Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ანსამბლეას პრენალურ სხდომაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც რიგაში გაიმართა. სესიის მსვლელობისას, ნატო–საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს ფორმატში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დეპუტატ გიორგი კანდელაკის ხელმძღვანელობით ანსამბლეის პრეზიდენტს აშშ კონგრესმენ ჯონ ტანერს, ანსამბლეის ვიცე პრეზიდენტებს კარლ ლამერსს, ჰენდრიკ ორნელს, ასენ აგოვს და გენერალურ მდივან დავიდ ჰობსს შეხვდა . კონგრესმენმა ტანერმა და ანსამბლეის ვიცე–პრეზიდენტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში გამართული ნატო–საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ვიცე–პრეზიდენტმა ასენ აგოვმა აღნიშნა, რომ ანსამბლეამ სათანადოდ უნდა შეაფასოს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება რამაც დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმედი გამოთქვეს რომ საპარლამენტთაშორისო საბჭო გააგრძელებს პროდუქტიულ საქმიანობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ალიანსთან დაახლოების პროცესში. ანსამბლეის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის კითხვაზე თუ რა გავლენას მოახდენს საქართველოში გამართული ადგილობრივი არჩევნების დადებითი შეფასება ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ საქართველოში გამართული არჩევნები, რომლებიც, იყო თავისუფალი და სამართლიანი, აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოს ალიანსში ინტეგრაციაზე. იხილეთ epn.ge
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/dsc01113_1-150x150.jpgკონსტანტინე გამსახურდია ციხის საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და იქ მიმდინარე მოვლენების უკეთ შესასწავლად საზოგადოებრივი კომისიის შექმნას მოითხოვს.კოსნტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოებში პატიმრები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. დეპტატი მიიჩნევს, რომ საკითხის შესასწავლად უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო და კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია დამნაშავეთა დასჯა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/onstantine.jpg itvს ლინკი
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fuli19.jpgლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.8068 ლარის ნიშნულზე დაეცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი – 1 აშშ დოლარი/1.8068 ლარი. დღევანდელი კურსით 1 აშშ დოლარი 1.7915 ლარი ღირდა. 2.2092 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა ლარი ევროსთან მიმართებაშიც. დღევანდელი ოფიციალური კურსით 1 ევროს ყიდვა 2.1733 ლარად იყო შესაძლებელი. იხილეთ epn.ge
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/elections-150x150.gifსაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის შექმნას ითხოვს გურამ ჩახვაძე. ედპ-ს ლიდერის განცxადებით „საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე გააკეთეს წინასწარი დასკვნები,სადაც გარდა მიღწეული პროგრესისა აღინიშნა,რომ სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში არსებობს ხარვეზები.” ამიტომაც, ედპ-ს განცხადებით, აუცილებელია ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობის მთავარ პოლიტიკურ საკითხად ქცევა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/edp.jpg itvს ლინკი
  5. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო. ასამბლეის პლენარულ სხდომა მიმდინარე წლის 30 მაისსა და 1… ლინკი მედიანიუსზე
  6. ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მამაშვილი მოკლეს. 67 წლის იური აკობია და 26 წლის ზიტა აკობიას დანით მრავლობითი… ლინკი მედიანიუსზე
  7. ხვალ შიდა ქართლში აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ რეაბილიტირებული სამი საჯარო სკოლა გაიხსნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების … ლინკი მედიანიუსზე
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png გიორგი ლომსაძე რეგიონში მრავალწლიანი ურთიერთობების შემდეგ ისეთ გიგანტებთან, როგორებიც აშშ და რუსეთი არიან, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ჩანს ამ გეოპოლიტიკურ თამაშში ახალი მონაწილის – ირანის – შემოყვანა გადაწყვიტა. მაისის შუა რიცხვებში, საქართველოს და ირანის მაღალჩინოსნებმა ინიციტივების მთელი პაკეტის შესახებ განაცხადეს. იმ ირანელი მოქალაქეებისთის სავიზო რეჟიმის შეცვლის გარდა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება სურთ, თეირანმა თბილისს ჰესის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელება და ელექტროენერგიის იმპორტი შესთავაზა. თბილისს კი ირანთან ქარის ენეგრეტიკის სფეროში სურს თანამშრომლობა. დღევანდელ დღეს ამ წინადადებებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური განიხილავს. გარდა ამისა, თბილისმა საქართველოში ვაშინგტონის მოსისხლე მტერი, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დაპატიჟა. ივნისში, ახალი თანამშრომლობის დეტალების დამუშავებისთვის საქართველოს შეიძლება ვიზიტით ეწვიოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოტაკი. ირანის სკანდალური ბირთვული პროგრამის ირგვლივ სულ უფრო მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, თბილისის განზრახვები, ერთი მხრივ, დასავლელი მიმომხილველებისთვის შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს, მით უფრო, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ დიდი ხნის წინ და მტკიცედ დაიკავა პროამერიკული კურსი. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ გამორჩეულად მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება აინტერესებთ, და დიპლომატიური მიმართულებით არანაირ ნაბიჯებს არ დგამენ. ირანთან ურთიერთობების გაღრმავება „არანაირად არ ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეოპოლიტიკურ კურს, რაც მოიცავს ევროკავშირში ინტეგრაციას, სავიზო რეჟიმის გამარტივებას (ევროკავშირთან) და ნატოში გაწევრიანებას“, – განაცხადა 24 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავს ინიციტივებზე თბილისმა ვაშინგტონთან კონსულტაციები აწარმოა. „ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, ისეთი როგორიც შეერთებული შტატებია“, – განაცხადა მან. „ჩვენ მათთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში ვართ… ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებში რაიმე ტიპის პრობლემებს შექმნის“. როგორც ჩვენთან საუბარში ერთ–ერთმა დასავლელმა დიპლომატმა დაადასტურა, მსგავსი დიალოგი მართლაც მიმდინარეობს. თუმცა, ბოლომდე გარკვეული არ არის, სრულად დაუჭირა თუ არა მხარი ვაშინგტონმა ქართულ ინიციატივებს. დასავლელმა დიპლომატმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ თბილისს ურჩია გაეთვალისწინებინა ირანთან მისი კავშირების „უფრო ფართო პერსპექტივები“ და არ მოეხდინა კონცენტრაცია მხოლოდ იმაზე, თუ რისი მიცემა შეუძლია თეირანს თბილისისთვის ვაჭრობის და ტურიზმის განვითარების თვალსაზირისით. ქართულ–ირანული ურთიერთობების ინიციატივების შესახებ კითხვებზე პასუხისას, აშშ–ს საელჩოს ოფიციალური წარმომადგენელი კარენ რიბლი თავშეკავებული გახლდათ. მან აღნიშნა, რომ „სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს პრეროგატივაა“. იმავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების სფეროს მდგომარეობა და ირანის ბირთვული პროგრამა ვაშინგტონს ძველებურად ძალიან აშფოთებს. ერთ–ერთი ცნობილი ქართველი საგარეოპოლიტიკური ანალიტიკოსის თქმით, თბილისი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ვაშინგტონის პრიორიტეტების შესახებ, მაინც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გადარჩეს იმ გეოპოლიტიკურ „ბერმუდის სამკუთხედში“, რომელსაც რუსეთი, შეერთებული შტატები და ირანი ქმნიან. „საქართველო ვერ მისცემს თავს იმის უფლებას თავი შორს დაიჭიროს მისი დიდი მეზობლებისგან ვინმეს გამო, მით უფრო ახლა, როდესაც რუსეთი აგრესორად იქცა“, – ამბობს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. „საჭიროა ვაჭრობა, ტურიზმი, კულტურული კავშირები“. სხვა ეკონომიკური მოთამაშეების ფონზე ირანის უპირატეობას სამი ფაქტორი განსაზღვრავს: ადგილმდებარეობა, ადგილმდებარეობა და ისევ, ადგილმდებარეობა. ირანისგან სამხრეთით 300 კილომეტრში მდებარე ქართული იმპორტის კალათის წილი დღეს საკმაოდ მოკრძალებულია, თუმცა ისიც მართალია, რომ ირანის საქონლის შემოტანა ამ ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2008 წელს ირანიდან შემოტანილი საქონლის მოცულობამ, საქართველოს იმპორტის მთლიან მოცულობაში (საერთო თანხის, 6.3 მილიარდ დოლარზე) 0,8 % შედგინა. საქართველოში სულ უფრო აქტიურად ყიდულობენ ირანულ ნედლეულს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სარეცხ საშუალებებს და ზოგიერთ ავტომობილსაც კი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ისტორიული კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის. 4–ე საუკუნიდან დაწყებული, დროის გარკვეულ მონაკვეთებში, საქართველო ნაწილობრივ, ან სრულად ექვემდებარებოდა ხოლმე სპარსეთის კონტროლს. საქართველო, რომელმაც საპრსეთის თავდასხმების გამო დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, 1801 წელს საბოლოოდ შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ცხადია ამ ქვეყნებს შორის არსებული კულტურული კავშირებიც. თანამედროვე ქართულ ენაში ფარსიდან ნასესხები ბევრი სიტყვაა. თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის აღმოსავლეთმცოდნის გიორგი ლობჟანიძის თქმით, ქართულ ენაზე თარგმნილია სპარსული ლიტერატურის ბევრი ძეგლი. ქართულ პოეზიაზე, ლიტერატურასა და არქიტექტურაზე გავლენის გარდა, „ირანის გავლენა იგრძნობა მთელ რიგ კულტურულ ტრადიციებთან მიმართებაში, მაგალითად სტუმრებისადმი უკიდურეს პატივისცემაში“, – აღნიშნავს იგი. თუმცა, იმის ნიშნებიც არსებობს, რომ თბილისთან ურთიერთობების გაღრმავებისადმი ირანის ინტერესი სავაჭრო–კულტურული ურთიერთობების ფარგლებს სცილდება. ბოლო დროს, თეირანი აქტიურად იღწვის რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოვებისკენ, ასევე ეძებს ახალი სავაჭრო კავშირების დამყარების გზებს, ვიდრე გაერო ამ ქვეყნის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრების საკითხზე ფიქრობს. ირანის დიპლომატიური საქმიანობა კავკასიაში მხოლოდ საქართველოთი როდი შემოიფარგლება. ადრე ირანმა უკვე გააუქმა სავიზო რეჟიმი აზერბაიჯანთან, ის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში საკვანძო პროექტებს ანვითარებს სომხეთთან და აპირებს სარკინიგზო მაგისტრალის აშენებას, რომელიც ირანს ორივე ამ ქვეყანას დააკავშირებს. ირანი, ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ შუამავალი იქნება 22 წლიანი სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტის დარეგულირების საქმეში მთიანი ყარაბახის ირგვლივ. ახლა, როდესაც ვაშინგტონის თბილისისადმი გულმხურვალე დამოკიდებულება პრაგმატულ ხასიათს იძენს, ხოლო რუსეთთან ურთიერთობა უკიდურესად გაფუჭებულია, ამ ფონზე ირანის ხელისუფლებამ შესაძლოა საქართველოზე მისი გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა დაინახოს. „აშშ თქვენ არ დაგეხმარათ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდათ. ნამდვილი მეგობრები განსაცდელის დროს ვლინდებიან“, – განაცხადა ელჩმა საბერმა, იუწყება საინფორმაციო პორტალი Civil.ge ქართველი ანალიტიკოსები, ისეთები, როგორიც რონდელია, ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონს შესაძლოა არ სურდეს, მაგრამ ის თეირანის და თბილისის ურთიერთობების გაღრმავებას დათანხმდება. „ვაშინგტონი შესაძლოა ირანით აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ პრაგმატულ დონეზე ამერიკელებს ესმით, რომ საქართველოს საკუთარ მეზობლებთან კარგი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნავს რონდელი. „ირანი მეზობელია და თქვენ გეოგრაფიის იგნორირებას ვერ შეძლებთ “. ორიგინალი ორიგინალი
  9. ნიჭიერის მეორე სეზონის მონაწილეების შერჩევა გრძელდება! 7 ივნისიდან ქასთინგები გაიმართება კახეთში http://nichieri.ge/files/2010/06/SGPhoto_2010_06_02-18_18_39.png განრიგი: თელავი- 7 ივნისი, 12 საათი, კულტურის სახლი. ახმეტა და გურჯაანი- 8 ივნისი, 12 საათი, კულტურის სახლი ყვარელი და ლაგოდეხი- 9 ივნისი, 12 საათი, კულტურის სახლი რაც მთავარია, წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო! შეგიძლიათ ანკეტის შევსების გარეშე მიბრძანდეთ ქასთინგზე თქვენთვის მოსახერხებელ ქალაქში. თუ თვლი, რომ გაქვს ნიჭი და შენი ნიჭი იმსახურებს ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენას, მაშინ ეს შენი შანსია! nichieri.ge
  10. საქართველოში სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის ვიზიტი ივნისიდან ოქტომბრამდე გადაიდო. ამ ინფორმაციას სომხური სააგენტოები ეჩმიაძინზე დაყრდნობით ავრცელებენ.… ლინკი მედიანიუსზე
  11. ვანში წმინდა ნინოს მშობლების - ზაბულონისა და სოსანას სახელობის ახალგახსნილ ტაძარში პირველი წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/200908040851-300x250.jpg“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას განცხადებით, 11 ივნისიდან პირველ არხზე გადაცემები დაიხურება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჭანტურიამ განაცხადა, საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” გარდა, შეწყდება პოლიტიკური თოქშოუები და გასართობი პროგრამებიც. “მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან იწყება და ივლისის ბოლოს მთავრდება. დღეში დაახლოებით ხუთი მატჩის ჩვენება შედგება, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადაცემები ამ დროისთვის შეჩერდეს”, – განაცხადა ჭანტურიამ. განტურიას განმარტებით, გადაცემების დახურვას სამსახურიდან თანამშრომელთა დროებით გაშვება მოჰყვება, თუმცა, ნაწილს ისედაც ამოეწურა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დადებული კონტრაქტი, რომელიც ახალ სატელევიზიო სეზონამდე აღარ გაგრძელდება. ”პირველ არხზე” ახალი სატელევიზიო სეზონი, ახალი საეთერო ბადით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება. Share View the full article
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/200904102748-150x150.jpgპარლამენტში, სპეციალური ფონდი შეიქმნება, სადაც დარიცხული თანხა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას , ამერიკელი პროფესორის, დოქტორ ფორსის, ანაზღაურებას მოხმარდება. კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, დოქტორი ფორსი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია, რომელიც მზადაა ზვიად გამსახურდიას საქმეში არსებული მასალების შესწავლის დასაწყებად, თუმცა გაწეული სამუშაოსთვის მთლიანობაში დაახლოებით 8-10 ათასი ამერიკული დოლარია საჭირო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/koko-komisiaze.jpg itvს ლინკი
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/tughushi-150x150.jpgსახალხო დამცველი ახალგაზრდებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ ესაუბრა და ამ კუთხით მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გააცნო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/tugush.jpg itvს ლინკი
  15. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/tsotne.gamsakhurdia-newalliance.info-300x255.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე დეპუტატ კონსტანტინე გამსახურდიასა და ადვოკატ ქეთი ბექაურს მოუწოდებს, “ნუ ცდილობენ ცოტნე გამსახურდიას დისიდენტად გამოყვანას”. ხერხეულიძის თქმით, “დისიდენტი მამამისი იყო, თავად ცოტნე გამსახურდია კი პატიმარია”. აღნიშნული მოწოდება ხერხეულიძემ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კიმისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, რომელიც მთლიანად ცოტნე გამსახურდიასა და გლდანის ციხეში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა. ხერხეულიძის თქმით, “სწორედ იმის გამო, რომ ცოტნე გამსახურდია პირველი პრეზიდენტის ვაჟია, იგი განსაკუთრებულ პატიმრადაც არის მიჩნეული, ციხის ადმინისტრაცია მის ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს და უფრო მეტიც, თანამშრომლებს მუდმივად უწევთ მისგან შეურაცხყოფისა და უშვერი სიტყვების ატანა”. რაც შეეხება გლდანის ციხის საავადმყოფო ნაწილში პატიმრების წამების შესახებ არსებულ ინფორმაციას, ხერხეულიძის თქმით, იგი არაერთხელ შეხდვა პატიმრებს, თუმცა ისინი ცემისა და წამების ფაქტებს არ ადასტურებენ. აღსანიშნავია, რომ იგივეს აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. თუმცა ორივე მათგანს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პატიმრების არაღიარება ამგვარი შემთხვევების აპრიორი გამორიცხვის საფუძველი არ უნდა გახდეს. ლორთქიფანიძეს და ხერხეულიძეს მიაჩნიათ, რომ უკეთესი იქნება, თუ შეიქმნება კომისია, რომელშიც დეპუტატები, მათ შორის კონსტანტინე გამსახურდია და არასამთავრობო ორგანიზაციები შევლენ და მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ გლდანის ციხის საავადმყოფოს. პირWელი Share View the full article
  16. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8068 ლარის ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
  17. პარტია “თავისუფლების” წარმომადგენლის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ახლახან დაადგინეს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარებული მათი მაჟორიტარი დეპიტატობის… ლინკი მედიანიუსზე
  18. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/parlamentii-150x150.jpgმიმდინარე წლის ივნისიდან ძალაში შედის უმწეოთა დახმარების მიღების მსურველთა შეფასების ახალი კრიტერიუმები. ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის წევრის, მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, სწორედ ქრისტიან-დემოკრატების ორწლიანი ბრძოლის შედეგად გადახედა მთავრობამ ქულების მინიჭების ძველ სისტემას და ახალი დადგენილება შეიმუშავა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/edp-da-qdm.jpg itvს ლინკი
  19. „ავერსმა“ და სადაზღვევო კომპანია „ალფამ“ ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის განსაკუთრებული პაკეტის პრეზენტაცია გამართეს. თვეში 10 ლარად მსურველს შეეძლება… ლინკი მედიანიუსზე
  20. 2 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...