Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg პეტრე სმოლიარი შეერთებული შტატები და რუსეთი ინტენსიური დიალოგის ფაზაში არიან, მას შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოსკოვთან ურთიერთობების გადახედვა გადაწყვიტა. გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების მიუხედავად, ეს ორი ქვეყანა იზიარებს ისეთ პრობლემებზე წუხილს, როგორებიცაა ირანის ბირთვული პროგრამა და ყირგიზეთის სამხრეთში აფეთქებული ეთნიკური ძალადობა. ორივეს ცენტრალური აზიის ამ პატარა სტრატეგიულ ქვეყანაში სამხედრო ბაზა აქვს. 14 ივნისს, პარიზში გავლით მყოფმა რუსეთის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა (1998 წლის სექტემბრიდან – 1999 წლის მაისამდე) ევგენი პრიმაკოვმა, რომელსაც მის ქვეყანაში საგარეო პოლიტიკის ექსპერტად მიიჩნევენ, Monde–თან საუბარში ბარაკ ობამას დიპლომატიური ღიაობა მოიწონა. რატომ აცხადებს რუსეთი უარს ქვეყნის სამხრეთში დაწყებული ძალადობის (რომელმაც 170–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა) პირისპირ მყოფი ბიშკეკის დროებითი ხელისუფლებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე? რუსეთი მათ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. ყირგიზეთის ხელისუფლებამ სამხედრო დახმარება სთხოვა კოლექტიური თანამეგობრობის ორგანიზაციას. ეს დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის სამხედრო გაერთიანებაა და მისი მიზანია წევრი–სახელწმიფოს დახმარება საგარეო საფრთხეების განეიტრალების საქმეში. დღეს საქმე საშინაო პრობლემასთან გვაქვს, ხელშეკრულება ამ სფეროში ჩარევას არ ითვალისწინებს. საქმე ძალიან სერიოზულ კრიზისთან გვაქვს. პრობლემა ხელისუფლების სისუსტიდან გამომდინარეობს. ის ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. თუ მედიის ცნობებს დავუჯერებთ, ეს ეთნიკური ხასიათის დაპირისპირებაა, რაც რეგიონის ეთნიკური უმცირესობის, უზბეკების წინააღმდეგაა მიმართული. გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთ ვითარებაში ყოველთვის აქტიურდებიან კრიმინალური ელემენტები. ემხრობით თუ არა საგარეო პოლიტიკის ახალ დოქტრინას, ვგულისხმობ მოსკოვის მოსაზრებას ევროკავშირსა და აშშ–სთან დაახლოებაზე? რა თქმა უნდა. ხშირად ასეთი საკითხები იქამდე დაგვყავს, თუ რომელი ლიდერია ინიციატორი. ეს არასწორია. საქმე ზოგადად სახელმწიფოს პოზიციას ეხება. ეს შესაძლებლობა ობამას პრეზიდენტობის დროს გაჩნდა. მას უარი არ უთქვამს ამერიკის ლიდერობაზე, მაგრამ იმავდროულად, მის გამოსვლებსა და ქმედებებში, მან უარი განაცხადა ცალმხრივობის (უნილატერალიზმის) დოქტრინაზე, რომლის თანამხადაც ამერიკელები ერთპიროვნულად წყვეტდნენ როგორ უნდა ემოქმედათ და ვისთვის დაერტყათ. უმცროსი ბუშისგან განსხვავებით, ბატონ ობამას ესმის, რომ საჭიროა კოლექტიური მოქმედება, მათ შორის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს ქმნიან შეერთებული შტატებისთვის. რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების განახლება, ჩვენ ამ მიმართულებით წინსვლის საშუალებას გვაძლევს. ჩვენი ახალი კურსის საფუძველი მხოლოდ ეკონომიკა არ არის. ჩვენ საერთო ინტერესები გაგვაჩნია ისეთ თანამედროვე საფრთხეებთან მიმართებაში, როგორიც ტერორიზმია. როგორ ფიქრობთ, რატომ ვუთმობთ ჩვენს საჰაერო სივრცეს ამერიკულ თვითმფრინავებს, რომლებიც ავღანეთიკენ მიემართებიან? ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ალიანსმა გაიმარჯვოს ტერორიზმის წინააღმდეგ ომში. ასევე ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის შეიარაღების შემცირების საკითხები. ეკონომიკაში, რუსეთი სერიოზულ მოდერნიზაციას გეგმავს, და მას სჭირდება შეერთებულ სტატებთან თანამშრომლობის განვითარება, განსაკუთრებით ტექნოლოგიების დარგში. ავღანეთი ახსენეთ. ფიქრობთ თუ არა, რომ 2001 წლის შემდეგ იქ ვითარება გამოსწორდა? თქვენმა შეკითხვამ ომზე ერთი ანეგდოტი გამახსენა. ამერიკელი ოფიცერი თმის შესაჭრელად დალაქთან მიდის, რომელიც ოფიცერს ეკითხება: როგორ მიდის საქმე ვიეტნამში? იქ ყველაფერი სტაბილურადაა, პასუხობს ოფიცერი. რამდენიმე წუთში დალაქი კვლავ იმეორებს შეკითხვას, ოფიცერი პასუხობს, რომ იქ ყველაფერი სტაბილურადაა. დალაქი მესამედ სვამს იგივე კითხვას, ჯარისკაცი წუხდება და მაშინ დალაქს თავად ეკითხება ამ ჩაიჯინების მიზეზს. „როდესაც პასუხს მცემთ, თმა ყალყზე გიდგებათ და თქვენი თმის შეჭრა მარტივი ხდება“, – პასუხობს დალაქი. ეს ანეგდოტი ავღანეთსაც მიესადაგება. ვითარება იქ ძალიან რთულია. ამ პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია. ამის გამოცდილება ყველას გვაქვს. არსებობს საშიშროება, რომ თალიბები ხელისუფლებაში მოვლენ იმ მოლაპარაკებების წყალობით, რომელშიც ქაბულის ხელისუფლება ჩაება. მათ შეიძლება სერიოზული მოთხოვნები გაუჩნდეთ. რაც შეხება იმას, თუ რამდენად მზადაა რუსეთი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციების გამკაცრების მხარდასაჭერად, რუსეთი სანქციების უკიდურესად გამკაცრების მომხრე არ არის. ამბობენ, რომ რუსეთი მისი ეკონომიკური ინტერესებისთვის იბრძვის, რადგან ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად განვითარდა. იმასაც ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს სანქციები აარიდოს მშვიდობიან მოსახლეობას და ორივე ეს მოსაზრება სწორია. არსებობს მესამე მოსაზრებაც. სანქციები ძალიან დელიკატური თემაა. არ არის აუცილებელი „ჯოხის უკიდურესად გადაღუნვა“, რომ უარესი შედეგები არ მივიღოთ. სწორედ ამიტომ დათანხმდა რუსეთი და ჩინეთი ბოლო სანქციებს. მაგრამ მათ წინასწარ დიდი სამუშაო გასწიეს, რომ მრავალი არასასურველი ასპექტი გამოერიცხათ. ირანმა უნდა გაიგოს, რომ მას დროის მოგება სულ უფრო გაუჭირდება. მაგრამ, კატეგორიულად ვემიჯნები ირანთან სამხედრო დაპირისპირებას, რადგან ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება. ჩემი აზრით, ისინი კორეული მოდელის გათამაშებას შეეცდებიან: პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე, ბომბის შექმნისთვის ბაზას მოამზადებენ. რუსეთის გავლენის სფეროზე, წინააღმდეგობრივი ანალიზი კეთდება. როგორ ფიქრობთ, ეს გავლენა შემცირდა თუ იზრდება? ამ გავლენის შესაფასებლად – მატულობს ის, თუ მცირდება – მათემატიკური ფორმულირება არ არსებობს. ყირგიზეთში, როდესაც პრეზიდენტს (ყურმანბექ ბაკიევს) ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, ჩვენს მიმართ რადიკალურად მტრულად განწყობილმა ძალებმა, ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულეს. მათ აპრილის მოვლენების უკან მოსკოვის ხელი დაინახეს, თუმცა სინამდვილეში იქ არც მოსკოვის და არც შეერთებული შტატების ხელი არ ერია. მოვლენები, ავტონომიურ რეჟიმში განვითარდა. უფრო ფართო კონტექსტში კი, რუსეთს შესანიშნავი ურთიერთობები აქვს ყაზახეთთან და ტაჯიკეთთან, ასევე ნორმალური კავშირები გვაქვს თურქმენეთთან. რუსეთის გავლენის შემცირების პრობლემას ვერ ვხედავ. ცხადია, რუსეთი ამ ქვეყნებთან ურთიერთობებში, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, დაინტერესებულია. ძლიერია, ხალხებს შორის კავშირი, არსებობს საერთო ისტორია, ძველი ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რასაც ამ ქვეყნებში მდებარე საწარმოებს შორის არსებული კავშირები ქმნიდა. როგორია რუსეთის პოზიცია უკრაინის მიმართ, სადაც იანვარში „ნარინჯისფრებმა“ ხელისუფლება დაკარგეს, და საქართველოსთან მიმართებაში, სადაც 30 მაისის ადგილობრივმა არჩევნებმა მიხეილ სააკაშვილის ძალაუფლება განამტკიცა? უკრაინაში ყველაფერი ცხადია. ხელისუფლებაში მოვიდნენ ისინი, ვინც მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მოიპოვა. მათ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ეს სურვილი ორმხრივია. საქართველოში ჩატარებულმა ბოლო არჩევნებმა, განსაკუთრებით თბილისში, აჩვენა, რომ სააკაშვილი გარკვეული პოპულარობით სარგებლობს. ოპოზიციამ ძალების გაერთიანება ვერ შეძლო. ჩვენ გვსურს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება. მაგრამ ამისთვის მან პირველ რიგში სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარი უნდა თქვას. ჩვენ მათ მრავალი ვარიანტი შევთავაზეთ, რომელიც აუცილებლად ხელშეკრულების გაფორმებას არ გულისხმობდა, საუბარი იყო მარტივ დეკლარაციებზე. თბილისმა ყველაფერზე უარი განაცხადა. მაგრამ მოსკოვი ყველა პირდაპირ კავშირზე უარს ამბობს… სააკაშვილმა (2008 წლის აგვისტოში) სამხრეთ ოსეთში ჩვენი მშვიდობისმყოფელების სწინაარმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. მათ თანამეგობრობის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღეს. მე მესმის განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მაგრამ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ნიკოლა სარკოზის და ბატონი მედვედევის სამშვიდობო გეგმის მეექვსე პუნქტი, მომავალში ამ რეგიონების სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებდა, რაც მოლაპარაკებების პერსპექტივას ქმნიდა. მაგრამ სააკაშვილმა ეს პუნქტი თავად დაბლოკა. ორიგინალი ორიგინალი
  2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ეკონომიკის სამინისტროში ოფიციალურად არ ადასტურებენ. თუმცა, უწყების წარმომადგენლები პირად… ლინკი მედიანიუსზე
  3. ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ აზრით, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხის წინაშეა. „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი… ლინკი მედიანიუსზე
  4. უკრაინის შსს-ს თანამშრომლებმა პატიმრობაში აიყვანეს ოდესის ვიცე-მერი ვახტანგ უბირია, რომელიც გულის უკმარისობის დიაგნოზით წმინდა Eეკატერინას სახელობის საავადმყოფოში… ლინკი მედიანიუსზე
  5. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8871 ნიშნულზე უმნიშვნელოდ გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
  6. „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ამბობდნენ,… ლინკი მედიანიუსზე
  7. http://s51.radikal.ru/i132/1006/15/f5ad70a98f64.jpg პოპულალური ინგლისური გამოცემა The Mirror-ი წერს იმას, რომ მადრიდის “რეალი” ინგლისის ნაკრების ორ ბრწყინვალე ფეხბურთელში ჯერარდისა და რუნის სანაცვლოდ 110 მილიონ დოლარს გადაიხდის.“რეალის” ახალმა მწვრთნელა ჟოზე მაურინიომ არ დამალა თავისი სიმპატიები ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” ვარსკვლავზე სტივენ ჯერარდზე და განაცხადა რომ მისი #1 სამიზნე სწორედ ეს ფეხბურთელია. ზემოხსენებული წყარო ასევე წერს, რომ მაურინიომ თითქმის მიაღწია წარმატებას ტომ ჰიკსთან და ჯორჯ ჯილეტთან. ჯერარდის ფასი 30 მილიონია.მადრიდელების #2 სამიზნე “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრ-ფორვარდი უეინ რუნია. ისინი კვლავ ეცდებიან “წითელ ეშმაკებს” მეორე ვარსკვლავიც წაართვან. (მოგეხსენებათ გასულ ზაფხულს სწორედ “მანჩესტერიდან” გადავიდა კრიშტიანუ რონალდო “რეალში”, მისი ტრანსფერი კი 96 მილიონი დაჯდა) რუნის სანაცვლოდ მადრიდელები 80 მილიონს შეელევიან. View the full article
  8. http://cdn.wn.com/ph/img/b7/28/c0c97f068153f0aa2490a9e47d73-grande.jpg ბრიტანული გამოცემა The Mirror-ის ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპულის” ფორვარდის, ფერნანდო ტორესის ხელში ჩასაგდებად აქტიურად მუშაობს. რამდენიმე დღის წინ კატალონიურ კლუბს ახალი პრეზიდენტი – სანდრო როსელი ჩაუდგა სათავეში და ტორესის გადაბირების სურვილიც პირველად მან გაახმაურა. “ბარსელონა” მზადაა, ტორესის სანაცვლოდ “ლივერპულს” 80 მილიონი ევრო შესთავაზოს. ბოლო პერიოდში, ბრიტანული სააგენტოები ფერნანდო ტორესით “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” დაინტერესების შესახებაც საკმაოდ აქტიურად წერენ. View the full article
  9. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, პატიმარი ვ.ც. სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. როგორც `მედიანიუსს~… ლინკი მედიანიუსზე
  10. ხვალ რუსთავის №1 დაწესებულების ბიბლიოთეკას სხვადასხვა ჟანრის 1000 წიგნი გადაეცემა. ინიციატივა, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრს… ლინკი მედიანიუსზე
  11. მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ კინოს იმ პერიოდიდან სწყალობენ, როცა კინოფესტივალი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სახელით და ფარგლებში იმართებოდა. ბოლო წლებია, საფესტივალო პროგრამაში ერთი ახალი ქართული ფილმი მაინც ხვდება. წელს საქართველოს ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი ”ქუჩის დღეები” წარმოადგენს. მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი დაბერებას იწყებს - წელს იგი ოცდამეთორმეტედ ტარდება. მისი ისტორია 1935 წელს დაიწყო, თუმცა, ფესტივალი ქრონოლოგიურ ათვლას 1959 წლიდან აწარმოებს, იმ დროიდან, როდესაც მან პერიოდული ხასიათი მიიღო. საბჭოთა კავშირისთვის ეს მნიშვნელოვანი წელი იყო. პრეზიდენტ ეიზენჰაუერის მივლინებით ლენინგრადს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი . მან ამერიკული ეროვნული გამოფენა გახსნა და ნიკიტა ხრუშჩოვს ელაპარაკა. ფესტივალი ამაყობს სტუმრებით, რომლებიც თავიანთ ფილმებს მოსკოვში ჯერ კიდევ საბჭოთა დროს აჩვენებდნენ. მათი სახელების მუდმივი ხაზგასმა თითქოს კომპლექსია, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალს საბჭოთა წარსულიდან გამოყვა. თავის მოწონების ეს ფორმა თვითდამკვიდრების სურვილზე მეტყველებს. კინოს ერთ-ერთ უძველეს პრეზენტატორს დღემდე ეჭვი ეპარება, რომ მსოფლიო კინემატოგრაფი რუსეთთან ერთად არაა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ნიკიტა მიხალკოვი, ფესტივალის დირექტორი ბოლო 11 წლის განმავლობაში, თავმდაბლობით გამოირჩევა. მართლმადიდებლური მორალი და პერიოდულად სამრეკლოებში ზარების ჩამოკვრა მას ხელს არ უშლის, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად, რუსი კინემატოგრაფისტების დიდი ბანაკი გადაიმტეროს და მაფიოზის იმიჯი ჰქონდეს. მიხალკოვი ფესტივალის გეოგრაფიის გაფართოების პოლიტიკას აქტიურად ეწევა. დასავლეთ ევროპაში ფანჯრის გაჭრის გარდა, იგი ძველი პარტნიორების დაბრუნებას და შენარჩუნებასაც ცდილობს. მაგალითად, წლევანდელ მთავარ საკონკურსო პროგრამაში, სადაც სულ 17 ფილმია, აღმოსავლეთ ევროპული პროდუქცია ჭარბობს: ”პატარა ვარდი” (პოლონეთი), ”ბესა” (სერბეთი), ”მიწიერი სამოთხე” (ჩეხეთი), ”ანას უკანასკნელი დასმენა” (უნგრეთი), ”განსხვავებული დედები” (რუმინეთი), ”ნაფეხურები ქვიშაზე” (ბულგარეთი). ფესტივალის მეგობრები, ტრადიციულად, ფრანგი კინემატოგრაფისტები არიან. ჟიურის თავჯდომარე წელს ფრანგული ბლოკბასტერების ავტორი ლუკ ბესონია. ფესტივალი მისი ფილმით, ”ადელის ექსტრაორდინარული თავგადასავლები”, დაიხურება. გახსნის საღამოზეც მაყურებელი კლოდ ლელუშის ნამუშევარს ნახავს. ”ქალი და კეცები” - ლელუშის ახალი ფილმი მოსკოვში ამ სათაურით გავა. მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი ღვაწლისთვის კი ხვალ, 17 ივნისს, ფრანგ რეჟისორს სპეციალურ პრიზსაც გადასცემენ. ამ პრიზით შარშან ქართველი კინორეჟისორი, რეზო ჩხეიძე . შარშან მოსკოვის სცენაზე მსახიობი მიშა მესხი და არჩილ გელოვანიც ავიდნენ. მათი ფილმი, ”კონფლიქტის ზონა” (”მოგზაურობა ყარაბაღში 2”) მეორე საკონკურსო პროგრამის - ”პერსპექტივები” - საუკეთესო ფილმად გამოაცხადეს. მაშინ მიშა მესხმა მადლობა რატომღაც მოსკოვს გადაუხადა და არა ფესტივალს, მის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს ან დარბაზში მსხდომ კინომოყვარულებს. ფესტივალის ქალაქთან იდენტიფიკაცია და დადასტურებული მოწიწება იმ სიყვარულის ინდიკატორი იყო, რომელიც ქართველ კინემატოგრაფისტებს რუსეთის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ. რეზო ჩხეიძის, ყოფილი კინოჩინოვნიკის და რაიკომის მდივნის პერსონაჟის შემქმნელი ადამიანის შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს სიყვარული ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდანაა გამოყოლილი. მაგრამ საინტერესოა, რომ ასეთ სითბოს ის ადამიანებიც იჩენენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის სიამტკბილობას არ მოსწრებიან. მოსკოვის საერთოაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმი წელსაც მონაწილეობს. ლევან კოღუაშვილის ”ქუჩის დღეები” თებერვალში როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ კონკურსშიც აჩვენეს, თუმცა, როგორც ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, გია ბაზღაძემ თქვა, როტერდამის ექსპერიმენტული და არტ-ჰაუს კინოპროგრამაში კოღუაშვილის ტრადიციული ნარატივით გადაღებული სურათი ”თეთრი ყვავივით იყო”. პროგრამა ”8 ½” აქცენტს ახალგაზრდა რეჟისორებზე აკეთებს. ”ქუჩის დღეები” კოღუაშვილის პირველი მხატვრული ფილმია. მხატვრულ კინოში ის დოკუმენტალისტიკიდან მოვიდა. ფილმი სოციალური პრობლემატიკის ჭრილში ნარკომანიის თემას უტრიალებს. საქართველოს ეხება, ოღონდ სხვა პროგრამაშია ჩართული (”პერსპექტივები”) ჰოლანდიელი რეჟისორის, ინეკე სმიტსის ფილმიც ”ყაზბეგელი მფრინავი ქალი”. ”პერსპექტივების” ჟიურის წევრები ბრიტანელი რეჟისორი ჯონ ირვინი, რუსი რეჟისორი და სცენარისტი სერგეი ოვჩაროვი და პოლონელი მსახიობი კაროლინა გრუშკა არიან. საუკეთესო ფილმს ოქროს ”წმინდა გიორგის” გადასცემენ. ოქროსა და ვერცხლის წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც გველეშაპს ებრძვის, ფესტივალის მთავარი პრიზია. ”პერსპექტივებისგან” განსხვავებით, ”8 ½” არასაკონკურსო პროგრამაა. შესაბამისად, ლევან კოღუაშვილს არ მიეცემა საშუალება გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგის ქანდაკება ხელში დაიჭიროს და რუსული სცენა ე.წ. არაშემოქმედებითი მიზნებით გამოიყენოს. იქნებ ამის საშუალება ინეკე სმიტს მიეცეს, რეჟისორს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე ამბოხებული ქართველი სამხედროების ისტორიით დაინტერესდა. მითუმეტეს, როცა წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ქართველი კინემატოგრაფისტები სცენას, როგორც სამოქალაქო პოზიცის დასაფიქსირებელ, საპროტესტო პლატფორმას ნაკლებად უყურებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. დღეს თბილისის№5-ე საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების შენობის მეექვსე სართულიდან ექიმი-ლაბორანტი მარიამ ფიფია გადმოხტა. როგორც „მედიანიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, მარიამ… ლინკი მედიანიუსზე
  13. ესპანეთის პოლიციამ ე.წ. რუსული მაფიის ხელმძღვანელის შაქრო კალაშოვის გარემოცვის წევრები დააკავა. ადგილობრივი წყაროების ცნობით, სპეცოპერაცია კატალონიაში და… ლინკი მედიანიუსზე
  14. http://s002.radikal.ru/i199/1006/92/889e6d333c09.jpg გთავაზობთ ესპანელების ვარჯიშის ფოტოებს შვეიცარიასთან მატჩამდე. http://image.geotorrents.com/images/kysmisvegi498fferob.png http://image.geotorrents.com/images/0h2u1px0t30t3uyz18j.png http://image.geotorrents.com/images/8f2ibxqiga43hd3lk92.png http://image.geotorrents.com/images/3h7x9fvmrm194ro1vgkk.png http://image.geotorrents.com/images/hchehy3y5wc1bvdumkag.png http://image.geotorrents.com/images/sdfh54tlrayc0h57pv7.png View the full article
  15. Звездный удар mp 3--2010 მუსიკალური კრებული View the full article
  16. დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის დელეგაცია ეწვია. ფონდის პრეზიდენტს… ლინკი მედიანიუსზე
  17. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/200804070517newsthumbnile.jpg“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ინგა გრიგოლიას კომედიური ჟანრის ქართულ ფილმში გადაიღებენ . ამის შესახებ, გრიგოლიამ, “რადიო პალიტრის” ეთერში, გადაცემა “ცენტრში” სტუმრობისას განაცხადა. ”ამ ფილმის გმირად ქცევაზე მაშინვე დავთანხმდი, რაც სცენარს გავეცანი. სცენარის დასაწყისშივე წავაწყდი ერთ ეპიზოდს, სადაც ჩემი გმირია აღწერილი. საუბარია საკმაოდ ცუდად ჩაცმულ, უცნაურ ფერად შეღებილი თმის, ბევრი მაკიაჟისა და არც თუ ისე კარგი გარეგნობის ჟურნალისტზე, რომელიც საინფორმაციო ოთახში შედის, უნდა, რომ კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. როგორც კი ეს წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ ავტორი სცენარის წერისას სწორედ მე მგულისხმობდა. როდესაც ბასა ჯანიკაშვილს დავურეკე, მითხრა, რომ როდესაც ჟურნალისტის კარიერა დავიწყე, სწორედ ასეთი ვიყავი”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ. მისივე თქმით, ფილმს, რომლის ერთ-ერთ მთავარ როლს ის შეასრულებს, ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით დუტა სხირტლაძე გადაიღებს. IPN Share View the full article
  18. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/4g2acjxdxfnqnzd82ftb6goljlurh2-org-150x150.jpgრესპუბლიკურმა პარტიამ “ალიანსი საქართევლოსთვის” დაშლის თაობაზე განცხადება გააკეთა. მიუხედავად ალიანსური ფორმატის შეწყვეტისა, რესპუბლიკური პარტია პარტნიორებთან თანამშრომლობის გააგრძელებაზე მზადყოფნას გამოთქვამს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/respubli.jpg itvს ლინკი
  19. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში მეტად საინტერესო ვიდეო აღმოვაჩინე. ამ მოკლე სიუჟეტში გუგლის ახალ სერვისზე იყო საუბარი, რომლის საშუალებითაც ცხოველთა ენიდან ადამიანთა ენაზე გადმოთარგმნაა შესაძლებელი. ვიდეოდან ჩანდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად არის. მობილურზე ჩაიწერთ ცხოველის ხმას, მერე ამ ჩანაწერს აგზავნით სერვერზე, იქიდან კი შესაბამისი თარგმანი მოგდით. დაუჯერებელია არა? აი ლინკი, ჩემი თუ არ გჯერათ:. აი ამ უცნაური სერვისის ვებგვერდი, დაწვრილებითი ინსტრუქციითა და განმარტებებით: ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი დაუჯერებელი რამ მოხდა. რა თქმა უნდა, გუგლის მთარგმნელი პროგრამა ბუნებრივი ენებისათვის დიდი ხანია წარმატებით მუშაობს. დაუჯერებელი ახალი ამბავი კი ის არის, რომ ამას წინათ გუგლმა ამ თავის სერვისს კიდევ ერთი ენა დაამატა – ქართული. აი შესაბამისი ნიმუშიც. როდესაც ჩემმა მეგობარმა მომწერა, გუგლმა თარგმანებში ქართული ენაც დაამატაო, მაშინვე სხვადასხვა ექსპერიმენტი წამოვიწყე. გაირკვა, რომ ქართული ენა არც ისე კარგად ყოფილა ინტეგრირებული გუგლში. აკი თავად სერვისის მესვეურთაც მიუწერიათ GEORGIAN-ის გასწვრივ ALPHA-ო. ანუ ქართულენოვანი თარჯიმანი ჯერ დამუშავების სტადიაში არისო. თარჯიმნის შემქმნელები გულახდილად აღიარებენ, რომ “გასაკეთებელი კიდევ ბევრია” და მოხალისეებსაც ეძებენ სერვისის გასაუმჯობესებლად. ამის შესახებ, მაგალითად, გუგლის შესაბამის ბლოგზეც წერია, მაგრამ ისიც, რაც გაკეთდა, უდავოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მადლობა გუგლს. ამ ყველაფრიდან კი მარტივი მორალი გამომდინარეობს. სამწუხაროდ, ქართული ენა ჯერჯერობით კომპიუტერში მაინცადამაინც კარგად ვერ არის ინტეგრირებული. აკი თარჯიმანი ცხოველთა ენიდან ქართულ თარჯიმანზე უფრო ადრე გაჩნდა გუგლის სხვადასხვა სერვისებს შორის. არადა თავად კომპიუტერი სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მარტივი გამოსათვლელია ისიც, რომ ის ენები, რომლებიც კომპიუტერში, ელექტრონულ მოწყობილებებში არ ინტეგრირდებიან გამოუსადეგარნი გახდებიან და ბოლოს მოკვდებიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში მეტად საინტერესო ვიდეო აღმოვაჩინე. ამ მოკლე სიუჟეტში გუგლის ახალ სერვისზე იყო საუბარი, რომლის საშუალებითაც ცხოველთა ენიდან ადამიანთა ენაზე გადმოთარგმნაა შესაძლებელი. ვიდეოდან ჩანდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად არის. მობილურზე ჩაიწერთ ცხოველის ხმას, მერე ამ ჩანაწერს აგზავნით სერვერზე, იქიდან კი შესაბამისი თარგმანი მოგდით. დაუჯერებელია არა? აი ლინკი, ჩემი თუ არ გჯერათ:. აი ამ უცნაური სერვისის ვებგვერდი, დაწვრილებითი ინსტრუქციითა და განმარტებებით: ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი დაუჯერებელი რამ მოხდა. რა თქმა უნდა, გუგლის მთარგმნელი პროგრამა ბუნებრივი ენებისათვის დიდი ხანია წარმატებით მუშაობს. დაუჯერებელი ახალი ამბავი კი ის არის, რომ ამას წინათ გუგლმა ამ თავის სერვისს კიდევ ერთი ენა დაამატა – ქართული. აი შესაბამისი ნიმუშიც. როდესაც ჩემმა მეგობარმა მომწერა, გუგლმა თარგმანებში ქართული ენაც დაამატაო, მაშინვე სხვადასხვა ექსპერიმენტი წამოვიწყე. გაირკვა, რომ ქართული ენა არც ისე კარგად ყოფილა ინტეგრირებული გუგლში. აკი თავად სერვისის მესვეურთაც მიუწერიათ GEORGIAN-ის გასწვრივ ALPHA-ო. ანუ ქართულენოვანი თარჯიმანი ჯერ დამუშავების სტადიაში არისო. თარჯიმნის შემქმნელები გულახდილად აღიარებენ, რომ “გასაკეთებელი კიდევ ბევრია” და მოხალისეებსაც ეძებენ სერვისის გასაუმჯობესებლად. ამის შესახებ, მაგალითად, გუგლის შესაბამის ბლოგზეც წერია, მაგრამ ისიც, რაც გაკეთდა, უდავოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მადლობა გუგლს. ამ ყველაფრიდან კი მარტივი მორალი გამომდინარეობს. სამწუხაროდ, ქართული ენა ჯერჯერობით კომპიუტერში მაინცადამაინც კარგად ვერ არის ინტეგრირებული. აკი თარჯიმანი ცხოველთა ენიდან ქართულ თარჯიმანზე უფრო ადრე გაჩნდა გუგლის სხვადასხვა სერვისებს შორის. არადა თავად კომპიუტერი სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მარტივი გამოსათვლელია ისიც, რომ ის ენები, რომლებიც კომპიუტერში, ელექტრონულ მოწყობილებებში არ ინტეგრირდებიან გამოუსადეგარნი გახდებიან და ბოლოს მოკვდებიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. საიდუმლო ობიექტიდან მოპარულია უნიკალური ხელსაწყო რომელსაც შეუძლია ადამიანის აზრების და გრძნობების ჩაწერა , სპეც სამსახურის აგენტები კვალ და კვალ მისდევენ ქურდება , მაგრამ ხელსაწყოს დაბრუნება არც ისე იოლია, ვინაიდან შენს მოწინააღმდეგეს შენს თვინში ჩახედვა შეუძლია.... 18 წლამდე ასაკისთვის არა არის რეკომენდირებული .... View the full article
  22. ექიმი-ლაბორანტი, მარიამ ფიფია მე-6 სართულიდან გადმოხტა. თვითმკვლელობის მცდელობა თბილისში – -პოლიკლინიკური გაერთიანების, `მე-5 საავადმყოფოში” მოხდა. შენობის მეექვსე სართულიდან გადმომხტარი, მარიამ ფიფია მძიმედ დაშავდა და ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმკვლელობის მცდელობად ორი ვერსია სახელდება. პირველი ვერსიის თანახმად, ფიფიას ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციის გამო სცადა თვითმკვლელობა. მეორე ვერსიის თანახმად კი, როგორც ცნობილი გახდა მე-5 სავადმყოფოში კომისია შევიდა და სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მისი ასეთი გადაწყვეტილება. იხილეთ epn.ge
  23. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/beselia2-150x150.jpgმოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერი ეკა ბესელია სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/beselia3.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...