Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/pitersmit-150x150.jpg3, 4 და 5 მაისს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პიტერ იან სმიტს უმასპინძლებს. იან სმიტი, რომელიც კულტურის მენეჯერთათვის და კინო-ტელე ფაკულტეტის სტუდენტთათვის ჩაატარებს მასტერკლასებს „კინოწარმოება და დაფინანსება – ფილმ პროდუცტიონ ანდ ფინანცინგ“. 3 დღიან მასტერკლასზე განხილული იქნება თუ რას ნიშნავს კინოს პროდიუსერობა, ბიუჯეტის შექმნა და დაფინანსება, კინო პროექტების განვითარება, კავშირები და ტრენინგები. მასტერკლასი სასწავლო პროცესის ფარგლებში ტარდებ. სტუდენტები ევროპული კინოწარმოების გამოცდილებას და სტანდარტებს გაეცნობიან. პიტერ იან სმიტი არის ჰოლანდიელი პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტია. იგი ადრეც იმყოფებოდა საქართველოში და რეჟისორ დათო ჯანელიძესთან ერთად შექმნა ფილმი „მეიდანი -სამყაროს ჭიპი“. იხილეთ epn.ge
  2. უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი, რომელიც აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ავრცელებს განცხადებას პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში. View the full article
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/polpl-150x150.jpgეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ზურაბ პოლოლიკაშვილის ხელმძღვანელობით უზბეკეთის რესპუბლიკაში ქალაქ ტაშკენტში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებენ აზიის განვითარების ბანკის ეგიდით 3-4 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრს, ვიცე_პრემიერს ელიორ განიევს შეხვდება. მინისტრები საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავებისა და შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/putin1-150x150.jpgრუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამაზან კადიროვი მსოფლიო პრესის მტერთა სიაში აღმოჩნდნენ. აღნიშნული სია საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” დღეს თავისუფალი პრესის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პუტინმა თავისუფალი მედია სახელმფწიფო კონტროლის ქვეშ მოაქცია და მისი მეშვეობით ადამიანებით მანიპულირებს. “რეპორტიორები საზღვრების გარეშე”-მ რუსეთის პრემიერი “გაბერილი ნაციონალური სიამაყის” შექმნაში და თავისუფლად მოაზეროვნე ადამიანების დევნაში ადანაშაულებს.. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ჩეჩნეთის პრესიდენტს რამზან კადიროვს, ჟურნალისტების სიცოცხლის მოსპობაში ადანაშაულებს. “კადიროვის პოლიტიკის ეჭვის ქვეშ დაყენება სიცოცხლისთვის საშიშია”.-აცხადებს ორგანიზაცია. ანგარიშის ავტორები კადიროვის ორი მოწინაამღდეგის, ნატალია ესტემიროვის და ანა პოლიტკოვსკის ბედს ხაზს უსმევენ. შეგახსენებთ, რომ ორივე მოკლულია, დამნაშავენი დღემდე არ არიან გამოვლენილი. პუტინის და კადიროვის გარდა სიაში, ბელორუსეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, იტალიის მაფია, ჩინეთის ხელმძღვანელი ხუ ცზინტაო, მექსიკის ნარკობარონები, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულტან ნაზარბაევი მოხვდნენ. იხილეთ epn.ge
  5. მარიამ კახელიშვილის ვიდეომ ყველა რეკორდი მოხსნა ვიდეოებს შორის – ის 195 000-ზე მეტჯერ იხილეს. პატარა გოგონამ, რომელსაც სხვა კონკურსებში არ უმართლებდა და ლამის ამის გამო სიმღერაც მიატოვა, მოახერხა და მთელი საქართველო აალაპარაკა. მის შესახებ პოსტის წაკითხვა ამ ლინკზე შეგიძლიათ. ამჯერად ის თქვენს გამოგზავნილ შეკითხვებს პასუხობს: - ერთ-ერთ ვიდეოში ამბობ, რომ სიმღერისთვის თავის დანებებას აპირებდი. რამდენიმე კითხვა მოგვწერეს ამასთან დაკავშირებით, თუ ვერ გაიმარჯვებ ნიჭიერში, სიმღერას მაინც გააგრძელებ? ოთახში ჩვენთან ერთად ბაბი და მარი და ანა ხანჩალიანი არიან. ამ კითხვაზე მარიამი თავჩახრილი დგას, ბაბი, მარი და ანა გარშემო დახტუნავენ და ყვირიან – გააგრძელებს, აბა რას იზამს! აბა რას იზამს! : ) მარიამი ისევ დუმს. - რამდენი ხანია, რაც ბზიკების სტუდიაში ხარ? - 2 წელია. - კონცერტები თუ გაქვთ, სადაც შენც გამოდიხარ? - კი, საკმაოდ ხშირად იმართება კონცერტები თბილისში და ვმონაწილეობ ხოლმე. - ნიჭიერში უცხოურ რეპერტუარს ასრულებ, ქართულ სიმღერებს მღერი ხოლმე ისე? - არა, ადრე ვმღეროდი, შემდეგ ეს სტილი ავირჩიე. თუმცა, როცა სიტუაცია მოითხოვს, ქართულსაც ვმღერი. - ვინ არიან შენი საყვარელი მომღერლები? - უიტნი ჰიუსტონი, ბიონსი, ჯენიფერ გადსონი, ჯენიფერ ჰოლიდეი. - თუ გაქვს საყვარელი სიმღერა შენი რეპერტუარიდან, რომელსაც კონცერტების და რეპეტიციების გარეშეც, შენთვის სახლში ხშირად მღერი? - ბევრია ასეთი, თუმცა განსაკუთრებით მიყვარს And I’m telling you. - რას ეტყოდი შენს უამრავ გულშემატკივარს? - დიდი მადლობა ყველას, დამიმესიჯეთ! მარიამის კასტინგის ვიდეო: მარიამი ნახევარფინალში: nichieri.ge
  6. გულნაზი გოლეთიანი – ეს სახელი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ალბათ ყველამ იცის. მისი სიმღერის შემდეგ უამრავი წერილი მივიღეთ აქ მცხოვრები ადამიანებისგანაც და ემიგრანტებისგანაც, ისინი სიყვარულს გამოხატავდნენ გულნაზისადმი და მადლობას უხდიდნენ მას იმ ემოციებისათვის, რომელიც თითოეულ ჩვენგანში მისმა სიმღერამ გამოიწვია. თავადაც ამბობს, რომ იმ სამმა წუთმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა, “ნიჭიერმა” ის უბედნიერეს ადამიანად აქცია და დიდი ხნის ოცნება, რომელსაც გულში ინახავდა, აუსრულა. გულნაზი გოლეთიანის შესახებ პოსტი შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. - ვოკალის მასწავლებელთან ემზადებოდით? - არა, არასდროს მოვმზადებულვარ სიმღერაში. - რამდენი ხანია, რაც მღერით? - ბავშვობიდან ვმღერი, ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდ სცენაზე არასდროს გავსულვარ. - ელოდებოდით, რომ ხალხის რჩეული გახდებოდით? - არ ველოდებოდი, გულის სიღრმეში კი მქონდა იმედი, მაგრამ მაინც არ ველოდებოდი. იმ წუთში სისხლი გამეყინა, ნაბიჯი ძლივს გადავდგი თიკასკენ და ვანიკოსკენ. უბედნიერესი წუთები იყო. - სიმღერას “ნიჭიერის” შემდეგ გააგრძელებთ? - კი, სანამ შემეძლება, აუცილებლად ვიმღერებ. - სადმე თუ მუშაობთ? - ამჟამად ჩვენი რაიონის კულტურის სახლში ვმუშაობ. - რას ეტყვით გულშემატკივრებს? - დიდ მადლობას! ვეცდები, მთელი ენერგია და შემართება ჩავდო ჩემს სიმღერაში, მინდა, რომ თქვენი გულები გავახარო! გულნაზი გოლეთიანი კასტინგზე: გულნაზი გოლეთიანი ნახევარფინალში: nichieri.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/TSU-150x150.jpgქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ფარგლებში ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადრონული ფიზიკის საკითხებთან დაკავშირებულ ვორქშოფს უმასპინძლებს. შეხვედრაზე გერმანელ პროფესორ ჰანს შტროერს თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. ვორქშოფს გერმანიის იულიხის კვლევათა ცენტრის, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები დაესწრებიან. ქართულ–გერმანული სკოლა–სემინარი 3 მაისს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაიხსნა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით იმართება. სემინარში გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს. მონაწილე მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. მემორანდუმი მომავალში ერთობლივი პროექტების შემუშავებას შეუწყობს ხელს. იგეგმება ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების მივლინება გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრში, განხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომები. ადრონული ფიზიკის საკითხებისადმი მიძღვნილი მეოთხე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი თბილისში 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kvitashvili1-150x150.jpgსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი რუსთავს ეწვია, სადაც # 2 პოლიკლინიკში ექიმთა გადამზადების პროცესს დააკვირდა. ექიმთა გადამზადება საოჯახო მედიცინაში 2009 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე 723 ექიმი და ექთანი 6 თვიან კურსს გადის. 540 მათგანი სამედიცინო მომსახურებას სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობას აწვდის. სახელმწიფო ფარავს როგორც მზადების ხარჯებს ასევე, მზადების პერიოდში მსმენელებზე ყოველთვიურად 360 ლარს გასცემს. ექიმთა მზადება ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, გორში, რუსთავში მცხეთასა და თბილისში მიმდინარეობს. ექიმთა გადამზადების ცენტრის მონახულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი რუსთავის მოსახლეობასაც შეხვდა. იხილეთ epn.ge
  9. ვერკა და გიორგი ერთადერთი წყვილია სამეჯლისო ცეკვის ნომრით, რომლებიც ფინალში მოხვდნენ. გულშემატკივრების გამოხმაურების მიხედვით, იმ სამი წყვილიდან, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ, ვერკამ და გიორგიმ ხალხის ყველაზე დიდი სიმპათია დაიმსახურა. ამის გამო ჟიურიმ მათ მეორე შანსი მისცა და 2 დამატებითი ფინალისტის არჩევისას ხუთეულში დაასახელა, რის შემდეგაც უკვე მაყურებლებმა გააკეთეს არჩევანი და წყვილი ფინალში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ კასტინგების დროს მათი ნომერი ძალიან ცოტა ხნით გამოჩნდა ეკრანზე, მათ მოახერხეს უამრავი ადამიანის გული მოეგოთ. დამატებითი ინფორმაციისთვის ვერკასა და გიორგის შესახებ შეგიძლიათ ეს პოსტი ნახოთ. - სად სწავლობთ? - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპორტის ფაკულტეტზე. გიორგი მე-4 კურსზეა, ვერკა – მე-3-ზე. - ჭიათურაში ხშირად ჩადიხართ ხოლმე? - კი, ძალიან ხშირად ჩავდივართ. - როდის დაიწყეთ ცეკვა? - ვერკამ 7 წლიდან დაიწყო, თუმცა მანამდე ქართულს ცეკვავდა, სამეჯლისო ცეკვებს კი 13 წლიდან მიჰყო ხელი. გიორგი 12-13 წლის იყო და პირდაპირ სამეჯლისო ცეკვებით დაიწყო. ცოტა ხანი ქართულ ცეკვებზეც იარა, მაგრამ სამეჯლისო უფრო ახლოს იყო მასთან. - ელოდებით, რომ მეორე შანსი მოგეცემოდათ და 5-ეულში დაგასახელებდათ ჟიური? - გეგას კომენტარის შემდეგ, მართალი რომ გითხრათ, ველოდით და ძალიან გაგვიხარდა. - სად გაიცანით ერთმანეთი? - ჩვენ მეზობლები ვართ ჭიათურაში, შემდეგ ცეკვაზეც ერთად დავიწყეთ სიარული და დავახლოვდით. - მოსწავლეები გყავთ? ვინმეს ასწავლოთ ცეკვას? - არა, ჯერჯერობით მოსწავლეები არ გვყავს. - რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს? - უღრმესი მადლობა ყველას, ძალიან გვიყვარხართ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ორჯერ და სამჯერ უფრო ძლიერად გვიგულშემატკივროთ. ვერკა და გიორგი კასტინგზე: ვერკა და გიორგი ნახევარფინალში: nichieri.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagareishvili11-150x150.jpg საარჩევნო სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგარეიშვილის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვის გადადება მმართველმა გუნდმა ,,ალიანსს საქართველოსთვის’’ გადააბრალა. პროექტის ავტორმა ინიციატივის დადგენილი დროის ფარგლებში განხილვაზე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისგან უარი მიიღო, რის გამოც ცაგარეიშვილმა საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენა. ცაგარეიშვილი ბიუროს თხოვდა პროექტის კომიტეტების გვერდის ავლით, ხვალინდელ სესიაზე გატანას და დაჩქარებული წესით სამივე მოსმენით მიღება მომხდარიყო. ოპოზიციონერ დეპუტატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოადგილე ლაშა თორდია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საარჩევნო ტიპის დანაშაულებზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ალიანსის შემადგენლობაში არაერთგვაროვანი პოზიცია არსებობს და მისი ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი სანქციების არათუ გაზრდის, არამედ შემცირების შესახებ საუბრობს. ,,საკითხთან დაკავშირებით გია ცაგარეშვილს სხვა, ხოლო იგივე ალიანსის ბლოკში შემავალ ერთ-ერთი პარტიის ლიდერს სულ სხვა დამოკიდებულება გააჩნია. სჯობს, საკითხზე – უნდა შემცირდეს, თუ პირიქით, უნდა გაიზარდოს სანქციები, გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ, ცივ გონებაზე მივიღოთ’’, – განაცხადა თორდიამ. თორდიას თქმით, პროექტი ვერ იქნება განხილული NDI-ის ფორმატში მოქმედი ჯგუფის ფარგლებში აღებული ვალდებულებითაც, რადგან არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონსესუსით უნდა იყოს მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ არგუმენტად დასახელებული ალიანსს შიგნით არსებული აზრთასხვადასხვაობა არ გაიზიარა, თუმცა ბაქრაძემ აქცენტი NDI-ის ფორმატში აღებულ შეთანხმებებზე გააკეთა და ცაგარეიშვილს ურჩია თუკი იგი შედეგზე ორიენტირებული იყო პროექტის განხილვას ივნისში დათანხმებულიყო. ბიუროზე ცაგარეიშვილი და უმრავლესობის წევრები შეთანხმდნენ, რომ განხილვა ივნისში დაიწყება და წინადადება ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგში არ ჩაჯდება. შეგახსენებთ, რომ ცაგარეიშვილის წინადადების თანახმად, ცვლილება ,,სისხლის სამართლის კოდექსში~ შედის, რომელიც საარჩევნო ტიპის დანაშაულებზე არსებული სანქციების გამკაცრებასა და ასეთ დანაშაულთან მიმართებაში სამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს, კერძოდ, საანქციები ყველა ტიპის საარჩევნო დანაშაულზე იზრდება. რაც შეხება ხანდაზმულობის ვადას, მოქმედი კანონმდებლბით, საარჩევნო დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება, თუ დანაშაულიდან 2 წელია გასული, ცაგარეიშვილი კი ამ ვადის 15 წლამდე გაზრდას ითხოვს. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/parliament-of-georgia2-150x150.jpgპარლამენტში პრესის გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით ,,საქართველოს პრესის ასოციაციის” მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პროექტი ლევან ვეფხვაძემ წარადგინა და კანონპოექტის საერთაშორისო დღეს ინიცირებას სიმბოლური უწოდა. ვეფხვაძის შეფასებით, მედიისადმი მილოცვებს, სჯობს ხელისუფლებამ საქართველოში პრესის თავისუფლებითვის რეალური და ქმედითი ნაბიჯები გადადგას და ,,პრესის ასოციაციის” წინადადებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს. რაც შეეხება ,,პრესის ასოციაციის” საკანონმდებლო წინადადებას, იგი ოთხი კანონპროექტისგან შედგება; ამათგან ძირითადია ახალი კანონპროექტი ,,ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ”, ხოლო დანარჩენი გულისხმობს ცვლილებებს ~ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ ორგანულ კანონში, ~საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ~ კანონში და ~საქართველოს საგადასახადო კოდექსში~. ,,ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ” კანონის მიზანია ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების ხელშემწყობი პირობების შექმნა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად ბეჭდვითი პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისგან. ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში~ ცვლილებები ეხება საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენებას. კანონპროექტის ავტორებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ჯიხურებიდან ან ქუჩაში დადგმული სტენდებიდან/მაგიდებიდან, სადაც გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვისას სავალდებულო არ იყოს საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენება და ასეთი ნორმა, რომელიც ამჟამად დროებითია – იქცეს მუდმივად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს პრესის ასოციაციამ პრესის დისტრიბუციის პროცესის დარეგულირებისა და ბაზარზე მონოპოლიის შექმნის საფრთხიდან გამომდინარე შეიმუშავა. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/rurua1-150x150.jpgსაქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროში ეროვნულ კინოცენტრსა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელს მოაწერეს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა თამარ ტატიშვილმა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა. მემორანდუმი ითვალისწინებს კინოცენტრს და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას. ორ უწყებას შორის პარტნიორობა გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში ერთობლივ პროექტებზე მუშაობას (ერთობლივი მასტერკლასების ჩატარება, სტუდენტური ფილმების ჩვენება რეგიონებში, სახელმძღვანელოების გამოცემა, სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ “ამირანი”-ს ორგანიზება და ასე შემდეგ). თანამშრომლობა კინოცენტრსა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს შორის მანამდე დაიწყო და მის ფარგლებში უკვე გამოიცა საოპერატორო ქრესტომათიის ციფრული ვერსია გია გერსამიას ავტორობით (DVD-დისკებზე), რომლის პრეზენტაცია ასევე გაიმართება კულტურის სამინისტროში. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/parliament-of-georgia1-150x150.jpgპარლამენტი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანძლივებაზე ხვალ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისის პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ კომისიას ჯერ არ მიუღია უშიშროების საბჭოს თანხმობა უშიშროების საბჭოს სხდომის ოქმების გასაცნობად, რომელიც მოიცავს პირველი პრეზიდენტის დაბრუნებას და გადაადგილებას დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ასევე, კომისიის მიერ დასაკითხია მაშინდელი ოფიციალური უწყების ხელმძღვანელი პირები. კომისია ასევე, აპირებს ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმეზე #7994802 კომპლექსური სასამრთლო – სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა. გამომდინარე აღნიშნულიდან რეგლამენტით დადგენილი წესით, კონსტანტინე გამსახურდიას კომისია ითხოვს, კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანგძლივების საკითხის განხილვას. შეგახსენებთ, რომ კომისია პარლამენტში გასულ წელს შეიქმნა. კ პარლამენტმა ომისიას საქმიანობისთვის უკვე ორჯერ მისცა სამ-სამთვიანი ვადა. ამასთან, კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია მის პარლამენტში შემოსვლას სწორედ კომისიის შექმნის მიზნით ხსნის, თუმცა გამსახურდიასთვის დეპუტატის მანდატის აღდგენასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება კონსტანტინე გამსახურდიას საკანონმდებლო ორგანოში შეცვლის სანაცვლოდ კომისიის შექმნას დაჰპირდა. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/vefxvadze33331-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ ,,ალიანსი საქართველოსთვის’’ შეთავაზებაზე უარს აცხადებენ და ოპოზიციურ პარტიებს მათი მერობის კანდიდატის გია ჭანტურიას გეგმის ირგვლივ კონსოლიდაციისაკენ მოუწოდებენ. როგორც ,,ექსპრესნიუსს’’ მოძრაობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, ჭანტურიას გეგმა ერთადერთია, რომლითაც გიგი უგულავას დამარცხებაა შესაძლებელი. ვეფხვაძის შეფასებით, მოსახლეობა დაიღალა პერსონალიებზე საუბრით და თანამდებობბების გადანაწილებით, შესაბამისად, მთავარია გეგმა, ვინ, რითი მიდის არჩევნებზე. ,,ჭანტურიას კონკრეტული გეგმა არის ჩვენი მოსახლეოიბის ცხოვრების გაიაფება და ყველას ამ გეგმის ირგვლივ კონსოლიდაციას ვთავაზობთ. რაც შეეხება კანდიდატს, რომელიც უკეთეს გეგმას გვთავაზობს ვერ ვხედავთ და უგულავას დამარცხება ერთი-ერთზე მხოლოდ მას შეუძლია’’, – განაცხადა ვეფხვაძემ. შეგახსემებთ, რომ თბილისის მერობის ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ინგა გრიგოლიას კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ წინადადებით გიორგი თარგამაძის გუნდს გუშინ, ტელეგადაცემა ,,აქცენტებში’’ გამოსვლისას ,,ალიანსის საქართველოსთვის’’ წარმომადგენელმა, დავით გამყრელიძემ მიმართა. გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ,,ქრისტიან-დემოკრატები’’ მათ ,,ფაქტობრივად დამარცხებულ’’ კანდიდატს გია ჭანტურიას არჩევნებიდან მოხსნიან, მზად არიან, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ინგა გრიგოლიას კანდიდატურას დავუჭირონ მხარი. იხილეთ epn.ge
  15. ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტ ნანა ლეჟავას მიერ მომზადებული გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: „ა. წ. 2 მაისს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გავიდა ჟურნალისტ ნანა ლეჟავას მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც წარმოადგენს კიდევ ერთ დადასტურებას, იმისა თუ როგორ ართმევს ხელისუფლება ჩვენს მოქალაქეებს, კერძოდ, პრობაციონერების თუ პატიმრობაში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრების ფუნდამენტურ უფლებას – არჩევანის გაკეთების უფლებას. სახეზეა შს და იუსტიციის სამინოსტროთა ხელმძღვანელებისა და სხვა ხელმძღვანელი პირების, კერძოდ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას, პრობაციის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმჟამინდელი თავჯდომარის ლევან თარხნიშვილის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უტყუარი ფაქტები. მივმართავ მთავარ პროკურატურას, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს კონკრეტული თანამდებობის პირების დანაშაულებრივი თანამონაწილეობა. მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, დროულად მოახდინოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება, რათა აღიკვეთოს პოლიციური სტრუქტურების დანაშაულებრივი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში და 30 მაისს არ მოხდეს არჩევნების შედეგების გაყალბება. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვინც სააშკარაოზე გამოიტანა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ერთ ერთი სქემა“. View the full article
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqraze21-150x150.jpgპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მედიის წარმომადგენლებს პრესის საერთაშორისო დღეს ულოცავს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ბაქრაძემ პრესის წარმომადგენლებს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვა. ბაქრაძის შეფასებით, საქართველოში მედიის როლი დიდია, რადგან პრესა გავლენას ახდენს სამი ხელისუფლების კონსტრუქციულ მუშაობაზე. ,,საქართველოს მაგალითზე ვრწმუნდები, რომ პრესა მართლაც მეოთხე ხელისუფლება არის. Pპრესა აკონტროლებს დანარჩენი სამი ხელისუფლების მუშაობას. ვისურვებ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების თანამშრომლობა იყოს წარმატებული, რადგან ამაზე არის ქვეყანაში დამოკიდებული დემოკრატიის განვითარება’’, – განაცხადა ბაქრაძემ. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/8743-CENN_Logo-150x150.jpg ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, გიორგეთი და რაჭისუბანი მიწის დეგრადაციამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია – ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან (CENN) აცნობეს. მათი განცხადებით, მდინარეებს სოფლის სავარგულები მიაქვს, ნაპირდაცვითი სამუშაოებისთვის კი თანხა ჯერჯერობით გამოყოფილი არ არის. „სოფელ გიორგეთს, სადაც 500-მდე კომლი ცხოვრობს, მდინარე კაბალი მიტაცებით ემუქრება. მოსახლეობის თქმით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 80% დატბორილია და ქვიშითა და რიყის ქვით არის სავსე. ადგილობრივები შიშობენ, რომ 2-3 წლის შემდეგ, დასამუშავებელი მიწა და საძოვარი, უბრალოდ, აღარ დარჩება. ბევრი ნაკვეთი უვარგისობის გამო მიტოვებულია. ზოგ ადგილას მდინარე კაბალი სოფელს 100 მ-ით უახლოვდება, რაც ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის“, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. მათივე ცნობით, ანალოგიური პრობლემაა სოფელ რაჭისუბანში. აქ სულ 37 კომლი ცხოვრობს. მდინარე სალესავის წყლის სეზონური ადიდება სოფელს დიდ საფრთხეს უქმნის. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემა სალესავის წყალზე გაბიონის მოწყობით უნდა მოგვარდეს. „აღსანიშნავია, რომ სალესავის წყლის ის მონაკვეთი, სადაც გაბიონი უნდა აშენდეს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის შიგნით მდებარეობს. სოფლის მკვიდრნი შიშობენ, რომ ისედაც მცირემიწიანი სოფელი შეიძლება საერთოდ მიწის გარეშე დარჩეს”. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ლოლაძე აცხადებს, სამუშაოები იმდენად მასშტაბურია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები არაფერს ჰყოფნის. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2c1612a432c3-150x150.jpgთელავის რაიონის სოფელ ლალისყურში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ სკოლის შენობა 14 000 ლარად იყიდა. როგორც „კონსერვატორები“ ირწმუნებიან, აღნიშნული შენობა წლების წინ სოფლის საკუთრება იყო, თუმცა ხელისუფლებამ სკოლა გაყიდა და ახლა მოსახლეობას ის თავიდან აყიდინა. „არავინ იცის, თუ როდის მოუნდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ შენობის თავიდან გაყიდვა და როდის დარჩებიან ლალისყურელი ბავშვები სკოლის გარეშე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიჩინონ კეთილსინდისიერება და სკოლა სოფელს უფასოდ დაუბრუნონ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება“, – განუცხადა რადიო ,,ჰერეთს“ „კონსერვატორმა“ სოფო კობაიძემ. ოფიციალური ინფორმაციით, შენობა, რომელშიც არასრული საშუალო სკოლა იყო განთავსებული 9 000 დოლარად ვაჟა რამაზაშვილზე გაიყიდა. რამაზაშვილმა შენობა 1 წლის წინ გაიფორმა. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili3112-150x150.jpgპოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, ილიას უნივერსიტეტთან გამართულ სტუდენტთა და სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის მოთხოვნას, წიგნის “საიდუმლო სირობა” აკრძალვას უერთდება. მისი თქმით, ასეთი წიგნის პრეზენტაცია და პროპაგანდა უნივერსიტეტის შენობაში დაუშვებელია, რის გამოც მან უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის საქციელი დაგმო. “მე მზად ვარ შევუერთდე მალხაზ გულაშვილის მოთხოვნას და ხელი მოვაწერო იმ დოკუმენტს რომელიც ამ წიგნის აკრძალვას და გაყიდვიდან ამოღებას გულისხმობს”, _ განაცხადა ნიკა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ილიას უნივერსიტეტთან სტუდენტებმა უნივერსიტეტში “საიდუმლო სირობა”_ს პრეზენტაცია გააპროტესტეს. სტუდენტთა განცხადებით, ეს ამაზრზენი წიგნია რომელიც მკრეხელობით, ღვთის გმობითა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით არის სავსე. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_328531-150x150.jpgდევნილი მოსახლეობისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე ესტრუმრნენ და რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს. ბათუმში, ხახულის ქ. #5-ში ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს. ისინი სრულად რეაბილიტირებულ ბინებში კერძო სექტორიდან და სასტუმროებიდან გადაიყვანეს. როგორც დევნილები აცხადებენ, ამჯერად მხოლოდ ერთადერთის მოლოდინში არიან აღნიშნული ბინები მათი საკუთრება გახდეს. “სანამ აქ გადმოვიდოდით, საშინელ პირობებში ვცხოვრობდით. ხუთი სული ერთ ოთახში ვიყავით და არანაირი პირობები არ გვქონდა. ვინც აქ შემოგვასახლა მადლობის მეტი რა გვეთქმის. სამ ოთახიანი გარემონტებული ბინა გვაქვს. 17 წელია ამას არ ვღირსებივართ. ძალიან კმაყოფილები ვართ და მადლობა ყველას, ვინც ჩვენზე ზრუნავს. წყალიც გვაქვს, დენიც, ელექტორენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებიც და ველოდებით ამ ბინის საკუთრებაში გადაცემას”, – აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა მზია გადელიამ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დევნილებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ანალოგიურ პირობებში ყველა დევნილი იცხოვრებს: “ამ ობიექტში სოხუმიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს, ყველას კარგად გახსოვთ, ადრე რა პირობებში იყვნენ. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, თვენახევარში დევნილებს ეს ფართები დაუკანონდებათ და მათი საკუთრება იქნება. აფხაზეთში დაბრუნებამდე მშვიდად და ღირსეულად იცხოვრებენ. რაც მთავარია, პროცესი გრძელდება. კიდევ ბევრი ოჯახი გვყავს დასაკმაყოფილებელი. ნაბიჯ-ნაბიჯ, ფეხდაფეხ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.” იხილეთ epn.ge
  21. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalmaxelidze71-150x150.jpg, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოს უკვე მეორედ ეწვია. მინისტრმა ამჯერად შეხვედრა ქობულეთში გამართა და მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარების მომსახურების შესახებ ესაუბრა. ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები, სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარის მოსახლეობას უწევენ ყველა სახის უფასო სამართლებრივ კონსულტაციას, იურიდიული დოკუმენტების შედგენაში ეხმარებიან და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფენ. მოსახლეობასთან მინისტრისა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის ირაკლი კობიძის შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებს კონსულტაცია ადგილზე გაუწიეს. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili3111-150x150.jpg“სახალხო დემოკრატების” ლიდერმა და თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პრესის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. როგორც ივანიშვილმა, დღეს, პარტიის ოფისში გამართულ მედიამაგიდაზე განაცხადა, მედიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში. ივანიშვილმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ჟურნალისტები დავით ბოლქვაძე და ანა პოლიტკოვსკაიაც გაიხსენა. “სამწუხაროდ ძალიან დიდია პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ჟურნალისტთა რიცხვი. მე დაუშვებლად მივიჩნევ მედიის თავისუფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას”, _ განაცხადა მერობის კანდიდატმა. ივანიშვილი Freedom House-ის კვლევის შედეგებსაც შეეხოო. “ძალიან სამარცხვინოა რომ საქართველოს “ნაწილობრივ თავისუფალთა” სიაში 126 ადგილი უკავია და გვერდს ნიკარაგუა გვიმშვენებს”, _ განაცხადა http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili3111-150x150.jpg. ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს თავისუფლება უსურვა და მისი მხრიდან ყოველთვის გახსნილობასა და თYანამშრომლობას და დაჰპირდა. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/terrortist-in-pakistan-150x150.jpgპაკისტანელი ტერორისტების მეთაური ხაკიმულა მესხუდი ინტერნეთში გამოქვეყნებულ ვიდეოზე აშშ მაშტაბური ტერაქტებით ემუქრება ამის შესახებ “France Presse” იუწყება. “სულ ცოტა ხანში ჩვენი მებრძოლები აშშ სტრატეგიულ ქალაქებზე თავდასხმას განახორციელებენ”, – აცხადებს ტერორისტებისლიდერი ვიდეოში 28 წლის ხაკიმულა მესხუდი პაკისტანელი ექსტრემისტების ლიდერი 2009 წლის აგვისტოში გახდა. ბოლო წლების განმავლობაში პაკისტანში მომხვდარი ტერაქტების უმეტესობა მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. იხილეთ epn.ge
  24. ანა ხანჩალიანი – გოგონა, რომლის ხმამაც უამრავი ადამიანის გული დაიპყრო, ნიჭიერის ნახევარფინალზე ხალხის რჩეული გახდა და ფინალის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. გარდა იმისა, რომ ძალიან საყვარელი, ლამაზი და ნიჭიერი ბავშვია, ურთიერთობაშიც საოცრად თბილი და უშუალოა, ზრდილობიანი და მორიდებული. მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ. - ვოკალის მასწავლებელი მართლა არ გყავს? - არა, არ მყავს, არ მოვმზადებულვარ სიმღერაში არასდროს. - ვიოლინოს სწავლა რატომ გადაწყვიტე? - ბავშვობიდანვე ვოცნებობდი, მცოდნოდა ვიოლინოზე დაკვრა. 6 წელი ვსწავლობდი ფორტეპიანოს, შემდეგ შემომთავაზეს მეორე ინსტრუმენტის დამატება და ვიოლინო ავირჩიე. - მარიამ კახელიშვილს ძლიერ კონკურენტად თვლი? - კი, ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია. არამხოლოდ ის, ფინალში ბევრი ძალიან ნიჭიერი კონკურსანტი შეიკრიბა. - რაიმე მუსიკალურ კონკურსზე თუ გიმღერია? - არა, არასდროს მიმიღია კონკურსებში მონაწილეობა. - რატომ? - ძირითადად იმის გამო, რომ მაგის შესაძლებლობა არ გვქონდა ხოლმე. - რამდენიმე კითხვა იყო, ანას შეყვარებული თუ ჰყავსო… (გაოცებული თვალებით მიყურებს) – კი, მაგრამ ეგ რაში აინტერესებთ? - რა ვიცი, აინტერესებთ : ) (ძალიან დარცხვენილი) - არა, არ მყავს. - სულ უცხოურ სიმღერებს მღერი, ქართული სიმღერები თუ გაქვს რეპერტუარში? - ბავშვობიდან ქართულ სიმღერებს ვმღერი, ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა ცაბაძის “ალიონზე გამიღიმა თბილისმა”. უბრალოდ ახლა უცხოენოვანი სიმღერები ვარჩიე. - შენი საყვარელი მომღერლები ვინ არიან? (აქ იბნევა, ბევრნი არიან და როგორ ჩამოვთვალოო, და მთხოვს, რომ ცოტა დრო მივცე მოსაფიქრებლად) - ბიორკი, ბარბრა სტრეიზანდი, სელინ დიონი, ვიტნი ჰიუსტონი. - ვინმე დაინტერესდა შენი ვოკალით? რაიმე შემოთავაზება გქონდა? - ჯერჯერობით არანაირი, მხოლოდ ერთი ადამიანი დამიკავშირდა ფილადელფიიდან და საჩუქარი გამომიგზავნა. - ელოდი, რომ ხალხის რჩეული გახდებოდი? - არ ველოდი. სცენაზე ძალიან შემრცხვა ემოციების გამოვლენა, თუმცა კულისებში რომ გავედი, ვხტუნავდი სიხარულით, სახლშიც სულ დავხტოდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. - რას ეტყვი გულშემატკივრებს? - ყველას ძალიან დიდი მადლობა, იმ ადამიანებსაც, ვისაც მესიჯის გამოგზავნის საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ ამის გარეშე მიჭერდნენ მხარს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც მიგულშემატკივრებენ. ანა კასტინგზე: ანა ნახევარფინალში: nichieri.ge
  25. ნიჭიერის ფინალისტებზე ბევრს საუბრობენ, ზოგის ნიჭიერებას ეჭვქვეშ აყენებენ, თვლიან, რომ არ იმსახურებდა ფინალს. მაგრამ ყველა, ნიჭიერის ყველაზე გულფიცხი კრიტიკოსებიც კი ერთ რამეზე თანხმდებიან – ავთო ნაცარაშვილი უდაოდ ძალიან ნიჭიერი ადამიანია. “ნიჭიერის” სცენაზე მან პროფესიონალიზმის სულ სხვა დონე აჩვენა, ბევრად მაღალი, რასაც ის ადამიანებიც კი ადვილად მიხვდნენ, რომლებსაც მუსიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ. ავთო ნაცარაშვილის ნიჭის, ნებისყოფისა და პროფესიონალიზმისადმი შეუძლებელია არ გაგიჩნდეს უდიდესი მოწიწების და პატივისცემის გრძნობა. მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წაკითხვა ამ პოსტში შეგიძლიათ. - მოსწავლეები თუ გყავთ და თუ ასწავლით გიტარაზე დაკვრას? - ადრე მყავდა მოსწავლეები. ახლა ჯერჯერობით ჩემს თავს ვამეცადინებ. კარგ ფორმაში რომ ჩავდგები, შემდეგ მოსწავლეებსაც ავიყვან. - Deep purple გიყვართ? - კი, ძალიან, ჩემს ბავშვობაში ეტალონები იყვნენ, მათგან ბევრი რამ ვისწავლე, ფაქტიურად, ჩემი მასწავლებლები არიან. - დღეში რამდენ საათს მეცადინეობთ? - როცა კარგად ვმეცადინეობ – სულ ცოტა 8 საათი მჭირდება. ხანდახან 11 ან 12 საათიც მივარჯიშია. - რომელი კუთხიდან ხართ? - კახელი ვარ. - სად შეიძლება თქვენი მოსმენა? - ჯერჯერობით არსად, თუმცა ამჟამად დისკზე ვმუშაობ, რომელსაც აუცილებლად დავდებ ინტერნეტში და ხალხს შეეძლება გადმოწეროს და მოუსმინოს ჩემს შემოქმედებას. - რამდენი კომპოზიცია გაქვთ სულ დაწერილი? - დაწერილი უამრავი მაქვს, თუმცა ამჟამად 12 მათგანზე ვმუშაობ. - რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს? - დიდ მადლობას მოვახსენებ. მინდა, რომ იმედიანად იყვნენ – სამომავლო გეგმები მაქვს, აუცილებლად შევთავაზებ მათ კარგ კომპოზიციებს და სიმღერებსაც! ავთო ნაცარაშვილი კასტინგზე: ავთო ნაცარაშვილი ნახევარფინალში: nichieri.ge
×
×
  • შექმენი...