Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. არასამთავრობო ორგანიზაცია “სახალხო მართლმადიდებლების” ოფისში 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიის წევრებმა მოთხოვნა_მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ერთიანი ახალგაზრდული მოძრაობა “წინ”, კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება”, “გამარჯვებისთვის”, ახალგაზრდული მოძრაობა “არა”, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია და “თანასწორობის ინსტიტუტმა” ერთობლივად მიმართეს მოსახლეობას და მოუწოდეს, ხმა აიმაღლოს “თავისუფლების ინსტიტუტეს” წინააღმდეგ. “თავისუფლების ინსტიტუტი” მიზანმიმართულად უწყობს ხელს ანტიმართლმადიდებლურ_ანტიეროვნულ ძალებს.” ხოლო ნამდვილ ქართველებს ციხეებში იჭერს,” განაცხადა მოძრაობა “წინის” თავმჯდომარემ ზურა ჩაჩანიძემ. “სახალხო მართლმადიდებლების” ოფისში შეკრებილმა საზოგადოების განცხადებით იმ შემთხვევაში თუ უკანონო პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები, პრესკონფერენციების გამართვა აქციებში გადაიზრდება. პოლიტიკური პარტიები ხვალ 2 საათზე “თავისუფლების ინსტიტუტთან” აქცია_განცხადების გამართვას აპირებს. იხილეთ epn.ge
  2. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ვაჟის, პატიმრობაში მყოფ ცოტნე გამსახურდიას ინფორმაციით, გლდანის მე-5 საპყრობილის საავადმყოფოში პატიმრებს აწამებენ.… ლინკი მედიანიუსზე
  3. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 3–11 ივნისს ვენეციას და კვიპროსის რესპუბლიკას ეწვევა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვენეციის… ლინკი მედიანიუსზე
  4. პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატის და ტრაგიკულად დაღუპული პირველი პირის ლეხ კაჩინსკის ძმის, იაროსლავ კაჩინსკის მტკიცებით, სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის… ლინკი მედიანიუსზე
  5. საქართველოს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მორიგი საკადრო ცვლილებები განხორიციელდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ… ლინკი მედიანიუსზე
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/heath-insurance-150x150.jpgავერსი და მისი შვილობილი სადაზღვევო კომპანია ალფა ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოდიან. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/aversi.jpg itvს ლინკი
  7. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg ნატალი ნუგაირედი ევროპა, რომელსაც ფინანსური კრიზისის სიმძიმე აწევს, დღეს პირველ რიგში საკუთარი შიდა პრობლემებითაა შეწუხებული და ვერაფრით ახერხებს აღმოსავლეთით მისი სტრატეგიის საბოლოოდ განსაზღვრას. ევროკავშირმა სამხრეთის მიმართულებით 2008 წლის ივლისში ხმელთაშუაზღვისპირული კავშირი ჩამოაყალიბა, ხოლო 2009 წლის მაისის პრაღის სამიტზე აღმოსავლეთისთვის პროგრამა „აღმოსავლური პარტნიორობა“ აამუშავა. ეს ფინანსური დახმარებისა და დემოკრატიული მხარდაჭერის პროექტი რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე, ევროპის ახალ საზღვარზეა ორინეტირებული, რომელიც ბლოკის გაფართოების შემდეგ 2004 და 2007 წლებში ჩამოყალიბდა და დღეს შავი ზღვის სანაპიროებამდე აღწევს. “პარტნიორობაში“ სულ ექვსი ქვეყანა (უკრაინა, ბელორუსი, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) მონაწილეობს, სადაც მოსახლეობა მთლიანად 76 მილიონ ადამიანს აღწევს, რომელთაგან 46 მილიონი უკრაინაშია. 2013 წლამდე დახმარების პროგრამაზე 600 მილიონი ევრო გამოიყო, რაც, სინამდვილეში, არცთუ ბევრია, თუკი ამ სახელმწიფოების სიღარიბეს და მათი ეკონომიკების არამდგრადობას გავითვალისწინებთ (გამონაკლისი მხოლოდ აზერბაიჯანია, რომელიც ერთგვარ ნავთობის საემიროდ იქცა). თუკი ამ თანხას მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის გათვალისწინებით განვიხილავთ, გამოდის, რომ 2011–2013 წლებში ევროპა გაიღებს 2,74 ევროს ერთ ბელორუსზე, 3,35 ევროს ერთ უკრაინელზე, 4,83 ევროს ერთ აზერბაიჯანელზე, 13,66 ევროს ერთ სომეხზე და 25,36 ევროს ერთ მოლდაველზე. ეს თანხები ვერ კი უახლოვდება იმ სახსრებს, რომლებიც 90–იან წლებში ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებზე იხარჯებოდა იმ დრომდე, ვიდრე ისინი ევროკავშირში გაწევრიანდებოდნენ. ასეთი თავშეკავების მიზეზი საკმაოდ ნათელია: ამ შორეულ, რუსეთის საზღვრებთან და კავკასიაში მდებარე რესპუბლიკებს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. „რბილი ძალის“, ევროპის გავლენის უზრუნველყოფა ამ ქვეყნებში პირველ რიგში სხვადასხვა შეთანხმებებით, სავაჭრო თანამშრომლობით და სავიზო რეჟიმის გამარტივებით ხდება. მაგრამ საკმარისია კი ეს? ახლა ევროპას, როგორც ჩანს, რეგიონში საკუთარი პოზიციებისთვის ბრძოლის ფაქტიურად არც სურვილი და არც შესაძლებლობა არ აქვს, რასთანაც უშუალოდ მისი პირადი უსაფრთხოებაც დიდიწილადაა დაკავშირებული (გაყინული კონფლიქტები, ენერგორესურსების სატრანზიტო გზები, იარაღით და ნარკოტიკით ვაჭრობა, დევნილების ნაკადი). მსოფლიო კრიზისის პირობებში, ზოგიერთი ადამიანი და პირველ რიგში გერმანიაში, იმას უფიქრდება, თუ როგორი იქნება პროგრამის დაფინანსება მომდევნო პერიოდში. ნატოს გაფართოების საკითხი (ბალკანეთს მიღმა) საკმაოდ დიდი ხნის წინ მოიხსნა დღის წესრიგიდან, რის გამოც ამ სახელმწიფოების დახმარება და მათი სტაბილურობისა და დემოკრატიული ღიებულებების ზონაში მოქცევა ევროკავშირის საქმე გახდა. 2008 წლის საქართველოს ომმა საქართველოში და უკრაინის გაზის კრიზისებმა 2006 და 2009 წლებში ცხადყო, რომ ნებისმიერ, ერთი შეხედვით ლოკალურ კრიზისებსაც კი, შეიძლება გაცილებით სერიოზული და მასშტაბური შედეგები მოჰყვეს მთელი კონტინენტისთვის. კლიმატისა და მსოფლიო ეკონომიკის რეგულირების საკითხების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, მხოლოდ სამეზობლო ურთიერთობების სისტემის აწყობას შეუძლია ევროპისთვის იმის დადასტურება, რომ მას მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და აქტიური როლის თამაში შეუძლია. ის უბრალოდ ვერ შეძლებს მსოფლიო არენაზე ვერანაირი ნდობის მოპოვებას საკუთარ საზღვრებთან პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გარეშე. აღმოსავლური პარტნიორობის იდეა პოლონეთს და შვედეთს ეკუთვნის. ეს ქვეყნები ამ ინიციტივით 2008 წლის საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გამოვიდნენ. პროგრამა ჩაფიქრებული იყო, როგორც 2003 წელს მიღებული სამეზობლო პოლიტიკის ერთგვარი გაფართოვება. ევროკავშირმა, რომელმაც საქართველოში რუსეთის ინტერვენციის ფაქტზე (რასაც ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის გამოყოფა მოჰყვა) მკვეთრი გამონათქვამებისგან თავი შეიკავა, საკუთარ გამოცდილებასა და ეკონომიკურ და ნორმატიულ ინტეგრაციაზე დაფუძნებული პარტნიორობის პროგრამა აამუშავა, რათა ახალი კრიზისების წარმოქმნა თავიდან აეცილებინა. ობამას ადმინისტრაცია, რომელიც ცივი ომის შემდეგ შემორჩენილ გადაუჭრელ საკითხებს გაემიჯნა, მოუწოდებს ევროპელებს, საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობა თავადვე აიღონ. ვაშინგტონმა უარი თქვა ევროატლანტიკური ზონის აქტიურ გაფართოებაზე, რაც 90–იანი წლების დასაწყისიდან მის საგარეო პოლიტიკაში ჭარბობდა. პარტნიორობის მონაწილე ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ობამას აინტერესებს – სომხეთია. ამერიკის ლიდერის ასეთი ინტერესი თურქეთთან ამ ქვეყნის ისტორიულ დაახლოებაზე იმედით აიხსნება. ყველა სხვა საკითხში, ვაშინგტონი მოსკოვთან დიალოგს ანიჭებს უპირატესობას და ამ დიალოგს საერთაშორისო უსაფრთხოების, ბირთვული განიარაღებისა და ანტისარაკეტო თავდაცვის პრობლემების ირგვლივ აგებს. თავის მხრივ პოლონეთიც ამოქმედდა და მოსკოვთან ახალი, უფრო თანამშრომლობისკენ მიმართული განწყობიდან, სარგებლის მიღებას ცდილობს. 24 მაისს, ის „აღმოსავლური პარტნიორობის“ „მეგობრების ჯგუფის“ შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომელიც ღია იქნება ისეთი დონორი ქვეყნებისთის, როგორებიც არიან აშშ და იაპონია. გარდა ამისა, ამ ჯგუფში გაწევრიანებას სთავაზობენ რუსეთსაც, რომელიც 2009 წელს ამ პროგრამის წინააღმდეგ გამოვიდა და ის საკუთარი გავლენის სფეროს ხელყოფის მცდელობად შეაფასა. „აღმოსავლური პარტნიორობა“ – ეს პირველი მცდელობაა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისა იმ ქვეყნებთან, რომლებიც მოსკოვის კლანჭებიდან თავის დაღწევას ცდილობენ. ის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მოდელის გავრცელებისკენაა მიმართული. თუმცა, პარტნიორობა, მთელ რიგი ტექნიკური შეთანხებების გარდა, მონაწილე სახელმწიფოებს პრაქტიკულად არანაირ პერსპექტივებს, ან მნიშვნელოვან დახმარებას არ სთავაზობს. ასე მაგალითად, ევროკავშირმა საჭიროდ არ მიიჩნია, უკრაინისთვის იმედი მიეცა ბლოკში (შესაძლოა არა სწრაფ) გაწევრიანებაზე, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანა მთელი ძალით ცდილობდა ერთიან ევროპასთან მიერთებას. და ახლა, ცოტახნისწინანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ცენტრალური ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ქვეყანა, კვლავ რუსეთის ორბიტაზე იწყებს დაბრუნებას. შეძლებს კი ევროკავშირი აქედან საჭირო დასკვნების გამოტანას? ორიგინალი ორიგინალი
  8. ფულადი გზავნილების სისტემის ოპერატორმა “მანიგრამ” “საქართველოს ბანკს” გადასცა ჯილდო ნომინაციაში “2009 წლის ყველაზე საიმედო პარტნიორი ბანკი საქართველოსა… ლინკი მედიანიუსზე
  9. საქართველოს პარლამენტთან პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  10. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი, უმრავლესობის წარმომადგნელი ეკა ხერხეულიძე ოპონენტებს… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://photos.thefirstpost.co.uk/assets/library/gerrard--124819030782088700.jpg ”წითლების” კაპიტანი იმედოვნებს, რომ მომავალი მსოფლიო თასი არ იქნება უკანასკნელი მის კარიერაში, იგი კიდევ 5 წელი აპირებს თამაშს… გასულ კვირას ჯერარდს 30 წელი შეუსრულდა, მაგრამ იგი არ ფიქრობს კარიერის დასრულებაზე. ჯერარდი მიიჩნევს, რომ ინგლისს ნამდვილად შეუძლია მსოფლიო ჩემპიონოატის მოგება. ”თუ მე მინდა,რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი, მაშინ ამ ზაფხულს ჩემი შანსები უნდა გამოვიყენო.” ”მე თანდათან ვდგები ფორმაში და მინიმუმ 5 წლის განმავლობაში კიდევ ვაპირებ მაღალ დონეზე თამაშს და ვიმედოვნებ, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემს კარიერაში უკანასკენლი არ გახდება.” 2006 წლის მუნდიალზე, მეოთხედფინალში ჯერარდი იმ სამ ფეხბურთელს შორის არის, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ გააფუჭა პენალტი. ”რათქმაუნდა თუ საჭირო იქნება მე პენალტს შევასრულებ, ახლა მე მზად ვარ ჩემი დაშვებული შეცდომა გამოვასწორო.” ”ყოველთვის სამწუხაროა, როცა გუნდი აგებს, მაგრამ როცა გუნდი შენს გამო აგებს ეს საშინელებაა.” View the full article
  12. ასოციაცია ,,Global Star“-ი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად… ლინკი მედიანიუსზე
  13. სიცილის დედეფლად წოდებული, იუმორისტი მზია კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთერთ კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ნინელი ჭანკვეტძის… ლინკი მედიანიუსზე
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/perte-ciskarishvili-150x150.jpgპეტრე ცისკარიშვილმა “პრაიმტაიმის” პრეს-კლუბში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასა. მისი თქმით, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/prime-time.jpg itvს ლინკი
  15. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/323.jpgსიცილის დედეფლად წოდებული, იუმორისტი მზია კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთერთ კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ნინელი ჭანკვეტძის საქველმოქმედო ფონდი, “მომმავლის გზა” ავრცელებს. ფონდის ინფორმაციით, მზია კვირიკასვილს შტატებში ექიმებმა ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ნინელი ჭანკვეტაძის საქველმოქმედო ფონდი, ვისაც დახმარება შეგიზლიათ, მოგმართავთ თხოვნით, რომ დაეხმაროთ მზია კვირიკაშვილს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ფონდის თავმჯდომარეს დავით კინწურაშვილს (893 502 402) ან თანათავმჯდომარეს ნინელი ჭანკვეტაძეს. (899 65 23 24) საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502 ანგარიში 149043300 Share View the full article
  16. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაისში მდინარე მაშავერაში სხვადასხვა მძიმე ლითონების კონცენტრაცია 4-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. მდინარე მაშავერას ადგილობრივი მოსახლეობა სარწყავად იყენებს, რამაც მძიმე ლითონების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში გადატანა გამოიწვია, რაც დაადასტურეს გერმანელმა მეცნიერებმა. მაშავერას არხით მორწყული ხილი და ბოსტნეული თბილისის ბაზრობებშიც იყიდება, დაბინძურების წყარო კი, გარემოსდამცველებისა და გერმანელი მეცნიერების აზრით, მადნეულია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდინარე მაშავერას წყლის სინჯები 2010 წლის 18 მაისს ორ ადგილას აიღო: ერთი მაშავერას ფონზე, დაახლოებით 100 მეტრიდან, სანამ მაშავერას მდინარე კაზრეთულა შეუერთდება და მეორე - მაშავერასა და კაზრეთულას შეერთებიდან 500 მეტრის შემდეგ. ორი წერტილის მაჩვენებლები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. /get_img?NrArticle=1685&NrImage=1 კაზრეთულას და მაშავერას შესართავი მაშავერას ფონი მძიმე მეტალების ძალიან მცირე კონცენტრაციას შეიცავს, ხოლო კაზრეთულას შეერთებიდან 500 მეტრის შემდეგ მათი შემცველობა მკვეთრად იმატებს და სცილდება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, მძიმე ლითონების შემდეგი კონცენტრაცია შეინიშნა მაისში: ლითონის დასახელება სპილენძი თუთია რკინა მანგანუმი ლითონის შემცველობა მაშავერა ფონზე 0.018მგ/ლ 0.022მგ/ლ 0.311მგ/ლ 0.022მგ/ლ ლითონის შემცველობა მაშავერა 500 მ. 8.972მგ/ლ 4.804მგ/ლ 5.01მგ/ლ 1.081მგ/ლ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 1.0მგ/ლ 1.0მგ/ლ 0.3მგ/ლ 0.1მგ/ლ „ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა“,- ამბობს ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე. „მაშავერას კაზრეთულა აბინძურებს. ის დაბინძურების პირდაპირი ინდიკატორია, იმიტომ, რომ კაზრეთულამ უნდა გამოიაროს მადნეული. ეს ნიშნავს, რომ მადნეული აბინძურებს კაზრეთულას.“ ნინო ჩხობაძის აზრით, მაშავერაში ასეთი კონცენტრაციით მძიმე ლითონები, მადნეულის წყაროს გარდა, ვერ მოხვდებოდა. მისი თქმით, მძიმე ლითონების მაღალი კონცენტრაცია ორ რამეს შეიძლება დაუკავშირდეს: ან კომბინატი საერთოდ არ წმენდს ჩასაშვებ წყალს, ან იმდენად დიდი რაოდენობის ნალექი მოვიდა, რომ საწარმო ვერ მოერია ამ რაოდენობის წყალს და პირდაპირ ჩაუშვა მდინარე კაზრეთულაში. ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, სადაც “მადნეულის” კარიერი მდებარეობს და თბილისიდან დაახლოებით 80 კილომეტრითაა დაშორებული, ბოლო თვეებში მომატებულ ნალექიანობას ადასტურებენ სინოპტიკოსებიც. “მარტშიც და აპრილშიც ბოლნისში ანომალურად ბევრი ნალექი მოვიდა“,- ამბობს სვეტა ნიორაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის ბიუროს უფროსი. მისი თქმით, მარტში მოსული ნალექების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება თვიურ კლიმატურ ნორმას, ხოლო აპრილში - სამჯერ. აპრილის თვეში ბოლნისში 102 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, როცა თვიური ნორმა 59 მილიმეტრი იყო. უცნობია, თუ როგორ უმკლავდება სააქციო საზოგადოება “მადნეულის” ხელმძღვანელობა კარიერში დაგროვილ წყალს, რომელიც ბოლო თვეებში მოსული ჭარბი ნალექების გამო დაგროვდა. ”ჭარბი ნალექის გამო ”მადნეულის” კარიერში წყალი გროვდება და გარეთ არ უშვებენ, შეგნებულად აგროვებენ”, - ასე აღწერა 22 მაისს ნეტგაზეთთან საუბარში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ საწარმოში შექმნილი “პრობლემები.” ”ახლა, ამ წუთში, ჩვენ რომ აქ ვსაუბრობთ, იქ გარემოს დაცვის ინსპექცია არის შესული, რომ ნახოს, რამე პრობლემები ხომ არ იქმნება, ” - თქვა ხაჩიძემ. “როცა დიდი როდენობით წვიმა მოდის, ღია კარიერი ირეცხება”, – ამბობს ჩხობაძე– „და პირდაპირ მდინარეში ჩადის. როცა ნალექების დიდი რაოდენობა მოდის, საწარმოს გათვლილი უნდა ჰქონდეს.” ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც სააქციო საზოგადოება “მადნეულს”, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების შესაბამისად, 2009 წლის 30 ივნისს ამ ნებართვის აღებიდან 6 თვის შემდეგ უნდა დაემუშავებინა, თუმცა, ეს დოკუმენტი სამინისტროში ჯერჯერობით არ არსებობს. „არწარდგენა პირობის დარღვევას ნიშნავს”, - ამბობს ჩხობაძე - „ახლა ჩვენ არ ვიცით, შიგნით რა ხდება და რა გეგმის მიხედვით მოქმედებს მადნეული. არის ერთადერთი იმედი, რომ ყველაფერი არის ასახული ”მადნეულის“ თვითმონიტორინგის ანგარიშებში და იქნება ჩაწერილი გარემოს დაცვის ინსპექციის შემოწმების აქტში.” ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა სანქციები გატარდება “მადნეულზე” პირობების შეუსრულებლობის გამო, გარემოს დაცვის სამინისტრომ ასეთი წერილობითი პასუხი გასცა: “სს მადნეულის წარმომადგენლის სიტყვიერი ინფორმაციით, ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამუშავება დამთავრების სტადიაშია და უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება სამინისტროში.” თუ მოხდა კაზრეთულაში ზალპური ჩაშვება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოხდება მდინარის დაბინძურება მძიმე ლითონებით, როგორებიცაა: სპილენძი, თუთია, რკინა, კადმიუმი და სულფატები. ნინო ჩხობაზე ფიქრობს, რომ, რადგან მაშავერაში უკვე არის მძიმე ლითონების მაღალი კონცენტრაცია, უკვე მოხდა ზალპური ჩაშვება. გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან უერთიერთობის ხელმძღვანელი ეკატერინე ბენდელიანი აცხადებს, რომ გარემოს დაცვის პოლიციის მიერ მადნეულის შემოწმების აქტი ერთ თვეში შედგება და გარემოს დაცვის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდება. რაც შეეხება მადნეულის ზედაპირულ წ####ბზე თვითმონიტორინგის შედეგებს, სადაც ასევე არის ასახული მაშავერაში მძიმე ლითონების კონცენტრაცია, ნეტგაზეთმა უკვე გამოითხოვა გარემოს დაცვის სამინისტროსგან, თუმცა ჯერჯერობით არ მოუწოდებიათ. ერთი კვირის წინ ნეტგაზეთმა ასევე წერილობითი გაუგზავნა კითხვები მადნეულის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროს ზაზა ჯიჯეიშვილს, იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა ზალპური ჩაშვება და რა გეგმით მოქმედებდა საწარმო ავარიული სიტუაციის დროს, თუმცა, პასუხები ჯერჯერობით ვერც მადნეულისგან მივიღეთ. ”მდინარე მაშავერას ხეობის (სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველო) განოყიერებადი, სარწყავი ნიადაგები გამოირჩევა სასოფლო-სამეურნეო მოსავლიანობის მაღალი პოტენციალით. თუმცა, სარწყავად გამოყენებული მდინარის წ####ბი გაჭუჭყიანებულია სამთო-მოპოვებითი მრეწველობი: სპილენძის და ოქროს საბადოების ნარჩენებით, რომლებიც განლაგებულია მდინარე მაშავერას შუა წელის მთიან რეგიონში. გარდა ამისა, გაჭუჭყიანებული წ####ბი, რომლებიც ჩამოირეცხება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან, ეროზიული მასალა და სხვა ფაქტორები განსაზღვრავენ გარკვეული ჯგუფის მძიმე ლითონების მაღალ კონცენტრაციას. საირიგაციო არხების ნაფენებსა და მდინარე მაშავერაში სპილენძის, თუთიისა და კადმიუმის კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია. საირიგაციო წ####ბში მძიმე ლითონების შემეცველობათა შორის განსხვავება საკმაოდ არსებითია. განსხვავებები ხანგრძლივობაში, სიხშირესა და ირიგაციის რაოდენობაში, და, აგრეთვე, მიწათსარგებლობის ტიპი და ნიადაგების კულტივაცია (მაგალითად, ღრმად ხვნა) გაჭუჭყიანების მაღალი ვარიაბელობის მიზეზია”, - ნათქვამია გერმანიის იუსტუს-ლიბიხის ნიადაგმცოდნეობის და ნიადაგის დაცვის ინსტიტუტის მიერ 2007 წელს ჩატარებულ კვლევაში. /get_img?NrArticle=1685&NrImage=2 მადნეულის კარიერი გერმანელმა მეცნიერებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, კვლევა გააგრძელეს და აღმოაჩინეს, რომ მძიმე ლითონები ნიადაგიდან საკვებ ჯაჭვშიც გადადის, რაც პროექტის ხელმძღვანელმა, პიტერ ფელქს-ჰენინგსენმა 2010 წლის მაისში საქართველოს ეროვნულ აკადემიაში ჩატარებული პრეზენტაციისას დაადასტურა. პრეზენტაციას ”მადნეულის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/DSC8666.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცვხადებით, “ალიანსი” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებს მზადებას. ამის შესახებ, ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალასანიას თქმით, “ალიანსი” ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს, ვისაც მშვიდობანი გზით საარჩევნო პირობების შექმნა სურს. “ჩვენ მომზადებული გვაქვს სათანადო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. ვინც დაინტერესებული იქნება მშვიდობიანი გზით ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პირობების შექმნისთვის, მათთან კონსულტაციები გვექნება. ფაქტია, რომ ჯერ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რათა მოქალაქეებს ნების გამოხატვის საშუალება მიეცეთ. ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე და ვემზადებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – განაცხადა ალასანიამ. Share View the full article
  18. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/kalatburti-150x150.jpgსტუდენტური შეჯიბრი სპორტის 15 სახეობაში გრძელდება ქუჩის კალათბურთის დღევანდელ თამაშში გამარჯვება თბილისის აგრარულმა უნივერსიტეტმა მოიპოვა. მსგავსი შეჯიბრებები სტუდენტური პროგრამა უნივერსიადა 2010 ‘’ის ფარგლებში 11 ივნისამდე გაგრძელდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/kalatburti1.jpg itvს ლინკი
  19. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01491/roque_santacruz_1491956c.jpg “ლივერპული” მზადაა ოფიციალურად მიმართოს “მანჩესტერ სიტის”, იმისათვის რომ კრუზმა “ენფილდზე” განაგრძოს კარიერა.ბენიტესს ძალიან სურს როკიმ “მერსისაიდელების” ღირსება დაიცვას. ამისთვის ის იბრძოლებს კრუზისათვის. როგორც ცნობილია რაფა აპირებს ბენაიუნი შესთავაზოს მანჩინის. როგორც Daily Mail- იუწყება, ბენიტესს პარაგვაელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა, მაგრამ გარიგება არ შედგა. ახლა ის კვლავ განაგრძობს როკისთვის ბრძოლას სანტა-კრუზი უკმაყოფილოა თავისი ამჟამინდელი კლუბით, მან მხოლოდ 6ჯერ ითამაშა წელს “სიტის” მაისურით. რაფაელს შეუძლია ამით ისარგებლოს. “მანჩესტერი” მზადაა შემოთავაზებული წინადადებები განიხილოს. “ლივერპულთან” ერთად “ბლექბერნ როვერსსაც” სურს 28 წლის ცენტრ-ფორვარდი, თუმცა მეტი შანსი რათქმაუნდა “ჩვენ” გვაქვს, რადგან მანჩინისაც ძალიან სურს ბენაიუნს ცისფერი ფორმა მოარგოს. მოგეხსენებათ მომავალი წლიდან კლუბში ხუთი თავდამსხმელი ითამაშებს (ტორესი, ნგოგი, ბაბელი, კიუტი და იოვანოვიჩი). თუ ეს ტრანსფერი შედგა სანტა-კრუზი მეექვსე იქნება გუნდში. ინფორმაციის წყარო:Liverpoolfc.Tv View the full article
  20. ფილმი მოგვითხრობს ადამიანის ისტორიაზე, რომელმაც ჩაიდინა ყველაზე მასიური მკვლელობები. ხანგრძლივობა: 01:24:41 IMDB Rating: 5.9/10 (230 votes) View the full article
×
×
  • შექმენი...