Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 30 აპრილს, 10.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება. ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 30 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი გაიმართება. თემა: `ესპანეთი – საქართველო: ცვლილებების ანარეკლი’. მის: ი. ჭავჭავაძის #32, A კორპუსი, #101-ე აუდიტორია 30 აპრილს, 12.00 საათზე, ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი თბილისის მერიასთან ბრიფინგს გამართავს. თემა: ‘10 მაისიდან 10 ივნისამდე საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები’. 30 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ‘საგანგებო სიტუაციებზე სამედიცინო რეაგირების და მართვის სასწავლო ცენტრის’ პრეზენტაცია გაიმართება. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, უნივერსიტეტის ადმინისტაციული კორპუსი, I სართ., სააქტო დარბაზი 30 აპრილს, 12:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 30 აპრილს 12:00 საათზე ‘საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი’ პროექტის ფარგლებში ‘სად ვსწავლობ მე’ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ, აწყობს კერძო უმაღლეს ლიცენზირებულ სასწავლებლებში არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტო მასალების გამოფენას. 30 აპრილს, 13:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატი ალექსი კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘ქონების უკანონოდ მითვისებაში იუსტიციის სამინისტროა ჩართული’. მის: ნაფარეულის ქ. #18 30 აპრილს, 13:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 30 აპრილს, 13.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია საბურთალოს მოსახლეობასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘ავარიული სახლები საბურთალოს რაიონში’. მის.: დოლიძის დასაწყისი, თამარ მეფის სახელობის ეკლესიასთან 30 აპრილს, 13.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ ლიდერები ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების და სიის პრეზენტაციას გამართავენ. მის.: ქ. ქუთაისი, კინოთეატრი ‘სულიკო’ 30 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ ე.წ. უკანონო პატიმრების მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართება. 30 აპრილს, 14:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა ‘თეთრების’ ოფისში, თემურ შაშიაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს, რომელზეც მასმედიას თანამედროვე საქართველოს ‘ნაციონალურ’ ფორმულებს წარუდგენს და აჩვენებს კოდუა-გელბახიანის და კოდუა -გაბუნიას შეხვედრების ამსახველ სკანდალურ ტელე-ფილმს. მის: ღამბაშიძის ქ. #4 30 აპრილს, 15.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ინგა გრიგოლია და მოძრაობის ლიდერები ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდებიან. შეკრების ადგილი: მეტრო ‘ვარკეთილი’, ‘პროკრედიტ ბანკთან’. 30 აპრილს, 16:00 საათზე, გერმანელთა საზოგადოება ‘აინუნგი’, საქართველოს საინჟინრო აკადემია და ჟურნალ ‘ფენომენის’ რედაქცია, გერმანიაში მოღვაწე მკურნალის მაგული გორდელაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს. მის: გალაკტიონ ტაბიძის #3/5 30 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართება. მის: ათონელის ქ. #25 30 აპრილს, 18.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მოძრაობის ლიდერები და დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე დიდუბის მოსახლეობას, ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში შეხვდებიან. მის: აღმაშენებლის გამზ. #99 იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili311-300x300.jpg “თეთრები” მხილების მუზეუმის გახსნისთვის ემზადებიან. პოლიტიკური მოძრაობის “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი,ხვალ მხილების მუზეუმთან დაკავშირებით მასმედიას თანამედროვე საქართველოს “ნაციონალურ” ფორმულებს, გააცნობს. მათ შორის მთავარი საკითხები, შაშიაშვილის განცხადებით, ”აყვავებული საქართველო” და სიცოცხლის გადასარჩენად საქართველოდან საშოვარზე წასული 1,5 მილიონი ადამიანი და ”დემოკრატიული საქართველო” პოლიტპატიმრებით, პოლიტდევნილებით და პოლიტმიგრაციებით სავსე ქართული ცხოვრება იქნება. შაშიაშვილის თქმით, საქართველოდან პოლიტიკოსები, შეთითხნილი საქმეებითა და პირადი მოტივებით არიან განდევნილი. ბრიფინგზე თემურ შაშიაშვილი მასმედიას კოდუა-გელბახიანისა და კოდუა-გაბუნიას შეხვედრების ამსახველ სკანდალურ ტელე-ფილმსაც აჩვენებს. თემურ შაშიაშვილი ჟურნალისტებს პარტიის ოფისში ხვალ 14:00 საათზე შეხვდება. იხილეთ epn.ge
  3. მაინც რა ხდებოდა სოფელ ველისციხეში 22-27 აპრილს? ჭერემის წყალსატევიდან მოვარდნილი წყლის ტალღა მართლა წალეკავდა სოფელს ? ამ საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა და საიტზე წერილი - „ნაციონალური პიარი მსხვერპლით“ - გამოაქვეყნა. „სოფელს საფრთხე არ ემუქრებოდა. ჭერემის წყალსატევზე არსებული მდგომარეობა რომ საგანგაშო არ იყო, ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან საუბარში ერთ-ერთმა სპეციალისტმაც განაცხადა, რომელმაც ითხოვა, მისი ვინაობა საჯაროდ არ გამჟღავნებულიყო“. .... „ამ ინფორმაციას „საქწყალპროექტის“ დირექტორი გეიდარ ფალავანიშვილიც ადასტურებს: „ისეთი ავარია, რომელიც წყალსატევიდან მთელი წყლის დაცლას და დასახლებული პუნქტის დაზიანებას გამოიწვევდა, არ შეიძლება მომხდარიყო. რასაც თქვენ სპეციალისტი გეუბნებათ, რომლის ვინაობის ანონიმურობასაც იცავთ, აბსოლუტურად სწორია. წყალსატევზე ჩვენი თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ და მე ვიცი, რომ კაშხალი თავისი მდგომარეობით კარგ და მდგრად მდგომარეობაშია. დაზიანებული იყო მხოლოდ ზედმეტი წყლის გამშვები არხი. საერთოდ, კაშხალში შემოსული წყალი უნდა გადაიღვაროს, მაგრამ ბევრი წყალი მანდ ისედაც არ შედიოდა. ჭერმის ხევს აქვს ძალიან პატარა შენაკადი, საიდანაც წყალი შედის. დაზიანებულ ადგილზე წყალმა დაიწყო ჩარეცხვა, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა არ იყო. ისეთი რაღაც რომ კაშხალი დანგრეულიყო და იქ ხალხი დამხრჩვალიყო, ასეთი საშიშროება არ იყო“. View the full article
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqradze22-300x291.jpg „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები ამომრჩეველს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თელავში ზურაბ ბუცხრიკიძე, ყვარლეში ბესიკ ზანდარაშვილი, ლაგოდეხში გია გოზალიშვილი, გურჯაანში ზაქარია იაგანაშვილი, დედოფლიწყაროში გელა თეთრაული, ახმეტაში ალექსი მაილაშვილი, სიღნაღში ზაზა ზედელაშვილი, საგარეჯოში ილია ჭიაურელი არიან. კანდიდატები „ნაციონალური მოძრაობის“ სლოგანით – ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრია’’ წარდგენ. დავით ბაქრაძემ მოსახლეობას პარტიის ხედვები და პრიორიტეტები გააცნო. როგორც რადიო „ჰერეთს“ დავით ბაქრაძემ განუცხადა, ხელისუფლებამ ბოლო 5 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ბევრი რამ გააკეთა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. პარლამენტის თავმჯდომარე კახელებს ეკონომიკის განვითარებას და უკეთეს მომავალს დაპირდა. იხილეთ epn.ge
  5. დღეს ხუთშაბათია და “ნიჭიერის” ამ სეზონისთვის ბოლო ტრივიის დადების დრო მოვიდა. იმის გამო, რომ ფინალის მოსაწვევის მიღება ძალიან ბევრ ადამიანს სურს, ბოლო, ფინალური ტრივიის კითხვები შედარებით რთული იქნება, ვიდრე დანარჩენები – იმისათვის, რომ სწორი პასუხი გასცეთ, მხოლოდ ვიდეოების ნახვა არაა საკმარისი, ყურადღებით უნდა გედევნებინათ თვალი ჩვენი ბლოგისთვისაც, ან უნდა შეძლოთ და სწრაფად მოძებნოთ დასმულ კითხვაზე პასუხი. კითხვებიც მეტია წინა ტრივიებისგან განსხვავებით – 10-ს ნაცვლად 15 კითხვა. პირველი 10 ადამიანი, ვინც სწორად გასცემს 15-ვე კითხვას პასუხს, ფინალურ კონცერტზე 2 მოსაწვევს მიიღებს! კითხვები: 1.რა სიმღერა შეასრულა ანა ხანჩალიანმა ნიჭიერის ნახევარფინალში? დაასახელეთ შემსრულებელი და სიმღერის სახელი. 2. რამდენი წლის იყო დავით რობაქიძე, როდესაც პირველად დაინტერესდა ფოკუსებით? 3. რა სპორტს მისდევს გუგა ჭყონია? 4. დაასახელეთ ნიჭიერის ნახევარფინალისტი, რომლის გამოსვლის დროსაც ჟიურის სამივე წევრმა იქსებს დააჭირა ხელი და ნომერი შეწყვიტა. 5. ვის გულშემატკივრობდა ნინო ჯავახიშვილი “ნიჭიერში”? 6. დაასახელეთ 3 ანსამბლი, რომლებმაც ნიჭიერის ნახევარფინალში ფოლკლორული ნომრები შემოგვთავაზეს. 7. რომელი ფილმი იყო ფინალში გადასული ტრეისერების (პარკურის) შთაგონების წყარო? 8. ვის მისცა ხმა ლევან შავაძემ სმს-ის საშუალებით საკუთარი ნახევარფინალური კონცერტის წინ? 9. რამდენი ხანია, რაც ვერკა და გიორგი ერთად ცეკვავენ? 10. ვინ იყო ის 5 კონკურსანტი, რომელსაც ჟიურიმ ფინალში მოსახვედრად მეორე შანსი მისცა? 11. რომელი საბავშვო სტუდიის მოსწავლე და აქტიური წევრია მარიამ კახელიშვილი? 12. რამდენი წლისაა ნიჭიერის ფინალისტი, მარიამ ფაჩულია? 13. რომელ ჯგუფში უკრავდა ნიჭიერის ნახევარფინალისტი, გუჯა მჭედლიშვილი? 14. რას ეძახიან ავთო ნაცარაშვილს ზედმეტსახელად? 15. რამდენი ხანია, რაც არსებობს ჯგუფი “next level”-? პასუხები გამოგზავნეთ მეილზე admin@nichieri.ge. აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. ტრივიის პასუხები გამოქვეყნდება ხვალ, ხოლო გამარჯვებულების სია ბლოგზე შაბათს დაიდება. nichieri.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/vashadze4-292x300.jpg საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოში წმიდა საყდრის დესპანს, დიპლომატიური კორპუსის დუაიენს, მონსინიორ კლაუდიო გუჯეროტის შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვატიკანში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/alasania-subari-212-300x202.jpgსოზარ სუბარის ,,ალიანსი საქართველოსთვის’’ საარჩევნო სიაში არარსებობა ყოფილი სახალხო დამცველის გუნდთან უთანხმობით არის განპირობებული. როგორც ,,ექსპრესნიუსს’’ წყარომ აცნობა, ირაკლი ალასანიას ალიანსი სუბარს სთავაზობდა იგი ყოფილიყო დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი და პარალელურად კენჭი ეყარა გლდანშიც, შეთავაზებაზე ყოფილმა ომბუსდმენმა უარი განაცხადა, რაზეც ალიანსში უთანხმოება მოუვიდა. აღნიშნული საკითხი გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სუბარმა უარი თქვა ალიანსის სიაში ყოფილიყო. ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სუბარს ჟურნალისტმა ია ანთიძემ შესთავაზა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რის გამოც სუბარი ალიანსიდან და პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა. თავად სუბარმა დღეს სიაში არ არსებობა იმით ახსნა, რომ იგი დაახლოებით ერთი თვის წინ ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ შეთავაზებას უკან არ წაიღებდა. შეგახსენებთ, რომ სუბარმა ოპოზიციას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისთვის ერთ კანდიდატზე შეთანხმებისთვის კონსულტაციების დაწყება შესთავაზა. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkin61-289x300.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზი გახსნა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ახალი აუზი ერთადერთია ისანი-სამგორის დასახლებაში და გარკვეული შეღავათებით შვიდ საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 94-ე საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდება ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები. 94-ე საჯარო სკოლის დირექტორის მარინა ჩაგანავას განცხადებით, სკოლაში დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზიდენტის ინიცირებულმა პროექტმა ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების თაობაზე. “ამ სკოლის მოზარდები კალათბურთითა და ფრენბურთით არიან დაინტერესებულნი და ახალი სასწავლო წლიდან ცურვასა და წყალბურთან ერთად სპორტის ამ სახეობებშიც ჩაუტარდებათ გაკვეთილები. ”ALUMNI-ს” პროექტის ფარგლებში შემოწირული თანხით სპორტის გაკვეთილების განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება – შეკეთდება სპორტული დარბაზი და აღიჭურვება სპორტული ინვენტარით, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება ღია სპორტული მოედნის მშენებლობაც” – განაცხადა ჩაგანავამ. თბილისის №94-ე საჯარო სკოლაში 1600 მოსწავლე სწავლობს და 108 პედაგოგი მოღვაწეობს. 50-მდე პედაგოგმა გაიარა მასწავლებელთა სერტიფიცირებისვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გადამზადების კურსები, 40-მდე მასწავლებელი სასერტიფიკატო გამოცდებს გაივლის. სკოლის შენობას პროექტ ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. მიმდინარე წელს სკოლას 2 ოქროსა და 6 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს. იხილეთ epn.ge
  9. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.7738 ნიშნულზე დაბალანსდა. როგორც პირWელს საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ხვალ 1 აშშ დოლარი - 1.7738 ლარით, 1 ევრო კი 2.3494 ლარით განისაზღვრება. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/primer371-300x255.jpgწინასაარჩევნო ციებ-ცხელება საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო, თუმცა გაზაფხულზე პარტიებისა და კანდიდატების მხრიდან პოლიტიკურმა აქტივობამ უკვე პიკს მიაღწია. აქტიურ ფაზაში შევიდა ეროვნული საბჭოს წინასაარჩევო კამპანიაც, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატად “კონსერვატორი” ზვიად ძიძიგური დაასახელა. საბჭოს ლიდერები, სხვა ოპოზიციონერთა მსგავსად არა მარტო არჩევნებისათვის, არამედ მისი გაყალბების შემთხვევაში სამოქმედო სცენარისთვისაც ემზადებიან. საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი დიდი ხანია, ცხვირ_პირში მირტყმით თუ ხელის მოტეხვით ემუქრება ხელისუფლებას, თუმცა დღემდე მათი მხრიდან არ გაჟღერებულა რევოლუციის შესაძლო მოხდენის მცდელობის შესახებ. დღეს კი საბჭოს ლიდერისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის კობა დავითაშვილის განცხადებამ საზოგადოებას რევოლუციის მზადების შესახებ გაუჩინა ეჭვი. რუსეთიდან დაბრუნებულმა დავითაშვილმა, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილისათვის კარგად ნაცნობი სცენარის განვითარებაზე გააკეთა აქცენტი. დავითაშვილი წინა არჩევნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ეჭვს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ახლაც მარტო ადამიანთა მოსყიდვითა და კარუსელებით არ დაკმაყოფილდება და შესაძლოა მათ მიერ საარჩევნო უბნებზე შუქის გათიშვისა და ყუთის გატაცების ფაქტები კვლავ დაფიქსირდეს. “თუკი ხელისუფლება ჩვეულ მეთოდებს მიმართავს, ჩვენ გამოვალთ ქუჩაში და იმ რადიკალურ ნაბიჯებს და სცენარს მივმართავთ, რომელიც მიშასთვის კარგად ნაცნობია და ერთხელ უკვე ერთად განვახორციელეთ”, _ აცხადებს კობა დავითაშვილი. არჩევნებში მონაწილე პარტიათა უმრავლესობა ხელისუფლების მხრიდან არათუ უშვებს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას, არამედ დარწმუნებულიც კია ამასი. მიუხედავად ამისა ისინი მზად არიან, როგორც თავადვე მოიხსენიებენ “ყოვლად წარმოუდგენელი სარჩევნო გარემოს მიუხედავად” მონაწილეობა მიიღონ მოახლოებულ არჩევნებში. თუმცა, საბჭოს ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ქუჩაში გამოსვლა და რადიკალური ნაბიჯები მათი იდეაფიქსი სულაც არაა და ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდება 30 მაისის თვითმართველობის არჩევნები. ცირა შერგელაშვილი. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Picture-022-150x150.jpgთბილისის საერთაშორისო აეროპორტმა საუკეთესო აეროპორტის ჯილდო მიიღო ნომინაციაში საუკეთესო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნებისა და რუსეთის მასშტაბით. აეროპორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ახლადგანვითარებული ბაზრების აეროპორტების დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე ქ. დუბაიში 26 აპრილს, რომლის ორგანიზატორია მარკეტინგული კომპანია „არაბიან რიჩი“ ჯილდოები გადაეცათ აღმოსალეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის და რუსეთის საუკეთესო აეროპორტებს 23 კატეგორიაში. “აღნიშნული დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია წელს პირველად ჩატარდა და უკვე აღიარებულ იქნა როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ღონისძიება ავიაციის სფეროში. საუკეთესო აეროპორტების გამოსავლენად მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნების, დესეთეს, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის ახლად განვითარებული ბაზრების აეროპორტები. საუკეთესო აეროპორტების გამოვლენა 23 კატეგორიაში მოხდა აეროპორტების, ავიაციის, აერონაოსნობის, საჰაერო ტვირთებისა და საჰაერო ლოჯისტიკის სფეროებში მოღვაწე პროფესიონალების მიერ”,- ნათვამია პრეს-სამსახურის მერ გავცელებულ პრეს-რელიზში. მათივე ინფორმაციით, თბილისის აეროპორტიც შესაბამისად შეფასდა სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით თბილისის აეროპორტის ოპერირების ყველა ეტაპის შესწავლის საფუძველზე. „ჩვენთვის დიდი პატივია საუკეთესო აეროპორტის ჯილდოს მიღება. ეს ჩვენ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს სამომავლოდ და გვახარებს, რომ მოხდა ჩვენი დაუღალავი შრომის დაფასება, რაც ჩვენი და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგია. საქრთველოს მთავრობის ხელშეწყობითა და მათთან მჭიდრო ურთიერთობით ჩვენ მომავალშიც უფრო ნაყოფიერად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ორმხრივი თანამშრომლობით თბილისისა და ბათუმის აეროპორტები რეგიონის წამყვან საჰაერო და სატრანზიტო დერეფნად ვაქციოთ. ამ ჯილდოს მნიშვნელობა გვავალდებულებს მომავალშიც გავაუმჯობესოთ მომსახურება რომ კვლავ მივიღოთ მონაწილეობა მსგავსი დაჯილდოების ღონისძიებებში საერთაშორისო მასშტაბით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს რიგით პირველმა აეროპორტმა ესოდენ პრესტიჟული ჯილდო მიიღო და წარმოაჩინა თავი, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცეში დღესდღეობით მოქმედი საუკეთესო აეროპორტი. მიღებული ჯილდო ჩვენს სანდოობას კიდევ ერთხელ ადასტურებს და პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების თვალში ჩვენს რეპუტაციას განუზომლად ზრდის,“ განაცხადა ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერკალმა. ტავ ჯორჯია არის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია და ტავ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია. ტავ ჰოლდინგი აღნიშნულ ცერემონიაზე ასევე გახდა აეროპორტის საუკეთესო მენეჯმენტ კომპანიის ჯილდოს მფლობელი. ტავ ჰოლდინგი დღესდღეობით მართავს 10 საერთაშორისო აეროპორტს მსოფლიოს 4 ქვეყანაში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ჩათვლით. იხილეთ epn.ge
  12. „ოთხი კარტოფილის გამყიდველი გვყავს ბაზარში და ნუთუ ვერ იპოვი შენს მოსაწონ კარტოფილს?“ - პაატა ზაქარეიშვილი კითხვას სვამს ინტერვიუში, რომელსაც პრესა.გე აქვეყნებს. View the full article
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/rustavi1-150x150.jpgრუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში, დღეს აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების, ვახტანგ გზირიშვილისა და კახა თავგორაშვილის ხსოვნის მემორიალი გაიხსნა. მემორიალის გახსნას ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ძიმჩეიშვილი, გუბერნატორის მოადგილე ზაქრო დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, ვახტანგ გორგასლის სახელობის მშენებარე ეკლესიის წინამძღვარი მამა მიქაელი და გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მემორიალი საზიემოდ აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცის შვილებმა გახსნეს. გახსნისას თავდაცვის, განათლებისა და გუბერნატორის მოადგილეები და რუსთავის მე-7 საშუალო სკოლის დირექტორი სიტყვით გამოვიდნენ და ჯარისკაცების ღვაწლზე ისაუბრეს. მამა მიქაელმა დალოცა მემორიალის ადგილზე შეკრებილი საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ მამა მიქაელი ვარკეთილში იმ ეკლესიის წინამძღვარია, რომელიც გარდაცვლილ ჯარისკაცთა ხსოვნის სახელზე შენდება. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gavel_auction-150x150.gifსაქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, კორპორაცია პოტენციურ მყიდველს სთავაზობს ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ ხელმისაწვდომ გაზს, ჯამში ერთი მილიონი კუბური მეტრის მოცულობით. გაზის მიწოდება განხორციელდება ნინოწმინდის სათაო ნაგებობაზე (სოფელი პატარძეულში) არსებულ საზომ პუნქტში. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1 000 მ3 გაზზე 200 აშშ დოლარიდან. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც 1 000 (ათასი) მ3 გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.აუქციონი 2010 წლის 5 მაისს გაიმართება. გამოცხადებული აუქციონი მეოთხეა, რაგდან მანამდე გამოცხადებული სამი განცხადებების არქონის გამო არ შედგა. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...