planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი Doin.ge-დან “მათემატიკა მხოლოდ ჰიპოთეზების გამო მიყვარს. წარმოიდგინეთ – ამტკიცებთ, რომ მაგალითად “პარალელური წრფეები ერთმანეთს არ კვეთენ” და კაციშვილს არ უჩნდება სურვილი, შეგეწინააღმდეგოთ” - ”რას იტყვის ხალხი”-ს ფობიით შეპყრობილი ფილოლოგი. შეუძლებელია ისეთი რამე დაწერო, რაზეც ყველა უსიტყვოდ დაგეთანხმება. სულ მინიმუმ იმიტომ მაინც, რომ ამის გაკეთება თვით ღმერთმაც კი ვერ მოახერხა და მოსეს “ალპინისტური შესაძლებლობები” კაცობრიობის დიდმა ნაწილმა მცნებების რღვევით მთლიანად წყალში ჩაყარა. მიხვდებოდით, რომ დილეტანტურ-თეოლოგიური ფილოსოფია დასაწყისში ტყუილად არ მომიტანია. ამის გამო, ”ზეგარდმო მადლით მოსილი იდეებიდან” ისეთ ყოფიერ საკითხებზე თუ გადავინაცვლებთ, როგორიც “ნიჭიერის” დასკვნითი ნახევარფინალია, შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი ვნებათა-ღელვის ფონზე ჩაიარა. ვნების ტალღები კი ისეთი რამ არის, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანისათვის ვნების მოტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გადაცემა ბოლო დროს გავრცელებული აქსიომების ფონზე განმეხილა და მათი ჰიპოთეზებად ქცევა, ან, უარყოფა მეცადა: http://i058.radikal.ru/1004/f9/a8448503823c.jpg აქსიომა # 1: “მარიამ ფაჩულია ძალიან საყვარელი, ნიჭიერი ბავშვია და შემდეგ ეტაპზეც სამართლიანად გადავიდა” როგორც ილია იტყოდა, “ერთი უცნაური ზნე გვჭირს ქართველებს”. თითქმის ყოველთვის გვგონია, რომ ჩვენს ერთ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოება ჩვენ გარეშე, ისედაც ყოველთვის იმას აირჩევს, ვინც გვინდა. თუმცა, უცნაური ზნე მხოლოდ ერთი რომ იყოს, კიდევ არაფერი. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ მყისიერად ვიწყებთ “მოთქმას ხმითა თავ-ბოლო ერთი”, რომლის თავიც და ბოლოც მომხდარის მიზეზების სხვებისათვის გადაბრალებაა. ასეთ დროს კრიტიკის ქარცეცხლში ხშირად ისინიც ხვდებიან, ვისაც ამ მიზეზებთან საერთო არაფერი აქვთ და დომინირებს ფრაზები: “ოჰ, ეს საზიზღარი ჟიური; გაგიხმათ ხელი (ან უკიდურეს შემთხვევაში “ენა”-ც), ხალხი კი არა, ბრბოა” და ა.შ. http://i081.radikal.ru/1004/5c/1c265324c5b7.jpg ვისაც კლავიატურა ჰქონდა და არ დაეზარა, უმეტესობამ აღნიშნა, რომ მარიამს თვით უსამართლობამ “დაუმესიჯა” და თავისი უდიდესი ანგარიშით ყველა სხვა მიწიერის სატელეფონო ბალანსი გადაფარა. ისიც თქვეს, რომ “ანა-ბანაში” მყოფ ბავშვებს სიმღერის ანა-ბანა უკეთესად ესმით და მარიამი “ბასტი-ბუბუ”-ში უნდა მისულიყო. ხოლო, ვისაც საქართველოში მცხოვრები ყველა მოგვარე ერთმანეთის ნათესავი ჰგონია, იმას ამერიკაში მყოფი ერთი კალათბურთელიც გაახსენდა. თუმცა, რა თქმა უნდა, “მჯობზე მჯობით წყურვილის მოუკვლელობის” ანდაზის მიხედვით, მაგალითად, ფიზიკაში აინშტაინი რეზერფორდზე უფრო ნიჭიერი თუ იყო, ეს რეზერფორდის უნიჭობაზე სულაც არ მეტყველებს. ამასთან, ზოგმა ისიც გადაწყვიტა, რომ მარიამი დედის არყოლით მანიპულირებდა. საერთოდ, “მანიპულირება” ამ შემთხვევაში ძალიან უხეში სიტყვაა და მიუხედავად იმისა, რომ “ნიჭიერში” “moneyპულირების” მიზნით ხშირად ამოტივტივდება, ამ ნომრის შეფასებისას, რთულია, იგივე სიტყვა გამოიყენო. ისე, თუკი ადამიანი ახერხებს იმას, რომ თავისი გამოსვლით პოტენციურ და მოსალოდნელ ფავორიტზე მეტი ხმა შეაგროვოს, ალბათ, ესეც უკვე თავისებური ნიჭია. აქსიომა # 2: “პარკურიც კი კარგი იყო, მაგრამ მოზაიკა ხუთეულში მაინც რატომ არ დაასახელეს? საკითხისადმი სპირიტუალური მიდგომა არასოდეს მიყვარდა, ამიტომ ვერ ვიტყვი იმას, იამაყებდა თუ არა ჯექსონი, ცოცხალი რომ ყოფილიყო და ”მოზაიკის” ცეკვა ენახა. კაცია და გუნება, ბოლოსდაბოლოს. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან (უფრო სწორად, შესახედიდან) შევაფასებ, რომ ამ ჯგუფის ნომერი “ილია და მის უკან მდგომი სარკეები”-თ დაგვესათაურებინა. მართალია, ზედმეტი გამოყენებისგან ეს ”კარგი სინქრონიც” უკვე ძალიან გაიცვითა, მაგრამ მაინც არ შემიძლია, რომ ამ შემთხვევის აღსაწერად ეს არ აღვნიშნო. (აქვე დავსძენ იმასაც, რომ ილიას ძმაკაცი არ ვარ) http://i070.radikal.ru/1004/45/1f049b1161c5.jpg “პარკურის” გადაფრენისას, ერთადერთი რაც ვერ გავიგე ნომრის “პროფილის” მუსიკით დაწყება იყო. შეიძლება იმიტომ, რომ პირველი ეფექტური გამოსვლის შემდეგ რაღაც “ზე”-ს ველოდი. პრინციპში, ამისი მიზანი თუ მაიას ჩამოდნობა და მისი მზერის გაღიმილიანება იყო, მაშინ ყველაფერი გასაგებია. ფაქტი ერთია, პარკური მოზაიკაზე არანაკლებ ეფექტური გამოდგა და იმაზე მსჯელობა, თუ რომელი უფრო მეტად იმსახურებდა გადასვლას, სჯობდა კვირის განმავლობაში ცოტა მეტ “მესიჯში” გადაზრდილიყო, რაც ყველანაირ კამათს მარტივად გადაჭრიდა. რა პრინციპით გადაწყდა ხუთეულში ერთ-ერთის შეყვანა ჟიურის და მათი ნაცნობების, ან, მათი ნაცნობებისა და ჟიურის გარდა არავინ იცის. სიტუაციამ, თავისი სიმძაფრით, ბურიდანის ერთი ცნობილი ექსპერიმენტის პირობა მომაგონა, როდესაც ორი თივის ზვინს შორის მყოფი მშიერი ვირი მათ შორის არჩევანის გაკეთების პროცესში, შიმშილით განიგმირა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ორ კარგს შორის საუკეთესოს ამორჩევა ყოველთვის ძნელია და ჟიურისაც ეს გადაწყვეტილება “ცივ გონებაზე” უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი კონკურსანტი მის წევრთა ჰოროსკოპების იმდღევანდელი პროგნოზის საშუალო არითმეტიკულით უნდა გადაეყვანათ. პარკური უბრალოდ უფრო იღბლიანი აღმოჩნდა. აქსიომა # 3: “ფსიქოლოგიურად დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი რაიმეს პრეზენტაციას აკეთებს, 7 წუთის შემდეგ მას უკვე ნაკლებად უსმენენ” ფსიქოლოგებმა უნდა აღიარონ, რომ რობაქიძესთან ბრძოლაში იოლად დამარცხდნენ. ილუზიასთან შეჭიდებისას მაყურებელიც დამარცხდა, მაგრამ სასიამოვნოდ. მთავარი ფაქტორი, რამაც ერთადერთი უეჭველი აზრი: “ილუზიონისტმა ფინალი ნამდვილად დაიმსახურაო” განამტკიცა, იუმორისა და შოუს შექმნის დიდი ნიჭია (he did it). რა თქმა უნდა, შესაშური უნარია, რომ მაყურებელი “მაჩვების” საშუალებით much web-ში (ილუზიის უფრო მეტ ქსელში) რაც შეიძლება მეტად გაახვიო. http://s49.radikal.ru/i123/1004/2b/ed125237d5c2.jpg არ გამიზომია ზუსტად რამდენი წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც რობაქიძე სცენაზე შემოვიდა და ბანქოს ქაღალდები როგორც “პოტენციური დაბრკოლება” წიქარაზე მჯდომი ბიჭივით უკან გადაყარა, მაგრამ ფაქტია, რომ შვიდი, რვა, ცხრა,ათი და… (თვლა მილიონამდე ვიცი) მეტი წუთიც რომ ყოფილიყო, ალბათ (კარგი სიტყვაა, ყოველთვის გაზღვევს ხოლმე) არ მომწყინდებოდა. აზრი # 1: “ის ორი, ან, შავი კაცი ვინღა იყო, ჰა?” ლათინური ცეკვების შესახებ საუბრისას, გეგამ სრულ დაბნეულობაში ჩამაგდო. წინა გადაცემაზე, აკა და გვანცას შეფასებისას, მან ჭიათურელმა წყვილმა მათზე უკეთესად იცეკვა. სოფოსა და ლევანის წყვილის შეფასებისას კი ისინი წინა ორი წყვილის ტოლფასად გამოაცხადა. მათემატიკურად რომ ვთქვათ, პირველი მეტი იყო მეორეზე (I > II) და მესამე პირველ ორს არც აღემატებოდა და არც ჩამორჩებოდა (III = II = I). თუმცა, მათემატიკურადვე თუ დავფიქრდებით, მსგავსი რამ ყველანაირად შეუძლებელია. (ეს ისე, ციკლიდან “მე ინტრიგანობის პოტენციალი მაქვს”) http://s54.radikal.ru/i143/1004/f7/7cfb1d4cc240.jpg ორი რამ მომხვდა თვალში: მოცეკვავეთა სიშავე (რაც ვიცი, რომ მიღებული და კარგია. უბრალოდ თვალს ხვდება) და კარგად შესრულებული ცეკვა. ამასთან, ვერ მივხვდი, თუ რატომ უნდა მიაქციო ყურადღება მოცეკვავე ადამიანებს პირზე, როცა ეს ორგანო ცეკვაში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ მონაწილეობას იღებს. არაბულ ცეკვას რაც შეეხება. მის შესახებ დადებითი აზრი და სიმპათია, რომელიც შესარჩევ კონკურსზე გამიჩნდა, ამ გამოსვლის შემდეგ მხოლოდ გაიზარდა და ელენე ფინალშიც რომ გადაეყვანათ, ალბათ სრულ(წლოვან)ყოფილების ასაკსაც მიაღწევდა. ჰო, და, კიდევ არაბული სამყაროს ილუსტრირებისათვის გამოყვანილ დამატებით კონკურსანტებზე “ორი კაცი რაღა საჭირო იყო. ჰა?” დამოკიდებულებაც ვერ გავიგე კარგად, სიმართლე რომ ვთქვა. აქსიომა # 4: “მაგდა ნიკოლეიშვილი გულნაზ გოლეთიანზე ნაკლები არაფრით ყოფილა”. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ფინალში გულნაზ გოლეთიანია და არა მაგდა ნიკოლეიშვილი სწორედ ის პრეისტორიაა, რომელსაც მავანნი თავშიხსენებულ “მანიპულირებას” უწოდებენ. ჩვენ “გაგვიპიარეს” გულნაზ გოლეთიანი, მოაყოლეს ისტორია, გაგვიჩინეს რაღაცნაირად თბილი დამოკიდებულება (კარგადაც იმღერა, რა თქმა უნდა), რაც მაგდა ნიკოლეიშვილის შემთხვევაში არ ყოფილა. ეს იყო და ეს. აზრი # 2: гиро – герой с гирой http://s52.radikal.ru/i136/1004/c9/6013d6e149cc.jpg აი, ასე… დაეფსოს ახლა ბერძნულ მითოლოგიას, ან, მასში მყოფ ციკლოპს ის ერთადერთი თვალი, საუკუნეების მანძილზე ჰერაკლესა და ატლანტის (დედამიწა რომ ეჭირა) დიდი მონდომებით რომ გვაშურინებდა (ახალი სიტყვაა). არ ვიცი, თორმეტი გმირობა ჰერაკლეს მსგავსად გიროსაც თუ აქვს ჩადენილი, მაგრამ მან თუ მოინდომა და საყრდენი წერტილი მისცეს, იქნებ არქიმედეს ერთი ცნობილი სურვილიც განახორციელოს. სხვა ძალოსნებთან შედარებით ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო (“ერთ-ერთის” გარეშე თუ არა) ნომერი იყო და მიუხედავად იმისა, რომ დროში ცოტათი გაიწელა, ფინალს ისიც არანაკლებ იმსახურებდა. რას გვეკითხება ამოცანა: ძნელია ისეთი რაიმე დაწერო, რაზედაც ყველა უსიტყვოდ დაგეთანხმება… …ვნების ტალღები კი ისეთი რამ არის, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანისათვის ვნების მოტანა შეუძლია… სწორედ ამიტომ, პოსტის წერისას, მე ორი აქსიომის/აზრის გადმოცემის მომენტში გულწრფელი არ ვიყავი და თუ რომელი იყო ეს ორი აქსიომა, ყველამ თავისი დამოკიდებულების მიხედვით გადაწყვიტოს… nichieri.ge
-
ალიანსის საქართველოსთვის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სოზარ სუბარი და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფო ხორგუანი დღეს ფონიჭალის მოსახლეობას, მათ შორის ადგილობრივ აზერბაიჯანელებს შეხვდნენ. კანდიდატმა ხალხის პრობლემები უნდა იცოდეს, რათა მათი გადაჭრა შესძლოს. ამ მიზნით ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ალიანსის პროგრამებს ვაცნობთ და მათ პრობლემებს ვისმინეთ , - განაცხადა ალიანსის კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფო ხორგუანმა. View the full article
-
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ხვალ საგამოფენო ცენტრ Expo Georgia -ში კავკასიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას გახსნის. როგორც პირWელს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა საქართველოში უკვე მე-12 წელია, იმართება და მასში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა View the full article
-
როგორც იცით, ყოველი ნახევაფინალის წინ ამ ბლოგზე იდებოდა ხოლმე იმ ნახევარფინალში მონაწილე კონკურსანტების შესახებ მოკლე ინფორმაციული პოსტები. ფინალისთვის გადავწყვიტეთ თქვენ, მაყურებლებს (და ამ ბლოგის მკითხველებს) მოგცეთ საშუალება, თავად დაუსვათ კითხვები თქვენს ფავორიტ ან ნაკლებად ფავორიტ ფინალისტებს და გაიგოთ მათგან ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. თქვენს მიერ გამოგზავნილ კითხვებზე პასუხებს კი მომავალ კვირას, ფინალის წინ გამოვაქვეყნებთ. შეგახსენებთ “ნიჭიერის” ფინალისტებს: 1. გულნაზი გოლეთიანი 2. ლევან შავაძე 3. Next Level 4. მარიამ კახელიშვილი 5. ბაბი და მარი 6. ანა ხანჩალიანი 7. გუგა ჭყონია 8. პარკური 9. დათო რობაქიძე 10. მარიამ ფაჩულია 11. ვერკა და გიორგი 12. ავთო ნაცარაშვილი კითხვები შეგიძლიათ დაწეროთ აქ, კომენტარებში, ან გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მიუთითეთ, ვის უსვამთ კითხვას, მაგალითისთვის: დათო რობაქიძეს – როგორი გოგოები მოგწონს? Next level-ს – ახალ წევრებს თუ იღებთ ჯგუფში? კითხვების რაოდენობა შეზღუდული, რა თქმა უნდა, არ არის. იკითხეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. ყველა კითხვა აუცილებლად მივა ადრესატამდე. : ) nichieri.ge
-
http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9CH0uGV8-I/AAAAAAAADlo/P16t2GGEbuc/s200/hends_fight.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს ქ.ზუგდიდში მცხოვრები, 1974 წ.დ დათიკო წურწუმია, რომელიც ეჭვმიტანილია 2010 წლის 16 აპრილს, ქ.ზუგდიდში მდებარე, მაცხოვრის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრიდან საღვდელთმთავრო ნივთების, ჯვრების და სხვა საეკლესიო ნივთების ქურდობაში. მოპარული ნივთები აღმოჩენილი იქნა ქ,ზუგდიდში სასაფლაოს მიმდებატრე ტერიტორიაზე. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/1267845_20100422205057-150x150.jpgსომხეთი თურქეთთან მოლაპარაკების პროცეს აჩერებს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა დღეს სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა. როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი ერევნიდან იუწყება, აღნიშნულ სატელევიზიო მიმართვას სომხეთის მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა ელოდა. გამოსვლისას სარქისიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი წყვეტს თურქეთთან ურთიერთობას ვინაიდან სომხეთი არ აპირებს თურქეთის თამაშის წესები მიიღოს. სარქისიანმა ხელი მოაწერა თურქეთთან მოლაპარაკებებს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. “მანამდის ვიდრე თურქეთი მზად არ იქნება ვითარების ნორმალიზაციისკენ მიმართული სომხეთი არ აპირებს ამ დიალოგის აღდგენას ვინაიდან, ამას არავითარი აზრი არ აქვს.”-განაცხადა სერჟ სარქისიანმა. როგორც ცნობილია, თურქეთსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები ერთი წელია გრძელდება, თუმცა ამ მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგი არ გამოუღია. იხილეთ epn.ge
-
23 აპრილს, 08:00 საათზე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში თანამშრომელთა ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება. 23 აპრილს, 10:00 საათზე, სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში ბუკინისტური ბაზრობა მოეწყობა. 23 აპრილს, 10:00 საათზე, სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გამოიფინება წიგნის თემაზე შექმნილი ფოტონამუშევრები და პოსტერები, რომლებზეც გამოსახული იქნება ბესთსელერების ყდები. 23 აპრილს 10:00-საათზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ართვინის #53-ში (საბჭოს მოედანი) მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდება 23 აპრილს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 134 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თსუ-ის I კორპუსის ეზოში, ივანე ჯავახიშვილის საფლავის გვირგვინით შემკობის ცერემონია გაიმართება. 23Kაპრილს, 10:40 საათზე, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი კავკასიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას გახსნის. 23 აპრილს, 12:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ისან–სამგორის რაიონის გამგეობის წინ ბრიფინგს გამართავს. 23 აპრილს, 12:00 საათზე, სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში “ცოცხალი ბიბლიოთეკა” მოეწყობა. 23 აპრილს, 12:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი პარტიის ოფისში მედიის წარმომადგენლებისთვის ტრადიციულ “მედიამაგიდას” გამართავს. მის: ი. აბაშიძის #54 23 აპრილს, 12:00 საათზე, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალ აშენებულ ხიდთან) მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური და მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე,ასევე, ჩუღურეთის რაიონის მაჯორიტარობის კანდიდატი ლევან როინიშვილი ჯანდაცვის თემაზე პრესკონფერნციას გამართავენ და საარჩევნო პროგრამას წარადგენენ. 23 აპრილს 12:00 საათზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიული სწავლების ცენტრ “სპექტრში” ახალ სადურგლო საწარმოს გახსნის. მის: თბილისი, ჭიჭინაძის #10 (აფრიკის დასახლება) 23 აპრილს, 12:00 საათზე, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში, “საქართველოს პრესის ასოციაცია” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: `პრესის თავისუფალი გავრცელების გარანტიები”. მის: ჭოველიძის #10 23 აპრილს, 12.00 საათზე, ქუთაისში, ბიომეტრული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება. მის: სადგურის მოედანი #3ა 23 აპრილს, 12:30 საათზე, ბალი FLAშH MOB-ს წარმოადგენს. მის: ჭავჭავაძის #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 აპრილს 13:00 საათზე პრაიმ თაიმის პრესკლუბში “სახალხო დემოკრატების” ლიდერთან ნიკა ივანიშვილთან შეხვედრა გაიმართება. 23 აპრილს, 13:00 საათზე, პარტია ~მომავალი საქართველოს~ ლიდერი გიორგი ლაღიძე გია გაჩეჩილაძესთან (~უცნობი~) დაკავშირებით პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მის: აკაკი ხორავას ქ. #9 23 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ”დარვინის დღე” აღინიშნება. მის: ჩოლოყაშვილის ქ. #3, გ კორპუსი 23 აპრილს, 13:00 საათზე, `ქართული დასის~ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია საქართველოს პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: `საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების უდროოდ შეწყვეტა~. 23 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 23 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის სტაჟიორები ქალაქის გამწვანებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. ბოგდან–ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე სკვერი 23 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხთა, საკანონმდებლო ხელისუფლების საკითხთა და აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთა სამუშაო ჯგუფების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. 23 აპრილს, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი გამოკვლევის – “მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში: სასურველი და მიღწეული. საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა ”ბარომეტრი 2009” შედეგების პრეზენტაციას გამართავს. სასტუმრო “თბილისი მარიოტი” 23 აპრილს, 14:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ოფისში თემურ შაშიაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს, რომელზეც “თეთრები” წარმოადგენენ “მხილების მუზეუმისთვის” მომზადებულ მამხილებელ დოკუმენტს პატარკაციშვილი – კოდუას გახმაურებული ვიდეოჩანაწერის შესახებ. მის: ღამბაშიძის #4 25 აპრილს, 14.00 საათზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგნიზებით, თბილისის #142 საჯარო სკოლაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფრენბურთის ტურნირის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება. მის: თემქის III მ/რ, II კვარტ. 23 აპრილს 16:30 საათზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები კონრად ადენაუერის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სკოლის მსმენელებს შეხვდება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 23 აპრილს 18:00 საათზე, მაღაზია “პარნასში”, ინგა გოგუაძის პოეზიის კრებულის პრეზენტაცია და გიტარის თანხლებით ლიტერატურული საღამო გაიმართება.მის: პუშკინის #10 23 აპრილს, 18:00 საათზე, სამედიცინო უნივერსიტეტის `ცისფერ დარბაზში~ პოეზიის საღამო გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://i.ytimg.com/vi/LTCg_Y-LPwE/2.jpgVideo: Temur Tsiklauri - Nikalas aria 5 Added by user: Admini Date: 22.04.2010 (9:26) Description: სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/wFLztzrIdQ0/2.jpgVideo: Temur Tsiklauri - Nikalas aria 4 Added by user: Admini Date: 22.04.2010 (9:24) Description: სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/Ahhy1f41-SU/2.jpgVideo: Temur Tsiklauri - Nikalas aria 3 Added by user: Admini Date: 22.04.2010 (9:23) Description: თემურ წიკლაური - ნიკალას არია<br> სრულად
-
ალიანსის საქართველოსთვის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სოზარ სუბარი და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფო ხორგუანი დღეს ფონიჭალის მოსახლეობას, მათ შორის ადგილობრივ აზერბაიჯანელებს შეხვდნენ. კანდიდატმა ხალხის პრობლემები უნდა იცოდეს, რათა მათი გადაჭრა შესძლოს. ამ მიზნით ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, View the full article
-
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ხვალ საგამოფენო ცენტრ Expo Georgia -ში კავკასიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას გახსნის. როგორც პირWელს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა საქართველოში უკვე მე-12 წელია, იმართება და მასში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა View the full article
-
თელავის რაიონის დაბინძურებული სანიაღვრე არხები და ხევები ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას ქმნის. როგორც პირWელს რადიო ჰერეთიდან აცნობეს, თელავის რაიონის სანიაღვრე არხები წლების განმავლობაში არ გაწმენდილა და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად რაიონში ეპიდემიის გავრცელების საშიშროება იზრდება. View the full article
-
რუსთავის მაცხოვრებლებს სილქნეტის ტელეფონის დადგმა 30 ლარად შეუძლიათ. როგორც პირWელს კომპანია სილქნეტიდან აცნობეს, კომპანია სილქნეტი რუსთავში წამახალისებელ აქციას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც კომპანიის ფიქსირებულ ქსელში ჩართვა რუსთავის აბონენტებს 30 ლარად შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის აპრილიდან კომპანია სილქნეტის View the full article
-
თბილისის თოჯინების მუზეუმი ხვალ მაყურებელს თოჯინა შირლის დაბადების დღეზე ეპატიჟება. მუზეუმის ბინადარი თოჯინა შირლი 1930-იანი წლების ამერიკელი კინოვარსკვლავის შირლი ტემპლის პროტოტიპია. ამდენად, მუზეუმმა თოჯინის დაბადების დღედ ცნობილი კინოვარსკვლავისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღე შეარჩია. View the full article
-
კონსერვატორები გასული წლის ზაფხულში პარტიის ლიდერების კახა კუკავასა და ზვიად ძიძიგურის რუსეთში ვიზიტის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. როგორც პირWელს კონსერვატორების პრეს-სამსახურში განუცხადეს, გასული წლის ზაფხულში პარტიის ლიდერების მოსკოვში ვიზიტის შესახებ მოსკოვში მცხოვრები ქართველის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება . View the full article
-
სომხეთი თურქულ-სომხური მოლაპარაკების პროცესს ტოვებს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა. თურქეთი არ არის მზად პროცესის გასაგრძელებლად და მიღწეული შეთანხმებების წინაპირობების გარეშე შესასრულებლად. ცნება თურქულ-სომხური ურთიერთობების გონივრულ ვადებში დარეგულირება დასრულებულია, View the full article
-
რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ ხუბუტიას რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებული კონგრესი კრიმინალი ბავშვების შეკრებას აგონებს. აღნიშნულ კონგრესზე დასწრება სხვა არაფერს მაგონებს, გარდა კრიმინალი ბავშვების შეკრებისა. წარმოუდგენელია, კაცი საქართველოს პრეზიდენტი რუსეთიდან გახდეს. View the full article
-
რუსეთი ფრანგული ვერტმფრენმზიდის მისტრალის შესყიდვის შემთხვევაში მას სავარაუდოდ, სევასტოპოლში განათავსებს. ამის შესახებ რუსული გაზეთი იზვესტია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ვიქტორ იანუკოვიჩისა და დიმიტრი მედვედევის მიერ გუშინ ხარკოვში მიღწეული შეთანხმებისადმი მიძღვნილ მასალაში წერს, რომლის თანახმად, View the full article
-
სოზარ სუბარი და სოფიო ხორგუანი ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდნენ „ალიანსი საქართველოსთვის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სოზარ სუბარი და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ფონიჭალის დასახლებაში მოსახლეობას, მათ შორის აზერბაიჯანელ მოსახლეობას, შეხვდნენ. შეხვედრები სოფელ ფონიჭალის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიასა და აზერბაიჯანულ სკოლასთან გაიმართა . სოფიო ხორგუანმა განაცხადა: „კანდიდატმა უნდა იცოდეს ხალხის პრობლემები, რათა შემდეგ მათი გადაჭრა შეძლოს. ჩვენ მოსახლეობას ვუსმენთ და ირაკლი ალასანიასა და ალიანსის პროგრამებს ვაცნობთ“. სოზარ სუბარი: „სოფიო ხორგუანი ძალიან აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში და მას კრწანისის რაიონში ყველა ოჯახი იცნობს. თუკი აქამდე სოფიომ იცოდა ყველა უფლებადარღვეული პირის ბიოგრაფია საქართველოში, ახლა მან უკვე იცის, ვის რა პრობლემები აქვს ამ ოლქში - ეს იქნება სოციალური თუ ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ. სოფიო მართლაც ცდილობს ყველას დაეხმაროს ამ პრობლემების მოგვარებაში“. View the full article
-
22 აპრილს „ახალგაზრდა რესპუბლიკელების“ საგანმანათლებლო პროექტის „დემოკრატიის სკოლა 2010“-ის ფარგლებში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა და ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა პირველ ჯგუფთან შეხვედრა გამართა. ლექციის თემა იყო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მშვიდობიანი მოგვარება ამ პრობლემის ერთადერთ ალტერნატივად განიხილება. შეხვედრაზე საუბარი აფხაზური ენის, აფხაზების ინტეგრაციის და სხვა მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზეც შედგა. პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების კიდევ ორ ჯგუფს შეხვდება. View the full article
-
პარლამენტის წინ კვლავ გაიმართა აქცია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. ამჯერად ყურადღება გამახვილდა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ და გახმაურებულ მკვლელობებზე და შეკრებილებმა ამ საქმეების გამოძიება მოითხოვეს. ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა: „დავით აღმაშენებლის სიტყვები უნდა გავიმეორო - „არცა ძაღლისა კუდი განისწორების და არცა კირჩხიბი მართლად ვალსო“. ასეა ამ ხელისუფლების საქმე. ესენი კანონის ფარგლებში არასდროს ჩასხდებიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გასათავისუფლებლად და ამავდროულად უნდა ვიბრძოლოთ ამ ხელისუფლების შესაცვლელად. ეს ხელისუფლება დღესაც აგრძელებს ადამიანების დევნას პოლიტიკური ნიშნით“. საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ქრისტიან-დემოკრატების გარდა ყველა ოპოზიცური პარტიის ლიდერმა მიიღო. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/rustavismeria4-150x150.jpg რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი „ნერვიული დაავადებებით დაავადებული ბავშვების მშობელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა ასოციაცია უკვე ერთი წელია, გაეროს ბავშვთა ფონდის (NICE) და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ახორცილებს პროექტს–„მშობლის ოთახი“. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის უფასო ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს ითვალისწინებდა. კონსულტაციებს მოწვეული ექსპერტები: სპეციალური პედაგოგი, თერაპევტი, არტთერაპევტი, ფსიქოლოგი და ფიზიოთერაპევტი უზრუნველყოფდნენ. ჯგუფური კონსულტაციების შედეგად მშობლები იღებდნენ იმ ინფორმაციას და ცოდნას, რის საფუძველზეც საშუალება ექნებათ ხელი შეუწყონ საკუთარი შვილების უნარების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციას. შეხვედრისას, ქალაქის მერი პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს გაეცნო, ასევე გადაწყდა პროექტის 3 თვით გახანგრძლივების საკითხი. ქალაქის მერის განცხადებით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა განვითარებისთვის და მათი საზოგადეობასთან ინტეგრაციისთვის. „ჩვენ შევთნახმდით, რომ თუკი იქნება კონკრეტული წინადადებები და საჭიროება და წარმოდგენილი იქნება მცირებიუჯეტიანი პროექტები, ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერისთვის. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუცილებლად გამოვნახავთ ფინანსურ სახსრებს მათი სრული დაფინანსებისთვის“, – განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა. ასოციაციის თავმჯდომარემ ქეთევან დურგლიშვილმა რუსთავის მერს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili28-150x130.jpg პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ხვალ პატარკაციშვილი – კოდუას გახმაურებული ვიდეოჩანაწერის შესახებ დოკუმენტურ მასალას წარმოადგენს. პარტიის ოფისში დაგეგმილ საგანგებო ბრიფინგზე შაშიაშვილი ჟურნალისტებს “მხილების მუზეუმისთვის” მომზადებულ მამხილებელ დოკუმენტს წარმოადგენს და ინფორმაციას გაავრცელებს თუ ვინ გააკეთა ცნობილი ვიდეოჩანაწერი. საგანგებო ბრიფინგი “თეთრების” ოფისში ხვალ 14:00 გაიმართება. იხილეთ epn.ge