planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/rurua-nika11-150x150.jpgსაქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტროში, დღეს, მინისტრი ნიკოლოზ რურუა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი, საინგილოს რეგიონიდან მომავალ სტუდენტებს შეხვდებიან. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო საინგილოს მიზნობირვი სპეც-ჯგუფის საკონსულტაციო შეხვედრები. როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აბიტურიენტები არ გაივლიან ეროვნულ გამოცდებს, მათი ჩარიცხვაც უნივერსიტეტის შიდა ტურების წარმატებით გავლის შედეგად მოხდება. 10-მდე საინგილოს მკვიდრი, 4 წლის მანძილზე დაეუფლება დრამის რეჟისურის და მსახიობის სპეცილობას, ასევე გაივლიან თოჯინების თეატრის სასწავლო პროგრამასაც. საინგილოს რეგიონიდან თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ასევე ემზადებიან მომავალი ლოტბარები და ქორეოგრაფები, რომლებიც გომარ სიხარულიძის და ბიჭიკო ყურაშვილის ხელმძღვანელობით 4 წლიან საბაკალავრო პროგრამას დაეუფლებიან, რეგიონში კი უკვე ქართული განათლებით დაბრუნდებიან. შეხვედრა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტროში დღეს 13:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/nishnianidze-150x150.jpgფილარმონიის წინ დღეს პოეტის გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნება. ასევე დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნიშნიანიძის ცხოვრების და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო “პაემანი ვერაზე” გაიმართება. დღევანდელ კონცერტში მონაწილეობას სულ 100 ადამიანი მიიღებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti25-150x150.jpgპარლამენტი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანძლივებაზე დღეს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისის პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ კომისიას ჯერ არ მიუღია უშიშროების საბჭოს თანხმობა უშიშროების საბჭოს სხდომის ოქმების გასაცნობად, რომელიც მოიცავს პირველი პრეზიდენტის დაბრუნებას და გადაადგილებას დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ასევე, კომისიის მიერ დასაკითხია მაშინდელი ოფიციალური უწყების ხელმძღვანელი პირები. კომისია ასევე, აპირებს ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმეზე #7994802 კომპლექსური სასამრთლო – სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა. გამომდინარე აღნიშნულიდან რეგლამენტით დადგენილი წესით, კონსტანტინე გამსახურდიას კომისია ითხოვს, კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანგძლივების საკითხის განხილვას. შეგახსენებთ, რომ კომისია პარლამენტში გასულ წელს შეიქმნა. კ პარლამენტმა ომისიას საქმიანობისთვის უკვე ორჯერ მისცა სამ-სამთვიანი ვადა. ამასთან, კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია მის პარლამენტში შემოსვლას სწორედ კომისიის შექმნის მიზნით ხსნის, თუმცა გამსახურდიასთვის დეპუტატის მანდატის აღდგენასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება კონსტანტინე გამსახურდიას საკანონმდებლო ორგანოში შეცვლის სანაცვლოდ კომისიის შექმნას დაჰპირდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti24-150x150.jpgპარლამენტი დღეს არჩევნებამდე ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს. იგეგმება “დიზაინის შესახებ” კანონის საბოლოოდ მიღება. ასევე, საბოლოოდ დაამტკიცებენ კანონში ცვლილებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც პანსიონატში იმყოფებიიან, პენსიის აღდგენას ითვალისწინებს. საბოლოოდ მიიღებენ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვით, სათამაშო აპარატების მფლობელებს, სამორინეების მსგავსად, სალონების დამუქება მოუწევთ. ხვალვე, დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ კადეტთა კორპუსის აღდგენისა და გარკვეულ პირთა ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ პროექტებს. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პარლამენტი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, რიგგარეშე ფორმატით შეიკრიბება, თუმცა კომიტეტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მასზე 15-მდე საკითხის განხილვაა დაგეგმილი. იხილეთ epn.ge
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ოდრი გლოვერს შეხვდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მან გადასცა მასალები, რომელიც ამტკიცებს როგორ იყენებენ სამართალდამცავი სტრუქტურები არჩევნების გაყალბებისთვის პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს. „ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას კონკრეტული მაგალითები მივაწოდეთ იმის შესახებ, თუ როგორ ჩაერივნენ ძალოვანი სტრუქტურები 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღეთ პირობა, რომ ეუთოსა მისია ჩაერთვება ამ ფაქტების გადამოწმების პროცესში. მთავარ პროკურატურას დღეს ვთხოვეთ გამოძიების დაწყება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანი იქნება, თუ პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, „ალიანსი“ საქმის კურსში ჩააყენებს დიპლომატიურ კორპუსსაც. „ადამიანების ბედით მანიპულირება არ უნდა დავუშვათ. ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. View the full article
-
ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი კრწანისში სოფიო ხორგუანი ასათიანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ასათიანის ქ. # 22-ში სახლი ინგრევა. ორსართულიან, ე. წ. „იტალიურ ეზოში“ ათი ოჯახი ცხოვრობს. მესამე კატეგორიის ავარიული სახლი მთლიანად ამორტიზებულია, მწყობრიდან არის გამოსული კომუნიკაციები, სანტექნიკა. ეზოში ასფალტი აყრილია, იქაურობა ატალახებულია. სახლში და გარეთ ერთნაირად წვიმს. მერიას და გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ასეთივე მდგომარეობაა ასათიანის ქ. #17-ში მდებარე 170 წლის ისტორიულ შენობაში. სახლს საძირკველი ფაქტობრივად გამოცლილი აქვს. ყოველწუთს მოსალოდნელია სრული ნგრევა. ძველი თბილისის გამგეობაში თითქმის ყოველდღე დადიან და ამ პრობლემების გარდა, ჩამოყრილი კედლის ნარჩენების გატანასაც ითხოვენ, თუმცა პასუხს არავინ სცემთ. სოფიო ხორგუანი ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებს დაჰპირდა, რომ მათ საკითხს არც არჩევნებამდე და არც შემდეგ უყურადღებოდ არ დატოვებს. View the full article
-
http://i.ytimg.com/vi/UaBHeXKRg_s/2.jpgVideo: Nugzar Ergemlidze & Zura Kobeshavidze - Tamunia Added by user: Sando Date: 03.05.2010 (14:25) Description: ნუგზარ ერგემლიძე & ზურა კობეშავიძე - თამუნია სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/Xaf6L_caQUQ/2.jpgVideo: Mariam Tevzadze & Giorgi Makharashvili - Imghere rame Added by user: Sando Date: 03.05.2010 (14:22) Description: მარიამ თევზაძე & გიორგი მახარაშვილი - იმღერე რამე სრულად
-
http://www.polity.ge/images/catalog/blog/shalva_khachapuridze/khachapuridze_sh_02.jpgჩვენ იურისტები ვართ, ადვოკატები, იმ შემთხვევაში თუ არჩევნები გაყალბდება, სასამართლო დავები ჩვენ უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ რა ვქნათ, როცა ვხედავთ, რომ თუ ამ კოდექსით ჩატარდება არჩევნები, შემდეგ სასამართლოში დავას აზრი აღარ ექნება, რადგან თავად კოდექსი არ გაძლევს საშუალებას რაიმე სახით და ფორმით იდავო. polity.ge
-
ნიჭიერის დაწყებიდან სამი თვე გავიდა! ვნახეთ უამრავი მონაწილე, კასტინგები, წარმატებები, წარუმატებლობები. აღმოვაჩინეთ ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ზოგი – უნიჭოც. ნახევარფინალებზე ჩვენი ფავორიტების გადასვლა გვიხაროდა, ვერგადასვლაზე – ვბრაზობდით. ზოგს ანა მოსწონდა, ზოგს – მარი, ზოგს პარკური ერჩივნა ორივეს, სხვები სახეს დაგაკორტნიდნენ “მოზაიკა” თუ არ მოგეწონებოდა. თუმცა ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებდა – ყოველ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე “ნიჭიერს” ვუყურებდით. დღეს ნიჭიერის პირველი სეზონის ფინალია, კულმინაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე! სწორედ დღეს ირკვევა, ვინ მიიღებს ბინას დრიმთაუნში და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის საამაყო ტიტულს! სულ რამდენიმე წუთში დაუვიწყარი შოუ გველოდება, შოუ, რომელზეც კიდევ ბევრს ისაუბრებენ მომდევნო დღეების განმავლობაში. კარგად მოთავსდით ტელევიზორების წინ და მხოლოდ რეკლამებზე ისუნთქეთ – ნიჭიერის ფინალი იწყება!!! არ დაგავიწყდეთ, თქვენი ფავორიტის ბედი თქვენს ხელთაა – დაუმესიჯეთ მას, ვისაც თვლით გამარჯვების ღირსად! nichieri.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/xandzari-150x150.jpgთბილისის ერთ-ერთ უბანში 3 წლის ბავშვმა ის ლოგინი დაწვა სადაც მის ორ ძმას ეძინა. როგორც საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” აცხადებს, ტრაგედიის შედეგად ერთი ბავში გარდაიცვალა. ტრაგედიის დღეს დედამ სამივე შვილი ერთ ოთახში დააძინა, სამი წლის ბავშვმა კი ასანთით ლოგინს ცეცხლი წაუკიდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ოთახში ძლიერი კვამლი ტრიალებდა. ექიმებმა ბავშვი საავადმყოფოში ცოცხალი მიიყვანეს, თუმცა მას კვამლისგან მოწამვლა ჰქონდა მიღებული, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. იხილეთ epn.ge
-
4 მაისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“, ადრონული ფიზიკის საკითხებთან დაკავშირებულ ვორქშოფს უმასპინძლებს. 4 მაისს, 11.00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, პარტიის ცენტრალურ ოფისში, IRI-ს, NDI-ს, IFES-ის წარმომადგენლებს შეხვდება. მის: ბურძგლას ქ. #110 ა (ყოფილი შმიდტის ქუჩა) 4 მაისს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: “მასწავლებელთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამებზე ახალი კონკურსი ცხადდება”. მის: უზნაძის ქ. №52 4 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 4 მაისს, 12.00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ფოლკ-ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება. მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #68 4 მაისს, 13.00 საათზე, “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. მის: ხორავას ქ. #9 4 მაისს, 13.00 საათზე, `საქართველოს დემოკრატიული პარტიის~ თავმჯდომარე გია თორთლაძე ბრიფინგს გამართავს და სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მის: გრიბოედოვის ქ. #30 4 მაისს, 13.00 საათზე, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებზე პრესკონფერენციას გამართავს. მის: ლვოვის ქ. #56 4 მაისს, 13:00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს და წარადგენს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას “ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ” კანონში. პარლამენტი, ოთახი #301 4 მაისს, 13:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ბრიფინგს გამართავს. 4 მაისს, 13.00 საათზე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის #52-ე საჯარო სკოლას ეწვევა, სადაც სკოლის კურსდამთავრებულის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თეიმურაზ იობიძის ფინანსური მხარდაჭერით, ერთ-ერთი საკლასო ოთახი გარემონტდა და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა. მის: ალ. ყაზბეგის №27 4 მაისს, 14:00 საათზე, ”თავისუფალი აზრის სახლში” ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის “საქართველო 2009” პრეზენტაცია გაიმართება. მის: რევაზ ლაღიძის ქ. #4 4 მაისს, 14.00 საათზე, `განათლების პროფესიული სინდიკატი~ სამართლებრივი აქტების კრებულის პრეზენტაციას გამართავს. მის: გუდიაშვილის ქ.#7, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი 4 მაისს, 14.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან “გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონს წარმოადგენს. პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 4 მაისს 15:00 საათზე ქალაქ ახალციხეში, თეატრის შენობაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით გაიმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობია ახალი ინიციატივის” მიერ ორგანიზებული შეხვედრა -არჩევნებში პირველად მონაწილე ამომრჩეველთათვის. 4 მაისს, 15.00 საათზე, “რია ნოვოსტის” ოფისში “მრგვალი მაგიდა” გაიმართება. თემა: “რამდენად მაღალია სიტყვის თავისუფლების საკითხი საქართველოში”. მის: რუსთაველის გამზ. #2, გრიბოედოვის თეატრი, VIII სართ., ოფისი #808 4 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32 (ყოფილი “სულხან საბას” შენობა), I სართული 4 მაისს, 17:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია “კინოს სახლში” ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. 4 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტის `ბიზნეს ქეისების” პრეზენტაცია – პირველი ტური გაიმართება. მის: ჭავჭავაძის #32, 8 57 300 111 4 მაისს, 17.00 საათზე `საქართველოს დემოკრატიული პარტიის~ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ლანა გალდავა (საპარლამენტო) და ზაზა თორთლაძე (ადგილობრივი) მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. მის: მიხეილ ქვლივიძის ქუჩა, #198-ე უნარშეზღუდულთა სკოლა 4 მაისს, 18:00 საათზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ექსპერტებს შეხვდებიან. მთავრობის კანცელარიის მე-7 სართული 4 მაისს, 19:00 საათზე, თბილსის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიზო ნიშნიანიძის შემოქმედებითი საღამო – “პაემანი ვერაზე” გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც, ფილარმონიის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნება. 4 მაისს, 19:00 საათზე, კომპანია ~მაგთიკომი~ “მაგთი კლუბში” მხატვარ ედმონდ კალანდაძის 87 წლის საიუბილეო საღამოსა და კატალოგის პრეზენტაციას გამართავს. მის: რუსთაველის გამზ. #22 4 მაისს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, კონსერვატორიის საეკლესიო კვლევების მიმართულების ორგანიზებით საღამო გაიმართება, რომელზეც ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდი სააღდგომო საგალობლებს შეასრულებს. იხილეთ epn.ge
-
“ნიჭიერს” მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება. ჟიურის არჩევანის გაკეთების უფლება არ აქვს – იმას, თუ ვინ გახდება ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი, ვინ მიიღებს ბინას დრიმთაუნში და დააგვირგვინებს “ნიჭიერის” პირველ სეზონს მხოლოდ თქვენ, მაყურებლები წყვეტთ. არ დაგავიწყდეთ, მიეცით ხმა მას, ვინც, თქვენი აზრით, ღირსეულია იწოდებოდეს ყველაზე ნიჭიერად! http://nichieri.ge/files/2010/05/28341_420680285844_193078555844_5752895_528496_n.jpg nichieri.ge
-
http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S97uvLhi0GI/AAAAAAAADoI/LEZxg7Jhw7M/s200/26856_1318307434131_1124110490_30935545_631906_n.jpgმას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა 23 ნოემბერი, ანუ შემოდგომის გიორგობა, „ვარდების რევოლუციის“ დღედ გამოაცხადეს, გაზაფხულის გიორგობისთვის დამატებითი მნიშვნელობის მინიჭებაზეც იფიქრეს. 6 მაისს თბილისში ორი არარელიგიური ღონისძიება იგეგმება, მათგან ერთი პოლიციის პოპულარიზაციას ეძღვნება, ხოლო მეორე პოლიციის წინააღმდეგ არის მიმართული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სწორედ, გიორგობისთვის გადაწყვიტა პოლიციის დღის აღნიშვნა. ვანო მერაბიშვილი პოლიციის დღეს აღლუმის ჩატარებასაც გეგმავს. პოლიციის აღლუმში შს უწყების ყველა დანაყოფის მონაწილეობა იგეგმება. რაც შეეხება პოლიციის საწინააღმდეგო აქციას, მისი ორგანიზატორები ოპოზიციის ლიდერები: ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე არიან. საპროტესტო აქცია 6 მაისის დილას დაიწყება – 10:00 საათზე აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ შეიკრიბებიან და შს სამინისტროს ახალ, გამჭვირვალე შენობამდე მსვლელობის აქციას მოაწყობენ. ოპოზიციური საპროტესტო აქციის მეორე რაუნდი დღის მეორე ნახევარში გაიმართება – 17:00 საათზე სააკაძის მოედანთან შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან, დაასრულებენ. ოპოზიციის ლიდერები პოლიციის დღედ 6 მაისის გამოცხადებას ხელისუფლების მიერ ხალხისადმი ცინიკურ დამოკიდებულებად აფასებენ. მით უფრო, რომ ერთი წლის წინ, სწორედ ამ დღეს, პოლიციამ ღიად და დემონსტრაციულად დაარღვია მომიტინგეთა უფლებები, როდესაც მათ წინააღმდეგ კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი გამოიყენა. 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პოლიციის სამმართველოსთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ გამართული მიტინგიდან გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობის“) მოწოდების შემდეგ გაემართნენ. აქციის მიზანი ოპოზიციის სამი აქტივისტის: მელორ ვაჩნაძის, გიორგი ონიანისა და რევაზ რევაზიშვილის გათავისუფლება იყო. ისინი 5 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ ნიკა ავალიანზე ფიზიკური ანგარიშსწორების ბრალდებით დააკავეს. პროტესტის მონაწილეებს სამმართველოსკენ თავად გიორგი გაჩეჩილაძე გაუძღვა და პოლიციის სამმართველოს ღობეზეც პირველი, სწორედ, ის გადაძვრა. ამ ფაქტის გამო პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფიზიკური ზემოქმედების იარაღად გამოყენებული იყო დროშები, ჯოხები, ქვები, ბოთლები და სხვადასხვა ტიპის ბლაგვი საგნები. ინციდენტის დროს დაშავდნენ ოპოზიციის ლიდერები: ლევან გაჩეჩილაძე, გია მაისაშვილი, დავით გამყრელიძე, შალვა ოგბაიძე და სხვები. პოლიციამ მათ წინააღმდეგ პლასტმასის ტყვიები გამოიყენა, თუმცა ეს ფაქტი იმ დღეს კატეგორიულად უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კონკრეტულად კი ამ უწყების მაღალჩინოსანმა შოთა უტიაშვილმა. მისი განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პლასტმასის ტყვიები არ გამოუყენებია. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია, ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს. კანონით კი პოლიციელს დამნაშავეების დაკავების უფლება აქვს, მაგრამ მათზე ფიზიკური ზემოქმედების უფლება – არა. მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალა პოლიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა, თუ აქციის მონაწილეები პოლიციის შენობაში შევიდოდნენ. პლასტმასის ტყვიების გამოყენება კი არც ამ შემთხვევაში შეიძლებოდა. „პოლიციის შესახებ“ კანონის მე–12–ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავდა იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენება პოლიციას შეეძლო: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა. შსს-მ მოგვიანებით თავადვე აღიარა, რომ 6 მაისს მომიტინგეების წინააღმდეგ არალეტალური იარაღი გამოიყენეს, თუმცა ამის გამო არავინ დაუსჯიათ. 6 მაისის ინციდენტიდან 3 თვის შემდეგ კი ხელისუფლებამ პოლიციას არალეტალური იარაღის გამოყენება კანონით დაუდგინა. [მადლენ მაჭარაშვილი, "ახალი 7 დღე"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
-
ვიღებთ ერთი შეხედვით მარტივ ფოკუსებს, ვამატებთ დიდ იუმორის გრძნობას, ცოტაოდენ ქარიზმას და ვიღებთ ნიჭიერის ფინალისტს, დავით რობაქიძეს. ათი წუთის მანძილზე სცენაზე მარტო მდგომი დათო ახერხებს, რომ არ დაკარგოს არც ერთი მაყურებელი, ყველა სუნთქვაშეკრული უყურებს, დარბაზს ხან სიცილის ტალღა გადაუვლის, ხან გაოგნებისგან პირი აქვს დაღებული ყველას. თვითნასწავლი ილუზიონისტის, დავით რობაქიძის ფინალური ნომერი ისეთივე უნიკალური და დასამახსოვრებელი იქნება, როგორიც მისი კასტინგისა და ნახევარფინალის ნომრები. დათოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ პოსტში შეგიძლიათ იხილოთ, ახლა კი ის თქვენს შეკითხვებს პასუხობს: - როგორი გოგოები მოგწონს? - აქტიური, ჭკვიანი თუ იქნება – კარგია, მაგრამ აუცილებელი არ არის. ჩემი ტოლი უნდა იყოს ასაკით… არა, არა, ასაკს აზრი არ აქვს. მაღალი თუ იქნება, კარგია… არა, არა, სიმაღლესაც არ აქვს მნიშვნელობა. ქერა თუ შავგვრემანი? არც ამას აქვს მნიშვნელობა. ა, როგორ არა, შავგვრემანი, რომელიც ქერად იღებავს, ხო. არა, არა, ასე არ დაწერო! - ასეთი კითხვა დასვეს – ათლარიანზე რამე რომ დავაწერო, დათო კივიდან ამოიღებს მერე იმას? - კი, როცა გაგიხარდება. - ვინმე მასწავლებელი გყავდა? - არა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ილუზიონისტს ვიცნობ. - ვინაა შენი საყვარელი ილუზიონისტი? (აქ ოთახში მყოფი ავთო გოგეშვილი ხმამაღლა ამბობს: “ავთო გოგეშვილი, ავთო გოგეშვილი!”) - დევიდ ბლეინი. - რა რეაქცია გქონდა, ჟიურიმ შენი სახელი და გვარი რომ გამოაცხადა და გაიგე, რომ ფინალში გადახვედი? - ხელები დამიბუჟდა და ვერ ვინძრეოდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. - რამდენი ხანი ემზადებოდი ფინალური ნომრისთვის? - 1 კვირაზე ნაკლებ დროში მოვამზადე ფინალის ნომერი. - რას ეტყვი შენს გულშემატკივრებს? - რაც მთავარია, ფინალში ღირსეულ კონკურსანტს უნდა უგულშემატკივრონ. ყველას უდიდესი მადლობა, ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა მათგან. დათო კასტინგზე: დათო ნახევარფინალში: nichieri.ge