Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დიტო ქისიშვილი & თეატრალური კვარტეტი - ხევსურეთს სრულად
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg სადაო ტერიტორიის სამხრეთ-ოსეთის გამო რუსულ-ქართული ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და BBC-ის კორესპონდენტმა ტომ ესლემონტმა აღმოაჩინა, რომ სამხრეთ-ოსეთის მოქალაქეები ისევ ზღვარზე რჩებიან და იარაღზე უარის თქმა არ სურთ ეკლესიის მოუვლელ ეზოში ვიდექით, როდესაც აფეთქების ხმა გავიგეთ. ამას სხვა ხმაც მოჰყვა. 300 მეტრის მოშორებით ჭურვმა სტვენით გადაიფრინა და სადღაც მთაში აფეთქდა. ცოტა ხანს სახიფათო სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი ავტომატის კაკანი გაისმა – წყვეტილი „ბახ-ბახ-ბახ“ მინდორს გარშემო უვლიდა. თავიდან ვიფიქრე აქაურობას გავეცლებოდით, თუმცა თითქოს უხიფათო დისტანციაზე ვიმყოფებოდით, მაგრამ მერე ჩემს მძღოლს, ნოდარს გადავხედე და ის სულ არ ჩანდა შეშინებული. ფაქტობრივად, მან მგონი ვერც კი შეამჩნია აფეთქება. „აა ეს? ეს უბრალოდ წვრთნაა, შესაშფოთებელი არაფერია“. სრული ნგრევა ასე მოვხდვდი სამხრეთ-ოსეთში, ჩაკეტილ სადაო ტერიტორიაზე, 30 000 მოსახლის სამშობლოში, რომელსაც საქართველოსგან არასტაბილური სასაზღვრო ზოლი ჰყოფს. ამ ტერიტორიაზე ერთადერთი შემოსასვლელ-გასასვლელიდან შემოვედი, რუსული გზატკეცილიდან რომელიც სამხრეთ- ოსეთისთვის მთავარი არტერიაა და გზას ღრმა, ტყიან ხეობაში მშვიდობიანი კოტეჯების მიღმა მიიკვლევს. შემდეგ კი კონტრასტულად მე უკიდურესი ნგრევის სივრცეში შევედი. ათასობით დანგრეული სახლი, რომელიც 2008 წელს ქართველებს, რუსებსა და ოსებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს დაზიანდა. უკვე ვხედავდი სწრაფ მდინარეს, რომელიც ლამაზ ხეობას, ქალაქ ცხინვალის ნაცრისფერი, დაცხრილული საბჭოთა შენობების ფონზე კვეთდა. ყველგან ჩანდა ომის ღია მუშუშებელი ჭრილობები და საზოგადოებაც ახალი ომის მზაობაში პარალიზებული იყო. ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე მანქანამ შეგვაჩერა, უნომრო ნაცრისფერმა ლადამ, მუქი ფანჯრებით. ორი კაცი მანქანიდან გადმოვიდა. ერთი მაღალი იყო, არასასიამოვნო გარეგნობის ჯინსებში, მეორეს უფრო მეგობრული, მხიარული გარეგნობა ჰქონდა. უფროსი როგორც სჩანს, მაღალი იყო. მან დასვრილი, ვარდისფერი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გვაჩვენა და გამოგვიცხადა, რომ ადგილობრივი KGB-დანაა. გამჭოლი მზერა ის ისეთ გუნებაზე არ გახლდათ რომ მოესმინა ვინ ვიყავით, ამიტომ არ მოგვეცა დრო და ვერ ავუხსენით, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ სრული აკრედიტაცია მოგვცა. სწრაფი, გამჭოლი მზერა გვესროლა, მანქანაში ჩაგვიხტა და თავის დაწესებულებისკენ გაგვიძღვა. როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ვმოგზაურობ, უამრავჯერ გავუჩერებივარ ადგილობრივი უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს, ადგილობრივი KGB-ს აპარატჩიკებს, ან იმის გამო რომ მათთვის რაიმე არასასურველს ვიღებდი, ან უბრალოდ იმიტომ რომ იქ ვიმყოფებოდი. ამჯერადაც ჩვეულ სამსაათიან დაკითხვას ველოდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ მათ მართლა დაუშვეს შეცდომა. „ერთი წუთით“ – განაცხადა მაღალმა, როდესაც განყოფილებაში მივედით – „ეს ესლემონტია?“ მეორე, უფრო კონტაქტური კაცი მოგვიახლოვდა. ის ალბათ მაღალის ბოსი იყო. ჩინოვნიკმა მოკლე, მკაცრი შენიშვნა მიიღო და ჩვენ გაგვათავისუფლეს, პირველად ჩემს ცხოვრებაში უსაფრთხოების აგენტებმა ბოდიში მომიხადეს. ეს დაკავება როგორც მოგვიანებით ამიხსნეს, ომის იმ მენტალიტეტის ნაწილია, რომელიც სამხრეთ-ოსეთმა მოიცვა. დაკარგული თაობა შემთხვევაზე ნოდართან ვილაპარაკე. ის ორმოც წელსაა მიახლოებული, ჯარისკაცი იყო. ნოდარს, ისევე როგორც 30 წელს გადაცილებულ მამაკაცთა უმეტესობას, ყოველთვის სამხედრო ტანსაცმელი აცვია. ის იმ დაკარგული თაობის წარმომადგენელია, რომლებმაც ჩამოყალიბების წლები 1990-იან წლებში ქართველების წინააღმდეგ ომში გაატარეს და სხვა არც არაფერი იციან. ახლა ნოდარი და მისი მეგობრები საღამოებს კოცონთან ატარებენ და ომის დღეებს იხსენებენ. „ყოველთვის მზად ვარ ბრძოლისთვის“ – ამბობს ის. შემდეგ კი ამაყად მიჩვენებს მობილურში ჩაწერილ ვიდეოს - სამხრეთ ოსეთის მილიცია ომის მსვლელობისას ქართულ ტანკს ესვრის. ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ-ოსეთში მძიმე მშვიდობამ დაისადგურა. ხელისუფლებამ ბოლო დროს იარაღის ამნისტია დაიწყო და იმ იარაღის კონფისკაციას ატარებს, რომელიც წესის დაცვით არაა რეგისტრირებული. ეს ნოდარს და მის მეგობრებს არ მოსწონთ – მათ მთელი ცხოვრება ჰქონდათ იარაღი და უფრო ის მოსწონთ, როცა კანონი მათ ხელშია და არა ხელისუფლების. კონფლიქტის ციკლურობა გრეცია – იარაღის ყოფილი ოსტატი, სამხრეთ-ოსეთის ხელისუფლებას არ ეთანხმება. გადმოტრიალებულ ყუთზე მჯდომი მისი ფერმკრთალი სილუეტი ცეცხლის ნარინჯისფერი ნათებითაა გამთბარი. ის ყვება, რომ ხელისუფლება შეშინებულია. „მათ შიდა არეულობის ეშინიათ და ამიტომ აგროვებენ იარაღს“ – ამბობს ის. გრეცია, ნოდარი და სხვა უსაქმოდ დარჩენილი ნებრძოლები ამ ფაქტს სამხრეთ-ოსეთში გავრცელებულ პარანოიას მიაწერენ. ასეთ სიტუაციას ისინი უკვე შეჩვეულები არიან. მისი ფესვები კონფლიქტის ციკლურ ხასიათშია – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის რეგიონს მუდმივად ურტყამს. სანამ წიწილის წყლიან ბარკლებსა და ცხვრის მსუქან ხორცს ღია ცეცხლზე წვავენ, სახუმარო ამბებს, ძველ, კარგ რუსულ ანეგდოტებს ჰყვებიან, კავკასიისა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს დასცინიან – ჩეჩნებს, ჩერქეზებს, სომხებს, თურქებს. ვუსმენდი და ის მაოცებდა, რომ სამხრეთ-ოსეთში ახალი არაფერი ხდება. კავკასიაში საუკუნეების მანძილზე ომობდნენ – თურქები, სპარსები, რუსები ერთმანეთს ამ ნაყოფიერი, მთიანი ადგილისთვის ებრძოდნენ. ხოლო ეს ხალხი, ახლაც და საუკუნეების განმავლობაში, ყოველთვის შუაში იყო ჩარჩენილი. ორიგინალი ორიგინალი
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/muxran1-150x150.jpgპოეტი მუხრან მაჭავარიანი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ნიკო ნიკოლაძის გვერდით დაკრძალეს. სამების საკათედრო ტაძარში დღეს წესი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II აუგო. პოეტთან გამოსამშვიდობებლად ახლობლებთან ერთად უცნობი ადამიანებიც მიდიოდნენ. სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მუხრან მაჭავარიანი 81 წლის ასაკში 17 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე გულის შეტევით პოეტ ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას გარდაიცვალა. პოეტი 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის რაიონ სოფელ არგვეთში დაიბადა. მან 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ იყო ჟურნალ “პიონერისა” და ჟურნალ “დილის” მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან კი ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები მუხრან მაჭავარიანმა 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი “ლექსები” – 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – “წითელი მზე და მწვანე ბალახი” და “სიჩუმე უშენოდ”. ამ კრებულისათვის მას ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა. მუხრან მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_5310-150x150.jpgდღეს 26 მაისისათვის დაგეგმილი აღლუმის რეპეტიციასთან დაკავშირებით, თბილისში, საღამოს 23.00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცახდება გაავრცელა. შეზღუდვები შემდეგი მიმართულებებით განხორციელდება: რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, კოსტავას ქუჩა, თავისუფლების მოედანი და ლესელიძის ქუჩა. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/lagidze72-150x150.jpgპარტია მომავალი საქართველოს ლიდერი, მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე დღეს ლილოს დასახლებაში ამომრჩევლებს შეხვდება. გიორგი ლაღიძე, ლილოს დასახლებაში ამომჩევლებთს 16:00 საათზე შეხვდება. მერობის კანდიდატი, დღეს ასევე, სარაჯიშვილის მეტროსთან დევნილებს, გარე მოვაჭრეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. მისი თქმით, ამ რაიონის მოსახლეობას , ისევე როგორც მთელი თბილისის მოსახლეობას ბევრი პრობლემა აწუხებთ. მთავარი ესააა დასაქმება, ნაგავსაყრელები,მაწანწალა ძაღლები. იხილეთ epn.ge
  6. პარტია ,,მომავალი საქართველოს” ლიდერი, მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე დღეს http://www.epn.ge/wp-content/uploads/lagidze71-150x150.jpgსარაჯიშვილის მეტროსთან დევნილებს, გარემოვაჭრეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. მისი თქმით, ამ რაიონის მოსახლეობას, ისევე როგორც მთელი თბილისის მოსახლეობას ბევრი პრობლემა აწუხებთ. მთავარი ესააა დასაქმება, ნაგავსაყრელები,მაწანწალა ძაღლები. ლაღიძის განცხადებით, ძალიან დაბალია მოსახლეობაში სოციალური დონე. ,,ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი პროგრამა, მოვისმინეთ მათი გასაჭირი. მიმაჩნია, რომ დედაქალაქის მოსახლეობას დუხჭირ ყოფაში უწევს ცხოვრება და მათ ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა”, – აღნიშნა ლაღიძემ. მოსახლეობა გიორგი ლაღიძეს არჩევნებზე მისვლას და მხარდაჭერას დაპირდა. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Sagareo_8521438411-150x150.jpgირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მედია თანამშრომლობის შესახებ მოეწერა ხელი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ნინი კალანდაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ მედია თანამშრომლობა გაღრმავდება საქართველო ინფორმაციას პირველ წყაროდან მიიღებს. “საქართველო მადლიერია ირანის ხელისუფლების. ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის ტერიტორიულ ერთიანობას. თუ გაღრმავდება მედია თანამშრომლობა ჩვენ პირველი წყაროდან მივიღებთ ინფორმაციას”, – განაცხადა ნინო კლანადაძემ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რამინ მეჰმანფარასთიმის განცხადებით კი, მედიას შეუძლია ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და ირანიდან ჩამოსული ჟურნალისტები საქართველოს მედია საშუალებებს ამ ურთიერთობების გაღრმავებაში დაეხმარებიან. ამასთან მისი განცხადებით, ბათუმში ახლო მომავალში ირანის საკონსულოც გაიხსნება. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Putin01-150x150.jpgრუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ისინი საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში არ ერევიან, ხოლო ის რაც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა ახლანდელი ხელისუფლების შეცდომაა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია “მირისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი განცხადებით, ქართველ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმაზე მეტყველებს, რომ ქართული საზოგადოება აცნობიერებს, რომ საჭიროა სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთიერთობა. “ჩვენ ქართველ ხალხს რუსეთის მეგობრებად ვთვლით, ისტორიულად ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვქონდა, ეს არის მართლმადიდებელი ხალხი, სულიერად და ისტორიულად ჩვენთვის ახლობელი. ის რაც ბოლო წლებში მოხდა ახლანდელი მთავრობის შეცდომა თუ არა დანაშაულია. ჩვენ შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში არ ვერევით და ქართულ ოპოზიციასთან შეხვდრები იმაზე კი არ მეტყველებს, რომ ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევას ვცდილობთ, არამედ იმაზე რომ ქართული საზოგადოება აცნობიერებს, რომ საჭიროა სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთიერთობა”,- განაცხადა პუტინმა ამასთან, მისი თქმით, ქართველ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგი ორ სახელმწიფოს შორის ნორმალური ურთიერთობის აღდგენის წინაპირობაა. “ჩვენ ახლა ისეთ ხალხთან გვაქვს დიალოგი, რომლებთანაც სულ ცოტა ხნის წინ ლაპარაკი არც ისე ადვილი იყო, ნინო ბურჯანაძე მოქმედ პრეზიდენტთან ძალიან ახლოს იყო, ის რომ ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან არის კარგი წინაპირობა იმისა რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთერთობა აღდგეს.”,- განაცხადა პუტინმა. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_5624-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მეოცე საუკუნის დიდი ქართველი პოეტების პერიოდი დასრულდა. როგორც სამების საკათედრო ტაძარში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებით საქართველოში დიდი პოეტების ეპოქა დასრულდა. “მუხრან მაჭავარიანის, გარდაცვალებით საქართველოში დიდი პოეტების ეპოქა დასრულდა. ის ყოველთვის დიდ პოეტად მიმაჩნდა, მის პოეზიაზე გავიზარდე. მან შექმნა საოცრად თბილი და მოსიყვარელე ოჯახი და უნდა გითხრათ, რომ მის პიროვნულ არსში სნობიზმი და ქედმაღლობა არ ყოფილა. ჩვენ ის დავკარგეთ, როგორც ადამიანი, მაგრამ დარჩება ჩვენთან, როგორც დიდი პოეტი”,- განაცხადა სააკაშვილმა. მუხრან მაჭავარიანი სამების საკატედრო ტაძრიდან მთაქწმინდის პანთეონსი უკვე გადაასვენეს. იხილეთ epn.ge
  10. „საქართველომ თავი უნდა აარიდოს რუსულ თამაშში ჩაბმას. ნუ ჩადგებით იმ პოზიციაში, რომელშიც იყო დავითი „დავითის და გოლიათის“ ამბავში. იმიტომ, რომ ამას არ ექნება ის ფინალი, რაც ბიბლიურ ამბავს აქვს“. - „ლიბერალის“ ინტერვიუ. View the full article
  11. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ალიანსის მიერ ქუჩებში გაკრული პლაკატები დახიეს, ხოლო მის ადგილას მიხეილ სააკაშვილის პლაკატები გააკრეს“. - იტყობინება რდიო „ჰერეთი“. View the full article
  12. „ალიანსი საქართველოსთვის“ ჩოხატაურის ოფისში აცხადებენ, კომისიის თორმეტივე წევრმა მხარი რამაზ დოლიძის თავმჯდომარედ არჩევას ერთხმად დაუჭირა: „თუმცა 27 აპრილს გაირკვა, რომ ოქმი... დახიეს და საჯაროდ ისეთი ოქმი წარმოადგინეს, როგორიც მათ სურდათ“. - იტყობინება humanrights.ge. View the full article
  13. 14:00 სთ-ზე - „ალიანსი საქართველოსთვის“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი ზოოპარკის წინ აქციას - „სად გავასეირნოთ ბავშვი?“ - გამართავს. 15:30 სთ-ზე - „ალიანსი საქართველოსთვის“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე ქინძმარაულის მარჯვენა ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდება. მისამართი: სამგორი, ქინძმარაულის ქუჩა №14. View the full article
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/vandusen_botanical_garden_600x-150x150.jpgბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თბილისის ბოტანიკურ ბაღში „ბაღის ფრინველთა საათით“ დილიდან დაიწყო. ღონისძიება სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებისა (GTZ) და საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) ხელშეწყობით ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მოხარული ვარ გერმანიის მთავრობას შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში ბაღის ფრინველთა საათის განხორციელების პროცესს. ეს არის დიდი კამპანია, რომელიც შარშან უკვე ჩატარდა 180 სკოლაში და წელს 350 სკოლაზე მეტი მოიცვა. ვფიქრობ, ფრინველების დათვლის ღონისძიება არის წარმატებული, ბავშვები გამოდიან და ბუნებაში აკვირებიან ჩიტებს,“ განაცხადა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტმა ქრისტინა შტრაუბმა. „ბაღის ფრინველთა საათის“ კამპანია, ბოტანიკური ბაღის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სკოლის ათასობით მოსწავლე იყო ჩართული. კამპანიის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნების ღირებულებისა და მომავალი სასიცოცხლო გარემოსათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. წელს ბაღის ფრინვლეთა საათი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან 2010 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლადაა გამოცხადაებული. იხილეთ epn.ge
  15. „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი გულიკო ზუმბაძე სადგური „ველის“ მოსახლეობას შეხვდა. მათთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა. ამ შეხვედრის შემდეგ გულიკო ზუმბაძის საარჩევნო შტაბმა პრესრელიზი გაავრცელა: „სადგური ველი სამგორში ერთერთ ყველაზე უფრო მოწყვეტილ უბანს წარმოადგენს და მოსახლეობას პრობლემებიც ყველაზე მეტი აქვს. დასახლებას განსაკუთრებით უგზოობა აწუხებს. არ დადის მუნიციპალური ავტობუსი. მშობლები იძულებული არიან ბავშვები სკოლაში დაქირავებული მანქანის მეშვეობით ატარონ, რაშიც თითო ბავშვზე მშობელს ეხარჯება თვეში 50 ლარი, ორ ბავშვზე უკვე – 100 ლარი, რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწვება სოციალურად ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს. არ შედის დასუფთავების მანქანა. აქვთ სასმელი წყლის პრობლემაც. მაჟორიტარი კანდიდატი ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს, უმოკლეს ვადებში შეაკეთოს სადგური ველისაკენ მიმავალი გზა და დანიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი“. View the full article
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xachize9-150x150.jpgგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს სტუმრობდა, სადაც სოფელ უწერის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ონის რაიონში სოფელ უწერაში მდინარე რიონი ტბორავს საცხოვრებელ სახლებს. მინისტრი ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყებამდე არსებულ ვითარებას გაეცნო. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე 100 მეტრის სიგრძეზე აღსდგება დატბორვის საწინააღმდეგო მიწის დამბა და ასევე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini47-150x150.jpgბათუმში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა მეათე და მეთორმეტე საჯარო სკოლების გაერთიანების ბაზაზე შეიქმნება და მას ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის შოთა ქემხაძის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს ბათუმში მე-12 საჯარო სკოლაში პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრმა შეხვედრაზე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ბათუმში ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დაარსების შესახებ ინიციატივა გააჟღერა. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აჭარაში შეიქმნება ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სკოლა. რომლის შემდეგაც თბილისა და ქუთაისის შემდეგ უკვე აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებსაც საშუალება ექნებათ ადგილზე გაძლიერებულად შეისწავლონ აღნიშნული დისციპლინები. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიერ გაჟღერებულ ამ ინიციატივას დადებითად შეხვდნენ სკოლის პედაგოგები, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ფიზიკა-მატემატიკური სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების უფასოდ ჩატარების შესახებ. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/prokuratura6-150x150.jpgპროკურატურის ინიციატივით მცხეთის რაიონის სკოლებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდება. მცხეთაში დღეს საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა. ჩემპიონატი საქართველოს პროკურატურის ხელშეწყობით გაიმართა და მასში მონაწილეობა მცხეთის და სოფელ წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს, ასევე პროკურატურის, პოლიციის, პატრულის, პრობაციის სამსახურის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების თანამშრომლებისგან შემდგარმა გუნდებმა. ტურნირი 8 მაისს დაიწყო და ორ კვირას გაგრძელდა. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/chaxvadzeguram.edp_6-150x150.jpgინტერფრაქციული ჯგუფის ხელძღვანელი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხელმძღვანელ პირებისთვის მესტიის ინციდენტის გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ჩახვაძემ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩახვაძე ასევე, მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას მოუწოდებს, მესტიის ინციდენტი პირად კონტროლზე აიყვანოს. “მიმაჩნია, რომ ობიექტურად და დროულად უნდა ჩატარდეს გამოძიება და გამოძიების შესახებ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული. გარცელებული ვიდეოკადრებში ჩანს, როგორც გამოჰყავთ გამგეობის შენობიდან სამოქალაქო პირებს ოპოზიციის კანდიდატები, რომლებიც აიძულებენ უარი თქვან არჩევნებში მონაილეობის მიღებაზე”,- განაცხადა ჩახვაძემ. მისი თქმით, არჩევნების სამართლიანად ჩატარება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sameba11-150x150.jpgსამების საკათედრო ტაძარში მუხრან მაჭავარიანის პანაშვიდი დაიწყო. პოეტისთვის პატივის მისაგებად მეგობრებთან ერთად უცნობი ადამიანებიც მიდიან. ასევე, 13:00 საათისთვის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ელოდებიან. მუხრან მაჭავარიანი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს. პოეტს დღეს, 13:30 საათზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ნიკო ნიკოლაძის გვერდით დაკრძალავენ. სამების საკათედრო ტაძარში დღეს წესს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აუგებს. მუხრან მაჭავარიანი 81 წლის ასაკში 17 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე გულის შეტევით პოეტ ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას გარდაიცვალა. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_5609-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამების საკათედროი ტაძარში მუხრან მაჭავარიანისთვის პატივის მისაგებად მივა. როგორც “ექსპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე მივა. პოეტ მუხრან მაჭავარიანს დღეს 13:30 საათზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ნიკო ნიკოლაძის გვერდით დაკრძალავენ. სამების საკათედრო ტაძარში დღეს წესს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აუგებს. მუხრან მაჭავარიანი 81 წლის ასაკში 17 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე გულის შეტევით პოეტ ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას გარდაიცვალა. პოეტი 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის რაიონ სოფელ არგვეთში დაიბადა. მან 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ იყო ჟურნალ “პიონერისა” და ჟურნალ “დილის” მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან კი ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები მუხრან მაჭავარიანმა 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი “ლექსები” – 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – “წითელი მზე და მწვანე ბალახი” და “სიჩუმე უშენოდ”. ამ კრებულისათვის მას ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა. მუხრან მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/image.axd_-150x150.jpgთეთრი სახლი აზერბაიჯანში ელჩად, სავარაუდოდ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილეს ევროპულ და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა დანიშნავს. აზერბაიჯანული მთავრობისთვის ეს გადაწყვეტილება 20 მაისისთვის გახდა ცნობილი. მეთიუ ბრაიზას დანიშვნა უნდა დამტკიცდეს აშშ_ს სენატის მიერ, სადაც მას, სავარაუდოდ, დაუსვამენ შეკითხვებს მისი ქმედებების შესახებ, რომლებმაც, სავარაუდოდ, რუსეთ-საქართველოს ომი გამოიწვია, რადგან ბრაიზამ ქართულ მთავრობას ამერიკის ომში ჩართულობის მზაობაზე მცდარი წარმოდგენა შეუქმნა. ამერიკის ელჩის ბაქოში დანიშვნა, ექსპერტთა აზრით, ვაშინგტონის ბაქოსადმი პოზიტიური სიგნალია, რომელიც ამერიკამ აზერბაიჯანსთურქულ_სომხური ურთიერთობის დათბობობის შემდეგ გაუგზავნა. მეთიუ ბრაიზას დაახლოებით 22-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. მის სახელს სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების ი გადაწყვეტის მცდელობები და რუსეთის გავლით შექმნილი გაზსადენის წარმატებული პროექტები უკავშირდება. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/otumabeva-150x150.jpgქართული კომპანია Policy and Management Consulting Group (PMCG) ყირგიზეთის დროებით მთავრობას როზა ოტუმბაევას ხელმძღვანელობით საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. ბიშკეკში ქართველები USAID-ის მიწვევით ჩავლენ. ამის შესახებ “ახალი ამბები-საქართველო” იუწყება კომენტარეზე უარი განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსი ალექსიშვილომა, რომელიც ამჟამად ბიშკეკში იმყოფება. კომპანიის ხელმძღვანელი ალექსი ალექასიშვილი 2004_2005 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი 2005_2007 წლებში ფინანსთა მინისტრი იყო. ამ დროისთვის ის ბიშკეკში იმყოფება სადაც რესპუბლიკის ახალ მთვარობასთან მოლაპარაკებებს მართავს. “ექპრესნიუსთან საუბარში” USAID-ს წარმომადგენელმა მაკა ჯაფარიძემ ეს ფაქტი უარყო და აბსურდული უწოდა. “ყირგიზეთს ჰყავს თავისი USAID და აქედან გამომდინარე ქართველები არაფერ შუაში არ ვართ”, – განაცხადა მაკა ჯაფარიძემ იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...