planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
“მილანი” ორ დღეში დაუპირისპირდება “კატანიას” და ამ გუნდის კაპიტანმა, მასკარამ გააკეთა “მილანზე” კომენტარი: ” ჩვენ მზად ვართ “სან სიროზე” თამაშისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ დამაკმაყოფილებელ შედეგს მივაღწევთ. ამ თამაშში ჩემსა და რონალდინიოს შორის დაპირისპირება იქნება. მე უბრალო ფეხბურთელი ვარ, ის კი - ლეგენდა.” ასევე “პარმას” ფეხბურთელმა, ბოჟინოვმა ისაუბრა “რომაზე” და “მილანზე”: ” ჩემი აზრით, “ინტერი” მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, სერია ა-ში კი “რომას” და “მილანს” აქვთ შანსები, გადაასწრონ “ინტერს” და რომელიმე გახდეს ჩემპიონი.” ამ ბოლო დროს, მასკარა ძალიან კარგად ათამაშდა. მან ბოლო მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა და არ დაგვავიწყდეს ის, თუ როგორი გოლი გაუტანა მოქმედ ჩემპიონს, “ინტერს”. ეს იყო უდაოდ, სასწაულებრივად გატანილი პენალტი. იმედია, მასკარას აღნიშნული დაპირისპირება რონალდინიოს გამარჯვებით დასრულდება და იმედია, მასკარა არ შეუშლის “მილანს” გააკეთოს ის, რაც ბოჟინოვმა თქვა. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
-
http://www.juventus.it/site/filesite/news/cover_zenit_buffon.jpgტურინის "იუვენტუსის" მთავარი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი მოედანს კვირას დაურუნდება. tuttosport -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუფონი უკვე ალბერტო ძაკერონის განკარგულებაშია და საყვარელი გუნდის სახელის დაცვას, უკვე "კალიარის" წინააღმდეგ მატჩში შეძლებს. ბოლო შეხვედრა, ჯიჯიმ "ბოლონიას" წინააღმდეგ", ამავე წლის 21 თებერვალს ჩაატარა, რომელიც ანგარიშით 2:1, "ბიანკონერების" გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ მის შემცვლელებად, ალექს მანინგერი და ანტონიო კიმენტი გვევლინებოდნენ, რომელთაც დაკისრებულ მოვალეობას თავი, არც ისე ცუდად გაართვეს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბუფონის არყოფნა, გუნდს აშკარად დაეტყო. View the full article
-
ჭორები (ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლო) ვრცელდება იმის შესახებ, რომ ალეშანდრე პატო “მილანს” დატოვებს. ამაზე ხშირად ისმის ლაპარაკი. თუმცა ადრიანო გალიანიმ აღნიშნა, რომ პატო “მილანში” დარჩება. გთავაზობთ თავად ბრაზილიელი ვუნდერკინდის კომენტარს ამასთან დაკავშირებით, მან ინტერვიუ “Telelombardia”-ს მისცა და აღნიშნა, რომ მას არ უნდა სხვა გუნდში გადასვლა. (იმედია, ეს დროებითი არ იქნება და მერეც არ გადავა…) “ახლა მე ყველაფერი კარგად მაქვს. იმედი მაქვს, რომ უკვე მატჩში “პალერმოს” წინააღმდეგ მონაწილეობას მივიღებ. მე ძალიან ბედნიერი ვარ “მილანში” და არსად არ მინდა წასვლა.” მინდა მოგაწოდოთ მცირე ინფორმაცია ამ ფეხბურთელზე. ჩემი აზრით ის მომავალში “მილანს” ძალიან გამოადგება და თუ შევჩენკოსავით და კაკასავით გუნდს არ დატოვებს, შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ლეგენდაც გახდეს, რისი დიდი იმედიც მე და ყველა “მილანის” გულშემატკივარს აქვს. ალეშანდრე როდრიგეს და სილვა, მეტსახელად პატო 1989 წლის 2 სექტემბერს დაიბადა ბრაზილიაში, პატო ბრანკოში. სიმაღლე: 1.79 მეტრი კარიერა: 2000-2006 “ინტერნაციონალი”, ახალგაზრდული 2006-2007 “ინტერნაციონალი”, 10 თამაში, 6 გოლი. 2007- “მილანი”, 74 თამაში, 36 გოლი. ნეკრები: 2008 ოლიმპიადა, 2008 წელი 6 თამაში, 2 გოლი. 2008 - 8 თამაში, 1 გოლი. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
-
http://s43.radikal.ru/i099/1004/8b/6c419e6384df.jpg იმ დროს, როცა თავდამსხმელები კარის აღების გზებს ეძებენ, მეკარეები მათი დარტყმების მოსაგერიებლად ემზადებიან. “რეალი” – “ბარსას” მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან ვიქტორ ვალდესი და იკერ კასილასი, რომლებსაც ამ დროისათვის პრიმერაში ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გაშვებული. გუნდის წარმატება ვალდესით იწყება ჩემპიონატში ლიდერობა რა თქმა უნდა მთელი გუნდის დამსახურებაა. თავისი წვლილი შეიტანეს თავდამსხმელებმა, რომლებსაც [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://image.geotorrents.com/images/20wmzkny9wq5ihvsgvpy.jpg ბერლინის "ჰერტა" კრიზისშია.გუნდი ბოლო პოზიციაზე და შესაძლოა რამოდენიმე კვირაში გერმანიის უმაღლესი ლიგიდან გავარდეს.ბუნდესლიგიდან გავარდნის შემთხვევაში ლოგიკურია, რომ "ჰერტას" ხელმძღვანელობა ფეხბურთელების გაყიდვით შეეცდება ფულის ამოღებას.პირველ რიგში ეს ფეხბურთელი სერბი შუახაზელი გოიკო კაჭარი იქნება.მისით "იუვენტუსია" დაინტერესებული.როგორც თვითონ აცხადებს, მისთვის საკმაოდ ძნელი იქნება გერმანიის დატოვება, თუმცა იტალიის ჩემპიონატი უმაღლეს ლიგად მიაჩნია და შესაძლოა აპენინებზე მალევე გადაბარგდეს.ამ ტრანსფერის შესახებ ფეხბურთელის აგენტიც საუბრობს:"ჩემი კლიენტის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ევროა.მართალია "ჰერტა" ახლოსაა გავარდნასთან, ისინი კრიზისიდან გამოსვლას ფეხბურთელების გაყიდვით შეეცდება, მაგრამ რამდენს მოითხოვს მათ სანაცვლოდ ცნობილი არაა." View the full article
-
“მილანის” ფრანგმა ნახევარმცველმა, მეთიუ ფლამინიმ კომენტარი გააკეთა, იმის შესახებ, რომ თითქოს იგი კლუბის გამოცვლას აპირებდა. “მე მსურს დავრჩე “მილანში” და კიდევ არაერთხელ დავიცვა ამ გუნდის ღირსება. ეს სეზონი არ არის ჩვენთვის საუკეთესო, მაგრამ წინ კიდევ არის 6 ტური. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სიტუაცია ჩემპიონატში და სეზონი ტრიუმფით დავასრულოთ.” - განაცხადა ფლამინიმ. შეგახსენებთ, ფლამინის გადაბირებით აქტიურად არიან დაინტერესებული “მანჩესტერ სიტი” და “ლიონი”. წყარო: EuroSport სტატიის ავტორი: Sheva-7 acmilan.ge
-
როგორც მოგეხსენებათ, ამ “უქმეებზე” სერია ა-ს 33-ე ტური გაიმართება. ტურის 2 შეხვედრა შაბათს, 10 აპრილს გაიმართება, ხოლო დარჩენილი რვა - კვირას. ტურის ცენტრალური დაპირისპირება ფლორენციაში გაიმართება, “ფიორენტინა” გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს - “ინტერს” დაუპირისპირდება. გთავაზობთ 33-ე ტურის ანონსს. შაბათი, 10 აპრილი: ნაპოლი-პარმა 20:00 ფიორენტინა-ინტერი 22:45 კვირა, 11 აპრილი: მილანი-კატანია 17:00 რომა-ატალანტა 17:00 ბოლონია-ლაციო 17:00 იუვენტუსი-კალიარი 17:00 ლივორნო-უდინეზე 17:00 პალერმო-კიევო 17:00 სიენა-ბარი 17:00 სამპდორია-ჯენოა 22:45 სტატიის ავტორი: Sheva-7 acmilan.ge
-
http://img.dailymail.co.uk/i/pix/2007/04_03/LpoolReinaDM_468x319.jpg ლივერპულის მეკარეს, პეპე რეინას იმედია აქვს, რომ მისი შვილები კარგად დაეუფლებიან მერსისაიდულ დიალექტს, მას შემდეგ რაც პეპემ ახალ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 27 წლის მეკარე წელს კარგ სეზონს ატარებს და დიდ სამუშაოს ასრულებს კლუბში. რეინამ მერსისაუდულ კლუბში თავი ვილიარეალიდან გადმოსვლისთანავე დაიმკვირდა. ”ლივერპულში მომდევნო 6 წელი თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ჩემს ოჯახს ძალიან სიამოვნებს ეს ამბავი და თავს კარგად ვგრძნობთ ყველა.” ”ლივერპულში თამაში ყველასთვის განსაკუთრებული ამბავია. მერსისაიდში უკვე 5 წელია რაც ვარ და კიდევ 6 წლით დარჩენა საუცხოოა.” ”ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ ჩემი ოჯახი თავს კარგად გრძნობს ინგლისში, ჩემთვის კარიერა და ოჯახი ერთნაირად მნიშვნელოვანია.””ჩემმა ცოლმა ჩამოსვლისთანავე მითხრა, რომ ამ ქალაქში ბედნიერი იყო. ბავშვები კარგად ერთობიან და უკვე აითვისეს აქაური დიალექტი. ამით ძალიან ვამაყობ. მომდევნო წლებში უფრო კარგად ალაპარაკდებიან სკაუზერებივით.” რეინა გადაბარგდა ენფილდზე £6 მილიონად. მეკარის ადგილზე კლუბში კონკურენცია გაიზარდა, ამავდროულად ჯერზი დუდეკის რეპუტაცია ძალიან დიდი იყო მილანთან ფინალის შემდეგ, თუმცა რეინამ თავისი კვალი მაინც დატოვა პენალტების მოგერიებებში 2006 წლის FA თასზე და 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. წყარო: Telegraph.co.uk View the full article
-
http://www.sport.es/vivo/recursos/fotos/foto_430/foto_430673_CAS.jpgიტალიური მილანის ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ კომენტარი გააკეთა 1/2 ფინალური მატჩის დაპირისპირებაზე, სადაც ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “ინტერი” დაუპირისპირდება. “მილანი” და “ინტერი” სკუდეტოსათვის იბრძვიან. პირლოს განცხადებით, ფინალში თამაშს მხოლოდ “ბარსელონა” იმსახურებს. “წინ “ბარსა!!”– ასეთი განცხადება გააკეთა ანდრეამ “Gazzetta dello Sport–თან”. პირლო შეეხო ხვალინდელ “ელ–კლასიკოსაც”. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები მასპინძლები არიან, გამარჯვებული მაინც [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://img706.imageshack.us/img706/3269/rodwelljack.jpg არსენალის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მზად არის შეებრძოლოს ჩელსის და მანჩესტერს, ევერტონის ახალგაზრდა ტალანტზე ჯეკ როდველზე, იტყობინება Footballpress. ამ სეზონში 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯერ როდველმა პრემიერლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანაც მოახერხა. View the full article
-
http://www.sport.es/vivo/recursos/fotos/foto_430/foto_430687_CAS.jpgკატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ “რეალთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას სურს თავისმა გუნდმა ჩვეულ სტილში ითამაშოს და წარმატებას მიაღწიოს. “ხვალ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველის “ბერნაბეუზე”. ჩვენ უნდა ვითამაშოთ სათანადოდ, რათა მივაღწიოთ წარმატებას. უნდა დავამტკიცოთ, რომ კვლავ ვართ ღირსები გავხდეთ ლა ლიგის ტიტულის მფლობელნი. ეს მატჩი ლა ლიგაში ძალიან [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://s42.radikal.ru/i098/1004/dd/810389032d76.jpg გუშინ საღამოს გამოქვეყნდა ოფიციალურად პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩი უიგანსა და არსენალს შორის. უიგანი არსენალის მატჩი 18 აპრილს გაიმართება 16:30-ზე თბილისის დროით. View the full article
-
10 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს შეხვდებიან მის: უზნაძის #52, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 10 აპრილს 13:00 საათზე საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 10 ააპრილს 13:00 საათზე დოკუმენტური ფილმის ხომლი 2-ის პრემიერა გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
“მილანის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო დარწმუნებულია, რომ როსონერის ისევ შეუძლია მოიპოვოს სკუდეტო წლევანდელ სეზონში. აი რა განაცხადა მან: “არასოდეს თქვა არასოდეს, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ეს სეზონი დადებითად. ტრავმების შემოტევამდე ჩვენ ვასპარეზობდით შესანიშნავად, სწორედ ამან გამოიწვია ქულათა დაკარგვა “ნაპოლისთან”, “პარმასთან” და ლაციოსთან”. 3 ქულის გაქვითვა არც ისე ადვილია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით მოვიგოთ ყველა დარჩენილი მატჩი”. წყარო ავტორი: m1shka_rossoneri acmilan.ge
-
http://s42.radikal.ru/i096/1004/6b/412b577b29a3.jpg ნიკლას ბენდტნერი მოხარულია იმით, რომ იგი არსენალის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შეგახსენებთ, რომ დანიელმა თავდასხმელმა მარტის თვეში ბარლისთან შეხვედრაში შექმნა უამრავი მომენტები და საგოლე პასები, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში პორტუსთან მან 3 გოლის გატანაც მოახერხა, რომლითაც მეთოფეები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ბენდტნერმა ოფიციალური საიტის გამოკითხვაში ხალხის 33.1% მიიღო. “ძალიან ბედნიერი ვარ. პირველად მომანიჭეს ეს წოდება, უზომოდ გახარებული ვარ. ეს ძალიან კარგია, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელად გასახელებენ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რა თქმა უნდა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ბენდტნერმა Arsenal.com-თან საუბარში. View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/10/23/garcia1.jpg ლუის გარსია მოუთმენლად ელის ყოფილ ატლეტიკოელ, ფერნანდო ტორესთან და ლივერპულთან შეხვედრას ევროპის ლიგის ნახევარფინალში. ტორესმა, რომელმაც ლივერპულის ბენფიკასთან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, დატოვა ატლეტიკო და გადაბარგდა ენფილდზე 2007 წელს, მაგრამ იგი მაინც რჩება მადრიდელი ხალხის გმირად. 26 წლის ფორვარდმა, წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოტოვა ყოფილ კლუბთან თამაში ტრავმის გამო. ფერნანდო მოხარულია ეპანურ კლუბთან შეხვედრის, კლუბთან რომელიც მისი რჩეულია პრიმერა დივიზიონში. ვალენსიას დამარცხების შემდეგ, ატლეტიკოც მოხარულია ტორესთან და ლივერპულთან შეხვედრით. გარსია, რომელის შეუერთდა მადრიდელებს იმავე სეზონში, როდესაც ტორესი მერსისაიდში გადავიდა განაცხადა: “გუნდმა ბევრი იშრომა და ჩემი აზრით დავიმსახურეთ გამარჯვება ველანსიასთან და ნახევარფინალში თამაში ლივერპულთან.” “აქამდე რთული გზა გამოვიარეთ, მაგრამ ახლა უკვე ევროპის ლიგის ბოლო 4 გუნდში ვართ.” “ამჯერად ტორესს და ლივერპულს ვუპირისპირდებით. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას.” წყარო: www.SkySports.com View the full article
-
http://s57.radikal.ru/i158/1004/c3/2b122b3312e8.jpg აგერმა გააკეთა კომენტარი liverpoolfc.tv თან, “ლივერპული” “ბენფიკას” მატჩის შემდეგ. მე შევეცადე ჩემი თავი კარგი მხრიდან მეჩვენებინა, მარცხენა ფლანგზე თამაშმა კარგი გამოცდილება მომცა, და მემგონი კარგათ გავართვი თავი. გუშინდელი მოგებით “ბენფიკაზე” წითლები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, ახლა მათი კონკურენტია, “მადრიდის ატლეტიკო” რომელმაც ჩამოიტოვა უკან “ვალენსია”. აგერმა დაამატა: ჩვენ უნდა გავიდეთ “ლიგა ევროპის” ფინალში, საჭიროა თავდაჯერელუბობა და ყველა კონკურენტს დავამარცხებთ. გუშინ ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით და კარგადაც ვთამაშობდით, დამსახურებულათ გავედით შემდეგ ეტაპზე.ჩვენ მოხარულები ვართ მის გამო რომ, საპასუხო მატჩს ატლეტიკოსთან ვითამაშებთ სახლში, როგორც ბენფიკასთან იყო. წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
ხვალ, 10 აპრილს, თბილისის დროით 00:00 საათზე, მადრიდის "რეალი" შინ კატალონიის "ბარსელონას" მიიღებს და "ლა ლიგის" ჩემპიონის ვინაობის გარკვევას პირისპირ გამართულ დუელში შეეცდება. უკვე ცნობილია, რომ "ელ კლასიკოს" რიკარდო კაკა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოაკლდებიან, სამაგიეროდ, თავიანთ გუნდებს პიკე, ინიესტა, ლასი და ბენზემა დაუბრუნდნენ... იხილეთ realmadrid.ge
-
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გალის რაიონის მოსახლეობას აფხაზეთის ეკლესიებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარებას დაჰპირდა. როგორც ტუღუშმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება, ის ყველანაირად ეცდება, იქაურ ეკლესიებში შექმნილ ვითარებაზე რეაგირება მოახდინოს. View the full article
-
ხვალ გამოფენაზე დამზადებულია თბილისში ბაგრატიონი 1882 - ს ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტი - ISO 22000:2005 გადაეცემა. ს.ს. ,,ბაგრატიონი 1882 -მა ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტი ISO 22000:2005 2009 წელს მიიღო. აღნიშნული სტანდარტი ცქრიალა, View the full article
-
პოლიტიკურმა მოძრაობამ მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ და ასოციაციამ საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. როგორც პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა გოგი თოფაძემ განაცხადა, View the full article