planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-temur4-150x130.jpgპოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი კახეთში ვიზიტის შედეგებს აჯამებს. შაშიაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ გაშუქებული მოვლენები და კახეთის რეალობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება. “შემაძრწუნებელია, ის რაც კახეთში ვნახეთ, ხალხი შიმშილობს, უმუშევრობაა მთელ რეგიონში, ზეკაცობა ჭირდება დღეს ყველა ქართველს, რათა შევძლოთ ქვეყანაში დეპრესიის და სასოწარკვეთილების დაძლევა”,- აცხადებს “თეთრების” ლიდერი. მისი თქმით, სერიოზული ოპოზიციის პირობებში ქვეყანას არ ეყოლებოდა ასეთი არასერიოზული ხელისუფლება, “თეთრების” ლიდერი დარწმუნებულია, რომ საჭიროა სხვა კონფიგურაციის, სხვა ფილოსოფიის პოლიტიკური პროცესის წარმართვა, განახლებული ეროვნული მოძრაობის და დიდი ქართული ერთობის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. “თეთრები” მოსახლეობასთან შეხვედრებს 5 მაისამდე საქართველოს ყველა რეგიონში განაგრძობენ, შეხვედრები შედგება ასევე ოს და აფხაზ ხალხებთანაც. “5 მაისს ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას გავაცნობთ ამ პროცესის შედეგს, ხალხთან დათათბირება, ეს არის მთავარი ჩვენი მიზნის, ხელისუფლების შეცვლის განსახორციელებლად”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/praimer48-150x150.jpgეროვნული საბჭოს პარტიული აქტივისტების მიერ ჩატარებული პრაიმერის მიხედვით თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან ერთად, თბილისის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატებიც გამოვლინდა. ამის შესახებ დღეს კალათბურთის სასახლეში გამართულ ეროვნული საბჭოს, მოსახლეობასთან შეხვედრაზე, საბჭოს ლიდერებმა განაცხადეს. თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საბჭოს მიერ წარდგენილი იქნებიან შემდეგი კანდიდატები: მთაწმინდის ოლქში_ ეკა ლომაია (კონსერვატიული პარტია), ვაკეში_კახა კუკავა (კონსერვატიული პარტია), ნუცუბიძეზე_ მზია სოხაძე, (ქრისტიანული საქართველო), ვაშლიჯვარი-დიღომი_ ირაკლი იმნაძე (კონსერვატიული პარტია), ყაზბეგი_ გიორგი სიხარულიძე, (კონსერვატიული პარტია), ბახტრიონი_ ლევან გიორგობიანი, (კონსერვატიული პარტია), კრწანისი_ ალექსანდრე ყელბერაშვილი, (მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის), ავლაბარი-მეტრომშენი_ირაკლი გოგოლაშვილი, (კონსერვატიული პარტია), ნავთლუღი_ლიანა ნიკოლაიშვილი, (ხალხის პარტია), ვაზისუბანი_როსტომ ჟორდანია, (ხალხის პარტია), მესამე მასივი_სერგო ჯავახიძე, (მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის), ორხევი-ლილო_აჩიკო ზარიძე, (მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის), დიდუბე_ კობა დავითაშვილი, (ხალხის პარტია), დიღმის მასივი_ირაკლი ჭუბაბრია, (კონსერვატიული პარტია), ჩუღურეთი_ ბიძინა გუჯაბიძე, (კონსერვატიული პარტია), ლოტკინი_გია ნაცვლიშვილი, (მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის), ნაძალადევი_ გია ყიფშიძე, (კონსერვატიული პარტია), სანზონა_ ნანა გოგიბერიძე, (კონსერვატიული პარტია), თემქა_ გია ბერძენაძე, (მამულიშვილი), ავჭალა_ გულად ყრუაშვილი, (კონსერვატიული პარტია), ლუწი გლდანი_ალექსანდრე შალამბერიძე, (ხალხის პარტია), მუხიანი_გიორგი მაღლაკელიძე, (მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის). თუმცა, #11, 14, 24 ოლქებში პრაიმერის მაჟორიტარული მეორე ტურის გამართვა იგეგმება. თვითმართველობის არჩევნები საქართველოში 30 მაისს გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-mishaa02-150x130.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცახდებით, 9 აპრილი ტკივილიანი წარსულის გახსენების დღეა, თუმცა ასევე არის სიმბოლური იმის გამოც, რომ გაიხსნა ხიდი, რომესაც ვერაფერი ვერ ჩატეხავს და ჩაანგრევს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს რიყეზე მშვიდობის ხიდის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ხიდი არის იმის მაჩვენებელი, რომელიც თანამედროვე ეპოქას შეესაბამება. “9 აპრილი ჩვენი ეროვნული ერთიანობის დღეა, ჩვენი ტკივილიანი წარსულის გახსენების დღე, მაგრამ ასევე ჩვენ სიმბოლურად ვხსნით ხიდს არა მხოლოდ მტკვრის 2 სანაპიროს შორის, არამედ ხიდს საქართველოს წარსულიდან უკეთეს მომავალში, ხიდს რომელიც საქართველოს დიდ ისტორიას და თანამედროვეობას შორის ხიდი იქნება, რომელსაც ვერაფერი ვერ ჩატეხავვს და ჩაანგრევს”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://u.goal.com/24000/24090.jpg"ინტერის" პრეზიდენტი, მასიმო მორატი "იუვენტუსის" ოფიციალურ განცხადებას ეხება, სადაც ტურინული კლუბი, შესაბამისი დამამტკიცებელი საბუთების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო პროცესების განახლებით იმუქრებოდა: " ვფიქრობ "იუვენტუსმა" ეს განცხადება, მხოლოდ ფანატების მხრიდან არსებული ზეწოლის გამო გააკეთა. და თუ წერილის საფუძველი, მართლაც ხელმძღვანელობის აზრი იყო, მაშინ ეს პასუხისმგებლობისგან, თავის არიდების მცდელობა ყოფილა. სინამდვილეში, მე არაფერი მესმის. ეხლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველაფერი რაც ხდება, სრული აბსურდია. " View the full article
-
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ რუნი კვირას ბლექბერნის წინააღმდეგ არ ითამაშებს: "ტრავმა არ არის ისეთი სერიოზული როგორიც... View the full article
-
http://barcamania.ge/wp-content/uploads/2010/04/barca-madrid-150x150.jpg სურათზე: წითელი ფერი – ,,ბარსელონას” მოგება; თეთრი ფერი – ფრე; იასამნისფერი – ,,რეალის” მოგება. Marca. (გადიდებისთვის დააჭირეთ სურათზე) ,,ბარსელონა” და ,,რეალი” ყველა ტურნირზე ისტორიაში სულ 236-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ,,ბარსელონას” 97 მოგება აქვს, ,,რეალს” – 88 მოგება, ფრედ კი 51 თამაში დასრულდა. ესპანეთის ჩემპიონატში სტატისტიკა ასეთი: ,,რეალის” მოგება – 68, ,,ბარსას” მოგება [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://www.rainews24.it/ran24/immagini/guido_rossi.jpg2006 წლის, "კალჩოპიოლის" სკანდალის შემდეგ, როგორც თავადაც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" მიერ მოპოვებული, 2 "სკუდეტო", ნებისმიერი ცერემონიის გარეშე, მილანის "ინტერს" გადაეცა. დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის კომისარი, გვიდო როსი (რომელმაც უშუალოდ აჩუქა "სკუდეტოები" "ინტერს") არ გამორიცხავს, რომ მალე, ტიტულები შეიძლება ისევ "ბებერქალბატონს" დაუბრუნდეს: " სავსებით შესაძლებელია, "ინტერს" "სკუდეტოები" ჩამოერთვას, რადგან არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც "ნერრააძურებს" მილანური საფეხბურთო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს. 2006 წელს, იგივე ქმედებებისთვის, ხომ სხვა გუნდები საშინლად დაისაჯნენ. " View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/rubli-150x130.jpgრუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო დეფიციტი 2010 წლის მარტის განმავლობაში 194,62 მილიარდ რუბლიდან 307,6 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა. ამის შესახება ნათქვამია რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინმა ხარჯების გაზრდა არ მოიწონა. მისი თქმით, არ შეიძლება წელიწადიდან წელიწადში ხარჯები შემოსავალს აღემატებოდეს, რადგან ეკონომიკა ამით ჩიხში შედის. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთი ეკონომიკაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოდის, და სწორედ ამის გამო ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს მხოლოდ გაწონასწორებული გადაწყვეტილებები. იხილეთ epn.ge
-
ესპანელი გოლკიპერი ლივერპულში კიდევ ექვსი წლით დარჩება, რეინამ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და თავისი სიყვარულ... View the full article
-
http://www.sport.es/vivo/recursos/fotos/foto_430/foto_430677_CAS.jpgკატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ მატჩში განაცხადში ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ შეიყვანა. მიზეზი ალბათ შვედის ტრავმაა. “ბარსას” დააკლდება ერიკ აბიდალიც. სასიამოვნო სიახლე ის არის, რომ მზად არის ხერარდ პიკე. იგი ითამაშებს “რეალის” წინააღმდეგ. განაცხადი კი ასე გამოიყურება:ვალდესი,პინტო,პიკე,მარკესი,მაქსველი,პუიოლი,ალვეში,გაბი მილიტო,ჩიგრინსკი,ტურე,კეიტა,ბუსკეტსი,ინიესტა,ჩავი,მესი,პედრო,ბოიანი და ანრი. წყარო: http://sport.es/ სრულად ბარსამანიაზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/primer21-150x150.jpgეროვნული საბჭოს მერობის ერთიანი კანდიდატი ზვიად ძიძიგური, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, კობა დავითაშვილი იქნება. ამის შესახებ, ეროვნული საბჭოს ლიდერებმა, დღეს კალათბურთის სასახლეში გამართულ ეროვნული საბჭოსა და მოსახლეობის შეხვედრაზე განაცხადეს, სადაც მათ მოსახლეობას თბილისში ჩატარებული პრაიმერის შედეგები გააცნეს. თბილისის მასშტაბით სულ 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა, რომლის მიხედვითაც 5,833 ხმით, 51,9%, 5,414 ხმის 48,1%-ით, “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი დაამარცხა და ეროვნული საბჭოს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი გახდა. კობა დავითაშვილი ეროვნული საბჭოს სახელით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ადგილისათვის იბრძოლებს. დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ზვიად ძიძიგურს გამარჯვება მიულოცა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ზვიად ძიძიგურის, არამედ ეროვნული საბჭოს გამარჯვებაა. გამოკითხვა 6,7, და 8 აპრილს თბილისის ფარგლებში მიმდინარეობდა, რის მიხედვითაც ეროვნული საბჭოს, თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გამოვლინდა. ეროვნულმა საბჭომ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარადგინეს “ექსპრესნიუსი”_ ეროვნული საბჭოს მერობის ერთიანი კანდიდატი ზვიად ძიძიგური, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, კობა დავითაშვილი იქნება. ამის შესახებ, ეროვნული საბჭოს ლიდერებმა, დღეს კალათბურთის სასახლეში გამართულ ეროვნული საბჭოსა და მოსახლეობის შეხვედრაზე განაცხადეს, სადაც მათ მოსახლეობას თბილისში ჩატარებული პრაიმერის შედეგები გააცნეს. თბილისის მასშტაბით სულ 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა, რომლის მიხედვითაც 5,833 ხმით, 51,9%, 5,414 ხმის 48,1%-ით, “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი დაამარცხა და ეროვნული საბჭოს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი გახდა. კობა დავითაშვილი ეროვნული საბჭოს სახელით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ადგილისათვის იბრძოლებს. დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ზვიად ძიძიგურს გამარჯვება მიულოცა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ზვიად ძიძიგურის, არამედ ეროვნული საბჭოს გამარჯვებაა. გამოკითხვა 6,7, და 8 აპრილს თბილისის ფარგლებში მიმდინარეობდა, რის მიხედვითაც ეროვნული საბჭოს, თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გამოვლინდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/moskva-150x150.jpgდელეგაციას ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის პირველი მოადგილე ალმაზბექ ატამბაევი ხელმძრვანელობს. ამავდროულად ბიშკეკში ახალ მთავრობასთან და წამყვან პოლიტიკოსებთან მოსალაპარაკებლად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წარმომადგენლები წავიდნენ. დელეგაცია ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გაანალიზებს და ახალ მთავრობას ყირგიზეთში ვითარების ნორმალიზაციის გზებს შესტავაზებენ. იხილეთ epn.ge
-
ამ შაბათს კატალონიელები "ბერნაბეუს" დაუბრუნდებიან იმ საუკეთესო მოგონებებით, რომლებიც მათ წინა წლიდან ახსოვთ. 11 თვის შემდეგ პეპ გვარდიოლა შეეცდება დაასრულოს "ბარსას" უიღბლობა გასვლით თამაშებზე. საქმე იმაშია, რომ "ელ კლასიკოს" ისტორიაში, "ბარსელონას" არა აქვს მოგებული ორი თამაში ზედიზედ მადრიდში. იხილეთ realmadrid.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili8-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გმირთა მოედანზე მაგისტრალის მშენებლობა დაათვალიერა. სააკაშვილთან ერთად მაგისტრალის მშენებლობას თბილისის მერი გიგი უგულავაც დაესწრო. როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნებისმიერ სიახლე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და დასაქმებას ემსახურება. მაგისტრალის მშენებლობა 2010 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც 2 800 მეტრიანი მაგისტრალური გზა მოეწყობა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kirkitadze-daviti-150x150.jpgპრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ და რუსთავის მთავრობის წარმომადგენლებმა რუსთავში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი გარდაბანშიც მიაგეს. 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზმა, მამა ზურაბმა მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. იხილეთ epn.ge
-
მილანის “ბრაზილიელ”–მა ნახევარმცველმა რონალდინიომ კომენტარი გააკეთა მილანის შანსებზე სკუდეტოსათვის ბრძოლაზე. –სეზონში დარჩენილი თამაშებიდან, შესაძლებელია თუ არა დააგროვოთ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა და გადაუსწროთ თქვენს მოწინააღმდეგეს “რომა”–ს და “ინტერს”? -ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თამაშებისთვის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ლამაზი და საუკეთესო ხარისხი ჩვენს თამაშებში! ასევე ბრაზილიელმა კომენტარი გააკეთა რომ ითამაშოს ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ამ წელს. “სიმართლე რომ გითხრათ მე მხოლოდ ლანზე ვფიქრობ და ყველაფერ გავაკეთებ იმისათვის, რომ სეზონი წარმატებით დასრულდეს და შემდეგ შევხედავთ თუ რა მოხდება”. ეს კომენატარი მისცა რონალდინიომ Football Italia–ს! P.s არ ვიცი RONALDINHO–ს სიტყევბი რამდენად აღმოჩნდება მართლი მაგარამ ღმერთმა ქნას რომ ეს სეზონი ჩვენს სასიხარულოდ დამთავრდეს და სკუდეტო ჩვენ ავიღოთ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ. წყარო სტატიის ავტორი:Matomilan acmilan.ge
-
http://www.as.com/recorte/20091011dasdaiftb_30/C280/Ies/Mejuto_anulo_bien_goles_Suecia.jpg ,,სუპერკლასიკოს” მოგეხსენებათ 45 წლის არბიტრი, მანუელ მეხუტო გონსალესი განსჯის. მსაჯი, რომელიც ამ სეზონის შემდეგ ,,სასტვენს ლურსმანზე ჩამოკიდებს” მადრიდის ,,რეალის” ,,ტალისმანად” არის ცნობილი. მართალია, რომ ამ მსაჯს განსჯილი აქვს შეხვედრა ესპანეთის თასზე ,,რეალსა” და ,,დეპორტივოს” შორის (რომელიც ,,ბერნაბეუზე” ,,დეპორმა” მოიგო), თუმცა ესპანეთის ჩემპიონატში ამ მსაჯის ყოფნის დროს ,,რეალს” ამ დეკადაში – 1999 [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010021111233-150x150.jpgყირგიზეთის ახალი მთავრობა ბიშკეკში მომხდარ სისხლისღვრაში ყოფილი პრეზიდენტის ძმას ადანაშაულებს ყირგიზეთის ახალმა მთავრობამ პრეზიდენტის ძმა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ბიშკეკში მომხდარ სისხლისღვრაში დაადანაშაულა და ძებნაში გამოაცხა. “დაღუპულებზე მთლიანი პასუხისმგებლობა პრეზიდენტის სახელფწიფო დაცვის ხელმძღვანელს, პრეზიდენტ ბაკიევის უმცროს ძმას ჯანიშე ბაკიევს ეკისრება”, – განაცხადა ნაციონალირი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დროებითი ხელისუფლების ხელმძღვანელის მოადგილე აზიმბექ ბეკნაზაროვმა. როგორც სააგენტო “ინტერფაქსი” იუწება, მასზე ძებნა გამოცხადდა და სისხლის სამართლის საქმე აღიძღრა. გამოძიების ინფორმაციით, ყველა დაშავებული და დაღუპული ბიშკეკს ცენტრალურ მოედანზე ხელისუფლების შენობასთან მომდარ შეტაკებების დროს დაშავდა, როდესაც სახელმფწიფო თავდაცვის საბჭოს თანამშრომლებმა დემონსტრანტებს ავტომატური იარაღიდან და სნაიპერული შაშხანიდან ცეცხლი იყო გაუხსნეს. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულების უმეტესობას ცეცხლსასროლი ჭრილობები აღენიშნება. ბოლო ინფორმაციით, ბიშკეკში მიმხდარ შეტაკებების დროს 76 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს, იქიდან გამომდინარე, რომ ბიშკეკის საავადმყოფოებში ასობით მძიმე დაშავებული რჩება. იხილეთ epn.ge
-
http://image.geotorrents.ge/images/skhysyvuvwx165q9djuf.jpgმორიგი სატელეფონო გარიგებების აღმოჩენის შემდეგ რომელშიც როგორც ჩანს რომას ყოფილი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტიც მონაწილეობდა მოჯის ადვოკატების მტკიცებით საბოლოოდ აქარწ####ბს კალჩიოპოლის საქმეს იუვენტუსის წინააღმდეგ . ლუჩიანოს იურისტები განაგრძობენ ბრძოლას ყველა ფრონტზე მთელი ძალით და სულ ახალ და ახალ ნივთ მტკიცებებს უდებენ სასამართლოს . კულმინაცია კი იქნება 2010 წლის 13 აპრილი სადაც როგორც ისინი აცხადებენ ძალიან ბევრ რამეს მოეფინება ნათელი . " ეს აუდიო ჩანაწერები უკვე სამართალდამცავთა ხელთ იმყოფება , ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვიყოთ განრისხებულნი იმ ფაქტით რომ ასეთი დაინტერესება მათ ადრე არ ჰქონიათ " - განაცხადა მოჯის ადვოკატმა პაოლო ტროფინომ . 2006 წელს გამართული კალჩიოპოლის პროცესების შემდეგ იუვენტუსი დაქვეითებულ იქნა სერია ბ-ში და ასევე ჩამოერთვა ორი სკუდეტო , მიზეზად კი მოჯის და მისი გარემოცვის შავ ბნელი საქმიანობა დასახელდა . თუმცა ამ სასამართლო პროცესებზე რომელიც მიმდინარეობს ნეაპოლში მოჯის იურისტები ამტკიცებენ რომ ბიანკონერის ყოფილ გენერალურ დირექტორს ზუსტად იგივე საქმიანობა აქვს გაწეული რაც სხვა კლუბების მართველებს რომლებიც არ ფიგურირებდნენ 2006 წელს . ( გაგრძელება სრულიადში ) View the full article
-
რამოდენიმე წუთის წინ საიტზე დაიდო სტატია ფან-კლუბის შექმნასთან დაკავშირებით. ვინაიდან და რადგანაც ივნისის დასაწყსში იწყება მსოფლიოს ჩემპიონატი გვინდა შევქმნათ ფან-კლუბი. რასაკვირველია იტალიის ნაკრების საგულშემატკივროთ. ეს სტატია ეხება საიტის ყველა მომხმარებელს, განსაკუთრებით კი მათ ვინც სკუადრა აძურას გულშემატკივარია და არა მარტო მათ. ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფან-კლუბში გაერთიანებული ხალხი გაწევრიანდება acmilan.ge-ის ფან-კლუბში. ასე, რომ ვისაც სურს და სურვილი აქვს გაწევრიანდეს მოგვმართეთ. ჯერ მხოლოდ ზეპირი თანხმობაა საჭირო. როდესაც გაირკვევა თუ (სავარაუდოდ) რამდენი პიროვნება გაწევრიანდება ფან-კლუბში შემდეგ დავაკონკრეტებთ ყველაფერს რაც საჭირო გახდება. სტატიის ავტორი Nutsu acmilan.ge
-
ამ სიახლეში მე წარმოგიდგენთ "ელ კლასიკოს" სრულ ისტორია, პირველ მატჩს, მრავალგვარ სტატისტიკას და ამ კლუბებს შორის მრავალწლიანი კონკურენციის ისტორიას. იხილეთ realmadrid.ge