planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://epn.ge/wp-content/uploads/cesko110-150x130.jpgცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ეროვნული საბჭოს” საჩივარი არ დააკმაყოფილა. დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე ბლოკ “ეროვნული საბჭო” მიერ შეტანილი საჩივრები განიხილეს. მათ მიერ შემოტანილი მტკიცებულებები კომისიამ არასაკმარისად მიიჩნია და აღნიშნული საჩივრები არ დააკმაყოფილა. მიუხედავად სარჩელებზე უარყოფითი პასუხისა , ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით იგი დამატებით შეისწავლის წარმოდგენილ საკითხს. საარჩევნო ბლოკ `ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი თენგიზ ომანიძე, ცესკოს მიერ სამხედრო მოსამსახურეებთან დადებული ინდივიდუალური კონტრაქტების (ხელშეკრულებების) ასლების გამოთხოვას, სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეების უზრუნველყოფას როგორც თბილისის მერის, ასევე მაჟორიტარული და პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და ამომრჩეველთა ერთიან სიაში სამხედრო მოსამსახურეთა მონაცემების გასწვრივ გრაფაში `ფაქტობრივი მდგომარეობა~, შენიშვნის _ `სამხედრო სამსახურშია~ მითითების უზრუნველყოფას მოითხოვდა. ცესკომ საარჩევნო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის `გ1~ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არ დააკმაყოფილა. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/baramidze_giorgi14-150x130.jpgსაფრანგეთში ქართველების ლეგალურად დასაქმების საკითხთან დაკავშირებით დღეს და ხვალ ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებს მისი მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი წარუძღვება, თავად მოლაპარაკებები კი პროგრამა ,,პარტნიორობა მობილურობისთვის” ფარგლებში შედგება, რომელსაც 16 ქვეყანაა მიერთებული. მინისტრის განმარტებით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველებს შეეძლებათ საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ და შესაბამისი, ლეგალური ანაზღაურება მიიღონ. ამასთან, საქართველოდან მასიური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად, მოლაპარაკებების ერთ-ერთ დეტალი ის გარემოებაც იქნება, რომ საფრანგეთში ლეგალურად დასაქმებული ქართველები სამშობლოში 4-5 წელში, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. იხილეთ epn.ge
-
გაზიარება http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_PQ7wFHtUI/AAAAAAAADqQ/w1eF8NR2zaM/s200/Image056.jpgბოლო ერთი წელია მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოში ვიზიტს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. 2009 წლის 31 დეკემბერს პრეზიდენტის ზუგდიდში ჩამოსვლას 4 უფლებადამცველის და 2 ჟურნალისტის დაკავება მოჰყვა; 2009 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ზუგდიდელებს ბუნებრივი აირის „შეყვანა“ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მიულოცა. თუმცა ხალხი მოტყუებული დარჩა. მომენტი, რომლითაც სააკაშვილი ბედნიერი იყო, მხოლოდ სამი ოჯახისთვის აღმოჩნდა ნანატრი ნეტარება. ამ ვიზიტსაც არ ჩაუვლია ცემა–ტყეპის გარეშე. სამართალდამცავებმა „დაიცავი საქართველოს“ წევრებს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს და 70 წლის ქალბატონს, რომელიც პირველი პირისთვის წერილის გადაცემას ცდილობდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს; 2009 წლის სექტემბერში მთავრობის მიერ ცოტა ხნით ადრე ღირსების ორდენით დაჯილდოვებული ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მზის“ ყოფილი თანამშრომელი მალხაზ ბასილაია, რომელიც მთავარსარდალისთვის გადასაცემ წერილში დასაქმებას ითხოვდა, სააკაშვილის თვალწინ დააკავეს და სცემეს... ეს რამდენიმე შემთხვევა, ვფიქრობ, დაგეხმარებათ იმის წარმოდგენაში, თუ რატომ ცდილობენ ადგილობრივი სამართალდამცავები მიშას ზუგდიდში ვიზიტისას, ყოველგავრი პროტესტი აღკვეთონ. ახლა კი პრეზიდენტის ბოლო ვიზიტზე მოგითხრობთ, რომელსაც დავიდარაბის გარეშე არ ჩაუვლია: 15 მაისს მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მალულად ჩამოვიდა და საკუთარ ხელქვეითებთან ერთად რესტორან „მენძელში“ სუფრას მიუჯდა. პირველი პირის არაოფიციალური ვიზიტი რაიონში არ გამორჩენიათ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრებს. რესტორნიდან ერთი კილომეტრის რადიუსში გადაკეტილ გზასთან მისულ ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს 50-მდე პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დაგვხვდნენ. ძალოვანები ჩვენს დანახვაზე შეცბნენ და, რაგინდ გასაკვირიც უნდა იყოს, „მენძელთან“ მიახლოების საშუალებაც მოგვცეს. კახა მიქაია, „დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი: „მე მათ მოვთხოვე, მოეცათ უფლება, შევსულიყავი რესტორანში, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ მიპასუხა რომ იქ ბანკეტი იმართებოდა და ამის საშუალებას არ მომცემდა. ამ დროს სამხარეო პოლიციის შეფმა თენგიზ გუნავამ გასცა ბრძანება: მიქაიასკენ ზურგით! ამის შემდეგ იქვე, ყვავილების მაღაზიაში, შევიძინე ვარდი, და სამართალდამცავებს ვთხოვე, მოეცათ საშუალება ვარდების რევოლუციის ბელადისთვის ვარდის გადაცემის საშუალება მოეცათ. საპასუხოდ მათ კედელი აღმართეს კოდუების რესტორანთან და გადაადგილება აგვიკრძალეს. დაახლოებით ერთ საათში სააკაშვილი გამოვიდა რესტორნიდან, სწორედ ამ დროს ჩემკენ წამოვიდნენ პოლიციელები: რუსლან აბულაძე, ლევან ქირია, შავლეგ ქელბახიანი, თემურ თორია და კუდის თუ პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები. ჩამჩურთეს მიკროავტობუსში. მე სიმწრიგან გავყვიროდი: მიშა, ვარდი უნდა გაჩუქო ზუგდიდელთა დაჩმორებისთვის. ძალოვანები არ მაძლევდნენ პროტესტის გამოხატვის საშუალებას, პოლიციელი თორია პირზე ხელის აფარებით ცდილობდა ჩემს გაჩუმებას. რა თქმა უნდა, სააკაშვილმა ჩემი ხმა გაიგონა. რამდენიმე წუთით შეჩერდა, ჩაჯდა მანქანაში და მოკურცხლა. ამის თვითმხილველები არიან ჟურნალისტები: სოსო ხოფერია და ილია ჩაჩიბაია, „დაიცავი საქართველოს“ წევრები ნიკა პაჭკორია და კახა ბასილაია აგრეთვე იქ შეკრებილი მოქალაქეები. მას შემდეგ, რაც მიშა ტერიტორიას გასცდა, პოლიციელებმა გამათავისუფლეს. მოგვიანებით შევიტყვე, რომ თურმე დაკავებული ჰყავდათ სხვებიც: ჟურნალისტები და ჩემი მეგობრები. ჩვენ ექსკორტს უკან გავყევით და ვნახეთ, როგორ გაფრინდა ვერტმფრენით სააკაშვილი. რესტორანში თან ახლდნენ ნუგზარ წიკლაური და დათო დარჩიაშვილი. დარჩიაშვილს ჩვენმა წევრებმა მესტიის ინციდენტი შეახსენეს, რაზეც ირონია გამოხატა და უკომენტაროდ დაგვტოვა. არჩევნების პერიოდში სააკაშვილი ზუგდიდში დადის საქეიფოდ, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ მისგან დაშინებული ზუგდიდი მას მისცემს ხმას, ამით სარგებლობს და კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფას აყენებს ადგილობრივებს. მიუხედავად ამისა, ბოლოს და ბოლოს, სამეგრელოში პროტესტი გაღვივდება და მეგრელები არ მოუთმენენ მიშას შეურაცხყოფას და დამცირებას”. გიორგი შონია, ინციდენტის თვითმხილველი: “დავინახე, პრეზიდენტი როგორ შეჩერდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუძახა „მიშა, ვარდი უნდა გადმოგცე ზუგდიდელთა დაჩმორებისთვისო“, სწორედ ამ დროს, მას თავს დაესხნენ პოლიციელები და გაურკვეველი მიმართულებით წაათრიეს. ძალოვანებმა მეც შემბოჭეს და გადაადგილების საშუალებას არ მაძლევდნენ. ერთადერთი, რაც შორიდან შევნიშნე, ის იყო, რომ ჟურნალისტებს გადაღების უფლებას არ აძლევდნენ, ფაქტობრივად, რამდენიმე წუთით ისინიც დააკავეს. ექსკორტმა კი სწრაფად ჩაიქროლა“. ნაზი ბაძაღუა, ზუგდიდის მკვიდრი: „შემთხვევით შევიტყვე პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ. რესტორანთან მივედი, რომ მისთვის წერილი გადამეცა. დაცვამ ამის საშუალება არ მომცა. მატერიალურად მიჭირს, სამსახურს ვერ ვშოულობ. წერილში ამის შესახებ ვწერდი და მიხეილ სააკაშვილს დახმარებას ვთხოვდი. როდესაც პრეზიდენტი შენობიდან გამოდიოდა დავუძახე, ვერ გაიგო. ამ დროს რაიონული პოლიციის ბიჭებმა პირზე ხელი ამაფარეს. 2 წუთის შემდეგ მითხრეს, ახლა თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. უკვე აღარც ექსკორტი იყო და აღარც მიშა“. [ილია ჩაჩიბაია, "ახალი 7 დღე"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ეს არის ჩემს მიერ გაკეთებული კიდევ 1 მაფი გადაწერეთ. View the full article
-
ეს არის ჩემს მიერ გაკეთებული კიდევ 1 მაფი გადაწერეთ View the full article
-
19 მაისს ნუგზარ გაბუნიამ ბრიფინგი გამართა გლდანის VII მიკრორაიონში, სადაც განსაკუთრებით მრავლადაა ავარიული კორპუსები. შენობებთან ახლოს მდებარე ტბიდან ჟონავს მიწისქვეშა გრუნტის წ####ბი და ყველა კორპუსის სარდაფებს ტბორავს. ეს ვითარება გრძელდება იმ დღიდან, რაც ეს კორპუსები აშენდა, მაგრამ დღემდე მოსახლეობის პრობლემა არავის მოუგვარებია. საჭიროა საგანგებო შურფების გაკეთება, რათა დადგინდეს ის არხები, საიდანაც წყალი მოედინება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობისგან მოითხოვს სათანადო სამუშაოების დაფინანსებას, რაც თითო კორპუსისთვის საშუალოდ 47 ათას ლარს აღწევს და ამ თანხის გადახდის საშუალება მოსახლეობას არა აქვს. ნუგზარ გაბუნია ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხედოს გლდანის ავარიულ კორპუსებს და უმოკლეს დროში მოუგვაროს ხალხს ეს პრობლემა. კორპუსები საცხოვრებლად პრაქტიკულად უვარგისია და შეიძლება გრუნტის წ####ბის განუწყვეტელმა ნაკადმა ფატალური შედეგები მოიტანოს. ნუგზარ გაბუნია მოსახლეობას დაპირდა, რომ საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა საჭირო სახსრები მათი პრობლემის მოსაგვარებლად. View the full article
-
ეს არის bedina & dms -ს სიმღერა. View the full article
-
თინათინ ხიდაშელი 18-19 მაისს ბერლინში ევროკავშირის ეგიდით გამართულ კონფერენციასა და ბუნდესტაგში გამართულ დებატებში მონაწილეობის მისაღებადაა მიწვეული. კონფერენციის დაწყებამდე ხიდაშელმა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნდესტაგსა და რამდენიმე კვლევით ცენტრში უკვე გამართა. მთავარი განსახილველი საკითხი მოახლოებული არჩევნები და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები იყო. თინათინ ხიდაშელმა გერმანელ კოლეგებს გააცნო ახლახან გამოცემული წიგნი 2008 წლის ომის თაობაზე - „აგვისტოს ნანგრევებში“, რომელიც მისი რედაქციით, ხუთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოვიდა. View the full article
-
Animaciuri Suratebi / ანიმაციური სურათები View the full article
-
დასახელება: Автоцентр №9 გვერდი: 43 გამოშვების წელი: 2010 ფორმატი: PDF ენა: რუსულ View the full article
-
რამდენად ხშირად სვამთ "კოკა–კოლას" ან "პეფსის"?! აუცილებლად გადაწერეთ ეს ვიდეო და ნახავთ თუ რას უშვებთ ორგანიზმში, როცა იაფფასიან გამაგრილებელ სასმელებს ყიდულობთ... View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Foto-689-150x150.jpgადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მტკიცებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ ადვოკატების აქცია დაარბია. ამის შესახებ ადვოკატებმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, 15 მაისს ჩუმად მოსული პატრულის თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები წაიღეს. ადვოკატები კარვების დაბრუნებას მოითხოვენ. რამდენიმე დრეა ადვოკატთა საინიციატოვო ჯგუფი პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს. ადვოკატები მოითხოვენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს. საღამოს 6 საათზე გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cxinvali3-150x150.jpgშიდა ქართლის პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი ცხინცვალის ე.წ საზღვართან საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. როგორც ვლადიმერ ჯუღელმა “ექსპრესნიუს” განუცხადა, საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ გააჩნია. რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გუშინ ოსმა ძალოვანებმა სოფელ ზნაურთან საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო “რესი”, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის, მერაბ ჩიგოევის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით გუშინვე სოფელ არცევთან კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის დაპატიმრება მოხდა. მათ ოსური მხარე საზღვრის უკანონო დარღვევაში ადანაშაულებდა. იხილეთ epn.ge
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდელ ამომრჩეველს 30 მაისს არჩევნებში აქტიურობისაკენ მოუწოდა. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, სამეგრელო ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო პერიოდში შეხვედრა. “30 მაისს ამომრჩეველს შანსი ეძლევა, მისი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალოს”,-დასძინა ირაკლი ალსანიამ. ნახეთ
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/makkeini_1-150x130.jpgგავლენიანი სენატორი ჯონ მაკკეინი ბარაკ ობამას მოკავშირეების მიტოვებისთვის მწვავედ აკრიტიკებს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება. ამერიკელი სენატორის გაღიზიანება რუსეთთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმების კონგრესისთვის გადაგზავნამ გამოიწვია. `ზოგს უკვირს, რატომ ფიქრობენ ქართველები, რომ ვაშინგტონმა ისინი მოსკოვთან გადატვირთვის ღილაკზე დაჭერის ფასად გაყიდა. ჩვენ ვერ მოვახრხეთ გადატვირტვის პროცესს ჩვენი მოკავშირეები არ გადაყოლოდნენ. როგორც ჩანს ამერიკის პრესიდენტს ეს დიდად არ ანაღვლებს. ამ ვითარებაში ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ქართველების გარდა, აღმოსავლეთ ევროპელებიც წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ამერიკელებმა ისინი მიატოვეს`- აცხადებს ჯონ მაკკეინი. ამასთან მაკეინმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთს ოკუპირებული აქვს და იქ სამხედრო ბაზებს აშენებს. იხილეთ epn.ge
-
ბევრი ვნახე აქ წონის გამო შეწუხებულნი.. აი ეს ძალიან ადვილი და სასარგებლო დიეტაა. View the full article
-
იტალიური საფეხბურთო კლუბის "მილანის" ფეხბურთელები View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/4368507_ooczjg-150x150.jpgნინო რამიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება როგორც დიდი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის, ასევე პატარა ილიკოსა და ნინო სუხიშვილების დადგმული ცეკვები. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტზე ნინო რამიშვილი იცეკვებს, თუმცა როგორ ამას საიდუმლოდ ტოვებენ. კონცერტი 19 მაისს 20:00 სააათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
Wimbledon 2009 S60v3 J2ME View the full article
-
Terminator Salvation for mobile. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/876855-150x150.jpgმშენებლობისა და ინტერიერის მე – 15 საეთაშორისო გამოფენა – ‘CAUCASUS BUILD 2010” საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” გაიხსნა. გამოფენის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ მიიღეს. გამოფენას ასევე, პროექტის “დაბრუნება საქართველოში” მონაწილე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები დაესწრნენ. როგორც პოლოლიკაშვილმა განაცხადა, “დაბრუნება საქართველოში” ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ქართული ბიზნეს დიასპორის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტი შედგა. “პროექტის მიზანია, უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ბიზნესმენებს შესაძლებლობა შეუქმნას, საქართველოში დააბანდონ კაპიტალი და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის ეკონომიკურ განვითარებაში. პროექტის პირველი ეტაპი – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 30 – მდე ქართველი ბიზნესმენის საინვესტიციო გარემოს გაცნობას ისახავს მიზნად.” – განაცხადა პოლოლიკაშვილმა. თურქეთში, კვიპროსში, აშშ – ში, კანადაში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ისრაელში, ბელგიაში, ესპანეთსა და უკრაინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს 3 დღის განმავლობაში დატვირთული პროგრამა ექნებათ. გამოფენის გახსნის გარდა, “ექსპო ჯორჯიაში” ეკონომიკური განვითრების მინისტრმა ზურაბ პოლიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით “ღირსების ორდენით” დააჯილდოვა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის საინჯინრო – ეკოლოგიის განყოფილების უფროსი, თეიმურაზ გველესიანი და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი ომარ ნაფეტვარიძე. გამოფენა თბილისი მერიის მხარდაჭერით ტარდება და 100 საგამოფენო სტენდზე რამდენიმე დღის განმავლობაში 120 – მეტი კომპანიაა მიიღებს მონაწილეობას. იხილეთ epn.ge
-
გუშინ, 18 მაისს, ფილარმონიაში თბილისის წიგნის მე-12 ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი ოთხ დღეს გასტანს და პარასკევს, 21 მაისს 20:00 საათზე დაიხურება. ფესტივალზე 80-მდე მონაწილე იქნება წარმოდგენილი. მათ შორის: ქართული გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. ღონისძიების მსვლელობის პროცესში, დამთვალიერებელს საშუალება ექნება დაესწროს სხვადასხვა ტიპის აქციებს და პრეზენტაციებს. ფესტივალზე სტუმრები ინფორმაციას მიიღებენ თანამედროვე ავტორების, ლიტერატურული მიმართულებების, საგამომცემლო საქმიანობის შესახებ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Baramidze-gia1-150x130.jpgსახელმწიფო მინისტრის ევროინტერგაციის საკითხებში გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. როგორც პარლამენტში ჟურნალისტებს ბარამიძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია ევროკავშირის აქტიური მონაწილეობა რუსეთთან დიალოგის განვითარების თავალსაზრისით და მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ბარამიძის ინფორმაციით, ევროკავშირთან ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების პროცესი ფაქტიურად დასრულებულია და დოკუმენტს ივლისში ხელი მოეწერება. მინისტრი ასევე იმედოვნებს, რომ დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ასოცირების შეთანხმების ნაწილი. ,,ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. გავაგრძელებთ დემოკრატიის განვითარების პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლობასაც, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობა არჩევნების მონიტორინგის პროცესშიც, რათა ჩატარდეს ევროსტანდარტის არჩევნები’’, – დასძინა ბარამიძემ. გიორგი ბარამიძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებს გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში გამოდის. იხილეთ epn.ge