planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
scooter_the_sound_above_my_hair__empyre_one_bootleg_2010 ახალი კლიპი ლამაზი მუზიკით და გოგონებით View the full article
-
თავბრუდამხვევი და რბოლა ექსტრემალურ პირობებში. თქვენს წინაშეა რუსული სატვირთოები დიდი არჩევანი, მაგრამ სატვირთოს დანიშნულება უსაზღვრო სიჩქარის განვითარება და ექსტრემალური რბოლაა View the full article
-
http://1.bp.blogspot.com/_YW0bi5Lilgc/SElJXO252OI/AAAAAAAABdc/-Mop61DSJ-8/s400/valero1.jpg ლივერპულის გოლკიპერების მწვრთნელი ხავი ვალერო დარწმუნებულია, რომ პეპე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა…პეპე, ამჯერად ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სულ ცოტა ხნის წინ კი მან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ლივერპულთან. ვალერო ყოველდრიურად მუშაობს პეპესთან და მისი აზრით მას სრულყოფილად მის გარდა ვერავინ იცნობს. ”ყველა ევროპული კლუბები დაკომპლექტებულია, უმაღლესი დონის მეკარეებით, დღესდღეისობით მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებად შეიძლება დასახელდეს 4-5 კიპერი. ერთ-ერთი მათგანი ”წითლების” კარის დარაჯი პეპე რეინაა და მისი ახალი ხელშეკრულება გვაძლევს იმედებს, რომ ის კიდევ დიდ ხანს დარჩება ”ენფილდზე”. ”ახლა პეპე იმ ასაკშია, როდესაც შესაძლებელია აკონტროლო თამაში, როგორც ტექნიკურად ისე ემოციურად. ”მეკარეს უნდა ჰქონდეს გონებრივი შესაძლებლობა, უნდა ესმოდეს თამაში და უნდა შეეძლოს სიტუაციის წაკითხვა, რომ იყოს საუკეთესო. ჩემი აზრით პეპეს ყველა თვისება გააჩნია, რაც პროფესიონალ მეკარეს უნდა ჰქონდეს.” ”თუ გუნდში არის ისეთი მეკარე, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს თამაში, მხოლოდ მაშინ შეგიძლია დაეყრდნო მას.” წყარო:liverpoolecho.co.uk <p style="text-align: left;"> View the full article
-
http://www.colchonero.com/media/galeria/4/4/0/9/1/n_atletico_de_madrid_banega-91904.jpgროგორც მოგეხსენებათ “ვალენსიას” ახალგაზრდა, პერსპეკტიულმა ნახევარმცველმა “ლივერპულში” თამაშზე გამოთქვა სურვილი, ამიტომ რაფა მზადაა ის “ენფილდზე” ათამაშოს.როგორც ჩანს, რაფაელ ბენიტესი მზადაა იყიდოს “ღამურების” ამომავალი ვარსკვლავი და ის “ვალენსიას” 8.5 მილიონს სთავაზობს. გასულ წელს, “ევერტონსაც” ძალიან უნდოდა ბანეგა, მაგრამ გარიგება არ შედგა. მას შემდეგ რაც ხაბი ალონსო “ნისლიანი ალბიონიდან” აიბარგა, ცენტრში საშინელებები ხდება. სწორედ ამიტომ, ევერს მოიაზრებენ ხაბის შემცვლელად. არგენტინელმა ესპანეთს 2008 წელს მიაშურა და ჩაატარა 47 მატჩი. “ღამურები” ფინანსურად ძალიან ცუდ დღეში არიან, ამიტომ მის ნაცვლად 14 მილიონს ითხოვენ. მართლაც, რომ ბანეგას წელს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და გასაკვრიცაა, რომ მასში მხოლოდ 14 მილიონს ითხოვენ. ბანეგამ ევროპაში გამოავლინა ნხევარმცველის უდიდესი ნიჭი და შთაბეჭდილებაც კარგი დატოვა. თუ ევერი “წითლებს” შეუერთდება ის იქნება მეოთხე არგენტინელი კლუბში მასკერანოს, ინსუასა და მაქსის შემდეგ. ინფორმაციის წყარო:Liverpoolfc.tv View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainformacio1-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainform200.jpg itvს ლინკი
-
ნიშნავს თუ არა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის გაუქმება სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში ევროკავშირის ინტერესის შემცირებას ამ ქვეყნების, კონკრეტულად კი, საქართველოს მიმართ, მაშინ, როცა ევროკომიისის წარმომადგენლობის ნაცვლად საქართველოში უკვე ევროკავშირის წარმომადგენლობაა? ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის შესაძლო გაუქმება სიმართლეს არ შეესაბამება, რადიო ”თავისუფლების” მიერ გამოქვეყნებულ მასალას მოყვა. ”თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი აპირებს, გააუქმოს წარმომადგენლების პოსტები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში. თუმცა, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, პიტერ სემნების გარდა საქართველოში ევროკავშირს კიდევ ერთი წარმომადგენელი ყავს კონფლიქტების საკითხებში – პიერ მორელი, რომელიც, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენელია შუა აზიაში. საქართველოში ასევე მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ევროკავშირი ცდილობს, არა მხოლოდ დატოვოს საქართველოში სადამკვირვებლო მისია, არამედ რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ მისიის არეალი გავრცელდეს კონფლიქტურ რეგიონებშიც - ეს კახა გოგოლაშვილს ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავს, რათა დაასკვნას, რომ: ”ევროკავშირის ინტერესის შესუსტება რეგიონში, არ შეიძლება იყოს რეალური ფაქტი”. მთავარი არგუმენტი კი ლისაბონის ხელშეკრულებაა, რომელიც გასული წლის დეკემბერში შევიდა ძალაში. სწორედ ამ დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა ახლა უკვე ევროკავშირის წარმომადგენლობაა. კახა გოგოლაშვილი, ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში ამბობს, რომ სინამდვილეში ევროკავშირის როლი გაიზარდა: ”განსხვავება რომ დავინახოთ, აქამდე რას წარმოადგენდა ეს წარმომადგენლობა - იყო ევროკომისიის დელეგაცია. ევროკომისია არის ერთ–ერთი ინსტიტუტი ევროკავშირში, რომელიც ცალკეულ ქვეყნებს არ წარმოადგენს. არის აღმასრულებელი ორგანო მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის სხვადასხვა პროექტების და პროგრამების განსახორციელებლად, მაგრამ ძლიერი პოლიტიკური ნება ამ ორგანოს უკან არ დგას. ამიტომ საგარეო პოლიტიკურ პროცესებში ევროკომისია, როგორც წესი, სუსტად იყო წარმოდგენილი, იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკა მაინც ქვეყნების პრეროგატივა იყო და მათი ერთად თავმოყრა ევროკავშირის საბჭოში და არა ევროკომისიაში ხდებოდა”. გოგოლაშვილი განმარტავს, რომ, რადგან ევროკომისიის წარმომადგენლობა უკვე გახდა ევროკავშირის წარმომადგენლობა, შესაბამისად, ელჩი უკვე აღარ არის ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი, იგი უკვე ევროკავშირის ელჩია საქართველოში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უკვე აქვს ევროკავშირის მანდატი, ჩაერიოს, როგორც კონფლიქტების მოგვარების, ასევე სხვა პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობაში. ასეთივე მანდატი აქვს პიტერ სემნებს, რომელიც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიაში 2006 წლიდან. სემნებმა ამ თანამდებობაზე 2003 წელს დანიშნული ფინელი დიპლომატი ჰეიკი ტალვიტი შეცვალა. სწორედ ამ დროს შეიქმნა ეს პოსტი. გოგოლაშვილი ამბობს, რომ ამ პოსტის შემოღება საქართველოს ინიციატივა იყო, რომელმაც, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებთან ერთად, თხოვნით მიმართა ევროკავშირს, ასეთი წარმომადგენელი ყოლოდა. ეშტონს, რადიო ”თავისუფლების” ცნობით, ახლა სწორედ ამ პოსტის გაუქმება სურს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური (European External Action Service, EEAS), რომელსაც კეტრინ ეშტონი ხელმძღვანელობს, ახლა ყალიბდება. ამ სამსახურის შემოღება, ლისაბონის ხელშეკრულებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევროკავშირში. თუ ეშტონის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ, ”ეს ნაბიჯი, შესაძლოა, აღმოსავლეთის სამეზობლოში ევროკავშირის ჩართულობის დრამატულ შემცირებას მოასწავებდეს”- წერს რადიო ”თავისუფლება”. ასე არ ფიქრობს კახა გოგოლაშვილი: ”ეს ინსტიტუტი, თავისთავად, რეგიონში ევროკავშირის პოლიტიკის ერთ–ერთი გამტარებელი იყო. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ დროს ერთიან ევროკავშირს საელჩო და დიპლომატიური არხები ამ რეგიონში არ ჰქონდა. ახლა ევროკავშირს ექნება პირდაპირი დიპლომატიური არხი, ეს არის ევროკავშირის საელჩო”. გოგოლაშვილის აზრით, ეშტონი ცდილობს, ისეთი სტრუქტურა შექმნას, რომელიც დაბალ დონეებზე ინსტიტუციონალურ საცობებს არ შექმნის. იგი ეთანხმება ევროკავშირის საკითხებში კიდევ ერთი ქართველი ექსპერტის, ვასილ ჭყოიძის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ამ პოსტის გაუქმებით ბიუროკრატიის შემცირებას ცდილობს: ”რაც შეეხება ფუნქციონალურ საკითხს, სადავოა - შეიძლება ბევრმა თქვას, რომ სემნებს დიდი გამოცდილება ჰქონდა და ამიტომ მისი გაწვევა არ იყო კარგი, შესაძლებელია ამას დავეთანხმო, მაგრამ მართვის თეორიის თვალსაზრისით, ორი წარმომადგენელი ქვეყანაში, რომელიც ერთი და იგივე მანდატით არის აღჭურვილი, ყოველთვის შეუშლის ერთმანეთს ხელს. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს აბსოლუტრურად იგივე მანდატი ექნება ამ მიმართულებითაც, რაც პიტერ სემნებს ჰქონდა და აქვს. აქ მოხდება გარკვეული ფუნქციების დაჯახება ან გადაფარვა და ამიტომ, ამ თვალსაზირისით, სწორი გადაწყვეტილებაა”. პიტერ სემნებს საქართველოში (ისევე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანში) პოლიტიკური მრჩეველი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ყავს. გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ ისინი ევროკავშირის წარმომადგენლობას შეუერთდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/batumi-150x150.jpgთბილისიდან ბათუმში მოხვედრა დღეიდან უკვე 40 წუთშია შესაძლებელი. კომპანია “ეარ ბათუმმა” საპრეზენტაციო ფრენა დღეს შეასრულა. პირველ მგაზვრებს შორის ჟურნლიატები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები იყვნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/batu.jpg itvს ლინკი
-
გაზიარება [22:42 01.06.2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TAVUuxoPpcI/AAAAAAAADuA/snxhZwezYQg/s200/yle.gifადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის აღამსრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, რომლის ორგანიზაციის დამკვირვებლები 30 მაისის არჩევნებს კახეთის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში და სამეგრელოში აკვირდებოდნენ, ის, რაც ამ რეგიონში ჩატარდა, არჩევნები არ იყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დღეს ჟურნალისტებს დაკვირვების შედეგები გააცნო და მის ხელთ არსებული დარღვევების დამადასტურებელი ვიდეომასალა წარუდგინა. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ კახეთის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში და სამეგრელოს რეგიონში საარჩევნო უბნებზე და მათ მიმდენარე ტერიტორიაზე ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე უნიფორმაში გამოწყობილი ძალოვანები პატრულირებდნენ. გარდა ამისა, ნანუაშვილის თქმით, უბნებზე დაფიქსირდნენ ამოუცნობი პირები, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ უშუალოდ უბნის ტერიტორიაზე და კონტაქტში შედიოდნენ კომისიის წებრებთან. დაფიქსირდა ასევე ხმის მიცემის და დათვლის პროცედურული დარღვევები, ტექნიკური პრობლემები, რომელიც მარკირების აპარატს უკავშირდებოდა. ამასთან, იყო შემთხევები, როცა არჩევნებში სხვის მაგივრად არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ, რომლებიც უბნებზე სხვა პირების პირადობის მოწმობებით მიდიოდნენ - აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. განსაკუთრებული ყურადღება კი მან აზერბაიჯანულენოვან სოფლებში დაფიქსირებულ იმ უხეშ დარღვევაზე გაამახვილა, რომლის დროსაც აზერბაიჯანელებს მათ ენაზე 5 ნომრის შემოხაზვაზე მიუთითებდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრი ცენტალური საარჩევნო კომისიისგან მის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. “პირWელი“ http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/text-150x150.jpgვიდრე არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია ხმებს ითვლის და მოქმედების ახალ სტრატეგიაზე ბჭობს, „ბოიკოტისტების” ერთი ნაწილი ბრძოლის ახალ გეგმას აქვეყნებს. „ეროვნული ფორუმში” ფიქრობნე, რომ გზა ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საარჩევნო გარემოს და კოდექსის რეალურ შეცვლაზე გადის. კახა შარტავა ოპოზიციას და საზოგადოებას სთავაზობს - ამ ბრძოლაში ძალისხმევა გააერთიანონ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/forumis.jpg itvს ლინკი
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2009/09/16/article-1213814-06715490000005DC-700_468x313.jpg ლივერპულის სამი ფეხბურთელი იასპარეზებს მუნდიალზე ინგლისი სახელის დასაცავად… ფაბიო კაპელომ დაასახელა იმ 23 კაციანი ფეხბურთელეთა სია, რომლებიც მუნდიალზე ინგლისის ღირსებას დაიცავენ, აქედან სამი ლივერპულელი მოხვდა განაცხადში… მეკარეები: დევიდ ჯეიმსი (პორტსმუტი), რობერტ გრინი (ვესტ ჰემი), ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი) მცველები: ჯეიმი კარაგერი (ლივერპული), რიო ფერდინადი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ ტერი (ჩელსი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), ეშლი კოული (ჩელსი), სტივენ უორნოკი (ასტონ ვილა), ლედლი კინგი (ტოტენჰემი), მეთიუ აპსონი ( ვესტ ჰემი). ნახევარმცველები: სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ფრანკ ლამპარდი (ჩელსი), გარეტ ბერი (მანჩესტერ სიტი), აარონ ლენონი (ტოტენჰემი), ჯეიმს მილნერი (ასტონ ვილა), ჯო კოული ჩელსი, მაიკლ კერიკი (მანჩესტერი), შონ რაიტ- ფილიპსი (მანჩესტერ სიტი). თავმდამსხმელები: პიტერ კრაუჩი (ტოტენჰემი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), ემილ ჰესკი ( ასტონ ვილა). View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/dargvevebi-150x150.jpgმორიგი ბრიფინგი მედიაცენტრში და დარღვევები რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ. დეტალები ნახეთ ნინო კვირიკაშვილის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/dargvev.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/photo-150x150.gif1 ივნისს დაბადების დღე ერთდროულად ხუთმა მედია საშუალებამ აღნიშნა. ნახეთ დავით გოჩიაშვილისა და აკაკი პერტაიას სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/iubile.jpg itvს ლინკი
-
ხვალ 2 ივნისის არის ფანკლუბის მეორე გუნდის(რეზერვის) პირველი შეკრება. დიღმის მასივში მაიაკოვსკის ძელგთან 6:30 წუთზე. ყველას ვინც იყო მსურველი ეთამაშა გუნდში, მოვიდეს და რაც მალე შედგება გუნდი მით მალე დავიწყებთ თამაშების ჩატარებას. ვისაც გაქვთ წამოიღეთ ბურთი! View the full article
-
როგორც ხედავთ საიტზე შეიცვალა დიზაინი, მოხდა განახლება და ამიერიდან მიექცევა სათანადო ყურადღება. ვთხოვ ყველა მომხარებელსა თუ ადმინისტრატორს აქტიურობას. გელოდებთ ყველას View the full article
-
2 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო `რედისონში~ ქართულ-შვედური ბიზნეს-სემინარი გაიხსნება. თემა: `როგორ გავიტანოთ ექსპორტი შვედეთში”. 2 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდება. თემა: საგადასახადო კოდექსის ცვლილებები 2 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მის: გლდანი, გმირ კურსანტთა ქ. #1 2 ივნისს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართება. 2 ივნისს, 12.00 საათზე, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი გურამ ჩახვაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “ედპ-ის ახალი ინიციატივა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით”. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 2 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. თსუ-ის II კორპუსი, I სართული, მცირე საკონფერენციო დარბაზი #135 2 ივნისს, 12:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია პრესკონფერენციას გამართავს. მის: ბურძგლას ქ. #110ა (“ალიანსი საქართველოსთვის~ ცენტრალური ოფისი) 2 ივნისს, 12:30 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “თანამშრომლობის საკითხი ბარიერგადალახულ პარტიებთან”. მის: ხორავას ქ. #9 2 ივნისს, 13.00 საათზე, რუმინეთში გასამართ IღB-ს ერთა თასის ტურნირთან დაკავშირებით, რაგბის კავშირში პრესკონფერენცია გაიმართება. 2 ივნისს, 13.00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბი უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს უმასპინძლებს. 2 ივნისს, 13.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ფრაქციის წევრი მაგდა ანიკაშვილი, პარლამენტში, ფრაქციის სათათბირო ოთახში ბრიფინგს გამართავს თემა: “უმწეოთა დახმარების პროგრამის მონიტორინგი”. 2 ივნისს, 13.00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს, რომელზეც 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს შეაფასებს. მის: ვაჩნაძის ქ. #7 2 ივნისს, 14:00 საათზე, “სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობის” ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტკური პარტიების ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მემორანდუმს გააფორმებენ. მის: მუხაძის ქ. #4 2 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართება. თემა: “პატიმართა უფლებების დაცვა”. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 2 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სტუდენტებს შეხვდება და სემინარს გამართავს. თემა: “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება”. მის: ქ. ჩოლოყაშვილის #3/5, G კორპუსი, ენციკლოპედიის შენობა, მე-5 სართული, ოთახი #505 2 ივნისს, 18.00 საათზე, პროექტის “დებატები საჯარო პოლიტიკაზე” ფარგლებში, ამერიკის ელში საქართველოში ჯონ ბასი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დებატებს გამართავს. თემა: “აშშ-საქართველოს ურთიერთობა”. მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. #32, A კორპუსი, #101-ე აუდიტორია იხილეთ epn.ge
-
გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 20:24 01.06.2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TAU0N4aFPxI/AAAAAAAADt4/DHcqW2RxBKI/s200/vano.gifტელეკომპანიების – “რუსთავი ორისა“ და “იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ე.წ. ეგზიტპოლების, ანუ არჩევნების წინასწარ შედეგებს, პოლიტოლოგები პრესა.გე–სთან საუბრისას არაერთგვაროვნად აფასებენ. თბილისში ჩატარებული “ეგზიტპოლების“ 16 საათისთვის მიღებული შედეგები, დაითვალეს და 20 სააათის შემდეგ გამოაქვეყნეს (და თან დააყოლეს, ცდომილება 2–3%–იაო), რომელიც ასე გამოიყურება: გიგი უგულავა – 61%, ირაკლი ალასანია – 17%, გია ჭანტურია – 10%, ზვიად ძიძიგური – 6%... პროპორციული არჩევნების, “ეგზიტპოლისეული“ შედეგები ასეთია – “ნაცმოძრაობა“ – 60%, “ალიანსი საქართველოსთვის“ – 16%; “ქრისტიან–დემოკრატები“ – 10%, ეროვნული საბჭო – 7%... სოსო ცისკარიშვილი: “საქართველო, უპირველეს ყოვლისა, მოტივირებულია შეასრულოს ყველა საშინაო დავალება, რომელსაც იღებს იგი ვანო მერაბიშვილისგან, ან ვანო მერაბიშვილს შეჰყრია ჯუნას და ვანგას ნიჭი, ციფრების გამოცნობისა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე. “კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ვგულისხმობ, რომელშიც იგი ამბობს: “თბილისში ჩვენ 64 პროცენტი გვიჭერს მხარს. მსოფლიოში ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომლის დედაქალაქშიც მმართველ ძალას 64 პროცენტი უჭერდეს მხარს“. ასე რომ თუ ვინმეს უნდა მივულოცოთ “ეგზიტპოლის“ შედეგები, ეს გახლავთ ვანო მერაბიშვილი. ქვეყანაში, რომელსაც მორალური უფლება ენიჭება ჩაატაროს “ეგზიტპოლები“ ისეთმა ამორალურმა ორგანიზაციებმა, როგორიც არის “რუსთავი 2“ და “იმედი“; ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო საიდუმლოების დონეზეა აყვანილი ამ ორი ტელეკომპანიის მფლობელთა გვარებიც კი, რასაკვირველია, ვერც ერთი ღირსეული კომპანია ვერ დადებდა კონტრაქტს, ასეთი იმიჯის მქონე ვაი -ტელევიზიებთან და შესაბამისად, ნდობა, რომელიც ხელისუფლების მიმართ, არც აქამდე იყო მაღალი, დღეის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები იქნება. ეს არ ნიშნავს რომ ასეთი შედეგის დადგომაში საკუთარი წვლილი არ მიუძღვის ოპოზიციასაც“. გია ნოდია: “ნუ, ასეთი შედეგები ძალიან მოულოდნელი არ ყოფილა – საზოგადოებრივი აზრის მრავალი წინასწარი გამოკვლევა იყო. ეგზიტპოლების შედეგები ლოგიკურად არ ეწინააღმდეგება მოლოდინს, რაც სოციოლოგიური გამოკვლევებით იყო შექმნილი. მოსალოდნელთან შედარებით უფრო მაღალი შედეგი ჰქონდა ზვიად ძიძიგურს და ეროვნულ საბჭოს. როგორც ჩანს, ამ გაერთიანებამ ყველაზე უფრო რადიკალური, საპროტესტო ელექტორატის მიზიდვა შეძლო და მათ მიმართ სწორი იყო იმ ოპოზიციონერების ვარაუდები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სოციოლოგიური გამოკითხვის დროს, ზოგი ადამიანი ინტერვიუერთან (ადამიანს, რომელიც გამოკითხვას ატარებს) თავის აზრს ღიად არ აფიქსირებს. აი, ასეთი ვარაუდები იყო გამოთქმული, რაც ეროვნულ საბჭოსა და ზვიად ძიძიგურთან მიმართებაში გამართლდა“. რამაზ საყვარელიძე: “საინტერესო შედეგებია. მართალი გითხრათ, ჩემთვის, ადრინდელი გამოკვლევებიდან გამომდინარე, გარკვეული თვალსაზრისით მოულოდნელი იყო უგულავას ძალიან ძლიერი დინამიკა, მაგრამ რადგან დარღვევებზე არსებითად ლაპარაკი არ არის, უნდა ვიგულისხმოთ, რომ საარჩევნო კამპანიით უგულავამ შედეგს მიაღწია. “ეგზიტპოლი“ საბოლოო წერტილი არ არის, მაგრამ იშვიათად განსხვავდება ხოლმე საბოლოო შედეგისგან. გამომდინარე აქედან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სურათი არსებითად არ შეიცვლება. რამდენად ახლოსაა რეალობასთან “ეგზიტპოლის“ შედეგი? პარალელური რეალობა უნდა არსებობდეს და მაშინ შევძლებდი ლაპარაკს. ანუ, ან პარალელური სხვა პოლიტიკური ორიენტაციის ხალხის მიერ ჩატარებული “ეგზიტპოლები“ უნდა არსებობდეს, ან – სხვების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები. ერთიდაგიგვე პოლიტიკური ჯგუფი უზრუნველყოფდა როგორც გამოკვლევების, ისე – “ეგზიტპოლების“ ჩატარებას. ამიტომ, ალტერნატიული ინფორმაცია არ არის და დანარჩენი, რით უნდა იხელმძღვანელო ადამიანმა?!“ ხათუნა ლაგაზიძე: “მერობის კანდიდატებს შორის თანმიმდევრობა ლოგიკურია, ეს მოსალოდნელიც იყო. თანმიმდევრობის გაპროტესტებას, იგივე ოპოზიციური ძალების მხრიდან, აზრი არა აქვს. უგულავას გამარჯვებას თავად ოპოზიციური პარტიები და მთელი პოლიტიკური სპექტრი აღიარებდნენ, მაგრამ რაც შეეხება სხვაობას პროცენტების კუთხით, უგულავასა და ალასანის შორის, უბრალოდ გამორიცხულია ამხელა სხვაობა ყოფილიყო, არა იმდენად ალასანიას ფაქტორიდან გამომდინარე, რამდენადაც იმ საპროტესტო განწყობიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაშია. თან, აქ არის მეორე ფაქტორი – ბოლო პერიოდში უგულავამ ხმები სერიოზულად აკრიფა, რადგან ის აქტივობები, რაც მან განახორციელა, რეალურად შედიოდა ქალაქის მერის ფუნქციებში. ანუ, მან თავი წარმოაჩინა, როგორც უაღრესად ქმედითმა საარჩევნო მერმა, რაც მის რეიტინგზე დადებითად აისახა; პლუს ამას, უგულავა მაქსიმალურად ეცადა დისტანცირებას “ნაციონალური მოძრაობისგან“ – გარკვეულწილად ზეპარტიული მოღვაწის იმიჯი შეიქმნა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა და იყო უაღრესად მეურნე. ამგვარი მეურნე ადამიანის იმიჯი აძლევს საშუალებას მოსკოვის მერს, ლუჟკოვს, შეინარჩუნოს მერის თანამდებობა ამდენი წლის განმავლობაში. მაგრამ ბოლო პერიოდში ირაკლი ალასანიას რეიტინგმაც ზრდა დაიწყო, გამომდინარე მისი აქტივობიდან და იმ საპროტესტო განწყობიდან, რომელიც საზოგადოებაში იყო; გამომდინარე იქიდან, რომ იგი ამომრჩეველს ლიდერის პრინციპულად ახალ სახეს სთავაზობდა. ანუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ალასანიას რეიტინგიც გაიზარდა“. მერობის კანდიდატებს შორის, “ეგზიტპოლებისეული“ თანამიმდევრობის (უგულავა, ალასანიას, ჭანტურია, ძიძიგური) ლოგიკურობაზე, ხათუნა ლაგაზიძის აზრით, უპირველესად ის მეტყველებს, რომ “ოპოზიცია იყო დაქსაქსული და ვერ შეძლო გაერთიანება. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ოპოზიციური ძალა და მათ შორის, საკმაოდ რეიტინგული, პროტესტს უცხადებდა არჩევნებს, ოპოზიციას საარჩევნო კამპანიისთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და პლუს ამას, ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას უაღრესად არაკვალიფიციურად, არაპროფესიულად ატარებდა“. პროპორციულ არჩევნებში, “ეგზიტპოლებით“ წარმოდგენილ შედეგებზე ხათუნა ლაგაზიძე ასეთ კომენტარს აკეთებს: “მედიასაშუალებებით არაერთხელ ვთქვი, რომ საკრებულო დაკომპლექტდებოდა: ნაციონალებისგან, ქრისტიან–დემოკრატებისგან და ალიანსისგან. ეს პროგნოზი აბსოლუტურად გამართლდა. თუმცა, ველოდი რომ “ალიანსი“ მეტი ადგილებით იქნებოდა წრამოდგენილი, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ მაჟორიტარულ ოლქებზე შედეგები დათვლილი არ არის; ამ პროცესის დასრულების შემდეგ “ალიანსის“ წარმომადგენლობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ეს ფონს არსებითად ვერ შეცვლის“. presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/mish-150x150.jpgპრეზიდენტმა სააკაშვილმა “ცისფერ გალერეაში” სამი რეაბილიტირებული დარბაზი მოინახულა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/prezidenti.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/misha-150x150.jpgმიხეილ სააკაშვილი რუსთავის ნომერ პირველი საერთო და მკაცრი რეჟიმის ახალი დაწესებულების გახსნას დაესწრო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/rustavi.jpg itvს ლინკი
-
მარტოხელა დედა რომელის მიმტანად ღამის ბარში მუშაობდა პრობლემების გამო გადაწყვეტს მიიღოს მონაწილოობა ბრძოლებში წეცწბის გარეშე შეძლებს თუ არა წავიდეს და მოიგოს ტურნირი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მას და მის ქალიშვილს უკეთეს მომავალს მისცემს? View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/mziuri-bavshvebi1-150x150.jpgბავშვებისთვის დღეს მზიურში ფესტივალი ,,ჩვენ ვხედავთ მზეს” გაიმართა. ბავშვებს მთაწმინდის პარკმაც უმასპინძლა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/mziu.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/14997-150x150.jpgეკონომიკის სამინისტროში რიგით მეათე აუქციონზე 14 ობიექტიდან 4 გაიყიდა, რის შდეგადაც ბიუჯეტში 400 ატასი დოლარი შევიდა. გაყიდულ ლოტებს შორის ვერ მოხვდა ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობა რომელის 5 მილიონ ლარადაა შეფასებული. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/finansta.jpg itvს ლინკი