Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანტონს პეტროვსკისი ლექციას წაიკითხავს. შეხვედრაზე განიხილული იქნება ლატვიის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებები, View the full article
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gajonitgard-150x119.gif ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი 42 წლის მამაკაცი, დღეს, გურამიშვილის ქუჩაზე საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვლილი გურამ ქუხანაშვილი ერთი კვირის განმავლობაში არავის უნახავს, რის გამოც მეზობლებმა სახლის კარის გატეხვა გადაწყვიტეს. ქუხანაშვილის მეზობლები, სამაშველო სამსახურს და პატრულს დაუკავშირდნენ. პოლიციის დახმარებით მათ გარდაცვლილის ბიძაშვილის მოძებნა შეძლეს, რომელმაც ბინის კარი გატეხა. ქუხანაშვილი ერთი კვირის გარდაცვლილი აღმოჩნდა. 42 წლის მამაკაცი გურამიშვილის გამზირზე მარტო ცხოვრობდა. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Mcxeta_da_svetitsxoveli-150x150.jpgმცხეთაში მთიდან წამოსულმა წყალმა მტკვრის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. წყალი თითქმის 10 დღეა მოედინება, რის გამოც გზის სავალი ნაწილები დაზიანდა. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ წყლის ნაკადი არ შეჩერდება, ამან შესაძლოა არა მარტო ქუჩა, არამედ იქვე მდებარე სარკინიგზო ხაზი დააზიანოს. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. კომენტარები დუშეთის რაიონის 4 სოფელი კი, კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. უამინდობის გამო, მეწყერი რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სამ ადგილას არის ჩამოწოლილი. სოფლებში – მიგრიაულები, ფიჭვიანი, წითელი კლდე და ხეობა, ადგილობრივებს შეღწევა მხოლოდ შემოვლითი გზის საშუალებით უხდებათ. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, მაგრამ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დამეწყრილ ადგილებზე დამატებითი ტექნიკა დღეს გაიგზავნება. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/mglebi-150x150.jpgკახეთში მგლები თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურსაც შეესივნენ. მტაცებლებმა ავთო მთიბელაშვილს და რეზო ტვირთაშვილს სამი ძროხა და ექვსი ცხვარი შეუჭამეს. ლაფანყურის მოსახლეობა შველას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, მგლების ხროვა სოფელში თითქმის ყოველ საღამოს დადის. „შიშით ქუჩაში ვეღარ გავდივართ. ბავშვებს გარეთ დღისითაც კი ვეღარ ვუშვებთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მგლებმა საქონელი შეჭამეს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს“, – განაცხადეს ლაფანყურის მაცხოვრებლებმა. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/vulk-150x150.jpgევროპის საჰაერო სივრცეს კვლავ პარალიზება ემუქრება. ისლანდიიდან ამოფრქვეული ვულკანის ფერფლმა მიმართულება შეიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ფერფლი ამ დროისთვის საფრანგეთის სამხრეთ ნაწილის, შვეიცარიისა და იტალიის ჩრდილოეთისკენ მიიწევს. ფრენების ნაწილი გადაიდო პორტუგალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის აეროპორტებშიც, რომლებიც ფრენებს, სავარაუდოდ, დღეს საღამოს აღადგენენ. გავრცელებული ცნობით, ფერფლმა სულ მალე, შესაძლოა, გერმანიისა და ჩეხეთის საჰაერო სივრცესაც მიაღწიოს. ფრენების სრულად აღდგენა, ექსპერტების შეფასებით, ფერფლის ამოფრქვევის ინტენსივობასა და ქარის მიმართულებაზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში გააქტიურებულმ ავულკანმა და მისგან ჰაერში გაბნეულმა ფერფლმა უახლოეს წარსულში ევროპის საჰაერო სივრცის პარალიზება გამოიწევია, რის გამოც, ავიაკომპანიებს მილიონობით ზარალი მიადგათ. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/amindiiis-150x150.jpgსეტყვის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში კალაურში, ვაჩნაძეანსა და კახიფარში მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. დაისეტყვა დაახლოებით 100 ჰა ვენახი. ადგილობრივების თქმით, სეტყვა 15-20 წუთი გაგრძელდა. განადგურებულია ხეხილის ბაღები, მარცვლოვანი და კენკროვანი კულტურები. „სპეციალური კომისია ზარალის ზუსტ რაოდენობას ადგენს, რის შემდეგაც, დაზარალებულ მოსახლეობას, გარკვეული დახმარების მისაღებად მთავრობის წინაშე შუამდგომლობას გავუწევთ“, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოგა პეტრუზაშვილმა. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/CanToronto2-150x150.jpgკანადაში დაკარგული ქართველი გოგონას მარიამ მახნიაშვილის მამა ვახტანგ მახნიაშვილი ადგილობრივმა პოლიციამ ადამიანზე თავდასხმისთვის დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ კანადური ტელეკომპანია ავრცელებს. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, ვახტანგ მახნიაშვილი თავს საკუთარ მეზობელს დაესხა. მისი დაკავება დაჭრილის სტუმრებმა მოახერხეს. დაშავებულის ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ მის სისცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მახნიაშვილს ბრალს რამდენიმე მუხლით წაუყენებენ. გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, თუ რამდენად არის დაკავშირებული ვახტანგ მახნიაშვილის ქმედება მისი შვილის მარიამ მახნიაშვილის გაუჩინარებასთან, რომელიც “ფორესთ ჰილიდან” გასული წლის სექტემბერში გაუჩინარდა. ინციდენტთან დაკავშირებით მახნიაშვილების ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/wvima5-150x150.jpgსინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში დღეიდან ამინდი კვლავ გაუარესდება. წვიმაა მოსალოდნელი მეტეოროლოგები წვიმას როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. უხვმა ნალექმა გარკვეულ რეგიონებში შესაძლოა წყალდიდობაც გამოიწვიოს. არამდგრადი ამინდი საქართველოში დაახლოებით ათი დღე გაგრძელდება. წუხელ კი მცხეთაში მთიდან წამოსულმა წყალმა მტკვრის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. წყალი თითქმის 10 დღეა მოედინება, რის გამოც მნიშვნელოვნად დაზიანდა გზის სავალი ნაწილები. გარდა ამისა უკვე რამდენიმე დღეს დუშეთის რაიონის ოთხი სოფელი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. უამინდობის გამო, მეწყერი რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სამ ადგილას არის ჩამოწოლილი. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, მაგრამ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დამეწყრილ ადგილებზე დამატებითი ტექნიკა დღეს გაიგზავნება. როგორც ცნობილია, გუშინ ძლიერმა სეტყვამ კახეთიც დააზარალა იხილეთ epn.ge
  9. აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა ინტერვიუში, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. View the full article
  10. სოფიო ხორგუანის საარჩევნო შტაბი პრესრელიზს ავრცელებს: „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი კრწანისის ოლქში სოფიო ხორგუანი საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აწარმოებს რა საარჩევნო კამპანიას, თხოვნით მიმართავს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ბატონ კობა სუბელიანს, ნება დართოს, ერთი დღით, საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშაოს მინისტრის მრჩევლად დევნილთა საკითხებში. მაჟორიტარობის კანდიდატი, ასევე საზოგადოებრივ საწყისებზე, ერთი დღით ითხოვს იმუშაოს ძველი თბილისის გამგებლის ბატონ ივა ჭყონიას და ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ გია გვენეტაძის მოადგილედ; სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ბატონ ანდრია ურუშაძეს კი ნებართვას თხოვს ერთი დღით სოციალურ აგენტად მუშაობაზე. View the full article
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gudushauri-150x150.jpgზედაზენზე მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული ორი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ “ექსპრესნიუს” ღუდუშაურის საავადმყოფოდან ცნობეს. ორივე ახლაგზარდა ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. გუშინ ექსკურსიაზე მეგობრებთან ერთად წასული „იესემის“ ორი სტუდენტი ავთო აბესაძე და ირაკლი ჯაკონია ხევში გადაცვივდნენ და მძიმედ დაშავდნენ. ინციდენტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, სტუდენტები ხევში ჩავარდნილი ტელეფონის ამოტანის მცდელობის დროს გადაცვივდნენ. მეორე ვერსიით კი, შემთხვევის მიზეზი მოზარდებს შორის ჩხუბი გახდა. დაშავებული სტუდენტები გვიან ღამით რეანომობილით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. მძიმეა ერთი მათგანის მდგომარეობა, მას ქალა-ფუძის მოტეხილობა აქვს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. იხილეთ epn.ge
  12. 9 მაისს თინათინ ხიდაშელი რუსთაველის მეტროსთან პოლიციის მიერ მოკლული ახალგაზრდის გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას აპროტესტებდა. როგორც საზოგადოებისათვის გახად ცნობილი, მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სასჯელის ვადა ეწურება და რამდენიმე დღეში საპატიმროს დატოვებს. სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობაში ბრალდებულების მსგავსად, გიორგი გამცემლიძის მკვლელის მიმართაც მართლმსაჯულება განსაკუთრებით ლმობიერი აღმოჩნდა. აღნიშნული განაჩენი საუკეთესო მაგალითია მიკერძოებული და „ლოიალურობაზე“ დაფუძნებული მართლმსაჯულების. თინათინ ხიდაშელმა გამოთქვა რწმენა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრატსბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებლობას გააჩენს, გადაისინჯოს გახმაურებული მკვლელობის ყველა საქმე. View the full article
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xetaguri-150x1401.jpgენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე დღეს ჩაქვში, “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მიერ წარმოებულ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას დაესწრებიან. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში გამრიცხველიანების შედეგად თანამედროვე ტიპის მრიცხველები 1265 აბონენტს დაუმონტაჟდება. პროექტის ღირებულება 379 500 ლარს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის, ენერგო–პრო ჯორჯიას მიერ გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა შეადგენს 360 000 აბონენს. მხოლოდ დისტრიბუციის კუთხით კომპანიამ უკვე განახორციელა 94 000 000 ლარის ინვესტიცია. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების დაბანდებას ამ კუთხით; მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველებისთვის იგეგმება კიდევ 150 000 000 ლარის ინვესტიცია; სამ წელიწადში კი მთლიანად დასრულდება რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება იხილეთ epn.ge
  14. თინათინ ხიდაშელი ცესკო-სა და საოლქო კომისიების თავმჯდომარეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სხვა პარტიების წინასაარჩევნო პლაკატებზე საკუთარი პლაკატების გადაკვრის ფაქტებს. თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ პლაკატების ომი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ არჩევნებზე ალიანსის კანდიდატებს გამოუცხადა, არც ერთ არჩევნებზე არ მომხდარა. საქართველოს საარჩევნო კოდექსში მკაფიოდ წერია, რომ სააგიტაციო მასალის მათ შორის პლაკატების განადგურება, გადაკვრა აკრძალულია. შესაბამისად ცესკო ვალდებულია, დაადგინოს მექანიზმი აღნიშნული ფაქტების აღმოფხვრისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის. თინათინ ხიდაშელმა ერთ-ერთ მაგალითად ის ფაქტი გაიხსენა, როდესაც ვაკეში ალიანსის კანდიდატ დავით საგანელიძის ათი ათას პლაკატს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის პლაკატები გადააკრეს. მიმდინარე კამპანიის დროს პლაკატები ალიანსის ერთადერთი საშუალებაა, ამომრჩევლამდე მიიტანოს ინფორმაცია საკუთარი კანდიდატებისა და საარჩევნო ნომრის შესახებ. View the full article
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/demetrashvilil4-150x150.jpgსაქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დღეს კომისიის სარედაქციო საბჭოს სხდომა გაიმართება. სარედაქციო საბჭო საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შესულ პროექტებს განიხილავს. დღის წესრიგში ასევე აღნიშნულია, რომ 11 მაისს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პლენარული სხდომა ჩატარდება. იხილეთ epn.ge
  16. 8 მაისს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი იყალთოს ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. მათი პრობლემები მოისმინა და დაუყოვნებლივ რეაგირებას შეპირდა. უმძიმესი მდგომარეობაა იყალთოს ქუჩის გზაზე და მაღლსარტულიანი სახელბის სარდაფებში რომელიც მთლიანად დატბორილია. ამასთანავე იყალთოს 31 ნომერში მაცხოვრებელი ლაურა მხითარიანის ოჯახს ეწვია. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ქალბატონმა ლაურამ თავისი პრობლემები აცნობა თინათინ ხიდაშელს. მისი სახლი ბოლო პერიოდის წვიმების დროს მძიმედ დაზარალდა. მიუხედავად ქალბატონი ლაურას მრავალგზისი მოთხოვნისა, არც გამგეობამ და არც ქალაქის მერიამ არავითარი დახმარება არ აღმოუჩინა. ქალბატონი თინა ოჯახს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დახმარების აღმოჩენას დაჰპირდა. View the full article.
×
×
  • შექმენი...