არ დაუშვან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის წინ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია. მატჩები 8 ივნისიდან იწყება და უკრაინის 4 ქალაქში კიევში, დონეცკში, ლვოლვსა და ხარკოვში გაიმართება. დღეს წერილობითი განცხადება გააკეთა უეფას ხელმძღვანელობამაც, რომელიც დარწმუნებულია, რომ აფეთქებების მიუხედავად თამაშების დროს უსაფრთხოება სათანადოდ იქნება დაცული. დღეიდან 2 მაისამდე დნეპროპეტროვსკში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება იკრძალება. View the full article
-
/get_img?ImageId=7284 პირველმა კვლევამ ბავშვზე ზრუნვის სამივე სახის ალტერნატიულ მომსახურებაზე პრობლემები გამოავლინა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრიჩაილდმა" და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა, ევროკავშირის დაფინანსებით, ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის ალერნატიული სერვისების - მინდობით აღზრდის, მცირე ტიპის საოჯახო სახლებისა და დღის ცენტრების საჭიროებათა კვლევის შედეგები დღეს, 27 აპრილს წარმოადგინეს. შეფასებამ აჩვენა, რომ მომსახურების მიმწოდებლები და მომხმარებლები, ზოგადად, კმაყოფილები არიან არსებული მომსახურებით და მხარს უჭერენ ქვეყანაში მათ არსებობას. თუმცა, კვლევის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით, პროექტის 11-მა პარტნიორმა ორგანიზაციამ ერთობლივად შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები, რომელიც სისტემურ, ადმინისტრაციულ, ჯანდაცვის, განათლების, დაფინანსებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროებს ეხება. კვლევის ფარგლებში შემუშავებული 70 რეკომენდაციიდან 20 შესრულების პროცესშია, ხოლო 49 რეკომენდაცია აუცილებელ ყურადღებას საჭიროებს. კვლევამ აჩვენა, თუ რა ძირითადი პრობლემები იკვეთება თითოეული სახის მომსახურების დროს. მინდობით აღზრდა 100 მიმღებ მშობელთან და 59 მინდობით აღსაზრდელთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სოციალურ მუშაკებს, რომელთაც აქტიური როლი უკავიათ ბავშვების მიმღებ ოჯახებში გადაყვანისას, სახეზეა მათი არასათანადოდ მუშაობის შემთხვევები, რაც გამოიხატება, მაგალითად, იმაში, რომ ისინი სრულ ინფორმაციას არ აწვდიან მიმღებ ოჯახებს ბავშვის შესახებ; სათანადო გულისყურით არ ეკიდებიან მიმღები მშობლის მიერ დასახელებულ საჭიროებას, დადგენილი სიხშირით არ ახორციელებენ მონიტორინგის ვიზიტებს. შედეგების მიხედვით, ზოგ შემთხვევაში არ ხდება ბავშვების ინფორმირებაც. კვლევის მიხედვით, ზოგიერთი მშობლის თქმით, წამყვანი მოტივაცია ფინანსური დაინტერესებაა, მშობელთა ნაწილი კი ბენეფიციარს უმალავს მის წარმომავლობას და ეუბნება, რომ ის მისი ბიოლოგიური შვილია. კვლევამ აჩვენა, რომ მიმღებ მშობელთა მხრიდან ბავშვების ქცევის მართვისას ოჯახის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩხუბსა და ფიზიკურ შეხებას (მირტყმა, ყურის აწევა, თმის მოწიწკვნა), ქცევის მართვის მიზნით. მცირე საოჯახო ტიპის სახლების ფუნქციონირებისას, ძირითადად, ფინანსური პრობლემები გამოიკვეთა. სახელმწიფოსგან მიღებული ვაუჩერული დაფინანსება ვერ ფარავს არსებულ საჭიროებებს და დაფინანსება დონორი ორგანიზაციების მხრიდანაც ხდება. კვლევაში აღნიშნულია, რომ დაფინანსების სიმცირე აისახება როგორც თანამშრომელთა ხელფასებზე, ასევე მომსახურების მრავალფეროვნებასა და ხარისხზე, მაგალითად, ვერ ხერხდება ბავშვების მათთვის სასურველ წრეებზე ტარება, საჭირო ნივთების შეძენა და ა.შ. დღის ცენტრები კვლევამ აჩვენა, რომ დღეისათვის მოქმედი დღის ცენტრების რესურსი მთლიანად ვერ ფარავს ქვეყანაში არსებულ საჭიროებას. იმის გამო, რომ დღის ცენტრში ჩასარიცხად რიგი დოკუმენტაციაა საჭირო, ზოგიერთი ამ მომსახურების გარეშე რჩება. კვლევის შედეგების მიხედვით, დღის ცენტრების ზოგიერთი აღმზრდელი და პედაგოგი ქცევის მართვის არაადექვატურ სტრატეგიებს იყენებს, მაგალითად, დასჯის სხვადასხვა მეთოდს. აღნიშნული კვლევა ორგანიზაციამ “საქართველოს ბავშვები” 2011 წლის აპრილიდან სექტემბრის თვის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ინტერვიუები და ფოკუსჯგუფების დისკუსიები ჩატარდა, სადაც ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობას 344 ადამიანი იღებდა. მათ შორის იყვნენ მშობლები და მინდობით აღსაზრდელები, მცირე საოჯახო ტიპის სახლის მენეჯერები, აღმზრდელები და ბენეფიციარები, ასევე, დღის ცენტრების მენეჯერები, პედაგოგები და მშობლები. დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა საქართველოში 1999 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს დიდი ზომის, საბჭოური ინსტიტუციების, ე.წ. “ბავშვთა სახლების” დახურვა წარმოადგენს. რეფორმის დასაწყისისთვის ბავშვთა სახლებში და სკოლა-ინტერნატებში 5.500-მდე ბავშვი ცხოვრობდა. რეფორმის ფარგლებში მათი ნაწილი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, ნაწილი მიმღებ ოჯახებში ცხოვრობს, ხოლო ზოგი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადავიდა. ამჟამად მხოლოდ 387 ბავშვი დარჩა 9 სახელმწიფო ბავშვთა სახლში (რომლებიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსაც ემსახურება). რეფორმის დასრულება 2012 წლის ბოლოსთვის იგეგმება. აღნიშნული შეფასების სრულყოფილი ვერსია everychild.ge-ზე გამოქვეყნდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივა. პირველკურსელები, რომლებიც კურსს საუკეთესო შედეგით დახურავენ, მომდევნო წლებში გადასახადისგან თავისუფლდებიან. მათი სწავლის გადასახადს სახელმწიფო დაფარავს. ინიციატივაზე მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო "რედისონში" ილაპარაკა, სადაც მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა. ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-6 ოლიმპიადაში 31 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მოზარდები თავიანთ პროექტებს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში წარადგენენ. ქვეყნის პირველმა პირმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოში მიმდინრე განათლების რეფორმის მნიშველობაზე გაამახვილა ყურადღება. მიხიელ სააკაშვილმა, სტუმრად ჩამოსული მოსწავლეებისგან, ძვირფასი ქვებით მიჭედილი მისი და პირველი ლედის პორტრეტები მიიღო საჩუქრად. ცერემონიას დიმლომაიტური კსრუსს წამდგნლებიც ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, მედვედევის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება რუსეთშიც სურთ, თუმცა საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიტიკურ ელიტას ეს არ შეუძლია. View the full article
-
/get_img?ImageId=5748 26-27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნება“ აქციის გამართვას აპირებს. კოალიციის ცნობით, შესაბამისი განცხადებით მათ უკვე მიმართეს ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონისა და მ. მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებსა და ქ.თბილისის მერიას. კოალიციაში აცხადებენ, რომ ისინი იწყებენ საარჩევნო კამპანიას და, შესაბამისად, 26-27 მაისს გამართავენ ხალხმრავალ აქციას. "ქართული ოცნების" განცხადებაში ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ღონისძიების ადგილისა და დროის თაობაზე ისინი უახლოეს დღეებში აცნობებენ საზოგადოებას. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?ImageId=7282 მას შემდეგ, რაც საქართველოს ტელემედია ბაზარზე ახალი მსხვილი სუბიექტი გაჩნდა "მე-9 არხის" სახით, ტელეკომპანიების ნაწილმა პრევენციულ ზომებს მიმართა, კადრების გადინების შეჩერების მიზნით. ახალი შრომითი კონტრაქტების მიხედვით, ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეუძლიათ დასაქმებულებს 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრონ. ”ნეტგაზეთმა” მოიპოვა შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ტელეკომპანია ”იმედის” გენერალური დირექტორი გიორგი ლომინაძე უფორმებს ამავე ტელეარხის ერთ-ერთ ჟურნალისტს. აღნიშნული ხელშეკრულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში წერია: ”დასაქმებულის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში, დასაქმებულს შესაძლოა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით”. მსგავსი ხელშეკრულებები ”იმედის” თანამშრომლებს 3 წლის ვადით უფორმდებათ. ხელშეკრულების დადების თარიღად დოკუმენტში 2012 წლის პირველი თებერვალია მითითებული, თუმცა ჟურნალისტთა ნაწილს ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა რამდენიმე დღის წინ, აპრილში შესთავაზეს. ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ მსგავსი პირობით ხელშეკრულება ტელეარხთან აქამდე არ ჰქონიათ დადებული და მოსალოდნელი 50 000-ლარიანი პირგასამტეხლო სიახლეა. შრომითი ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტისთვის პირგამსატეხლოს - 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ ”რუსთავი 2"-ის თანამშრომლებსაც, თუმცა ამას ტელეკომპანიის რამდენიმე ჟურნალისტი მხოლოდ პირად საუბარში ადასტურებს. ”რუსთავი 2"-ის თანამშრომლების განცხადებით, ”იმედისგან” განსხვავებით, ”რუსთავი 2” მათ ექვსთვიან შრომით ხელშეკრულებებს სთავაზობს. "ნეტგაზეთი" შეეცადა ტელეიმედის ხელმძღვანელებთან დაკავშირებას: არხის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი არველაძე, როგორც მისმა მდივანმა გვითხრა, საქართველოში არ იმყოფება. გენერალურმა დირექტორმა გიორგი ლომინაძემ და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მათე კირვალიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ”მე, როგორც ”რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საჭიროდ არ მივიჩნევ სხვა მედიასაშუალებასთან შიდა ორგანიზაციულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას,” - გვითხრა ”რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა. ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” გენერალურმა დირექტორმა ”ნეტაზეთს” განუცხადა, რომ ”იმედისა” და ”რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს ახალი კონტრაქტები ბაზარზე ”მეცხრე არხის” გამოჩენის შემდეგ შესთავაზეს. ”არა მარტო ჟურნალისტებთან, სხვა პერსონალთანაც - ოპერატორებთან, მემონტაჟეებთან - ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და ეს კონტრაქტი იყო დამაბრკოლებელი. თან, ამ თანამშრომლებს ეს კონტრაქტები თან არ ჰქონდათ, რადგან ხელმოწერის შემდეგ ორივე ეგზემპლარი თავად ადმინისტრაციამ დაიტოვა. იმდენად კაბალური კონტრაქტებია, რომ მათი გამოჩენა არც უნდათ,” - განუცხადა ”ნეტგაზეთს” კახა ბექაურმა. ტელეკომპანია ”იმედის” მიერ თანამშრომლისთვის შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულება ჩვენ გავაცანით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, იურისტ თამარ კორძაიას: ”ეს არის წარმოუდგენლად დიდი პირგასამტეხლო, რადგან ხელშეკრულების ღირებულება არის 1000-დან 2000 ლარამდე და როცა ასეთი ხელფასის ადამიანს სთავაზობ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 50 ათასს, რომლის გადახდაც ადამიანს მთელი ცხოვრება მოუწევს, ამას ჰქვია კაბალური ხელშეკრულება. ეს, ფაქტობრივად, მონობის შეთავაზებაა. შეიძლება, ამ ადამიანებს ხელფასს უხდიან, მაგრამ ის, რომ ადამიანს ართმევ უფლებას, თავისი სურვილით გამოიცვალოს სამსახური, არის პატრონყმური დამოკიდებულება,” - მიიჩნევს თამარ კორძაია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომელს უკრძალავს ტელეკომპანიაში მიღებული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გამოყენებას სხვა კონკურენტის სასარგებლოდ, ხელშეკრულების გაწყვეტიდან 18 თვის მანძილზე. თამარ კორძაიას შეფასებით, ამგვარ შეზღუდვას საქართველოს შრომის კოდექსი ითავლისწინებს, თუმცა ეს გაართულებს იმ ჟურნალისტების მდგომარეობას, რომლებიც ტელეკომპანია ”იმედში” მუშაობას თავს დაანებებენ და სხვა მედიასაშუალებაში მოინდომებენ სამსახურის პოვნას. ”ამ ყველაფერს ართულებს ის, რომ ამ კონტრაქტით ეს ადამიანები მიბმულნი იქნებიან ამ ტელეკომპანიაზე. ჟურნალისტებმა მსგავს კონტრაქტს არ უნდა მოაწერონ ხელი,” - აცხადებს თამარ კორძაია. თამარ კორძაიას თქმით, დასაქმებულისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას შრომის კოდექსი ითვალისწინებს და ეს არ არის კანონდარღვევა, თუმცა პირგასამტეხლოს თანხა უნდა იყოს გონივრული, რომ ადამიანმა შეძლოს მისი გადახდა. იურისტი მიიჩნევს, რომ შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს თანაბარ პირობებში უნდა აყენებდეს, რაც ”იმედის” მიერ საკუთარი თანამშრომლისთვის შეთავაზებულ ხელშეკრულებაში ასახული არ არის და დასაქმებულს გამოუვალ სიტუაციაში აყენებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სალომე აფხაზიშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
/get_img?ImageId=7281 ბათუმის განათებისთვის ბოლო ექვსი წლის მანძილზე 22 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. თითქმის აღარ არის უბანი, რომელიც ღამის საათებში ჩაბნელებულია. მერიამ ქალაქი, ძირითადად, "აჭარგანათებას" გაანათებინა. მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია ქალაქის მერისა და კომპანიის დირექტორის ნიკოლოზ თოფურიძის ხელმოწერები. "აჭარგანათების" დამფუძნებელი თამაზ თოფურიძე - კომპანიის დირექტორის მამა, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი და ქალაქის მერის ნათლიაა. კომპანია, რომელმაც ბათუმი გაანათა ბათუმის განათებით დაკავებული კომპანია - "აჭარგანათება" 2005 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა და სამი დამფუძნებელი ჰყავს - თამაზ თოფურიძე (მას კომპანიის 52%-ი ეკუთვნის), გია ორაგველიძე და დავით ვაშაკიძე (24-24%). დაფუძნებისთანავე, ანუ 2006 წლიდან, კომპანია "აჭარგანათებასა" და ბათუმის მერიას შორის აქტიური თანამშრომლობა იწყება, რაც დღემდე გრძელდება. ალბათ, მომავალშიც ყველაზე მეტი შანსი ამ კომპანიას ექნება, რადგან გასული წლიდან მერიამ ტენდერებში მონაწილეობაზე ასეთი შეზღუდვა დააწესა: "პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური საქმიანობა, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 მილიონი ლარის ოდენობით". 2011 წლის მონაცემებით, "აჭარგანათებამ" მერიისგან 3 298 004 ლარის დაკვეთა მიიღო: მათ შორის გარეგანათების წერტების მოვლისთვის - 738 668 ლარი; გარეგანათების ბოძების სანათების შესყიდვისთვის - 551 900 ლარი ("აჭარგანათებასთან" ერთად ეს დაკვეთა მიიღო შპს "გაერთიანებამ"); გარეგანათების ბოძების შესაძენად - 135 000 ლარი; ქალაქის ქუჩების გარეგანათების სამუშაოების შესყიდვისთვის - 500 000 ლარი; რუსთაველის ქუჩის გარეგანათების მოწყობილობების შესაძენად - 1 274 994 ლარი. შარშან ყველაზე მეტი თანხა - 1 274 994 ლარი "აჭარგანათებას" რუსთაველის ქუჩის გარეგანათების ბოძების ყიდვისთვის მისცეს:#საქონლის დასახელებაერთეულის რაოდენობაერთეულის ფასი (ლარი)საერთო ფასი (ლარი)1სანათი 126 ცალი 4974 6267242გარეგანათების ბოძი63 ცალი 8560 5392803ნათურის გამშვები მექანიზმი63 ცალი 7130 108990 ჯამი 1 274 994 სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, "აჭარგანათებამ" ერთ გარეგანათების ბოძში 15 262 ლარი გადაიხადა. იაფია თუ ძვირი 15 262 ლარი ერთი გარეგანათების ბოძისთვის? - მძღოლისთვის, რომელიც ავტოავარიის გამო ამ ბოძს დაეჯახება და დააზიანებს, განუსაზღვრელად ძვირია, რადგან მას 15 262 ლარით დააჯარიმებენ. ძვირია პაატა აციმბასთვის, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისთვისაც, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ამ ფასის გადახდა ბათუმს უღირს: "ეს ბოძები იმიტომაც ღირს ძვირი, რომ ალუმინისაა და ყოველწლიურად შეღებვა არ სჭირდება. შეიძლება ვთქვათ, რომ სამუდამოა. ტურისტული ქალაქია და ვცდილობთ, ლამაზი განათების ბოძები დავაყენოთ. ყველა გზაგამყოფში ანალოგიური ბოძების დამონტაჟება იგეგმება... ზუსტად არ ვიცი, მაგრამ "აჭარგანათება", ალბათ, იმიტომაც იმარჯვებს ტენდერებში, რომ გამოცდილება აქვს". "აჭარგანათება" სატენდერო დოკუმენტებში წერს, რომ მოწყობილობას ბელგიური schreder-comelec-ისგან იძენს. "ბათუმელები" რუსთაველზე დასამონტაჟებელი გარეგანათების ბოძების ფასის დასადგენად კომპანიას ბრიუსელში დაუკავშირდა. "ჩვენი დისტრიბუტორი გახლავთ ბატონი გიორგი ლალიაშვილი, სწორედ მან მიიღო შეკვეთა კომპანია "აჭარგანათებიდან". მე შემიძლია მოგცეთ მისი ელფოსტა, ის ახლა გერმანიაშია", - გვითხრეს კომპანიაში. მითითებული ელექტრონული ფოსტით "ბათუმელები" დაუკავშირდა გიორგი ლალიაშვილსაც, თუმცა მისგან პასუხი არ მიგვიღია. გასულ წელს "აჭარგანათებას" მერიამ საახალწლოდ ბათუმის გაფორმებაც დაუკვეთა და ამისთვის 345 ათასი ლარი გადაუხადა. "აჭარგანათებამ" ამ ფულით წინა წლებში შეძენილი აქსესუარები დაამონტაჟა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მაგალითად, შენობაზე ერთი გირლანდის მონტაჟში მერიამ 8 ლარი გადაიხადა, მანათობელი კონსტრუქციის მონტაჟში - 20, ხოლო ერთი ცალი საახალწლო აქსესუარის მავთულზე დამონტაჟებაში - 25 ლარი. MIRACLER PARK-ში საახალწლო ნაძვის ხის მორთვისთვის კომპანიას 40 858 ლარი მისცეს, ხოლო ამ ნაძვის ხის დაშლისთვის - 12 036 ლარი. შარშან "აჭარგანათებამ" მერიისგან დამონტაჟებული გარეგანათების სისტემის მოვლა და სხვა სახის დავალებაც მიიღო, ცხადია, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. როგორ ახერხებს "აჭარგანათება" ბათუმის მერიის ტენდერებში გამარჯვებას? ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რაზეც პასუხი "ბათუმელებს" კომპანიის დირექტორისგან უნდოდა მიეღო. ნიკოლოზ თოფურიძეს ამ ეტაპზე "ბათუმელებთან" ურთიერთობა არ სურს: "ჩვენ შესახებ ყოველთვის ცუდს წერდით და ახლა რატომ მოგინდათ ჩემი მოსმენა? ერთადერთი, რასაც მუდმივად ახსენებთ, ეს არის მამაჩემის მიერ მერის მონათვლის ამბავი. არასდროს დაინტერესებულხართ გაგეგოთ, როდის მონათლა რობერტი და რა პირობებში... მოკლედ, მირჩევნია, კომენტარი არ მოგცემთ". არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, როცა ტენდერში ნათლია იმარჯვებს? ქართული კანონმდებლობით, ნათლია ახლო ნათესავად არ მიიჩნევა, მაგრამ არის თუ არა კორუფციული გარიგება ან ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც მერიასა და შპს-ს შორის გაფორმებულ სატენდერო დოკუმენტებს, ერთი მხრივ, ქალაქის მერი - რობერტ ჩხაიძე აწერს ხელს, ხოლო მეორე მხრივ, მისი ნათლიის შვილი ნიკოლოზ თოფურიძე (კანონით, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა აკრძალულია). საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი თამარ კორძაია განმარტავს: "კანონის მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში კორუფციის პირდაპირი ნიშნები არ არის, რადგან კორუფციის შესახებ კანონი ეხება ოჯახის წევრსა და ახლო ნათესავს. ნათლია სამოქალაქო წესით არ არის ნათესავი, - ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მაგრამ ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, ნათლია შეიძლება უფრო ახლო ნათესავად მოიაზრებოდეს. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, საკმარისია იმის გაგება, რომ თურმე ტენდერს აცხადებს ერთი ადამიანი და ამ ტენდერში მუდმივად იმარჯვებს კომპანია, რომლის მესაკუთრეც ტენდერის გამომცხადებელი სუბიექტის ნათლიაა. ეს საკმარისია, საზოგადოებას შეექმნას წარმოდგენა, რომ მათ შორის არსებობს პირადი ინტერესები და შეიძლება არსებობდეს პირადი გამორჩენაც. როცა ფორმალურად ცდილობ, კანონი არ დაარღვიო, ჰგავს თვალთმაქცურ გარიგებას. ჩემი აზრით, ეს ფაქტი საკმარისია იმისათვის, ადამიანებს შეექმნათ წარმოდგენა, რომ კონკრეტული საჯარო მოხელე, ბათუმის მერი, სდებს კორუფციულ გარიგებას". როგორ აწესრიგებენ ამ საკითხს ცივილიზებულ სამყაროში? გასულ კვირას "რადიო თავისუფლების" გერმანიაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა, ზაალ ანდრონიკაშვილმა, ელიტარულ კორუფციაზე მსჯელობის დროს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი განიხილა. ავტორი წერს: "წელს გერმანიის პრეზიდენტი, ქრისტიან ვულფი გადადგა. მის გადადგომას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი ის იყო, რომ მან თავისი მეგობარი ბიზნესმენისაგან შეღავათიანი კრედიტი, ნახევარი მილიონი ევრო აიღო. საქმე იმაშიც კი არ იყო, რომ ვულფი ამ თანხის საფასურად ბიზნესმენს რამეს დაჰპირდა, ან რამე "გაუკეთა". ასეთი მოქმედებით მან თავი "კორუმპირებადი", სხვაზე დამოკიდებული გახადა და ქვეყნის პირველი პირის სტატუსს ძნელად გამოსასწორებელი ზიანი მიაყენა". სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს ჩრდილოეთ ოსეთის-ალანიის (რფ) უმაღლესმა სასამრთლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანა მაგომედ ლატიროვს, რომელსაც ბრალი ედებოდა 2010 წლის სექტემბერში ვლადიკავკაზის ბაზართან მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებამ ლატიროვის დანაშაულებრივი საქმიანობის 16 ეპიზოდი დაადგინა. ის დამნაშავედ არის ცნობილი ტერორიზმში, ბანდიტიზმში, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებზე თავდასხმაში, არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირებების მიერ ჩადენილ ქმედებებში მონა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
16:00 27.02.2012 სიღნაღის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ მე-3 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იუწყება. http://3.bp.blogspot.com/-gS48Y1A_l1w/T5qG2EZmgiI/AAAAAAAAG6U/tlBrZ9Cg8Pk/s200/26079_1162854691724_1838558614_311872_7033911_n.jpgროგორც ცენტრს თვითმხილველებმა აცნობეს, ბავშვებს შელაპარაკება მაღაზიაში მოუვიდათ, მაღაზიიდან გასვლის შემდეგ კი 11 წლის მოზარდმა მასზე ერთი წლით უმცროსს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
15:36 27.04.2012 წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა. http://1.bp.blogspot.com/-x-tW0oY-Uug/T5qElLqI26I/AAAAAAAAG6I/8GKF2OoVV0I/s200/Bloody_Hammer_by_skeats.jpgამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ, ბავშვთა აღმზრდელობით დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას 12 წლის მ.კ. გულმოდგინედ ცდილობდა, ხელები სვიტერის სახელოებში დაემალა. როგორც აღმოჩნდა, მას ამპუტირებული ჰქონდა თითი. შემთხვევის გახსენებისას აღსაზრდელი იძაბებოდა და უხერხულად იშმუშნებოდა. ,,ჩემით დამემართა ...ხო ნაჯახი დავირტყი, შეშას ვჩეხავდი .… საჭმელი რომ შევჭამე პირდაპირ შევედი შეშაში, სხვებიც შედიოდნენ, მეც მინდოდა, რომ მუშა ვყოფილიყავი, ,,საექთნოში შემიყვანეს, ჩემი თითი სად არის-მეთქი ვტიროდი... სასწრაფო გამოიძახეს ...მიაკერეს მაგრამ მერე გაშავდა და ზუგდიდში მომაშორეს" ,,700 ლარი დაუჯდა ,,მ" მასწავლებელს, თვითონ მითხრა შენი თითი 700 ლარი დამიჯდაო ", - თქვა წალენჯიხის ბავშვთა სახლის აღსაზრდელმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო ბარათში აღნიშნული ფაქტის შესახებ ექიმის ჩანაწერი არასრულია. ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებაში დღემდე ხდება ამავე აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის უგულებელყოფა. ბენეფიციარს სამი წელი უტარდებოდა მკურნალობა გულის პათოლოგიის გამო (სამედიცინო ბარათში გულის პათოლოგიის არსებობა აღნიშნულია, მაგრამ კონკრეტული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა მითითებული არ არის), ორი წელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი არ ჩატარებია, ასევე არ უტარდება რეაბილიტაცია და მკურნალობა ამპუტირებული თითის ფალანგის შემდგომი მდგომარეობის გამო. ბოლო წლის განმავლობაში ამ საკითხის განხილვაც კი არ მომხდარა. "გული მაწუხებს და რაღაც წამლები დავლიე ...რომ დავრბოდი წკრ-წკრ გული ასე მესმოდა, მითხრეს შუილი გაქვსო ...პარნიკის უფროსად დამნიშნა ...დირექტორმა… …მე ვმუშაობ, რომ დავთესო ყველაფერი. ვბარავთ ...…შაბათ-კვირას ვმუშაობ, სკოლიდან რომ მოვალ ვმუშაობ 3 საათიდან ასე 6 საათამდე ...ფუტკრების 6 სკაა, ადრე 14 სკა იყო, …წვიმა რომ იქნება სათბურში შევიტანთ ხოლმე მე და ,,X" , ძალიან ვიღლები და დავჯდები ხოლმე", - ამბობს ბენეფიციარი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული შემთხვევა აჩენს დასაბუთებულ ეჭვს წალენჯიხის ბავშვთა სახლში აღსაზრდელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ასევე ჩნდება კითხვები ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდების თვალსაზრისითაც. საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფროსს: – უზრუნველყოს გაძლიერებული მონიტორინგი უსაფრთხოების პირობების დაცვასთან დაკავშირებით, ასევე - პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება აღნიშნული მიმართულებით. სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2011 წლის დეკემბერში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგი 13 დიდ ბავშვთა სახლსა და 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლში განხორციელდა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
/get_img?ImageId=7280 "ცენტრალური საარჩევნო კომისია" წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების პლაკატების ქალაქში განთავსებისა და განაწილების მოწესრიგებას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივა დღეს სასტუმრო “ქორთიარდ–მარიოტში”, თბილისის საკრებულოს წევრებთან და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა. მისი განცხადებით, წინა არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ მხრივ სრულიად მოუწესრიგებელი სიტუაციაა. “არის მოუწესრიგებელი სააგიტაციო საარჩევნო პლაკატები ქუჩებში, ეს განსაკუთრებით დიდ ქლაქებს ეხება. პრობლემები არის შემდეგი, რომ გაკვრის დროს ხდება ხოლმე ქიშპობა, ერთმანეთის პლაკატების ჩამოხევა, რაც, საერთო ჯამში, ქმნის საკმაოდ ცუდ აურას არჩევნების გარშემო. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში ეს პლაკატები და მათი განთავსება აზიანებს ქალაქის იერსახესაც”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს კორპუსებზე პლაკატების განთავსება. “ეროვნული ფორუმის” გენერალური მდივნის მოადგილის, თემურ მაისურაძის განცხადებით, თუ ნებართვა გაიცემა იმაზე, რომ ამხანაგობა თანახმაა, პლაკატი იქნას გაკრული კორპუსზე, ეს ავტომატურად უნდა გავრცელდეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტზე, რომ დემოკრატიულობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი იყოს გამოკვეთილი. “ამხანაგობები, ალბათ, თვითონ დასვამენ პირობებს იმიტომ, რომ ის არის ამხანაგობა, თავისი კორპუსი თვითონ იციან და გამოყოფენ სპეციალურ ადგილებს პლაკატების განთავსებისთვის. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური სუბიექტი ვალდებული იქნება, გამოიყენოს ის ნებართვა, რომელიც კონკრეტულ სუბიექტს ექნება. ასე რომ, აქ შეზღუდვას თვითონ ამხანაგობა დააყენებს”, – აღნიშნავს “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელი. ცესკო გამოვიდა ინიციატივით, რომ თვითონ მოამზადებს ამ კონკრეტულ საკითხზე წინადადებებს, რეკომენდაციებს და შემდეგ ეს იქნება აღსასრულებლად გადაცემული შესაბამისი ორგანოსთვის. ასევე, ცესკომ ადგილობრივ თვითმმართველობებს დაავალა, პირველ ივლისამდე განსაზღვრონ ის ზუსტი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური პარტიების პლაკატების განთავსება. თუმცა, რა ფორმით მოხდება პოლიტიკური პლაკატების განთავსება ქალაქებში, ამ საკითხზე რეკომენდაციებს ცესკო მაისის დასაწყისში გამოაქვეყნებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ეროვნულ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ `ქართული ოცნების` სახით საქართველოში რუსეთისთვის ახალი საყრდენი ძალა ყალიბდება. გურამ ჩახვაძის აზრით, `ქართული ოცნების` ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველო პოლიტიკურ კურსს შეიცვლის და ევრაზიული კავშირის წევრიც გახდება. `მედვედევმა განაცხადა, რომ მისთვის სააკაშვილი არის ნოლი და ის არანაირ კავშირს არ დაიჭერს მასთან და ის ელოდება ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველოში. დღეს თუ ვიმსჯელებთ პრორუსული მიმართულების პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებზე, პირველ რიგში, ეს არის `ქართული ოცნება`, - განაცხადა გურამ ჩახვაძემ. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/04_12/60646.jpg რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარისა და სერგეი ლავროვის მოედგილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარი გრიგორი კარასინთან ფილიპ ლეფორის ინიციატივით შედგა. ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება გენერალ ტიშკევიჩის მიღებაზე უარს აცხადებს, რამაც, ლეფორის თქმით, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ჟენევის მოლაპარაკებებს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი ევროკავშირის სპეცწარმომადგენელთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს საკითხი დიპლომატებმა, პირველ რიგში, სოხუმთან, როგორც ჟენევის ფორმატის სრულუფლებიან მონაწილესთან, ისე უნდა განიხილონ. View the full article
-
ავტორი ნანა ფაჟავა, ხობი 15:00 27.04.2012 ხობის პოლიციის მიერ ოპოზიციის აქტივისტების მიმართ ზეწოლის მოხდენის განსაკუთრებული მეთოდების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. თუ ადრე პოლიციელები ოპოზიციონერი მამაკაცებისათვის მინერალურ წყალში „ოპიუმის“ ჩაყრით ირჯებოდნენ, ახლა პოლიტიკურად აქტიურ ქალებს დაერივნენ და მათ „ხელში ჩასაგდებად“ 100-დოლარიანი კუპიურები გაიმეტეს. http://2.bp.blogspot.com/-X54vZ_KPN6o/T5p8HvP7wII/AAAAAAAAG54/IbyaO7Pd_7c/s200/milicia.jpgსწორედ ამ უცხოური ვალუტის თითქოს მოპარვა გახდა საბაბი იმისათვის, რომ ჭალადიდელი შორენა გელენიძე და თეონა კუჭავა ხობის პოლიციაში ეჭვმიტანილის სტატუსით მიეყვანათ. გელენიძის შემთხვევაში სამართალდამცავებმა ეს ვერ მოახერხეს, მაგრამ თეონა კუჭავა დაკითხვაზე თავად ხობის პოლიციის უფროსის, ლექსო რაფავას ავტომანქანით მოხვდა. „ქურდობაში ეჭვმიტანილი“ შორენა გელენიძე პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის, ირაკლი ჯობავას მთავარი მოთხოვნა „ქართული ოცნებიდან“ მისი ნებაყოფლობითი ჩამოშორება იყო. გელენიძე პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას, 25 აპრილს, ჭალადიდში მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციამ ქალების დასაშინებლად ყველაზე ბინძური მეთოდი გამოიყენა და ახალგაზრდა ქალები ქურდობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა. „დარწმუნებული ვართ, რომ პოლიცია საბავშვო ბაღის იმ აღმზრდელთან შეთანხმებით მოქმედებდა, რომელმაც თითქოს ხელჩანთიდან ფული დაკარგა. იმ დილით საბავშვო ბაღში ძმისშვილი მივიყვანე, თეონა კუჭავამ კი - შვილი. დღის სამი საათისათვის აღმზრდელი, ეკა ბოლქვაძე გვირეკავს და საბავშვი ბაღში მისვლას გვთხოვს. ჩვენც მივდივართ და იქ პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და ექვსი პოლიციელი გვხვდება. ლექსო რაფავა სამზარეულოში გასვლას იმ მიზეზით მთხოვს, რომ ბავშვების ხმაურმა „არ შეაწუხოს“. პირდაპირ მითხრა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩემი და ჩემი დის აქტიურობის შესახებ ყველაფერი იციან. ისიც იციან, რამდენი ვიზიტი გვქონდა კოალიციის ოფისში და რომ ეს ყველაფერი ვიდეოფირზეა აღბეჭდილი. დამემუქრა, თუ ასე გააგრძელებთ, შენს ძმასაც მივხედავთო. ამის შემდეგ გარეთ გავარდნა და „ქართული ოცნობის“ ხობის ოფისის ხელმძღვანელთან, მამუკა ქარდავასთან დარეკვა მოვახერხე. ამის დანახვაზე რაფავამ უკვე ბრძანება გასცა და თანამშრომლებს ჩემი შეჩერება უბრძანა. პოლიციელებმა ტელეფონი იძულებით გამათიშვინეს“ - აცხადებს გელენიძე. ინციდენტის მონაწილე კიდევ ერთი ქალბატონი, გელენიძის ბებია, 90 წლის ჟუჟუნა ნადარეიშვილი გახდა. გასაჭირში ჩავარდნილი შვილიშვილს, როგორც თავად ამბობს, საშველად ყანიდან კალოშებით მიაშურა და პოლიციის უფროსის მოადგილისთვის ხელკეტის მოქნევასაც არ შეუშინდა. ეს კი მას შემდგ მოხდა, რაც პოლიციელებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „როცა მივედი, ჯობავამ მითხრა, რაზე მოეთრიეო აქო. მე ავუხსენი, რომ შორენა ჩემი შვილიშვილია და რაც დღეს აქ ხდება, თქვენი მოწყობილია და „ქართულ ოცნებაში“ მათი აქტიურობის გამო ხდება-თქო. ჯობავამ ისევ შეურაცხყოფით მიპასუხა – წადი, წადი აქედან, შენი წვირიანი ხელები გასწიე ბებერო, თორემ მე ვიცი რასაც გიზამო. შენ არ ხარ გაზრდილი და შენი გაზრდილი რა იქნებაო. ამის შემდეგ მან ნიკაპზე ხელი ამკრა. ჯოხის მოქნევა ვცადე, უნდა ჩამერტყა მისთვის, მაგრამ არ მიმიშვეს. ჯობავამ მერე მანქანიდანაც გადმომძახა, თქვენს შვილიშვილებს თუ არ მოაცილებთ იქაურობას, იცოდეთ, რომ თქვენი შვილთაშვილიც ბეწვზე კიდიაო“ - ამბობს ჟუჟუნა ნადარეიშვილი. ამ ინციდენტის შემდეგ, პოლიცია, დარწმუნებული იმაში, რომ შორენა გელენიძესთან ვერაფერს გახდა, თეონა კუჭავას „დაკითხვას“ შეეცადა. თეონა დეტალების შესახებ საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა მიანიშნებს, რომ ძალოვანები მას ოჯახის წევრების დაპატიმრებით დაემუქრნენ. „პოლიციის უფროსმა დაკითხვაზე საკუთარი ავტომანქანით გადამიყვანა. იქ გავარკვიე, რომ თურმე მე და გელენიძე ქურდობაში ვიყავით ეჭვმიტანილი და ამის შესახებ პოლიციას თავად ბაღის აღმზრდელმა შეატყობინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო საბაბი იმისათვის, რომ პოლიციას ჩვენი დაშინების შესაძლებლობა ჰქონოდა. ამ ვითომ დაკითხვის დროს პოლიციაში ზარი შევიდა, რომ აღმზრდელმა, ეკა ბოლქვაძემ დაკარგული ფული სხვა ჩანთაში აღმოაჩინა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა“. კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელი, მამუკა ქარდავა ჭალადიდში მომხდარ ფაქტს მორიგ ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ძალოვანების მხრიდან სოფელში განსაკუთრებული კონტროლის მცდელობა მოსახლეობის პოლიტიკურ აქტივობასა და 2500-მდე ამომრჩევლის დაშინებას უკავშირდება. ჭალადიდის საბავშვო ბაღში კომენტარის მისაღებად მისული ჟურნალისტები ეკა ბოლქვაძემ უარით გაისტუმრა. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ფულის კუპიურა ნამდვილად იპოვა. სოფლის ადმინისტრაციულ შენობასთან პრესაგე.ტვ-მ მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოგა ღურწკაიაც შენიშნა და ინტერვიუს ჩაწერას მასთანაც შეეცადა, თუმცა მან ავტომანქანა ადგილიდან დიდი სისწრაფით დაძრა და ჭალადიდიდან გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ კომენტარის მიღება პრესაგე.ტვ-მ პოლიციაშიც სცადა, თუმცა ინციდენტში მონაწილე მაღალჩინოსანი პოლიციელები ადგილზე ვერ აღმოაჩინა. presage.tv http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ქ. სოჭში იარაღის კონტრაბანდისათვის ოკუპირებული აფხაზეთის ორი მცხოვრები გაასამართლეს, რომლებსაც მიესაჯათ 11 და 10 წლის თავისუფლების აღკვეთა. მომხდარი დანაშაულის კიდევ ერთმა თანამონაწილემ 3 წლით პირობითი სასჯელი მიიღო. განაჩენი ადლერის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა.რუსეთის ფედერალური ოლქის შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრეს-სამსახურის მონაცემებით, საქართველო - რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე სამ მსჯავრდებულ კონტრაბანდისტს აფხაზეთის ტერიტორიიდან კრასნოდარის მხარეში სა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/medvede-inteviu12.jpgთბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გუშინ პირდაპირ ეთერში უპასუხა რუსეთის ტელეარხების ჟურნალისტთა შეკითხვებს. ანტონ ვერნიცკის („პირველი არხი“) შეკითხვაზე: „თქვენს დროს მილიცია პოლიციად გადაიქცა. ფორმა ახალია, შინაარსი კი - ძველი, თუმცა თანამშრომლების ატესტაცია მოხდა. სადისტებს შს განყოფილება „დალნიდან“მთელი ქვეყანა იცნობს. ასეთ შეტყობინებებს დაკავებულთა ცემის შესახებ, პრაქტიკულად, ყოველდღე ვიღებთ: გუშინ ასეთივე ცნობა ვოლგოგრადიდან მოვიდა. პოლიციის რეფორმირების დროც დადგა?“ – მედვედევმა უპასუხა: საქინფორმი
-
ულიანოვსკში ნატოს მულტიმოდალური სატრანზიტო პუნქტის შქმნასთან დაკავშირებით რუსეთში პროტესტების გამართვა საქართველოსათვის არის მომგებიანი. ასეთი განცხადებით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი, დემოკრატიის პრობლემების კვლევის რუსული ფონდის დირექტორი მაქსიმ გრიგორიევი სოციალურ-კონსერვატიული კლუბის ”სამოქალაქო პლატფორმის” სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა ”ულიანოვსკის გავლით ნატოს უსაფრთხოებისათვის ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების ტვირთების ტრანზიტს ავღანეთიდან”.”ავღანეთში ტვირთე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/sriv-jenevskix-diskusii.jpgთბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან შეშფოთება გამოხატეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 36-ე შეხვედრის ჩაშლის გამო, რომელიც გალში 24 აპრილს უნდა შემდგარიყო.<span style="font-size: 10pt;" />ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩამოყალიბდა და რაც მოიცავს ცხელი ხაზის ინსტრუმენტსაც ინფორმაციის სწრაფი გაცვლისთვის, საქართველოსა და აფხაზეთის წარმომადგენელთა, რეგიონში განთავსებული რუსული ძალების წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრების ადგილს წარმოადგენს. შეხვედრების თავმჯდომარე გაეროს წარმომადგენელია და მათ ესწრება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/rostik-xugaev.jpgთბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად როსტიკ ხუგაევი დაინიშნა ვადიმ ბროვცევის ნაცვლად. ამას იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“.<span style="font-size: 10pt;" />რეგიონის ახლად არჩეულმა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. მან, ასევე, დაავალა ახალ პრემიერს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურა წარადგინოს დასამტკიცებლად. მინისტრები რეგიონის ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მოვალეობის შესრულების რეჟიმში მუშაობენ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/medvede-int-111.jpgთბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გუშინ პირდაპირ ეთერში უპასუხა რუსეთის ტელეარხების ჟურნალისტთა შეკითხვებს. მარიანა მაქსიმოვსკაიას (РЕН ТВ) შეკითხვას – „დიმიტრი ანატოლის ძევ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათრუსეთს თითქოს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა პრაქტიკულად ყველა უახლოეს მეზობელთან. აი, ნახეთ: უკრაინასთან – ცივი ომი, საქართველოსთან –ნამდვილი ომი, ბელარუსთან –სიტყვების ომი, ბალტიისპირეთთან –საინფორმაციო ომი. როგორ გგონიათ, თქვენი პრეზიდენტობის წლებში მეზობლებთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალა?“ – მედვედევმა უპასუხა: საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/parlamenti_sula.jpgთბილისი, 27 აპრილი,საქინფორმი. პარლამენტში დღეს „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციაზე“ იმსჯელებენ.<span style="font-size: 10pt;" />კონცეფციის პროექტის განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. სხდომა 15:00 საათისთვის გაიმართება. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/studebarati.jpgთბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სტუდენტები რკინიგზით გადაადგილებას 50-პროცენტიანი ფასდაკლებით შეძლებენ. ამის შესახებ მან აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. საქინფორმი
-
/get_img?ImageId=5748 ქართული ოცნება დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ პარტიის იურიდიული რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია იუსტიციის სამინისტროში წარადგინა. “ქართული ოცნების” ინფორმაციით, რეგისტაციისთვის საჭირო დოკუმენტებს შორის არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2201 წევრის ხელმოწერა, ნაცვლად კანონით დადგენილი 1000 ხელმოწერისა, ასევე, პარტიის სადამფუძნებლო ოქმი, წესდება, დეკლარაცია, პარტიის სიმბოლიკა და იურიდიული მისამართის დამადასტურებელი სხვა საჭირო დოკუმენტაცია. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიის მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა იურიდიული პროცედურა ზედმიწევნით არის დაცული. კანონის მოთხოვნის თანახმად, თუკი ყველა დოკუმენტაცია სწორადაა წარდგენილი, იუსტიციის სამინისტრომ პარტია რეგისტაციაში ერთი თვის ვადაში უნდა გაატაროს. “ქართული ოცნები-დემოკრატიული საქართველოს” სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში 21 აპრილს გაიმართა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს მანანა კობახიძე, სანამ, ივანიშვილის გუნდის წევრ არჩილ კბილაშვილის თქმით, “კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევა და საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური უფლებები მიეცემა”. ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი საჯაროდ გასული წლის შემოდგომაზე გამოთქვა და პარტიის გარდა, ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნებაც” შექმნა. სრული ინფო(netgazeti.ge)