Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. სულ უფრო ცოტა დრო რჩება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე და ის ფეხბურთელები, რომლებთაც ჯერ “განაღდებული” არ აქვთ სამხრეთ აფრიკაში წასვლა, ცდილობენ, მწვრთნელებს თავი მოაწონონ. აი მაგალითად, რონალდინიოს რამდენიმე ბრაზილიელი ეხმარება და საქმეს უწყობს კარლოს დუნგასთან, როგორც შეგატყობინეთ. დევიდ ბექჰემმა ამერიკა და გართობა “გვერდზე გადადო” და ფაბიო კაპელოსთვის თავისი თავის ღირებულების დასამტკიცებლად მილანში ჩამოვიდა, თუმცა ბედმა უმტყუნა… ხოლო ჯანლუკა ძამბროტამ ცოტათი იოლი ხერხი გამოძებნა და იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მისამართით უბრალოდ ხვეწნა-მუდარა “გაგზავნა”. ” ძვირფასო სინიორ მარჩელო, გთხოვთ, სამხრეთ აფრიკაში წამოყვანოთ. მე ამისთვის უკვე 100%-ით მზად ვარ!.” მაგრამ ჯანლუკამ ეს არ იკმარა და კასანოსაც კი ეხმარება: ” და ანტონიო კასანოც წაიყვანეთ, თუ ის 20 გოლის გატანას შეძლებს”. ვნახოთ, ტრავმის მოშუშების მერე ჯანლუკა დიდად არ ბრწყინავს… არა, არც მანამდე წყვიტავდა ვარსკვლავებს, თუმცა ამ ბოლო დროს მგონი მას ანტონინი ჯობია, ეს რაც შეეხება მარცხენა ფლანგს. რაც შეეხება “სამპას” თავდამსხმელს, როგორც მე მახსოვს და იმედია თქვენც წაგიკითხავთ ლიპის განცხადება, არავითარ შემთხვევაში არ წავიყვან, ჩემს გეგმებში არ შედისო… ძამბროს ხვეწნა-მუდარა ასეა: “ცდა ბედის მონახევრეაო”, თუმცა რას გადაწყვეტს ლიპი… ფაქტია, რომ მარტო “იუვენტუსის” ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებენ, თქვენთვის და ყველასთვის ცნობილი და გარკვეული მიზეზების გამო… სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/555-150x133.jpgყირგიზეთში ძალოვანი სტრუქტურებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 142 კი დაშავდა. ოფიციალური მონაცემებს საგენტო “ინტერ-ფაქსი” ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრნდობით ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა დაშავებულს სამედიცინო დახმარება უტარდება. დემონსტარნტებმა ბიშკეკში დღეს მთავრობის შენობის დაკავება სცადეს. მათ პოლიციის თანამშრომლები და სამხედროები დაუპირისპირდნენ. ძალოვანი სტრუქტურებმა მომიტინგეების წინაამღდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, შემდეგ კი ხალხზე იარაღიდან ცეცხლი გახსნეს. არეულობის მონაწილეებმა მათ ქვებით, ბოთლებითა და ფეთქებადი ნივთიერებებით უპასუხეს. ზოგიერთი დემონსტრანტი სპეცრაზმის მეომრებისთვის წართმეული ავტომატებიტაც შეიარაღდგნენ. ანტისახელმწიფოებრივი აქციები ყირგიზეთის ქალაქ ტალასში 6 აპრილს არეულობაში გადაიზარდა. ქაოსი დღეს დედაქალაქსა და რამდენიმე სხვა ქალაქში გადავიდა. იხილეთ epn.ge
  3. http://www.myliverpool.ru/_nw/38/85093000.jpg გთავაზობთ ფოტომასალას, სადაც ჩანს, თუ როგორ ემზადებიან “წითლები” ბენფიკასთან სათამაშოდ. http://www.myliverpool.ru/_nw/38/38366060.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/09262692.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/64363177.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/08155708.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/72625499.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/82125080.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/23530117.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/08330081.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/99313162.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/48364022.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/16926654.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/51554278.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/50143384.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/99313162.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/70088883.jpg View the full article
  4. http://www4.pictures.zimbio.com/gi/Barcelona%20v%20Arsenal%20UEFA%20Champions%20League%20mJJ4DN4u4P4l.jpg 22 წლის ასაკში მესი მეათე ადგილზეა გუნდის ბომბარდირთა სიაში. მან უკვე გადაასწრო სტოიჩკოვს(117 გოლი) და ესკალას(118 გოლი). იგი ახლა მხოლოდ სამი გოლით ჩამორჩება პატრიკ კლუვერტს. ლიონელ მესი კვლავ აგრძელებს რეკორდების დამყარებას. მან სამშაბათის მატჩში მოახერხა 19 წუთში “ჰათთრიკის” შესრულება და ბოლოს მეოთხე გოლის დატანა. აქ არის ლეოს მიერ მოხსნილი რამდენიმე რეკორდი. პირველი “პოკერი”: [...] სრულად ბარსამანიაზე
  5. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსამყაროში გავრცელდა ვითომ პატოს აგენტის, მინო რაიოლას განცხადებები, სადაც ის საუბრობდა “ჩელსის” და “რეალის” დაინტერესებებზე და შემოთავაზებებზე პატოსადმი. თუმცა შემდეგ იგივე ადამიანის სიტყვები გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობდა, პატოსთან არანაირი შეხება არ მქონია და არც ის ვიცი, ეს სიტყვები ვინ, რატომ და როგორ მომიგონაო. “მილანის” თავდამსხმელის აგენტი კი (ოღონდ ნამდვილი http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif - ავტ.), ჟილმარ ველოზუ საუბრობს იმაზე, რომ პატო არსად წასვლას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის მაინც. ” მოხარული ვარ, რომ სიტუაცია ბოლოს და ბოლოს გაირკვა (მინო რაიოლაზე საუბრობს). პატო არსად არ აპირებს წასვლას, მილანში ის თავს ძალიან კარგად გრძნობს. ნუ უჯერებთ ამ გაზეთებს და სხვა ფეხბურთელების აგენტებს” - თქვა ველოზუმ. ასე რომ, სანერვიულო არაფერია, არც ფურიო ფედელეს სიტყვები არ ახდება, იმედია. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/psp-150x140.jpgხარების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით კომპანია პსპ-მ დუშეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა. ღონისძიების ინიციატორები “პსპ-აფთიაქის” ფარმაცევტები არიან, რომელთაც საქველმოქმედო თანხა შეაგროვეს, კომპანიის მენეჯმენტმა კი მათ მიერ შეგროვებული თანხა გაასამმაგა. სპეციალურად შეირჩა რეგიონის ბავშვთა სახლი. დუშეთის ბავშვთა სახლისთვის მათთვის საჭირო განსაკუთრებული საჩუქრები მომზადდა: კომპლექსური, მრავალფუნქციური ტრენაჟორი, კიმონოები, საკლასო ოთახის სკამები, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურის “მინი ბიბლიოთეკა”, წიგნების თაროები, საკანცელარიო საქონელი, ოთახის ჩუსტები, სამზარეულოსთვის ხორცის საკეპი, მიქსერი, პირველადი საჭიროების მედიკამენტები, სააღმდგომო ნობათი. ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ძიუდოში ვარჯიშობენ, ამიტომ 7 აპრილს მათ ოლიმპიური ჩემპიონი, “პეესპეს” მეგობარი ირაკლი ცირეკიძე ესტუმრება. იხილეთ epn.ge
  7. “ჩვენ ისევ განვაგრძობთ ბრძოლას და ისევ ვივლით ჩვენს გზაზე”-ო, ამბობენ მილანელები. მაგრამ მაინც, მთავარი ახლა ისაა, რომ “სან სიროზე” სათამაშოდ “მილანთან” კატანია ჩამოდის. ეს თამაში კი ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ გახსოვთ, როგორ შთამბეჭდავად დაამარცხა ამ გუნდმა საკუთარ კედლებში პირველადგილოსანი 2 ბურთით სხვაობით, ანგარიშით 3-1. მეორე მილანური გუნდი კი “ფიორენტინასთან” თამაშობს გასვლაზე. უდავოდ, რთული მატჩი ელით. “რომა” საკუთარ სტადიონზე “ატალანტას” მიიღებს. როგორ ვეთამაშოთ “კატანიას”? ლეონარდო აპირებს თავისი ტაქტიკის, 4-2-ფანტაზიის დაყენებას და იმედია ეს გაამართლებს. თუმცა ამ ტაქტიკას მაშინ, როდესაც ძალიან ამართლებდა, არ აკლდა პატო, ნესტა… მოკლედ, ტრავმები დიდ პრობლემებს უქმნის “მილანს”, თუმცა რაც არ უნდა იყოს, გუნდმა ეს თამაში სასურველი შედეგით უნდა დაამთავროს. შემტევი ტრიოს, რონალდინიო-ბორიელო-ჰუნტელაარის უკან ალბათ ითამაშებს ფლეიმეიკერად კლარენს ზეედორფი. შესაძლოა, ფლამინიც ვიხილოთ მოედანზე, რომელსაც წინა კვირაში დისკვალიფიკაცია ჰქონდა და ამის გამო ვერ მიიღო “კალიარის” წინააღმდეგ თამაშში მონაწილეობა. ფავალის ადგილას კი თუ ყველაფერი კარგად იქნა და გამოჯანმრთელდა, დანიელე ბონერა ითამაშებს ტიაგო სილვას გვერდით. იმედია, “მილანი” ამ თამაშს მოიგებს და სკუდეტოსთვის ბრძოლაში არ “ჩამოიწერება” სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_4044-150x150.jpgიმ პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის, ვისაც სურს საარჩევნო ველი ბრძოლის ველად გამოიყენოს, პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ამის შესახებ “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კონსულტაციების პირველი ეტაპი დასრულდა და მისი შედეგები განიხილება ირაკლი ალასანიასთან, რომელიც თბილისში სავარაუდოდ დღეს საღამოს დაბრუნდება. “თუ ჩვენ დავდგებით კინკლაობაზე მაღლა და ოპოზიცია გამოიჩენს ფხას, მაშინ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან თბილისი ოპოზიციური ქალაქია,”_ აცხადებს გაჩეჩილაძე. მისი თქმით, შალვა ნათელაშვილი რჩება პოზიციაზე, – არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა მისთვის აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. გაჩეჩილაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ისინი ალასანიას პოზიციას მოისმენენ, გადაწყდება გადავლენ თუ არა კონკრეტულ კანდიდატურებზე და კონსულტაციების მეორე ეტაპზე. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/merabisvili-vano-1-150x132.jpgომი ჯერ არ დამთავრებულა – ჩვენ იმ ფრონტზე ვიგებთ, სადაც ძლიერები ვართ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა რუსულ გამოცემა “კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ იმ ფრონტზე ვიგებთ, სადაც ძლიერები ვართ. მანამ რუსეთში ილაპარაკებენ, რომ საქართველოში კარგი რეფორმებია, ჩვენ მოვიგებთ. იმიტომ რომ რეფორმები და დემოკრატია – ერთი და იგივეა. თუმცა, რუსეთში ეს არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ სულ სხვა ღირებულებები გვაქვს,”- აღნიშნა მერაბიშვილმა. ინტერვიუში მერაბიშვილი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთი ვერ საქართველოს მსგავსად, სათანადოდ განვითარდა და ის აგრესორია, რომლისაც ქვეყნის შიგნითაც კი ეშინიათ. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს ვერ მოიგებს. “მსოფლიოში მხოლოდ ორი გზა არსებობს –გზა დასავლეთის კულტურასთან მიმავალი ან არსად. ჩვენ პირველი გზით მივდივართ. და თქვენ? ბოლო წლების განმავლობაში თქვენს ქვეყანაში კარგი რა მოხდა? თქვენ მეზობლებს ეჩხუბეთ, თქვენი ეშინიათ. თქვენ ერთმანეთისაც გეშინიათ. თქვენთან საზოგადოება და პოლიცია საომარ მგომარეობაშია. თქვენთან რა აშენდა ბოლო 10 წლის განმავლობაში? სწორედ ამიტომაც თქვენ საქართველოსთან ომს ვერ მოიგებთ,”- აღნიშნა მერაბიშვილმა, რომელსაც რუსმა ჟურნალისტმა უპასუხა, რომ იმისთვის რომ ომი მოიგო, რაიმეს აშენება აუცილებელი არ არის. “უცილებელია. ბოლო 10 წლის განმავლობაში თქვენთან მხოლოდ სოჩის პროექტი გაჩნდა. ჩვენთან კი მთელი ქალაქები ხელმეორედ აშენდა. არის სხვა მიზეზიც. თქვენს მაღალჩინოსნებს დასავლეთის ეშინიათ, იმიტომ, რომ როდესაც იზრდებოდნენ, იცოდნენ, რომ ცრუ “კგბ”-ზე ძლიერია და იმიტომ, რომ დასავლეთის უნდა ეშინოდეს თუკი შენი ფული დასავლეთის ბანკებში ინახება,”- განაცხადა მერაბიშვილმა. ინტერვიუში მერაბიშილი აცადებს, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშრიების კომისტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ 2008 წლის აგვისტოში რუს სამხედროებს 50 ათაი დოლარის სანაცვლოდ გორში სტალინის ძეგლის აფეთქება შესთავაზა. “გივი თარგამაძემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის სამხედროებს 50 ათასი დოლარი შესთავაზე გორში სტალინის ძეგლის განადგურებისთვის. მაშინ კონტაქტები არაოფიციალური იყო და ფულით რუსებისაგან ნებისმიერი რამის გამოსყიდვა შეიძლებოდა. მათ ხომ გორი დაბომბეს, მაგრამ სტალინის ძეგლს არ შეეხნენ. თუმცა, მათ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, რადგან მზად იყვნენ ფული ყველა დანარჩენისთვის აეღოთ, გარდა ამისა,”- ამბობს მერაბიშვილი. ძალოვანმა მინისტრმა ინტერვიუში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეპარატისტული რეგიონების ბედი არა მათთან, არამედ ქართველების და რუსების გონებაში გადაწყდება. მინისტრიეს განმარტებით, რაც უფრო მეტი წარმატებები იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯანდაცვასა და განათლებაში რეფორმები, მით უფრო ახლოს იქნება ცხინვალი თბილისთან. “მიტომ რომ მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამე შენდებოდეს. ეს იგივეა, რომ ქვიშაზე სახლი ააშენო. იქ შეიძლება ყაზარმები ააშენო, მაგრამ იქ ინვესტიციები არ მოიზიდება. ოცნებას კაცი არ მოუკლავს. აფხაზეთში არ არის საზოგადოება. ბაღაფში პრეზიდენტი იმიტომ კი არ გახდა რომ მოიგო, არამედ იმიტომ, რომ კრემლს შეუთანხმდა. მაგარამ მითხარით, რატომ არ ატარებს რეფორმებს ბაღაფში? იქ არ არის გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. ისინი კრემლზე არიან დამოკიდებულნი. იქ დემოკრატია არ არის,”- აცხადებს ვანო მერაბიშვილი. ინტერვიუში მინისტრმა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანუკოვჩს მოსკოვთან ურთიერთობა უახლოეს პერიოდში გაუფუჭდება. “ვიქტორ იანუკოვჩს 6 თვეში მოსკოვთან ურთიერთობა გაუფუჭდება, როგორც კი ფულის და თანამდებობების გაყოფა დაიწყება, როდესაც პუტინი მას თავისიანის დაყენებას, ანდა ვიღაცის ინტერესების გატარებას სთხოვს. მაშინ დამთავრდება მათი მეგობრონა. ჩვენთანაც იგივე მოხდა,”- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა “კომერსანტთან” ინტერვიუში. იხილეთ epn.ge
  10. http://images.geotorrents.com/images/gdtt5cm0od4dclve9ku.jpgლივერპულის ლეგენდა და ახლანდელი კაპიტანი სტივენ ჯერარდი იმედოვნებს, რომ მის შემდეგ “წითლების” კაპიტნად მეკარე პეპე რეინა დაინიშნება. … ჯერარდი თვლის, რომ 27 წლის ესპანელ მეკარეს გააჩნია ყველა ის ფუნქცია, რაც ღირსეულ კაპიტანს უნდა ჰქონდეს. სტივს სჯერა, რომ პეპე შესანიშნავად გაუძღვება ენფილდებს … “პეპემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ერთ-ერთია მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებში.” “როგორც ვარჯიშებზე, ასევე მის გარეთაც იგი ფანტასტიუი ადამიანი და ფეხბურთელია. ის ყოველმხრივ პოზიტიურია და მუდამ ცდილობს დაეხმაროს სხვას. მე ვხედავ მას მომავალ კაპიტნად.” “მეკარისთვის ასაკით ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მე მასში ძალიან დიდ მომავალს ვხედავ.” წყარო: Goal.com View the full article
  11. იტალიის სერია ა-ს ექსპერტმა ფურიო ფედელემ ისაუბრა “მილანის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ალეშანდრე პატოსა და მწვრთნელის წასვლა-დარჩენის საკითხზე გუნდში. ” ჩემი აზრით, ამჯამად სიტუაცია ისეთია, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ლეონარდო დარჩება “მილანში”. მე არ შემიძლია ზედმეტად თავდაჯერებულად ვისაუბრო ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ვინაობაზე. მეჩვენება, რომ ლეო შეიძლება დაინტერესდეს პოლიტიკით ან სპორტული ჩინოვნიკობით თავის სამშობლოში. რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას, აქ ბევრი რამ რა თქმა უნდა გარკვეული არ არის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პატოსთვის გამზადებულ შეთავაზებებს (სავარაუდოდ “ჩელსი” 45 მლნ-ს შესთავაზებს “მილანს” პატოს სანაცვლოდ), თუ გაგვახსენდება პატოს მდგომარეობა, რომ ის ცდილობს მოიშუშოს ტრავმა უკვე ამდენი ხანია, შეიძლება ვთქვათ, რომ არაა გამორიცხული “მილანმა” ის გაყიდოს.” ჩემი აზრით, პატოს არ გაყიდიან. ასევე დაუჯერებლად მეჩვენება ის, რომ ლეო პოლიტიკაში წავიდეს. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/nato-150x129.jpgნატო უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კომისიის დაშლის თაობაზე, რომელიც კიევს ალიანსში შესვლისთვის ამზადებდა, ქვეყნის “შიდა საქმეების” უწოდებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს” ალიანსის წარმომადგენელმა, კარმენ პომერომ განუცხადა. მისი თქმით, ალიანსი მზად არის უკრაინასთან პარტნიორობა შეინარჩუნოს და განაგრძოს ქვეყანაში რეფორმების პროცესის ხელი შეუწყოს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კომისიის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანებას ხელი პარასკევს მოაწერა. 2008 წლის ბუქარესტი-ნატოს სამიტზე ალიანსმა უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობისთვის მოქმედების გეგმების წარმოდგენაზე უარი თქვა. მაშინ ორივე ქვეყანას შეპირდნენ, რომ ისინი მომავალში ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან. დღეისათვის უკრაინა ნატოს ყველა სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს, ავღანეთში ოპერაციის ჩათვლით. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagareishvili-gia031-150x131.jpgშეუძლებელია უმრავლესობის წევრს გივი თარგამაძეს აგვისტოს ომის დროს სტალინის ძეგლის აფეთქებაზე ოკუპანტებთან გარიგება შინაგან საქმეთა მინისტრის დავალების გარეშე ეწარმოებინა. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ვანო მერაბიშვილის გაზეთ ,,კომერსანტში’’ გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით პარტია ,,ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატების’’ წევრმა და დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა, მოსახლეობა პანიკაში იყო და თავად ვანო მერაბიშვილის თანაგუნდელები აზერბაიჯანში გარბოდნენ, მერაბიშვილი და თარგამაძე რუს ,,ვობლისა და ტარანის სუნით აქოთებულ’’ გენერალთან, ძეგლების აფეთქებაზე ვაჭრობდნენ. ცაგარეიშვილის შეფასებით, გორის მოსახლეობა ახლა მაინც მიხვდება, ვინ არის მოღალატე, – ოპოზიცია თუ ხელისუფლება. ამასთან, დეპუტატი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მერაბიშვილის განცხადება გივი თარგამაძის წინააღდეგ იყოს მიმართული. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა გაზეთ ,,კომერსანტთან’’ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში გივი თარგამაძემ რუს სამხედროებს 50 ათას დოლარად გორში სტალინის ძეგლის აფეთქება შესთავაზა. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/yirgizeti1.jpgყირგიზეთში სახელისუფლებო ტელეარხის “კტრ” მაუყებლობა უკვე აღსდგა. ტელეარხის ეთერში ყირგიზეთის ოპოზიციის წარმომადგენლები და სამართალდამცავები 2-3 წუთიანი მიმართვებით გამოდიან. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ყირგიზეთში ძალოვანი სტრუქტურებისა და მომიტინგეების შეტაკების შედეგად, 17-მდე ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია ასობით დაშავებულზეც. ოპოზიციონერების მონაცემებით, “ხალხის კონტროლის ქვეშ” გადავიდა ტალასის და ნარინის საოლქო ცენტრები და რამოდენიმე ქალაქის სახელისუფლებო ადმინისტრაციის შენობები. იხილეთ epn.ge
  15. La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც “მილანის” ჰოლანდიელი თავდამსხმელი, კლაას იან ჰუნტელაარი ყველაზე “გამტან” ფეხბურთელად დასახელდა. ჰუნტეს ამ სეზონში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი, ერთი შეხედვით ეს არ არის ის შედეგი რაც ასეთი მაღალი დონის გუნდის თავდამსხმელმა უნდა აჩვენოს, მაგრამ საკმარისია გადავხედოთ მისი ჩატარებულ მატჩების რაოდენობას, რომ… მან სულ 21-ჯერ მოირგო “მილანის” მაისური და გამოვიდა მოედანზე, თუმცა ძირითადად ბოლო 5-10 წუთით ეძლეოდა ხოლმე შანსი. მან კრიტიკოსების გაოცება “კატანიასთან” თამაშისას მოეხერხა (რომელსაც სულ მალე ეთამაშებიან მილანელები სახლში), როდესაც ის სულ რაღაც 10 წუთით შემოვიდა და 93-ე წუთზე (Dამატებული 4 წუთი იყო) გაიტანა იმ დროისთივს ესოდენ სანატრელი გოლი. ეს მისი მხრიდან ჩადენილი სასწაული იყო, თუმცა გაოცება მაშინ უნდა გენახათ, როცა ჰუნტელაარმა რამდენიმე წამში ისევ ინძაგის დახმარებით მეორედ შეარხია “კატანიის” კარი. იმის შემდეგ ასე თუ ისე კარგად წაუვიდა ჰოლანდიელს საქმე, თუმცა ძირითადში მაინც არ არის ხოლმე ხშირად. La Gazzetta dello Sport-ის გამოთვლებით, კლაასს ყოველ 111-წუთზე გააქვს გოლი. ასევე ამ გამოცემამ სხვა მილანელების შედეგებიც გამოაქვეყნა: ბორიელოს ყოველ 160-ე წუთზე გააქვს გოლი, პატოს - ყოველ 137-ზე, რონალდინიოს - 264-ზე და ფილიპო ინძაგის ყოველ 334-ე წუთზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჰუნტელაარის გოლები ლამაზი შედევრების გარდა დიდი მნიშვნელობისაცაა. ზემოთ ხსენებული “კატანია”, ასევე “უდინეზესთან” შესრულებული დუბლი და ისევ შეცვლაზე შემოსულის გოლი “ფიორენტინასთან”. მან გაუტანა “კალიარისაც” და პენალტი ზუსტად შეასრულა “ჯენოასთან”. მოკლედ, “მილანი” მგონი აღარ ფიქრობს ჰუნტელაარის გაშვებაზე, მით უმეტეს გუნდის მთავარმა ტრანსფერების გურუმ, არიედო ბრაიდამ რამდენიმე დღის წინ თქვა: “რატომ უნდა გავუშვათ ჰუნტელაარი, ვინმე იტყვის, რომ ის ცუდად თამაშობს?!” დიდი სიამოვნებით დავეთანხმები ბრაიდას და ვიტყვი, რომ ჰუნტე არ არის მთლად დაბალი კლასის ფორვარდი. მას შეუძლია მომენტების გამოყენება და მატჩის ბედის გადაწყვეტა. ძლივს გაიარა ადაპტაცია დაიმედია, მომავალში უფრო მეტად ჩაჯდება ამ ტაქტიკაში. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
  16. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გაზაფხული ჯერ არ დამდგარა. საქმე იმაშია, რომ მთავრობის გასული წლის ერთ-ერთ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რომ 2010 წელს სახელმწიფო დაუმუშავებელ მიწებს თვითონ დაამუშავებდა და მოსავალს საერთო ბეღელში შეინახავდნენ. View the full article
  17. სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ახალი ინსტრუქცია ამოქმედდა. ახალი ინსტრუქციის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია, ელექტრონული სანოტარო რეესტრი აწარმოოს, რომელშიც მის მიერ შესრულებული ყველა სანოტარო მოქმედებაა რეგისტრირებული. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ერთიანი ელექტრონული სანოტარო რეესტრის წარმოება View the full article
  18. გამარჯვების ახალი ფორმულის თაობაზე ოპოზიციური პარტიების კონსულტაციების პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ მოძრაობის დაიცავი საქართველო დამფუძნებელმა ლევან გაჩეჩილაძემ და ალიანსის საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა დღეს ლეიბორისტებთან გამართული უშედეგო კონსულტაციების შემდეგ განაცხადეს. View the full article
  19. ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მოლდომუსა კონგატიევი მიყენებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინტერფაქსი ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყნობით იუწყება. შს მინისტრი მიყებებული ჭრილობების შედეგად იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც იგი საავადმყოფოში გადაჰყავდათ. View the full article
  20. საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი სატელეფონო საინფორმაციო მომსახურება ამოქმედდა. როგორც დღეს ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა, დღეიდან სატელეფონო ნომერ 406-406-ზე დარეკვის შემთხვევაში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ View the full article
  21. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორის ლიკვიდაციას მოითხოვს. როგორც პირWელს ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ტუღუშმა რეკომენდაციით შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს მიმართა. სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში სრული ანტისანიტარიაა. View the full article
  22. რუსეთს ფრანგული მისტრალის შეძენა სამხედრო საფრთხეების გაანალიზების შემდეგ გადაუწყვეტია. ამის შესახებ ფრანგული სამხედრო გემის შეძენის მიზნობრიობაზე საუბრისას რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ პოპოვკინმა განაცხადა. რუსეთის მიერ ფრანგული სამხედრო გემის მისტრალის შეძენა სამხედრო საფრთხეების View the full article
  23. გამარჯვების ახალი ფორმულის თაობაზე ალიანსის საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარისა და დაიცავი საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებლის ლევან გაჩეჩილაძის კონსულტაციები ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან უშედეგოდ დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, View the full article
  24. ქრისტიან-დემოკრატებმა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოძრაობის პრეს-სპიკერი ზაზა გაბუნია წარადგინეს. გაბუნია საზოგადოებას მოძრაობის ოფისში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა გიორი თარგამაძემ წარუდგინა. როგორც თავად გაბუნიამ აღნიშნა, ის საბურთალოს ყველა კორპუსში, View the full article
×
×
  • შექმენი...