planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://a.pix.ge/c/dvbcc.jpgდღეს ესპანეთის ნაკრები გამართავს თავის პირველ მატჩს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. გთავაზობთ ფერნანდო ტორესისა და პეპე რეინას ვარჯიშისა და მგზავრობის ფოტოებს. როგორც ელ ნინიო, ასევე პეპე სრულად ჯანმრთელები არიან და თამაშისთვის 100 % მზადყოფნაში იმყოფებიან. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/reina1_4c18871a360cd016347182.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/reina2_4c18872143b0d849604432.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/torres2_4c188731648ee345454937.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/torres4_4c18873fbf7a0297947137.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/torres5_4c188745cbc67481756908.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/torres7.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/torres3_4c188738f2ae6885028527.jpg P.S. ბევრმა არ იცის, თუ როგორ ჩაიწეროს ეს სურათები თავის კომპიუტერში. მივიტანთ მაუსს სურათთან და ვაჭერთ Click here to share” -ს, შემდეგ ამოვა პატარა ფანჯარა, სადაც იქნება პატარა ზომის სურათი, იმ სურათს კი როგორც სხვა ჩვეულებრივ სიტუაციაში ინახავდით ისე შეინახეთ. ის თქვენს კომპიუტერში შეინახება დიდად, ორიგინალის ზომაზე. View the full article
-
liverpoolfc(ფანკლუბი) “კენი საუკეთესო ვარიანტია”
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://www.footie.co.za/blog/wp-content/uploads/2010/01/rafa-and-daglish.jpgყოფილმა “ლივერპულის” მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ “წითლების” ხელმძღვანელობამ არჩევანი სწორედ კენი დალგლიშზე უნდა შეაჩერონ. … არავინ უარჰყოფს, რომ როი ჰოჯსონი ძალიან კარგი მწვრთნელია, თუმცა რაფა მაინც დალგლიშს ანიჭებს უპირატესობას. მიზეზები კი საკმაოდ მყარია. ესპანელის აზრით, მხოლოდ “მეფეს” (King Kenny) შეუძლია ამერიკელი მფლბელებისათვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა და ფანებისთვის ყველაფრის ახსნა. ის კარგად იცნობს კლუბს და გულშემატკივრებსაც უყვართ ყოფილი “ლივერპულის” ფეხბურთელი. “მე ვფიქრობ, რომ მათ აუცილებლად თავიანთი არჩევანი კენი დალგლიშზე უნდა შეაჩერონ” – ციტირებს Daily Mail. “მფლობელები ვალდებულნი არიან მოუსმინონ ფანებს, რომლებსაც კარგად ესმით ახლანდელი სიტუაცია. კენი იდეალურად შეძლებს კლუბის მართვას. იგი შესანიშNავად იცნობს გუნდს და თავადაც დიდი სურვილი აქვს, ჩაუდგეს სათავეში.” წყარო: Liverpoolfc.ru View the full article -
http://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/2137.gifVS http://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/2201.gif დღეს ასპარეზობაში პეპე რეინას და ფერნანდო ტორესის ესპანეთის ნაკრები ჩაერთვება, გთავაზობთ შეხვედრის პრევიუს. დასაწყისი: 18:00 მსაჯი: ჰ.ვები(ინგლისი) სტადიონი:მოსეს მაბჰიდა სტადიონი(დურბანი) დღეს18:00 გაიმართება პირველი ტურის ერთერთი მთავარი მატჩი სადაც ოტმარ ჰიცბელდის შეგირდები შეეცდებიან ტორიადორობა იკისრონ და ესპანელი ხარები მოათვინიერონ. შვეიცარიას საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჰყავს. ეს გუნდი ყოველთვის აოცებს მაყურებელს თავისი, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური თამაშით. გუნდი შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში შევიდა, რადგან გუნდი მიუხედავად იმისა რომ 8/ფინალში გამოვარდა ბურთი არ გაუშვია. შვეიცარიის ნაკრები 2008 წელს მასპინძლობდა ევროპის ჩემპიონატს სადაც ყველა ფიქრობდა რომ გუნდი 4/ფინალში მაინც გავიდოდა. შვეიცარიელებმა აქაც გააოცეს გულშემატკივრები, ჯერ ჩეხეთთან და თურქეთთან წააგეს შემდეგ კი პორტუგალია დაამარცხეს. 2009 წელს კი შვეიცარიის საფეხბურთო ისტორიას დიდი ლაქა მოედო, რადგან გუნდმა ლუქსემბურგის ნაკრებთან საკუთარ მოედანზე დათმო შეხვედრა, მაგრამ გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ეს ამბავი გადაავიწყდათ. შვეიცარიას შესანიშნავად შეუძლია ითამაშოს მაღალი რანგის გუნდებთან ისეთი როგორც ესპანეთია. ამხანაგური შეხვედრები შვეიცარიამ საშინლად ჩაატარა მაგრამ იტალიის ნაკრებს ფრედ 0-0 ეთამაშა, რაც იმ სტატისტიკას ამყარებს რაც შვეიცარიას გრანდებთან გააჩნია. დღეს შვეიცარიას გუნდის სული და გული ა.ფრაი დააკლდება, თითქმის გამორიცხულია გუნდის კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის ვ.ბეჰრამის თამაში. მუნდიალზე ყველა ლაპარაკობს ესპანეთის ნაკრებზე, თითქმის ყველა ადამიანის სამ ფავორიტ ნაკრებში მაინც ესპანეთი მოიხსენიება, ეს აზრი მხოლოდ ჰაერიდან არ მოდის რადგან ესპანეთი მთავარი ფავორიტის ტიტულს ღირსეულად იცავს, მთავარი ფაქტორი კი მაინც 2008 წელს მიღწეული წარმატებაა. ესპანეთში მოთამაშე ვარსკვლავების უმრავლესობა ოქროს ბურთის კანდიდატია. გუნდის თითოეულ ფეხბურთელს მსოფლიო კარგად იცნობს, ესპანელებს მუნდიალზე მოხვედრა საერთოდ არ გაჭირვებიათ და ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. ესპანელები დღეს მინდორზე უდანაკარგოდ გამოვლენ მაგრამ მაინც საეჭვოა ა.ინიესტას თამაში რომელსაც სავარაუდოდ სესკ ფაბრეგასი შეცვლის. გუშინ დელბოსკემ განცხადება გააკეთა სადაც თქვა რომ ყველა ფეხბურთელი დაწყებული ტორესიდან და დამთავრებული ფაბრეგასით დღევანდელი მატჩისთვის მზად იქნება, დელბოსკემ აგრეთვე განაცხადა რომ ჯგუფში ყველაძე რთული შეხვედრა სწორედ დღეს ექნება მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა შეხვედრებს დაბალი პასუხისმგებლობით მოეკიდება. შვეიცარია კარგად არის დაცვით ფეხბურთზე აქცენტირებული, მაგრამ ესპანეთის ვარსკვლავური თავდასხმა შეეცდება შვეიცარიელებს ფლამენგო აცეკვოს. View the full article
-
http://b.pix.ge/q/9l0tw.jpgმილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა აღიარა, რომ ის სულ თბილად გაიხსენებს იმ დღეებს, რომლებიც ლივერპულთან ერთათ გაატარა. The Daily Mail ავრცელებს ბენიტესის ინტერვიუს: “ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, მაგრამ მე ვალდებული ვიყავი. ამასთანავე მე კარგი შემოთავაზება მქონდა ინტერიდან. იმედი მაქვს, მილანელებთან კარგ შედეგებს მივაღწევ. მე შემიძლია მხოლოდ ტკბილი სიტყვებით გავიხსენო ლივერპული და მის არაჩვეულებრივი გულშემატკივრები. ლივერპულის ბევრ ფეხბურთელთან მაქვს ახლაც კონტაქტი, ვესაუბრე ჯერარდს და ვუსურვე წარმატებები “მსოფლიო ჩემპიონათზე”… ბენიტესმა გაატარა 6 წელი ლივერპულის სათავეში. წყარო : Спрорт-Экспресс View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/soso-300x222.jpgპოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს პარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ე.წ. რადიკალებთან ვერ წარმოუდგენია. როგორც ცინცაძემ განაცხადა, “ალასანია ახალი გენერაციის პოლიტიკოსია, ქუჩის აქციებს არასდროს მიემხრობა და არც რადიკალებთან იქნება, რაც მისი პლუსია”. “ადრე თუ გვიან, ალიანსის დაშლა მოხდებოდა და მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ახლა ალასანიას საკმარისი დრო აქვს, საკუთარი პარტია გააძლიეროს. რაც შეეხება ალიანსის დაშლის მიზეზებს, ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ალასანიასა და “რესპუბლიკელების” პრინციპული შეუთანხმებლობა იქნებოდა. “რესპუბლიკელები” რთული საკონტაქტოები არიან, ლიდერთა პარტიას წარმოადგენენ და კარგი გაგებით, სხვა ლიდერის ატანა გაუჭირდებოდათ. მე მათ ერთობას ყოველთვის ეჭვით ვუყურებდი”, – აცხადებს ცინცაძე. შეგახსენებთ, რომ “ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა. როგორც ირაკლი ალასანია აცხადებს, ალიანსში შემავალი პოლიტიკური ძალები – “ახალი მემარჯვენეები”, “რესპუბლიკელები”, “საქართველოს გზა” და თავად ალასანიას პარტია – “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” კოორდინაციის რეჟიმში დარჩებიან, თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ და საკუთარი თავის გაძლიერებას შეეცდებიან. პირWელი Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/sakvarelidze_ramaz_701601492-300x268.jpgპოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, “ალიანსის საქართველოსთვის” დაშლის სავარაუდო მიზეზი არჩევნებზე მიღებული შედეგია. როგორც “პირWელს” საყვარელიძემ განუცხადა, “30 მაისის არჩევნების შემდეგ ალიანსმა თავი გამარჯვულად გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებულები არ იშლებიან”. “როდესაც რომელიმე ალიანსში გადაწყვეტილებას რამდენიმე სუბიექტი იღებს, მისი დაშლის მიზეზის დადგენა მარტივი არ არის. ალბათ, ისინი ერთმანეთში საარჩევნო მარცხის მიზეზების ძიებას დაიწყებდნენ, რაც დაპირისპირებას გამოიწვევდა”, – აცხადებს პოლიტოლოგი. რაც შეეხება ალიანსის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას სამომავლო პერსპექტივებს, საყვარელიძის აზრით, “ყველა პოლიტიკური ძალის და მათ შორის ალასანიას მომავალიც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სიახლეს შესთავაზებს იგი საზოგადოებას”. შეგახსენებთ, რომ “ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა. როგორც ირაკლი ალასანია აცხადებს, ალიანსში შემავალი პოლიტიკური ძალები – “ახალი მემარჯვენეები”, “რესპუბლიკელები”, “საქართველოს გზა” და თავად ალასანიას პარტია – ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” კოორდინაციის რეჟიმში დარჩებიან, თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ და საკუთარი თავის გაძლიერებას შეეცდებიან. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/24117_116687648352434_100000335978642_184533_3633650_n.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა. პოლიტიკური გაერთიანება ირაკლი ალასანიას გუნდმა დატოვა. ამ წუთებში პარტიის ოფისში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ალასანიას გუნდის წევრები არიან შეკრებილები. ყოფილი “ალიანსელები” გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დრო მოვიდა, როცა პარტიამ თავისი დამოუკიდებელი გზით უნდა იაროს. ”ალიანსის” დაშლის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა თავად გაერთიანების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისი განცხადებით, დრო მოვიდა, როცა პარტიამ თავისი გზით უნდა იაროს. ”ალიანსის” ყოფილმა ლიდერმა სხვა ოპოზიციურ პარტიებს ურთიერთთანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებელია ოპოზიციამ კოორდინირებულად და ერთობლივად იმოქმედოს, რათა მიზანი მიღწეული იყოს. ”ალიანსი საქართველოსთვის” რიგები პირველად პარტიის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, შემდეგ კოკა გუნცაძემ და ირაკლი ბათიაშვილმა დატოვეს. Share View the full article
-
გვატემალელი არბიტრი, რომელსაც საფეხბურთო სამყარო აქამდე 2006 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალის მსაჯობით იცნობდა, ახლა კი სამხრეთ აფრიკაშია და უკვე სანაკრებო მუნდიალის ერთ–ერთ მსაჯად გვევლინება. მისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატი უკანაკნელია, რადგან 45 წელი უსრულდება, ფიფას მსაჯებისთვის კი დიდი საფეხბურთო ფორუმის გაძღოლისთვის ეს საპენსიო ასაკია იხილეთ fanebi.com
-
თიანეთის რაიონის სოფელ შარახევში გუშინდელი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. როგორც „მედიანიუსს“ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თამაზ… ლინკი მედიანიუსზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/statistic7-150x150.jpgსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამასახურის ინფორმაციის, სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2010 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 42 %-ით შემცირდა. “საქსტატის” წინასწარი მონაცემებით 2010 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 76 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 130 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიციის შემოსვლა დაფიქსირდა. იხილეთ epn.ge
-
2009 წლის თებერვალში შექმნილი ალიანსი, რომელმაც მოღვაწეობა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით დაიწყო და 2010 წლის თვითთმართველობის არჩევნებში წინასწარი მონაცემებით ხმების 9.19 % მოიპოვა, დაიშალა. ყოფილი მოძრაობა ”ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერმა დაშლის შესახებ განცხადება 15 ივნისს გააკეთა. ალიანსის დაშლაზე ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსში შემავალმა პარტიებმა განვლილი პერიოდი და ის პრობლემები შეაფასეს, რამაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეტი წარმატება ვერ მოუტანა. "ყველაზე მეტად პრობლემატური საკითხი იყო ის, რომ პოლიტიკური მანქანა ისეთი ვერ ჩამოყალიბდა, როგორიც გვინდოდა", – განაცხადა ალასანიამ და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში შემავალმა პარტიებმა საკუთარი პარტიული რესურსების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს. ორი პოლიტიკური პარტია (რესპუბლიკური პარტია და ახალი მემარჯვენეები) და ირაკლი ალასანიას გუნდი (რომელიც შემდგომში პარტიად „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ ჩამოყალიბდა) 2009 წლის თებერვალში გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ”ალიანსი - საქართველოსათვის”. ”ალიანსი - საქართველოსთვის” თავმჯდომარე ირაკლი ალასანია გახდა, ხოლო თანათავმჯდომარეები - ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე და რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი. მოგვიანებით მათ ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც შეუერთდა, რომელიც ასევე იყო ალიანსის თანათავმჯდომარე. გაერთიანებამ ვერ მიაღწია ქვეყანაში ვერც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას და ვერც ”ცვლილებებს”. 2010 წლის 30 მაისის არჩევნებზე ალიანსის სლოგანი ”ჩვენ შევცვლით” იყო. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ალიანსმა შექმნისთანავე დაიწყო და საპრეზიდენტო კანდიდატად ირაკლი ალასანია დაასახელა. ”ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს არ ყოფნის პოლიტიკური ნება მიიღოს შექმნილი ვითარების ადეკვატური გადაწყვეტილება და გადადგეს თანამდებობიდან, ჩვენ მას ვაძლევთ 10-დღიან ვადას დანიშნოს რეფერენდუმი და ქართველოს ხალხს მისცეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება,”- განაცხადა ალასანიამ 2010 წლსი 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. ალიანსმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, თუმცა მისი ლიდერები აცხადებდნენ რომ მათ მიზანს არ წარმოადგენდა 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რომელიც კონსტიტუციის თანახმად საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ პრეზიდენტს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე რეფერენდუმის საკითხი განეხილა. ალიანსის ლიდერები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ხელმოწერების ნაცვლად უფრო ეფექტური გზა ამომრჩევლებთან შეხვედრა, საპროტესტო აქციები და პიკეტირებები იქნებოდა. თუმცა ალიანსმა თავიდანვე უარყო ხელისუფლების შეცვლის რევოლუციური გზა. მას შემდეგ რაც რეფერენდუმის დანიშვნის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ალიანსმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. შექმნიდან ზუსტად ერთ წელიწადში, 2010 წლის თებერვალში ირაკლი ალასანიამ გადაწყვიტა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას ალიანსი საქართველოსთვის დამოუკიდებლად მიაღწევდა. ამ დროს უკვე არსებობდა ალიანსის ფორმულა ”ყველა მინუს ნოღაიდელი”, ამიტომაც ალასანიას ამ განცხადების შემდეგ ალიანსის სხვა ლიდერები ამბობდნენ, რომ თუკი გაერთიანების ლიდერის გადაწყვეტილება საბოლოო იქნებოდა, მათი გზები გაიყრებოდა. საბოლოოდ, ირაკლი ალასანია ალიანსის პოზიციებს დაუბრუნდა, რასაც სუბარის ”გამარჯვების ფორმულის” ძიება მოყვა. ალიანსმა ”გამარჯვების ფორმულა” ვერ იპოვა. ოპოზიციურმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ მერობის ვერც ერთიან კანდიდატზე მიაღწიეს შეთანხმებას და ვერც გამარჯვებისთვის ბრძოლის ერთიან ტაქტიკაზე. სუბარმა ალიანსი არჩევნების მეორე დღესვე, 2010 წლის 31 მაისს დატოვა და განაცხადა, რომ ალიანსს ჰქონდა გამარჯვების სანსი, თუმცა იგი არ გამოიყენა. არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით ირაკლი ალასანიამ თბილისის მერის არჩევნებში ხმების 19.05 % მოაგროვა, ხოლო წინასწარი მონაცემებით, ალიანსმა პროპორციულ არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით ხმების 9.19% მიიღო. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით არჩევნებში ალიანსმა 5 მანდატი მოიპოვა. შესაბამისად, წარდგენილი სიის მიხედვით საკრებულოს წევრები გახდნენ: თინათინ ხიდაშელი (”რესპუბლიკური პარტია”), დავით საგანელიძე (”ახალი მემარჯვენეები”), ნათელა მაჭავარიანი (”საქართველოს გზა”) ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე („ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“). ესაა ალიანსის დათვლადი შედეგი თბილისში ერთი წლის, სამი თვისა და ათი დღის მოღვაწეობის შემდეგ, რის მერეც ალიანსისში შემავალი პარტიების გზები ისევ გაიყო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ხუთი მოგზაური გადაწყვეტს რომ შვებულება მშვიდ და წყნარ საზღვაო კრუიზში გაატაროს, მაგრამ მას შემდეგ რაც მათი შტურმანი მისტიური გზით უჩინარდება, ხომალდზე საშინელი მოვლენები ხდება - ვიღაც ან რაღაც თითო-თითოდ იტაცებთ მათ და კლავთ მათივე შინაგანი შიშის მიხედვით… View the full article
-
Rolling Stone 12 2009 View the full article