Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს. როგორც პირWელს საქართველოს პროფესიული კავშირებიდან აცნობეს, მოშიმშილეთა ხუთკაციანი ჯგუფი ქარხნის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში განთავსდა. მათთან მუდმივად იმყოფება გაფიცულთა 50-კაციანი ჯგუფიც. დღის განმავლობაში ქარხნის ადმინისტრაციასთან გამართულმა View the full article
  2. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.7519 ნიშნულზე დაბალანსდა. როგორც პირWელს საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ხვალ 1 აშშ დოლარი - 1.7519 ლარით, 1 ევრო კი 2.3318 ლარით განისაზღვრება. View the full article
  3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი ობიექტი გაიყიდა. როგორც პირWელს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გასაყიდად გამოტანილი ობიექტები ფიზიკურმა პირებმა შეიძინეს. კერძოდ, დაბა წყნეთში, თამარ მეფის #43-ში მდებარე შენობა-ნაგებობა მიწის ნაკვეთით - 65 000 აშშ დოლარად, View the full article
  4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა კომპანია მედი კლუბ ჯორჯიას ხელმძღვანელობას თვალსაჩინო ინვესტიციის განხორციელებისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა. როგორც პირWელს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პოლოლიკაშვილმა კომპანიის ახალი კლინიკა დაათვალიერა, View the full article
  5. თამაშის შესახე: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარადის სითიში. ეს არის სამოთხე ავტომანიაკების და შეშლილი მრბოლელებისთვის. უზარმაზარი ქალაქი ასობით ქუჩით და ათობით უსწრაფესი ტრასებით, მოკაშკაშე ცათამბჯენების დედაქალაქი, რომელიც გათენილია მძღოლებით რომლებიც ვერაფერს ვერ ხვდებიან. აი სად ჩატარდება შეჯიბრებება Burnout-ი! მხოლოდ ის არა ვინც მზადაა გაანადგუროს მოწინააღმდეგე გართობის გამო, არამედ ისინი ვინც მართლა იმსახურებენ ამას. მომემზადეთ ამოანთხიოთ მთელი თქვენი სიბრაზე და გაანადგუროთ მეგაპოლისი. დაამტიცეთ, რომ ტოტალური ნგრევა თქვენი სტიქიაა!Burnout-ის რბოლებში ფასდება სიჩქარე და მართვის ტექნიკა მოსახვევებში და ისიც თუ როგორ აწყობთ ავტოკატასტოფებს. ავარიები გახდა უფრო ლამაზი! Burnout Paradise გთავაზობთ მთელ ქალაქს რომელშიც თქვენ თავისუფლად შეგეძლებათ მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით. თქვენ ირჩევთ სად, როდის და ვის შეებრძოლოთ! ახალი მანქანები, ილეთები და წარმოუდგენელი ავარიები... View the full article
  6. http://i.ytimg.com/vi/cls_Jcsl0T0/2.jpgVideo: Qeti Merkviladze - Somewhere away Added by user: Sando Date: 23.04.2010 (9:17) Description: ქეთი მერკვილაძე სრულად
  7. 24 აპრილს 11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატში გამარჯვებულ მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრებს. მის: ქ.თბილისი, უზნაძის ქ. №52; 24 აპრილს 13:00 საათზე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ეროვნული ფორუმის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ირის ინიციატივით პარტიების ახალგაზრდულ ფრთის წარმომადგენლეს შორის პოლიტიკური თამაშები გაიმართება. მის: ჭავჭავაძის 37ა 24 აპრილს 14:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fero-150x150.jpgზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაფიცულმა მუშებმა დღეს შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეთა ხუთკაციანი ჯგუფი ქარხნის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში განთავსდა. მათთან მუდმივად იმყოფება გაფიცულთა 50-კაციანი ჯგუფიც. ქარხნის ადმინისტრაციასთან დღის განმავლობაში გამართულმა მოლაპარაკებებმა გაფიცულები არ დააკმაყოფილა. ქარხნის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თანახმაა, დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა, ხელფასის მომატების გარდა. ამასთან, დირექცია კიევში, ქარხნის აქციონერების შეკრებასა და გადაწყვეტილებას ელოდება. ქარხნის ადმინისტრაციასთან საუბარი გამართა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა გვენეტაძემაც. მან გაფიცულებს აქციის შეწყვეტა და სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შესთავაზა, თუმცა, ვერ დაითანხმა. ზესტაფონში ხვალ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების სხვა ხელმძღვანელი პირები მიემგზავრებიან. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba516-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთისა და იმერეთის რეგიონში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ორი მოქალაქე: შოველი მჭედლიშვილი და მერაბ ბრეგაძე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ ბინებში მოწყობილ კუსტარულ საამქროებში ასხამდნენ სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებულ უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული სასმელები თავიანთი ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არ შეესაბამება, როგორც სტანდარტით, ასევე სამედიცინო ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს, შეცვლილი აქვს თვისობრიობა, მათში აღმოჩენილია ნაწლავური ჩხირები, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროებას წარმოადგენს. სამართალდამცველებმა ორივე კუსტარული საწარმო დალუქეს და ფალსიფიცირებული პროდუქციის დიდი ნაწილი სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge
  10. http://i.ytimg.com/vi/cR0vbSHvjY0/2.jpgVideo: Diana Gurtskaya - Bambini Added by user: Sando Date: 23.04.2010 (9:01) Description: Диана Гурцкая & Аl Bano (Альбано) - Bambini/Сынишка<br> სრულად
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/telasi_logo4-150x130.jpgქვესადგურში `საბურთალო 3“ –ში დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების გამო საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 26 და 27 აპრილის 10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. 26 აპრილს 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, გამსახურდიას გამზირის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, ზემო ვეძისის, ლვოვის, ვაზისუბნისა და საირმის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 27 აპრილს 10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ზემო ვეძისის, კანდელაკის, გაგარინის, ოდესის, გელოვანის, ნუცუბიძის, დელისის, მიცკევიჩისა და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება რესპუბლიკურსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს, რომელთაც დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ `თელასმა“ წინასწარ უკვე აცნობა. სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება. იხილეთ epn.ge
  12. http://i.ytimg.com/vi/w5lCGuXWA3s/2.jpgVideo: Salome Korkotashvili - I'm SuperStar Added by user: Sando Date: 23.04.2010 (8:52) Description: სალომე კორკოტაშვილი სრულად
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili_kachinsky-150x150.jpgლეხ კაჩინსკის სიკვდილი საქართველოსთვის მძიმე დარტყმაა! სტატიას ამ სათაურით ფრანგული გამოცემა Le Monde აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბარაკ ობამამ, ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ 18 აპრილს, კრაკოვის ვაველის ტაძარში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე დასწრებას თავი აარიდეს. მიზეზი უსაფრთხოება, კერძოდ კი ევროპის თავზე ჩამოწოლილი ღრუბელი იყო. “თუმცა, როგორც პოლონეთის მედია და ინტერნეტ საიტები აღნიშნავდნენ, სახელმწიფოს ერთმა მეთაურმა გამოთხოვების ცერემონიალზე დასწრება მოახერხა: ეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რაც ამ ორ ადამიანს შორის არსებული მეგობრობის მორიგი დასტური გახლდათ. კაჩინსკის დაღუპვამ საქართველოს დიპლომატიურ ფრონტზე სერიოზული დარტყმა მიაყენა,”- წერს Le Monde . ჟურნალისტი ამბობს, რომ კრაკოვში ჩასვლისთვის სააკაშვილმა გრძელი გზა განვლო. მისი პრეს–სამსახურის ცნობით პრეზიდენტის თვითმფრინავი რამდენიმე ქვეყანაში დაჯდა: ჯერ პორტუგალიაში, მერე იტალიაში და ბოლოს თურქეთში. “რომში ჩაფრენისას აეროპორტის სამსახურები მას არწმუნებდნენ, რომ გაფრენა სახიფათო იყო, თუმცა სააკაშვილმა მხოლოდ თავი გააქნია. საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილმა კრაკოვში დაღუპულების დაკრძალვამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩააღწია. მისი მეუღლე ცერემონიალზე ბრიუსელიდან ავტომობილით ჩავიდა. ცხადია, პოლონეთში ინტერნეტით მადლობის პეტიცია გავრცელდა, რომელსაც უკვე 15 000–მდე ადამიანმა მოაწერა ხელი,”- ნათქვამია სტატიაში. Le Monde -ის თანახმად, საქართველომ, რომელიც თავს ვაშინგტონის და მოსკოვის დაახლოების მსხვერპლად განიხილავს, პოლონეთის პრეზიდენტის დაღუპვით ძვირფასი მოკავშირე დაკარგა. სტატიაში ნათქვამია, რომ ლეხ კაჩინსკიმ საქართველოს მიმართ უპირობო მხარდაჭერა მრავალჯერ გამოხატა. “2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ის მტკიცედ მოითხოვდა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პირობა (კალენდარული დღის დაზუსტების გარეშე) შენარჩუნებულიყო. 2008 წელს თბილისსა და მოსკოვს შორის გაჩაღებული ომის დროს ის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის მიზნით სასწრაფოდ საქართველოს დედაქალაქში გაემგზავრა. ლეხ კაჩინსკიმ გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ნაციონალური გმირის წოდება „საქართველოს ინტერესების გმირული დაცვისთვის“ მიიღო. თბილისში ერთ–ერთ ქუჩას კაჩინსკის სახელი დაერქმევა,”- ნათქვამია Le Monde -ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/chermis-wyalsacavi2-150x150.jpgსტიქიის თავიდან ასაცილებლად საგანგებო შტაბი ველისციხეში მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჭერმის წყალსაცავის წყალგამშვების გაწმენდა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და სოფელ ველისციხეს საფრთხე ისევ ემუქრება, მთელი ღამის განმავლობაში სოფელში დარჩებიან სამაშველო სამსახურების თანამშრომლებიც. კახეთის გუბერნატორი და გარემოს დაცვის მინისტრი გეოლოგებთან ერთად ამ დრომდე ჭერმის წყალსაცავზე არიან და პრევენციული ღონისძიებების გატარებას ცდილობენ. ჟურნალისტები ჭერმის წყალსაცავზე ასვლას ვერ ახერხებენ. გარდა იმისა, რომ დაზიანებული გზის გამო, სპეციალური მანქანის გარეშე წყალსაცავამდე მისვლა შეუძლებელია, სოფელ ჭერმისკენ მიმავალი გზა, უსაფრთხოების მიზეზით, საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. სოფელ ჭერემს რაიონულ ცენტრთან ერთადერთი სამანქანო გზა აკავშირებს, რომელიც მდინარე ჭერმის ხევზე გადის. ჯერ-ჯერობით უცნობია დააბრუნებენ თუ არა ველისციხიდან ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში. ველისციხეში ჩავიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელიც. შეგახსენებთ, რომ ჭერმის წყალსაცავში, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს, წვიმების შედეგად წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და წყლის გადმოვარდნაა მოსალოდნელი. აღნიშნულის გამო, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო მდგომარეობაა. სოფლიდან 600-მდე ოჯახი ევაკუირებულია. პანიკის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images28.jpegსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, რუსთავის 1 დაწესებულებაში თელაველი პატიმარი მაკა მოსიაშვილი შიმშილობს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთის საინფორმაციო ცენტრმა აცნობა, რომელსაც თავად პატიმარმა განუცხადა. შიმშილობა პატიმარს 20 აპრილიდან აქვს გამოცხადებული. „სასჯელაღსრულების მინისტრს, სახალხო დამცველის აპარატს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს გია არსენიშვილს, რომელიც თელავის მაჟორიტარი დეპუტატია, არაერთხელ გავუგზავნე წერილები, მაგრამ უშედეგოდ. ყურადღება არავინ მომაქცია. ვითხოვ, რომ შემიწყალონ, ან პირობით ვადამდე გამათავისუფლონ“, – აღნიშნავს პატიმარი. მოსიაშვილი დაპატიმრებამდე კახეთში გამომავალ სხვადასხვა გაზეთებში სარეკლამო მენეჯერის და თელავის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობებზე მუშაობდა. მაკა მოსიაშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ 2006 წელს თაღლითობაში სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსიაშვილი მარტოხელა დედაა. მას 3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/chermis-wyalsacavi1-150x150.jpgსპეციალისტები ჭერმის წყალსაცავიდან, რომელიც სოფელ ველისციხის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, წყლის გამოშვებას ცდილობენ. ამ დრომდე უცნობია, მისცემენ თუ არა ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების ნებას. დილიდან ჭერმის წყალსაცავზე იმყოფებიან კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქადაგიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. შეგახსენებთ, რომ ჭერმის წყალსაცავში, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს, წვიმების შედეგად წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და წყლის გადმოვარდნაა მოსალოდნელი. აღნიშნულის გამო, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო მდგომარეობაა. სოფლიდან 600-მდე ოჯახი ევაკუირებულია. პანიკის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ველისციხეში შსს -ს სპეცრაზმი და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristian_demokratebi_046-150x130.jpgრუსეთის “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლებს სერგეი მეზენცევსა და ალექსანდრ ოგოროდნიკოვს ქართველი “ქრისტიან-დემოკრატები” დღეს კახეთში მასპინძლობენ. საქართველოში რუსი “ქრისტიან-დემოკრატების” ვიზიტი გრძელდება. მათ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, იმყოფებოდნენ ალავერდის ტაძარში, სადაც შეხვდნენ ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითს. ამის შემდეგ მათ სიღნაღში გადაინაცვლეს, სადაც ამომრჩევლებს გაესაუბრნენ. დელეგაციის წევრების ველისციხეშიც ჩავიდნენ და წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ. “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” და “რუსეთის ქრისტიან-დემოკრატებმა” მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი საქართველოს პარლამენტში გუშინ გაფორმდა. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/silqnet-150x140.jpgუამინდობის შედეგად სიღნაღში „სილქნეტის“ სატელეფონო კავშირი გაითიშა. წვიმამ საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირგაბმულობის ქსელი დააზიანა, რომელიც მიწის ქვეშ არის მოთავსებული. ამის გამო ქალაქის ცენტრალურ უბანში სატელეფონო კავშირი გათიშულია. შპს ,,სილქნეტის” სიღნაღის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ,,სპეციალისტთა ჯგუფი დაზიანების ადგილზე მუშაობს და დღის ბოლომდე ქალაქის ყველა უბანში სატელეფონო კავშირი აღდგება. სიღნაღის რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქის სატელეფონო კომუნიკაციები, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიწის ქვეშაა მოთავსებული, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობას პრობლემები პერიოდულად მაინც ექმნება. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili31-150x150.jpg“ქრისტიან დემოკრატები” “თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის ბრალდებებს რომელიც გიორგი თარგამაძეს უკავშირდება, პაექრობას არ გაუწევენ. ამის შესახებ, “ექსპრესნიუსს” მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. “ერთი ოპოზიციონერი ლიდერის ლექსიკონშია სიტყვა დაგინება. ეს ლექსიკა არ მოგვწონს, თუმცა ამ შემთხვევაში გამოვიყენებ და შაშიაშვილს ვეტყვი, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება და შესაბამისად მასთან პაექრობასაც ამ საკითხზე არ ვაპირებ”_ განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. შეგახსენებთ რომ დღეს თემურ შაშიაშვილმა გიორგი თარგამაძესა და “იმედის” ყოფილ ხელმძღვანელობას, ბადრი პატარკაციშვილის ღალატში და მის ზურგს უკან ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images27.jpegველისციხეში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო სოფლის საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი არ შედგა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთიდან აცნობეს. ვეილსციხის სკოლის დირექტორი ნინო ნესუაშვილი აცხადებს, რომ სკოლა იმ ტერიტორიაზეა, საიდანაც გუშინ ღამით მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. „მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც ღამე ქუჩაში გავათენეთ, რის გამოც სკოლაში მისვლა ვერავინ შეძლო. ამასთან, ჯერ ისევ საშიშროებაა და სასწავლო პროცესი ამიტომ არ შედგა“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა. შეგახსენებთ, რომ ჭერმის წყალსაცავში, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს, წვიმების შედეგად წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და წყლის გადმოვარდნაა მოსალოდნელი. აღნიშნულის გამო, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო მდგომარეობაა. სოფლიდან 600-მდე ოჯახი ევაკუირებულია. პანიკის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ველისციხეში შსს -ს სპეცრაზმი და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images26.jpegგივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ხვალ, „ახალგაზრდული ფორუმისა“ და IRI-ის მიერ ორგანიზებული „პოლიტიკური თამაშები“ გაიმართება. თამაშებს აშშ-ს ელჩის მოადგილე, თბილისის მერობის კანდიდატები და პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები დაესწრებიან. ქართულ-ამერიკულ სკოლაში „ეროვნული ფორუმის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის _ „ახალგაზრდული ფორუმისა“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ერთობლივი პროექტის – „პოლიტიკური თამაშები“ უკვე მეხუთედ იმართება. ხვალ ერთმანეთის წინააღმდეგ ახალი მემარჯვენეებისა” და ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციები ითამაშებენ. თამაშის თემა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმა იქნება. თამაშს დაესწრება ამერიკის ელჩის მოადგილე საქართველოში, კენტ ლოგსდონი, აგრეთვე, IRI-ის მიერ მოწვეულნი არიან თბილისის მერობის კანდიდატები და პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები. დაესწრებიან. „ახალგაზრდული ფორუმი“, ამერიკის საერთაშორისო ინტიტუტის დახმარებით, აღნიშნულ პროექტს 2010 წლის თებერვლიდან ახორციელებს. მასში რვა პოლიტიკური პარტია და ორი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა გამოიმუშავონ პოლიტიკური დებატების კულტურა, შეძლონ საკუთარი პოზიციების წარმოჩენა და მათი დაცვა. პოლიტიკური თამაშები ქართულ-ამერიკულ სკოლაში ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
  22. „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდა. ალიანსის ლიდერმა დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეებს ჯანდაცვის და დასაქმების პროგრამები გააცნო. მოვაჭრეები ალიანსის მიერ შეთავაზებული დასაქმების პროგრამით დაინტერესდნენ, რომლიც საოჯახო ბიზნესისა და მცირე საწარმოებისთვის შეღავათიან, 8%-იან სესხს ითვალიწინებს. View the full article
  23. 26 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. როგორც პირWელს საქპატენტიდან აცნობეს, მემორანდუმს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე View the full article
  24. ხვალ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ეროვნული ფორუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფორუმისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ერთობლივი პროექტის პოლიტიკური თამაშების მეხუთე რაუნდი გაიმართება. როგორც პირWელს ფორუმიდან აცნობეს, View the full article
  25. პოლიტიკური მოძრაობა თეთრები 30 აპრილს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ პოლიტპატიმართა მხარდამჭერ აქციას შეუერთდება. როგორც “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, პოლიტპატიმართა მხარდამჭერი აქციების პარალელურად პოლიტიკური ემიგრანტების მხარდამჭერი აქციებიც უნდა გაიმართოს. View the full article
×
×
  • შექმენი...