Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/uniInc.php.jpgსოზარ სუბარმა “ალიანსი საქართველოსთვის” დატოვა. სუბარმა აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარი თქვა. “მაშინ ამაზე ღიად არ ვსაუბრობდი, რადგან არ მსურდა, ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ზიანი მიმეყენებინა. მე არც გუშინ ვიყავი ალიანსში და თუ შეამჩნიეთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც იშვიათად ვჩნდებოდი, თუმცა ვინმეს რომ ეჭვი არ გასჩენოდა, საარჩევნო კამპანიაში გარკვეული დოზით მაინც ვმონაწილეობდი” – აღნიშნა ალიანსის ყოფილმა წარმომადგენელმა. მისივე შფასებით, “ალიანსს გამარჯვების შანსი ჰქონდა, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენა”. “თავის დროზე “ალიანსი საქართველოსთვის” სწორედ გამარჯვებისთვის შეიქმნა, რაც ვერ მოახერხა და მე მასში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ”, – დასძინა სუბარმა. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ყოფილი ომბუდსმენის განცხადებით, იგი “ბევრს ფიქრობს მოღვაწეობის არასამთავრობო სექტორში გაგრძელებაზე, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერი აქვს”. შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარს “ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარის პოსტი ეკავა და ალიანსის მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზეც იყო წარდგენილი. მოგვიანებით მან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარი განაცხადა და ამ გადაწყვეტილების მიზნად ოპოზიციისთვის ერთიან კანდიდატზე შეჯერების შანსის კიდევ ერთხელ მიცემა დაასახელა. ლევან სულაშვილი, სააგენტო ”პირWელი” Share View the full article
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/photo31-150x150.jpgარჩევნებს როგორც პოლიტიკურ გამოცდას ექსპერტები ასე აფასებენ. ვინ როგორ ჩააბარა ეს გამოცდა და 30 მაისის თბილისის უჩვეულოდ მშვიდი ღამე. ნახეთ ექსპერტების შეფასებები http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/eqspertebi.jpg itvს ლინკი
  3. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01529/Banayoun_1529266c.jpgლონდონის “ჩელსიმ” ნახევარმცველ ჯო კოულის სამსახურზე უარი თქვა და მისი შემცვლელის ვინაობაშიც უკვე ჩამოყალიბდა… “ლივერპულთან” მოლაპარაკების პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ იგი ისრაელის ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი იქნება. შეგახსენებთ, რომ 28 წლის კოულის მოქმედი კონტრაქტი ამ ზაფხულში იწურება. ინგლისელი თავისუფალი აგენტი ხდება და კლუბის ამორჩევაც დამოუკიდებლად შეეძლება. ჯო, რომელმაც “ჩელსის” მაისურით 2003 წლიდან 182 მატჩში 28 გოლი გაიტანა, წინააღმდეგი არაა “არისტოკრატების” ერთგული დარჩეს, თუმცა საამისოდ ხელფასის მომატებას კვირაში 100 ათას ფუნტამდე ითხოვს. “სტემფორდ ბრიჯზე” მისთვის ასეთი ჯამაგირის გადახდას არ აპირებენ. სამაგიეროდ, კოულის გაზრდილი მადის დაკმაყოფილება ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კიდევ ერთ ლონდონურ კლუბს “ტოტენჰემს” შეუძლია. The Guardian იუწყება, რომ “ჩელსის” თავკაც კარლო ანჩელოტის კოულის ბენაიუნით შეცვლის დიდი სურვილი აქვს. “არისტოკრატების” მიერ გაკეთებული 4-მილიონიანი შეთავაზება მერსისაიდელებმა “შორს დაიჭირეს”. ამის მიუხედავად, “ლურჯები” მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი – ანჩელოტი იმედოვნებს, რომ 6 მილიონზე “ლივერპულში” უარს აღარ იტყვიან. ბენაიუნი “ლივერპულის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს და მის შემადგენლობაში გამართულ 92 პრემიერლიგურ მატჩში 18 გოლი გაიტანა. ინგლისში მისი კარიერა კი, 2005 წელს ესპანეთიდან “ვესტ ჰემში” (63 მატჩში 8 გოლი) გადასვლით დაიწყო. იოსი ისრაელის ნაკრების მოქმედი კაპიტანია და მის რიგებში ჩატარებულ 78 შეხვედრაში 20-ჯერ შეძლო მეტოქე კიპერების დამწუხრება. View the full article
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/logo_time_home.gif საიმონ შუსტერი 2007 წელს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა “საერთო ეროვნული პირობა დადო”, რომ შავი ზღვის სანაპირო ქალაქ სოჭს, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხო ადგილად აქცევდა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მას დაუჯერა და რუსეთის განაცხადმა გაიმარჯვა, მაგრამ აღმოჩნდა რომ სოჭი ვანკუვერი სულაც არ არის და 26 მაისს, პუტინის დაპირებას სერიოზული დარტყმა მიადგა დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ახლოს მდებარე ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 40 ადამიანზე მეტი დაშავდა, შვიდი კი დაიღუპა მათ შორის ორი ახალგაზრდა გოგონა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, გამომძიებლები კი დანაშაულის შესაძლო მოტივს ვერ აგნებენ, მაგრამ ამ აფეთქებამ და მას შემდეგ ხელისუფლების არაკოორდინირებულმა ქმედებებმა, ზოგიერთ ექსპერტს უსიამოვნო კითხვების დასმისკენ უბიძგა. ფასდებოდა თუ არა სოჭის ირგვლივ უსაფრთხოების საკითხი, ვიდრე რუსეთი განაცხადს წარადგენდა? ხოლო თუკი ძალადობის რისკი რეალურია, ხომ არ გადაწყვეტენ მონაწილე ქვეყნები უარი სთქვან თამაშებში მათი სპორტსმენების მონაწილეობაზე? შესაძლოა ტერორისტული აქტის და შემდეგ გამოძიების ყველაზე საშინელი ასპექტი მის ორგანიზებაში ეჭვმიტანილთა უზარმაზარი რიცხვია. სამართალდამცავი ორგანოების სხვადასხვა წარმომადგენელთა თქმით, რომლებიც რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში აფეთქების შემდეგ კომენტარებს აკეთებდნენ, ამ რეგიონში მინიმუმ ოთხი დაჯგუფება მუშაობს, რომლებსაც დღისით მზისით ხალხმრავალ მოედანზე აფეთქების მოწყობა შეუძლიათ. ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ მებრძოლი-ისლამისტები, რომლებიც კავკასიის მიმდებარე მთებს აფარებენ თავს, ასევე რუსი ნაციონალისტები და ადგილობრივი მაფიოზური ჯგუფები. მილიციის ზოგიერთმა ხელმძღვანელმა გამოსთქვა მოსაზრება, რომ აფეთქების კვალი შეიძლება მეზობელ საქართველოში მიდიოდეს. ისინი აღნიშნავენ რომ აფეთქება 26 მაისს, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. საქართველო და რუსეთი ერთმანეთს 2008 წელს ეომებოდნენ, ხოლო ერთ-ერთი რეგიონი აფხაზეთი, რომელიც ამ ომის დროს დავის საგანი იყო, სოჭისგან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. “ეს რეგიონი კონფლიქტის იმდენად ბინძური და სისხლიანი აკვარიუმია, რომ იქ რაიმე თევზის დაჭერა, უბრალოდ შეუძლებელია” – ამბობს უშიშროების კომიტეტის გადამდგარი პოლკოვნიკი ოლეგ ნეჩიპორენკო, რომელიც დღეს ანტი-კრიმინალური და ანტი-ტერორისტული ეროვნული ფონდის წამყვანი ექსპერტია – “თავად ოლიმპიადის ჩატარების იდეაც კი რეგიონში ყველა შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტას უნდა ეფუძნებოდეს, ჩვენ კი ვემზადებით თამაშების ჩასატარებლად ტერორიზმთან ომის წინა ხაზზე”. ეს კონფლიქტი ჩრდილოეთ-კავკასიაში, სოჭის მეზობლად მდებარე მძიმედ დაავადებულ ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს. იქ მდებარეობს ჩეჩნეთი, ასევე ისეთი ფეთქებადსაშიში რესპუბლიკები, როგორებიცაა დაღესტანი და ინგუშეთი. იანვარში პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ამ საქმეში ახალბედა ალექსანდრ ხლოპონინს რეგიონში ეკონომიკის განვითარების გზით და არა მილიციის ძალის გაძლიერებით, სიტუაციის სტაბილიზაცია დაავალა. აბსოლუტურად ცხადია, რომ ამ დანიშვნაში წამყვანი როლი ოლიმპიადისთვის მზადებამ ითამაშა, მაგრამ ხლაპონინმა დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია. ციმბირელ ბიზნესმენს და ყოფილ გუბერნატორ ხლოპონინს ჩრდილოეთ-კავკასიაში არა აქვს ადგილობრივი მხარდაჭერა და მას უწევს უსამართლო ბრძოლა საყოველთაო კორუფციასთან და სიღარიბესთან, რომ აღარაფერი ვთქვათ მებრძოლ-ისლამისტებზე, რომლებიც ცდილობენ ამ ტერიტორიების მუსულმანურ ხალიფატად გადაქცევას, სადაც შარიათის მკაცრი კანონები იმოქმედებს. 29 მარტს ორმა ტერორისტმა თვითმკვლელმა ქალმა მოსკოვის მეტროში 40 ადამიანი მოკლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო მებრძოლების ლიდერმა, ჩეჩენმა საველე მეთაურმა დოკუ უმაროვმა. მაგრამ ხლოპონინმა სტავროპოლის აფეთქების შემდეგ რამდენიმე მოულოდნელი განცხადება გააკეთა. “რუსკაია გაზეტა”-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ისლამისტ ბოევიკებს ბოლო აფეთქებასთან არანაირი კავშირი არა აქვთ და როგორც სჩანს, ეს ძალაუფლებისა და გავლენისთვის ადგილობრივი დანაშაულებრივი დაჯგუფებების ომის ნაწილია. იმავე დღეს, სამართალდამცავებთან ერთობლივ თათბირზე მან სთქვა, რომ რეგიონში სასტიკი ბრძოლა შეიძლება საკუთრებისა და აქტივებისთვის გამძაფრდეს, რადგან რუსეთი ოლიმპიადის წინ იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის და სამთო-სათხილამურო კურორტების აშენებას ცდილობს. “დღესდღეობით ტერორიზმის და რელიგიური ექსტრემიზმის ნიღბის ქვეშ ოლქის ტერიტორიაზე ის ბანდიტები და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც საკუთრების გადანაწილებით არიან დაკავებულები” – სთქვა მან და დასძინა, რომ ეს ინტერპრეტაციები არასწორია. მართლაც ძალაუფლებისა და საკუთრებისთვის ბრძოლა და რეკეტი რუსეთის ამ მხარეში დღემდე ყოველდღიური მოვლენაა. გასული წლის თებერვალში, მოსკოვში სოჭის მაფიის ხელმძღვანელი ალიკ მინალიანი, ზედმეტსახელად ალიკ სოჭინსკი მოკლეს. ამბობენ რომ ის ამ ქალაქის დამნაშავეთა სამყაროს დიდი დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ცნობილია ისიც, რომ ჩრდილოეთ-კავკასიაში ისლამისტური დაჯგუფებები საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად ხალხს ფულს სძალავენ, თუმცა გამომძიებლებმა სტავროპოლში უკვე ხუთშაბათს ხლოპონინის განცხადებები ეჭვქვეშ დააყენეს, განაცხადეს რა, რომ მათი ეჭვმიტანილების სიაში მთავარი მოქმედი გმირები ჯიჰადისტები არიან. ასეთმა წინააღმდეგობრივმა განცხადებებმა, ასევე იმანაც, რომ ჯერ-ჯერობით არავინ დაუპატიმრებიათ, საეჭვოა საზოგადოება აფეთქებების შემდეგ დაამშვიდოს. „როგორც სჩანს ეს პანიკის ან ცუდი კოორდინაციის შედეგია, თითქოს მათ ყველა შესაძლებლობის გათვალისწინება სურთ იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე მათგანი სწორი აღმოჩნდება” – ამბობს ვაშინგტონის მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტის რუსული და ევრაზიული პროექტის დირექტორი ნიკოლოზ ზლობინი – “ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ რეგიონებში არ ჩატარებულა უსაფრთხოების პრობლემების სისტემატიური და სრულყოფილი ანალიზი იმის გასარკვევად, თუ რა საფრთხეებია თეორიული და რა რეალური”. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი თავის მხრივ, ძველებურად იცავს თავის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან 2014 წლის ზამთრის თამაშების ჩატარების უფლება სოჭს მიანიჭა. ოლიმპიური კომიტეტის TIME-სთვის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლოდროინდელ აფეთქებებს მათ პოზიციაზე გავლენა არ მოუხდენია. “უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლები არიან იმ ქალაქების ადგილობრივი ორგანოები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებს ატარებენ. ისინი ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ სპორტსმენების, მაყურებლებისა და ყველა იმ ადამიანის დასაცავად, რომლებიც თამაშების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფენ. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთი ამ ამოცანას შეასრულებს”. თუმცა 2014 წლის მოახლოებასთან ერთად, სხვა ქვეყნები სულ უფრო ყურადღებით აკვირდებიან იმას, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეეჯახონ სოჭში მათი სპორტსმენები. ზლობინის თქმით, თუკი რომელიმე დიდი სახელმწიფო მონაწილეობაზე უარს იტყვის, ამას შეიძლება “ჯაჭვური რეაქცია“ მოჰყვეს. “არსებობს ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი და ამ ტერაქტმა ცხადყო, რომ ისინი ამისთვის მზად არ არიან” – აღნიშნავს ზლობინი – “ძალიან მარტივი იქნება ამ ოლიმპიადისთვის პრობლემების შექმნა, ყოველ შემთხვევაში იმის ჩვენება მაინც, რომ სპორტსმენების იქ ყოფნა სარისკოა”. ორიგინალი ორიგინალი
  5. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/alasania1.JPGადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებული ირაკლი ალასანია, საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებს ბრძოლას. ამის შესახებ, “ალიანსის” ლიდერმა საკუთარ მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. “დავუკვირდეთ შედეგებს, ჩვენ უალტერნატივო მთავარ ძალად გამოვიკვეთეთ. გავაგრძელოთ ბრძოლა საარჩევნო სისტემის სრულყოფისათვის. ჩვენ საზოგადოების იმედებს აუცილებლად გავამართლებთ. ხვალიდან სხვაგვარ ბრძოლას ვიწყებთ, ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისთვის, ბრძოლას საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, თბილისელებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს, თუმცა ალასანიას მიაჩნია, რომ ერთი წლის წინ “ალიანსის” მიერ დაწყებული ბრძოლა ტყუილი არ არის. “თითოეულ მოქალაქეს ვუხდი გულწრფელ მადლობას, ყველას ვინც მოვიდა არჩევნებზე. ახალი პოლიტიკური აზროვნების დამკვიდრება დავიწყეთ. ეს აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებამდე. მადლობა ყველას – “ალიანსში” შემავალ პოლიტიკურ პარტიებს და თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენს აქტივისტებს, ” – განაცხადა ალასანიამ. Share View the full article
  6. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/alasania.JPG“ალიანი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხება აღიარა და გიგი უგულავას ამომრჩეველს, წინასაარჩევნოდ მიღებული დაპირებების ასრულება უსურვა. ამის შესახებ განცხადება, ალასანიამ “ახალი მემარჯვენეების” ცენტრალურ ოფისში “ალიანსის” მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრაზე გააკეთა. “თბილისში არჩევნები შედგა. თბილისელებმა არჩევანი უკვე გააკეთეს. მე პატივს ვცემ ყველა იმ მოქალაქის თავისუფალ არჩევანს, ვინც ჩემს ოპონენტს დაუჭირა მხარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველამ, ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, საქართველოში ახალი პოლიტიკური აზროვნებს ჩამოყალიბებადს ჩაუყარა საფუძველი, თავად ალიანსი კი უალტერნატივო, მთავარ პოლიტიკურ ძალად გამოიკვეთა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და სწორედ ახლა გადავდივართ ბრძოლის ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. ვიბრძოლებთ როგორც საარჩევნო სისტემის სრულყოფისათვის, ასევე ქვეყანაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად და ხალხის იმედებს აუცილებლად გავამართლებთ. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დიდი წარმატებით დასრულდება” – განაცხადა ალასანიამ. Share View the full article
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/38664-150x150.jpg სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოების კორდინატორი ჩოხატაურში ნათია ხუცურაულის განცხადებით, რთული ვითარება არც ერთ უბანზე არ დაფიქსირებულა. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება, გურიაში არჩევნების მიმდინარეობას მხოლოდ ყველა მუნიციპალიტეტში აკვირდებოდა. მცირე დარღვევის მიუხედავად, საერთო მდგომარეობა გასულ წლებთან შედარებით ნამდვილად უკეთესი იყო და გაუმჯობესებული იყო,” – ამბობს ნათია ხუცურაული. იხილეთ epn.ge
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/photo30-150x150.jpgროგორია სტუდენტთა დაინტერესება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ამას დღეს დათო გოჩიაშვილი და ბესო ზარიძე თბილისის უმაღლეს სასწავლებში არკვევდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/studentebi.jpg itvს ლინკი
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/photo29-150x144.jpgთბილისის მერის არჩევნებში მმართველი ძალის კანდიდატი მნიშნელოვანი უპირატესობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ირაკლი ალასანია, მესამეზე - გია ჭანტურია. ასეთია მონაცემები, რომელიც ცესკომ 15:00 საათისთის გამოაქვეყნა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ces2.jpg itvს ლინკი
  10. 1 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. თსუ-ს მედიცინის… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/text_photo3-150x131.jpgსაარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩვნო კომისიაში, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით 80-ზე მეტი საჩივარი და განცხადება შევიდა. აქედან, მხოლოდ 3 საჩივარია შესული ცესკო-ში და სამივე საუბნო კომისიებისთვის ბიულეტენების დაგვიანებით მიწოდებას ეხება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/dargvevebi6.jpg itvს ლინკი
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/8540-150x150.jpgხარვეზები საარჩევნო პროცესში - ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა დასკვნები უკვე წარმოადგინეს. ექსპერტები დარღვევებზე საუბრობენ, თუმცა აცხადებენ რომ დარღვევები არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ ხარვეზების გამოსწორებაზე იზრუნონ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/mediacentri3.jpg itvს ლინკი
  13. “ეროვნული საბჭოს” სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და… ლინკი მედიანიუსზე
  14. “ეროვნული საბჭოს” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის კობა დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, ისინი ხელისუფლებას აიძულებენ მათი სოციალური პროგრამა… ლინკი მედიანიუსზე
  15. აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრმა 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კრისტინა ვაიცუნატესემ შესაბამისი… ლინკი მედიანიუსზე
  16. „სახალხო სასამართლო“ აფრასიძეების საქმეს განსახილველად 2 ან 3 ივნისს მიიღებს. როგორც „მედიანიუსს“ „სახალხო სასამართლოს“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შიო… ლინკი მედიანიუსზე
  17. ხვალ, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პარლამენტის შენობის წინ თეატრალიზებულ აქციას გამართავს. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  18. მოძრაობა ეთრების `ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მთელმა პროცესმა რეფერენდუმის ჩათვლით უნდა დაამთავროს სააკაშვილის რეჟიმიც, „თავისუფლების… ლინკი მედიანიუსზე
  19. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/nogaideli2-150x150.jpgზურაბ ნოღაიდელი წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნული საბჭოს მიერ დაშვებულ შეცდომებს აღიარებს და ამ ყველაფერში საკუთარ წვლილსაც ხედავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/nogaideli3.jpg itvს ლინკი
  20. http://totalfootballmadness.com/wp-content/uploads/2009/10/Javi-Martinez.jpg21 წლის ესპანელი ნახევარმცველით, რომელიც ახლა “ატლეტიკო ბილბაოს” ღირსებას 24 ნომრიანი მაისურით იცავს, დიდი ხანია ლივერპულს სურს, თუმცა ახლახან კონკურენტი გამოუჩნდა “მანჩესტერ სიტის” სახით … ის ახლახანს იმყოფებოდა ავსტრიაში, სადაც სრული დებიუტი შედგა ნაკრებში. მისი ფასი £18 მილიონიდან იწყება. რაფა მისი დიდი გულშემატკივარია, თუმცა ფინანსური პრობლემები მაინც თავისას შვება, მითუმეტეს როცა ისეთი გნდი გეჯიბრება, როგორიც “სიტია”. წყარო: Daily Mail View the full article
×
×
  • შექმენი...