Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ყურმანბეკ ბაკიევს პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ თხოვნა გეგმებში არ აქვს. არცერთი ქვეყნისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას არ ვაპირებ, საკითხი ასე არ დგას , - განაცხადა ბაკიევმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ არეულობების შემდეგ ბაკიევმა ყირგიზეთის ტერიტორია დატოვა და ყაზახეთში გაფრინდა, View the full article
  2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 134 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილეს ფარგლებში და წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება იმართება. დილით პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუიდენტებმა უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს. View the full article
  3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ვლადიმერ ჩაჩიბაიას აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად შესაძლო დანიშნვის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ამის შესახებ პირWელს ვაშაძის უწყების პრესსამსახურაში განუცხადეს. აღსანიშნავია, რომ გაზეთ რეზონანსის ინფორმაციით, View the full article
  4. ყურმანბეკ ბაკიევი მზადაა, ხელისუფლების ლეგიტიმურად ასარჩევად ყირგიზეთის სახალხო მთავრობასთან ითანამშრომლოს. როგორც ბაკიევმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუცილებელია პარლამენტის სამუშაო რეჟიმში დაბრუნება და ამისთვის ის უნდა გამომიყენონ. მე უნდა გამომიყენონ იმისათვის, რომ დროებითმა მთავრობამ ლეგიტიმურად დანიშნოს ხელისუფლება View the full article
  5. სიღნაღში დღეს ფოლკლორის ფესტივალი სხვა საქართველო სად არის გაიხსნა. როგორც პირWელს რადიო ჰერეთიდან აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც მიიღებენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რომლებიც საკუთარ ფოლკლორს წარმოგვიდგენენ. View the full article
  6. ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, რუსეთში არა მტრების, არამედ მეგობრების საძებრად ჩავიდა . ქართულ დიასპორას რუსეთში განვიხილავ როგორც ქართულ ლობს, რომელსაც შეუძლია საქართველოს გამთლიანებაზე მოლაპარაკებების წარმოება. ასეთ ძალას ვხედავ რუსეთში ქართულ დიასპორაში და ვაპირებ მათთან საუბარს და არა იარლიყების მიკვრას, View the full article
  7. დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ევაკუირებული მოსახლეობის საკვებითა და სასმელი წყლით მომარაგება დაიწყო. როგორც პირWელს რადიო ჰერეთიდან აცნობეს, შესაბამისი თანხები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამმართველომ გამოყო. ამ დროისთვის სოფელ ველისციხეში სიმშვიდეა. View the full article
  8. 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა. ეს თარიღი წიგნის დღედ პირველად ესპანელმა წიგნით მოვაჭრეებმა 1923 წელს აღნიშნეს და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს – 23 აპრილს – დაუკავშირეს. 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო (და არა საერთაშორისო, როგორც ამას ქართული მედია უწოდებს) დღედ გამოცხადდა. აღმოჩნდა, რომ 23 აპრილი უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა, ასევე – ვლადიმერ ნაბოკოვის დაბადების დღე. საქართველოში ეს დღე პირველად 2003 წელს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ინიციატივით აღინიშნა. აქცია სახელწოდებით „აჩუქე წიგნი“ ეროვნული ბიბლიოთეკის წინ, სკვერში აღინიშნა. იმავე დღეს გაიმართა ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიალი მთაწმინდის პარკში. 2003 წლიდან პრეზიდენტის განკარგულებით 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ – წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ – გამოცხადდა. ამ წერილის ფოტოდ გამოტანილია წიგნის დღის ვიდეორეკლამა, რომლის ავტორები გია ბუღაძე და ვანო კიკნაძე არიან. View the full article
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/0608cbee478a1d7f83a098f88956820d-150x150.jpgგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახლობლები და ოჯახის წევრები ერთმანეთს ეძებენ. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთიდან აცნობეს. ადგილობრივების თქმით, წუხელ ღამით, პანიკის შედეგად საცხოვრებელი სახლები ისე დატოვეს, რომ მობილური ტელეფონების აღებაც კი ვერ მოასწრეს. ველისციხიდან 600-მდე ოჯახია ევაკუირებული. მოსახლეობის ნაწილი თავს მეზობელ სოფლებში ნათესავებს აფარებს, ნაწილი კი სოფლის კულტურის სახლშია დაბანაკებული. ასობით ადამიანი ქუჩაშია და ახალი ინფორმაციის გაგებას ელოდება. სოფელში შსს-ს სპეცრაზმი და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. უსაფრთხოების მიზნით, მდინარე ჭერმის ხევის პირას მდებარე საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობას ამ დრომდე არ უშვებენ. შეგახსენებთ, რომ წვიმების შედეგად სოფელ ჭერმის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და შესაძლოა, რომ წყალი გადმოვიდეს და ველისციხეს გადაუაროს. ჭერმის წყალსაცავი 10 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 28 მ სიღრმისაა. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/200912241036-150x150.jpgმშრალ ხიდთან მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი სამი არასრულწლოვანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მათ შორის ყველაზე უმცროსი, 14 წლის ლუკა ბაკაევი ამ დრომდე იაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. დანარჩენი 2 მოზარდი კი პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია და მათი მდგომარეობა ქირურგიული ჩარევის შემდეგ შედარებით სტაბილურია. სამი არასრულწლოვანი ახალგაზრდა დაუდგენელმა პირმა მძიმედ დაჭრა. შემთხვევა თბილისში, მშრალ ხიდთან მოხდა. თვითმხილველების მტკიცებით, დამნაშავე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ეჭვმიტანილსა და არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი უცნობია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სამართალდამცველები 20-დან და 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ. თვითმხილველთა და დაზარალებულთა ჩვენების საფუძველზე შექმნილია ეჭვმიტანილის ფოტორობოტიც. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images19.jpegსოხუმის არაღიარებულმა რეჟიმმა აფხაზეთში საკურორტო სეზონისთვის მზადება დაიწყო. შესაბამისი დავალებები საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ეგრეთ წოდებული მინისტრთა კაბინეტის გაფართოებულ სხდომაზე გასცა. აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გაიხსნება ახალი ტურისტული მარშრუტები, ასევე მიმდინარეობს გზების შეკეთება და დამსვენებლების ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შეფასებით, აფხაზეთი ტურისტების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xachize11-150x150.jpgწყლის მოვარდნა დიდწილად იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი თუ გაწვიმდება და წყალსაცავში წყლის დონე აიწევს. ამის შესახებ კახეთში მყოფმა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ამ დრომდე სტიქიური უბედურების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო შტაბი მუშაობს. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში წყალდიდობის საფრთხის გამო, გვიან ღამით 700 – მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ჭერემისთავის წყალსაცავში წყლის დონის მომატებამ დამცავი ჯებირი დააზიანა და სოფელ ველისციხეს დატბორვის საფრთხე შეიქმნა. რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია საღამოს დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ველისციხელების ნაწილი მეზობელ სოფლებში ახლობლებთან, ზოგი კი, კულტურის სახლის შენობაში შეასახლეს. წუხელვე ველისციხეში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ჩავიდნენ. სოფლიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე ეაკუაციის შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი ხელოვნური წყალსაცავთან არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით ღამე გაემგზავრნენ და ამ დრომდე საფრთხის ადგილზე რჩებიან. “წყლის მოვარდნა დიდწილად იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი თუ გაწვიმდება და წყალსაცავში წყლის დონე აიწევს. წყალსაცავში არსებულ მდგომარეობას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან. გადატვირთული მოძრაობის მიუხედავად, თელავი – თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის საფთხე აღარ არსებობდეს”. – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ. მისივე თქმით, წყალსაცავი, რომელიც ველისციხეს დატბორვის საფრთხეს უქმნის, 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და 28 მეტრის სიღრმის არის. ჭერმის წყალსაცავთან უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ყველაფერს კეთდება, რომ წყალსაცავის ნელი რეჟიმით დაცლა მოხდეს. სოფელ ველისციხეში ამ დრომდე მობილიზებული რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველო. სოფელში სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/III_korp_big1-150x150.jpgწიგნის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტური კლუბი “ვიტამინი” დღეს, წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ღონისძიების ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში მოეწყობა ბუკინისტური ბაზრობა, ხოლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართება გამოფენა – გაყიდვა, სხვადასხვა გამომცემლობა წარმოადგენს საკუთარ გამოცემებს. ამასთან, სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყობა “ცოცხალი ბიბლიოთეკა”, სადაც წიგნები ადამიანები არიან, ხოლო მათი წაკითხვა ხდება საუბრის საშუალებით. ბიბლიოთეკაში “წიგნებად” მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები (გია მურღულია, მიხეილ ცაგარელი, ინესა მერაბიშვილი, ჯუმბერ ლეჟავა, დეფი გოგიბედაშვილი და სხვა). თითოეულ “წიგნს” ექნება თავისი სათაური და შინაარსი. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, “ცოცხალი ბიბლიოთეკა” საშუალება იქნება სტუდენტებისთვის, უფრო ახლოს გაეცნონ ლიტერატურას შიდა სამზარეულოს და ნახონ როგორ იწერება თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული წიგნები. ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გამოიფინება წიგნის თემაზე შექმნილი ფოტონამუშევრები და პოსტერები, რომლებზეც გამოსახული იქნება ბესთსელერების ყდები. მცირე დარბაზში მოეწყობა ფილმის ჩვენება და დისკუსია წიგნების დანიშნლებაზე თანამედროვე სამყაროში. საღამოს სამედიცინო უნივერსიტეტის “ცისფერ” დარბაზში გაიმართება პოეზიის საღამო მუსიკალური გაფორმებით. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba112-150x130.jpgსასაზღვრო პოლიციამ 26 უცხოელი დააკავა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევას ცდილობდნენ. აქედან 16 ბანგლადეშის მოქალაქეა. ისინი საქართველოს გავლით თურქეთში აპირებდნენ გადასვლას. მათთან ერთად დაკავებულია საქართველოს 8 და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომლებიც მათ თურქეთში გადასვლაში ეხმარებოდნენ. დაკავებულები თავდაპირველად საზღვრის დაცვის პოლიციაში მიიყვანეს. მათთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ, თუმცა სასაზღვრო პოლიციამ ეს ფაქტი უკანონო მიგრაციის მცდელობად უკვე შეაფასა. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Picture-004-150x150.jpgჭერმის წყალსაცავის ადიდება, მეწყერის შედეგად, ზედმეტი წყლის გამშვები არხის ჩანგრევამ გამოიწვია. წყალსაცავის ძირზე დაყენებული წყლის გამშვები მთლიანად ამორტიზებულია. წყალსაცავიდან წყალი ვეღარ გადის, რის გამოც, შესაძლოა, ჯებირები გაანგრიოს და გადავარდეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჭერმის წყალსაცავი ექსპლუატაციაში 1982 წელს შევიდა. წყალსაცავი 10 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 28 მ სიღრმისაა. თავდაპირველად წყალსაცავი გურჯაანის რაიონის სოფლების გასარწყავებისთვის გაკეთდა, თუმცა როგორც კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ამჟამად წყალსაცავს ეს ფუნქცია აღარ აქვს. „სავარაუდოდ, ამ წყლის დებეტით მარაგდება ველისციხე და მიმდებარე სოფლები სასმელი წყლით“, – განაცხადა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა. “2006 წელს წყალსაცავის 50% სახელმწიფომ გაასხვისა და მას კერძო მესაკუთრე ჰყავს – შპს „ჭერმის პროდუქტები“, – გუბერნატორის განაცხადეს ადმინისტრაციაში. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Zestaphoni_Ferroalloy_Plant1-150x150.jpgზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დღეს, დილის 8 საათიდან გაჩერებულია. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის მიერ ორგანიზაებული ფართომასშტაბიანი გაფიცვა უკვე ძალაში შევიდა. ამ წუთისთვის გაფიცულები ქარხნის სამმართველოში იმყოფებიან და მოლაპარაკებების გამართვას ელოდებიან. მოლაპარაკების გამართვის შეთავაზება გაფიცულებმა ქარხნის დირექტორის მოადგილე ჭანტურიასგან მიიღეს. ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაკებს, რამდენიმე წუთში ჭიათურის მაღაროების მუშაკებიც შეუერთდებიან. ჭიათურის მაღაროებშიც დღესვე ფართომასშტაბიანი გაფიცვაა დაგეგმილი. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ebralidze-150x150.jpgრუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დღეს “ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი” გაიხსნება. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებულ კონგრესში მონაწილეობას ქართველი ოპოზიციონერებიც მიიღებენ. “ეროვნული საბჭოს” ლიდერები კობა დავითაშვილი, კახა კუკავა და გუგე ცანავა უკვე რუსეთში არიან. პეტერბურგში წავიდნენ “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერი ვალერი კვრაცხელია და ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილიც. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იგეგმება რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ოპოზიციის წევრები ასევე შეხვდებიან ქართული დიასპორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. ებრალიძის კონგრესში ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა `ქართველ ხალხთა კონგრესის” ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა. მისი თქმით, კობა დავითაშვილის და კახა კუკავას თხოვნა ღონისძიებაში მონაწილეობაზე კონგრესმა დააკმაყოფილა. ხომერიკი არც იმას გამორიცხავს, რომ სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ორდღიან კონფერენციაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს. რუსეთში გამგზავრებამდე კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი რუსეთში ქართული ლობის ფორმირებაა. `როგორც სომხური ლობი მუშაობს მთელ მსოფლიოში, სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმუშაოს ქართულმა დიასპორამ საქართველოს გამთლიანებისა და გაძლიერებისათვის,” – განაცხადა მან. დავითაშვილის თქმით, რუსეთში ვიზიტისას ისინი რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრასაც აპირებენ, როგორც სახელისუფლებო ძალებთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვალერი კვარაცხელიას განცხადებით კი, ეს კონგრესი იქნება მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ქართველი პოლიტიკოსების გამგზავრებას რუსეთში უკვე მოჰყვა შეფასებები. დაგეგმილ კონფერენციას თბილისში რუსეთის სპეცსამსახურების სცენარს უწოდებენ, რუსეთში გამგზავრებულ ოპოზიციის ლიდერებს კი ლუსტრირებულად აფასებენ. ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაგეგმილ’საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიც გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ თითქმის ყველა ქვეყნის ქართული დიასპორა აპროტესტებს ებრალიძის ფორუმზე ქართველთა ჩასვლას. ნადირაძემ ასევე აღნიშნა, რომ აპარატში არ წყდება სატელეფონო ზარები და ამ დროისთვის 1000-მდე საპროტესტო წერილია მიღებული. “ქართული დიასპორა 27 მაისს საქართველოში შეიკრიბება, დიასპორის დღეზე და არა რუსეთში ებრალიძის ფორუმზე. სწორედ საქართველოში, თბილისში ისაუბრებენ ისინი სამომავლო გეგმების, საკუთარი მიღწევებისა და პრობლემების შესახებ,”- აცხადებენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრიეს აპარატში. საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმი ხვალ, 24 აპრილს დაიხურება. იხილეთ epn.ge
  18. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოსახლეობის ევაკუაციისას გამოწვეული პანიკის შედეგად, სოფლის მკვიდრი, შუახნის მამაკაცი გულის ინფარქტით თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთიდან აცნობეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პანიკის შედეგად ერთი ადამიანი ზინა აბელაშვილი გარდაიცვალა, კიდევ ერთი მოქალაქემ ინსულტი მიიღო და ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. http://www.epn.ge/wp-content/uploads/200909282959-150x150.jpgსოფელ ველისციხეში ამ დრომდე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ათი ბრიგადა, შს სამინისტროს სპეცრაზმი, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქადაგიძე გეოლოგებთან ერთად ჭერემში იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ წვიმების შედეგად სოფელ ჭერმის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და შესაძლოა, რომ წყალი გადმოვიდეს და ველისციხეს გადაუაროს. ჭერმის წყალსაცავი 10 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 28 მ სიღრმისაა. იხილეთ epn.ge
  19. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი დღეს საგამოფენო ცენტრ Expo Geeorgia -ში კავკასიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას გახსნის. როგორც პირWელს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა საქართველოში უკვე მე-12 წელია, იმართება და მასში ეკონომიკური განვითარების View the full article
  20. თბილისის თოჯინების მუზეუმი დღეს მაყურებელს თოჯინა შირლის დაბადების დღეზე ეპატიჟება. მუზეუმის ბინადარი თოჯინა შირლი 1930-იანი წლების ამერიკელი კინოვარსკვლავის შირლი ტემპლის პროტოტიპია. ამდენად, მუზეუმმა თოჯინის დაბადების დღედ ცნობილი კინოვარსკვლავისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღე შეარჩია. View the full article
  21. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისია დღევანდელ სხდომაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მასალებზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრები პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლებს View the full article
  22. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დღეს საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობის ანალიზის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ვასილ გონაშვილისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის ლევან ბოძაშვილის მიერ მომზადებულ ერთობლივ პროექტს განიხილავს. პროექტს დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო View the full article
  23. აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები დღეს კოკა-კოლას ქარხანას ეწვევიან. როგორც პირWელს აფხაზეთის მედია-ცენტრიდან აცნობეს, დევნილი ბავშვები ცნობილი ბრენდის წარმოების ტექნოლოგიასა და ამ დარგის მნიშვნელობას გაეცნობიან. აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის View the full article
  24. დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა აღარ გაიმართება. მორიგი სხდომის თარიღი 26 აპრილს, ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი. 23 აპრილისთვის დანიშნული სხდომის გადადება წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება, რომელშიც აქტიურადაა ჩართული როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. ბოლო პლენარულ View the full article
×
×
  • შექმენი...