planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
/get_img?ImageId=7279 შოთა ფერაძე ოპერატორი, რომლის მიერ გადაღებული კადრები ზესტაფონის "ფეროს" მიერ გარემოს დაბინძურების შესახებ, გუშინ "ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" გაავრცელა, სამსახურიდან დაითხოვეს. თუმცა თავად შოთა ფერაძე ამბობს, რომ ტელეკომპანია "არგოს" ხელმძღვანელობამ ის "მე-9 არხის" წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო გაათავისუფლა. “პირველი უკმაყოფილება ჩემ მიმართ მაშინ დაიწყო, როცა 30 აპრილს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასთან დაკავშირებულ აქციაში გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. იმის გამო, რომ ზესტაფონის ტელევიზიას ხელისუფლება სრულად აკონტროლებს, მათგან დიდი უკმაყოფილება იყო. თუმცა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, აქციამდე ორი კვირით ადრე მე შვებულება ავიღე. აქციის გამო შელაპარაკება მომივიდა გამგებელთანაც. ალბათ, ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა," - აცხადებს შოთა ფერაძე. 14 აპრილს "ფეროს" მიერ გარემოში მავნე ნივთიერებების დიდი რაოდენობით გამოფრქვევის ამსახველი ვიდეომასალა შოთა ფერაძემ გადაიღო. ამავდროულად, დაიგეგმა ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია 30 აპრილისთვის. გუშინ ეს კადრები "ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" გაავრცელა. გუშინვე "ფეროს" ადმინისტრაციამ შეხვედრა გამართა იმ ადამიანებთან, ვინც 30 აპრილს აქციას გეგმავდა და მათ პირობა მისცა, რომ შესაბამის ფილტრებს დააყენებდა. ამას გარდა, ქარხნის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სამი ღუმელი, სადაც შედარებით მაღალი იყო დამტვერიანების ხარისხი, გააჩერეს მანამდე, სანამ არ იქნება შეცვლილი გაზგამწმენდი მოწყობილობა. შოთა ფერაძე ამბობს, რომ გუშინ მასთან შეხვედრის სურვილი "მე-9 არხის" წარმომადგენლებმა გამოთქვეს. შეხვედრის შედეგად ოპერატორს ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა შეთავაზეს, რაზეც, როგორც ფერაძე ამბობს, საბოლოო შეთანხმება არ შემდგარა. "ამის შემდეგ დამიბარეს ზესტაფონის ტელევიზიაში და სანამ გამათავისუფლებდა, ტელევიზიის ერთ–ერთმა მფლობელმა და დირექტორმა მარინა ჯუღელმა მხოლოდ ერთი შეკითხვა დამისვა, შევხვდი თუ არა “მე–9 არხის” თანამშრომლებს. როდესაც ვუპასუხე, რომ შევხვდი, მითხრა, რომ სამსახურიდან თავისუფალი ვიყავი”, – აცხადებს შოთა ფერაძე. “არგო TV”–ის თანამშრომელი ტელევიზიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობს: “ჩვენ არასოდეს არ გვქონდა უფლება, გაგვეშუქებინა ის, რაც ხდება. ყველა სიუჟეტი კონტროლდებოდა და მხოლოდ იმას ვუშვებდით, რაც ამ ხელისუფლებას აწყობს. ზეწოლა იყო იმის გაშუქებაზეც კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ოფისი გახსნა. ძლივს მოვახერხეთ გაგვეშვა ეს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ იყო. მხოლოდ ორი სიტყვით ვამბობდით, რომ ოფისი გაიხსნა”, – ამბობს შოთა ფერაძე. "ნეტგაზეთი" დაუკავშირდა “არგო TV”–ის დირექტორს მარინა ჯუღელს. მან თავდაპირველად შოთა ფერაძის გათავისუფლება უარყო და განაცხადა, რომ ის შვებულებაში იმყოფება: “მე ის ფაქტები არც ვიცოდი, ჰქონდა თუ არა მას მოლაპარაკება “მე–9 არხთან”. ის შვებულებაშია და როდესაც შვებულება დაუმთავრდება, შემდეგ დაველაპარაკები”, – განაცხადა მარინა ჯუღელმა. თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ შოთა ფერაძეს ესაუბრა, – “ვესაუბრე და ვუთხარი - უნდა ჩვენთან დარჩენა თუ არა? ვუთხარი: შოთა, ან ჩემთან უნდა იყოთ, ან სხვა ტელევიზიაში. მას დაუწერია განცხადება და წასულა, მაგრამ განაცხადი ჯერ არ დაკმაყოფილებულა”. მარინა ჯუღელმა ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიაზე ზეწოლის ფაქტებიც უარყო: “არანაირი ზეწოლის ფაქტს არ ვადასტურებ, მსგავსი არაფერი არ ხდება ჩვენთან. ჩვენ ერთადერთი ტელევიზია ვიყავით მთელ დასავლეთ საქართველოში, ვინც ივანიშვილის ოფისის გახსნაზე სიუჟეტი გააკეთა”, – განაცხადა მარინა ჯუღელმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1bass-john.jpgთბილისი, 27 აპრილი,საქინფორმი. საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი არის მნიშვნელოვანი ელემენტი მშვიდობის დამყარებაში.<span style="font-size: 10pt;" />ბასის თქმით, ამ პროცესს ევროკავშირის მისიასთან ერთად სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში გადამწყვეტი როლი აკისრია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მხარეებს შორის კონფლიქტის მოგვარების პოტენციალი აქვს. ელჩი აცხადებს, რომ ჟენევის ფორმატი არ უნდა შეიცვალოს, რადგან ის მშვიდობის დამყარებისკენ არის მიმართული. საქინფორმი
-
თბილისის სომეხთა კავშირმა 24 აპრილს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მიმართა. „თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს ღვთითკურთხეულ მიწაზე შეაჩეროთ გარედან ინსპირირებული კიდევ ერთი კონფლიქტი ისტორიულად კეთილმეზობლურად მცხოვრებ ხალხებს, ამ შემთხვევაში სომხურ და აზერბაიჯანულ სათვისტომოებს შორის. საქართველოს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც გათვლილი იყო სათვისტომოებს შორის კონფლიქტზე. ამ კეთილმეზობლური ურთიერთობების სიმბოლოდ ყოველთვის იყო და უნდა იყოს ჩვენი რელიგიური სიწმინდეები, რომელიც თბილისის მეიდანზეა განთავსებული. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი უწმინდესობა ერთმნიშვნელოვნლად ბრძანდება უმაღლესი სულიერი ავტორიტეტი არა მხოლოდ მართლმადიდებელი მრევლისთვის, ასევე ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის, მოგმართავთ, რომ შეაჩეროთ დაპროგრამებული პროვოკაცია და მიმართოთ ღვთის სიტყვა მშვიდობისთვის და ჩვენი მრავალტანჯული, მაგრამ მშვენიერი ქვეყნის სიმშვიდისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/akciz-lgoti.jpgთბილისი, 27 აპრილი,საქინფორმი. ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიებისთვის სააქციზო შეღავათები დაწესდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებლებს სასტუმრო „ამბასადორში“ შეხვდნენ და ერთობლივი ინიციატივა გააცნეს.<span style="font-size: 10pt;" />ზაზა ებანოიძის განცადებით, ახალი ინიციატივის თანახმად, თუ საკონიაკე სპირტის მწარმოებლის მიერ ამ სპირტის მიწოდება ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელზე მოხდება, რომელიც აქციზურ პროდუქციას აწარმოებს, საკონიაკე სპირტი აქციზის გადასახადით აღარ დაიბეგრება. საქინფორმი
-
После майских праздников в стране будут уже новый президент и новый премьер. Рокировка приведет к концу тандема и окончательно "задвинет" Медведева в тень Путина, считают наблюдатели. Уходящий президент пытался быть самостоятельным только первые два года, а потом почему-то сдался. Блоггеры иронизируют и заранее призывают к отставке его будущего правительства. newsru
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1xubutiaa.jpgთბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. 25 აპრილს „რუსეთში ქართველთა კავშირის“ ოფისში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომაზე გამოვიდა კავშირის იურისტი მიხეილ ბიანკი, რომელმაც განაცხადა, რომ ორგანიზაცია მნიშვნელოვან იურიდიულ ზღურბლს მიუახლოვდა. საქმე ის არის, რომ „რუსეთში ქართველთა კავშირის“ მართვის უმაღლესი ორგანო – პრეზიდიუმი, კავშირის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც 2005 წლის 21 აპრილს გაიმართა. იმავე ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდების 5.5 პუნქტის თანახმად, პრეზიდიუმი 5 წლის ვადით აირჩევა. ამჟამად მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. შექმნილ კოლიზიასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სასწრაფოდ გამოიწვიონ შემოქმედებითი შვებულებიდან „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია, რომელიც ყრილობამ 7 წლის ვადით აირჩია. შედეგად ხუბუტიამ გადაწყვიტა, შემოქმედებითი შვებულება შეწყვიტოს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგეს და დაიწყოს მზადება ყრილობისთვის, რომელზეც ახალ პრეზიდიუმს აირჩევენ. „ორგანიზაციას მანამდე ვუხელმძღვანელებ, სანამ ქართული დიასპორა შემოგვთავაზებს ადამიანს, რომელიც „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტის მოვალეობებს გაუმკლავდება“, – დასძინა მიხეილ ხუბუტიამ. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/saaka--gonSik.jpgთბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პირდაპირ ეთერში უპასუხა რუსეთის ტელეარხების – "Первый", "Россия", НТВ, "Дождь", РЕН ТВ – ჟურნალისტთა შეკითხვებს, სადაც ორჯერ შეეხო საქართველოს საკითხს.<span style="font-size: 10pt;" />პრეზიდენტმა სააკაშვილმა დიმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მზად არის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული მოსკოვის ხელშეკრულებით გამყარებული თანხმობის სანაცვლოდ ხელისუფლებიდან წავიდეს („ბი-ბი-სი“ და მსოფლიოს სხვა წამყვანი საინფორმაციო სააგენტები შეტყობინებას აქვეყნებენ სათაურით: „სააკაშვილი თანახმაა, გადადგეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სანაცვლოდ“ ). საქინფორმი
-
თუ ალიანსი იტყვის, რომ საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი თუ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ გავა, ამით ჩვენ რუსეთს მივანიჭებთ ვეტოს უფლებას ნატოს გაფართოების პროცესზე ეს კი ალიანსმა არ უნდა დაუშვას, - განაცხადა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ვილსონმა კონგრესის ნატოსა და ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტების სხდომაზე, სადაც მიწვეული ჰყავდათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები.მისი თქმით, ალიანში გერმანია მაშინ მიიღეს, როცა ორ ნაწილად იყო გაყოფილი.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საქართველო ნატოში გაწევრიანების საუკეთესო კანდიდატია და იმსახურებს ნატოს წევრობის სააპლიკაციო გეგმას ჩიკაგოს სამიტზე, - განაცხადა აშშ-ის კონკგრესმენმა ინდიანადან დენ ბარტონმა კონგრესის ნატოსა და ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტების სხდომაზე, სადაც მიწვეული ჰყავდათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები.მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება დაეხმარება ქვეყანას წარმატებული რეფორმების განხორციელებაში."ნატოს წევრებმა ასევე უნდა დააფასონ საქართველოს წვლილი ავღანეთის სამშვიდობო ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
/get_img?ImageId=3032 "მზად ვარ, სადაც უნდათ, ჩავფრინდე და მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას და ჩვენი მთავრობის, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე", - ასეთია მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისადმი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს საქართველოს მთავრობის გამოცვლა იმის გამო სურს, რომ მათ უნდათ მოიყვანონ ისეთი ძალა, "რომელიც ირიბად ან პირდაპირ პირდება, რომ დააკანონებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, შეწყვეტს საერთაშორისო ზეწოლისა და მხარდაჭერის მოპოვებას ამ თემაზე და შეურიგდება, როგორც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ეძახის, ახალ შექმნილ რეალობას." სააკაშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ საქართველო აქცია ისეთი წარმატებული რეფორმების ქვეყნად, რომლის გამეორებაც რუსეთს არ შეუძლია: "არადა, წარმატებული საქართველო არის მათთვის ყველაზე დიდი კოშმარი. ქვეყანა, რომელიც გამოაცხადეს განადგურებულად, დამთავრებულად 2008 წელს, აღსდგა ფერფლისგან და მიაღწია ისეთ წარმატებას, რომელიც მისაბაძად იქცა არა მხოლოდ რუსეთის ოპოზიციისთვის, არამედ თვითონ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის", - აცხადებს სააკაშვილი. პრეზიდენტის თქმით, "ის, რომ რუსეთის დღევანდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, ამ ტყუილის კბილი ჩვენმა ხალხმა უკვე დიდი ხანია მოიცვალა." მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი მზად არის დაუბრონოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალზე– კონტროლი და გაიყვანონ თავისი ჯარები, ამის სანაცვლოდ გადადგომაზე მისი მხრიდან რეაგირება მოხდება მყისიერად. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
С военной службы уволен главком ВВС Александр Зелин. Главой Сухопутных войск вместо Александра Постникова-Стрельцова стал бывший командующий ЦВО Владимир Чиркин. Он по распоряжению президента занял должность замначальника Генштаба ВС РФ вместо назначенного командующим войсками ЦВО генерал-полковника Валерия Герасимова. newsru
-
Экстренный отъезд Дагира Хасавова связан с тем, что юрист получил ряд угроз, сейчас он находится в "одной из европейских стран", сообщило журналистам так называемое Российское общество политэмигрантов. Ранее его сын сообщил, что отец, против которого устроили провокацию и за которым якобы гоняется "охрана Кадырова", намерен "уйти в тень". newsru
-
Принятый почти единогласно документ обвиняет сирийские власти в преступлениях против человечности, требует для них Международного трибунала и практически подписывает приговор Башару Асаду. Также звучит призыв к СБ ООН ввести санкции на поставку вооружений. Все возражения России были отвергнуты. newsru
-
კოლექცია რომელიც მუზეუმად გადაიქცა უნიკალური ავტოკოლექცია სასაც ინახება უამრავი ავტომობილი დაწყებული 1860 წლიდან დღევანდელამდე დამთავრებული http://s019.radikal.ru/i607/1204/f3/27f604c4cc76.jpg http://s019.radikal.ru/i611/1204/b6/3b94971f4029.jpg http://s019.radikal.ru/i627/1204/30/f02bf66d88c4.jpg http://s019.radikal.ru/i600/1204/ec/5b046e34e152.jpg http://s45.radikal.ru/i109/1204/cd/181992545092.jpg http://i031.radikal.ru/1204/59/a5242eb5a264.jpg http://s019.radikal.ru/i602/1204/46/b6117dcff7fa.jpg http://s019.radikal.ru/i633/1204/e0/31cfbc870d17.jpg http://s019.radikal.ru/i633/1204/28/3fa66c94eb95.jpg http://s019.radikal.ru/i630/1204/f9/1cd5362a89b9.jpg http://s019.radikal.ru/i615/1204/e8/52f5b81cd2b5.jpg http://s019.radikal.ru/i619/1204/e3/627c8ba72e95.jpg http://s019.radikal.ru/i604/1204/70/994c969ccaa2.jpg http://s019.radikal.ru/i639/1204/c3/9c58d8a3581e.jpg http://s019.radikal.ru/i622/1204/2e/31709381a531.jpg http://s019.radikal.ru/i611/1204/0c/7e6a2881dfe4.jpg http://s60.radikal.ru/i168/1204/d7/fc5de7d8d699.jpg http://s019.radikal.ru/i618/1204/7f/82a42a3f04f3.jpg http://i068.radikal.ru/1204/55/f45f69f28122.jpg http://s002.radikal.ru/i200/1204/83/17d77414817e.jpg http://s019.radikal.ru/i620/1204/c1/213cd10fcb8f.jpg http://s019.radikal.ru/i635/1204/16/87a17cde5b5b.jpg http://s019.radikal.ru/i620/1204/a7/674e6b583974.jpg http://s019.radikal.ru/i641/1204/22/5ffac1586d96.jpg http://s019.radikal.ru/i614/1204/e2/490378b24c4b.jpg http://s004.radikal.ru/i208/1204/2d/a977ef1cfd6c.jpg http://s019.radikal.ru/i634/1204/2a/f5beaee81ad0.jpg http://s019.radikal.ru/i627/1204/f9/a50c2511fc12.jpg http://s018.radikal.ru/i513/1204/f3/9187922826d0.jpg http://s017.radikal.ru/i442/1204/1d/6575ccf0f0ff.jpg http://s019.radikal.ru/i627/1204/c1/fce8f85df655.jpg http://s019.radikal.ru/i603/1204/ab/68b025a5b15f.jpg http://s019.radikal.ru/i611/1204/f0/d4ea716b9ca6.jpg http://s019.radikal.ru/i627/1204/10/74d4574a55ce.jpg http://s019.radikal.ru/i609/1204/b1/152485e434ba.jpg http://s018.radikal.ru/i508/1204/39/0e2fa1723bf2.jpg http://s019.radikal.ru/i616/1204/ff/d30d02d23df3.jpg http://s55.radikal.ru/i148/1204/e8/f389624f1415.jpg http://s55.radikal.ru/i148/1204/2e/b84bf2482e8d.jpg http://s019.radikal.ru/i620/1204/ac/02cd01b45666.jpg http://i060.radikal.ru/1204/34/b58ff15a323f.jpg http://s019.radikal.ru/i607/1204/3c/d9e198473944.jpg http://s019.radikal.ru/i625/1204/04/ed5f46a0c991.jpg http://s019.radikal.ru/i625/1204/15/fbbbbc186207.jpg http://s019.radikal.ru/i601/1204/a5/7bf608f44800.jpg http://s53.radikal.ru/i141/1204/9f/d7776fd9e6eb.jpg http://s019.radikal.ru/i603/1204/01/9c5252ebae58.jpg http://s017.radikal.ru/i410/1204/ff/cab6dd3c3dff.jpg http://s019.radikal.ru/i607/1204/18/9cc91cbea115.jpg http://s017.radikal.ru/i434/1204/9c/6cfc22bdee45.jpg http://s019.radikal.ru/i624/1204/cc/b30c20021654.jpg http://s019.radikal.ru/i610/1204/a3/39a123e80506.jpg http://s019.radikal.ru/i636/1204/23/94df04e8fd2f.jpg http://s59.radikal.ru/i166/1204/ac/3cf305781c59.jpg http://s019.radikal.ru/i640/1204/fe/1e9681704b2c.jpg http://s017.radikal.ru/i412/1204/98/3ed4f5eb9422.jpg http://i037.radikal.ru/1204/22/1456b1384f44.jpg http://i015.radikal.ru/1204/9f/081f578b5eb2.jpg http://s44.radikal.ru/i103/1204/39/125541731c64.jpg http://s019.radikal.ru/i602/1204/03/877bf46ed8d2.jpg http://s017.radikal.ru/i437/1204/4c/a8c09ae8f060.jpg http://s019.radikal.ru/i609/1204/74/5894e78c98b2.jpg http://s15.radikal.ru/i188/1204/4b/0b6f7e976b53.jpg http://s019.radikal.ru/i631/1204/19/82f38a743d67.jpg http://s019.radikal.ru/i605/1204/21/16dff71a8d5a.jpg http://s019.radikal.ru/i642/1204/f0/86fab14b94b3.jpg http://s019.radikal.ru/i642/1204/d2/bd473a92c590.jpg http://s019.radikal.ru/i642/1204/34/9b507318b2cd.jpg http://s019.radikal.ru/i620/1204/70/4be302dd5a44.jpg http://s019.radikal.ru/i620/1204/13/9c4615583ae7.jpg http://s019.radikal.ru/i620/1204/0c/3d49b69dfc62.jpg http://s006.radikal.ru/i213/1204/62/61a277e10d3f.jpg http://i074.radikal.ru/1204/16/6bd92f06aba4.jpg http://i043.radikal.ru/1204/31/7693a86c1fc0.jpg http://i018.radikal.ru/1204/6e/dc4370fd0578.jpg http://i024.radikal.ru/1204/75/a4a3e0ba1fb4.jpg http://s017.radikal.ru/i413/1204/df/29c003545636.jpg http://s42.radikal.ru/i096/1204/d8/5e8653bd0d0b.jpg http://i024.radikal.ru/1204/74/e16637ddf2bb.jpg http://s019.radikal.ru/i600/1204/b2/7693466db563.jpg http://s019.radikal.ru/i622/1204/06/1b4f0fbb5e02.jpg http://s019.radikal.ru/i640/1204/89/c43b1dd2fb1d.jpg http://s019.radikal.ru/i637/1204/9b/30bfa73bf660.jpg http://s019.radikal.ru/i626/1204/80/c803a3966a48.jpg http://s019.radikal.ru/i613/1204/b0/1a75996f57af.jpg http://s019.radikal.ru/i619/1204/58/07d517644208.jpg http://s44.radikal.ru/i103/1204/c8/d1301cd84148.jpg http://s019.radikal.ru/i605/1204/5c/feeff3039c93.jpg http://s52.radikal.ru/i135/1204/41/e5011de4b522.jpg http://s019.radikal.ru/i644/1204/33/0c4211748350.jpg http://s019.radikal.ru/i601/1204/c6/41ae8488e520.jpg http://s13.radikal.ru/i186/1204/ce/84ec35ccd0a7.jpg http://s019.radikal.ru/i602/1204/d8/ab8e69046acd.jpg http://s019.radikal.ru/i602/1204/b6/01f19fd1b532.jpg http://s017.radikal.ru/i419/1204/98/3eccc1a4e0e5.jpg http://s019.radikal.ru/i601/1204/0a/f877abb8b04f.jpg http://s019.radikal.ru/i630/1204/26/5cd66653dbd3.jpg http://s019.radikal.ru/i628/1204/7d/3bea2cb8c133.jpg http://s019.radikal.ru/i635/1204/d1/fb9a88a8e1ce.jpg http://s019.radikal.ru/i618/1204/77/88077040be1f.jpg http://s019.radikal.ru/i613/1204/a6/5453d5ad38aa.jpg http://s019.radikal.ru/i642/1204/c3/8066d547a8fd.jpg http://s019.radikal.ru/i613/1204/1a/bb3efa430891.jpg http://i073.radikal.ru/1204/d5/8d089ff77751.jpg View the full article
-
http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/04/939.jpg მდინარე რიო-ტინტო წითელი უსიცოცხლო მდინარე ესპანეთში მდინარე რიო-ტინტო მდებარეობს ესპანეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში http://s019.radikal.ru/i638/1204/9e/5a26fbb78786.jpg რიო-ტინტო სათავეს იღებს ანდალუზიის მთიანეთში. http://s017.radikal.ru/i412/1204/ab/5aea90255988.jpg უძველესი დროიდან მდინარის ხეობაში ხდებოდა ძვირფასი ლითონებისოქრო ,ვერცხლი , სპილენძი , მოპოვება დამუშავება http://s019.radikal.ru/i613/1204/79/ce3f247b6f4c.jpg მეტალების მომპოვებლობის შედეგად ათასწლეულობის მანძილზე რიო-ტინტოს ხეობაში გაჩნდა უამრავი შახტა და მდინარის წ####ბი დაიჟღინთა მძიმე მეტალებით ,რის შედეგადაც წყალი და ხეობა გაწითლდა http://s017.radikal.ru/i410/1204/e6/0f0c55c01bb3.jpg წარმოების5000 წლის მანძილზე მდინარე სიცოცხილსათვის საშიში ხდებოდა http://s019.radikal.ru/i603/1204/94/8ecc0d577109.jpg 1986 წლიდან სპილენძის მოპოვება ხეობაში მთლიანად შეწყდა ხოლო 1996 წლიდან აღარც ოქროს და ვერცხლს მოიპოვებენ მაგრამ ქყალს ჯერ კიდევ მოაქვს მეტალის მტვერი http://s019.radikal.ru/i643/1204/46/ae2f232de245.jpg მდინარე რიო-ტინტოს წ####ბში გაჩნდა უამრავი ჟანგვის პროცესში მონაწილე ბაქტერია extremophile.ბაქტერიათა ასეთი აქტიურობამ გააწითლა მდინარის წ####ბი http://s019.radikal.ru/i635/1204/b0/a8d0366dbd96.jpg ხეობის შეფერილობა მოგვაგონებს მარსის ან ვენერას თანამგზავრ ” ევროპას” ზედაპირს http://s019.radikal.ru/i639/1204/a9/8339fd582eb5.jpg http://s019.radikal.ru/i613/1204/a4/f52474fa3c4e.jpg ბაქტერია extremophile-ის აქტიურობა გახდამსოფლიოს მრავალი მეცნიერის მდინარით დაინტერესების მიზეზი http://s017.radikal.ru/i426/1204/fd/b4484a353ae5.jpg სწორედ ბაქტერია extremophile ითვლება დადამიწაზე სიცოცხლის პირვანდელ ფორმად .ამ სახის ბაქტერიები იკვებებიან მეტალებით რომლებიც უხვად არის მდინარეში. http://s019.radikal.ru/i635/1204/99/f72f4efb9244.jpg ვიდეო http://img.youtube.com/vi/_c0G1vyHGUs/2.jpg View the full article
-
ქალები და მათი პატარა ისტორიები , რომლებმაც სახელი გაითქვეს ბანკების ძარცვით ბონი პარკერი ყველაზე სახელგანთქმული ბანკების მძარცველი. ქალბატონი რომელიც გამოირჩეოდა თავისი დაუნდობლობით და სითამამით 1934 წლის 23 მაისს იგი თავის ქმართან ერთად ტეხასის რეინჟერებმა მოტაცებულ მანქანაში ჩაცხრილეს. გვამი საჯაროდ გამოფინეს დალასში. შემდგომ კი საგვარეულო სასაფლაოზე დაასაფლავეს. ბონი პარკერის სხეულში 167 ტყვია აღმოჩნდა. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/04/1402.jpg მძარცველი ეკლესიიდან რამდენიმე უპრეცენდენტო ძარცვის შემდეგ, დაკავებულ იქნა 46 წლის სილვეტ ფილის ჯილბერტი. ოჰაიოს სამართალდამცავებმა მას მეტსახელი “მძარცველი ეკლესიიდან ” შეარქვეს, რადგანაც ქალბატონი ერთი შეხედვით ეკლესიის მრევლს მოგაგონებდა. 2011 წლის 5 იანვარს მას წარუდგინეს ბრალდება 2006-2011 წლებში ჩადენილ 12 მეორე ხარისხის დანაშაულზე და 12 ბანკის ძარცვაზე . სილვეტ ფილის ჯილბერტი დღეს სასჯელს იხდის ფრანკლინის ციხეში. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/04/2272.jpg “ყაჩაღი ბარბები” -ეს მეტსახელი ხიზერ ჯონსონმა და ეშლი მილერმა ჟურნალისტებისგან მიიღეს. მას შემდეგ, რაც 2007 წლის თებერვალში გაძარცვეს. 18 წლის გოგონები ჯინსებში და მოდურ მზის სათვალეებში გამოწყობილები შევიდნენ ბანკის დასაყაჩაღებლად . ხიზერმა და ეშლიმ ერთმანეთი სტრიპტიზ კლუბში გაიცნეს და ძარცვის გეგმაც ხიზერის შეყვარებულ მაიკლთან ერთად დაგეგმეს. აღსანიშნავია, რომ მაიკლი ზუსტად იქ მუშაობდა, სადაც თავდასხმა მოხდა. დაპატიმრების შემდეგ სასამართლომ ეშლის 2 წელი ციხე მიუსაჯა, ხოლო ხიზერს 10 წელი პირობით და სასამართლო დარბაზშივე გაანთავისუფლეს. ხიზერის განთავისუფლება პირობითი სასჯელით გოგონას პოლიციასთან თანამშრომლობის თანხმობამ განაპირობა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/04/3173.jpg კარა ჰაბარდი ის McDonald County Bankის ძარცვისთვის 1887 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. კარა და მისი თანამონაწილე მამაკაცები ცხენებით მივიდნენ ბანკის შენობასთან. კარა მოკლედ შეჭრილი თმებით და ბიჭურად გამოწყობილი ცხენებს აკავებდა, სანამ კაცები შენობაში იყვნენ. ძარცვამ წარმატებით ჩაიარა , მაგრამ პოლიციამ ბანდის კვალს მიაგნო. ჩხრეკისას, კარას მამის სახლში იპოვეს ბანკიდან გატაცებული ფული და კოლტი წარწერით ბობ დალტონი.რაც მიუთითებდა კარა ჰაბარდის სახელგანთქმულ დალტონის ბანდის წევრობაზე. სასამართლოზე კარა ჰაბარდს ჩადენილის გამო არც სინანული არ გამოუთქვავს და არც თანამონაწილენი არ გამოუთქვამს. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/04/4144.jpg სტარლეტი 2010 წლის დასაწყისში ლოს-ანჯელოსის მხარეში მომხდარი 10 ბანკის ძარცვის გამოძიებამ პოლიცია გაიყვანა ქალბატონ მეტსახელად სტარლეტის კვალზე. აშშს-ს საგამოძიებო ბიუროდან გაჟონილი ინფორმაციაზე დაყრდნობით პრესა იუწყებოდა, რომ რეალურად სტარლეტი 2 ადამიანი იყო , თანაც საკმაოდ მსხვილი აღნაგობის ქალბატონები.დაიჭირეს თუ არა ყაჩაღები ან იყო თუ არა სასამართლო, ეს ყველაფერი დღესაც გასაიდუმლოებულია. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/04/51301.jpg დედიკო ბარკერი ქეით კლარკ ბარკერი იყო 4 ბიჭის დედა, რომლებიც შეადგენდნეს სახელგანთქმულ ბარკერების ბანდას. 1923 წლისათვის ქეითის ოთხივე შვილი დაკავებული იყო, მაგრამ დედის თანამონაწილეობა შვილების დანაშაულში პოლიციამ ვერ დაამტკიცა. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/04/6130.jpg დიასახლისი ბანკების მძარცველი ერიკა ფ” ანდერსონი 2010 წლის ერთ სექტემბრის დღეს, ჩვეულობრივად, რამდენიმე საქმის გაკეთებას ცდილობდა, როცა ის დააკავეს ბანკ Umpqua Bank-ის ძარცვისათვის ორიგონას შტატში. ქალი ჯერ ბავშვებს დახვდა სკოლასთან, სახლში წაიყვანა და მერე გაძარცვა ბანკი.ერიკას მანქანა იცნო ერთერთმა ძარცვის მოწმემ. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/04/7127.jpg მძარცველი მობილურით ქ.ვაშინგტონში, Wachovia ბანკის ფილიალის გაძარცვისთვის, ”მძარცველს მობილურით”, 20 წლის ქენდიზ მარტინესს 2006 წლის მარტში 12 წელი მიუსაჯეს. სასჯელის 12 წლიდან 7 წელი იარაღის მუქარისთვის იყო მისჯილი. მობილურიანი მძარცველი პრესამ იმიტომ შეარქვა 20 წლის გოგონას ,რომ ძარცვის დროს განუწყვეტლივ მობილურით საუბრობდა თანამძრახველ ბიჭთან. ბიჭი ამ დროს ქენთიზს ინსტრუქციებს აძლევდა. თანამძრახველ მამაკაცსაც 12 წელი მიესაჯა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/04/8123.jpg საშიში დალაქი სილამაზის სალონის მეპატრონე ნორმა ბალდერას-დეხერნანდესმა ბანკების ძარცვა 2009 წლის იანვრიდან დაიწყო. იმავე წლის მაისისთვის 3 შვილის დედას უკვე 3 ბანკი ქონდა გაძარცვული.ნორმა ესპანურენოვან მოლარეს აძლევდა ესპანურად დაწერილ წერილს მუქარით და სალაროდან იტაცებდა ფულს. ქალბატონი დაიჭირეს აგვისტოში.ნორმას 30 თვე პატიმრობა მიესაჯა. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/04/9118.jpg პეტი ჰიორსტი “პატრიცია კემბელ ჰიორსტ შოუ” საგამომცემლო მაგნატ უილიამ ჰიორსტის შვილიშვილი, 1974 წელს ტერორისტულმა ორგანიზაციამ სიმბიოზთა გამანთავისუფლების არმიის წევრებმა გაიტაცეს . მას სიკვდილით ემუქრებოდნენ, თუ გოგონას ოჯახის წევრები გამოსასყიდ თანხას არ გადაიხდიდნენ. პოლიციისთვის საკვირველი ტერორისტების მიერ ბანკის ძარცვისას გოგონას გამოჩენა გახდა, სადაც პეტი თოფით ხელში იყო . სასამართლოზე ადვოკატი ცდილობდა პეტის საქციელის გამართლებას, მაგრამ ამაოდ. 1976 წლის მარტში პეტი ციხეში ჩასვეს. მან 2 წელი მოიხადა, სანამ პრეზიდენტ ჯიმი კარტერმა სასჯელი არ შეუმსუბუქა, ხოლო კლინტონის პრეზიდენტობის დროს იგი გაანთავისუფლეს http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/04/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98-297x300.jpg View the full article
-
ლევან ლორთიქიფანიძის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
მესამე ნაწილი წამების მეთოდებზესარზე გასმაამ მეთოდის ძირითადი დანიშნულება იყო სხეულში გრძელი სარის გაყრა. სარი შეიძლებოდა გაყრილიყო მუცლიდან, ნეკნებიდან, უკანა ტანიდან და ქალების შემთხვევაში საშოდანაც, საბოლოოდ კი პირიდან ან ზურგიდან ამოდიოდა. მტანჯველი იყო ეს მეთოდი იმ მხრივ, რომ მსხვერპლი დიდხანს ეწამებოდა. სარის პოზიციას ისე ადგენდნენ, რომ დამნაშავე არ ჩამოცურებულიყო. თუ საჭირო ... View ucnauri.com
-
21 წლის კერი ტრებილკოკი უჩვეულო ავადმყოფობითაა დაავადებული; მას მადას ისეთი ნივთები აღუძრავს, რომლებიც კვებისთვის არაა განკუთვნილი. გოგონა შიმშილის გრძნობას განიცდის შხაპის მიღების და ჭურჭლის რეცხვის დროს, როდესაც დუშის გელის ან ქიმიური სარეცხი საშუალებების სუნი სცემს.ჩვეულებრივ საკვებს ინგლისელი ქალისთვის ბედნიერება არ მოაქვს. იგი უპირატესობას ხილის არომატის მქონე სარეცხ და დასაბან საშუალებებს ... View ucnauri.com
-
გადაამოწმა თუ არა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ირაკლი ალასანიას მიერ მიწოდებული ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ და რის საფუძველზე დაასკვნა, რომ სიაში, რომელიც მათ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა მიაწოდა, მოქმედი სამხედროები და პოლიციელები არიან დასახელებულნი? განცხადებაზე თანდართულ სიაში, რომელიც ირაკლი ალასანიამ გიგა ბოკერიას უწყებას დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საკითხის შესწავლისა და მათზე რეაგირების მიზნით გადაუგზავნა 2012 წლის 20 მარტს, 34 პირის სახელი და გვარია მითითებული, რომლებიც, ალასანიას ინფორმაციით, მონაწილეობენ სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების პროცესში. 23 მარტს უშიშროების საბჭო ასეთი განცხადებით გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას წერილს: "მოწოდებული მასალა არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას, მასში უბრალოდ ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები". როგორ დაადგინა ეს ფაქტი ეროვნული უშიშროების საბჭომ და გაადამოწმა თუ არა რეალურად ის ადამიანები, რომლებიც სიაში იყვნენ მითითებულები? - “ნეტგაზეთის” ამ შეკითხვაზე დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ უპასუხა, რომ მათ ეს სია არ გადაუმოწმებიათ: “რაც გადმოაგზავნეს, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ შედგენილი. არც ჭირდებოდა გადამოწმება... იმ დოკუმენტში წერია შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სენაკის ბრიგადის მეთაური, რა უნდა გადაგვემოწმებინა? აბსურდული დოკუმენტია. აბსურდის შემოწმებას ხომ აზრი არა აქვს?! არაფერი არ გადაგვიმოწმებია იმდენად, რამდენადაც თვითონ ბრალდებაა აბსურდული და ის დოკუმენტი არის სულელური”, - აცხადებს ბათუ ქუთელია. ირაკლი ალასანიას მიერ გაგზავნილ სიაში, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გარდა, კიდევ 30-ზე მეტი ადამიანი ფიგურირებს. არიან თუ არა ისინი, როგორც უშიშროების საბჭოში აცხადებენ, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები? ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “ნეტგაზეთმა” ოფიციალურად გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ორივე უწყებიდან. ოფიციალური განცხადებებით “ნეტგაზეთმა” თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისგან მოითხოვა ირაკლი ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ სიაში მითითებული პირების შესახებ შემდეგი ინფორმაცია: არიან თუ არა ეს ადამიანები [მითითებულია სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომლებიც არიან სიაში] მათი თანამშრომლები; ნეტგაზეთმა ორივე უწყებას თხოვა, დადებითი პასუხის შემთხვევაში მოეწოდებინა ამ პირების თანამდებობის შესახებ ინფორმაცია. ორთავე სამინისტროს კანცელარიაში “ნეტგაზეთის” შესაბამისი განცხადებები 29 მარტს შევიდა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ჩვენთვის პასუხი დღემდე არ მოუწოდებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 აპრილს გამოგზავნილ პასუხში ნათქვამია: “მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, ვინაიდან მითითებულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია დააკონკრეტოთ მათი დემოგრაფიული მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, მამის სახელი და პირადი ნომერი)”. ასეთი “დამაკონკრეტებელი პერსონალური მონაცემები”, ამ ადამიანების გადამოწმების მიზნით, სახელმწიფო უწყებებიდან არ მოუთხოვიათ ირაკლი ალასანიასთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში გამოთქვამდა მათთან შეხვედრის მზადყოფნას. ალასანიას პარტიაში აცხადებენ, რომ უშიშროების საბჭოს მხრიდან მათი ლიდერის განცხადებაზე რეაგირება იყო არაადეკვატური, თუმცა, მათი თქმით, მიზანი, რომელიც პრევენციულ ხასიათს ატარებდა, მიღწეულია: “საქართველოს მედიასაშულებების გარკვეულმა ნაწილმა დაადასტურა, რომ იმ საცხოვრებელ სახლებში, რომლებზეც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია უშიშროების საბჭოს, იმყოფებოდნენ სამხედრო ფორმიანები, შეიარაღებით და რომ ისინი არ წარმოადგენდნენ არც ნებაყოფლობით რეზერვს, არც სამხედრო ფორმირებებს და ა.შ. ამ ადამიანებმა დისლოკაცია შეიცვალეს, ან აღარ არიან საერთოდ და ეს არის სწორედ შედეგი ირაკლი ალასანიას განცხადების, რომლის მიზანი იყო პრევენცია”, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი “ნეტგაზეთთან” საუბარში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ირაკლი ალასანიას განცხადება დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ მოექცა იმ მიზეზთა ნუსხაში, რის გამოც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ანდჟეი ტიშკევიჩი “არასასურველ პირად” გამოაცხადა აფხაზეთის ტერიტორიაზე. “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ტიშკევიჩის ხელმძღვანელობით, ცხადია, რომ ვერ განახორციელებს მიუკერძოებელ მონიტორინგს და ვერ მისცემს ობიექტურ შეფასებას იმას, თუ რა ემუქრება რეგიონში მიმდინარე პროცესების უსაფრთხოებას. ნაწილობრივ, ბატონი ტიშკევიჩის არასათანადო ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის სიახლოვეს, არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების პროცესები, რაზეც იტყობინებოდნენ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსები”, - ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. “მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წუხილი გამოვთქვა იმისთვის, რომ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და სულელურ განცხადებებს, რომლებსაც აკეთებენ ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსები. ამ განცხადებებმა მისცა საბაბი და არა - ლეგიტიმაცია, ასეთ აგრესიული კამპანიას ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ”, - ასეთი შეფასება მისცა დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. აფხაზეთის დე ფაქტო და საქართველოს ხელისუფლებების ინტერესების თანხვედრაზე საუბრობს ამ განცხადებების შეფასებისას “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი ალექსი პეტრიაშვილი: “ხელისუფლებამ ბუნებრივად ნახა გამოსავალი ჟენევის მოლაპარაკების პროცესიდან, რომელიც ჩიხშია შესული და ამოწურული აქვს ყოველგვარი რესურსი რაიმე შედეგის მიღწევის და ცდილობს ისარგებლოს ამ შემთხვევით და ბუნებრივად გაიამხანაგა და გაიჩინა მოკავშირედ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ასევე ცდილობს საერთაშორისო მონიტორინგის სივრციდან გასვლას”. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მთავარი საკითხი ეხება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვებას აფხაზეთის ტერიტორიაზე: “ბატონი ტიშკევიჩი, მონაწილე მოლაპარაკებებისა, რომელიც იმართება ინციდენტებზე რეაგირებისა და აღმოფხვრის მექანიზმის ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ჩვენი მოთხოვნებისა და მიმართვების იგნორირებას ახდენს უკანონო მოთხოვნით - დაშვებული იქნას აფხაზეთის ტერიტორიაზე ვროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას,” - ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 24 აპრილს ჩაიშალა გალში დაგეგმილი შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკების შედეგად ჩამოყალიბებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინიტრო განცხადებაში ხაზს უსვამს “აფხაზეთის მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიების მიმართ, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფორმატის ჩარჩოში, და მნიშვნელოვნად მიიჩნევს დისკუსიის შედეგად შექმნილი ინციდენტების აღმოფხვრისა და რეაგირების ხუთმხრივი მექანიზმის შენარჩუნებას.” სრული ინფო(netgazeti.ge)
-
აგრარულ უნივერსიტეტში ყოფნის დროს მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს "ქართული სტუდენტური ბარათების" შესახებ ახალი ინიციატივა გააცნო. პრეზიდენტის თქმით, სტუდენტური ბარათების საშუალებით ახალგაზრდებს მუნიციპალურ და სარკინიგზო ტრანსპორტში, კვებისა და სავაჭრო ობიექტებში, საერთაშორისო საავიაციო გადაზიდვების დროს ფასდაკლები ექნებათ. "აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრეთ ეს, არ ვიცი,"- უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg საქართველოს ისედაც ხმაურიანი პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო დიდ არეულობამდე დავიდა, როდესაც პარლამენტში სასტიკი შეტაკება მოხდა. კამათს 24 აპრილს ჰქონდა ადგილი, როდესაც ჯონდი ბაღათურიამ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მტკივნეული საკითხი წამოჭრა იმის თაობაზე, უნდა იქნას თუ არა აღირებული გენოციდად პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალელი თურქების მიერ 1.5 მილიონი სომხის ამოხოცვის ფაქტი. „ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ეთნიკური სომხები გუშინ აქ მოვიდნენ და ითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტს სომხების გენოციდი ეღიარებინა,“ განაცხადა ბაღათურიამ. „ხომ ვამბობდი? მაშინ როდესაც ერთდღიანი პიარ-კამპანია წამოიწყეთ და ჩერქეზების გენოციდი აღიარეთ? ხომ ვამბობდი არ ღირს-მეთქი? ახლა მაინტერესებს ამ ხალხს რას ეტყვით? ბოლოს და ბოლოს ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან.“ შარშან საქართველო გახდა ის პირველი ქვეყანა, ვინც მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების ჩრდილოეთ კავასიიდან გამოძევება გენოციდად აღიარა. გენოციდის აღიარების ფაქტს პირადად საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი უჭერდა მხარს. „უმართავი კლასი“ ბაღათურიას კომენტარებს მეორე დეპუტატის, აზერ სულეიმანოვის რისხვა მოჰყვა. მისი ოჯახი წარმოშობით აზერბაიჯანიდან არის, ქვეყნიდან, რომელიც თურქეთის ერთგული მოკავშირეა, თურქეთი კი, სომხების მასობრივი მკვლელობისათვის ტერმინი „გენოციდის“ მინიჭებას ეწინააღმდეგება. როდესაც ბაღათურიამ სულეიმანოვის მიერ გამოთქმული წინააღმდეგობა ხელის აქნევით მოიცილა თავიდან, ეს უკანაკსნელი განრისხებული სწვდა ჯიბეს, ვაზელინის შეკვრა ამოიღო და ბათათურიას ესროლა. სულ მალე მათ შორის მუშტი-კრივი გაჩაღდა და მათი დაშორება დაცვას მოუხდა. აყალმაყალმა სხვა რამდენიმე სხვა დეპუტატიც მოიზიდა, რის შედეგადაც ბაღათურიამ მმართველი პარტიის დეპუტატს კალამი ესროლა (სხვათა შორის, სწორედ იმ დეპუტატს, რომელმაც, გასულ წელს რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომის გამო გამართული კამათისას, ოპოზიციონერ დეპუტატს სილა გააწნა.) პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ ბოლოს და ბოლოს კამათი აღკვეთა და განაცხადა რომ არეულობა პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს „ერთადერთ მტერს“ მოუტანს სარგებელს. ეს სავარაუდოდ შეფარული მინიშნება იყო რუსეთზე. ირონიულია, რომ აყალმაყალს სკოლის მოსწავლეთა ის ჯგუფი დაესწრო, რომელიც პარლამენტში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოიყვანეს. „ხედავთ“ უთხრა ბაქრაძემ ბავშვებს, სანამ დეპუტატები სესიისთვის ემზადებოდნენ. „როგროც ჩანს ჩვენი კლასი თქვენსაზე ხმაურიანია!“ ორიგინალი ორიგინალი
-
„თუ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ წარმატებით გაართვას თავი უახლესი ტიპის ჯავშან-მანქანისა და უპილოტო თვითმფრინავების გამოშვებას, მაშინ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში არსებობს საიმისო ინტელექტუალური რესურსი და ტექნიკური ბაზა, რომ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, დავიწყოთ თანამედროვე სტანდარტების მქონე ტრაქტორების გამოშვება,“ - ამის შესახებ დღეს „ახალი მემარჯვენეების“ პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ ქუთაისის ყოფილი სატრაქტორო ქარხნის ტერიტორიასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, პარტიის ლიდერები ქართული სოფლისთვის გამართული ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ბევრ სოფელში შეხვდნენ მოსახლეობას და ყველგან ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა ტექნიკის არარსებობა ან ხელმიუწვდომელობაა. „ჩვენ უკვე რამდენიმე ასული სოფელი შემოვიარეთ. ამ სოფლების უმეტესობას ტრაქტორი ან საერთოდ არ აქვს, ან საგაზაფხულო სამუშაოების დროს ტრაქტორის მომლოდინეთა გრძელ რიგში უწევს დგომა,“ - აცხადებს გამყრელიძე. "ახალი მემარჯვენეების" აზრით, აღნიშნული ქარხნის აღდგენა, რომლის აქციების 62% სახელმწიფო საკუთრებაშია, არა მარტო აგრარული სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ - ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც: „თუ ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს მოაგვარებს, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგრარული სფეროს განვითარებას. ამის შემდეგ, არსებული სპეციალისტების გარდა, ჩვენ მოვახდენთ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას და მათ დასაქმებას." /get_img?ImageId=7272 დავით გამყრელიძე ქუთაისში სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Большое интервью в прямом эфире вышло острым - независимые журналисты завалили президента неудобными вопросами. Он высказался о Pussy Riot и о Навальном, поддел "голодающего" Шеина, заступился за Путина и выразил готовность вступить в ЕР. Будущий премьер поговорил о новом правительстве и пообещал: "Душить буду". newsru