Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 14 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, გლდანის #10/24 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნუგზარ გაბუნიას საარჩევნო სააგიტაციო პლაკატების გაკვრის დროს, გლდანის 1-ლი მ/რ-ის მე-20 კორუსთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქებმა აგრესია გამოავლინეს „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრების მიმართ, ჩამოხიეს პლაკატები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც. ადგილზე გამოძახებული იქნა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პოლიციის მორიგე ჯგუფი. მათ მიერ ინციდენტი აღკვეთილი იქნა. პოლიციამ ჩვენება ჩამოართვა „ალიანსი საქართველოსთვის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნუგზარ გაბუნიას საარჩევნო შტაბის წევრებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. იმედს გამოვთქვამთ, რომ პოლიცია ბოლომდე ობიექტურად გამოიძიებს აღნიშნულ ინციდენტს და საშუალებას მისცემს ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატს, საარჩენო კამპანია აწარმოოს მშვიდ გარემოში, რადგან 30 მაისის მოახლოებასთან ერთად არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა პროვოკაციულ გამოვლინებებს. View the full article
  2. „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ზალკალიანიც იმყოფებოდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ სოფელში მოუწესრიგებელია გზები, წყალი გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას. ასევე, მისი თქმით, სოფელი დიღმის მოსახლეობის მთავარ პრობლემას მიწის დაკანონება წარმოადგენს. „სოფელ დიღმის მოსახლეობა, ძირითადად, დაკავებულია მიწათმოქმედებით და ეს არის ძალიან კარგი. თუმცა, მათ ჯერ კიდევ არა აქვთ მფლობელობაში გადაცემული მიწები, რომლებსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ. ეს არის არასამართლიანი მიდგომა მოსახლეობის მიმართ და სწორედ ამის გამოსწორებას ვაპირებთ პირველ რიგში. ამდენი ხნის განმავლობაში ამ ადამიანებს ჰპირდებოდნენ მიწების დაკანონებას, თუმცა ამაოდ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. დავით ზალკალიანი სოფელ დიღმის მოსახლეობას, მისი მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემდეგ, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას დაპირდა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ. http://iraklialasania.ge/?p=1142 View the full article
  3. “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ზალკალიანიც იმყოფებოდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ სოფელში მოუწესრიგებელია გზები, წყალი გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას. ასევე, მისი თქმით, სოფელი დიღმის მოსახლეობის მთავარ პრობლემას მიწის დაკანონება წარმოადგენს. “სოფელ დიღმის მოსახლეობა, ძირითადად, დაკავებულია მიწათმოქმედებით და ეს არის ძალიან კარგი. თუმცა, მათ ჯერ კიდევ არა აქვთ მფლობელობაში გადაცემული მიწები, რომლებსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ. ეს არის არასამართლიანი მიდგომა მოსახლეობის მიმართ და სწორედ ამის გამოსწორებას ვაპირებთ პირველ რიგში. ამდენი ხნის განმავლობაში ამ ადამიანებს პირდებოდნენ მიწების დაკანონებას, თუმცა - ამაოდ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. დავით ზალკალიანი კი, სოფელ დიღმის მოსახლეობას, მისი მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას დაპირდა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ. ნახეთ
  4. „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კრწანისში სოფიო ხორგუანმა ამომრჩეველს სიურპრიზი მოუმზადა. ჭრელ აბანოებთან, სკვერში, ფერად-ფერადი ფოტოები გამოფინეს – საარჩევნო კამპანიის დროს ფოტოხელოვან ნანა ბუნტურის თვალით დანახული კრწანისის მოსახლეობა: თავისი პრობლემებით, დანგრეული სახლებით და გზებით, ტკივილით და სიხარულით. სტენდებსა და თოკებზე, სარეცხის სარჭებით დამაგრებული სურათებიდან დღევანდელი თბილისი ჩანს. სოფიო ხორგუანისთვის თითოეული მათგანი ნაცნობია, ის უკვე მათი ოჯახის წევრია. „მეც კრწანისელი გავხვდი, ამ ხალხის პრობლემები ჩემი პრობლემებია, მე თბილისი ამ ხალხთან ერთად მიყვარს“, – ამბობს სოფიო. გამოფენას გაზაფხულის წვიმამაც ვერ შეუშალა ხელი. ფოტოებს მასზე გამოსახული ადამიანებიც ათვალიერებდნენ; ზოგმა მეზობელი იცნო – უბნის კოლორიტი, ზოგისთვის სახლი და უბანი აღმოჩნდა მახლობელი. იმპროვიზებული გამოფენა ოჯახის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. View the full article
  5. „ალიანსი საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი ნომერი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი დღეს, 14:00 სთ-ზე ზოოპარკის წინ გამართავს აქციას - „სად გავასეირნოთ ბავშვი?“. View the full article
  6. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ გაბუნია დღეს, შაბათს, 15 მაისს, 15:00 საათზე სუპერმარკეტ „ბინგოსთან“ შეხვდება გლდანის პირველი მიკრორაიონის მოსახლეობას. View the full article
  7. „ალიანსის“ გარკვეული პროექტები, მაგალითად სოციალური და თუნდაც მეწარმეობის განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამა რეალური და მისაღებია. მისი რეალიზაციის შემთხვევაში გარკვეული ეკონომიკური ეფექტის მიღება შესაძლებელია. რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატების აბსურდულ დაპირებებს. რატომ არ უნდა მომწონდეს უფასო წყალი და დაბალი ფასები გაზზე და დენზე, მაგრამ ეს რომ არარეალურია მათ თავადაც კარგად იციან. ის რომ ისინი თავისი არარეალიზებადი ეკონომიკური პროგრამის პრომოუშენს აგრძელებენ ეს ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო კამპანიის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს. არიან პარტიები, რომლებსაც საინტერესო ეკონომიკური პროგრამები აქვთ, მაგრამ ამ პოლიტიკურ ციკლში არ მონაწილეობენ. რაც შეეხება ხელისუფლების დაპირებებს, ისინი ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას ისეთ რამეებს პირდებიან, რისი გაკეთებაც დღემდეც შეეძლოთ. შესაბამისად, ხელისუფლების მისამართით ჩნდება კითხვა - დღესაც ხელისუფალი ხარ და რატომ არ აკეთებ იმას, რის გაკეთებასაც ხალხს არჩევნების შემდეგ პირდები?“ „ინტერპრესნიუსი“ View the full article
  8. სოფიო ხორგუანი დღეს, 15 მაისს, 13:00 საათზე აბანოთუბანში, ჭრელ აბანოებთან, ოჯახის საერთაშრისო დღესთან დაკავშირებით გეპატიჟებათ ფოტოგამოფენაზე „კრწანისელები“. View the full article
  9. http://i.ytimg.com/vi/BncWFAtweio/2.jpgVideo: Ani Siradze - Suliko Added by user: Admini Date: 14.05.2010 (12:32) Description: ანი სირაძე - სულიკო<br> სრულად
  10. ანი სირაძე - სულიკო სრულად
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/afisha-150x150.jpg”ლოკომოტივ პრომოუშენის” ორგანიზებით კლუბ „ტრიუმფში“ ამიერკავკასიის მასშტაბის ერთდღიანი როკ-ფესტივალი და ლეგენდარული DEEP PURPLE-ის ჰიტების საღამო გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ როგორც ქართული, ასევე აზერბეიჯანული და სომხური ჯგუფები. ლოკომოტივ პრომოუშენის ორგანიზებით ეს უკვე მეორე კონცერტია. მათი ხელშეწყობით 19 მარტს თბილისს 70იანი წლების როკ ჯგუფი “Uriah Heep” ეწვია. დღეს გამართული კონცერტის ჩანაწერი იან გილანის თხოვნით ჯგუფ Deep Purple გაეგზავნება. კონცერტზე ერევანში Deep Purple-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთიც გათამაშდება. კონცერტი 19 საათზე დაიწყება და ბილეთის ღირებულება 10 ლარი იქნება. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...