Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/chepatiti-150x150.jpg19 მაისს ჩ ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად „ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი“ (UGPN) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ პრესკონფერენციას გამართავს. ღონისძიების მიზანია შეუერთდეს ამ ვირუსთან დაკავშირებულ საერთაშორისო კამპანიას და ამასთან, ხელი შეუწყოს ჩ ჰეპატიტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას საქართველოში. პრესკონფერენცია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გაიმართება. კამპანიაში „ეს ჰეპატიტია“ წელს მსოფლიოს მასშტაბით 64 ქვეყანა და 280 ორგანიზაციაა ჩართული. კამპანიის მთავარი გზავნილია საზოგადოების დაფიქრება კითხვაზე „ვარ მე 12-ე?“, რაც იმ შემაძრწუნებელ სტატისტიკას ასახავს, რომლის მიხედვითაც ყოველი მე-12 ადამიანი მსოფლიოში ქრონიკული B ან ჩ ჰეპატიტითაა დაავადებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 180 მლნ. ადამიანია ჩ ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს; B ან ჩ ჰეპატიტით მსოფლიოში ყოველ წლიურად 1.5 მილიონი ადამიანი იღუპება. ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ჯერ მეტია შიდსით დაავადებულებზე, ხოლო მათმა უმრავლესობამ არ იცის დაავადების შესახებ. ჩ ჰეპატიტის გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. დღესდღეობით ჩ ჰეპატიტის ვირუსით დაახლოებით 200 000 ადამიანი ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 6.7%-ია ინფიცირებული. საქართველოში პაციენტთა უმრავლესობას მედიკამენტების სიძვირის გამო დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფარვა არ შეუძლია. ჩ ჰეპატიტის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისა და მართვისათვის აუცილებელ გამოკვლევათა საშუალო ღირებულება 1600 ლარია, ხოლო 24 კვირიანი მკურნალობის კურსი პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციით 9000 ევროს უტოლდება. მკურნალობის ასეთი მაღალი ფასი იმითაა განპირობებული, რომ საჭირო მედიკამენტებს მსოფლიოში მხოლოდ 2 კომპანია აწარმოებს და ეს მედიკამენტები დაპატენტებულია. ამასთან, სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები, მკურნალობის მაღალი ფასის გამო, ჩ ჰეპატიტის წინასამკურნალო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვაში მონაწილეობას არ ღებულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, არ არსებობს ჩ ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები; დაბალია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და დაავადებულთა ინფორმირებულობის დონე. სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩ ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის წელს შეიქმნა, 10 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. მათი მიზანია ხელი შეუწყონ ჩ ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაიზარდას, რათა მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება ჩაიტაროს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. სამუშაო ჯგუფში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას. ჩ ჰეპატიტის შესახებ შექმნილია ქართულენოვანი ბლოგი ჩჰეპატიტის-გეორგია.ბლოგსპოტ.ცომ, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მოიძიონ ვირუსთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ფორუმის მუშაობაშიც. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili12-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ბავშვებს ასევე ფულადი პრემიები, კომპიუტერები და დიპლომები გადასცა. მისი თქმით, ჯამში, თითქმის 180 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. “ძალიან ვამაყობ იმით, რომ ეს ოლიმპიადები რამდენიმე წლის წინ ჩემი ინიციატივით აღდგა. წელს ოლიმპიადაში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და იყო ნაჩვენები ძალიან კარგი შედეგები. საერთო ჯამში, თითქმის 180 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ამ ოლიმპიადებში მთავარი სტრატეგია ჩვენი ქვეყნის ხართ თქვენ, ბავშვები, რომლებიც ქმნიან და შეაქვთ წვლილი ახალი საქართველოს შექმნაში”,- განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში საქართველოში ბათუმიდან და ზუგდიდიდან დაიწყება პროგრამა, რომელიც ყველა პირველკლასელისათვის უსასყიდლოდ კომპიუტერის გადაცემას გულისხმობს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ გამარტივებულად გამოცდების ჩაბარების საშუალება. “საქართველო მხოლოდ ქართველების ქვეყანა არ არის, საქართველო არის ქართველი სომხების, ქართველი აზერბაიჯანელების, ქართველი ოსების, ქართველი აფხაზების, ქართველი ებრაელების ქვეყანა. საქართველო არის ყველა აღმსარებლობის ადამიანის ქვეყანა”, – განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/semneb-150x150.jpg “ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარე კახა შარტავა და გენერალური მდივანი, ირაკლი მელაშვილი დღეს “თბილისში მარიოტში” ევროკავშირის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიიაში პიტერ სემნებს შეხვდნენ. შეხვედრისას საუბარი სააარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და მასში ხარვეზის აღმოფხვრას შეეხო. შეხვედრას მოგივანებით პარტია “თავისუფლების” თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია შეუერთდა. “ჩვენი საუბარი საარჩევნო დარღვევებს შეეხო. არსებობს ისეთ ადამიანთა სიები, რომლებიც რეალურად არ არსებობენ. თვითმხილველთა თქმით, ამ ადამიანებს უკვე დაურიგეს არარსებული პირადობის მოწმობები,” – განაცხადა ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ. მისი თქმით, მორიგ გაყალბებულ არჩევნებს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს და ძვირად დაუჯდება. გაცილებით იაფი სწორად არჩევნების ჩატარება იქნება. შარტავამ კომენტარი 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება თავისსავე დაგეგმილ ღონისძიებებთან მარტო უნდა დავტოვოთ და ხალხმა მას სრული იგნორირება უნდა გაუკეთოს. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-420x04-150x150.jpg საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, ქურდული იდეოლოგიოა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაირეცხოს. ამის შესახებ, პრეზიდენტმა დღეს ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, ჩარეცხილები მან განათლების სისტემაში არსებულ ქურდულ იდეოლოგიეს უწოდა. “განათლების სფეროში გამეფებული იდეოლოგიის წყალობით ნიჭიერ ადამიანებს შესაბამის ფაკულტეტებზე მოხვედრა ათასობით დოლარის გადახდის სანაცვლოდ უწევდათ. ჩვენ შეგვაქვს წვლილი ახალი საქართველოს შექმნაში. საქართველოს პროგრესს ვზომავთ იმით, თუ როგორ განვავითარებთ საქართველოს განათლების სისტემას”,- განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, წელს ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 180 ათასს მიაღწია. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/radison-150x150.jpg “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი” სოციალურად დაუცველი ბავშვების მშობლებს პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროგრამას სთავაზობს. პროგრამის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” შედგა. პროგრამა საქართველოს “შOშ ბავშვთა სოფელის” ეროვნულმა დირექტორმა, ზვიად ბერძენიშვილმა წარადგინა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პროგრამის დასაქმების კონსულტანტმა, გელა მაისურაძემ განუცხადა, ეს პროგრამა უკვე 10 თვეზე მეტია, მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში 18 ადამიანი დასაქმდა, 65 მშობელი კი, გადამზადებას გადის. მისივე თქმით, პროგრამაში ჩართვისთვის მშობლები მიმართავენ განცხადებით, სოციალური მუშაკი შეისწავლის თითოეულ ამ განაცხადს და ამის შედეგად ხდება მშობლების შერჩევა. დღეისთვის აღრიცხვაზე სულ 120 მშობელი იმყოფება. არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს შOშ ბავშვთა სოფელი”, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების გარდა, აქტიურად მუშაობს მიტოვებულ, რისკის წინაშე მყოფ ბავშვებზე. სწორედ ამ მიზნობრივ ჯგუფთან დაკავშირებით შემუშავდა ოჯახების გაძლიერების აღნიშნული პროგრამა. პროგრამის პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო გადამზადებული მშობლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები – თექა, მინანქარი, საკონდიდტრო ნაწარმი. როგორც აღნიშნულ ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ გადაამზადეს სამედიცინო განათლების მქონე პირებიც და აფთიაქებში დაასაქმეს. პროგრამა თავად “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის” მიერ ფინანსდება. ამ პროგრამის ხელშემწყობნი, განათლების სამინისტრო და კერძო სტრუქტურები არიან. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kvitashvili2-150x150.jpg ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზაქარია დარჩიაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გარდაბნის რაიონში იმყოფებოდნენ. მათ გარდაბნის მოსახლეობასთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვდერა გარდაბნის კულტურის სახლში გამართეს. ალექსანდრე კვიტაშვილმა სამედიცინო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და შეკრებილ საზოგადოებას სამომავლო გეგმებიც გააცნო. გარდა ამისა საუბარი სოციალური აგენტების ინსტიტუტსა. სადაზღვევო კომპანიებსა და მედიკოსთა ლიცენზირების საკითხსაც შეეხო. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა და მხარის პირველმა პირმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. მინისტრმა დღევანდელ შეხვედრას დადებითი შეფასება მისცა. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაქარია დარჩიაშვილმა ჟურნალსტებისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ უახლოეს მომავლაში გარდაბანში ახალი საავამყოფოს აშენება იგეგმება, რაც რაიონის მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/biujeti-150x150.jpg ფონდ, “ღია საზოგადოება საქართველომ”, საზოგადოებას 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები გააცნო. პროექტზე “ღია საზოგადოება საქართველოსთან “ერთად ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი” მუშაობდა. პროექტის ერთ-ერთი მონაწილის დავით ნარიმანიას განცხადებით, “პროექტი ითვალისწინებდა ბიუჯეტის მონიტორინგსა და რეკომენდაციების შემუშავებას შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი მიმართულებები, 2009 და 2010 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი, სახელმწიფო საგარეო ვალი და საბიუჯეტო კოდექსი” როგორც ფონდის წარმომადგენელმა მარინა ავალიშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, 2008 წლის ბრიუსელის დონორთა კონფერენციის მიერ საქართველოსთვის ომის შედეგების კომპენსაციისათვის გამოყოფილი სახსრები რომ არა, ეკონომიკა მინიმუმ 10%-ით შემცირდებოდა. “ ეს ფაქტი და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ გაიზიარებს 2009 წლის ბიუჯეტის ბედს”,- განაცხადა მარინა ავალისვილმა. პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა აღნიშნლი პრობლემების მოგვარების თაობაზე დისკუსია გამართეს. ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მის უმთავრეს ამოცანას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზსა და კვლევითი ორგანიზაციების ხელშეწყობას ისახავს. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dfdd5a5e8a94299c9fcc1db575ca8628-150x150.jpgრუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევი რუსეთის მხრიდან ყირგიზეთის შიდა საქმეებში ჩარევას მიუღებლად მიიჩნევს. “ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ყირგიზეთის სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ მათ ეყოფათ ძალა წესრიგის აღსადგენად”.- განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარემ და პრეზიდენტის ყირგიზეთში სპეცწარმომადგენელმა, ნიკოლაი პატრუშევმა. შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბექ ბაკიევის და ახალი მთავრობის მხარდამჭერების შორის შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება. არეულობების შედეგად, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 40-დე დაშავდა. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/qortiarti-150x150.jpgასთმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია დღეს, სასტურო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა. კონფერენციის მიზანი, ასთმის შესახებ ცოდნის ამაღლება და დაავადების მართვის გაუმჯობესებაა. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ალერგიისა და იმუნოლოოგიის ცენტრი და ბრიტანული სამედიცინო-ფარმაცევტული კომპანია “გლაქსოსმიტკლაინის” საქართველოს წარმომადგენლობა არიან. კონფერენციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე, ”ავერსი ფარმას” გენერალური დირექტორი პაატა კურტანიძე, “გლაქსომიტკლაინის”საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზურაბ ნატროშვილი დაესწრნენ. საქართველოში ასთმის მსოფლიო დღე პირველად 2000 წელს აღინიშნა. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/iushenko-150x150.jpgუკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა BBჩ-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა “გაზპრომის” და “ნაფტოგაზის” გაერთიანებაზე წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოგება 50-50 –ზე იქნება გაყოფილი. “დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვი ამას არასოდეს არ დაეთანხმება, რაც გაერთიანებას შეუძლებელს ქმნის. გაზპრომის”საკუთრებაზე კონტროლის წილს აიღებს, რაც ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, მაგრამ ვინაიდან ამ პირობებზე რუსეთი არ დათანხმდება და სხვაგვარად უკრაინა გაერთიანებაზე არ წავა, ეს მხოლოდ თავისებური ხუმრობაა”,- განაცხადა იანუკოვჩმა. შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს რუსეთის პრემიერი, ვლადიმირ პუტინი “გაზპრომის” და “ნაფტოგაზის” გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა. “გაზპრომის” ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამგვარი გაერთიანება “აბსოლუტურად პრაგმატული გადაწყვეტილებაა.” “უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა რუსეთის გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის იყო შექმნილი და იმ შემთხვევაშ, თუ გაზით არის დატვირთული, ძალიან ღირებული აქტივია”-აღნიშნა მილერმა. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/1273644_20100514152117.gif-150x118.jpgყირგიზეთის ჯალალ-აბადის ოლქში დროებითი მთავრობისა და კურმანბექ ბაკიევის მხარდამჭერებს შორის შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არეულობების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 37-დე დაიჭრა, უმეტესობას ცხელსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღმოუჩნდათ. ამავდროულად თვითმხილვლელბის თქმით, დაღუპულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემზე მეტია. დროებითი მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, ჯალალ-აბადის ოლჩის ადმინისტრაციული შენობას ახალი მთავრობა აკონტროლებს. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/vasha8-150x131.jpg ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ანტე ტურუნენი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. როგორც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ანტე ტურუნენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილეს. მათ შორის ისაუბრეს თავდაცვის ასპექტებსა და ტყვეების გათავისუფლებაზე. “ჟენევის მოლაპარაკებებზე პირველ რიგში მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მნიშვნელოვანია ასევე მათი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაც.” განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ. ანტე ტურუნენის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე დევნილთა სახლებში დაბრუნების საკითხიც განიხილეს. “მოლაპარაკებები ორივე მხარესთან წინ მიიწევს და განხილვის პროცესშია. მართალია შედეგის მიღებამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ საწყისი ეტაპისათვის ეს ნორმალური შედეგია.” განაცხადა ანტე ტურუნენმა. დღეს ანტე ტურუნენი გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიგა ბოკერიასაც შეხვდა. ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მომდევნო მე_11 რაუნდი 8 ივნისს გაიმართება, სადაც დღის წესრიგში აღნიშნულ საკითხები უფრო ვრცლად განიხილება. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalmaxelidze74-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებას ეწვია. მინისტრმა ქირურგიულ განყოფილებაში მყოფი მსჯავრდებულები მოინახულა. მინისტრი მედპერსონალისგან ადგილზე გაეცნო პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, რის შემდეგაც სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად სამკურნალო დაწესებულების ყველა სხვა განყოფილება კიდევ ერთხელ მოინახულა. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/img_4065-150x150.jpgილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებმა დღეს ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის წარმოადგინეს. პრეზენტაციას მერიის დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მთავარი არსი, ძველი თბილისის უბნების, ავარიული სახლების რეაბილიტაციაა, რათა ამ სახლებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. პრეზენტაციაზე სტუდენტთა განცხადებით, პროექტის შესახებ მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმირებული არ არის და სწორედ ამიტომ ისინი მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. სტუდენტებმა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით ორგანიზარტორებს დახმარება აღუქთვეს. იხილეთ epn.ge
  15. http://i.ytimg.com/vi/09WMGgkmowI/2.jpgVideo: Katie Melua - The House Added by user: Admini Date: 14.05.2010 (6:44) Description: სრულად
×
×
  • შექმენი...