planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vachnadzeavi_000009160-150x150.jpgთბილისის სააპელაციო სასამართლომ მელორ ვაჩნაძის საქმის განხილვა დაიწყო. საქმის მოსმენა 24 ივნისს გაგრძელდება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vachna.jpg itvს ლინკი
-
Семья, вера и музыка: девушка из провинциального городка Энджи Кинг отрекается от первых двух постулатов, лелея мечту стать известной певицей. Она, дочь строгого, но любящего священника. Симпатия к привлекательному участнику передвижного евангельского шоу положила начало ее пути… сквозь романтику и разбитое сердце к пониманию того, что счастье, которое она так ищет, возможно, осталось там, откуда она так безоглядно бежала — дома. Но примет ли раздосадованный отец блудную дочь обратно? IMDB Rating: 4.0/10 (66 votes) ხანგრძლივობა: 01:45:44 View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/9983-300x250.jpgაშშ საქართველოში ჩატარებული 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ განაცხადა. “ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძალისხმევას გამჭვირვალობის განმტკიცებასა და არჩევნების დროს აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებაში, თუმცა ვეთანხმებით ეუთოს, რომ დაფიქსირებული ხარვეზები აუცილებლად უნდა მიეთითოს ქართულ მხარეს”, – განაცხადა ქროულიმ. მან საქართველოს არჩევნების ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ “30 მაისმა ქვეყნის მიერ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზაზე ეუთო-სა და ევროპის საბჭოს სტანდარტებისკენ წინსვლა დაადასტურა”. Share View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ვალენტინა ურსუ, მარინა ვაშაყმაძე მოლდოვას და საქართველოს ჩინოვნიკები შეაშფოთა იმ ცნობამ, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობების შესახებ გავრცელდა, რომ თითქოს ბლოკი ამ რეგიონებიდან მისი სპეციალური წარმომადგენლების თანამდებობებს აუქმებს. ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ცხადი გახდება, რომ ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესი კიშინოვისა და სამხრეთ კავკასიის მიმართ მკვეთრად შემცირდა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ჩინოვნიკებს მოსალოდნელი ცვლილების შესახებ არანაირი მინიშნება არ გაუკეთებიათ, როდესაც გასულ კვირაში „აღმოსავლური პარტნიორობის“ წევრი, ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პირიქით, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავეთის, უკრაინის და ბელორუსის ჩინოვნიკები დაარწმუნეს, რომ ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლები ბლოკის „მთავარ პრიორიტეტად“ რჩებიან. ერთგვარი გაოცებითა და ბრაზით 31 მაისს ამ ქვეყნებმა შეიტყვეს, რომ ევროკავშირი რეგიონში მისი ორი საკვანძო პოსტის გაუქმებას გეგმავს. ეშტონის ყუმბარა 28 მაისს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის თანაშემწემ ბლოკის ელჩებს განუცხადა, რომ მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ის ბლოკის სპეციალურ წარმომადგენელთა თანამდებობების გაუქმებას გეგმავს. ასეთი ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროკავშირის ადგილზე ყოფნის ხარისხს ამ ორ რეგიონში, რომლებიც პოლიტიკურად არასტაბილურია და მოწყვლადია მცოცავი რუსული გავლენისთვის. არანაირი ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ გაკეთებულა არც ევროკავშირის და არც იმ ორი ჩინოვნიკის მხრიდან, რომლებსაც ეს ცვლილება ეხებათ – კალმან მიჟეი, ევროკავშირის წარმომადგენელი მოლდოვაში და პიტერ სემნები, რომელსაც ეს პოსტი სამხრეთ კავკასიაში უკავია. იულიან ფრუნტაშუმ, მოლდავეთის პრემიერ–მინისტრის ვლად ფილატის მრჩეველმა, „რადიო თავისუფლების“ მოლდავეთის ბიუროს განუცხადა, რომ ის შეწუხებულია იმით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ნაბიჯი მოლდავეთის, როგორც ერთ–ერთი აღმოსავლელი პარტნიორის წინსვლისთვის ევროკავშირის ინტეგრაციის გაზაზე. „ვფიქრობ კალმან მიჟეის საქმიანობისთვის საუკეთესო პირობები არ არსებობდა. მაგრამ მიმაჩნია, რომ თავად წარმომადგენლის პოსტი არ შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმიტომ, რომ კეტრინ ეშტონს ევროკავშირის დიპლომატიური სტრუქტურის გამარტივება სურს“, – განაცხადა ფრუნტაშუმ. „ვფიქრობ რეგიონში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების არსებობა იმის დემონსტრირებაა, რომ ბლოკი პრიორიტეტად განიხილავს რეგიონში მოლდავეთს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს. ჩვენ პირველ რიგში დაინტერესებულები ვართ აღმოსავლური პარტნიორობით და მასში მოლდოვეთის ადგილით და მიმაჩნია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლის პოსტის შენარჩუნება მოლდავეთისთვის სასარგებლო იქნება“. ეს ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის სხვა 11 წარმომადგენლობასაც შეეხება, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის რეორგანიზაციის მცდელობით აიხსნება. თუმცა ეშტონის წერილში, სადაც ამ გეგმების შესახება არის საუბარი და განმარტებებსაც შეიცავს, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ძალიან არაკორექტულია. ერთი მხრივ, ამ წერილის მიხედვით, ბლოკმა უნდა გააუქმოს ისეთი წარმომადგენლობები, რომლებიც გეოგრაფიულად შორს მდებარეობს. თუმცა, როგორც მოლდავეთი, ასევე სამხრეთ კავკასია ევროპასთან ცენტრალურ აზიაზე ან დიდი ტბების აფრიკის რეგიონზე ახლოს არიან. ორივეგან ევროკავშირი ამ პოსტებს ინარჩუნებს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ბლოკმა უნდა შეინარჩუნოს მხოლოდ ის თანამდებობები, რომლებიც ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – საგანგაშო გზავნილი იმ ქვეყნებისთვის, სადაც არანაკლებ ოთხი პოსტ–საბჭოთა „გაყინული კონფლიქტია“. სამშობიარო ტანჯვა შეთავაზებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ევროკავშირის ჩინოვნიკები რუს კოლეგებთან ერთად ქალაქ როსტოვი–დონის სამიტზე იკრიბებოდნენ, რომელიც მოსკოვის და ბრიუსელის ურთიერთობებში დათბობას მოასწავებდა. ეშტონის გეგმის თანახმად, მიჟეის დღევანდელი პოსტი ევროკომისიის წარმომადგენლისას შეერწყსმება და საბოლოო ჯამში მოექცევა ახალ კონსოლიდირებულ დიპლომატიურ სტრუქტურაში, რომლის ორგანიზებაზეც დღეს ეშტონი ირჯება. ანალოგიური ცვლილება ელის სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. სემნების ზედამხედველობის დაკარგვის გარდა, რომელიც ამ თანამდებობაზე ოთხ წელზე მეტი დროა რაც მუშაობს და რეგიონში ძალიან საპატივცემულო ადამიანია, ცვლილება სამხრეთ კავკასიის მიმართ ევროკავშირის ერთიანი მიდგომის დასრულებაზეც მიუთითებს. მოვლენების ამგვარი განვითარება მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ რეგიონში არსებულ დავებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონის დესტაბილიზაციისთვის იყენებს. თემურ იაკობაშვილი, საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, საკვანძო ფიგურაა თბილისის ბრძოლაში აღადგინოს კონტროლი მის პრო–მოსკოვურ გამოყოფილ რეგიონებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. „რადიო თავისუფლების“ საქართველოს ოფისთან საუბრისას, მან თქვა, რომ იმედი აქვს, რომ გადაწყვეტილება „საბოლოო“ არ არის, მაგრამ გამოხატა შეშფოთება, რომ ამ პოსტებთან დაკავშირებული ცვლილებები ნეგატიურ გავლენას იქონიებს რეგიონში კონფლიქტების გადაწყვეტაზე. „მნიშვნელოვანი საკითხია არა ის, თუ რა დაერქმევა ახალ პოსტს“, განაცხადა იაკობაშვილმა. „არამედ ის, თუ როგორ განაწილდება ფუნქციები, და ვფიქრობ, ის ელემენტი, რომ პიტერ სემნების პოსტი მთელს კავკასიას მოიცავდა, ძალიან მნიშვნელოვანია“. მან დასძინა: „კონფლიქტები არსად გამქრალა. მეტიც, საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ საქმე (საკუთარი ტერიტორიის) ოკუპაციასთან გვაქვს. შესაბამისად, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფუნქციების განაწილება ამ ტიპის თანამდებობებისთვის“. ორიგინალი ორიგინალი
-
11 000 000 ლარი ჩარიცხა საარჩევნო კამპანიის პირველივე თვეში, აპრილში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე. მმართველმა პარტიამ საარჩევნო ფონდის შუალედური ანგარიში 7 მაისს წარადგინა ცესკოში. ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდისთვის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე, თავად პარტიის მიერ ჩარიცხული 11 მილიონის გარდა, შესულია არაფულადი შემოწირულობები 2 მოქალაქისგან, რომლის საერთო ღირებულება 523 ლარია. შუალედურ ანგარიშში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხარჯები მითითებული არა აქვს. საარჩევნო კოდექსი არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს ავალდებულებს, საარჩევნო კამპანიების ფულადი სახსრების ანგარიში წარუდგინონ ცესკოს, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. ხოლო იმ საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით შეაგროვეს ხმების სათანადო რაოდენობა, საარჩევნო ადმინისტრაციას ანგარიშები უნდა წარუდგინონ კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 8 დღისა. ასე რომ, პარტიებმა, რომლებმაც წინასწარი შედეგებით გაიმარჯვეს ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში, ცესკოს წინასაარცევნო კამპანიის ხარჯების ანგარიშები 8 ივნისამდე უნდა წარუდგინონ. მანამდე კი კოდექსის მიხედვით, პარტიებმა საარჩევნო ადმინისტრაციას თვეში ერთხელ უნდა წარუდგინონ მონაცემები, საარჩევნო კამპანიისთვის გახსნილი ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების შესახებ. ასეთი შუალედური მონაცემები 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს უკვე წარდგენილი აქვთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ანგარიშის მიხედვით, 11 მილიონი ლარი ფონდის ანგარიშზე 12 აპრილს ჩარიცხა. 8 ივნისს გახდება ცნობილი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიდევ რამდენი თანხა ჩაირიცხა ამ პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშზე, დახარჯა თუ არა სრულად ეს თანხა „ნაციონალურმა მოძროაბამ“ და რაში. საარჩევნო ბლოკმა ”ალიანსი საქართველოსთვის“ (ი.ალასანია, ს.სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ.გამყრელიძე, ს.ზურაბიშვილი ) შუალედური ანგარიში ცესკოს 19 მაისს წარუდგინა. ამ დროისთვის ბლოკის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე სულ 74 ათას 526 ლარი იყო ჩარიცხული. „ალიანსს“ თანხები ორმა იურიდიულმა და 27–მა ფიზიკურმა პირმა ჩაურიცხეს. იურიდიულ პირებში შედიან „ალიანსში“ შემავალი პარტიები - რესპუბლიკური პარტია– 8.500.00 ლარი და ახალი მემარჯვენეები:– 3500 ლარი. „ალიანსს“ ამ პერიოდისთვის წარდგენილი აქვს მონაცეები ხარჯების შესახებაც. ამ მონაცემების მიხედვით, „ალიანსმა“ სარეკლამო რგოლებში 25 ათასზე მეტი, ხოლო ბეჭდურ მასალებში 55 ათასზე მეტი ლარი დახარჯა. საარჩევნო ბლოკმა ”ეროვნული საბჭო” ანგარიში ცესკოს 20 მაისს წარუდგინა. ამ პერიოდისთვის შემოწირულობების რაოდენობა ამ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე 117 307 ლარს შეადგენდა, ხარჯები კი– 103 467 ლარს. ეროვნული საბჭოს ანგარიშზე მაისში მოძრაობას ”სამართლიანი საქართველოსთვის” ხუთჯერ აქვს თანხა გადარიცხული - სულ 108 ათას 567 ლარი. დანარჩენი თანხა ფიზიკური პირების შემოწირულობებია. 7 ათასი ლარი აქვს ჩარიცხული „ევროვნული საბჭოსთვის“ შოთა ბურჯანაძეს, რომელიც ნოღაიდელის პარტიის თავმჯდომარეა ქუთაისში. 15 ათასი ლარი კი გია ნაცვლიშვილს, რომელიც ნაძალადევის რაიონში „ეროვნული საბჭოს“ მაჟორიტარი კანდიდატი იყო. 20 მაისს წარუდგინა ცესკოს შუალედური ანგარიში საარჩევნო სუბიექტმა ”გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, ქრისტიან -დემოკრატები”. ამ დროისთვის საარჩევნო ფონდის ანგარიშზე თავად პარტიამ 38705.32 ლარი ჩარიცხა, ხოლო ფიზიკურმა პირმა ლევან ჯაფარიძემ –10 ათასი ლარი. შუალედური ანგარიშები მაისში წარადგინეს „თოფაძე-მრეწველებმა“ და საარჩევნო სუბიექტმა ”ივანიშვილი-დემოკრატები”. პირველის ანგარიშზე თავად პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ჩარიცხა 7 ათასი ლარი, ხოლო ივანიშვილის საარცევნო ფონდის ანგარიშზე, 13 მაისის მონაცემებით, 32500.50 ლარი იყო ჩარიცხული. შეგახსენებთ, ეს არის ცესკოსთვის წარდგენილი შუალედური მონაცემები. საბოლოო ანგარიშები კი არჩევნებში წინასწარი მონაცემებით გამარჯვებულმა პარტიებმა ცესკოს 8 ივნისს უნდა წარუდგინონ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
gtn.ge- ცესკო-მ ხმების წინასწარი დათვლა დაასრულა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/4316.jpgცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების წინასწარი დათვლა დაასრულა. ცესკო-მ თბილისის მერისა და საქართველოს მასშტაბით პროპორციული არჩევნების შედეგები ყველა უბანში დათვალა. თბილისის მერის არჩევნების წინასწარი შედეგები ყველა, 774 საარჩევნო უბნის მონაცემების მიხედვით ასეთია: 1. ირაკლი ალასანია – “ალიანსი საქართველოსთვის”(ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) – 19.05 % (85861); 2. გიორგი თოფაძე – “თოფაძე – მრეწველები” – 5.19 % (23405); 3. გიორგი უგულავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 55.23 % (248915); 4. ზვიად ძიძიგური – “ეროვნული საბჭო” – 8.31 % (37434); 5. გიორგი ჭანტურია – “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” – 10.7 % (48220); 6. გიორგი ლაღიძე- პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო” – 0.14 % (633); 7. თამაზ ვაშაძე – პოლიტიკური მოძრაობა “სოლიდარობა” – 0.65 % (2950); 8. დავით იაკობიძე – “თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 0.22 % (988); 9. ნიკოლოზ ივანიშვილი – ივანიშვილი – “სახალხო დემოკრატები” – 0.51 % (2308). ქალაქ თბილისის საკრებულოს პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგები კი ასევე ყველა, 774 საარჩევნო უბნის მიხედვით ასეთია: 1. “ალიანსი საქართველოსთვის” (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) – 17.98 % (80163); 2. “თოფაძე – მრეწველები” – 6.23 % (27793); 3. პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 52.5 % (234106); 4. “საქართველოს სპორტსმენთა კავშირი” – 0.35 % (1580); 5. პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული საბჭო” – 8.25 % (36796); 6. “სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია” – 0.39 % (1746); 7. “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” – 12.03 % (53622); 8. პოლიტიკური პარტია “ჩვენი ქვეყანა” – 0.08 % (373); 9. პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო” – 0.12 % (523); 10. პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება” – 0.32 % (1434); 11. პოლიტიკური მოძრაობა “სოლიდარობა” – 0.64 % (2866); 12. “თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 0.3 % (1346); 13. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი” (სსსა) – 0.1 % (425); 14. “ივანიშვილი – სახალხო დემოკრატები” – 0.7 % (3138). წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმები პარტიებისა და ბლოკების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 1. “ალიანსი საქართველოსთვის” (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) – 9.19 % (156658); 2. “თოფაძე – მრეწველები” – 4.25 % (72426); 3. პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 65.67 % (1119647); 4. “საქართველოს სპორტსმენთა კავშირი” – 0.11 % (1834); 5. პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული საბჭო” – 6.8 % (116009); 6. “სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია” – 0.19 % (3214); 7. “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” – 11.91 % (203116); 8. პოლიტიკური პარტია “ჩვენი ქვეყანა” – 0.02 % (373); 9. პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო” – 0.03 % (523); 10. პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება” – 0.32 % (5531); 11. “მომავლის პარტია” – 0 % (57); 12. “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ) – 0.05 % (913); 13. პოლიტიკური მოძრაობა “სოლიდარობა” – 0.17 % (2866); 14. ძალოვანი ვეტერანების, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა “მამულიშვილი” – 0 % (45); 15. “თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 0.99 % (16957); 16. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი” (სსსა) – 0.08 % (1388); 17. “ივანიშვილი – სახალხო დემოკრატები” – 0.19 % (3296). Share View the full article -
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/24117_116687648352434_100000335978642_184533_3633650_n.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” კიდევ ერთმა წევრმა, კოკა გუნცაძემ დატოვა. ”ალიანსის” წარმომადგენლის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, გუნცაძემ ეს გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ მიიღო. ”ცალკეული პიროვნებები დატოვებენ “ალიანსს”, თუმცა ეს პრობლემა არ იქნება მანამ, სანამ “ალიანსში” შემავალი ყველა პარტია ერთიანია. როგორც ჩანს, კოკა გუნცაძემ თავისი ადგილი “ალიანსში” ვერ იპოვა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა. თავად კოკა გუნცაძე კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. შეეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ალიანსი საქართველოსთვის” მისმა ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმაც დატოვა. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/eurofuli_big-300x200.jpgწყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში მიწაში ჩაფლული 2 მილიონამდე ევრო იპოვეს . დიდძალი თანხა ბოჭორიშვილების ოჯახის სათბურში აღმოაჩინეს. თანხის მდებარეობის შესახებ პოლიციას ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, თანხა ნარკორეალიზატორებს ეკუთვნით, დაკავებულია ორი პირი – მევლუდ სვანიძე და ლევან კოჩაძე. ქუთაისის პოლიციაში ამასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნარკორეალიზატორთა დიდი ჯგუფი “კოკაინს” ყიდდა. IPN Share View the full article
-
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის წინ იხილეთ fanebi.com
-
ფილმის გმირი მარტიხელა გოგონაა რომელიც ყოველთვის თანატოლების ჩრდილში იყო ერთხელ მოუვა წერილი მამამისის გარდაცვალების შესახებ და მამაის მეგობართან სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება .... View the full article
-
იკერ კასილასს, რომელიც სამხრეთ კორეასთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრას მწვრთნელების გადაწყვეტილებით გამოტოვებს, დღეს ერთგვარი იუბილე აქვს. ზუსტად 10 წლის წინ მან პირველად მოირგო ესპანეთის ნაკრების მაისური და მას შემდეგ გუნდის ერთ–ერთ ყველაზე სტაბილურ წევრად შეგვიძლია მივიჩნიოთ. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/wine350-150x150.jpgღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით საქართველო ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს. კონგრესის ფარგლებშიც საქართველოს მსოფლიოს 15 ქვეყნიდან 250 დელეგატი ესტუმრება და ადგილზე მეღვინეობის განვითარებისთვის რეკომენდაციები შემუშავდება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/kongresi.jpg itvს ლინკი