Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/old_tbilisi_-_xix_century-150x150.jpgთბილისში ორი დღის განმავლობაში, ბრიტანეთის საბჭოს, გოეთეს ინსტიტუტისა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია „ძველი თბილისის იდენტობა და სული” გაიმართება. სამუშაო სემინარის გახნას თბილისის მერი გიგი უგულავაც დაესწრო, რომელმაც პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსახორციელებელი პროექტები სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/dzveli-tbilisi.jpg itvს ლინკი
  2. სლოვენიის ნაკრებმა ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ზელანდიელებს იოლად, 3:1 მოუგო და კიდევ ერთხელ დაანახა კუნძულელებს, რომ ტურნირის აშკარა აუტსაიდერები არიან იხილეთ fanebi.com
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის, ევროკავშირი-საქართველოს, საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრიის ბიზნესსაბჭოებისა და საერთაშორისო… ლინკი მედიანიუსზე
  4. მენინგოკოკცემიის სიმპტომებით თბილისის ინფექციური პათოლოგიების შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრში 3 წლის ბავშვია მოთავსებული. როგორც „მედიანიუსს“… ლინკი მედიანიუსზე
  5. საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ნიკოლოზ ლალიაშვილი ადმინისტრაციული დავებისას სახელმწიფო ბაჟის გაუქმების ინიციატივით გამოდის. როგორც მან დღეს… ლინკი მედიანიუსზე
  6. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნერბივი რესურსების სამინისტროს ორგანიზებით, ხვალ გარემოს… ლინკი მედიანიუსზე
  7. 6 ივნისს მიხეილ სააკაშვილი 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა, სადაც შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, საფრანგეთის პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს. ამის გარდა, იგეგმება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში- იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი საფრანგეთის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელება და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპია. ვიმედოვნებთ, რომ ივნისში ხელი მოეწერება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ მალე მოხდება ამ დოკუმენტის რატიფიცირებაც",- განაცხადა 4 ივნისს პრეზიდენტისპრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. პოლიტიკურ–ეკონომიკური საკითები განიხილა სააკაშვილმა რუმენეთში, ბუქარესტში, ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტს კონსტანცას პრეფექტმა უმასპინძლა. მათ საკურორტო ქალაქის 8 –კილომეტრიანი ზოლი დაათვალიერეს. სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მშენებლობებზეც ისაუბრა: „კონსტანცა, ბურგასი, ოდესა, იალტა, სევასტოპოლი, სოჭი, ტრაპზონი, სამსუნი, აი, ეს ის ქალაქებია, რომლებსაც, პრინციპში, მაინცდამაინც ბათუმს ვერ შეადარებ, მაგრამ, გარკვეულწილად, კონკურენტები არიან. ,პირველად რომ ჩამოვედით, დაახლოებით 5 წლის წინათ, ბათუმი იყო ნანგრევებში. რა თქმა უნდა, კონსტანცამ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ უნდა ყველამ გაიგოს, თუ რა გზა გამოვიარეთ. ზოგიერთი იტყვის, ნუ, დიდი ამბავი, მერე რა მოხდა, წაჭამეს ამათ ტვინი ტრაბახითო. დიდი ექსკურსია მოვაწყოთ სკეპტიკოსების, ყველა ეს ქალაქი, რომელიც ჩამოვთვალე, მოვატაროთ და შემდეგ კიდევ ერთხელ დავანახოთ, ის, რაც კეთდება აჭარაში, ჩვენი კონკურენტები არიან კანი, ნიცა, სანტროპე, ბარსელონა, სწორედ მათ უნდა მივბაძოთ და ვნახავთ, რომ შესაძლებელი ყოფილა ამ გზის გავლა. დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია შემდგომი გზის გავლაც, ჩვენი შავიზღვისპირეთის უფრო მეტი ბრწყინვალებისთვის “, -განაცხადა მიხელ სააკაშვილმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg ლოკალური არჩევნები ლოკალურ საკითხებზე და არანაირი ლანძღვა-გინება მუნიციპალური არჩევნები ისეთ ქვეყანაში, სადაც 5 მილიონზე ოდნავ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, იშვიათად იპყრობს ხოლმე უცხოური მედიის, მსოფლიოს პოლიტიკოსების და საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღებას, მაგრამ თუკი რომელიმე არჩევნები ამ მხრივ იმსახურებს იყოს გამონაკლისი, ეს საქართველოს არჩევნებია – ადგილი სადაც 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“, ორი წლის წინ კი რუსეთთან ხანმოკლე ომი იყო და დღემდე ეკალივითაა გაჩხერილი რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში. ეს არჩევნები საქართველოს პოლიტიკური ტემპერატურის გამოცდად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეფერენდუმად და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიციად გამოცხადდა. ის მოიცავდა თბილისში მერის პირველ პირდაპირ არჩევნებს – ქალაქში რომელსაც ქართული პოლიტიკის ბევრი წარმატება და მარცხი უკავშირდება. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბატონმა სააკაშვილმა მთლიანობაში გაიმარჯვა, თუმცა ვერ მიიღო დედაქალაქის ამომრჩევლების მხარდაჭერა. ამჯერად თბილისის მერმა და ბატონი სააკაშვილის ახლო მოკავშირე გიგი უგულავამ, ხმების 55%-ით მეორე ვადით გაიმარჯვა. მისმა მთავარმა მეტოქემ, ახალგაზრდა და პატივსაცემმა ყოფილმა დიპლომატმა ირაკლი ალასანიამ, ხმების 20%-ზე ნაკლები მოიპოვა. არჩევნები იდეალური არ ყოფილა (მოქმედი მერის მხარდასაჭერად აშკარად იქნა გამოყენებული სახელმწიფო სახსრები), თუმცა საქართველოსთვის ის მაინც ყველაზე სამართლიანი გახლდათ. ბატონი ალასანია ამბობს, რომ მთავრობამ მისი ფინანსური მხარდამჭერი დააშინა, თუმცა აღიარებს რომ კამპანიის სატელევიზიო გაშუქება დაბალანსებული იყო. მთავრობა ოპოზიციასთან ერთად მუშაობდა ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებაზე, თუმცა ცოტა რამ დათმო. ბატონი უგულავას გამარჯვების მიზეზი სერიოზულია: ადამიანების უმრავლესობა გრძნობს, რომ მთავრობა ადგილობრივ პრობლემებს კარგად აგვარებს. მან დააგო გზები, უზრუნველყო ელექტროენერგიით მომარაგება და ფაქტობრივად მოსპო პოლიციის კორუფცია, მაგრამ მთავრობის საქმიანობას უფრო მაღალი შეფასება აქვს, ვიდრე თავად სააკაშვილს. ეს შესაძლოა ბატონი ალასანიას უპირატესობაცაა, რომელიც ბევრის თვალში მშფოთვარე სააკაშვილზე უკეთესი ვერსიაა და რომელიც როგორც სჩანს, სამი წლის შემდეგ პრეზიდენტად იყრის კენჭს. და მაინც, ამ არჩევნების მთავარი შედეგი საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში ცვლილებაა. ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც უპირატესობას ქუჩის პოლიტიკას ანიჭებენ და ერთი წლის წინ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით თბილისის ქუჩებში კარვები გაშალეს, მარგინალიზებულები არიან. მერობის ეს ორი კანდიდატი კამპანიას არა ერთმანეთის ლანძღვა- გინებით და ჩხუბით, არამედ ისეთი საკითხების ირგვლივ აწარმოებდა, როგორებიცაა დასაქმების და ჯანდაცვის პრობლემები. „ჩვენ იმის დემონსტრირება მოვახდინეთ, რომ მთავრობის გამოწვევა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება. ნებისმიერი სხვა რამ ქაოსის და ანარქიის მომტანია“ – ამბობს ბატონი ალასანია. ქვეყანაში სადაც საპრეზიდენტო ხელისუფლება მშვიდობიანად არასდროს შეცვლილა საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, ამგვარი რეპლიკა რეალური პროგრესის მაჩვენებელია. საქართველოს ბობოქრობისთვის ბევრი ობიექტური მიზეზი გააჩნდა: ომი რუსეთთან, ქუჩის საპროტესტო აქციები და მარტში, პრო-სამთავრობო ტელევიზიის უგუნური გადაწყვეტილება, როდესაც მან ეთერში მოდელირებული რეპორტაჟი გადასცა რუსეთთან მორიგი „ომის“ შესახებ, ისე რომ მაყურებელი სიყალბის შესახებ არ გაუფრთხილებია. ასეთ პირობებში, ქვეყანას თავი საკმაოდ კარგად უჭირავს, თუმცა ყველაფერი არც ისე უსაფრთხოდაა. კვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს გადაუდებელი პრობლემები – სამუშაო ადგილები და მათი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა, ორი რამ რისი მოგვარებაც მთავრობას გაუჭირდება. ორიგინალი ორიგინალი
  9. ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ საქართველო-ირანის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლამ ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა გააღიზიანოს. მისი თქმით, საქართველო თავის პოლიტიკას დამოუკიდებლად ატარებს და თვლის, რომ ”არ უნდა დავეკითხოთ ყველას, რა გავაკეთოთ”. ნეტგაზეთმა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტს, საქართველო-ირანის ურთიერთობების გეოპოლიტიკურ ჭრილში განხილვა მას შემდეგ სთხოვა, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 22 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსა და ირანის ურთიერთობაში ”ახალი ეტაპი” დაიწყო. თბილისი იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, ამ განცხადებას წინ უძღოდა 18 მაისს, საქართველოში ირანის ახალი ელჩის, მეჯიდ საბერმისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდეგ ინგლისურენოვანი Tehran Times იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი თბილისში დაპატიჟა. საქართველოს პრეზიდენტმა 25 მაისს უარყო, რომ ირანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გადაწყვეტილია და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გეგმავს თეირანში ვიზიტს, ეკონომიკური საკითხების განსახილველად. ”ირანის ლიდერს ჰქონდა მოწვევა ოთხი თუ ხუთი წლის წინ. იმის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა ამ ურთიერთობებში,”- განაცხადა სააკაშვილმა. მაისშივე ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე პოლიტიკური განცხადება გააკეთა როგორც ქართულმა, ისე ირანულმა მხარემ. საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ”მედიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რასაც მოჰყვა 21 მაისს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამინ მეჰმან-ფარასტისა და ირანელი ჟურნალისტების ჯგუფის თბილისში სტუმრობა. პრესმდივანმა განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი საქართველოს, სავარაუდოდ, ივნისში ეწვევა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვაზე ირანის ელჩმა საქართველოში 2006 წლის იანვრის ენერგოკრიზისი გაიხსენა, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ორი გაზსადენის აფეთქებას მოჰყვა და განაცხადა, რომ მაშინ ირანმა მზადყოფნა გამოხატა გაზით დახმარებოდა საქართველოს. 2006 წლის 30 იანვარს ნიკა გილაურმა, ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა, რომელიც მაშინ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი იყო, ირანული გაზის მოწოდება საქართველოში ასე შეაფასა: "ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა - საქართველოს სამი ქვეყნიდან [რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი] შეუძლია გაზის დივერსიფიცირებული მიღება... ანუ ქვეყანა ნებისმიერი - ტექნიკური თუ სხვა რაიმე პრობლემის შემთხვევაში, 2–3 ქვეყნიდან მიიღებს გაზს“ . 35-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ირანული გაზი კვლავ შემოვიდა, მას შემდეგ, რაც სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა, 30 იანვარს, მარნეულში აზერბაიჯანიდან შემომავალი გაზსადენის ონკანი საჯაროდ გახსნა.მან დასძინა: "ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ეს [ირანული გაზი] ფორსმაჟორულ რეჟიმში გვქონდეს ყოველთვის დარეზერვებული იმისათვის, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება საქართველოს გაზით მომარაგებას“. "ეს [ირანული გაზი] ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ და შევინარჩუნებთ კიდეც ამ ალტერნატივას“, - განაცხადა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 2006 წლის 29 იანვარს. თუმცა, 2006 წლის 27 ნოემბერს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა გაზეთ "კვირის პალიტრა" –სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ენერგოსაკითხებში გრძელვადიანი და სტრატეგიული პარტნიორობა მიუღებელია. მისი თქმით, აშშ-ის პოზიცია ემყარება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ირანზე და მის ბირთვულ პროგრამას. "მე არ ვიცი რა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. რაც შეეხება ირანთან ენერგეტიკის სფეროში ჩვენს ურთიერთობებს, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ირანთან ენერგეტიკული ურთიერთობები. ჩვენ წელს ალბათ ვიყიდით ირანიდან გაზს და ჩვენ გვექნება ირანთან ელექტროენერგიის გაცვლა“, – განუცხადა ჟურნალისტებს 2006 წლის 27 ნოემბერს ზურაბ ნოღაიდელმა. 2008 წლის 24 სექტემბერს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში აგვისტოში მომხდარ ომში ნატოს ”პროვოკაციებია” დამნაშავე : ”საქართველოს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხების სიცოცხლე, საკუთრება და უფლებები ემსხვერპლა ნატოს და ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს ტენდენციებს და პროვოკაციებს და სიონისტების ფარულ ქმედებებს.” 10 მაისს ობამამ კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა სთხოვა და განაცხადა, რომ ”სიტუაცია საქართველოში აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისათვის”. 2008 წელს ბუშმა იგივე ხელშეკრულება საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო შეაჩერა. „ეჭვი მეპარება, რომ ეს (საქართველო-ირანის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა) იყოს პასუხი ობამას განცხადებაზე“,- ამბობს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. კახა გოგოლაშვილი: „რა თქმა უნდა, არ შეიძლებაზუსტად ვიცოდე, მაგრამ ვფიქობ, რომ საქართველოს ადმინისტრაცია ატარებს ინტენსიურ კონსულტაციებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე. ოფიციალური ჩარჩოც არსებობს კონსულტაციებისათვის და არაოფიციალური წყაროებიც. არა მგონია საქართველომ ასე რადიკალურად შეცვალოს თავისი პოლიტიკა, მაშინ როდესაც შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ საქართველო დაკარგავს შეერთებული შტატების მხარდაჭერას, პრაქტიკულად, ჩვენი ბედი გადაწყვეტილია“. "რესპუბლიკელმა" სენატორმა, ჯონ მაკკეინმა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გააკრიტიკა და "მოკავშირე ქვეყნების მიტოვებაში" დაადანაშაულა. ნიქსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას სენატორმა უკმაყოფილება გამოთქვა ობამას მიერ აშშ-ის კონგრესისთვის ხელახალი რატიფიცირებისთვის რუსეთთან ბირთვული შეთანხმების გადაგზავნის გამო და აღნიშნა, რომ "აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და იქ სამხედრო ბაზებს აშენებს". ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი მიიჩნევს, რომ ობამას ადმინისტრაცია ყოფილ მეტოქეებთან საერთო ენის გამონახვას და დაახლოებას ცდილობს. „ხანდახან ამ დაახლოების დროს, ცოტა არ იყოს, უკანა პლანზე გადააქვს მეგობრები და არა მხოლოდ საქართველო. ბევრი ჩივის ამაზე, იგივე აღმოსავლეთ ევროპა. ვნახოთ ეს პრობლემა რამდენ ხანს გაგრძელდება, ჯერ ნაადრევია განაჩენის გამოტანა. მისივე თქმით, კონგრესმენების დიდი ნაწილი, რესპუბლიკელები აპროტესტებენ ობამას ამ ინიციატივას. ექსპერტი ვარაუდობს, რომ წელს არჩევნების შემდეგ კონგრესი მეტი რესპუბლიკელით დაკომპლექტდება. „ჩვენ, სამხრეთი კავკასია, ვართ სამკუთხედში. თუ ჩვენ ყველა მეზობელთან კარგად არ ვიქნებით, ბერმუდის სამკუთხედი გვექნება. რუსეთთან ვერ ვართ კარგად, კიდევ კარგი თურქეთთან სხვაგვარადაა, ირანთან ინტენსიური ურთიერთობაა საჭირო, რადგან მეზობელია, პრაქტიკულად რეგიონში სუპერძალაა. რამდენიმე წელია ვცდილობთ, ჩვენს შორის ვაჭრობა გაიზარდოს: არის სფეროები ეკონომიკაში, მაგალითად, ენერგეტიკა, სადაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა, - ამბობს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალიკა რონდელი. რონდელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ მეზობელთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს: „ეს არც ახალი მოკავშირეის ძებნაა და არც არაფერი, როგორც იყო ყველაფერი ისეა. მაგრამ ფაქტია - ჩვენ ირანთან ცოტა უფრო მეტი ინტენსიფიცირება გვჭირდება ურთიერთობების, განსაკუთრებით ეკონომიურის... როგორც ჩანს, ახლა ის პერიოდია, რომ ყველაფერი უნდა გამოიყენო. კარგ დიასახლისს ხანდახან თუ შემოაკლდება ფული, უყურებს განჯინაში რა უდევს. ფაქტია, საქართველოს ახლა ისე არ ულხინს, რომ იგნორირება გაუკეთოს იმ პოტენციალს, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაშია“. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს, ეჭვი არ ეპარება მაკკეინის მხრიდან საქართველოს მხადაჭერაში. თუმცა, მისი თქმით, მაკკეინი ახლა ოპოზიციაშია და, შესაძლოა, მისთვის უფრო ადვილია ობამას კრიტიკა საქართველოს საკითხთან მიმართებაში. „მაკკეინი რომ მოსულიყო, შესაძლოა იგივე გადაწყვეტილება მიეღო. ან ვთქვათ, ბუში რომ დარჩენილიყო პრეზიდენტად და საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებიდან ორი წელი გასულიყო, რამდენად დარჩებოდა ასეთ დაძაბულ ურთიერთობებში შეერთებული შტატები რუსეთთან - გააგრძელებდა თუ არა ბირთვულ შეიარაღებაზე მოლაპარაკებებს? ბუშის მხრიდან იმ მოკლე მონაკვეთში რუსეთთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სრულიად ლოგიკური იყო. ეს რუსეთზე ზეგავლენის ბერკეტი აღმოჩნდა მის ხელში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა მას ისევ გაეგრძელებინა მოლაპარაკებები, ზუსტად ისე, როგორც ობამამ გააგრძელა“. ეკონიმისტი ნოდარ ხადური ამბობს, რომ საქართველოს ბაზარი დღესაც საკმაოდ ათვისებული აქვს ირანს. ძალიან ბევრი პროდუქცია შემოდის ირანიდან, მაგრამ, საქართველოს ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე, ეს გადამწყვეტი არ არის ირანისთვის: „ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, რომ ირანი გარკვეულწილად იზოლაციაშია როგორც პოლიტიკურ, ისევე ეკონომიკური კუთხით. ამიტომ გარკვეული დაძაბულობის მომტანი შეიძლება იყოს. თუმცა, საქართველო ენერგო რესურსების თვალსაზრისით არ არის დამოკიდებული ირანზე, გაზი შემოდის აზერბაიჯანიდან, საქართველოს აქვს საშუალება გაზი მიიღოს რუსეთიდან, შესაბამისად, ეს დივერსიფიცირებულია. ამდენად, ეს თვალსაზრისიც - ირანი საქართველოდან დიდ ფულ მიიღებს და შემდეგ ამ ფულს გამოიყენებს ისეთი მიზნებისათვის, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურები ან ატომური შეიარაღება, არ იქნება გადამწყვეტი. ცხადია, საქართველო ასეთი ბაზარი ვერ გახდება ირანისთვის, შესაბამისად, არ მგონია, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან გახდეს ამგვარი დაძაბულობის მატარებელი.“ ხადურის აზრით, მთავარია, საქართველომ არ მიიღოს მონაწილეობა ირანის ატომური პროგრამების განხორციელებაში და ხელი არ შეუწყოს ამ პროგრამების განხორციელებას: „იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ირანიდან დიდი რაოდენობით ინვესტიცია შემოვა საქართველოში“. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. კომპანია ”ელიტ ელექტრონიქსი,” რომელიც თიბისი ბანკმა 2008 წელს 80 მილიონ ლარად შეაფასა, ორი წლის შემდეგ, 2010 წლის 7 მაისს, 116 ათას ლარად, თვითონვე შეისყიდა. ანზორ ქოქოლაძე, ”ელიტ-ელექტრონიქსის” დამფუძნებელი და ამჟამად აქციების 15 პროცენტის მფლობელი, აქციების 55 პროცენტის გასხვისების ბათილად ცნობის შესახებ საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. მანამდე თიბისი ბანკმა ”ელიტ-ელექტრონიქსის” გადახდისუუნარობაზე აღძრა საქმე და მოიგო. 23 თებერვალს კი, ბანკმა არსებული მენეჯმენტი დაითხოვა და ახალი სამეურვეო საბჭო დააკომპლექტა. ქოქოლაძე აცხადებს, რომ ეს იყო ”არაკეთილსინდისიერი” ქცევა ბანკისგან, რადგან მათ არასოდეს დაურღვევიათ საკრედიტო ხელშეკრულება. ასე რომ, ქოქოლაძისთვის სასამრთლოს განაჩენი ”კომიკურიც” კი იყო და თვლის, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო. ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ არსებობის 14 წლის მანძილზე კომპანიას არასოდეს არ გადაუვადებია კრედიტების გადახდა, მაშინაც კი, როდესაც ომი იყო და კომპანიის გაყიდვები 60-65 პროცენტით დაეცა. მისივე თქმით, სანამ ეს სასამართლო პროცესი შედგებოდა, 2009 წლის მაისში, თი-ბი-სი ბანკმა კომპანიის ხელმძღვანელობას აქციების 51 პროცენტის, ანუ საკოტროლო პაკეტის, შეძენა შესთავაზა, რაზეც, კომპანიამ უარი განაცხადა. სასამართლოში საქმის მოგებით, ბანკმა მიიღო მართვის უფლება და აქციების 55 პროცენტი, რაც კომპანია ”ელიტ ელექტრონიქსს” თიბისი ბანკში დაგირავებული ჰქონდა 5,5 მილიონ დოლარად. ”ჩვენს მიერ გააზრებული იყო, რომ 55 პროცენტს რომ ვდებდით გირაოში, ვიცოდით, რომ გადავიხდიდით”, -ამბობს თენგიზ ნაგერვაძე, ”ელიტ-ელექტრონიქსის” ყოფილი ფინანსური მენეჯერი. ქოქოლაძის თქმით კი, კომპანიის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა და ხელმძღვანელობის შეცვლა იმისათვის დასჭირდა, რომ, საქმის მოგების შემთხვევაში, საკუთარ მენეჯმენტს მოიყვანდა და საკრედიტო ხელშეკრულებას განგებ დაარღვევინებდა. ხელშეკრულების პირობების დარღვევა პირველად სწორედ ახალი მენეჯმენტის მოსვლას დაემთხვა. “ელიტ ელეტქრონიქსის” ყოფილმა თანამშრომელმა ნეტგაზეტს მიაწოდა დოკუმენტი, სადაც თიბისი ბანკის დირექტორი ვახტანგ ბუხრიკიძე სწერს ანზორ ქოქოლაძეს, რომ პირველად კომპანია “ელიტ ელექრტონიქსმა” კრედიტით დადებული ხელშეკრულება 2010 წლის 15 მარტს დაარღვია, ანუ ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ. შემდეგ, ბანკმა ხელახლა გადაწყვიტა კრედიტის გაცემა 500 ათასი ლარის ოდენობით. ”ეს ალოგიკურია, რადგან თუ ”ელიტ ელექტრონიქსმა” არსებული სესხის დაფარვა ვერ მოახერხა, მასზე ახალი სესხი რატომ გაიცა?” - კითხულობს ქოქოლაძე. თიბისი ბანკი კონრეტული კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თამარ კირვალიძე აცხადებს: “თუ ანზორ ქოქოლაძეს მიაჩნია, რომ რომელიმე გადაწყვეტილება უკანონოდ იქნა მიღებული, მას შეუძლია სასამართლოში წავიდეს”. კირვალიძე დასძენს, რომ ყოფილმა ხელმძღვანელობამ კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა და ამიტომ მოხდა ძველი მენეჯმენტის ჩანაცვლება ახლით. ამის საპასუხოდ, ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ ახალი მენეჯმენტის მოსვლამდე, მათ არასოდეს არ დაურღვევიათ საკრედიტო პირობები, რასაც კირვალიძე არ ეთანხმება, თუმცა არგუმენტის გასამყარებლად დოკუმენტაციის მოწოდებაზე უარს აცხადებს. აქციების 55 პროცენტის გასხვისების შესახებ ანზორ ქოქოლაძეს 28 მაისს, აქციების გასხვისებიდან 21 დღის შემდეგ, შეატყობინეს. ”თიბისი ბანკის შვილობილმა კომპანია ”თიბისი ბროკერმა” თითქოს ეძება კლიენტი და სხვა ვერავინ იპოვა, გარდა თიბისი ბანკისა და 116 ათას ლარად გაასხვისა კომპანია”, - ამბობს თენგიზ ნაგერვაძე - ”ელემენტერული ჭეშმარიტებაა, რომ პირველი შეთავაზება მაინც არსებულ მფლობელზე უნდა გაკეთებულიყო, რაც არ მომხდარა ”თიბისი ბანკის მხრიდან.” თიბისი ბანკის ყოფილი ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, ამჟამად კომპანია ”ელიტ-ელექრონიქსის” დავალიანება თიბისი ბანკის მიმართ შეადგენს დაახლოებით 6 მილიონ ლარს, რომელსაც, ქოქოლაძე იმედოვნებს, რომ კომპანია 2012 წელს დაფარავს. ამჟამად, კომპანია ”ელიტ-ელექრონიქსის” აქციების 55 პროცენტს ფლობს თიბისი ბანკი, 30 პროცენტს - ბანკი რესპუბლიკა (აქციები კომპანიას დაახლოებით 2 მილიონი ლარის სესხის დაბრუნების შემდეგ დაუბრუნდება) და 15 პროცენტი ეკუთვნის დამფუძნებელს - ანზორ ქოქოლაძეს. ახალი სარჩელით, ქოქოლაძე 55 პროცენტის გასხვისების შესახებ გარიგების გაბათილებას და ძველი მენეჯმენტის დაბრუნებას თხოვს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. როგორც იცით ლონდონის "ჩელსის" ინგლისელ ნახევარმცველს ჯო კოულს ამ წელს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით რჩება მადრიდის "რეალს" კი გადაწყვეტილი აქვს მისი გუნდში უფასოდ მოყვანა. იხილეთ fanebi.com
  12. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01365/steven_gerrard_1365600c.jpg რაფაელ ბენიტესი – ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო შეენარჩუნებინა გუნდის ლიდერები. ახლა კი “ლივერპულის” კაპიტანმა შესაძლოა დატოვოს გუნდი. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ესპანელი სპეციალისტის განთავისუფლების შესახებ, ესპანურმა გამოცემა Marca-მ განაცხადა, რომ სტივენ ჯერარდის “რეალში” გადასვლა გაცილებით რეალური გახდა, ვიდრე აქამდე. “ბლანკოსი” უკვე დიდი ხანია ცდილობს ჯერარდთან აწარმოოს მოლაპარაკებები, მაგრამ 50 წლის ესპანელი სპეციალისტის დიდი წინააღმდეგობის შედეგად ამას აქამდე ვერ ახერხებდა, ახლა კი გზა ხსნილია. ბენიტესის განთავისუფლების შემდეგ, მრავალ ესპანურ და ბრიტანულ პრესაში გამოჩნდა შესაძლო ტრანსფერის ახალი დეტალები: ფლორენტინო პერესი 30 მილიონ ევროს იხდის 30 წლის ფეხბურთელში, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა კი მზადაა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და განიხილოს ეს შემოთავაზება. თავად ფეხბურთელი კი, რომელიც უარზეა დატოვოს მშობლიური კლუბი სხვა ინგლისური კლუბის გამო, არ უარყობს მადრიდის “რეალს”. View the full article
  13. აზერბაიჯანის მილი მეჯლისი 8 ივნისს ქვეყნის ახალ სამხედრო დოქტრინას დაამტკიცებს, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანს აქვს უფლება, საკუთარ ტერიტორიაზე… ლინკი მედიანიუსზე
  14. ევროკომისიამ საქართველოს 2010 წლის სამოქმედო გეგმა დაუმტკიცა, რომლის ფარგლებში, ოფიციალური თბილისი 37 მილიონ ევროს მიიღებს. ევროკომისიის ცნობით,… ლინკი მედიანიუსზე
  15. ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ხანძარს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტმა ადამიანმა კი, სერიოზული დამწვრობა მიიღო. დაღუპულთა შორის… ლინკი მედიანიუსზე
  16. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01650/fans2_1650046c.jpgყველაფერი ეს, რაც ახლა ლივერპულის თავს ხდება, ცუდი სეზონები და ბენიტესის გაშვება, ფანების აზრით, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელი მფლობელების ბრალია. ისინი გამოდიან ქუჩაში და მოითხოვენ მხოლოდ ერთს: იანკებმა დატოვონ კლუბი, თანაც ახლავე! … ყველა დარწმუნებული იყო, რომ რაფაელ ბენიტესი დარჩებოდა კლუბში, ამაში არც თავად ეპარებოდა ეჭვი და აქტიურად ეძებნდა ახალ ფეხბურთელებს. მას შემდეგ, რაც იგი ერთ ღამეს დაიბარეს და აუწყეს, რომ ტრანსფერებისთვის გამოყოფილი თანხა იქნებოდა მინიმალური, მწვრთნელმა თავისი პოსტი დატოვა. წელისადში საშუალოდ 10 მილიონი ევრო, ეს სწორედ ის თანხა იყო, რასაც ბენიტესს ტრანსფერებისთვის აძლევდნენ. ამის მოთმენას კი ესპანელი აღარ აპირებდა. როდესაც კლუბს სათავეში “ჩელსის” გულშემატკივარი, მარტინ ბრაუტონი უდგას, ალბათ გასაკვირი არც არაფერია … შეიძლება ითქვას, მის დაკისრებულ მოვალეობას სრულებით არ ასრულებს, რადგან ისეთი კლუბი, როგორიც “ლივერპულია” ძნელი გასაყიდი არ უნდა იყოს, მითუმეტეს ისე იაფად, როგორც ამერიკელები აფასებდნენ, სხვა გრანდებთან შედარებით, თუნდაც ავიღოთ “მილანი”, რომელიც ახლა ორჯერ ძვირია “წითლების” გუნდზე. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი, ავტორის აზრია … ლივერპულელებმა დაიწყეს აქციები. – რას ითხოვენ ისინი? – ამერიკელების წასვლას! – როდის? – ახლავე! 500 კაციანმა მომიტინგე ჯგუფმა გუშინ პროტესტის ნიშნად დაწვა ამერიკის დროშები. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/03/article-0-09E07D08000005DC-274_233x401.jpg განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ S.O.S. -ის წევრები (Spirit Of Shankley), რომლებიც აქტიურად ითხოვენ ამერიკელების გადაყენებას რაც შეიძლება მალე. მათი თქმით ყველაფერი, რაც ახლა ხდება სწორედ ჯილეტისა და ჰიკსის ბრალია. <p style="text-align: left;"> View the full article
  17. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული მხარე ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან ასევე წარმომადგენელს აგზავნის ესპანეთში, რათა შედგეს მჭიდრო კონტაქტი და გაღრმავდეს თანამშრომლობა ესპანელ სამართალდამცველებთან ორგანიზებულ დანააშაულის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის წარმოებაში. ეს განცხადება სააკაშვილის სახელით პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგაკლაძემ დღეს გააკეთა. მისივე თქმით ჩატარებული სპეცოპერაციის გამო საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის იმ პოლიციელებს, რომლებიც ჩართული იყვნენ და მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში. 3 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დამნაშავეთა კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც სამართალდამცავების ცნობით, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან - პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებები შემოქონდათ. შემოსული კოკაინი ფოთის პორტიდან ფარულად ქუთაისში იყრიდა თავს, საიდანაც კოკაინი გარკვეული პერიოდის შემდეგ მცირე პარტიებით უკვე სარფის გავლით თურქეთში გადაჰქონდათ. შემდეგი მარშუტი კი ევროპაში იყო. ამჯერად საქართველოში შემოტანილი კოკაინი გემზე ჯართში იყო დამალული. სამართალდამცველებმა 3 ივლისს გეგუთში ერთერთი ეჭვმიტანილის სახლის ეზოში სათბურში დამარხული მილიონ შვიდასიათასი ევრო ამოიღეს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამოღებული თანხა, რომელიც მილიონ შვიდასიათას ევროს შეადგენს, მოხმარდება პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შეძენას. ქართველი სამართალდამცველები დღეს დილით ესპანეთში გაემგზავრნენ, სადაც გამართავენ შეხვედრებს თავიანთ ესპანელ კოლეგებთან, რათა მოხდეს ნარკოტრაფიკის ერთერთი მთავარი ორგანიზატორის ნუგზარ ბოჭორიშვილის დაკავება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. დღეს ათონელის თეატრში 46 პატიმრის ავტორობით შედგენილი წიგნის - “სამყარო გისოსებს მიღმა” პრეზენტაცია გაიმართება. “წიგნში ლექსები… ლინკი მედიანიუსზე
  19. David_Guetta_feat._Akon- Sexy ვიდეო კლიპი View the full article
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/31_agv_citeli_jvari.gifდღეს 14 საათზე ხელი ეწერება ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას (swjs) შორის საქართველოში ნაღმებისა და ომის ფეთქებადი ნარჩენების (ofn) მსხვერპლთა შესახებ არსებული მონაცემებისა და მათ საჭიროებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის შესახებ. ხელმოწერა გაიმართება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ოფისში ჯ.კახიძის #15 გაიმართება იხილეთ epn.ge
  21. ფარმაცევტულმა კომპანია „ავერსმა“ ახალი აფთიაქი „ავჭალა“ გახსნა. როგორც “მედიანიუსს“ „ავერსში“ განუცხადეს, საქართველოს მასშტაბით ეს უკვე… ლინკი მედიანიუსზე
  22. გალის რაიონში წუხელ სოფელ რეფის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი კაცია საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა, თორნიკე კილანავამ გვაცნობა, რომ კაციას მკვლელობის მიზეზი რეფისა და გალის რაიონის სოფლების მოსახლეობისგან ამოღებული გადასახადის განაწილება გახდა. კილანავას ინფრომაციით, აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილების მხრიდან, დაბალი ზონის სოფლებში კონტროლს ეწინააღმდეგებოდა. ასეთი დაპირისპირება კი კაციას ლიკვიდაციით დასრულდა. ”კაციას ჰქონდა დავალება აფხაზური ადმინისტრაციისგან, რომ მოსახლეობისგან მას აეკრიფა და სამეურნეო ნაწარმი აეკრიფა. იგი ახორციელებდა რეკეტს და მოსახლეობას მონურად ამუშავებდა. მაგალითად, მას ჰქონდა საზამთროს მეურნეობა, სადაც 30-მდე ქართველს ყოველდღიურად ყოველგვარი ჯამაგირის გარეშე ამუშავებდა”, - აცხადებს კილანავა და ამბობს, რომ სწორედ ამის დათმობა არ უნდოდა კაციას რუსი სამხედროებისთვის, რომლებსაც გალის რაიონში ძალაუფლების აღება სურთ. ”ჩვენი ინფორმაციით, კაციას მანქანაში მყოფი სამი თუ ორი აფხაზი დაიჭრა, რომლებიც გალის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - ამბობს კილანავა. დიმიტრი კაციას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გმირის წოდება მიანიჭა. სოფელ რეფის მაცხოვრებლები ასე ახასიათებენ მას: ”სოფლის გამგებლად დანიშვნის შემდეგ მოსახლეობას კარგ საქმეებს უკეთებდა”, - ამბობს რეფელი მამაკაცი და განაგრძობ მოყოლას - ”კაციამ ელექტროენერგიის პრობლემა მოგვიგვარა. სოფელს შეჩვეული იყო და იცოდა მოსახლეობის პრობლემებიც”, - გვითხრა რეფელმა მამაკაცმა, რომელმაც დიმიტრი კაციას ლიკვიდაცია დაგვიდასტურა და მკვლელობის საკუთარი ვარაუდები გვითხრა: ”ზოგი ამბობს, რომ კაცია რუსებთან დაპირისპირების გამო მოკლეს. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ აფხაზებმა დაცხრილეს”, - გვითხრა რესპოდენტმა. მიმდინარე კვირაში გალის რაიონში ეს რიგით მეორე მკვლელობაა. 2 ივნისს სოფელ საბერიოსკენ მიმავალი აფხაზი მებაჟეების ავტომანქანა ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს. გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ორი აფხაზი მებაჟე. მაშინ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, გალის რაიონში მებაჟეებზე თავდასხმის გამო, ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა საიდ ტარკილმა სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ დივერსიული აქტი საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა განახორციელეს. თავის მხრივ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა ირწმუნებოდა, რომ დაპირისპირება აფხაზებს და რუს სამხედროებს შორის მოხდა და მიზეზი გალის რაიონის მოსახლეობისგან იძულებით მიღებული თანხის განაწილება იყო. აფხაზეთის დევნილი მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ რუს და აფხაზ მესაზღვრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ხშირია, რაც სამხედროების ლიკვიდაციით სრულდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. http://pictures.directnews.co.uk/liveimages/Pepe%20Reina_2041_18835999_0_0_7001287_300.jpg პეპე რეინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა “ლივერპულში” დარჩენა მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ბენიტესი გაანთავისუფლეს. პეპე რეინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა “ლივერპულში” დარჩენა მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ბენიტესი გაანთავისუფლეს. მეკარემ, რომელიც ბენიტესის ერთ-ერთ საუკეთესო შენაძენად ითვლება, გამოხატა თავისი მწუხარება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, იგი ძალზედ დამწუხრებულია ბენიტესის ენფილდიდან წასვლით. “ასეთი ფაქტები ყოველთვის სამწუხაროა”. “რაფა იყო პიროვნება, რომელიც მე ყოველთვის მენდობოდა. მე მინდა მას ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო”. “მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, მე “ლივერპულთან” 6 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს”. View the full article
  24. გუშინ გორის რაიონის სოფელ კირბალიდან გატაცებულ ნუგზარ თაყაძეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი, სავარაუდოდ, სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებს. ამის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...