planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01471/roy-hodgson_1471392c.jpgროგორც “ფულემის” ვებ-გვერდი იუწყება, როი ჰოჯსონს ტრანსფერებისთვის მხოლოდ £12 მილიონი ერგება, გარდა იმ თანხისა, რასაც ის სხვა ფეხბურთელების გაყიდვით მიიღებს … ბენიტესი სწორედ ამ თანხამ შეაცბუნა, რის შემდეგაც გადაწყვიტა სხვა კლუბში თავისი ნებით გადასვლა. როი კი ჯერ-ჯერობით არ აცხადებს პრეტენზიას და მზად არის არსებული თანხით შეავსოს კლუბი. წყარო: fulham-mad.co.uk View the full article
-
ამერიკა ატომურიდაბომბვის მსხვერპლი გახდა . სახრეთის ქვეყნებში გრძელდება ომიდაიწყო ფინანსური და ენერგეტიკული კრიზესი ამასთან ბუნების კატაკლიზმებიც დაემატა.... View the full article
-
liverpoolfc(ფანკლუბი) გაიცანით, მაქსი როდრიგესი!
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://www3.pictures.zimbio.com/gi/Liverpool+v+Reading+FA+Cup+3rd+Round+Replay+VAp2fCOOX8cl.jpg გთავაზობთ ვრცელ, საინტერესო ინტერვიუს, რის შემდეგაც გაიცანობთ მაქსი როდრიგესს სხვა კუთხით… – შენს გატანილ გოლებს შორის რომელს გამოარჩევდი? ალბათ მექსიკის წინააღმდეგ მატჩში გატანილ გოლს, არა? – ეს მართლაც შესანიშნავი გოლი იყო! – გოლი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება – 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, მარადონამ ინგლისის წინააღმდეგ ლამაზი გოლი გაიტანა. – როდესმე დაგიგეგმავს თუ როგორ აღგენიშნა შენი გატანილი გოლი? – არა, გოლის აღნიშვნა სპონტანურად ხდება ხოლმე… – როგორ ატარებ შენს თავისუფალ დროს? – როგორც წესი, თავისუფალ დროს ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით, ვაწყობთ არგენტინული ჩაის საღამოებს, ვსაუბრობთ და ვერთობით… – როდესმე დაინტერესებულხარ სხვა, რომელიმე სპორტის სახეობით? – ზაფხულის განმავლობაში, მე მეგობრებთან ერთად ხშირად ვთამაშობ ჩოგბურთს. – არჩევანის შემთხვევაში, ვისგან აიღებდი ინტერვიუს? – ნიკოლ კიდმანისგან და კიმ ბესინჯერისგან, მაგრამ არ ვიცი რას ვკითხავდი… – ჩვეულებრივ, რამდენ ხანს გრძელდება ხოლმე შენი მგზავრობა ევროპიდან არგენტინამდე? – დაახლოებით 20 საათი, ეს მგზავრობა კოშმარს ჰგავს ხოლმე! – ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოგიწევს კირიაკოსის წინააღმდეგ თამაში. ალბათ საუბრობდით ამ მატჩის შესახებ… – ჩვენ ხშირად ვხუმრობით ამ მატჩის გამო. ორივემ კარგად ვიცით, რომ ამ წყვილში ფავორიტი არც ერთი არაა. – ვინ არის ის საუკეთესო თავდამსხმელი, რომელთან ერთადაც გითამაშია? – ლიონელ მესი – შენთვის ვინაა მესის შემდგომ მდგომი? – მხოლოდ და მხოლოდ ლიონელ მესი!.. – დამისახელე საჭმელი, რომელიც ესპანური სამზარეულოს სავიზიტო ბარათია… – ტრადიციული საჭმელია, პაელას მსგავსი. ასევე დამამახსოვრდა არგენტინულად შემწვარი მწვადი. – ყველაზე უცნაური საკვები, რომელსაც ინგლისელები მიირთმევენ… – ვფიქრობ, ყველაფერი კარგია. აქამდე არ შემხვედრია რაიმე უცნაური ინგლისურ სამზარეულოში. – თავად თუ შეგიძლია რაიმეს მომზადება? – მეტ ნაკლებად. მიყვარს როცა სამზარეულოში სისუფთავე სუფევს. – ზინედინ ზიდანი თუ დიეგო არმანდო მარადონა? – ზიდანი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ დიეგო არმანდო მარადონა სულ სხვა… არგენტინელებისთვის ის მუდამ იყო არის და იქნება ყოველთვის… წყარო: liverpoolfc.tv View the full article -
ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება გაუმარტივდეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი მოაწერენ შეთანხმებას, რომლის დამტკიცების შემდეგ საქართველოში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ევროპაში მიმოსვლა გაუადვილდებათ. შეთანხმებაზე ხელის მოწერა ბრუსელში ვაშაძის მიერ დღეს დაწყებული ვიზიტის ფარგლებში იგეგმება. შემდგომი პროცედურა საქართველოს და ევროპარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირება იქნება. დამტკიცების შემთხვევაში, სავიზო შეღავათების ნაწილი საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდება. სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებელი 60-ის ნაცვლად ყველასთვის 35 ევრო იქნება. თუმცა, ვიზის მიღების გამარტივებული პროცედურა მოქალაქეების მხოლოდ ნაწილს ეხება - 22 კატეგორიის პირს. აქედან 12 მოსაკრებლისგან თავისუფლდება, 13 ვიზის მისაღებად ინდივიდუალური სახის დოკუმენტაციას წარადგენს, 11 კატეგორიისთვის გათვალისწინებულია ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღება. გარკვეული კატეგორიის პირებზე 2-დან 5 წლამდე მოქმედების მქონე მრავალჯერადი ვიზა პირდაპირ გაიცემა. შეგახსენებთ, მოცემული პუნქტების შემცველ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ მას ევროპარლამენტი განიხილავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
კატია და მაქსიმი ცხოვრობენ რუსეთის ერთ ერთ პროვინციულ ქალაქში ისინიმათ მომავალზე დიდი გეგმები აქვთ და დაქორწილებას აპირებენ , მაგრამ ყველაფერი იცვლება რაც კატიას პერსტიჟულ სამსახურს შესთავაზებენ მოსკოვში .. View the full article
-
საინტერესო და დაძაბული მატჩი გველოდება დღეს 22.30 საათიდან საფრანგეთსა და მექსიკას შორის დაპირისპირებაში. ორივე გუნდმა პირველ შეხვედრაში თითო–თითო ქულა მოიპოვა და დღეს გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. მატჩი პოლოკვანეში სტადიონ Peter Mokaba Stadium-ზე გაიმართება და მატჩს საუდის არაბეთიდან ხალილ ალ გამდი განსჯის. იხილეთ fanebi.com
-
დღეს ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "მარკამ" გაავრცელა მეტად საინტერესო ინფორმაცია რომლის მიხედვითაც მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა და "ბენფიკას" ხელმძღვანელობამ მიაღწიეს შეთანხმებას ანხელ დი მარიას ტრანსფერის თაობაზე. იხილეთ fanebi.com
-
ავსტრალიის ეროვნული ნაკრებისა და თურქული "გალათასარაის" წამყვანი ნახევარმცველი, ჰარი კიუველი, მსოფლიო ჩემპიონატს, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურიდან განაახლებს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა, ავსტრალიელმა ფეხბურთელებმა, გერმანელთა წინააღმდეგ ჩაატარეს და დიდი ანგარიშით 0-4 დამარცხდნენ. იხილეთ fanebi.com
-
გაშვებული გოლის შემდეგ საბერძნეთის ნაკრები გააქტიურდა, ამას ნიგერიელი კაიტას გაძევებაც დაემატა და რეჰაგელის შეგირდებმა წონასწორობა აღადგინეს. გოლი სალპინგიდისის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში უპირატესობა ისევ ელინების მხარესაა, 71–ე წუთზე ტოროსიდისმა მეტოქის კარი აიღო და ბერძნები დააწინაურა იხილეთ fanebi.com
-
ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა მოსამზადებელი ეტაპი ყველაზე ადრე დაიწყეს და გუშინ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ერთმანეთს საკონტროლო მატჩშიც დაუპირისპირდნენ. თუმცა ჯერ სიახლეებზე ვთქვათ. დინამოელები 7 ივნისს შეიკრიბნენ, 8 ივნისს სამედიცინო შემოწმება გაიარეს და 9-დან ორჯერად ვარჯიშებსაც შეუდგნენ. იხილეთ fanebi.com
-
ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა დიეგომ გუნდის ხელმძღვანელობას ოფიციალური წერილი გაუგზავნა და მისი გაყიდვისგან თავის შეკავება თხოვა. ამით მან საჯაროდ გადაუსვა ხაზი ყველა იმ კლუბის ინტერესს, რომელსაც "ბებერი სინიორას" გამთამაშებლის გადაბირება სურდათ. იხილეთ fanebi.com
-
ოტო რეჰაგელის შეგირდები ჯერჯერობით ნიგერიასთანაც მარცხდებიან და დიდი შანსია, მსოფლიო ჩემპიონატზე გასამართი მესამე მატჩი მათთვის მხოლოდ ფორმალობად იქცეს. გთავაზობთ კალუს მიერ გატანილ გოლს იხილეთ fanebi.com
-
კოტ–დიუაირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სვენ გორან ერიქსონი თავისი გუნდის წამყვანი ფორვარდის, დიდიე დროგბას პროფესიონალიზმით აღფრთოვანებულია და თვლის, რომ ის ამ მხრივ მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა. შვედი სპეციალისტის აღტაცება "ჩელსის" თავდამსხმელის მონდომებულმა ვარჯიშმა განაპირობა. დროგბას ძალიან უნდა, რომ თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე წრის მატჩში მაინც დაეხმაროს. იხილეთ fanebi.com
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/12/27/1230404791553/Roy-Hodgson-001.jpgინგლისური “ფულემი” დათანხმდა მწვრთნელი როი ჰოჯსონის გასხვისებას. იგი მალე გახდება ოფიციალურად “ლივერპულელი”. … The Mirros-ის ცნობით, ღამით უკვე გამოეთხოვნენ გუნდის მმართველები ინგლისელ მწვრთნელს. “ლივერპული” პარასკევს გამართავს სხდომას და გამოცდილ მენეჯერს კონტრაქტსაც შესთავაზებს. როი აპირებს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებას, მანამდე კი ის უკვე ახალ გუნდს ჩაუდგება სათავეში. ოფიციალური შეთანხმება გაშუქდება მომდევნო ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს. “ლივერპული” მზადაა გაუორმაგოს კონტრაქტის ხანგრძლივობა ჰოჯსონს, თუ ის ოთხეულში შეიყვანს კლუბს. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainf-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება 22:00 საათზე http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainf16.jpg itvს ლინკი
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102139285.jpg ცოტა ხნის წინ დამთავრდა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი H ჯგუფში სადაც მოულოდნელად შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა “ფურიო როხას” სძლია მინიმალური სხვაობით.http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102136324.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102137102.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102137220.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102137432.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102138745.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102139193.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102139367.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/copy_(2)_of_102139273.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/torres_4c18fa429b7cc879867167.jpg View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg დევიდ იგნატიუსი ყირგიზეთში ამ მძიმე სიტუაციის ფონზე „ცივი ომის“ რეფლექსი ამუშავდება ხოლმე, და უნებურად თავში მოგდის ისეთი შესაძლებლობა, როგორიცაა ახალი დაძაბულობის კერა შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა: ცენტრალური აზიის ამ შორეული და სუსტი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემები მოსკოვს და ვაშინგტონს შორის პარტნიორული თანამშრომლობის მორიგი შესაძლებლობაა. „ჩვენ ამ სიტუაციას არ ვუდგებით, როგორც „თამაშს ნულოვანი თანხით“, – განაცხადა სამშაბათს ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, „პირიქით, ჩვენ მოსკოვთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ვართ“. ამ დღეებში დაღუპულთა რიცხვმა ასობით ადამიანს მიაღწია, მაგრამ როგორც ჩანს ძალადობის ტალღა კლებისკენ წავიდა და ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა გამოითხოვს თხოვნას საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ქვეყანაში შეყვანის შესახებ. თუმცა, ამერიკის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ამბობენ, რომ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სწრაფად აღდგება სტაბილურობა. თავდაპირველად, ყირგიზეთის მთავრობამ ჩარევაზე თხოვნით რუსეთს მიმართა, მაგრამ მოსკოვმა ბიშკეკს აგრძნობინა, რომ მხოლოდ საკუთარ ჯარს არ გაუგზავნის. მაგრამ სიურპრიზი ის არის, რომ აშშ–ს ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ თუკი არეულობა გაგრძელდება, რუსეთმა იქ ჯარები სხვა რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად უნდა შეიყვანოს. პარტნიორები შეიძლება იყვნენ უსაფრთხოების კოლექტიური შეთანხმების ორგანიზაციიდან – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კავშირი. ან ეს შეიძლება იყოს „ნებაყოფლობითი კოალიცია“, სადაც წარმოდგენილები იქნებიან მაგალითად თურქეთის ჯარები რუსეთის, ყაზახეთის და სხვა მეზობელი ქვეყნების ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები და რუსეთი გასული კვირის ბოლოს ყირგიზეთის კრიზისის დაწყების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ. ორშაბათს, საღამოს ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები გაეროში სიტუაციის წარდგენაზე ერთობლივად მუშაობდნენ, რამაც საფუძველი ჩაუყარა კოლექტიურ ქმედებებს, თუკი მათი აუცილებლობა დადგება. ამერიკამ ჰუმანიტარული დახმარება უკვე გააგზავნა, და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამ გაკეთდება. ორშაბათს და სამშაბათს განსაკუთრებულ სიტუაციებისთვის დაახლოებით მილიონი დოლარის ღირებულების გადაუდებელი დამხარების საშუალებები და მედიკამენტები გაიგზავნა და კიდევ უფრო დიდი 10 მილიონი დოლარის პაკეტი გაიგზავნება ახალი ამერიკული „კომპლექსური კრიზისული ფონდიდან“. მართალია შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარებაზე თხოვნა არ მიუღიათ, თუმცა მათ ჰაერიდან სიტუაციაზე თვალთვალის და აშშ–ს სამხედრო თვითმფრინავებით ჯარების ან მატერიალური რესურსების გადატანის შესაძლებლობა განიხილეს. უსაფრთხოების პრობლემებისადმი აშშ–ს და რუსეთის ამ ერთობლივ მიდგომაში ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ მათ გვერდზე გადადეს ცენტრალურ აზიაში გავლენისთვის „დიდი თამაშის“ შესახებ არსებული არასწორი წარმოდგენები. XIX საუკუნის წარმოდგენები კონკურენციის გარდაუვალობაზე 1990–იანი წლების ამერიკელი ანალიტიკოსების უმრავლესობაში ჭარბობდა, რასაც აშშ–ს გავლენის გავრცელებასა და რუსეთთან წინააღმდეგობაზე გაუაზრებელი სტრატეგიების გამოყენება მოჰყვა. გაცილებით ადექვატურია ის მოსაზრება, რომ რუსეთი და ამერიკა, ცენტრალურ აზიაში ბუნებრივი პარტნიორები არიან. მათ ხომ ერთი და იგივე მტრი ჰყავთ – ისლამისტ მებრძოლთა დაჯგუფებები და კრიმინალური ბანდები, რომლებიც რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. პრეზიდენტი ამ კურსს პრეზიდენტად გახდომის დღიდან მისდევს, და ამერიკის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ის ყირგიზეთის და იქ კონფრონტაციის თავიდან აცილების აუცილებლობის საკითხს, დიმიტრი მედვედევთან თითქმის ყველა შეხვედრის დროს განიხილავდა. გასულ კვირაში ძალადობის ტალღა იმ მომწამვლელი პრობლემების საფუძველზე აღმოცენდა, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობას ახასიათებს: ეკონომიკური უთანასწორობის, რეგიონალური პოლიტიკური კონკურენციისა და ნაციონალური შუღლის ერთობლიობა. მოსკოვის დელიკატური დახმარებით აპრილში ახალმა დროებითმა მთავრობამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ყირგიზეთის უმრავლესობა მოვიდა. მოკოვისთვის და ვაშინგტონისთვისაც (რომელიც გადატრიალებას შეურიგდა) მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ახალმა მთავრობამ ვერ შეაჩერა ყირგიზთა მასების მხრიდან უზბეკურ უმცირესობაზე ძალადობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც იმის გამო ვერ იტანდნენ, რომ მას დიდი ეკონომიკური გავლენა გააჩნდა. როდესაც გასულ კვირაში ოშსა და ჯალალაბადში ამ „ეთნიკურმა წმენდამ“ შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო, შეშინებული უზბეკები (დაახლოებით 80 000 ადამიანი) საზღვრიდან უზბეკეთში გაიქცნენ. ყირგიზეთი შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან იქ მათი მანასის სამხედრო–საჰაერო ბაზაა განთავსებული, რომელიც ავღანეთში ჯარების გადაყვანის და იქ ოპერაციების უზრუნველყოფისთვის მთავარ გარდამავალ პუნქტად იქცა. დღეს ეს „ჩრდილოეთის გამანაწილებელი ქსელი“, როგორც ცნობილია, სამხედრო ზონაში ყველა ტვირთის გადაზიდვის დაახლოებით 70%–ს უზრუნველყოფს; მანასში ამერიკული პერსონალიდან დაახლოებით 1 300 ადამიანი მუშაობს. რუსეთს მანასის ბაზა ყოველთვის ეკალივით ერჭობოდა. მაგრამ „პრაგმატული პარტნიორობის“ ახალ კონექსტში, როგორც ამას გენერალი დევიდ პეტრიუსიც ადასტურებს (აშშ–ს ცენტრალური შტაბის მეთაური, რომელმაც მომარაგების ჩრდილოეთის მარშრუტის გახსნისთვის ბევრი რამ გააკეთა), რუსეთმა დაასკვნა, რომ ამერიკული აქციის წარმატება ავღანეთში მის ინტერესებში შედის. ბუნებრივია, რუსებს ისლამური ბუნტის ჩრდილოეთით გავრცელება, არ სჭირდებათ. ცენტრალურ აზიაში „დიდი თამაშის ხელოვნების“ ნაცვლად თანამშრომლობის დამკვიდრება მხოლოდ მისასალემებელია. თუკი რუსულ–ამერიკული თანამშრომლობის ეს მოდელი ირანის მიმართულებით გადამწყვეტ ქმედებებზეც გავრცელდება, ჩვენ შეიძლება ისეთ სისტემასაც მივუახლოვდეთ, რომელიც იმსახურებს სახელწოდებას „კოლექტიური უსაფრთხოება“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/115maestro-150x150.jpg“მაესტროსა” და “МИР”-ს შორის ოთხთვიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელსაც ხელი 21 მაისს მოეწერა. როგორ მოხდა ქართული ტელეარხი კომპანია “МИР”-ის კუთვნილ თანამგზავრზე. ,, МИР”-ის სათაო ოფისი მოსკოვშია და როგორც რუსული არხების უმრავლესობა პუტინის გავლენის ქვეშაა მოქცეული. МИР”-თან დადებული ხელშეკრულების თაობაზე ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაისის ბოლოს მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, “მაესტო” ე.წ. “ტესტურ რეჟიმში” “МИР”-ის თანამგზავრიდან 18:00-დან დილის 06:00 საათამდე მაუწყებლობს, რაშიც ყოველთვიურად 16-18 ათას ევროს იხდის. თემას ანნა ლაპიაშვილი აგრძელებს http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/maestro.jpg itvს ლინკი
-
17 ივნისს, 10:30 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და პოლონეთის ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, კონსულტანტი მეფრინველეობის დარგში არტურ პალუშევსკი, გორის მახლობლად მდებარე თანამედროვე მეფრინველეობის ფერმას დაათვალიერებენ. საკონტაქტო პირი გიორგი ჩადუნელი – 899 107 333 16 ივნისს, 10:30 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პედაგოგთა შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთნ დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მის: უზნაძის ქ. №52 17 ივნისს, 11:00 საათზე, გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტების შეკითხვებს ეკა ბესელია უპასუხებს. 17 ივნისს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა საარჩევნო მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: “საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში შეტანილი საარჩევნო საჩივრების განხილვის პროცესის შეჯამება”. მის: მარი ბროსეს ქ. #6 17 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჭილაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზება”. 17 ივნისს, 11.30 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრი მაგდა ანიკაშვილი პარლამენტში, საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგს გამართავს. თემა: “მედიკამენტების ფასები და ფარმაცევტულ ბაზარზე სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობა”. 17 ივნისს, 12:00 საათზე, ქაშუეთის ეკლესიიდან საქართველოს საპატრიარქოს მიმართულებით, ტელეკომპანია `კავკასიის~ ინციდენტისას დაკავებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, მსვლელობა მოეწყობა. 17 ივნისს, 12:00 საათზე, ~ადვოკატთა ასოციაციის~ ოფისში, ადვოკატი მარიამ წერეთელი ხელისუფლების მიერ არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მემკვიდრეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მის: ბარნოვის ქ. #75 17 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ~თიბისი ბანკს~ შორის ხელშეკრულება გაფორმდება. მის: აღმაშენებლის გამზ. #150 (ყოფილი მეტეოცენტრის შენობა); III სართული 17 ივნისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა მოეწყობა. 17 ივნისს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში კახა ძაგანია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ამერიკელი კონგრესმენები და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები”. 17 ივნისს, 13:00 საათზე, კულტურის ფონდი მეცნიერების დარგში გაწეული ღვაწლისთვის მეცნიერსა და მკვლევარს ნანა ხაზარაძეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიას გადასცემს. მის: ნიკოლაძის ქ.#5 17 ივნისს, 14:00 საათზე, გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტთა შეკითხვებს “მემარჯვენე” მამუკა კაციტაძე უპასუხებს. 17 ივნისს, 14:30 საათზე, თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. 17 ივნისს, 14:30 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჟუჟუნა ჯაკაბის შეხვდება. კომიტეტის სათათბირო ოთახი #638 17 ივნისს, 15:00 საათზე, “ტრადიციულ კულტურათა საერთაშორისო ცენტრის” თავმჯდომარე ზურაბ ერქომაიშვილი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “კულტურათა დიალოგის” ფარგლებში აჭარა-გურიის რეგიონში უკრაინაში მოღვაწე ფოლკლორული ანსამბლი “ბოჟიჩი”-ს ჩამოყვანა. საკონტაქტო პირი ზურაბ ერქომაიშვილი; ტელ.: 871 24 00 60 17 ივნისს, 16:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 17 ივნისს, 19.00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში არტ-აქცია “თეთრი, წითელი, ლურჯი” გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მხატვარ რუსუდან ქევანიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. 17 ივნისს, 21:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფილმების ფესტივალ ~ამირანის~ საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/newsweek.jpg ოუენ მეთიუსი, ანა ნემცოვა სულ რაღაც სამი წლის წინ ვლადიმერ პუტინი განრისხებული იყო იმაზე, რომ ამერიკა ცდილობდა „მსოფლიოს ერთადერთი ბატონ–პატრონი“ გამხდარიყო და ნატოს იმაში ადანაშაულებდა, რომ ის „რუსეთის საზღვრებთან მოახლოებას“ ცდილობდა; მან ბრძანება გასცა რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოები გადაეწერათ, რათა სტალინის როლი პოზიტიურად წარმოჩენილიყო – მინიშნება, რამაც საბჭოთა დიქტატორის შესაძლო რეაბილიტაციაზე მსოფლიო შეაშფოთა. თუმცა, დღეს რუსეთის ლიდერის ტონი სერიოზულად შეიცვალა. დასავლეთის ლანძღვის ნაცვლად, პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი ევროპასთან და ამერიკასთან სავაჭრო შეთანხმებებზე, კრედიტებზე და ეკონომიკურ ზონებზე საუბრობს. გასული თვის დასაწყისში პუტინმა სტალინის განდიდების ნაცვლად ღიად აღიარა მისი „ტოტალიტარული რეჟიმის“ სისასტიკე, პოლონეთის პრემიერ–მინისტრის გვერდით დადგა კატინის ტყეში, სადაც 1940 წელს საბჭოთა ჯარისკაცებმა 20 000 პოლონელი ოფიცერი დახვრიტეს. წელს, პუტინის მთავარ პროექტად ევროკავშირთან პარტნიორობაზე ახალი მასშტაბური ხელშეკრულების მომზადება იქცა, რომელიც მოიცავს უამრავ სფეროს ვაჭრობიდან – უვიზო რეჟიმამდე. ხოლო რუსეთის ახალი საგარეოპოლიტიკური დოქტრინა, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში მზადდებოდა, ისეთი მსოფლიოს შექმნის დეტალურ გეგმას მოიცავს, რომელშიც რუსეთი და სხვა მსხვილი სახელმწიფოები ერთმანეთზე თანაბრად იქნებიან დამოკიდებულები, დოკუმენტი ევროკავშირს და აშშ–ს ყველაზე სასურველ პარტნიორებს უწოდებს. პუტინის შერბილებული ტონი მისი მთავარი მიზნის (რუსეთისთვის ზესახელმწიფოს სტატუსის დაბრუნება) შერბილებას არ ნიშნავს. იმ ადამიანების აზრით, ვინც მას იცნობს, გულის სიღრმეში პუტინი „ტიპურ ძალოვნად“ რჩება – ასე უწოდებენ ყოფილი აგენტებისგან შემდგარი პოლიტიკური „ქორების“ გუნდს, რომლებიც რუსულ ელიტაში დღემდე დომინირებენ. „თქვენ ცდებით, თუკი ფიქრობთ, რომ პუტინი ოდესმე რუსეთის დასუსტებას დაუშვებს“, – ამბობს მოსკოვის დემოგრაფიის, მიგრაციის და რეგიონალური განვითარების ინსტიტუტის დირექტორი და პუტინთან დაახლოებული პირი იური კრუპნოვი. შეიცვალა მხოლოდ ის (პირველად ათი წლის განმავლობაში), რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც პუტინს სჭირდება, ამიტომ პრემიერ–მინისტრს შეუძლია ოდნავ მოდუნდეს. 2000–2008 წლებში პრეზიდენტობის დროს, პუტინი, ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიმეტრზე, მისი აზრით, რუსეთის კანონიერი გავლენის სფეროსთვის იბრძოდა. პოლონეთს სურდა ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა გამხდარიყო. უკრაინა ნატოში გაწევრიანებას გეგმავდა. იგივეს გაკეთებას აპირებდა საქართველო, რომელიც იმავდროულად მისი ორი სეპარატისტული რეგიონიდან (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) რუსეთის არმიის გაძევებას იმედოვნებდა. ახლა კი ობამას ადმინისტრაციამ უარი თქვა პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმებზე, უკრაინის ნატოში გაწევრიანება, მას შემდეგ რაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრომოსკოვურმა კანდიდატმა გაიმარჯვა, დღის წესრიგში აღარ დგას, ხოლო 2008 წლის ინტერვენციის შედეგად რუსეთმა საქართველოს ჩრდილოეთ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია მოახდინა. ნატო წინადადებითაც კი გამოვიდა, რომ რუსეთი ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის გეგმებში ჩაერთოს. და ბოლოს, გასულ თვეში პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დავის საგანი იყო, იჯარის ვადის გაგრძელებას. პუტინმა განამტკიცა ასევე რუსეთის ენერგეტიკული ბატონობა ევროპაში, ხელი მოაწერა რა მთელ რიგ შეთანხმებებს მილსადენის პროექტ „სამხრეთ ნაკადზე“, რომელიც რუსულ გაზს უშუალოდ ბულგარეთს და ცენტრალურ ევროპას მიაწვდის. თავის მხრივ ამერიკა, რუსული ინტერესების აშკარა საფრთხედ აღარ გამოიყურება. მართალია, პუტინმა და ჯორჯ ბუშმა 2001 წელს ურთიერთობა კარგად დაიწყეს, როდესაც აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან შეძლო პუტინის გულში ჩაეხედა, თუმცა ურთიერთობა სწრაფად გაფუჭდა მას შემდეგ, რაც რუსებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამერიკამ „ფერადი რევოლუციების“ პროვოცირება მოახდინა, რომლებმაც საქართველოში, უკრაინაში, სერბეთსა და ყირგიზეთში პუტინთან დამეგობრებული რეჟიმები დაამხო. ახლა, როდესაც ბუში წავიდა და მისი „თავისუფლების პროგრამა“ აქტუალური აღარ არის, პუტინს შეუძლია თავს უფლება მისცეს, ბარაკ ობამას წინადადება მიიღოს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები „გადატვირთოს“. ობამა, რომელსაც ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა „ახალგაზრდა, თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი“ უწოდა, ცდილობს გაფანტოს რუსეთის შფოთი იმასთან დაკავშირებით, თითქოს აშშ ცდილობს რუსეთი ძველი მოკავშირეების გარეშე დატოვოს. მას შემდეგ, რაც გეოპოლიტიკური ბაგირის გადაქაჩვა წარსულს ჩაბარდა, პუტინს კვლავ შეუძლია დასავლეთთან მეგობრობა დაამყაროს, როგორც ამას მისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში აკეთებდა, როდესაც რუსეთმა მხარი დაუჭირა ბუშს ავღანეთის ომში. პუტინის მხრიდან დასავლეთთან კავშირების აღდგენის მცდელობას საფუძვლად ის ფაქტი უდევს, რომ რუსეთს უცხოური ინვესტიციები უკიდურესად სჭირდება. რა თქმა უნდა, პუტინის ეკონომიკური ბუმი ნავთობის ფულს ეფუძნებოდა. თუმცა სინამდვილეში რუსული კომპანიების დიდი ნაწილი ფაქტობრივად, იაფი დასავლური კრედიტების ხარჯზე იზრდებოდა. სესხების მოცულობა 450 მილიარდ დოლარს აღწევდა. ახლა ეს წყარო ამოიწურა. ამ წლის დასაწყისში რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დათვალა, რომ 2013 წლამდე პერიოდში რუსეთს დაახლოებით ტრილიონი დოლარი დასჭრიდება მისი ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის, კერძოდ ნახევრად დანგრეული საბჭოთა ინსფრასტრუქტურის (რკინიგზის, სკოლების, საავადმყოფოების) აღდგენისთვის. ბიუჯეტი ხარჯების მესამედზე მეტს ვერ დაფარავს. მოქუფრულ წლებში შექმნილი 150 მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი 2011 წელს იწურება. შედეგად, კრემლმა, რომელმაც ყველაფერი დაითვალა, მიხვდა, რომ მოდერნიზაციას (ან უბრალოდ გადარჩენას) უცხოური ინვესტიციების, თანაც საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციების გარეშე ვერ შეძლებს. „კრიზისმა ცხადყო, რომ რუსეთი დამოუკიდებლად ვერ განვითარდება – ვიღაცასთან მეგობრობა მაინც მოგვიწევს“, – გვითხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთმა მაღალჩინოსანმა. ამგვარად პუტინის მეგობრული ტონი აუცილებლობით აიხსნება. ნავთობით ბაქიბუქი, რაც პუტინის აგრესულ განწყობას ამყარებდა ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც კრემლი ფულში ბანაობდა დღევანდელთან შედარებით ნავთობზე ორჯერ უფრო მაღალი ფასებით, რაც ბარელზე 146 დოლარს აღწევდა, გაქრა. „ეკონომიკურმა კრიზისმა ბოლო მოუღო პუტინის პრეზიდენტობის ბოლო წლების ქედმაღლობას“, – მიაჩნია მოსკოვის კარნეგი ცენტრის თანამშრომელ დიმიტრი ტრენინს. „თუკი შენ აღიარებ, რომ მოდერნიზაციის გარეშე მარგინალიზაცია გელის, და რომ მარტო ამ მოდერნიზაციის წარმოება არ შეგიძლია… შენი საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად ცხადია – უნდა ითანამშრომლო განვითარებულ ქვეყნებთან, რომლებსაც აუცილებელი რესურსები გააჩნიათ“. პუტინმა, როგორც ჩანს ყველაფერი გააცნობიერა და ახლა დროის დიდ ნაწილს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უთმობს – კერძოდ ახალი რუსული „ინოვაციური ქალაქის“ პროექტს სკოლკოვოში, მოსკოვის შემოგარენში. სახელმწიფო დუმას დეპუტატი სერგეი მარკოვი, რომელიც ათ წელზე მეტია, პუტინის გუნდის წევრია, ამბობს „პუტინში არაფერი შეცვლილა – ის ყოველთვის უკიდურესად ვესტერნიზებული იყო“, ყოველ შემთხვევაში ძალოვნების ნაციონალისტურ ფრთასთან შედარებით. მხოლოდ ის შეიცვალა, რომ აშშ „რუსეთს იდიოტივით აღარ ეპყრობა“, – ამბობს მარკოვი და დასძენს, რომ „პუტინის 90%–ით დასავლეთისკენ გადახრა იმას უკავშირდება, რომ რუსეთი მოდერნიზაციას დასავლელი სპეციალისტების და დასავლური ტექნოლოგიების გარეშე ვერ შეძლებს“. აქ 10% წილი კი იმას უკავია, რომ „პუტინს დასავლეთი რადიკალურ ისლამიზმთან ბრძოლისთვის სჭირდება, რასაც რუსეთი შეეჯახა“ როგორც საკუთარი ქვეყნის ფარგლებში, რაც ჩრდილოეთ კავკასის აჯანყებულთა მოძრაობაში გამოიხატება, ასევე შუა აზიაში. ამგვარ გადაფასებას სერიოზული შედეგები მოჰყვა. რუსეთის ახალი საგარეოპოლიტიკური დოქტრინის თანახმად, რომელიც რუსულმა Newsweek–მა მოიპოვა, რუსული საგარეო პოლიტიკის საფუძვლად უნდა იქცეს ისეთი მსოფლიოს კონცეფცია, სადაც არც მტრები და არც მეგობრები არაინ, არამედ მხოლოდ ინტერესები. საქართველოსთან კონფრონტაციის, ნატოს მხრიდან საფრთხის არსებობასა და ამერიკელების „ანტისარაკეტო ფარის“ გეგმებზე საუბრის ნაცვლად, აქცენტი „რუსეთის ეკონომიკურ და კულტურულ დაახლოებაზე“ გაკეთდება ისეთ მეზობლებთან, როგორებიც არიან ევროკავშირი და ჩინეთი. წითელ მოედანზე ჩატარებული გამარჯვების დღის აღლუმი, რომელშიც რუსი ჯარისკაცების (და რუსული ბირთვული რაკეტების) გვერდით ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი და პოლონელი ჯარისკაცების მონაწილეობდნენ, აშკარად ამ ახალი სულის სიმბოლო გახლდათ. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის ახალ გეგმებზე კონსულტაციებში რუსეთის ჩართვის ინიციატივით გამოვიდა. ამ წლის დასაწყისში რუსეთმა ამერიკასთან დიდი ხნის ნანატრ სტრატეგიულ შეიარაღებაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი. იმასაც ამბობენ, რომ შეერთებული შტატები ახლა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებას ლობირებს, რომლითაც დასავლეთი რუსეთს 1993 წლიდან აქეზებდა. „როდესაც ბრიუსელში ჩავედი, ასეთ დათბობაზე ვერც კი ვიოცნებებდი“, – ამტკიცებს როგოზინი, ნაციონალისტური განწყობების პოლიტიკოსი, რომელსაც მკვეთრი გამონათქვამები ახასიათებს და ნატოში რუსეთის ინტერესების წარმოსადგენად ორი წლის წინ დაინიშნა. ოდესღაც მან ალიანსს „დაბრმავებული მარტორქა“ უწოდა, ახლა ის „შესაძლებლობების სარკმელზე“ და „მთელი ნაგვის გატანის“ ერთობლივ მცდელობებზე საუბრობს, იმ ნაგვის, რომელიც ხელს უშლის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ნაწილობრივ, ამ ტენდენციას შემთხვევითმა მოვლენებმაც შეუწყო ხელი. დღეს ნედლეულის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ის სკეპტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს 2008 წლის ფინანსური კოლაფსის დროს. ეს, თანდათან ამოწურვად რუსეთის ნავთობის მასტაბილიზირებელ ფონდთან ერთად, პუტინს ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნებაში დაეხმარა ფულადი ნაკადების წყალობით, რომლითაც ის აღელვებულ მუშახელს ამშვიდებდა. უკრაინაში პროდასავლელმა პოლიტიკოსებმა დაუსრულებელი კინკლაობით ხელისუფლებისკენ გზა გაუხსნეს მოსკოვის კაცს – ვიქტორ იანუკოვიჩს. პოლონეთთან ურთიერთობა მკვეთრად გაუმჯობესდა ავიაკატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაღუპვის შემდეგ. იმ დღეს კაჩინსკი კატინის ტრაგედიის წლისთავის აღსანიშნავად ერთობლივ რუსულ–პოლონურ ღონისძიებაზე მიემგზავრებოდა. რუსეთმა არამხოლოდ სწრაფად გამოიძია მომხდარი კატასტროფა – პუტინმა ღიად აღიარა, რომ კატინის მსხვერპლნი „სტალინის რეპრესიების ცეცხლში დაიწვნენ“. ყოველთვის, კატინი რუსეთის მხრიდან მეზობლებთან წესიერი დამოკიდებულების საზომად ითვლებოდა: 1990 წელს მიხეილ გორბაჩოვის მიერ იმ ფაქტის აღიარებამ, რომ ხოცვა–ჟლეტა საბჭოთა კავშირის და არა ნაცისტების ორგანიზებული იყო, აღმოსავლეთ ევროპაში ბევრს საბჭოთა ეპოქაზე სიმართლის თხრობისკენ უბიძგა. თუმცა, დიდიწლად დათბობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. პუტინიც და პრეზიდენტი მედვედევიც ბოლო დროს აქტიურად თამაშობენ რუსეთის მაღალი რანგის სავაჭრო წარმომადგენლების როლს. დღეს, რუსეთის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტების სია უკვე მნიშვნელოვნად გრძელია. მხოლოდ ცალკე აღებულ გერმანიასთან პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის მონაწილეობას ახალი თვითმფრინავის Airbus A350–ის შემუშავებასა და წარმოებაზე, Deutsche Bahn–თან და Siemens–თან ჩქაროსნული რკინიგზის განვითარებაზე, და ხელშეკრულებას რუსეთში Volkswagen–ის, Daimler–ის და BMW–ქსელის გახსნის შესახებ – აღარაფერს ვამბობთ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადზე“, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე აშენდება. ამ თვის დასაწყისში მედვედევი, სკანდინავიიდან ინვესტიციების მოზიდვის სურვილით, დანიას და ნორვეგიას ეწვია. მან ხელი მოაწერა შეთანხმებებს ბარენცის ზღვის რესურსების განაწილებაზე, ერთობლივ გემთსამშენებლო პროექტებზე, ენერგომომარაგების, ნანოტექნოლოგიების და კომუნიკაციების სფეროს პროექტებზე, ასევე შეძლო ნორვეგიასთან საზღვართან დაკავშირებული ძველი დავის დასრულება. რუსეთმა მსოფლიოზე გაბრაზება უნდა შეწყვიტოს და გაიღიმოს, განაცხადა მედვედევმა. რუსეთში რეფორმების მომხრეთა საუბედუროდ, თავად ქვეყანაზე დათბობა არ ვრცელდება. მედვედევის ლიბერალური განცხადებების მიუხედავად იმის შესახებ, რომ ოპოზიციურ პარტიებს მეტი ადგილი უნდა მიეცეთ, სინამდვილეში კრემლი ოპოზიციას სასტიკად ავიწროვებს, მას „ტერორიზმში“ ადანაშაულებს და ცდილობს მიიღოს კანონი, რომელიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ადამინების სასამართლოს გარეშე დაპატიმრების უფლებას მისცემს. კრემლს რეალური რეფორმების ეშინია, რადგან „ლიბერალიზმი მის კორუმპირებულ სისტემას დაანგრევს“, – ამტკიცებს ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი – ყოფილი ვიცე–პრემიერი ბორის ნემცოვი. თუმცა, არცერთ დასავლურ მთავრობას დათბობის საფრთხის ქვეშ დაყენება არ სურს და კრემლს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო არ აკრიტიკებს. „დასავლეთი კრემლს ფაქტობრივად არ აკრიტიკებს“, – აცხადებს მოსკოვის კარნეგი ცენტრის თანამშრომელი მაშა ლიპმანი. „იმავდროულად რუსეთის საშინაო პოლიტიკა ისეთივე ავტორიტარულია, როგორიც ადრე იყო, და შესაძლოა უარესიც კი გახდა“. შესაძლოა რუსეთის დემოკრატია გაიყინა, თუმცა პუტინის გარდაქმნა ამერიკის მკაცრი კრიტიკოსისგან რუსული ბიზნესის მეგობრულად განწყობილ სავაჭრო წარმომადგენლად, აღსანიშნავი და მისასალმებელია. დათბობის საცდელ ქვა გახდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების პრობლემა, რაც დასავლეთს რუსეთთან ვაჭრობასა და ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებაში ხელს უშლის. გასულ ივნისში, პუტინმა მსო–ს საკითხზე მოლაპარაკებები ყველასთვის მოულოდნელად მიატოვა და სანაცვლოდ ბელორუსთან და ყაზახეთთან საბაჟო კავშირის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. დღეს ეს კავშირი ნამდვილად არ ყვავის და რუსეთი მსო–ზე მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს ივნისში, ევროკავშირთან სამიტის და მედვედევი–ობამას დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ. ნიშანდობლივია ასევე აშშ–სთან ბირთვულ სფეროში კომერციულ თანამშრომლობაზე შეთანხმებების (რომლებიც შეწყდა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ) შესაძლო აღორძინება, რაც რუსეთს ამერიკული ბირთვული საწვავის გადამუშავებისა და ერთობლივ კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. ეს შეთანხმებები დასავლეთისთვის სასარგებლოა, რადგან ისინი იმის პერპექტივას ამცირებს, რომ პუტინი წარსულ აგრესიულობას დაუბრუნდება. ორიგინალი ორიგინალი
-
http://newsimg.bbc.co.uk/media/images/48092000/jpg/_48092425_puyol466getty.jpg ეს წუთია დასრულდა შეხვედრა ესპანეთსა და შვეიცარიას შორის ყველასათვის მოულოდნელად ”ფურია როხამ” მუნდიალის პირველი შეხვედრა 0:1 წააგო… ალბათ სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია, ესპნაეთმა შვეიცარიას ვერ მოუგო, არავინ იცის თუ რა მოხდა, ან რამ გამოიწვია ეს მარცხი, აღსანშნავია შვეიცარიის მეკარის ბრწყინვალე თამაში, ესპნაეთმა 12 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და ჯგუფში ჩარჩენის შანსები გაიზარდა, მიხედავად ამისა ესპნაეთი მუნდიალის მთავარი ფავორიტია. შვეიცარია კი გუნდი, რომელიც ამ მატჩში და ალბათ მსოფლიო ჩემპონატშიც ერთ-ერთი აუცაიდერი გახლდათ, შეძლეს და მოახდინეს სასწაული დაამარცხეს რა ევროპის მოქმედი ჩემპიონები… ვერაფერს ვიტყვი… მაგრამ ესპნაეთს ჩემი აზრით ნამდვილად აქვს შანსი არა მხოლოდ ჯგუფიდან გავიდეს, არამედ მსოფლიო ჩემპიონატის თასისთვისაც იბრძოლოს, ყველაფერს კი დრო გვიჩვენებს… აქვე შემოგთავაზებთ მატჩის სტატისტიკას: კარში წასული ბურთები: 8 — 3 კარში დარტყმები: 17 — 3 ბურთის ფლობა: 63–37 კუთხურების რაოდენობა: 12–3 თამაშგარეები: 3–1 ყვითელი ბარათები: 0–4 წითელი ბარათები: 0–0 გატანილი გოლი: 52წთ –ფერნანდესი. View the full article