planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/budget-150x150.jpgმთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 215 მილიონით გაზრდას გეგმავს. ოპოზიცია ამის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, თვლის რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტში პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული. პეტრიაშვილის განცხადებას, რომ დამატებითი ხარჯები ძირითადად სოციალურ პროგრამებს მოხმარდება, პეტრე მამრაძე არ ეთანხმება. „ქრისტიან-დემოკრატები”აღნიშნავენ, რომ ცვლილებათა წარმოდგენილი პროექტი ქვეყანაში არსებული პრობლემების არაადეკვატურიაა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/biujet.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg დენის მაკშეინი საქართველოში ახლახანს ჩატარებული არჩევნები შეფასდა, როგორც „თავისუფალი და სამართლიანი“, თუმცა ქვეყნის ოპოზიცია ფრაგმენტულია. დენის მაკშეინის თქმით, მოწიფული დემოკრატიისკენ სვლისთვის პარლამენტი საუკეთესო ფორუმია, მაგრამ მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს საქართველო და მისი რთული ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან რუსეთთან 30 მაისს BBC-ის მსოფლიოს ახალი ამბების ვებ-გვერდზე იმ იმედით შევედი, რომ საქართველოს არჩევნების მიმდინარეობას გავცნობოდი. თბილისში, ამ ქალაქის ისტორიაში პირველად, მერის პირდაპირი არჩევნები (პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საკვანძო დემოკრატიული რეფორმა) და იმავდროულად ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებიც იმართებოდა. ამ არჩევნებით უნდა გარკვეულიყო, თუ რა მხარდაჭერით სარგებლობდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი რომელსაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს იმის ტესტი იყო, თუ რამდენად ერთგულია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დემოკრატიული პრინციპების და დასავლური ტიპის დემოკრატიის მშენებლობისკენ სწრაფვის. ვებ-გვერდზე ვერაფერს, ვერანაირ ცნობას ვერ მივაგენი, ყოველ შემთხვევაში ბრიტანეთისთვის. რაღაც თვალსაზრისით ეს კარგიც იყო, რომ თბილისის არჩევნები ახალ ამბებში არ მოხვდა: ეს იმის ნიშანი გახლდათ, რომ ყველაფერი მშვიდად და სკანდალის გარეშე მიმდინარეობდა და მაინც სირცხვილია ამის არ აღნიშვნა, რადგან იმის მიუხედავად რომ „მხოლოდ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, მას ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის განვითარებადი დემოკრატიული ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოსთვის – ვიფიქრე მე. თუმცა, ხშირად კარგი ახალი ამბავი „ახალი ამბების არ არსებობაა“. პრო-მოსკოვურმა Russia Today-მაც კი ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა ვერ მოძებნა, თბილისის არჩევნების შესაფასებლად. ორშაბათს, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული მისიის ანგარიშში ითქვა, რომ ამ წლის არჩევნებში საქართველომ „აშკარა პროგრესს“ მიაღწია. მისიის ხელმძღვანელის ოდრი გლოვერის თქმით – „ეს არჩევნები გამოირჩეოდა აშკარა გაუმჯობესებით და ხელისუფლების მისწრაფებით პრობლემებისთვის მათი წარმოქმნისთანავე მიეხედათ“. ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციამ განაცხადა, რომ არჩევნები – „ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე გადადგმული რეალური ნაბიჯია“. საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების სამართლიანობა ეჭქვეშ არ დაუყენებიათ. დიახ, რამდენიმე ძალიან უმნიშვნელო „დარღვევა“ და ხმამაღალი ბრალდება ერთ თუ ორ საარჩევნო უბანზე იყო, მაგრამ მსგავსი რამ რომელ არჩვენებზე არ ხდება? მთავარია ევროპამ განაცხადა, რომ საქართველოს არჩევნები „თავისუფალი და სამართლიანი“ იყო და პროგრესი შეიმჩნევა. მნიშვნელოვან მომენტად იქცა ის, რომ სააკაშვილმა ყური დაუგდო და გაითვალისწინა ის კრიტიკა, რომელიც წინა არჩევნების მისამართით ისმოდა მას შემდეგ, რაც ის 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” გზით ხელისუფლებაში მოვიდა. გასული წელს თბილისში დემოკრატიული რეფორმების სერიოზული პროცესი დაიწყო. გატარდა საარჩევნო სისტემის და საარჩევნო კოდექსის რეფორმები, სახელმწიფოს მხრიდან გაიზარდა ოპოზიციური პარტიების დაფინანსება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად დაინიშნა სპეციალური უწყებათაშორისი კომისია, ხელმძღვანელობამ უზრუნველყო არჩევნებზე დიდი რაოდენობის დამკვირვებელთა მოზიდვა, ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩატარდა სატელევიზიო წინასაარჩევნო დებატები (როგორც ეს ახლახანს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა) და C-Span-ის და BBC Parliament-ის მსგავსი სპეციალური საპარლამენტო არხი დააფუძნა. ყველა ამ რეფორმის განხორციელებისთვის მთავრობამ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოიზიდა, მოიწვია რა ისინი კონსულტანტების სახით. ოპოზიციის წევრები ისეთ ორგანიზაციებში შეიყვანა, რომლებიც რეფორმების განხორციელებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ზოგიერთები აცხადებენ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში „ფერადი რევოლუციები“ მოკვდა, მხოლოდ იმის საფუძველზე რომ უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუციიდან“ ხუთი წლის შემდეგ მისი გმირი ვიქტორ იუშჩენკო პრეზიდენტის პოსტზე პრო-მოსკოვურმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეცვალა. 30 მაისის არჩევნების დროს, სააკაშვილის მმართველმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა: ხმების 55% თბილისის მერის პოსტზე მისმა კანდიდატმა გიგი უგულავამ მოიპოვა. ოპოზიციის წამყვან კანდიდატს ირაკლი ალასანიას მხარი ამომრჩევლების 20%-მა დაუჭირა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში მესამე ვადით ვერ დარჩება. ამიტომ 2013 წელს, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ის მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც სათავეში ჩაუდგა „ვარდების რევოლუციას“, შვიდი წლის შემდეგაც საქართველოში ყველაზე პოპულარულ ძალად რჩება, 2008 წლის ომის მართვის გამო მისი მისამართით ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად. მაგრამ ვიდრე „ვარდების რევოლუცია” საქართველოში აშკარად ცოცხალი და წარმატებულია, დღეს თბილისში ტრიუმფის აღნიშვნის დრო არ არის. შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი, რაც ბოლოდროინდელი არჩევნების დროს გამომჟღავნდა, ქვეყანაში ძლიერი და ერთიანი ოპოზიციის არ არსებობაა. სააკაშვილმა თამაშის თანაბარი პირობების შექმნისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ის რაც მან ვერ შესძლო – დაქსასული ოპოზიციის პოპულარობის გაზრდაა. ეს თავად ოპოზიციის ლიდერების საქმეა, იგივე ალასანიასი რომელიც დასავლეთის აზრით, ნდობის თვალსაზრისით ყველაზე ღირსეული კანდიდატია. მან უნდა განაგრძოს პოლიტიკაზე და არა პიროვნებებზე საუბარი. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის ჯანდაცვის რეფორმაზე, რამდენიმე საინტერესო ინიციატივით გამოვიდა. ის მარცხშიც სულგრძელი აღმოჩნდა, განაცხადა რა რომ არჩევნები „ნამდვილი“ იყო – „თბილისმა არჩევანი გააკეთა“. დედაქალაქში შარშანდელი აქციები, რომლის დროსაც პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ მარცხით დასრულა. მაშინ დაახლოებით ცხრა დაქსაქსულ ოპოზიციურ პარტიას პოლიტიკური ბრძოლის წარმოების სხვა უნარები არ გააჩნდა. მადლობა ღმერთს, სიტუაცია იცვლება. საქართველოში პოლიტიკური ცვლილებებისთვის ქუჩაში გამოსვლის ტრადიცია ყოველთვის ძლიერი იყო და წინა რეპრესიული რეჟიმების დროს ამგვარი პრაქტიკა ამართლებდა, მაგრამ ახლა ოპოზიციამ კონცენტრაცია საპარლამენტო და არა ქუჩის ბრძოლაზე უნდა გააკეთოს. ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი, რომელმაც პარლამენტში საკუთარ ადგილზე უარი განაცხადა, ამის გაცნობიერებას იწყებს და ეს შესანიშნავია. პარლამენტი ადეკვატური და ყველაზე ეფექტური ფორუმია, რომელიც მოწიფულ დემოკრატიაში ცვლილებების განხორციელებისთვის არსებობს. ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2008 წელს არ შეუშინდნენ საქართველოში ჩამოსვლას, რათა ქართველ ხალხთან ერთად შეგებებოდნენ ამ მცირერიცხოვან ერზე რუსეთის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო თავდასხმას. ახლა მოსკოვს მიაჩნია, რომ დაიბრუნა უკრაინა და ნელ-ნელა იბრუნებს გავლენას და კონტროლს ენერგიით მდიდარ შუა აზიის ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე. რუსეთს სურს ეუთო-ს, როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებსა და არჩევნების მიმდინარეობაზე ზედამხედველი ფორუმის საქმიანობა შეწყვიტოს. საქართველოს განუხრელი მისწრაფება დამოუკიდებლობისკენ და მისი წარმატებები ევროპული დემოკრატიული ნორმების ათვისების გზაზე, რუსეთისთვის კვლავ დაბრკოლებაა, რადგან ის მეფის რუსეთის იმპერიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებზე პატრონის მდგომარეობას ხელახლა იბრუნებს. ამ არჩევნებმა ლონდონს, ვაშინგტონს და ბრიუსელს შეახსენა ის რომ მათ საქართველო არ უნდა დაივიწყონ, მიუხედავად იმისა რომ გადატვირთვის ყველა ღილაკზე ხელი იმ იმედითაა დაჭერილი, რომ კრემლი თავის საგარეო პოლიტიკაში ნულოვანი საწყისით თამაშის დაწყების ტენდენციას შეამცირებს. დენის მაკშეინი – ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ”ლეიბორისტული პარტიიდან” და 2002–2005 წლებში ტონი ბლერის მთავრობის მინისტრი ევროპის საქმეებში. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/alasania1-150x150.jpgირაკლი ალასანაია თანაგუნდელებთან ერთად მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი საარჩევნო კოდექსის დაწერას არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გათვალისწინებით აპირებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/aliansi1.jpg itvს ლინკი
-
გაზიარება [19:40 10.06.2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBEHmZykAgI/AAAAAAAADwY/GEwvCb4ZJbg/s200/29919_1361143063676_1084557232_31031929_2814766_n.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ "Georgian Times"-ის რედაქტორს მალხაზ გულაშვილსა და მის შვილს დავით გულაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებლების შუამდგომლობა და არ გაიზიარა გულაშვილების დამცველის, შალვა ხაჭაპურიძის მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების არგამოყენებასთან დაკავშირებით. პროკურატურა შუამდგომლობისას უთითებდა, რომ გულაშვილებმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მათ განიზრახეს რუსეთში ჩასვლა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა მაისის დასაწყისში ოკუპირებული ტერიტორიიდან მოხდა. ისინი ახალგორში დაბინავდნენ, რის შემდეგაც, ცხინვალის გავლით, უკანონოდ გადავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით კი, პროკურატურის მხრიდან არ არის შესწავლილი ის ფაქტი, თუ რას უკავშირდებოდა გულაშვილების მიერ საზღვრის გადაკვეთა და არანაირი მტკიცებულება მათ მიმართ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საზღვარი საბაჟოების გვერდის ავლით გადაკვეთილი აქვს მილიონნახევარ ადამიანს, თუმცა ისინი პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი. მისივე განმარტებით, საზღვრის გადაკვეთა პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას და პროკურატურამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული დარღვევა არ არის საზღვრის გადაკვეთა. უკვე 5 წელია, რაც საზღვრის გადაკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში გადის და შესაბამისად, ეს მუხლი ჯარიმას არ ითვალისწინებს. interpressnews.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/1275626103.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ “Georgian Times”-ის რედაქტორს მალხაზ გულაშვილსა და მის შვილს დავით გულაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მოსამართლემ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებლების შუამდგომლობა და არ გაიზიარა გულაშვილების დამცველის, შალვა ხაჭაპურიძის მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების არგამოყენებასთან დაკავშირებით. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> პროკურატურა შუამდგომლობისას უთითებდა, რომ გულაშვილებმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მათ განიზრახეს რუსეთში ჩასვლა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა მაისის დასაწყისში ოკუპირებული ტერიტორიიდან მოხდა. ისინი ახალგორში დაბინავდნენ, რის შემდეგაც, ცხინვალის გავლით, უკანონოდ გადავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით კი, პროკურატურის მხრიდან არ არის შესწავლილი ის ფაქტი, თუ რას უკავშირდებოდა გულაშვილების მიერ საზღვრის გადაკვეთა და არანაირი მტკიცებულება მათ მიმართ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საზღვარი საბაჟოების გვერდის ავლით გადაკვეთილი აქვს მილიონნახევარ ადამიანს, თუმცა ისინი პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი. მისივე განმარტებით, საზღვრის გადაკვეთა პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას და პროკურატურამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული დარღვევა არ არის საზღვრის გადაკვეთა. უკვე 5 წელია, რაც საზღვრის გადაკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში გადის და შესაბამისად, ეს მუხლი ჯარიმას არ ითვალისწინებს. IPN Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/lari1-150x150.jpgლარის გაუფასურებას სამომხმარებლო ბაზარზე უკვე მოჰყვა ფასების ცვლილება. დღეს “აი ტი ვი” ცდილობდა დაედგინა რა გაძვირდა ყველაზე მეტად და როგორია მოლოდინები. ნახეთ დავით გოჩიაშვილისა და ივანე აბრამიშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/lar0.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/banknote-1-georgian-lari-reverse-150x150.jpgლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება, განცხადებას ამის შესახებ ექსპერტთა ნაწილი აკეთებს. როგორია მთავრობის პოზიცია და გვაქვს თუ არა საგანგაშოდ საქმე - დეტალები ბექა გომელაურის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/valut.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/kavkasia-300x214.pngჟურნალისტებმა ტელეკომპანია “კავკასიის” თანამშორომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამ მიზნით დღეს ტელეკომპანიის შენობასთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომელშიც ცნობილმა ჟურნალისტებმა ელისო ჩაფიძემ, ირაკლი მანაგაძემ, ირაკლი კორძაიამ, ლანა ბერიძემ, რომან ქევხიშვილმა, გიორგი ფუტკარაძემ და სხვებმა მიიღეს მონაწილეობა. “სოლიდარობა მინდა, გამოვხატო ტელეკომპანია “კავკასიის” მიმართ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხრიდან განხორცილდება ზეწოლა ქართულ მედიაზე – ხელისუფლების, თუ ოპოზიის. ვფიქრობ, ჟურნალისტებმა ხმა უნდა ავიმაღლოთ და ყველანაირი ზეწოლა დავგმოთ. ეს არ არის განსაკუთრებული აქცია, უბრალოდ გვინდოდა, მკაფიოდ გამოგვეხატა, რომ ტელეკომპანია “კავკასია” მარტო არ არის. რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 7 მაისის ინციდენტის შემდეგ დააკავეს, ასეთი საკითხები ტელეკომაპანია “კავკასიაში” ნამდვილად არ წყდება და თუ ვინმეს სურს დაკავებულების უფლებების დაცვა, აქციები სასამართლოსთან უნდა გამართონ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/kavkasia1-300x182.jpgროგორც ცნობილია, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” 7 მაისის ინციდენტის შემდეგ მისი აქტივისტების დაკავებაში ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალურ დირექტორს ნინო ჯანგირაშვილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მომხდარი “კავკასიის” მიერ ხელისუფლების დაკვეთით დადგმული სპექტაკლი იყო. თავად ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც დღევანდელ აქციას ესწრებოდა, კომენტარს არ აკეთებდა. “არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას იმ მართლმადიდებლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებისგან პრემიებს იღებენ” – აღნიშნა მან. წყარო: სააგენტო პირWელი Share View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/fuli115.jpgლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8871 ლარის ნიშნულზე დაბალანსდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ამოქმედდება ოფიციალური გაცვლითი კურსი _ 1 აშშ დოლარი1,8871 ლარი. დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ყიდვა 1,8875 ლარად იყო შესაძლებელი. ლარის კურსი ევროს მიმართ 2,2743 ნიშნულზე დაეცა. ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი _ 1 ევრო2,2743 ლარი. დღეს 1 ევროს ყიდვა 2,2599 ლარად იყო შესაძლებელი. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/aklgcolcopy-150x150.gifთემურ იაკობაშვილი რუსული ფედერალური სააგენტოს ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. რუსული სააგენტოებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 2007 წლის თებერვლიდან _ ივლისის პერიოდში “ფონდსერვისბანკის” მონაწილეობითა და მრავალი ერთდღიანი საბანკო ფირმების მეშვეობით რობერტ კოკოითს ქართულმა მხარემ 120 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა. სააგენტოს მტკიცებით თანხა ედუარდ კოკოითის ძმამ საქართველოსათვის 200 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის, საზენიტო დანადგარების, სამი ტანკის და ხუთი ჯავშანმანქანის მიყიდვისათვის მიიღო. ეს გარიგება თითქოს შედგა ირაკლი მანაგაძესთან და გივი თარგამაძესთან”, _ ნათქვამია სტატიაში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/iakobashvil.jpg itvს ლინკი