planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიქელე დე ლუჩი საქართველოს პატრიოტია და ისტორიაში ქართველ არქიტექტორად შევა . ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს რიყეზე ახალი ხიდის მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა. მიქელე დე ლუჩის ყველაზე საინტერესო არქიტექტორულმა ნამუშევრებმა სწორედ საქართველოში შეისხა ხორცი. View the full article
-
აფხაზეთის ეკლესიებში ღვდელმსახურებას რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები აღავლენენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სახალხო დამცველის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხატვარმა ზურაბ კოკაიამ განაცხადა. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს ქართულ ენაზე მღვდელმსახურება ეკრძალებათ, აფხაზეთის ეპისკოპოსის ბესარიონ აპლიას ბრძაებით, View the full article
-
ლაგოდეხის რაიონის სოფელი კართუბანი დღეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სახალხო დღეს აღნიშნავს. მამუკაობაზე ტრადიციულად, სპორტული ასპარეზობები იმართება, გამარჯვებულს კი მამუკა ნოზაძის სახელობის გარდამავალ თასს გადასცემენ. როგორც რადიო ჰერეთს კართუბნის ტერიტორიული ერთეულის View the full article
-
ყირგიზეთის სახალხო ნდობის მთავრობას რუსეთისგან ფულადი დახმარების იმედი აქვს. ამის შესახებ დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევმა განაცხადა. დროებითი მთავრობის დელეგაცია ალმაზბეკ ატამბაევის ხელმძღვანელობით მოსკოვში იმყოფება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრები უმაღლეს დონეზეც გაიმართება. View the full article
-
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ და რუსთავის მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 9 აპრილს დაღუპულ მოქალაქეებს პატივი გარდაბნის რაიონშიც მიაგეს, სადაც გმირთა მემორიალთან ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზმა, მამა ზურაბმა პარაკლისი გადაიხადა. View the full article
-
http://s40.radikal.ru/i087/1004/cb/ca288c80dd98.jpg მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კაკა გამოტოვებს უმნიშვნელოვანეს თამაშს “ბარსელონას” წინააღმდეგ, რომელიც გაიმართება შაბათს “სანტიაგო ბერნაბეუზე”. ბრაზილიელმა ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა. “რეალის” განაცხადში 19 ფეხბურთელია შეყვანილი. მეკარეები: კასილასი, დუდეკი მცველები: არბელოა, ალბიოლი, რამოსი, გარაი, მარსელო, მეტცელდერი. ნახევარმცველები: ხაბი ალონსო, გაგო, ლ.დიარა, მ.დიარა, გუტი, ვან დერ ვაარტი, გრანერი, რონალდუ. თავდამსხმელები: ბენზემა, იგუაინი, რაული წყარო: Barca.ru სრულად ბარსამანიაზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/roza-otunbaeva-150x150.jpgყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავჯდომარე როზა ოტუნბაევა რესპუკლის პრეზიდენტთან ყურმანბეკ ბაკიევთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ამის შესახებ მან სააგენტო ფრანს-პრესს განუცხადა. ოტუნბაევას განცხადებით, პრეზიდენტის გადადგომის პირობებს არ განიხილავს, მას შემდეგ რაც ათასობით პატრიოტი დაშავდა. მოლაპარაკების მომხრეთ თვითონ ბაკიევი გამოდიოდა. მან განაცხადა რომ, სიამოვნებით მოელაპარაკებოდა თავის ოპონენტებს. ბაკიევი რომელიც ამჟამად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იმყოფება, აცხადებს რომ გადადგომას არ აპირებს. მან მსხვერპლზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღო. “ჩემს ხელებზე სისხლი არ არის, ეს ოპოზიციას აქვს გასვრილი ხელები სისხლში”, – განაცხადა ბაკიევმა. მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაკიევი მზად არის გადადგეს იმ შემთხვევაში, თუ მას და მის ოჯახს უსაფრთხოების გარანტიები მიეცემა. იხილეთ epn.ge
-
"ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრების ლეგენდის იოჰან ნეესკესის შვილი 1993 წლის 17 ნოემბერს დაიბადა და მამას პროფესიას გაჰყვა, იგი "დამმ"-ში ასპარეზობდა, მაგრამ უკვე შემდეგ წელს შესაძლოა მისი ბედი მამამისისაგან სრულიად განსხვავებული გახდეს, რადგან ნეესკესი უმცროსი, "რეალის" კანტერანო უნდა გახდეს.. იხილეთ realmadrid.ge
-
ახალგაზრდა რესპუბლიკელებმა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა 9 აპრილს, 24:00 საათზე, 1989 წლის 9 აპრილის აღსანიშნავად პარლამენტის შენობის წინ სიმბოლური აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ფოტოებით, სანთლებითა და ტიტებით გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანი. აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა. ახალგაზრდა რესპუბლიკელებთან ერთად დავით უსუფაშვილმი, თინათინ ხიდაშელი და სოფიო ხორგუანი იმყოფებოდნენ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/primer22-150x150.jpgეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კობა დავითაშვილი, ოპოზიციურ პარტიებს თბილისის კოალიციური მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ “ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ კალათბურთის სასახლეში დღეს ეროვნული საბჭოსა და მოსახლეობის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და თბილისის მომავალი ხელისუფლება, აუცილებლად კოალიციური უნდა იყოს. “ოპოზიციას ჩვენ კოალიციური მთავრობის შექმნას ვთავაზობთ, იმის მიუხედავად ისინი არჩევნებში მონაწილეობენ თუ არა. ყველა ოპოზიციური ძალა წარმოდგენილი უნდა იყოს თბილისის საერთო კოალიციურ მთავრობაში”, _ განაცხადა კობა დავითაშვილმა. დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობა უნდა შეიცვალოს და საქართველო საპარლამენტო მართველობის ქვეყანა გახდეს. კოალიციური მთავრობა კი მისი თქმით, ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს წელი სააკაშვილის ხელისუფლების ბოლო წელი იყოს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_56331-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს კიდევ ბევრჯერ გააკვირვებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს რიყეზე მშვიდობის ხიდის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობებზე საქართველოს მასშტაბით სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. “მშენებლობებზე სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, ყველაფერი რაც იქმნება ქართველი ხალხის მიერ კეთდება. ჯერ კიდევ ბევრჯერ გავაკვირვებთ მსოფლიოს, იმით თუ, როგორ გაიმართა წელში ეს ქყევანა, რომელიც საბოლოოდ აღდგა”,- განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ცხოვრების გაუმჯობესება შენობების აშენებით არ შემოიფარგლება. ამასთან მისი თქმით 3 წელიწადში საქართველოში ყველგან იქნება კარგი წყალი და 24 საათიანი გრაფიკით, 2 წელიწადში საქართველოს თითქმის 100 % იქნება გაზიფიცირებული და ამავე პერიოდში არ იქნება არც ერთ მსხვილი დასახლებულ პუნქტი სადაც არ მივა კარგი გზა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tugushi-giorgi3-150x150.jpgგალის რაიონში წირვა ლოცვას რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები აღავლენენ. ამ პრობლემით სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს გალის რაიონის წარმომადგენლებმა მიმართეს. მათი განცხადებით, გალელების უფლებები უხეშად ირღვევა. მათ ეკრძალებათ წირვა-ლოცვებზე დასწრება. გაძარცვული და დანგრეულია ქართული ეკლესია-მონასტრები, გამოძევებულია ქართველი მღვდელმსახური, რომელიც ქართულ ენაზე აღავლენდა ლოცვებს. გიორგი ტუღუშის განცხადებით, მან წაიკითხა გალელების მიერ გამოგზავნილი წერილი და აუცილებლად მიიღებს საჭირო ზომებს. ,,გალის მოსახლეობას ადრე საშუალება ჰქონდათ ზუგდიდში დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს, მაგრამ ახლა რუსის ჯარი მათ საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევს. ადგილზეა საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა. გამოდევნილია ქართველი მოძღვარი და განადგურებულია ისტორიული ძეგლები”,- აღნიშნა ტუღუშმა. მისი თქმით, იგი გამოიყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს მათ დასახმარებლად. ასევე შემდეგ ანგარიშში ამ თემას სპეციალურ თავს დაუთმობს. იხილეთ epn.ge
-
http://upload.wikimedia.org/wikipedia/sr/9/99/378px-Atletico_Madrid_logo.svg.pngუეფას ევროპის ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” მეტოქე მადრიდის “ატლეტიკო” იქნება. მადრიდელებმა მიმდინარე გათამაშების (ევროპის ლიგა) 1/4 ფინალის ორრაუნდიან პაექრობაში ასპარეზობიდან თანამემამულეები – “ვალენსიას” ფეხბურთელები გამოთიშეს (2:2) (0:0) სტუმრად გატანილი 2 ბურთის წყალობით. საფეხბურთო კლუბი მადრიდის “ატლეტიკო” 1903 წლის 26 აპრილს დაარსდა. კლუბის საშინაო არენად “ვისენტე კალდერონი” (54.851 მაყურებელი) ითვლება. “ატლეტიკოს” ესპანეთის ჩემპიონობა 9-ჯერ უზეიმია. ეს მადრიდელებმა 1939-40;1940-41;1949-50;1950-51;1965-66;1969-70;1972-73;1976-77;1995-96 წლებში მოახერხეს. მადრიდელებს ასევე 9-ჯერ აქვთ მოპოვებული ესპანეთის თასი, რომლის მოგებაც გუნდმა მხოლოდ 60-იანი წლებიდან დაიწყო (1960;1961;1965;1972;1976;1985;1991;1992;1996 წლებში). ერთხელ იმარჯვა საკონტინენტთაშორისო თასში (1974 წელს). არის თასების მფლობელთა თასის ერთგზის გამარჯვებული (1962 წელს). ასევე ერთხელ გაიმარჯვა მეორე დივიზიონში (2001-02 წლების სეზონში), როდესაც დაქვეითებული იყო. არის ესპანეთის სუპერთასის 3-გზის მფლობელი (1940;1951;1985 წლებში). აღსანიშნავია, რომ ფერნანდო ტორესს მოუწევს მის ყოფილ კლუბში დაბრუნება, სადაც იგი 2001-07 წლების განმავლობაში ასპარეზობდა (214 მატჩი/82 გოლი). პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა “ატლეტიკოსა” და “ლივერპულს” შორის 22 აპრილს “ვისენტე კალდერონზე” შედგება, ხოლო მადრიდელები “ენფილდს” ერთი კვირის შემდეგ, 29 აპრილს ესტუმრებიან. http://www.madrid-guide-spain.com/images/vicentecalderon1.jpg View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-temuri-150x130.jpgპოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხვალ უკრაინაში მიემგზავრება. შაშიაშვილს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და უკრაინელ კოლეგებთან, კიევსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში აქვს შეხვედრები დაგეგმილი. უკრაინიდან “თეთრების” ლიდერი ბელორუსიას, ლიტვას და ვლადიკავკაზს ეწვევა. თემურ შაშიაშვილი საქართველოში ხელისუფლების კრიმინალური ქმედებების ამსახველი მამხილებელი მასალების ჩამოტანასაც გეგმავს. “ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად, ახლა ვაწარმოებთ მიზანმიმართულ, თანმიმდევრულ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან მოთათბირების სახით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ეს ვიზიტიც ჩვენი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია”, – აცხადებს “თეთრების” ლიდერი. სხვადასხვა ქვეყნებში თემურ შაშიაშვილის სამუშაო ვიზიტი ათ დღეს გასტანს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvilimisha031-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს რიყეზე მშვიდობის ხიდის გახსნისას ხიდის არქიტექტორს მიკელე დე ლუჩის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის თქმით, არიქტექტორი საქართველოს მოქალაქე და პატრიოტია, რომელიც ისტორიაში შევა. “მიკელე დე ლუჩიმ ყველაზე საინტერესო ქმნილებები შექმნა საქართელოში. მან წაიყვანა რამდენიმე ქართველი არქიტექტორი, რომელიც მოამზადა. ის საქართველოს მოქალაქე და პატრიოტია, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ქართველი არქიტექტორი”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერებმა. ირაკლი ალასანია: „21 წლის წინ დატრიალებული ტრაგედია ახალი ჭრილობისავითაა და ის არ მოშუშებულა. ის ბრძოლა, რომელიც 9 აპრილს დაიწყო, გრძელდება. პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანებს, რომელთა ძალისხმევით ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა მოხერხდა. 9 აპრილი ჩემთვის ტრაგედიასთან ერთად გამარჯვებასთანაც ასოცირდება, რადგან სწორედ ამ დღეს მოიპოვა ქვეყანამ დამოუკიდებლობა“. დავით გამყრელიძე: „21 წლის წინ რუსთაველის გამზირზე დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გამოაფხიზლა. გუშინდელი დღესავით მახსოვს შემართული საქართველო და გაერთიანებული ქართველი ერი, რათა რუსეთის ოკუპაციისა და საბჭოთა რეჟიმისგან გავთავისუფლებულიყავით. სწორედ ამ შემართებამ განაპირობა ის ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელიც 9 აპრილს გაფორმდა“. 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა. View the full article
-
http://s40.radikal.ru/i088/1004/ad/61aa441cf5ff.jpg მეთოფეების თავდასხმელმა რობინ ვან პერსიმ შეიძლება ტოტენჰემთან ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა ტრავმა ამხანაგურ შეხვედრაში იტალიის წინააღმდეგ მიიღო და ნოემბრის მერე აღარ უთამაშია. ასე, რომ რობინ ვან პერსის შეუძლია უკვე პრემიერლიგაში არსენ ვენგერის დახმარება. გუშინ საღამოს ფიზიოთერაპევტმა განაცხადა, რომ თუ იგი ვარჯიშს შეძლებდა მას უკვე შეეძლო დერბიში მონაწილეობა. არსენ ვენგერი და უამრავი ჩვენთაგანს სურს, რომ ვიხილოთ ჰოლანდიელი თავდასხმელი მოედანზე. არსენ ვენგერის თქმით ჯერ ის არ არის მთლიანი მატჩისთვის მზად და შეიძლება ვან პერსი სათადარიგო სკამზე ვიხილოთ. View the full article
-
ორივე კლუბში, ”ბარსელონაშიც” და მადრიდის ”რეალშიც” თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიომ ლეგენდებად შერაცხა, მაგალითად ალფრედო დი სტეფანო, იოან კრუიფი, ზინედინ ზიდანი და ა.შ. Goal.Com გაძლევთ საშუალებას ამოარჩიოთ სტატიაში მოცემული ფეხბურთელებისაგან 11 საუკეთესო, ანუ შექმნათ ეგრედწოდებული ”ოცნების გუნდი”. იხილეთ realmadrid.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili24-150x150.jpgპოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი, 9 აპრილს ქართველი ხალხის უდიდესი ტკივილისა და ამავდროულად ბედნიერების, დიდი ქართული ერთობის დღედ აფასებს. შაშიაშვილი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს 21 წლის წინ დაღუპული ქართველი ახალგაზრდების ოჯახებსა და მთელ საქართველოს. “ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას მოვდუნდეთ, ადამიანებმა თავი შეწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, 21 წლის წინ რუსთაველზე გამოსული ქართველები ქვეყნის აღმშენებლობისათვის იბრძოდნენ, დღეს კი ნაძირალა ხელისუფლებამ გაყიდა ქვეყანა, მიწა, რომლისთვისაც სისხლს ღვრიდნენ, ყველა და ყველაფერი, ღირსება წაართვა ხალხს”, _ აცხადებს თემურ შაშიაშვილი. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს გარედან მართვადი ხელისუფლება ყავს, მოქმედებს ქვეყნის გარეთ დაწერილი ანტიქართული პროგრამა, ახასიათებს კოლონიური ქვეყნის ყველა ნიშანი, დაწყებული განათლების სისტემით, სოციალური ყოფითა და ადამიანთა უფლებების უგულველყოფით დასრულებული. “9 აპრილის 21 წლის თავზე და საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის თავზე ამჟამინდელი ხელისუფლების მოქმედებით საქართველო არც დამოუკიდებელია და არც თავისუფალი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე იმ ადამიანთა სულების პატივსაცემად, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ და გავათავისუფლებთ ქვეყანას ნაძირალებისგან”, – აცხადებს “თეთრების ლიდერი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili9-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცახდებით, თუ ვინმეს საქებარი სიტყვა ეკუთვნის იმასთან დაკავშირებით რაც კეთდება ეს თბილისის მერია. ამის შესახებ სააკაშვილმა რიყეზე მშვიდობის ხიდის გახნისას განაცხადა. მისი თქმით, დღესდღეობით მშენებლობებზე ათასობით ადამიანი არის დასაქმებული, რაც ღირსების საკითხიცაა. “ბევრი საქებარი სიტყვა მოვისმინე ჩემს მიმართ, თუმცა თუ ვინმეს ეკუთვნის მთავრობიდან ეს ქება, ეს პირველ რიგში თბილისის მერია, იმიტომ რომ ყოველგვარი საარჩევნოი კამპანიის კონტექსტის გარეშე მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება. ყველაზე უფრო მკაცრმა კრიტიკოსმაც თქვას როდესმე, რომელიმე პერიოდში თბილისის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ამდენი თუ გაკეთებულა.Aამიტომ პირველი მადლობა და აღიარება ეკუთვნის ამ კასკიან ჩვენ თანამშრომლებს. დღეს დემოკრატიის პერიოდში თითოეული ადამიანი არის შემქმნელი, ბატონი, პატრონიც აღმშენებელიც და ყველა სხვა ტიტულებიც რაც არსებობს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_611710-150x150.jpg“ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა თბილისის მოსახლეობას პრაიმერში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მერად არჩევის შემთხვევაში მათ სოციალური და სხვა სახის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. ამის შესახებ ძიძიგურმა დღეს კალათბურთის სასახლეში გამართულ “ეროვნული საბჭოს” ყრილობაზე განაცხადა. ძიძიგურის თქმით, პრაიმერში მონაწილეობა თბილისის მასშტაბით 15 ათასამდე ადამიანმა მიიღო. “მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო პრაიმერში. თბილისის მასშტაბით მოსახელობის აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო, თავისი პოზიცია 15 000-მდე ადამიანმა დააფიქსირა. მინდა ყველას ვუთხრა, ჩემი გამარჯვება არ არის მხოლოდ ზვიად ძიძიგურის გამარჯვება, ეს არის კობა დავითაშვილის, გია მაისაშვილის, ზურაბ ნოღაიდელის, გია ბერძენიძისა და ავთანდილ დავითაიას გამარჯვება, ჩვენ ვართ ერთიანები და ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის,” – განაცხადა ძიძიგურმა ყრილობაზე. მერობის ერთიანი კანდიდატის თქმით, მათი წინასაარჩევნო კამპანია იქნება აქტიური და აგესიულიც კი. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, მათ იციან როგორ უნდა იბრძოლონ არჩევნებში გამარჯვებისთვის. “ჩვენი გეგმა არის უსახური, ანტიეროვნული, ანტიდემოკრატიული და კრიმინალური რეჟიმის შეცვლა. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. სწორედ ამიტომ ნერვიულობს ხელისუფლება და გვებრძვის ყველანაირი მეთოდით. თუ ვიგაცას გონია, რომ ჩვენ გავერთიანდით იმიტომ, რომ უბრალოდ არჩვენებში მივიღოთ მონაწილეობა და რაღაც პროცენტები მივიღოთ, ცდება, ცვენ გავერთიანდით გამარჯვებისთვის,” – აღნიშნა ძიძიგურმა. მერობის კანდიდატი მოსახელობას სოციალური საკითხების მოგვარებასაც დაპირდა. მისი თქმით, თბილისის მერიის ბიუჯეტი იქნება გამჭვირვალე და მოქალაქეებზე ორიენტირებული, ამასთან ერთად თბილისის მერი გადაწყვეტილებებს მიიღებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად. იხილეთ epn.ge