planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/lex-kachinski-150x150.jpgლეხ კაჩინსკი 1949 წლის 18 ივნისს პოლენეთის დედაქალაქ ვარშავაში რაიმუნდ და იადვიგა კაჩინსკების ოჯახში დაიბადა. 13 წლის ასაკში ტყუპ ძმასთან იაროსლავთან ერთად პოლონეთში პოპულარულ საბავშვო ფილმში “ორნი, რომლებმაც მთვარე მოიპარეს” ითამაშა. კაჩინსკი ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 1972 წელს მან მაგისტრის ხარისხი მიიღო, 1979 წელს დანსკის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი დაიცვა ხოლო 1990 წელს ამავე უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. პოლიტიკური კარიერა მუშათა დაცვის კომიტეტში 1977 წელს დაიწყო, რაც კომუნისტურ პირობებში არაკანონიერი საქმიანობა იყო. 1980 წელს გდანსკის გაფიცვის კომიტეტის იურიდიული მრჩეველი გახდა. ქვეყანაში საგანგებო სიტუაცის გამოცხადების შემდეგ 11 თვე ციხეში გაატარა. განთავისუფლების შემდეგ პროფკავშირ “სოლიდარნოსტის” ერთ-ერთ კომისიას ხელმძღვანელობდა. კაჩინსკი სეიმის და სენატის წევრი იყო. ლეხ კაჩინსკი უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კონტროლის პალატის ჩაუდგა სათავეში. მუშაობდა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე. 2001 წელს თავის ძმა იაროსლავთან ერთად პარტია “სამართალი და სამართლიანობა” შექმნა. 2002 წელს კაჩინსკი ვარშავის მერად იქნა არჩეული, 2005 წლის ოქტომბერში კი პოლონეთის პრეზიდენტი გახდა. იხილეთ epn.ge
-
ხვალ (კვირას) დაახლოებით 6–7 საათზე გაიმართება თამაში ლივერპულის ფანკლუბის გუნდსა და იუვენტუსის ფანკლუბის გუნდებს შორის…(დრო მომავალში დაზუსტდება) http://s60.radikal.ru/i168/1003/b7/23cb594d4af1.jpg თამაში შედგება 161–ე სკოლის ეზოში მდებარე დიდ სტადიონზე..გუნდები ითამაშებენ 8–8 კაციანი შემადგენლობით..როგორც იცით გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ამიტომ გუნდის წევრებმა რამენაირად უნდა გადადოთ საქმეები და მოიცალოთ ამ თამაშისათვის.. გუნდის წევრებმა თამაშზე ყველამ წამოიღეთ 3–3 ლარი სტადიონის ქირის ფული და ასევე გუნდის თეთრი ფორმები..ვისაც გაქვთ წამოიღეთ ბურთებიც… წამომსვლელებმა დაწერეთ კომენტარებში.. ასევე მოვუწოდებ გულშემატკივარს არ დაიზაროთ და მოხვიდეთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს გუნდს..ამითი ძალიან დაგვეხმარებით და ერთად ვასახელებთ ლივერპულს =)) წამომსვლელთა სია: Liverpool-G Jeje Asata_Mersaysidel Mr.Shele Liverpool_Miro ENGLAND Nikusha ER View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/putini-150x130.jpgტუ-154 ავიაკატასტროფის გამოსაძიებლად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სპეციალური კომისია შექმნა. კომისიას სათავეში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჩაუდგა. შემთხვევის ადგილას მედვედევის მითითებით რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი სერგეი შოიგუ ჩაფრინდა. ტუ-154 ჩამოვარდნის ადგილას რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს ჯგუფი ჩავიდა. პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავი გაფრენას ძლიერი ნისლის პირობებში ცდილობდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე 132 ადამიანი იმყოფებოდა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 87 ადამიანი, სხვა მონაცემებით არავინ გადარჩენილა. თვითმფრინავის ბორტზე პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა. პრეზიდენტი კატინში მემორიალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიფრინავდა. იხილეთ epn.ge
-
მადრიდის "რეალის" პროტეჟედ ცნობილმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა გავლენიანმა საფეხბურთო გამოცემა "მარკამ" გამოკითხვა ჩაატარა "რეალის" ფანებს შორის, რომელთა აბსოლიტურ უმრავლესობას სჯერა, რომ დღეს, 10 აპრილს გასამართი "კლასიკო" "თეთრების" გამარჯვებით დასრულდება... იხილეთ realmadrid.ge
-
http://image.geotorrents.com/images/9653y22uow7n5b44oiuv.jpg ტურინელთა ლაზარეთიდან კარგი ამბები ისმის.ჯორჯო კიელინისა და ჯაინლუიჯი ბუფონის შემდეგ გუნდს დანიელი სალდატი, კრისტიან პოულსენიც უბრუნდება.მან უკვე საბოლოოდ მოიშუშა მიღებული ტრავმა და "კალიარის" წინააღმდეგ მატჩში ალბერტო ძაკერონის განკარგულებაში იქნება.ამ წუთისთვის, გუნდის ლაზარეთში კასერესი, დიეგო და კიმენტი რჩებიან. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/lex-kachinski-1-150x150.jpgავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი გარდაიცვალა. პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი თვითმფრინავის ტუ_154 კატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. თვითმფრინავი ვარშავიდან სმოლენსკის მიმართულებით მიფრინავდა. სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი ანტუფიევის განცხადებით, თვითმფრინავის მგზავრებიდან არავინ გადარჩენილა. ამის შესახებ, მან ტელეარხებზე პირდაპირი ეთერით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბორტზე 87 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული საინფორმაციო საშუალებების გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათ შორის არცერთი გადარჩენილა. იხილეთ epn.ge
-
http://image.geotorrents.com/images/0wruckr895kgmkdh8q4p.jpg სერხიო ალმირონი მომავალი სეზონიდან უკვე ოფიციალურად გახდება "ბარის" წევრი.ამის შესახებ მისი აგენტი, კლაუდიო ფარეჯი აცხადებს:""უდინეზესთან" მატჩის შემდეგ მე "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას ვესაუბრე და ისინი თანახმანი არიან ალმირონის სრული უფლებები გაყიდონ.ახლა იგი არენდით იმყოფება "ბარიში", მაგრამ მომავალი სეზონიდან ბარი მას იყიდის.ჯერ ზუსტი ფასი ცნობილი არ არის, შესაძლოა "თეთრების" ხელმძღვანელობამ არგენტინელის სანაცვლოდ რომელიმე ფეხბურთელიც კი გაყიდოს." View the full article
-
"ელ-კლასიკოს" წინ ტრადიციულად იმართება მატჩი "რეალისა" და "ბარსელონას" ვეტარანებს შორის. ასე მოხდა გუშინაც, რომელიც დაძაბული და შესანიშნავი სანახავი გამოდგა. ვეტარანებმა ყველაფერი გაიღეს მოსაგებად, თუმცა გამარჯვება როგორც ბოლო წლებში ხდებოდა, ამჯერადაც "რეალის" ვეტერანებს დარჩათ, რომლებმაც კატალონიელი კოლეგები 13-12 დაამარცხეს.... იხილეთ realmadrid.ge
-
http://img144.imageshack.us/img144/2140/killmessi.jpg “მოკალით მესი” – დღევანდელ ,,რეალი” – ,,ბარსელონას” თამაშის ალბათ მე-2 სათაურია. ესპანეთში მორიგი სკანდალია, ერთ-ერთ მადრიდულ გაზეთში ერთ-ერთი პირის მიერ (არ ხმაურდება) დაიწერა: – ,,ცივილური თუ კრიმინალური ხერხებით მესი უნდა გააჩეროთ” დაიცავს მეხუტო გონსალესი მესის? სვამს კითხვას კატალონური პრესა და ამის იმედი არ აქვს ალბათ ბევრს ახსოვს მადრიდელთა ნადირობა მესიზე: გადიდებისთვის გთხოვთ დააჭიროთ სურათს მსაჯი: [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://www.championsleague.es/wp-content/uploads/2009/11/pepe-reina.jpg პეპე რეინამ ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ისაუბრა ფანებზე და მათ მხადრაჭერაზე. აგრეთვე ესპანელმა მეკარემ მადლობა გადაუხადა რაფას, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის. ფანების მხრიდან პატივისცემა არადროს მომკლებია, პირველივე დღიდან ვგრძნობდი ყოველივე ამას. რა თქმა უნდა გულშემატკივრების გვერდში დგომა დამატებით სტიმულს მმატებს და საქმეს მიმსუბუქებს,” განუცხადა რეინამ LiverpoolFc.Tv – ს.”მერსისაიდელი ფანები განსაკუთრებული ხალხია, ისინი ჩვენგან თასებით განებივრებას იმსახურებენ ის ვნების გამო, რომელიც სტადიოზე ყოველ თამაშზე ვლინდება.” ”საუცხოო კლუბში ვთამაშობ. ჩემთვის დიდი პატივია გულშემატკივრების წინ ენფილდზე თამაში. ისინი ყველგან დაგვყვებიან, სადაც მივდივართ მატჩის ჩასატარებლად რაც ძალიან გვეხმარება.” ”ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ მე ამ კლუბს ვეკუთვნი. სწორედ ეს გახდა მიზეზი 6 წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერის.” ”მე ჩემი კლუბის მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ წარმატებას მივაღწევთ ერთად. ლივერპულს საუცხოო ისტორია აქვს და გვინდა ჩვენი მიღწევებით კიდევ უფრო დიადი გავხადოთ იგი.” აგრეთვე რეინამ გაამახვილა ყურადღება რაფაზეც, კაცზე რომელმაც მას მისცა შანი ყოფილიყო დაცვის ბოლო ხაზი. ”რაფა არის ადამიანი, ვინც მე აქ მომიყვანა და ვინც თვითრწმენა შემმატა.” ”მინდა მადლობა გადავუხადო რაფას, ჩემს თანაგუნდელებს და ფანებს გვერდში დგომისთვის. ლივერპულში ამაზე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ,” დაასრულა ინტერვიუ პეპე რეინამ. წყარო: www.LiverpoolFc.Tv View the full article
-
რამდენიმე წუთში ესპანური და ევროპული საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი იწყება, "რეალი" "ბარსელონას" საუბრობს. მისი ხილვა, საუკეთესო ხარისხში live.fanebi.com-ზე შეგეძლებათ. (Opera-ს გარდა ყველა ბრაუზერით) ორივე გუნდის გულშემატკივრებს გამარჯვებას გისურვებთ! იხილეთ fanebi.com
-
დღეს ესპანური დროით 22.00 (თბილისის დროით ღამის 12 საათზე) მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუ მორიგ "El Clasico"-ს.... View the full article
-
http://newsimg.bbc.co.uk/media/images/41210000/jpg/_41210884_agger_getty.jpg ემილიანო ინსუას და ფაბიო აურელიოს არყოფნის გამო, რაფაელ ბანიტესს მოუწია დანიელ აგერისთვის პოზიცია შეეცვალა ბენფიკასთან მატჩში. რაფა აღფრთოვანებულია აგერის თამაშით. ”ნამდვილად ნასიამოვნები ვარ აგერის თამაშით, რადგან მან მართლაც, რომ კარგად გაართვა თავი ახალ პოზიციაზე თამაშს,” განაცხადა ბენიტესმა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. ”არცერთი ცენტრალური მცველისთვის არ არის ადვილი ფლანგზე თამაში, ასევე იყო დანიელის შემთხვევაშიც, თუმცა მწვრთნელებმა ეს გავითვალისწინეთ, დანიელი მცველი წინასწარ ვავარჯიშეთ და კარგად მოვამზადეთ.” ”როდესაც გუნდში ასეთი მონდომებული ფეხბურთელი გყავს, ფეხბურთელი რომელიც არაფერზე უკან არ იხევს გუნდის კეთილდღეობისთვის, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან კარგია,” დაასრულა რაფამ. წყარო: www.LiverpoolFc.Tv View the full article
-
http://barcamania.ge/wp-content/uploads/2010/04/arbitros-150x150.jpgგადიდებისთვის გთხოვთ დააჭიროთ სურათზე. გთავაზობთ ესპანელი მსაჯების სტატისტიკას. მარცხნივ მოცემულია ,,რეალ მადრიდზე” მარჯვნივ კი იმავე მსაჯების შედეგი ,,ბარსასთან” მიმართებაში. პირველი გრაფა – განსჯილი შეხვედრა სულ მეორე გრაფა – გუნდის მოგება მესამე გრაფა – ფრე მეოთხე გრაფა – გუნდის წაგება მეხუთე გრაფა – წაგების პროცენტული მაჩვენებელი ბოლო გრაფა (მარჯვენა კუთხეში) – წაგებების სხვაობა მეხუტო გონსალესი არის ყველაზე სასურველი მსაჯი [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://images.mirror.co.uk/upl/m4/mar2009/1/9/image-5-for-manchester-united-v-liverpool-gallery-969550599.jpg ლივერპულის დანიელი მცველი საუბრობს ტორესზე, ვრცლად სრულიადში…ესპანელმა ფორვარდი თავის გუნდს დაეხმარა მოეგოთ, ბენფიკასთან ანგარიშით 4-1 და წითლები გაიყვანა ევროპის ლიგის ნახევარფინალში. ასევე ელ-ნინიომ დაამყარა რეკორდი მან 4 დუბლი გაიფორმა ბოლო 4 მატჩში ენფილდზე. დანიელ აგერმა განაცხადა, რომ ფერნანდო ტორესმა, რომელმაც 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა, შეძლებს დაეხმაროს კლუბს, სეზონი დაამთავროს უმაღლეს ნოტაზე. მან ისევ შეძლო დაემტკიცებინა, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ძნელია შეაფასო მხოლოდ თამაშით, მაგრამ როგორც თამაშობდა ტორესი მიმდინარე სეზონში- იყო შეუდარებელი. განაცხადა დანიელმა. მაშინაც კი, როცა არც თუ ისე საჭირო მატჩები მიმდინარეობს, ფერნანდო მაინც იტანს გოლებს და ეს ამტკიცებს, როგორი ძლიერი ფეხბურთელია იგი. მას შეუძლია გაჩნდეს არსაიდან და გაიტანოს გოლი და ეს არის რაც ძალიან სჭირდება გუნდს. ყველა ვერ შეძლებს ასე თამაშს, მაგრამ ყველა უნდა შეეცადოს საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმაჩენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს. ჩვენ გვაქვს სურვილი შევქმნათ ჩვენი, საკუთარი ნაწილი კლუბის ისტორიაში. ეს არის ის, რომელზეც ყოველდღიურად მუშაობს ლივერპულის თითოეული ფეხბურთელი. აგერი თამაშობდა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე-მარცხენა მცველის ინსუას დისკვალიფიკაციის და აურელიოს ტრამვის გამო. ის აღიარებს, რომ ეს იყო მისთვის გამოცდა ტკბილი გემოთი. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა მძიმე თამაში, მაგრამ ჩვენ შევძელით მობლიზირება და საუკეთესო თამაშის ჩვენება. არაერთი ლამაზი გოლი გავიტანეთ , ჩვენ დავისახეთ მიზნად გავსულიყავით შემდეეგ ეტაპზე და ჩვენ ეს შევძელით. განაცხადა აგერმა. View the full article
-
"ბლექბერნის" მცველი, მიჩელ სალგადო "მანჩესტერ იუნაიტედს" აფრთხილებს, რომ მათთან თამაში არც ისე იოლია, როგორც ეს "წითელ ეშმაკებს" ჰგონიათ. იხილეთ fanebi.com
-
იტალიური "რომა" მზად არის მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ გუტისთან კონტრაქტის პირობები ახლავე, სეზონის დასრულებამდე შეათანხმოს და ამით გახდეს მხოლოდ მეორე კლუბი, რომელშიც 33 წლის ფეხბურთელს უთამაშია. იხილეთ fanebi.com
-
ნიჟნი ნოვგოროდის ''ვოლგა'',რომლის რიგებშიც ორი ქართველი ოთარ მარცვალაძე და ედიკ საჯაია გამოდის, რუსეთის პირველი დივიზიონის მე-4 ტურში ბელგოროდს ეწვია და ადგილობრივ ''სალიუტთან'' დაძაბულ ბრძოლაში ფრეს გამორჩა. იხილეთ fanebi.com
-
http://barcamania.ge/wp-content/uploads/2010/04/savaraudo-emd-barca-150x150.jpg სურათზე: ,,ელ მუნდო დეპორტივოს” სავარაუდო შემადგენლობა (გადიდებისთვის დააჭირეთ სურათზე) ამ სტატიაში წარმოგიდგენთ დღევანდელი თამაშის სავარაუდო შემადგენლობებს ესპანური პრესის მიხედვით. ,,რეალის” სავარაუდო (,,ელ მუნდო დეპორტივო”): მადრიდული ,,მარკას” სავარაუდო შემადგენლობები: კატალუნრი ,,ელ 9”-ს სავარაუდო შემადგენლობა: დაემატება ,,სპორტის” და ,,ელ პერიოდიკოს” სავარაუდოებიც. სრულად ბარსამანიაზე
-
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ნაპოლის" სლოვაკი ნახევარმცველის, მარეკ გამშეკისთვის ბრძოლას არ წყვეტს და ზაფხულში კიდევ ერთხელ შეეცდება მის გადაბირებას. იხილეთ fanebi.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ukraina-2.jpegუკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ქირას გაზრდის. ამის შესახებ, უკრაინის პრემიერ მინისტრმა მიკოლა აზაროვმა განაცხადა. “ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ გავზარდოთ რუსეთის გემების ყირიმში ყოფნის საფასური”, _ განაცხადა აზაროვმა. პრემიერმა აღნიშნა რომ რუსეთი 2017 წლამდე სევასტოპოლში ბაზის ქირისთვის 90 მილიონ დოლლარს იხდის. ეს ფული უკრაინის რუსეთთან 2,3 მილიარდის ვალის დასაფარად ჩაითვლება. აზაროვმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისთვის უკრაინის სახელმწიფო რეზერვები ერთ მილიარდ დოლარზე ნაკლები იყო, ამიტომ მაშინ ხელშეკრულება კიევისთვის სარფიანი იყო. პრემიერის თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან დიდი დრო გავიდა. უკრაინისთვის რუსული გაზის ფასები რამდენჯერმე გაიზარდა, ამიტომ ლოგიკური იქნებოდა ბაზის ქირის საფასურის გაზრდა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემედგენლობაში შემავალი გემები, 30 წელზე მეტია მსახურობენ. სამხედრო გემების ექსპლუატაციის ვადა უკვე დიდი ხანია გაუვიდათ. ამიტომ 2015 წლისთვის აღნიშნული გემები, უკვე შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდნენ და ზღვაში გასვლის რესურსი აღარ ჰქონდეთ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ekon-ganvit-saminintro1-150x150.jpgეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სიღნაღის, როგორც ტურისტული ქალაქის განვითარების პროექტი მომზადდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამ პროექტის პრეზენტაციის მიზნით დღეს, სიღნაღში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი. “აქ გაიმართება სახალხო კონცერტები, ცირკი შაპიტო, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო წარმოდგენები, გამოფენები სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ყველის ფესტივალი, ლაზერ-შოუ, წიგნის გამოფენა-გაყიდვა, ყვავილების გამოფენა, მწვადის ფესტივალი და მრავალი სხვა ღონიძება”,-ახადებენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მათივე ინფორმაციით, ღონიძებები დღის 12:00 საათიდან დაიწყება. პროექტის მხარდამჭერები არიან კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა. იხილეთ epn.ge
-
ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილიhttp://www.epn.ge/wp-content/uploads/pololikashvili4-150x150.jpg დღეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალურ ჯილდოებს გადასცემს. ქალაქ თბილისის მერიისა და გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების მიერ ორგანიზებული გამოფენის `დამზადებულია თბილისში~ ფარგლებში დღეს, 11.30 საათზე, საგამოფენო ცენტრ `ექსპო ჯორჯიას~ მე-11 პავილიონში, გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალურ ჯილდოებს გადასცემს. ეკონომიკური განვითაების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს ხარისხის ფონდისა და გლობალ აიდია~-ს მიერ შექმნილი ნომინაციები. იხილეთ epn.ge