planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/malxa-gulashvili1-150x150.jpg “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” მწუხარებას გამოთქვამს 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიასთან” განვითარებული მოვლენების გამო და მკაფიოდ აცხადებს, რომ ემიჯნება ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას. კავშირმა დღეს მედია-ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტისა და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” თავმჯდომარის- მალხაზ გულაშვილის სპეციალური განცხადება გავრცელა. მასში ნათქვამია, რომ “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” პატივს სცემს სიტყვის თავისუფლებას და თავისუფალი მედიის შეუზღუდავ მუშობას. “როგორც “ჯორჯიან თაიმსის” მფლობელმა და პრეზიდენტმა, კარგად ვიცი დამოუკიდებელი მედიის და გამოხატვის თავისუფლების ფასი. ძალიან სამწუხაროა, რომ ინცინდენტის დროს ტელეკომპანია “კავკასიის” დამფუძნებელი, ოპერატორები და მიწვეული სტუმრები დაშავდნენ. მოძრაობა მიიჩნევს, რომ დაკავაბული 8 ადამიანი, რომელთაგან 4 ჩვენი წევრია, დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლნი შეიქმნენ და დღემდე იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში. ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გასათავსიეფლებლად,”- აცხადებს მალხაზ გულაშვილი. მოძრაობა მოუწოდებს ფართო საზოგადოებას და მათ შორის “კავკასიის” ხელმძღვანელობას, მოახდინოს ფაქტებზე პასუხისმგებლობის სწორი განაწილება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საზოგადოებამ და მედიამ უნდა მოახდინოს ინცინდენტის გამომწვევი მიზეზების უფრო ღრმა ანალიზი. ასევე, საჭიროა ყველა მხარემ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა აღნიშნულ ინცინდენტზე. “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ჩემი, მალხაზ გულაშვილისა და ჩემი ორგანიზაციის მიმართ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური დისკრედიტაცია, მე იძულებული გავხდები გადავდგა რადიკალური ნაბიჯი, მოვითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი ევროპის ან აზიის ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ღირებულია ადამიანის უფლებები. აქვე დავძენ, ყოველგავრი მიზანმიმართული მაკომპრომეტირებელი ქმედება ჩემი ოჯახის წევრების მიმართ (მუქარები, პროვოკაციები, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფები) დაეკისრება დაპირისპირებულ მხარეს და აღქმული იქნება ჩემს წინაღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის შემადგენელ ნაწილად,”- აცხადებს გულაშვილი. “სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობაში” განმარტავენ, რომ მათი მიზნები და ამოცანებია: ქართულ, ეროვნულ, მართლმადიდებლობასა და ღირებულებებზე დაფუძნებული ერთიანი, ძლიერი, ღირსეული და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება. “მიუხედავად ჩვენი მოძრაობის სახელწოდებისა, ჩვენი კარი ღია საქართველოს მოქალაქე ყველა ტრადიციული კონფესიისა და აღმსარებლობის მიმდევართათვის. ჩვენთვის ღირებული და პატივსაცემია მათი ტრადიციები, მენტალიტეტი და წეს-ჩვეულებები,”- ნათქვამია განცხადებაში. სპეციალურ განცხადებას მალხაზ გულაშვილი მის ვაჟზე ინფორმაციით ასრულებს. ის აცხადებს, რომ შვილის მიმართ გუშინ განხორციელებული პროვიკაციის გამო, იძულებულია ამჟამად გაარიდოს იგი აქედან და ამით დავიცვას მისი უსაფრთხოება. იხილეთ epn.ge
-
დღეს, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ადამანის უფლებათა დაცვის საკითხებში მრჩეველი და “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ახალი წევრი თეა წულუკიანი წარადგინა. „ალიანსის“ ლიდერის განცხადებით, თეა წულუკიანი მაღალი რანგის იურისტია, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი იყო და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესულ საჩივრებს განიხილავდა. “თეა წულიკიანი მაღალი რანგის პროფესიონალია, სტრასბურგის სასამართლომ კონკურსის გზით შეარჩია და იქ საქართველოს რომელიმე ხელისუფლების წარგზავნილი არ ყოფილა. იგი დღეს ჩვენს პარტიას შემოუერთდა და ამიერიდან ჩვენს გუნდში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს გაუწევს კურირებას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თეა წულუკიანი 200-2010 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესულ საჩივრებზე მუშაობდა, სწავლობდა მათ საფუძვლიანობას და წერდა გადაწყვეტლებებსა და განჩინებებს. მისი დაწერილია გადაწყვეტილებები ისეთი ცნობილი საქმეების შესახებ, როგორებიც არის ასანიძის, ფანჯიკიძისა და ყურაშვილის, გორგილაძის საქმეები და ა.შ. 2007 წლიდან დღემდე თეა წულუკიანი მუშაობდა საქმეზე – - “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”. ნახეთ
-
10 მაისს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) თავმჯდომარის ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე განხილული იყო ცესკოს საქმიანობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა: „მიმდინარე პერიოდში მოიმატა საბიუჯეტო შემოსავლებმა და ადგილობრივ ბიუჯეტში გაჩნდა საბიუჯეტო დანაზოგების განკარგვის შესაძლებლობა. საარჩევნო პერიოდში დასაშვებია (კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 პრიმა პუნქტის თანახმად) მხოლოდ იმ ტრანსფერების განხორციელება, რომელიც არჩევნების გამოცხადების დანიშვნის დღემდე იყო დაგეგმილი. ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს არ განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელიც არჩევნების გამოცხადებამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში, ან არ განახორციელონ დაუგეგმავი საბიუჯეტო ტრანსფერები, რათა არ იქნას დარღვეული საარჩევნო კოდექსის აღნიშნული მუხლი“. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba5114-150x150.jpg დიდი რადენობით კონტრაბანდული ოქროულის საქართველოში შემოტანის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სომხეთის მოქალაქე გაიანე მინასიანი დააკავა. მან თურქეთიდან საქართველოში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ძვირფასი ლითონისაგან – ოქროსაგან და ძვირფასი თვლებისაგან დამზადებული სხვადასხვა სახის საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა. ექსპერტიზის მონაცემებით მინასიანის მიერ შემოტანილი კონტრაბანდული ოქროულის საერთო წონა, დაახლეობით, ერთი კილო და 500 გრამია და მისი საბაზრო ღირებულება 70 000 ლარს აღწევს. წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. კონტრაბანდისტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა აიყვანეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/beselia1612-150x150.jpg,,სოლიდარობა უკანონო პატიმრების” კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერმა ეკა ბესელიამ რუსთავის № 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარი რამაზ პარაია მოინახულა. ეკა ბესელია დღესვე რუსთავის №6 საპყრობილეში კიდევ ორ პატიმარს, – ვლადიმერ ვახანიასა და მერაბ რატიშვილს მოინახულებს. ორივე მათგანი არასამთავრებო და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან აღიარებულნი არიან, როგორც პოლიტიკური პატიმრები. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/hesi-150x150.jpgმდინარე ფარავანზე ასაშენებელი ჰესებით გერმანული და თურქული კომპანიები დაინტერესდნენ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, განახცადი ორმა კომპანიამ გერმანულმა OO.Balcioglu Energy Resources და თურქულმა Agaogluenerji – –მ შეიტანეს. ენერგეტიკის სამინისტრო კომპანიების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმართავს მათ საბანკო გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნით. გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს. ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერზე განთავსებული პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი მდინარე ფარავანზე ასაშენებელი ჰესების არაკალი, აბული და ახალქალაქი განაცხადების შემოტანის ვადა 7 მაისს ამოიწურა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili32-150x150.jpg“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, საკონსტიტუციო კომისიას 2003 წელს შემუშავებულ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტის განხილვას სთხოვს. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, “ლეიბორისტებმა” ჯერ კიდევ 2003 წელს შეიმუშავეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელსაც ხელს 250 000 ადამიანი აწერდა. “ერთადერთი კონსტიტუციის ცვლილებების ლეგიტიმური პროექტი არის 2003 წელს შემუშავებული პროექტი, რომელსაც ხელს 250 000 ადამიანი აწერდა და პარლამენტმა განსახილველად 2003 წლის აპრილის თვეში მიიღო,”_ აცხადებს ნათელაშვილი. მისი თქმით, მიხეილ პრეზიდენტმა თავის გადასარჩენად შექმნა უკანონო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ასევე უკანონო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. 2003 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები, მთავრობის პარლამენტში არსებული პარტიების მიერ არჩევას, პარლამენტის ორ პალატად დაყოფას და სხვა ცვლილებებს ითვალისწინებს. ნათელაშვილმა საკონსტიტუციო კომისიაში განსახილველად წარდგენილი რამიშვილის პროექტი გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოს შტატებად დაყოფა უნდა მოხდეს. “ლეიბორისტული პარტია” ავთანდილ დემეტრაშვილს ერთადერთი ლეგიტიმური პროექტის განხილვას სთხოვს. პროექტი საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო მაცნეში 2003 წლის აპრილის თვეში გამოაქვეყნა, რის განხილვასაც ნათელაშვილის განცხადებით სააკაშვილის მიერ მოწყობილმა სახელმწიფო გადატრიალებამ შეუშალა ხელი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/wvima6-150x150.jpg სინოპტიკოსები კახეთის რეგიონში სეტყვას ვარაუდობენ. საქართველოში დღეიდან ამინდი კვლავ გაუარესდება. წვიმაა მოსალოდნელი როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ კი კახეთის ზეგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. უხვმა ნალექმა გარკვეულ რეგიონებში შესაძლოა წყალდიდობაც გამოიწვიოს. არამდგრადი ამინდი საქართველოში დაახლოებით ათი დღე გაგრძელდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gvami-150x150.jpg გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში 60 წლის დავით ბ-შვილმა მდინარეში თავი დაიხრჩო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა. ველისციხის ტერიტორიული ორგანის რწმუნებულის ნუკრი ბახლიშვილის თქმით, დავით ბ-შვილმა მდინარემდე ჩაყვანა ახლობელს სთხოვა. გარდაცვლილს ორივე ფეხი მოკვეთილი ჰქონდა. ცხედარი უკვე ნაპოვნია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. იხილეთ epn.ge
-
http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S-fk0OJafJI/AAAAAAAADpQ/jWx7N9f_aqM/s200/baner.gifგამოვიდა სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის პოლიტიკური ჟურნალის „ღია ბოქლომის“ ახალი ნომერი რომლის შეძენაც დღეიდან საქართველოში არსებულ ყველა პრესის ჯიხურშია შესაძლებელი. ჟურნალის მიზანია საზოგადოების ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომ ფასად თვის მანძილზე განვითარებული ყველა საინტერესო სიახლის მიწოდება და ამავე დროს დიდი სარეკლამო ბაზრის მოპოება. იკითხეთ "ღია ბოქლომი" და გჯეროდეთ თავისუფალი სიტყვის! http://2.bp.blogspot.com/_R9GjaZZW4cE/S-fgbt-CE8I/AAAAAAAAAKE/b1fqiGqvKx8/s400/1%20GVERRDIS%20MAKETIa.jpg http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kaxa_kukava14-150x150.jpg“კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა ნაციონალური მოძრაობის დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ჩაჩანიძის სიიდან მოხსნას ითხოვს. კახა კუკავა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გადაცემა “კვირის რეპორტაჟში” გუშინ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მსგავს ფაქტს სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს. “აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევაა და საქმე შეიძლება 2 მუხლით აღიძრას. პირველი ესაა ამომრჩევლის მოსყიდვა და მისთვის მატერიალური ფასეულობის გადაცემა, ხოლო მეორე საარჩევნო ადმინისტრაციის დარღვევაა,”- განაცხადა კახა კუკავამ. კუკავა ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა აეკრძალოს. “ჩვენ შევიტანთ განცხადებას ცესკოსა და პროკურატურაში, რათა ყურადღება მიექცეს აღნიშნულ ფაქტს. უყურადღებობის შემთხვევაში საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს თუ რამდენად “ობიექტური” შეიძლება იყოს არჩევნები”- განაცხადა “კონსერვატორების” ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ კუკავას დღევანდელი განცხადებები გუშინ გადაცემა “კვირის რეპორტაჟში” გასულ სიუჟეტს ეხებოდა, სადაც დიდუბის ნაციონალური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ჩაჩანიძემ საარჩევნო კომისიის წევრები კინოში დაპატიჟა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_1130-150x150.jpg,,მომავალი საქართველოს” მერობის კანდიდატმა, გიორგი ლაღიძემ დღეს ჯანდაცვის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ლაღიძის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის სფეროს მიექცევა. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 120 მილიონი ლარი გამოიყოფა და მუნიციპალური საავადმყოფო და აფთიაქი აშენდება, სადაც დევნილები, სოციალურად დაუცველი ადამიანები და ვეტერანები უფასო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ, ხოლო მედიკამენტების ფასი, ლაღიძის თქმით, მიზერული იქნება. ,,ჩვენ, ყველა მოქალაქეს, რომელიც 60 წელს ზევითაა, გავუკეთებთ უმაღლესი ხარისხის უფასო დაზღვევას, მშობიარობა გახდება უფასო, ხოლო მრავალშვილიანებისათვის გამოიყოფა დამატებითი დახმარება”,- აღნიშნა ლაღიძემ. მისივე თქმით, თანხა რომელიც ღონისძიებების მოწყობასა და კონცერტებისათვის იხარჯება, საკმარისი იქნება ამ ახალი პროგრამის დასაწყებად. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gza1-150x150.jpg ადგილობრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის 24,8 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა, საშუალოდ, 30-35 წელია. გაკეთდება ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალგამტარ არხებს. ასევე, განხორციელდება მიწის ვაკისის, კიუვეტების (სადრენაჟო არხები), ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე სისტემების აღდგენის სამუშაოები. ამჟამად, სადრენაჟე არხების და მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს ,,ნიუ-ენერჯი“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 12 მლნ. ლარს შეადგენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kavkasia-150x150.jpg “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ზვიად ბლიაძის მამა გივი ბლიაძე ნერვიულობის ნიადაგზე გამოწვეული ინფარქტით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოხდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გივი ბლიაძემ შვილის დაკავების გამო ინერვიულა და თბილისის მთავარ სამმართველოსთან ავტომანანაში ინფარქტმა დაარტყა. გარემოების გათვალისწინებას ოჯახი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლესაც სთხოვდა, თუმცა სასამართლომ მომხდარი არ გაითვალისწინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად ბლიაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ინცინდენტის მონაწილე სხვა წევრებსაც- ლევან ჩაჩუას, ავთო ზუმბაძეს, დავით შალამბერიძეს, გიორგი გაბედავას, რატი მაისურაძეს და შოთა აფხაიძესაც. დაკავებულთაგან ერთ-ერთი, ლევან ტურაშვილი კი გუშინ გაათავისუფლეს. იხილეთ epn.ge