planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
უმუშევრობის დონე ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, იზრდება, პოლიტიკოსების წინასაარჩევნო სლოგანებში კი პრობლემის აღმოფხვრა წლების მანძილზე უცვლელ დაპირებად რჩება. უმუშევრობის დონეს საქართველოში ზრდის ტენდენცია აქვს ბოლო სამი წლის მანძილზე. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს 16,9%–ით განისაზღვრა უმუშევრობის დონე, თუმცა დასაქმებული მოსახლეობის მხოლოდ 36%–ია დაქირავებული. რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სოფლის მეურნეობას ეწევა მისსავე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. ამ პირობებში კი დასაქმება საარჩევნო პროგრამების ძირითად კომპონენტად რჩება. „ეს მხოლოდ ფუნდამენტია, გასაკეთებელი ახლა უფრო მეტია“,–ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წარმოთქვა. სლოგანით – „საქართველო სიღარიბის გარეშე“– მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი. წინასაარჩევნო დაპირებებში, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო პროგრამაში დომინირებდა, ნომერი პირველი დასაქმება და ინვესტიციები იყო. 2007 წელს უმუშევრობა მართლაც იყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში. ამ წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 13,3% იყო. 2008 წლის იანვარში ამოქმედდა მიხეილ სააკაშვილის სიღარიბის დაძლევის 50– დღიანი სამოქმედო გეგმა. ვლადიმერ გურგენიძე, მაშინდელი საქართელოს პრემიერ– მინისტრი, 2008 წლის თებერვალში ამბობდა: „აუცილებელია, დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა, განურჩევლად მათი ასაკისა. ლაპარაკია 200 ათასი, ან უფრო მეტი, ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 1 750 000 სამუშაო ადგილია და, შესაბამისად, ამდენივე დასაქმებული ადამიანი. ჩვენი მიზანია, ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს მიაღწიოს.“ თუმცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში, 2008 წელს 3,2 პროცენტით გაიზარდა და 16,5%–ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2009 წელს კიდევ 0,4 პროცენტით გაიზარდა და საქართველოს მასშტაბით უმუშევრობამ 16,9% შეადგინა. /get_img?NrArticle=1682&NrImage=2 გრაფიკა www.geostat.ge დასაქმებულთა დიდი ნაწილი, 2009 წლის მონაცემებით, თვითდასაქმებულია. მათი საერთო რაოდენობა 63,9%–ს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და მეტწილად თავის საკუთრებაში მქონე მიწების/მეურნეობის მართვას ეწევა. თვითდასაქმებულთა ხვედრითი წილი სოფლებში 82%–ზე მეტია. შესაბამისად, ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალაქებსა და სოფლებში. უმუშევრობის დონე სოფლებში 7%–ია, მაშინ, როცა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 28.8%–ია. ამავე ანგარიშში 2008 წელს უმუშევრობის დონეზე უარყოფითად ზემოქმედების ძირითად მიზეზად აგვისტოს ომი დასახელდა. თუმცა, აქვე ნათქვამია, რომ 2009 წელს ეკონომიკურ კრიზისს მნიშვნელოვანი ზეგავლენა დასაქმებაზე არ მოუხდენია. ამის მიუხედავად, უმუშევრობის მაჩვენებელი მაინც გაიზარდა. გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ 2008 წელს ეკონომიკის განვითარების შანსი იყო, თუმცა აგვისტოს ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა შეაჩერა ინვესტიციების ქვეყანაში შემოდინების პროცესი. მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ უმუშევრობა საქართველოში იზრდება, იმიტომ, რომ უმუშევრობის ზრდა მთელ მსოფლიოშია. დასაქმება უმთავრეს პრიორიტეტად დარჩა თბილისის მერის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, სლოგანით – „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ და მთავარი აქცენტებით სამუშაო ადგილების შექმნაზე, თბილისის მოსახლეობის 55%–მა 4 წლის ვადით აირჩია. „მოლოდინის გაჩენა იმის თაობაზე, რომ თითქოს ახლა შესაძლებელია უმუშევრობის შემცირება, არასწორად მიმაჩნია“,–ამბობს ჯანდიერი. მისი თქმით, დასაქმება არ უნდა იყოს ქვეყანაში მანიპულირების საგანი. ჯანდიერი უმუშევრობის დაძლევის გამოსავალს ქვეყნაში ინვესტიციების შემოსვლაში ხედავს, ეს კი, მისი აზრით, ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი . ჯანდიერის თქმით, თუ ქვეყანაში ულტრალიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა იქნება გატარებული, არის შანსი,რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოში ფულის დაბანდებით დაინტერესდნენ. „თუ იქნება დაბალი გადასახადები, ამ შემთხვევაში შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოთი, მაგრამ, თუ გვექნება ისეთივე მარეგულირებლები და მაღალი გადასახადები, როგორებიც მათ აქვთ (სხვა ქვეყნებს) , მაშინ რატომ წამოვლენ აქეთ, ეს მეტწილად ჩვენზეა დამოკიდებული.“ უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰოლანდიაშია, დაახლოებით 3%. ოფიციალურ სტატისტიკის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველოზე უარესი მაჩვენებელი ლატვიას, ესპანეთს, ბოსნია–ჰერცოგოვინას და მაკედონიას აქვს. საქართველოზე ოდნავ უკეთესი მაჩვენელი კი – ლიტვას, ესტონეთს და სერბეთს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/batumi1-150x150.jpgბათუმის სრული რეაბილიტაცია 4 წელიწადში დასრულდება. ამ ეტაპზე აქცენტი ძველი ბათუმის რეკონსტრუქციასა და ახალი ნაგებობების მშენებლობაზე კეთდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/batumis-meria.jpg itvს ლინკი
-
http://storage0.dms.mpinteractiv.ro/media/2/961/12027/5875318/1/ever-banega.jpg როგორც ცნობილი გახდა, დღეს დაიწყო მოლაპარაკებები ინგლისელებსა და ესპანელებს შორის. უფრო და უფრო ახლოვდა იმის შანსი, რომ ბანეგა “ენფილდზე” ითამაშებს. იყო ჭორები, რომ ბანეგა ითამაშებდა “ნისლიან ალბიონზე”, ახლა კი ეს ჭორები ნელ-ნელა რეალობაში გადადის. როდესაც “ვალენსიამ” ბანეგა შეიძინა 18 მილიონად, ის ითვლებოდა ერთ-ერთ ჩვეულებრივ ნახევარმცველად, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ ის უბრალო ნახევარმცველი კი არა, უნიჭერესი საყრდენია დღეს. წელს ევერს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და “მერსისაიდელებიც” იმედოვნებენ რომ ის ბოლომდე ასე გააგრძელებს. იყო საშიშროება, რომ ბანეგა იჯარით გადავიდოდა “ატლეტიკო მადრიდში” , მაგრამ ეს გარიგება ჩაიშალა. არგენტინელის უდიდესი სიყვარულისა “ლივერპულის” მიმართ დღითიდღე იმატებს და ამით ბენიტეს სურს სარგებლობა. მოგეხსენებათ “ღამურები” წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ, მაგრამ ბანეგას სურს ითამაშოს “ევროპის ლიგა”-ოღონდ “ლივერპულში”. “წითლები” ოფიციალური წინადადებით მალე მიმართავენ ვალენსიას. თანხა კი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ევერიც “წითელი” გახდება. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
-
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის პრეზენტაციას ხვალ, 20:00 საათზე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გააკეთებს. ამის შესახებ განცხადება დღეს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ბიზნესმენებან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე განცახდებით, გილაური საგადასახადო კოდექსზე დეტალურად ისაუბრებს, რომლის შემეგეგაც კოდექსთან დაკავშირბული ყველა ცვლილება დეტალურად გახდება ცნობილი. ბანდურაშვილის განცახდებით ახალ კოდექსში გარემოვაჭრეებისთვის და მცირე ბიზნესისთვის სრულიად ახალი რეჟიმია გათვალისწინებული, რომლითაც მათ საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა მასქიმალურად გაუმარტივდებათ.
-
გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის პოსტს, სავარაუდოდ, შრომის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდება. მის კანდიდატურას კანცლერი ანგელა მერკელი უჭერს მხარს. როგორც ცნობილია, გერმანიის პრეზიდენტი ჰორსტ კიოლერი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის მიხედვით, მის მოვალეობას ბუნდესრატის პრეზიდენტი, ბრემენის სენატის თავჯდომარე იენს ბერნზენი შეასრულებს. გერმანიის პრეზიდენტი წარმომადგენლობით ფუნქციებს ასრულებს, მაგალითად მას დიპლომატების აკრედიტაცია ევალება. მას ასევე შეწყალების უფლება აქვს. ურსულა გერტრუდ ფონ დერ ლაიენი 1958 წელსაა დაბადებული. მას ანგელა მერკელის მთავრობაში ოჯახის, პენსიონერების, ქალების და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა უკავია. იხილეთ epn.ge
-
http://www.arenabola.com/data/2_6896_Fabio_Aurelio.jpgფაბიო აურელიო მზადაა ევროპის ლიგის ფინალისტ, ინგლისურ კლუბ “ფულემს” შეუერთდეს, როგორც თავისუფალი აგენტი უფასოდ … მისი წასვლის ხელფაებია, რომელიც ეფუძვნებოდა – “ითამაშე და გადაგიხდი” -ს პრნიპს. ბრაზილიელმა თითქმის ვერ ჩაატარა მატჩები წელს და შესაბამისად ხელფასიც მინიმალური იყო. ფაბიო მიდის “ლივერპულიდან” თუმცა რჩება ინგლისში … წყარო: OleOle.com View the full article
-
ქვეყანაში არჩევნები სულ მცირე, ორი წელი არ იქნება - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2 ივნისს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2010 წელს უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება კანცელარიაში მთავრობის დღევანდელ გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა და არ დაუკონკრეტებია „სულ მცირეში“ რას გულისხმობდა და აპირებს თუ არა ხელისუფლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლას. „ჩვენ არ ვართ არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის მთავრობა, ჩვენ ვართ ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარების მთავრობა. უახლოესი არჩევნები არ იქნება სულ მცირე ორი წელი, თუ უფრო მეტი არა. ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება კონსტიტუციით, ამაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა სააკაშვილმა. „წარმატებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს შესაძლებელს გახდის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და დემოკრატიულად გადააბაროს სხვას“ - ნათქვამია ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც ფედერალური ბიუროს აგენტის გარშემო მიმდინარეობს, ეჭვმიტანილის დაკითხვა ტერორიზმში, რისი მიზანიცაა მოიპოვოს ინფორმაცია სამი ერთეული ბირთვული იარაღის ადგილმდებარეობაზე, რომელიც ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს... View the full article
-
თამაშში მიებდზავრებით განთქმული ბონი და კლაიდის მიერ განლილ გზაზე გელოდებათ უამრავი ხიფათი და საინტერესო თავგადასავალი View the full article
-
სულ 110 სურათია View the full article