Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ქსანში, №7 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი კომპლექსი გახსნა. კომპლექსის გახსნისას მინისტრმა უწყების პრიორიტეტებზე, მიმდინარე სამუშაოებზე, რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. View the full article
  2. ხვალ დიდი დიღმის დასახლებას წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც პირWელს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან აცნობეს, შეზღუდვა, რომელიც ხვალ, 11:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცდებარე წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. View the full article
  3. ფიცვერცხლი – მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული 6 ბიჭი და ერთი გოგო. კიდევ ერთი “მკვდარი თხა”, ჯგუფის ყველაზე უტყვი და მყრალი წევრი, როგორც ისინი უწოდებენ – ანუ გუდასტვირი, რომელიც მათი კასტინგის ნომრის ერთ-ერთი კომპონენტი იყო. ფიცვერცხლი ჯერ კიდევ კასტინგიდან მახსოვს, კულისებში შესვლამდე მათთან ვიყავი და მთელი ამ დროის მანძილზე არ გაჩერებულან, უკრავდნენ ყველაფერს, რაც მოაფიქრდებოდათ, უკრავდნენ უკუღმა (ინსტრუმენტებით თავს უკან), და, რატომაც დამამახსოვრდნენ – უკრავდნენ დიდი ხალისით და სიყვარულით. ეს სიხალისე სცენაზეც გაიტანეს და, რა თქმა უნდა, ჟიურიც მოიხიბლა, რის გამოც “ფიცვერცხლი” ნახევარფინალშიც აღმოჩნდა. “ფიცვერცხლის” წევრებმა ერთმანეთი არტგენზე გაიცნეს და წელიწადნახევრის წინ საბოლოოდ გადაწყვიტეს საზოგადოების წინაშე ფოლკ-ჯგუფის სტატუსით წარმსდგარიყვნენ. ჯგუფის ისტორიას და შიდა სამზარეულოს შეგიძლიათ მისი ერთ-ერთი წევრის, რევაზის ბლოგზე გაეცნოთ. “ნიჭიერში” სხვა ფოლკლორული ნომრებისგან იმით გამოირჩევიან, რომ ისინი თანამედროვე არანჟირებას ამატებენ სიმღერებს, რის გამოც ფოლკლორი ახალგაზრდობისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი ხდება. მათ სურთ დაამტკიცონ, რომ მიუხედავად ნომრების მრავალფეროვნებისა “ნიჭიერში”, ფოლკლორსაც აქვს შანსი, დაიკავოს ამ ნომრებს შორის საპატიო ადგილი. უგულშემატკივრეთ “ფიცვერცხლს”, დაუმესიჯეთ ან დაურეკეთ ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებმა ნომერზე 9124. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად – 91245. რევაზის ბლოგიდან მოპარული ფოტო ფიცვერცხლი კასტინგზე: nichieri.ge
  4. „ალიანსის საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა: „ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში თქვენ იმ რადიკალურ ცვლილებებს იგრძნობთ, რომელსაც საქართველო უკვე 20 წელია, უშედეგოდ ელის. მჯერა, რომ 30 მაისი რადიკალური ცვლილებების დღე იქნება“. View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/qumaritashvili2-120x150.jpgციგის საერთაშორისო ფედერაცია ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების მიზეზად სპორტსემნის შეცდომას გამორიცხავს. ამის შესახებ ციგის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. დასკვნის მიხედვით, ტრასაზე ადგილი ჰქონდა გაუთვალისწინებელ ფატალურ შემთხვევას. ანგარიშში უარყოფილია ასევე პირველადი ვერსია და არსად არის ნახსენები ნოდარ ქუმარიტაშვილის მიერ დაშვებული შეცდომა. როგორც დოკუმენტში წერია, მომხდართან დაკავშირებით ვერ მოიძიეს ერთი კონკრეტული მიზეზი და ადგილი ჰქონდა დამთხვევების კომპლექსურ სერიას, რომელიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და რომელმაც ქართელი მოციგავის დაღუპვა გამოიწვია. როგორც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, ნოდარ ქუმარიტაშვილი ოლიმპიადაზე საკმაოდ კარგად მომზადებული გაემგზავრა, წინაააღმდეგ შემთხვევაში ის ლიცენზიას ვერ მიიღებდა. კომიტეტში მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ დასკვნიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც ამ სამწუხარო ინციდენტში სპორტსემნის შეცდომაზე მიუთითებდა. რაც შეეხება კონკრეტულ დასკვნას, ის საზოგადოებისთვის 6-7 მაისს გახდება ცნობილი. ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საციგაო ტრასას, სადაც ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, სერთიფიკატი ჩამოართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიამ, რუსეთის საციგაო ფედერაციის პრეზიდენტზე დაყრდნობით გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს ქართველი ოლიმპიელი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ტრაგიკულ მოვლენას და ტრასის გაუმართაობას მაშინ მსოფლიო მედია გამოეხმაურა. საერთაშორისო პრესამ მომხდარში ორგანიზატორები დაადანაშაულა. “სჯეროდათ რომ ტრასა უსაფრთხო იყო, რატომ ააგეს ასე სწრაფად უფრო მაღალი ჯებირი? რატომ გაანახლეს ყინულის საფარი? რატომ ამონტაჟებდნენ ლითონის ბოძებს დაგვიანებით? განსაკუთრებული ცინიზმი არ გჭირდებათ იმისთვის, რომ მიხვდეთ – ისინი ცდილობდნენ ოლიმპიური თამაშები სასამართლო დავისგან დაეცვათ და ამ პროცესში, შეგნებულად, წინასწარი განზრახვით თავს ესხმოდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელზეც იცოდნენ, რომ საკუთარი თავის დაცვას ვეღარასდროს შესძლებდა. არც ერთი სპორტული ორგანიზაცია, ვიდრე სპორტსმენს არ დაკრძალავენ, არ უნდა აცხადებდეს რომ მთელი პასუხისმგებლობა მის დაღუპვაზე მხოლოდ მას ეკისრება,”- იუწყებოდა ტრაგედიის დროს ტელეკომპანია CNN. “როგორც სჩანს, მორიგი დაშვების დროს, სპორტსმენი მე-15 მოსახვევს გვიან მიუახლოვდა და საკმარისი კომპენსაცია ვერ მოახდინა იმისთვის, რომ სწორედ შესულიყო მე-16 მოსახვევში. ამას მე-16 მოსახვევში მისი დაგვიანებით შესვლა მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი შეეცადა პრობლემის გამოსწორებას მან საბოლოო ჯამში ციგაზე კონტროლი დაკარგა, რაც ტრაგიკული ინციდენტით დასრულდა. (ამ საციგაო ტრასის) ტექნიკურმა ზედამხედველებმა ყურადღებით შეისწავლეს სპორტსმენის მიერ განვლილი გზა და დაასკვნეს, რომ არ არსებობს იმაზე ფიქრის არანაირი საფუძველი, რომ ინციდენტი ტრასის გაუმართაობას მოჰყვა”,- ეწერა განცხადებაში, რომელიც უბედური შემთხვევის დროს ოლიმპიურმა საორგანიზაციო კომიტეტმა და მოციგავეთა საერთაშორისო ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა. “ზედმეტად სწრაფი ტრასა იყო, მსგავსი კონსტრუქციის მშენებლობის გადაწყვეტილება სერიოზული შეცდომა იყო. ტექნიკური დეტალების ძიებას აზრი არ აქვს, ფაქტი სახეზეა და ეს ტარგედიაა”- წერდა გავლენიანი გამოცემა The Washington Post. “ეს ტრაგიკული შემთხვევა სერიოზულ შეკითხვებს ბადებს იმასთან დაკაშირებით, თუ რატომ არ გაითვალისწინეს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გაფრთხილებები ტრასის გაუმართაობის შესახებ”, -ნათქვამია `გლოუბ ენს მედის` სტატიაში. აქვე მითითებულია, რომ არსებობდა გარკვეული საფრთხე სპორტსმენებისათვის ვისტლერის სასრიალო ტრასების დაქანებებსა და მოსახვევებში, რისთვისაც ორგანიზატორებს ყურადღება უნდა მიექციათ. ისეთ ექსტრემალურ სპორტშიც კი, როგორშიც ასპარეზობდა ნოდარ ქუმარიტაშვილი, რისკის დაშვებული საზღვრები არსებობს. გამოცემა “დი პროვინსი” კი მომხდართან დაკავშირებით მიუთითებდა, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამო, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გახსნის ცერემონიაში ცვლილებები დაუყოვნებლივ შეიტანეს. გამოცემის განმარტებით, ქართველი მაღალჩინოსნები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ტრასის გაუმართაობისა და იმ ფაქტის გამო, რომ სპორტსმენები ტრასაზე დასაშვებზე დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ. “მას მერე, რაც ათსაათიანი “ძალიან ინტენსიური” გამოძიების შემდეგ დაჟინებით ამტკიცეს, რომ ტრასა დაცული იყო, ზუსტად იმ მოსახვევთან, სადაც ქუმარიტაშვილი დაიღუპა, მაღალი ხის კედელი ააშენეს. გარდა ამისა, საფინიშო ხაზამდე განლაგებულ, მანამდე შიშველი მეტალის ბოძები რბილი მასალით შეფუთეს და სტრატის ადგილიც შეცვალეს ისე, რომ სპორტსმენების სიჩქარეს ტრასაზე ეკლო. როდესაც ამ ნაჩქარევმა ნაბიჯები კითხვები გააჩინა, მათ განაცხადეს, რომ ყველაფერი ეს ქუმარიტაშვილის თანაგუდელებისა და მეტოქეების ემოციური მდგომარეობის გამო გაკეთდა – ყალბი თანაგრძნობა, რომელსაც თვით New York Times-მა თვალთმაქცობა უწოდა” –ასე შეაფასა მომხდარი ტრაგედია გამოცემამ Z-net. ჟურნალისტი დეივ ზირინი წერდა, რომ ოლიმპიადის გახსნისნისადმი მიძღვნილი ცერემონიის მიჯნაზე ქუმარიტაშვილი იმ ტრასაზე ვარჯიშისას დაიღუპა, რომელსაც ბევრი ექსტრემალურად სახიფათოდ მიიჩნევდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 2008 წელს ეს ტრასა გაიხსნა და მისმა მშენებელებმა განაცხადეს, რომ ის “უფრო სწრაფი, უფრო დამრეცი და უფრო დაძუბალია, ვიდრე ისტორიაში აქამდე არსებული რომელიმე ტრასა”. ქუმარიტაშვილის შიშს სხვა მოციგავეებიც იზიარებდნენ. მოციგავე შეერთებული შტატებიდან მარკ გრიმეტი ქუმარიტაშვილის დაღუპვის წინა დღეს ამბობდა: “მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც ჩანს, ძალიან მივუახლოვდით მიჯნას”. ბობ სტორიმ ბობსლეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კი დასძინა, რომ “ეს არ იყო ტექნიკური გადაწყვეტა. ეს კომერციული გადაწყვეტა იყო”. Z-net –ის განმარტებით, რაც უფრო მეტი მოციგავე ჩიოდა გარდაუვალ საფრთხეზე, მით უფრო ნაკლებად უგდებდნენ მათ ყურს. ჰანა კემპებლ-პეგი ავსტრალიიდან ასეთ კომენტარს აკეთებდა – “ტრასაზე დაყრილ პატარა ლემინგებად მივაჩნივართ? საავირო სიტუაციების გამოსაცდელი მანეკენები ვართ?”. იტალიელ არმინ ზოგელერსაც კი, მოფლიოს პირველ მოციგავეს მოუვიდა იმავე დღეს ავარია. „პირველ მცდელობაზე მე პრობლემები ტრასის ბოლო ნაწილში შემექმნა. თუკი მოსახვევების კონფიგუაციას გავითვალისწინებთ, ასევე იმ ფაქტს, რომ სიჩქარე ამ დროს საათში 95 მილს აღწევს, სპორტსმენებს შეცდომის უფლება არ რჩებათ”, – ხაზგასმით აღნიშნა ამერიკელმა ტონი ბენსჰუფმა, რომელიც ციგაზე დაშვების სიჩქარეში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მფლობელია და გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი. ტრასის სირთულეზე თავად ნოდარ ქუმარიტაშვილის მამა დავიტ ქუმარიტაშვილიც საუბრობდა. ინტერვიუ მან ტელეარხ BBC –ს მისცა. “არავის ვადანაშაულებ, მაგრამ მე-15 და მე-16 მოსახვევები ისე იყო აგებული, რომ ტრასა ძალიან რთული იყო. როცა ნოდარი კუთხეს 145 კილომეტრ საათში სიჩქარით დაეჯახა, მან წონასწორობა დაკარგა. არ ვაპირებ, ვინმეს ვუჩივლო. ჩემმა შვილმა დაამტკიცა, რომ ძლიერი სპორტსმენი იყო. ღმერთი გადაწყვეტს, ვინ არის დამნაშავე”, – განაცხადა დავით ქუმარიტაშვილმა BBC –სთან ინტერვიუში. Wall StreeT Journal- ის განცხადებით კი, მოციგავეთა საერთაშორისო ფედერაციამ შეჯახებაში ბრალი მოციგავეს დასდო და არა ტრასას და განაცხადა, რომ მან მოსახვევში ვერ შესძლო მოძრაობის დაბალანსება, მაგრამ ფედერაციის თავმჯდომარემ ჯოზეფ ფენდტმა განაცხადა, რომ ტრასა უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე ეს მის მშენებლებს ჰქონდათ განზრახული. 140 კილომეტრ საათით მოძრავი ნოდარ ქუმარიტაშვილის ციგა ერთ-ერთ უკანასკნელ მოსახვევში გადაბრუნდა და ტრასიდან ამოვარდნილი სპორტსმენი ბოძს დაეჯახა, რომელიც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით 2-3 მეტრით შორს უნდა ყოფილიყო. 21 წლის დაღუპული სპორტსმენი ბაკურიანელი იყო. საციგაო სპორტის სახეობით ნოდარ ქუმარიტაშვილი ბავშვობიდან იყო დაკავებული. ქუმარიტაშვილმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხუთ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა და ის 50 საუკეთესო მოციგურავეს შორის მოხვდა. მართალია, სპორტის ამ სახეობას ხშირად დასცინიან, რომ ის თითქოს განსაკუთრებულ ძალისხმევას ან განსაკუთრებულ უნარებს არ საჭიროებს, თუმცა სინამდვილეში ის სპორტის ურთულესი სახეობაა, რომელიც არანორმალურ სიზუსტეს მოითხოვს. ციგებს ამორტიზატორის სისტემა არ გააჩნია და ამისითვის სპორტსმენი საკუთარ სხეულს იყენებს. იმავდროულად მან ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ციგა არ გაუსხლტეს. ეს ყველაფერი უნდა მოახერხოს აბსოლუტურად ბლაგვი თავკავებით, მათი პირი შეიძლება გალესო მეტი კონტროლისთვის, თუმცა ცოტა თუა მზად დათანხმდეს ასეთ სიამოვნებაზე სპორტის იმ სახეობაში, სადაც ყველაფერს წამის მეათასედი წყვეტს. ციგით სრიალის დროს მართვა მხოლოდ ფეხებით შეიძლება, და ამასათანავე საჭიროა წოლა, ჭერში ყურება და საჭირო მიმართულებით მხოლოდ თვალის კიდით ცქერა. იხილეთ epn.ge
  6. „ალიანსის საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა: „ეს რიგითი, ჩვეულებრივი არჩევნები არ არის. სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა გადაწყდეს, თუ რა პერსპექტრივა აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს“. View the full article
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/35DSCF3048-150x150.jpgბათუმის აკვატორიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი “შარატოვ სიტი” დააკავეს. დაკავება 17 აპრილს მოხდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ დღეს გავრცელდა. საზღვრის დაცვის პოლიციის განცხადებით, გემის დაკავება ზღვის დაბინძურების ფაქტზე მოხდა. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების შედეგად გემის ეკიპაჟის ბრალეულობა დამტკიცდება, საქმე სასამართლოს გადაეცემა. ჟერ-ჯერობით, უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება გემზე. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/putini1-150x130.jpgვლადიმერ პუტინი მსოფლიო ასპარეზზე ყველაზე მსხვილი ლიდერია, რომელიც საკუთარ პოზიციებს გამუდმებით აძლიერებს. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა თჰე The New York Post წერს. კორესპონდენტი რალფი პიტერსი სტატიაში ამბობს, რომ პიტინი კარგი ადამიანი არ არის, მაგრამ ის დიდი და ძალიან საშიში ადამიანია. “ყველაზე საშიში ის არის, რომ ვერც ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი პუტინს ვერ შეედრება. პუტინი შეუბრალებელია, მას სისხლი წყურია. მან ყოველთვის იცის, რა უნდა და მას ყოველთვის გააჩნია იმის ნება, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს,”- ნათქვამია სტატიაში. ავტორის თქმით, რუსეთის პრემიერს მისი უცხოელი კოლეგების სუსტი ადგილების აღმოჩენის საოცარი ნიჭი აქვს, რაცAამერიკელ ლიდერებს ეს არ გააჩნიათ. გამოცემის შეფასებით, პუტინის ბოროტების იმპერია არის ღონალდ რეიგანისთვის გაცემული დაგვიანებული პასუხი. “რეიგანი საბჭოთა იმპერიის განადგურებისთვის უკომპრომისოდ იბრძოდა, ასევე უკომპრომისოდ მას პუტინი აღადგენს. ვლადიმერ პუტინმა ბოლო დროს მთელ რიგ სტრატეგიულ წარმატებას მიაღწია, მათ შორისაა ბირთული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება, უგო ჩავესისთვის იარაღის მსხვილი პარტიის მიყიდვა, ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტება, ყაზახეთთან დაახლოება და ყირგიზეთის მთავრობის გადაყენება. რუსეთში პუტინი ეკონომიკაზე და მედიაზე თავის გავლენას აძლიერებს. ირანულ საკითხში კი ის ობამას ისევე ეთამაშება, როგორც გამოცდილი ბებერი კატა თაგვს,”- ნათქვამია The New York Post –ის სტატიაში. გამოცემა მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა, რომელსაც ყოველთვის ანტირუსული პოლონეთის პრეზიდენტი და მისი უახლოესი მრჩეველები გადაყავდა, პუტინისთვისთვის ძალიან დიდი წარმატება გახდა. ავტორის თქმით, ამ შემთხვევას ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება, განსაკუთრებით კი რუსეთის მეზობლებმა. “ვაშინგტონის სამიტზე, ობამამ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე უარი უთხრა, რომელსაც აშშ პრეზიდენტთან ისე უნდოდა შეხვედრა, რომ ამერიკელი ლობისტების მომსახურებაში დაახლოებით მილიონი დოლარი დახარჯა.Pპუტინმა ეს ფაქტი თბილისის წინაამღდეგ აგრესიის განახლების ნებართვად აღიქვა.,”- წერს The New York Post. იხილეთ epn.ge
  9. „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად ვიქტორ დოლიძე წარადგინა. „მოქალაქეებმა არ იციან, ვინ არის მათი რაიონის წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, რადგან მერია გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს. ეს რეალობა უნდა შეიცვალოს! გპირდებით, რომ ვიქტორ დოლიძე თბილისის საკრებულოში ყველაზე კრიტიკული წარმომადგელი იქნება და ჩვენ შევძლებთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენას. თბილისი ვიქტორ დოლიძეს ღირსეულ დიპლომატად უკვე იცნობს, უახლოეს ხანებში კი გაიცნობს, როგორც ღირსეულ კანდიდატს, რომელიც კონკრეტული გეგმებით, საქმით მოდის და ამომრჩეველთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე რეალურად იზრუნებს. ჩვენ არა საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, არამედ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში აგურის დასადებად მოვდივართ“, - განაცხადა ირაკლი ალსანიამ წარდგენისას და დასძინა, - ყველა „ნაციონალ“ კანდიდატს დებატებში ვიწვევთ, რათა საზოგადოებამ ნახოს, ვინ არის ღირსეული კანდიდატი და ვის აქვს ეკონომიკურად სწორად გათვლილი პროგრამა“. View the full article
  10. მაგდა ნიკოლეიშვილმა კასტინგზე თქვა, მაინტერესებს ხალხის აზრი, ვარ თუ არა ნიჭიერიო. სიმღერის დასასრულს დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ოვაციებით გასცა პასუხი მაგდას შეკითხვას. ის 3 წლიდან მღერის და ამ ხელოვნებას ემსახურება. გარდა ერთ-ერთ სალონურ კლუბში სიმღერისა, მოსწავლეებიც ჰყავს და თავის ცოდნას სხვებსაც უზიარებს. მაგდას რეპერტუარი ძირითადად ქართველი კომპოზიტორების სიმღერებისგან შედგება. მისი ოცნებაა, მეგობრებთან ერთად სოლოკონცერტი გააკეთოს. კასტინგისგან განსხვავებით, სადაც ის თავად უკრავდა და მღეროდა კიდეც, ნახევარფინალზე ის თავის მეგობრებთან ერთად წარსდგება აუდიტორიის წინაშე. მაგდა ნიკოლეიშვილის სიმღერა კასტინგზე: nichieri.ge
  11. 17 წლის ტყუპები, ლაშა და გიორგი 4 წელია უკრავენ. როდესაც პირველად ჯიმი ჰენდრიქსის გამოსვლას უყურეს, გადაწყვიტეს, რომ გიტარაზე დაკვრა ესწავლათ. ცოტა ხანს მასწავლებელი ჰყავდათ, თუმცა შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძეს მეცადინეობა. ძირითადად უკრავენ ალტერნატივასა და პანკ როკს. მონაწილეობა მიუღიათ სხვადასხვა როკ-კონცერტებში. თუმცა ამბობენ, რომ ქუთაისში არც ისე ბევრი მსმენელი ჰყავს ამ ჟანრს და უჭირთ შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. მათ ჰყავთ ჯგუფი silver side და სურთ, ფინალში გადასვლის შემთხვევაში ჯგუფთან ერთად გამოვიდნენ. აპირებენ სერიოზულად გაყვნენ მუსიკას და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვონ! დაეხმარეთ ლაშას და გიორგის ფინალის საგზურის მოპოვებაში. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9122. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91225. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1542.jpg ლაშა და გიორგი კასტინგზე: nichieri.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/CESKO2.jpgცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიები გამოაქვეყნა. ცესკომ საარჩევნო სიებში გარკვეული ცვლილებები შიტანა. ჩასწორებული იქნა: 19,815 სახელი; 33,766 გვარი; 24,284 დაბადების თარიღები; 55,094 მისამართები; ერთ ბინაში რეგისტრირებული ოცი და მეტი ამომრჩეველის 63 შემთხვევა; ასევე 225 დუბლირებული ამომრჩეველი; 2,825 გარდაცვლილი ამომრჩეველი; მუშავდება გამოტოვებული ამომრჩეველი; ასევე მოიხსნა 219, ხოლო 12,925 იქნა ჩასწორებული. ცესკოს კვლელვის მიხედვით გამოტოვებულ ამომრჩეველთა ჯამი სულ 3,225 შეადგენს. აქედან რეგისტრირებული იგივე მისამართზე 481, ხოლო რეგისტრირებული სხვა მისამართზე 452 არის. 1,133-ის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ამომრჩეველის საერთო ჯამი 8,523 შეადგენს. .2010 წლის 1 თებერვლამდე გარდაცვლილის რიცხვი 6,172-ია, ხოლო 2010 წლის 1 თებერვლის შემდეგ გარდაცვლილების რიცხვი 2,036 არის. სიაში 22 ადამიანი არ იყო, რომელიც უკვე ჩასწორდა. ამომრჩევლების სიების მონიტორინგის პროცესში პოლიტიკური პარტიებიც აქტრიურად მონაწილეობდნენ. მათ გაორებული ამომრჩევლების სიები წარმოადგინეს. პარტია ,,საქართველოს გზა-მ” _178 ,,დუბლირებული” ამომრჩეველი წარმოადგინა, აქედან 93 იქნა დადასტურებული; ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”_ 329, დადასტურდა 52; ,,რესპუბლიკური პარტია”_ 222 და 95 დადასტურდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა გაწეული სამსახურისათვის პოლიტიკურ პარტიებს მადლობა გადაუხადა და იმედოვნებს, რომ არჩევნები გამჭირვალედ და ყოველგვარი ექსესების გარეშე ჩაივლის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/lokashenko-aleqsandre-150x150.jpgბელორუსი ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის ყურმანბექ ბაკიევის მიღებისთვის მზად არის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. ბელორუსის პრეზიდენტი აცხადებს, ბაკიევი ამ დროისთვის ყაზახეთში იმყოფება. როგორც სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება, ლუკაშენკომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ბაკიევის გადადგომა რუსეთის და ყაზახეთის თამშებია. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/wash-150x150.jpgნიუ იორკის საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ს პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა მათგან ორი წიგნი გამოიტანა და დღემდე არ დაუბრუნებია. 1789 წლის 5 ოქტომბერს ვაშინგტონმა ნიუ იორკის ბიბლიოთეკიდან სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო სამართლის საკითხებში Law of Nations და ბრიტანეთის თემთა პალატის დებატების სტენოგრაფია გამოიტანა. მას წიგნები ერთ თვეში უნდა დაებრუნებინა. 220 წლის განმავლობაში ჯარიმამ ინფლაციის გათვალისწინებით 300 ათასი დოლარი შეადგინა. ბიბლიოთეკის წარმომადგენლის განცხადებით, ჯარიმის ამოღებას ბიბლიოთეკა არ აპირებს, და მხოლოდ წიგნების დაბრუნება სურს. თუ სად იმყოფება ეს წიგნები, ცნობილი არ არის. წიგნები დაკარგვის ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა XVIII საუკუნის წიგნები ციფრულ ფორმატში გადაიყვანეს. იხილეთ epn.ge
  15. ჯგუფი მოზაიკა ამ შემადგენლობით ორი წელია, რაც ცეკვავს. ილია მამაგულაშვილი, ინტერნეტ-სამყაროს მიერ შერქმეული მეტსახელით – “პატარა ჯექსონი” (“დიდ ჯექსონს” ჩვენი მკითხველები ჯიმის ეძახიან ხოლმე) მოზაიკას მაშინ დაემატა, როდესაც ჯგუფმა ჯექსონის რეპერტუარზე დაიწყო მუშაობა. “მოზაიკა” ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში, ასევე აქვთ მიღებული მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში, არიან I ადგილის მფლობელებიც. ილია ბავშვობიდან ჯექსონის ფანია და 6 წლიდან ცეკვავს მის ჟანრში. პატარაობიდანვე უყურებდა კლიპებს, აკვირდებოდა მოძრაობებს და ცდილობდა გამეორებას. ამ დროისთვის დამუშავებული აქვს ყველა ცეკვა, რომელიც ჯექსონს ჰქონდა რეპერტუარში. ილიას სხვადასხვა სტუდიებშიც აქვს ნაცეკვი, მაგალითად, ნიჭიერის ფინალისტის, next level-ის სტუდიაშიც კი. ამ ლინკზე რამდენიმე წლის წინანდელ ვიდეოს იხილავთ, სადაც next level-ის სოლისტი და ილია ერთად არიან სცენაზე. ყველა წევრი ცხოვრობს რუსთავში, იქვე აქვთ სარეპეტიციო დარბაზიც – ამჟამად რეპეტიციობენ ერთ-ერთი მუსიკალური სკოლის სარდაფში, სადაც იატაკი გაფუჭებულია და ძალიან ძნელია ცეკვა. თუმცა შრომობენ და მაქსიმალურად ცდილობენ პირობების მოუხედავად ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთონ, რადგან ჯექსონის შემოქმედებით მაყურებლის წინაშე გამოსვლა მათთვის დიდი პასუხისმგებლობაა! მხარი დაუჭირეთ “მოზაიკა”-ს. დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9121. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91215. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1550.jpgმოზაიკა რეპეტიციაზე “მოზაიკა” კასტინგზე: nichieri.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dzagania-kaxa-150x130.jpg“ლეიბორისტული პარტია” საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს დევნილ ქვეყანად გამოცხადებას და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დევნილის სტატუსის მინიჭების სურვილის შემთხვევაში, მათთვის აღნიშნული სტატუსის დაუყონებლივ გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ, პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ დღეს, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღესაც სხვადასხვა ქვეყანაში, სააკაშვილის რეჟიმის დამსახურებით, უამრავი ქართველი ელოდება დევნილის სტატუსის მინიჭებას, თუმცა, მათ სტატუსის მიღებას საქართველოს პრეზიდენტი ხელოვნურად უბლოკავს და უცხო ქვეყნის მთავრობებს მათ გამოძევებას თხოვს. “სააკაშვილმა საკუთარი ხალხი შიმშილით სიკვდილისათვის გაწირა. უამრავი ოჯახი ჩვენს ქვეყანაში საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი მათ ამ გზასაც უკეტავს და უცხო ქვეყნის მთავრობებს მათ გამოძევებას თხოვს”_ განაცხადა ძაგანიამ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხალხის შიმშილის ხარჯზე ცდილობს მეგობარი სახელმწიფოები დაარწმუნოს ქვეყნის არარსებულ კეთილდღეობაში, მაშინ, როდესაც საერთაშორისო კვლევების მონაცემებით, შესაძლებლობების შემთხვევაში საქართველო მოსახლეობის 80% მზად არის ქვეყანა დატოვოს. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko19-150x130.jpgცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ბაზების ინტეგრაციის შედეგად, ცესკოს მიერ 133 000-ზე მეტი მონაცემი, ხოლო პოლიტიკური პარტიების მიერ 16 000 მონაცემი იქნა ჩასწორებული. დანარჩენ შენიშვნებთან მიმართებით ცესკო მუშაობას აგრძელებს. მონიტორინგის მიზანი საარჩევნო სიაში გარდაცვლილი, გამოტოვებული და გაორებული ამომრჩევლების აღმოჩენა და ჩასწორება იყო. მონიტორინგის პროცესში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიც იღებდნენ მონაწილეობას. ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ყურადღება ,,დუბლირებულ” ამომრჩეველზე გააკეთა. პოლიტიკურმა პარტიებმა სულ 675 უმისამართო ამომრჩეველი წარმოადგინა, აქედან მხოლოდ 225 დადასტურდა. პოლიტიკურ პარტიებს გაწეული სამსახურისათვის ხარატიშვილმა მადლობა გადაუხადა. ხარატიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო რეესტრისა და ცესკოს მონაცემები სრულიად იდენტურია. პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა ცესკოს მიერ გაწეული სამუშაო ამომრჩეველთა სიის გაუმჯობესების კუთხით. ამომრჩეველთა სიის მნიშვნელობიდან გამომდინარე ცესკოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცსკოს წევრების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ჯგუფმა რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთაგან ცესკოს მიერ 11 სრულად, ხოლო 3 ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად 1 200 000 ლარი იქნა გამოყოფილი. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/rian-logo5-150x130.jpgჯოხებით, ქვებითა და ჩირაღდნებით შეიარაღებული ათასობით ადამიანი ანტირუსული ლოზუნგების სკანდირებით ბიშკეკში შევიდა. ამის შესახებ სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება თვითმხილველების თქმით, ხალხმა სოფელ მაკეევკის რუსულენოვანი მოქალაქეების სახლებში შეჭრა სცადა. “ისინი რუსების სახლებში იჭრებოდნენ და მათ ქვეყნიდან წასვლას მოითხოვდნენ,”- განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა. რაიონული ადმინისტრაციის უფროსი ანატოლი ოლინიჩენკო ამ ინფორმაციას უარყობს. სააგენტო “იტარ-ტასის” ცნობით, აგრესორები ბიშკეკეს ცენტრიდან 2-3 კილომეტრში იმყოფებოდნენ, ანტირუსულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და გამვლელებს ქვებს ესროდნენ. პოლოციის თანამშრობლებმა აქციის მონაწილეების დაშლა სცადეს. არეულობის ადგილზე შიდა ჯარის და სპეცსამსაურების თანამშრომლებით დაკომპლექტებული რამოდენიმე მანქანა გადაიყვანეს. მოგვიანებით, პოლიციელებმა მიტინგის მონაწილეებს დაშლა აიძულეს. მომიტინგეები ამ დროისთის ბიშკეკის მახლობლად იმყოფებიან და ბიშკეკის მერთან, რომელიც სიტიაციაში გარკვევას ცდილობს, მოლაპარაკებებს აწარმოებენ. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili26-150x150.jpg“სახალხო დემოკრატების” ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა საბურთალოს რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ეზეკი ინწკირველი წარადგინა. “ეზეკი ინწკირველი არის გამოცდილი პიროვნება და განათლებული ადამიანი. მას დიდი გამოცდილება აქვს როგორც ბიზნესში, ისე სახელმწიფო სამსახურში. დღეს ეზეკი ინწკირველი ზარზმის სავანის ფონდის ხელმძღვანელია,“ – აღნიშნა ივანიშვილმა. ეზეკი ინწკირველის განცხადებით, იგი არ აპირებს საკუთარ წარსულზე უარის თქმას და მომავალში რაიმე ლაფსუსის დაშვებას. მისი თქმით, თითოეული ამომრჩევლის ხმა ყველაზე ხმამაღალი იქნება საკრებულოში. იხილეთ epn.ge
  20. „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ „მთელი კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სათაურით „ეს ხელისუფლება არის წარსულის ხელისუფლება“ საუბრობს: „მე ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციის ვიზიტებს რუსეთში ჰქონდეს რამე წარმატება. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ პირებზე. არა მგონია, რომ ამ მხრივ ოპოზიციას ჰქონდეს რამე შესაძლებლობა, ორმხრივ ურთირთობებში შეიტანოს რამე ცვლილება. სახელმწიფოთა შორის საერთაშორისო ურთიერთობების ყველა პრაქტიკა და გამოცდილება სწორედ იმას მიანიშნებს, რომ მოლაპარაკებები სწორედ ხელისუფლებების შორის უნდა მიმდინარეობდეს და ამიტომაც მე გამართლებულად არ მიმაჩნია ამგვარი ნაბიჯები. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მოვიდეთ ხელისუფლებაში, მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა და საზოგადოების მანდატით დაველაპარკოთ რუსეთის ხელისუფლებას“. „უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იქნება გრძელვადიანი პროცესი. მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად. ჩემთვის დღეს ეს ურთიერთობები არის სავაჭრო-ეკონომიკური, საკომუნიკაციო და თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების გახსნით რუსეთის ფედერაციასთან იმ დიდი რესურსის გამოყენებით, რომელიც არსებობს რუსეთის ფედერაციაში დიდი ქართული დიასპორის სახით. კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები, დაპირისპირებული მედიის მოხსნა გახდება საფუძველი ნდობის აღდგენისთვის. ამის შემდეგ კი ჩვენ შევძლებთ პოლიტიკური დიალოგის აღდგენას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პოლიტიკა. მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ საფუძველი, რომ დაიწყოს გულწრფელი დიალოგი და მოლაპარაკებების პროცესი რუსეთის ფედერაციასთან. ამის საშუალებას დღეს რუსეთის ხელისუფლება არ იძლევა“. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ნათლად ჩამოყალიბებული პოზიცია ჩრდილოეთ კავკასიასთან. ჩვენთვის ჩრდილოკავკასიელი ერების ბედი არ არის სულ ერთი. ჩვენ გვინდა, რომ ისინი სტაბილურ გარემოში ცხოვრობდნენ. იმიტომ, რომ მათი სტაბილურობა არის სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის განმსაზღვრელი და აქედან გამომდინარე, პოლიტიკაც უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი. ამიტომაც მე პირდაპირ ვიტყვი, რომ თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და არ მომწონდა „პირველი კავკასიური არხის“ შექმნა საეჭვო წარმოშობის დაფინანსებით. ეს ხელს შეუწყობს ჩრდილო კავკასიაში ვითარების დაძაბვას და ეს არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. იმედი მაქვს, ჩვენს ხელისუფლებაში იმდენი გონება აქვთ, რომ ეს არ გააკეთონ და მოხდეს ყველა შესაძლებელი ფორმით ამის არდაშვება. მაგრამ თავისთავად ის განცხადებები, რაც კეთდება და იგივე ვანო მერაბიშვილის განცხადება ამ ტელევიზიის არსებობის მიმართ, მსოფლიოშიც და რუსეთშიც იძლევა შეშფოთების საფუძველს და ამიტომ საჭიროა, უკიდურესი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ცხადად განვაცხადოთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ და ეროვნულ ინტერესებში შედის იმ შეთანხმების დაცვა, რომელიც ხელმოწერილი იყო ამ ტრაგიკული ომის შემდეგ“. „ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ... მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირს ვერ აქვს კარგად გააზრებული ახალი უსაფრთხოების გარემოს შექმნა ჩვენს ირგვლივ და ვერ აფასებს არსებულ რისკებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი ადამიანები ქვეყნის სათავეში არ უნდა იყვნენ. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ. ეს ჯგუფი ქვეყანას არ მართავს ინსტიტუტებით. არ არსებობს გადაწყვეტილებების მიღების ინსტიტუციური ფორმები, რაც არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ეს ჯგუფი ქვეყანას მართავს მენტალიტეტით, რომლის შედარება შეიძლება კრიმინალურ მენტალიტეტთან. ინტერვიუს მიზანი, ალბათ იგივე იყო, რაც დაიწყო 13 მარტს - რომ საზოგადოებაში დანერგონ შიში ისევ რუსეთის ფედერაციიდან მოსალოდნელი საფრთხისა. დანერგონ შიში, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მხოლოდ ამ ხელისუფლებას შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება. არადა, პირიქით, სწორედ ეს არის იმ პროპაგანდისტული ჩანაფიქრის გაგრძელება, რაც 13 მარტს „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტით დაიწყო და სწორედ ეს ხელისუფლება ქმნის ქვეყნაში დესტაბილიზაციის გაჩენის საფრთხეს“. „საქართველოს ეს ვალდებულება აღებული აქვს არაერთხელ და მათ შორის, აღებული გვაქვს ომის შემდგომ დადებული დოკუმენტის ხელმოწერით. თავდაუსხმელობის კიდევ ერთხელ დადასტურება აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი იქნებოდა. მე ვეთანხმები იმას, რომ რუსეთის ფედერაციასაც აქვს ვალდებულებები, რომელიც უნდა შესრულდეს და ეს მუდმივად უნდა იყოს განხლივის საგანი ნებისმიერ ფორმატში. მაგრამ თავად სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა რეალურად აღდგეს და დავიწყოთ საუბარი არა წინაპირობით, რომ ჯერ გაიყვანოს ჯარები და მერე დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს არ არის სწორი“. „სწორი არის ის, რომ ჯერ დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა, გავაჩინოთ ნდობა და შემდეგ გადავიდეთ ისეთ მწვავე პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ტაქტიკაც არასწორია. ანტაგონიზმის გაზრდა და გაძლიერება რუსეთის ფედერაციას და საქართველოს შორის ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროპულ სტრუქტურებში ბევრად უფრო ართულებს და აზიანებს. ქვეყანამ დაკარგა საინვესტიციო გარემო და ეს ვითარება უარესობისკენ დღითიდღე იცვლება იმიტომ, რომ ჩვენ ტერიტორიაზე ასეთი ნაღმებია ჩადებული და არ არსებობს პოლიტიკური მოლაპარაკებების ნება. ჩვენ ვერ განვვითარდებით ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად, თუკი არ დავიწყეთ რუსეთთან მოლაპარაკება“. „აქედან გამომდინარე, მართლაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება. მაგრამ ეს მოლაპარაკება უნდა ხდებოდეს ხელისუფლებებს შორის. ხალხის მანდატით აღჭურვილ ხელისუფლებების შორის და როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ“. „მე ვმუშაობდი დოკუმენტზე, რომელზეც ხელი უნდა მოგვეწერა აფხაზურ და ქართულ მხარეებს. ეს იქნებოდა ორი მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც სამართლებრივად, საერთაშორისო ნორმების თვალსაზრისით სტატუსს საფრთხის და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.. ჩვენ ეს ნაბიჯი რომ გადაგვედგა 2005 წელს, როდესაც ეს დოკუმენტი მოვამზადეთ, ან თუნდაც 2008 წელს, როდესაც ამ დოკუმენტს დავუბრუნდით, ჩემი აზრით, მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ თავიდან აგვეცილებინა სამხედრო კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან.... ხელისუფლებას არა აქვს ხედვა, როგორ უნდა უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება და როგორ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარება. ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება, განახორციელოს დემოკრატიული ინსტიტუციური რეფორმები ჩვენს ქვეყანაში. ეს ხელისუფლება არის წარსულის ხელისუფლება და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ არჩევნების გზით შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება და გავაგრძელოთ აღმშენებლობა“. View the full article
  21. 18 აპრილს ახალგაზრდა რესპუბლიკელების საგანმანათლებლო პროექტის „დემოკრატიის სკოლა 2010“-ის ფარგლებში ექსპერტმა, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ პირველი სალექციო დღე გამართა სტუდენტებთან. ლექციის თემა „კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმი“ იყო. ვახტანგ ხმალაძემ კონსტიტუციებზე, კონსტიტუციონალიზმის იდეაზე, ისტორიაზე, კონსტიტუციონალიზმის ქართულ თუ უცხოურ გამოცდილებაზე ისაუბრა. View the full article
  22. ბიშკეკში არეულობები გრძელდება. ქალაქის ერთ-ერთ შემოგარენში დღეს მომხდარ შეტაკებას, წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი ესმხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, შეტაკება მიწის ნაკვეთის მეპატრონეებსა და იმ ადამიანებს შორის მოხდა, რომლებიც მიწის მიტაცებას ცდილოდნენ. View the full article
  23. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში მყოფი პირები, რომელთაც მეურვე არ გააჩნიათ, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებით ისარგებლებენ. მოქმედი კანონმდებლობით, სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ პირებს პენსია არ მიეცემათ. View the full article
  24. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მათიას ეორში და დევიდ უილშაიერი დღეს მოსკოვს ეწვევიან. რუსული მედიის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს მომხსენებლები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს, ფედერაციის საბჭოს წევრებს View the full article
  25. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს გაეროს 64-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ალი ტრეკის შეხვდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვაშაძემ უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები View the full article
×
×
  • შექმენი...