planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ეროვნული გალერეის რეაბილიტაციის პროცესი ნაწილობრივ დასრულდა. უკვე სამი საგამოფენო დარბაზია რესტავრირებული. დღესვე “ცისფერ გალერეას” პრეზიდენტი კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთან ერთად მოინახულებს. “ცისფერი გალერეა” უკვე შვიდი წელია დახურულია. მასში სულ რვა დარბაზია განთავსებული. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, გალერეის სრული რეაბილიტაციის პროცესი სექტემბერში დასრულდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/d91f03e3c7bf6f4-150x150.jpgგალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში, რუსმა ოკუპანტებმა აფხაზი ე.წ. მებაჟეების მანქანა დაცხრილეს. დაპირისპირებისას ერთ-ერთი ე.წ. მებაჟე ადგილზე დაიღუპა, მეორე გალის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. კიდევ ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუს ოკუპანტებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება მოსახლეობაში აკრეფილი თანხიდან წილის მოთხოვნას მოყვა. ამ დროისათვის დიხაზურგა-საბერიოს მიმართულებით მოძრაობა ჩაკეტილია. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/lf-150x150.jpgფინანსთა მინისტრმა საგადასახადო კოდექსის საბოლოო ვარიანტი არასამთავრობო სექტორს გააცნო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/kodeks.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/newalliance-150x150.jpgკახა შარტავა ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებას საარჩევნო კანონის და გარემოს შესაცვლელად ერთობლივი ძალებით ბრძოლისკენ მოუწოდებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/forumi.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/afxazetis-mtavroba-150x150.jpgაფხაზეთის მედიაცენტრი 5 წლისაა. საიუბილეო ბრიფინგზე აფხაზეთის მთავრობის პრეს- სამსახურის წარმოადგენლებმა 2006 წლიდან 2010 წლამდე გაწეული სამუშაოები შეაჯამეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/afxazeti.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/kervalishvili-150x150.jpgბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პარლამენტში რუსუდან კერვალიშვილის ინიციატივით ღონისძიება გაიმართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/parl.jpg itvს ლინკი
-
FaceBook-ზე გაკეთდა ახალი Application – რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ითამაშოთ ტოტალიზატორში (არანაღდი ფულით) და მოიგოთ პრიზები … ყოველდღე არის განსაზღვრული მატჩების რაოდენობა, უნდა დადოთ იქაური ფული და რაც მეტს მოიგებთ მით წინ იქნებით რეიტინგში. გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოს გამოვლინდება და მიიღებს აიპადს. ერთ ბილეთში მაქსიმუმი 4 თამაშის დაწერა შეიძლება და 100$ ის დადება. ასევე შეგიძლიათ ფული იშოვოთ ყოველდღიური ბონუს ქულის მიღებით და ასევე მეგობრებს თუ გაუგზავნით ფეისბუქშივე მოსაწვევს.აბა წარმატებები ყველას. http://apps.facebook.com/tipstercup/ P.S. “აპლიკაცია” მალე გადაქართულდება, წარმატებებს გისურვებთ. http://s46.radikal.ru/i112/1006/05/34b4753ddc0d.jpg View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/11/17/1226881028858/Steven-Gerrard-001.jpg სტივენ ჯერარდმა ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები დაამშვიდა მას შემდეგ, რაც ფანებში გაჩნდა მღელვარება ნახევარმცველის მიღებული ტრავმის გამო… კვირას ინგლისელების იაპონიასთან გამარჯვების, შემდეგ სტვენ ჯერარდი კოჭლობდა… ლივერპულის კაპიტნის ადრინდელი ჯანმრთლობის მდგომარეობა იწვევდა მღელვარებას , რადგან მან გამოტოვა ვარჯიშები ხელის მცირედი ტრავმის გამო. მაგრამ, სტივმა განაცხადა: ”ყველაფერი რიგზეა და პრობლემები არ იქნება.” ჯერარდი და გლენ ჯონსონი აუცილებლად უნდა შეუერთდნენ ჯეიმი კარაგერს, რომ შექმნან ”წითლების” სამეული იმ 23 კაციანი ფეხბურთელებით, რომლებიც გაემგზავრებიან მუნდიალზე ინგლისი სახელის დასაცავად. საბოლოო განაცხადი დღეს გახდება ცნობილი. ჯერარდმა გადადო ყველა ის დისუკუსია, რომელიც ეხება მის მომავალს ”ენფილზე” მსოფლიო ჩემპონატის დასრულებამდე. თუმცა, როგორც გუშინ დავრწმუნდით ლივერპულის ყოფილი ლეგენდა ალან ჰანსენი, ვარაუდობს, რომ გუნდი ჯერ კიდევ არის მიმზიდველი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებისათვის, რომლებიც შეძლებენ კლუბი ”საფებურთო ელიტაში” დააბრუნონ. წყარო:liverpooldailypost.co.uk View the full article
-
/get_img?NrArticle=1674&NrImage=569 თანამედროვე სომეხ მხატვრებს და საბჭოთა პერიოდის სომხურ მხატვრობას, რამდენიმე ხელოვნებათმცოდნისა და მხატვრის გარდა, საქართველოში ნაკლებად იცნობენ. სომეხი კურატორი ევა ხაჩატრიანი, რომელიც თბილისს გეოეარისა და არქიდრომის რეზიდენტურის ფარგლებში ეწვია, ამას ბუნებრივად მიიჩნევს და ამბობს: „პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტერესი აქამდე ევროპის მხარეს, ამერიკული და დასავლური კულტურისკენ იყო მიმართული. რაც ბუნებრივია, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ერთმანეთი მაინცდამაინც არ გვაინტერესებდა“. გოეთეს ინსტიტუტში მან თანამედროვე სომეხი მხატვრების შემოქმედებაზე და ერევანში სახელოვნებო სივრცეების ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში მცხოვრებმა სომეხმა ცოლ-ქმარმა ერევანში თანამედროვე ექსპერიმენტული ხელოვნების ცენტრი ჩამოაყალიბეს. 1995 წელს მათ მოახერხეს დაემტკიცებინათ სახელმწიფოსთვის, რომ ამ სივრცის არსებობა ხელოვნების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. მაშინ სამსართულიანი შენობა, რომელიც ერევნის ცენტრში დგას, სახელმწიფომ მხატვრებს აჩუქა. დღეს ცენტრი, სადაც სახვითი ხელოვნების გარდა ექსპერიმენტული თეატრი და კინოთეატრიც არსებობს, ძირითადად, ახალგაზრდა შემოქმედების დაინტერესებაზეა ორიენტირებული. სომხეთში არტ კრიტიკოსების ეროვნული ასოციაცია და საერთაშორისო არტ კრიტიკოსთა გაერთიანების სომხური ფილიალიც არსებობს. ბანგლადეში - ასე ჰქვია ერევნის მიკრორაიონს, რომელიც ქალაქის ისეთივე გარეუბანია, როგორიც გლდანი თბილისში. სწორედ აქ ახორციელებს AICA Armenia თავის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს - კურატორების საზაფხულო სკოლას, რომელიც ხელოვნების სკოლის ნაწილია. ბანგლადეშშივეა განთავსებული დაურეგისტრირებელი ორგანიზაცია Suburb Culture Center (გარეუბნის კულტურული ცენტრი), სადაც, ძირითადად, უცხოელი მხატვრების გამოფენები ეწყობა. „ყოველთვის გვაქვს შიში, რომ ეს სივრცე შორსაა და არავინ მოვა, მაგრამ ადამიანები დადიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პროექტებში გარეუბანში მცხოვრები ადამიანებიც იყვნენ ჩართული. რა თქმა უნდა, ცენტრისგან მოშორებით რაიმეს კეთება რთულია, მაგრამ მეორეს მხრივ, ერევნის ცენტრი ახლა იმდენად გადატვირთულია, იმდენი რამე ხდება და ისე კომერციულად გამოიყურება, რომ უკვე აღარ გაქვს იქ მუშაობის სურვილი“ - ამბობს ევა ხაჩატრიანი. ცენტრიდან გაქცევა ალტერნატიული გზაა თანამედროვე ხელოვნებისთვის, რომელიც ოფიციალური სომხური კულტურის ნაწილი არ არის. სომეხი კურატორის თქმით, „მიუხედავად ბევრი პროექტისა და ინიციატივისა, ჩვენ ოფიციალური კულტურის ალტერნატივის სახით ვარსებობთ. კულტურის სამინისტრო სომხეთში უფრო ნაციონალური პროექტების განხორციელებითაა დაინტერესებული. ასეთია, მაგალითად, „ერთი ერი, ერთი კულტურა“ - პროექტი, რომელიც სომხეთში, მთიან ყარაბაღსა და უცხოეთში მცხოვრებ სომხურ დიასპორებს აერთიანებს. ეს, თავისთავად, ისეთი პროექტია, რომელსაც თანამედროვე ხელოვნება არათუ არ უნდა დაეთანხმოს, უნდა ებრძოლოს კიდეც“. ოფიციალურ კულტურასთან ბრძოლა სომეხმა მხატვრებმა ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაიწყეს. 80-იანი წლების დასაწყისში ეს მხატვრები ქუჩებსა და არაფუნქციონირებად შენობებში იფინებოდნენ. ავანგარდულ ხელოვნებას სამუზეუმო სივრცე არ ცნობდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მხატვართა კავშირმა ახალგაზრდა შემოქმედებს ნამუშევრების გამოსაფენად შენობის მესამე სართული დაუთმო, ახალ თაობას „მესამე სართულის“ მხატვრები უწოდეს. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში „მეათე სართულის“ მხატვრები მუშაობდნენ. „მესამე სართულის“ მხატვრობა იდეოლოგიურად საბჭოთა კავშირს უპირისპირდებოდა, თუმცა, „აკრძალულ ხელოვნება“ წინააღმდეგობაში არა მხოლოდ პოლიტიკურ კურსთან, არამედ საზოგადოების კულტურულ ღირებულებებთანაც მოდიოდა. ახალი თაობის შემოქმედებას „არასომხურს“ და „არაეროვნულს“ უწოდებდნენ. სომხეთში ნაციონალიზმის ახალი ტალღის კონტექსტში ეს კრიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა ბევრმა მხატვარმა დატოვა. არმენ გრიგორიანი, „მესამე სართულის“ მხატვრების ლიდერი, რომელიც „ამერიკული ოცნების“ ცნებას ქადაგებდა, ერთადერთი მხატვარი აღმჩნდა, რომელიც სამშობლოში დარჩა. 80-იანელი პოპ-არტისტები 90-იანებში კონცეფტუალისტებმა ჩაანაცვლეს. ვიდეო-არტები, რომლებიც ევა ხაჩატრიანმა თბილისში მაყურებელს წარუდგინა, ძირითადად, ახალგაზრდა მხატვრებს ეკუთვნით (სონა აბგარიანი, ტიგრან ხაჩატრიანი, აზატ სარქისიანი, ასტგიკ მელქონიანი...). თუმცა, მათ შორის უფრო ძველი თაობის წარმომადგენლის რამდენიმე ნამუშევარიც იყო (ჰამლეტ ჰოვსეპიანი, არმენ გრიგორიანი, კარინე მაცაკიანი). ვიდეო არტების გადაღება ჰამლეტ ჰოვსეპიანმა 40 წლის წინათ დაიწყო. საბჭოთა პერიოდში და დღესაც იგი სოფელში ცხოვრობს. მისი ფილმები ამერიკელი პოპ-არტისტების შემოქედებას გავს. ინფორმაციულ ვაკუუმში, როცა ენდი უორჰოლის ფილმები ნანახი არ ჰქონდა, ჰოვსეპიანი მონათხრობით ცდილობდა უორჰოლის მსგავსი ფილმების გადაღებას. მისგან განსხვავებით, ბევრი სხვა არტისტის ფილმი პოლიტიკურია. 2008 წელს სომხეთში პოლიტიკურ მღელვარებას მხატვრები აქციებით გამოეხმაურნენ. ვიდეო-არტების ირონია პოლიტიკის, მედიისა და ტრადიციული კულტურული ფასეულობების, ზოგ შემთხვევაში კი კულტურული კერპებისკენაა მიმართული. გოეთეს ინსიტუტში ნაჩვენები ვიდეონამუშევრების დიდი ნაწილი თბილისში სამი წლის წინათ, კურატორმა ნატუკა ვაწაძემ ჩამოიტანა და კავკასიურ სახლში ანახა მაყურებელს. შემდეგ ეს კოლექცია არქიდრომის ვიდეოარქივს შეემატა. რამდენიმე წლის წინათ ნატუკა ვაწაძემ ერევანში რამდენიმე ქართველი მხატვრის ჯგუფური გამოფენაც მოაწყო. თუმცა, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სომხურ-ქართული თანამედროვე ხელოვნების გაცვლა მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ევა ხაჩატრიანი ამბობს, რომ 90-იანი წლების დასაწყისში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ თითზე ჩამოსათვლელი ერთობლივი პროექტების განხორციელებას ნოსტალგიური ხასიათი ჰქონდა და შემოქმედებითი კავშირების შენარჩუნებას ემსახურებოდა. „ჩვენს თაობას ნაკლები კავშირი აქვს. ახლა 32 წლის ვარ, თბილისში კი პირველად 2004 წელს ჩამოვედი. ძალიან დიდ ხანს საერთოდ არ ვიცოდი, საქართველოში რა ხდება, მხატვრები როგორ მუშაობენ“. სომეხი კურატორი ქართულ-სომხური პროექტების განხორციელებას გეგმავს და თბილისს ამჯერად კონკრეტული ნამუშევრების შესარჩევად ეწვია. ბანგლადეშის ცენტრში ის ქართველი მხატვრების რამდენიმე პერსონალური გამოფენის გაკეთებას გეგმავს და ამბობს, რომ იმ კონტექსტის შექმნა, რომელიც დასავლეთ ევროპელ მხატვრებთან მუშაობისას აკლია, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ვეშაპებზე დაკვირვების მოყვარული ჯგუფი სასეირნო გემით გაემართება ისლანდიის ღია წცენზურაბში. უეცრად ტრაგიკული შემთხვევა კაპიტანს იმსხვერპლებს. ტურისტების საშველად უცნობი ნავი მიცურდება კეთილი სახის მაშველით. იგი ჯგუფს წაიყვანს ძველ ვეშაპმჭერ გემზე სადაც იწყება ფილმის ყველაზე შოკის მომგვრელი მოვლენები View the full article
-
superram 6- ამ პატარა და აუცილებელი პროგრამის საშუალებით თქვენ შეძლებთ სრულიად გამოუყენოთ კომპის მახსოვრობის სრული არე ავტომატურად წაშალით უსარგებლო ფაილები View the full article
-
იტალიური "მილანის" ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, კლარენ ზეედორფმა ერთ–ერთ უკანასკნელ ინტერვიუში განაცხადა, რომ "როსონერიდან" წასვლის შემდეგ კარიერას ამერიკულ MLS–ში გააგრძელებს. იხილეთ fanebi.com
-
"შტუტგარტის" ცენტრალური მცველი ჰალიდ ბულარუზი უახლოეს მომავალში შესაძლოა "ჰამბურგში" დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ კარიერის საუკეთესო წლები მან სწორედ გერმანიის ამ საპორტო ქალაქში გაატარა. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/gocha-tyeshelashvili-150x150.jpgნახეთ ბიზნეს მარათონი გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/biznes_maratoni.jpg itvს ლინკი
-
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი, ჯო კოული, რომელსაც, ისევე როგორც ნაკრების სხვა წევრებს, ფაბიო კაპელომ ორი დღით დასვენების საშუალება მისცა, ამჟამად "არისტოკრატების" ბაზაზე იმყოფება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. იხილეთ fanebi.com
-
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტამ, ჟოან ლაპორტამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სესკ ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით ლონდონის "არსენალთან" ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იხილეთ fanebi.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/patriarki01-150x130.jpgბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უწმინდესი და უნეტარესი ილია II აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში შეხვდება. ახალგაზრდულ ცენტრში აფხაზეთის ბავშვთა ალმახანის ,,მე და მშვიდობა” პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ნახატების გამოფენა და მშვიდობის თემაზე შექმნილი თხზულებების პრეზენტაცია გაიმართება. აფხაზეთის #2 სკოლის ბავშვები საგალობლებს შეასრულებენ. იხილეთ epn.ge