planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
იმარატ კავკაზის ემირატი დოკა უმაროვი ბოდვას უწოდებს რუსული მედიის ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს იგი თურქეთში სამკურნალოდ გადასვლას საქართველოს ტერიტორიის გავლით აპირებს და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების თანხმობა მიიღო. როგორც პირWელს იმარატ კავკაზში განუცხადეს, დოკა უმაროვი თავს კარგად გრძნობს View the full article
-
ყაზახეთი ყირგიზეთთან საზღვარს სტაბილურობის დამყარების შემდეგ გახსნის. ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა კარიმ მასიმოვმა დღეს ასტანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განუცხადა. ყირგიზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყაზახეთის პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა. View the full article
-
“მილანის” მთავარი მწვრთნელი იმყოფებოდა პროგრამაზე, “ბავშვების ჩემპიონატზე” და ჟურნალისტებს სურდათ მისთვის დაესვათ რამდენიმე კითხვა ბერლუსკონის სიტყვებთან დაკავშირებით. ლეო კითხვებს პირდაპირ არ პასუხობდა და მახვილგონებრივი სიტყვის გადატანით უმკლავდებოდა რეპორტიორების “თავდასხმას”. თუმცა მან მალე სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო და ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა ჟურნალისტებისთვის თავის ასარიდებლად, რის გამოც მას მოეშვნენ და აღარ გაჰყოლიან. milannews.it სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
-
http://image.geotorrents.ge/images/qn162v5gss6gbi5qnwd.jpg მთავარი მიზანი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "იუვესთვის" იქნება ესპანელი დავიდ ვილია,როგორც Goal.com Italia იტყობინება.მაგრამ ფეხბურთელის აგენტი ხოსე ლუის ტამარგო სკეპტიკურად უყურებს ამ ყველაფერს: " არავის არ უთქვამს,რომ ჩემი კლიენტი იყიდება.ასევე არავის არ უთქვამს,რომ "ვალენსია" გამოიყენებს მის ტრანსფერს ვალების დასაფარად". View the full article
-
La Gazzetta dello Sport-მა ანდრეა პირლოსგან ინტერვიუ აიღო. - შეაფასეთ “როსონერის” მიმდინარე სეზონი. - ამ სეზონს შეიძლება ვუწოდოთ წარმატებული. ჩვენ ვაჩვენეთ კარგი ფეხბურთი, მაგრამ სკუდეტოზე შანსები შეგვიმცირდა ხშირი ტრავმიანობის გამო. - რას ფიქრობთ ლეონარდოზე? - მან მე პირდაპირ, გამაოცა. ადამიანი, რომელიც არასდროს არ ყოფილა მწვრთნელი - ამის კვალობაზე ის ძალიან კარგად მუშაობს. ის არის კარგი პიროვნება, მას აქვს ქარიზმა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღების ნიჭი, რაღაცეების მიუხედავად. - სეზონის იმედგაცრუება? - პირველი მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ შეიძლებოდა სხვანაირი ყოფილიყო, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. მატჩებში “ნაპოლის”, “პარმას” და “ლაციოს” წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა ჩვენ დაგვრჩა ექვსი თამაში და ყველა მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ. - მეორე ადგილისთვის ბრძოლა? - თუ პირველ ადგილზე ვერ გავალთ, სულ ერთია, გინდ მეორე იყოს და გინდ მესამე. - ლეო დარჩება? - იმედი მაქვს. გუნდი მეტ-ნაკლებად დამოკიდებული გახდა მასზე. ეს გარდამავალი სეზონი იყო. მომავალში წინსვლა იქნება. - ხელმძღვანელობის შეცვლა? - ნაკლებმოსალოდნელია. - ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ “მილანი” აღარაა კონკურენტურანია იმის გამო, რომ ბერლუსკონის გუნდი აღარ აინტერესებს და ის ინვესტიციებს არ დებს მასში. - ასე არ არის. სინამდვილეში ბერლუსკონი დაინტერესებულია ჩვენით. არა, ჩვენ არ გვინდა ხელმძღვანელობის დაკარგვა. - აირჩიეთ გუნდი, სადაც უფრო გააგრძელებდით კარიერას : “არსენალი” თუ მადრიდის “რეალი”? - “არსენალს” კარგი, ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. ხოლო “რეალზე” შეგვიძლია გავიხსენოთ მისი ტიტულები, ისტორია და ტრადიციები. თუ მათ შორის იქნებოდა არჩევანი, სამეფო კლუბს ავირჩევდი. - El País-თან ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ გვარდიოლა თქვენი კუმირია. როგორც მწვრთნელი თუ როგორც ფეხბურთელი? - რასაც არ უნდა აკეთებდეს, ის ყველაფერს კარგად აკეთებს. როგორც ფეხბურთელი, ის უნიკალური იყო და როგორც მწვრთნელი, ის შესანიშნავია. შეხედეთ მის “ბარსელონას”. მე არ ვიქნებოდი მასთან მუშაობის წინააღმდეგი. - მოურინიო - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია? - ერთ-ერთი საუკეთესო. ის ძალიან ქარიზმატულია. - მან “ინტერში” ახალი დონე შექმნა? - ჩემი აზრით, კი. ამჟამად, იტალიური კლუბებიდან მხოლოდ “ინტერი” განაგრძობს ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას და იღებს ძალიან მნიშვნელოვან სამ ქულებს ჩვენი ქვეყნისთვის. “ნერაძური” დიდი ხნის შემდეგ გავიდა ნახევარფინალში. ვფიქრობ, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია… - ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - “ინტერი” ან “ბარსელონა”. ნახევარფინალამდე მე “ინტერისკენ” ვიყავი, რადგან მისი შედეგები იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ახლა გვარდიოლას გუნდს ვუგულშემატკივრებ. - ჩემპიონთა ლიგა - “ინტერს”, სკუდეტო - “მილანს”. გაწყობთ? - მე ამის არ მჯერა. და არა მგონია, რომ ამ კითხვაზე ამ წუთას სწორი და გულწრფელი პასუხის გაცემა შევძლო. - ყველა თავს იმტვრევს, როგორ გააჩეროს მესი? - არ ვიცი, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია მსოფლიოში. - რაღაცით ის თქვენ გგავთ, თუმცა თქვენ უფრო ჩაკეტილი ადამიანი ბრძანდებით. - საიდან მოიტანეთ? თქვენ გყოფნით ის პირლო, რომელსაც მოედანზე ხედავთ. - თქვენ უფრო პოპულარული იქნებით, თუ უფრო კონტაქტურიც იქნებით. - შეიძლება ასეცაა, მაგრამ ეს ნაკლებად მაღელვებს. თავისუფალ დროს მე ჩემ ოჯახს ვუთმობ და ეს სიამოვნებას მანიჭებს. მე ფეხბურთის თამაშს სახლშიც კი ვაგრძელებ - 6 წლის ვაჟიშვილთან ერთად და ის ამაზე გიჟდება. - ფეხბურთელებს არ შეუძლიათ იცხოვრონ მთლიანად ანონიმურად. - ეს ვინ გითხრათ? მე იმასაც ვხედავ, როგორ ვიცხოვრებ კარიერის დასრულების მერე. - 40 წლამდე თამაში გინდათ? - მე მინდა თამაში იქამდე, სანამ გამომივა ამის კარგად კეთება. მე მომწონს ის, რასაც ყოველდღე ვაკეთებ. მეჩვენება, რომ ჯერ ბავშვი ვარ და ყველაფერი პირველად ხდება. - კალჩოპოლის ახალი რგოლი - ამაზე რას ფიქრობთ? - ეს უკვე წარსულია. - სეზონის საუკეთესო და ყველაზე ცუდი მომენტი ? - მე ძალიან გავნერვიულდი კივუს ამბავის გამო. სიცოცხლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ფეხბურთის გამო, ეს ძალიან, ძალიან საშინელებაა. საუკეთესო მომენტი? ვიმედოვნებ, ის ჯერ წინაა. - შევასა და კაკას შემდეგ იყო ერთი ადამიანი, ვინც “მილანი” დატოვა, კარლო ანჩელოტი “ჩელსიში” წავიდა და მეოთხედფინალშიც ვერ გააღწია. ამას სახლში დარჩენა სჯობდა? - მეც ასე ვფიქრობ. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ვინც ჩვენგან წავიდა, ვერაფრის მოგებას ვერ ახერხებენ. ასე რომ, აქ დარჩენა ჯობია? - მაგრამ “მილანიც” ბოლო დროს, ტიტულების გარეშე რჩება. - ჩვენ ჩვენი ბოლო სიტყვა ჯერ არ გვითქვამს. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
-
As აცხადებს, რომ Marca-სთან საუბრისას მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ემილიო ბუტრაგუენომ მესიზე ისაუბრა.მან განაცხადა, რომ არგენტინელი არ არის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში.ემილიოს აზრით მესი კარგად თამაშობს მაგრამ ის რომ არგენტინელ ფეხბურთელს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდონონ, უპასუხისმგებლო საქციელია. იხილეთ realmadrid.ge
-
http://image.geotorrents.ge/images/pes32oi0c3q0pkpfzl5.jpg "კალიარის" წინააღმდეგ მატჩისთვის მომზადება გრძელდება.გუშინ გამართული მეგობრული მატჩის შემდეგ ალბერტო ძაკერონის გუნდმა თითქმის სრული შემადგენლობით დღეს დილით განაახლა ვარჯიში.სრული დატვირთვით ვარჯიშს მხოლოდ კასერესი და დიეგო აკლდნენ.სპორტ დარბაზში ტრეინინგის შემდეგ ფეხბურთელები მწვანე მინდორზე გავიდნენ, სადაც მწვრთნელმა აქცენტი ბურთთან მუშაობაზე, საჯარიმო დარტყმებზე, საგოლე მომენტებზე და კომბინაციებზე გააკეთეს.ამის შემდეგ ფეხბურთელებმა მცირე მატჩის გამართეს. სარდინიელებთან მატჩამდე გუნდს 1 ვარჯიში დარჩა, რომელიც შაბათს გაიმართება."უდინეზესთან" დამარცხების შემდეგ "იუვენტუსი" აგრძელებს უსიტყვო პოლიტიკას, ასე რომ, მატჩის წინა დღეს ალბერტო ძაკერონი წინასამატჩო პრესკომფერენციას არ მოაწყობს. View the full article
-
ზაფხულში “მილანი” კონკურენციას რომის “ლაციოს” გაუწევს, რომელიც დაინტერესებულია “ლიონიდან” ბრაზილიელი ედერსონის გადმოყვანით. “ლაციო” მის შეძენასთან ახლოს იყო, თუმცა ამჯამად ედერსონი “ლიონშია”.. “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი არ მალავს, რომ გუნდმა შესაძლოა, ზაფხულში ეს ფეხბურთელი იყიდოს. ” ჩვენ გვჭირდება ფლეიმეიკერი, ედერსონი კი შესანიშნავი ვარიანტია. ის კარგად მოირგებს ამ როლს. დარწმუნებული ვარ, ის უარს არ იტყვის ისეთი გრანდის შემოთავაზებაზე, როგორიც “მილანია”. ასე რომ, ზაფხულში ჩვენ “ლიონთან” მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ.” Tuttosport იტყობინება, რომ 24 წლის ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია “ნაპოლი”, “ფიორენტინა” და მადრიდის “ატლეტიკო”. ედერსონმა “ლიონში” 45 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მისი სიმაღლეა 1.85 მეტრი. ედერსონი ახალგაზრდაა, კარგად თამაშობს და იმედია, იყიდიან. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
-
http://www.calciomercato.it/imagenes/detalle_1/NEWS_1255294469_paolo_bergamo.jpgსამსაჯო კორპუსის ყოფილმა პირველმა პირმა, პაოლო ბერგამომ აღიარა, რომ მისი სატელეფონო ნომერი, მრავალი ოფიციალური პირისთვის იყო ცნობილი და არც მათ მიერ ორგანიზებულ სადილებზე სიარულს თაკილობდა. ბერგამო ამაში ვერანაირ დარღვევას ვერ ხედავს და თავს, უდანაშაულოდ მიიჩნევს: " იმ დროს "სერია ა" -ს გუნდების წარმომადგენლებთან კონტაქტი, სრულიად ჩვეულებრივი რამ იყო. თუ ვინმე, ზღვარზე გადაბიჯებას ცდილობდა, ამაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ. მე ყველა სადილზე მივდიოდი, სადაც მპატიჟებდნენ და არც სატელეფონო ნომერი დამიმალია ვინმესგან, ეს მორატისაც ეხება. "კალჩოპიოლის" მიზეზი, სულ სხვა რამეშია. " -აცხადებს ბერგამო. View the full article
-
სილვიო ბერლუსკონი აკრიტიკებს “მილანის” მწვრთნელს. ამ სიტყვებიდან გამომდინარე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ თუ ლეონარდოზე ასე გააგრძელებს სილვიო ლაპარაკს, შეიძლება ეს მისი გაშვების მიზეზი გახდეს. გავიხსენოთ, რომ პრემიერ-მინისტრი უკვე არაერთხელ საუბრობს ლეოზე, მაგრამ ჯერ შექება თავისი პირიდან არც მაშინ დასცდენია, როცა “მილანი” ძალიან კარგად თამაშობდა. “მე შევნიშნე, რომ “მილანის” შემტევი ფეხბურთელები მეტისმეტად ღრმად განლაგდებიან. როგორ გაიტანენ გოლებს, თუ საჯარიმოდან ასე შორს იქნებიან. გუნდს უნდა ჰქონდეს რამდენიმე შემტევი მოდელი, ვარიანტი. არ შეიძლება სულ ერთი და იგივე სქემით თამაში.” ჯერ-ჯერობით ლეონარდოსთვის ამასთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვამთ. P.S. სულელურ შედარებაში, ანუ ანჩელოტის და ლეოს შედარებაში იმედია არ ჩამომართმევთ და, სილვიო კარლოსაც ასე არ აკრიტიკებდა ხოლმე? თუ მე მახსოვს არასწორად? სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
-
http://img696.imageshack.us/img696/2475/messirealtan.jpg სურათზე: Average position – ლეო მესი პირველი წრის თამაშში რამდენიმე მეტრით უკან თამაშობდა ვიდრე კრისტიანო. გთავაზობთ ლეო მესის და კრისტიანო რონალდოს სტატისტიკურ მონაცემებს წლევანდელი ,,ლა ლიგის” სეზონში. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ არგენტინელი თითქმის ყველაფერში სჯაბნის პორტუგალიელს. სურათზე: რონალდო და ,,რეალი” პირველის წრის დაპირისპირებაში. დაკარგვები პასები ფინტები დარტყმები დაცვა რამდენი მიიღო და რამდენი დაკარგა: კრისტიანომ ბურთი მიიღო 1388-ჯერ, დაკარგა 227 [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://u.goal.com/27600/27667.jpg"ინტერის" ხელმძღვანელობის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა, ენრიკო პაოლილო "კლჩოპიოლის" დღავანდელ გამოძახილზე, კომენტარის გაკეთებას არ აპირებს და ამ თემაზე საუბარს, სიჩუმეს არჩევს. ამასთან კვანძის გახსნაში, მთავარი როლი სწორედ "ინტერმა" უნდა ითამაშოს, რომელსაც მოჯის ადვოკატები, ბრალად სპორტულ მაქინაციებსა და თაღლითობას სდებენ: " ეხლა "კალჩოპიოლიზე" ბევრი საუბრობს, მაგრამ მათი საუბარი, ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი. ასე რომ კომენტარს, არც მე გავაკეთებ. " -აცხადებს პაოლილო. View the full article
-
რომის ვილაბორგეზეს პარკში შოთა რუსთაველის მონუმენტი გაიხსნა. ქანდაკება საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და რომის ვიცე-მერმა უმბერტო კროკიმ გახსნეს. ცერემონიალს საქართველოს ელჩი იტალიაში კონსტანტინე გაბაშვილი და ქართველი ემიგრატები ესწრებოდნენ. პარკში, რომელშიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოღვაწეთა ქანდაკებებია განთავსებული, View the full article
-
ბორჯომ-ლიკანის სანატორიუმის მშენებლობა მაისის ბოლოსთვის დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დღეს ასტანაში ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის მშენებლობა ყაზახური ინვესტიციით განხორციელდება. View the full article
-
ყაზახეთი ყირგიზეთთან საზღვარს სტაბილურობის დამყარების შემდეგ გახსნის. ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა კარიმ მასიმოვმა დღეს ასტანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განუცხადა. ყირგიზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით View the full article
-
კომპანია ყაზტრანსგაზ თბილისი კომპანიის მენეჯმენტში დაბრუნებას მხოლოდ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის შემდეგ შესძლებს. ამის შესახებ ასტანაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ქართული დელეგაციის მიერ ყაზახეთის ოფიციალურ პირებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. View the full article
-
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან კარიმ მასიმოვთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ენერგეტიკული პროექტებიც განიხილა. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ქართული დელეგაციის მიერ ყაზახეთის პრემიერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან View the full article
-
ფოთში ყაზახური ხორბლის რეზერვუარის მშენებლობის პროექტს აგვისტოში მოეწერება ხელი. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ასტანაში ვიზიტისას ყაზახეთის ოფიციალურ პირებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყაზახური ხორბლის რეზერვუარის მშენებლობის პროექტს View the full article
-
ინგუშეთში ტერორისტმა ქალმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. როგორც ინტერფაქსი ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, სამართალდამცველების მიერ საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად ტერორისტის სხეულზე მიმაგრებული ბომბი ამოქმედდა. ტერორისტული აქტი ნაზრანის რაიონის სოფელ ეკაჟევოში განხორციელდა, View the full article
-
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ყაზახეთის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ასტანაში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დღეს მოეწერა ხელი. როგორც ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, View the full article
-
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი კარიმ მასიმოვი აგვისტოში საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ყაზახელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მასიმოვის ვიზიტის ფარგლებში ახალი ეკონომიკური პროექტები განიხილება. View the full article