Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/soxumi-150x150.jpgდღეს, რუსეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების კულტურის მინისტრები სოხუმში შეიკრიბებიან. აფხაზეთის “დედაქალაქში” ასოციაცია “ჩრდილოეთ კავკასიის” კულტურისა და ხელოვნების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, სოხუმში შეკრებილი სხდომის მონაწილეები, შეკრებამდე, სოხუმის ცენტრში მდებარე დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ. მათ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში შეხვდება და სიტყვით მიმართავს. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/DSC_29161-150x150.jpgდღეს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო მედიაცენტრში (მარი ბროსეს ქუჩა #6) ჩატარდება ორგანიზაცია “საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოსთვის” პრესკონფერენცია. ორგანიზაცია 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს. აქცენტი გაკეთდება გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებზე და საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის დონის ამაღლებაზე. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xidasheli3-150x150.jpg“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სამშბლოში დღეს, დაბრუნდება. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” “რესპუბლიკელების” პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი სამშობლოდან დაახლოებით 1 კვირის წინ გაემგზავრა და პირადი საქმიანი ვიზიტით ჯერ – კუბაში, შემდეგ კი აშშ-ში იმყოფებოდა. ხიდაშელის ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია. იხილეთ epn.ge
  4. http://www.abflags.com/_flags/flags-of-the-world/England%20flag/England%20flag-XL-anim.gif vs http://www.abflags.com/_flags/flags-of-the-world/Algeria%20flag/Algeria%20flag-XL-anim.gif დღევანდელ შეხვედრაში ინგლისის ნაკრები შეეცდება დაამარცხოს ალჟირის ნაკრები და მუნდიალზე პირველი გამარჯვება მოიპოვოს. ძირითად შემადგენლობაში მოხვდება სამი ლივერპულელი, გთავაზობთ შეხვედრის ვრცელ პრევიუს… ალჟირს საკმაოდ უცნაური გუნდი ჰყავს, რასაც მათი ჩატარებული შეხვედრა ამტკიცებს. ისინი ჰონდურასთან ერთად მუნდიალის მთავარ აუცაიდერად ითვლებიან, დიდი შანსია ალჟირმა მუნდიალი 0 ქულით დაასრულოს. გუნდის მუნდიალზე თამაში ერთ–ერთ მთავარ სენსაციად ითვლება, რადგან გუნდმა დაამარცხა საკმაოდ ძლიერი ეგვიპტის ნაკრები, აგრეთვე აფრიკის თასში კოტ დიუვარი დაამარცხა და 2/ფინალში გავიდა სადაც ეგვიპტემ გაანადგურა. ალჟირის ნაკრებმა საკმაოდ სუსტად ჩაატარა ამხანაგური შეხვედრები აგრეთვე სლოვენიასთან აჩვენა უსახური ფეხბურთი სადაც 1:0 დამარცხდა, რაც ინგლისელებს საბაბს აძლევს ალჟირის განადგურებაზე იფიქრონ, თუმცა გუნდის მწვრთნელი ასე არ ფიქობს და ინგლისთან ბრძოლისთვის მზადაა. ინგლისელმა ლომებმა პირველ ტურში იანკების დამარცხება ვერ მოახერხეს მაგრამ, ფ.კაპელომ განაცხადა რომ აშშ შესანიშნავი გუნდია რომელიც ამას შემდეგ შეხვედრებშიც დაამტკიცებს, მე სავსებით ვეთანხმები ინგლისელთა მთავარის ამ აზრს და ვფიქრობ რომ აშშ–სთან ნათამაშევი ფრე დიდად სამწუხარო არ გახლდათ. ლომები რომ ალჟირის განადგურებას შეეცდებიან ამაზე ორი აზრი არ არსებობს, პირველმა ჩატარებულმა შეხვედრამ კაპელოს ბევრი შეცდომები ანახა რომლის გამოსწორებასაც ალჟირთან მატჩში შეეცდება. ინგლისელების ერთერთმა მთავარმა იმედმა უ.რუნიმ პირველი ტური არცთუისე დამაჯერებლად ჩაატარა რაც ალბათ მისი პოზიციის ბრალია, დღეს დიდი ალბათობით ის შემტევ თავდამსხმელს ითამაშებს. ალჟირს ფრე ან გამარჯვება ჭირდება რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნონს, ინგლისელებს მოგება ჭირდებათ რათა პირველი ადგილისთვის იბრძოლონ აგრეთვე მთავარი რა სხვაობით მოიგებს ინგლისის ან ალჟირის ნაკრები რადგან ეს ფაქტორი დიდი შანსია გდამწყვეტი აღმოჩნდეს. ალჟირელთა მხრიდან სერიოზული ტრავმა არცერთ ფეხბურთელს არ აწუხებს, მაგრამ სლოვენიასთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო შეხვედრას ა. გეზალი გამოტოვებს, ინგლისელთა მხრიდან კი ტრავმა აქვს ლედლი კინგს, რომელსაც ლივერპულელი ჯ. კარაგერი ჩაანაცვლებს View the full article
  5. ჩვენი საიტის ერთგული მომხმარებლის აზრი ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო იყო.ვინაიდან კომენტარების დაწერაც გამარტივდა,გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი,ბევრი იმედგაცრუებისა თუ ბედნიერი გამარჯვების შემდეგ,როგორ ფიქრობთ შეიცვალა ფავორიტთა სია მუნდიალზე? დაწერეთ თქვენი აზრი,ვინ გაიმარჯვებს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. იხილეთ fanebi.com
  6. დღეს ცნობილი გახდა,რომ ინგლისის ნაკრების იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო ძირითადი მეკარის რობერტ გრინის შეცვლას აპირებს.არის ცნობები,რომ ალჟირთან მატჩში "ლომების" კარის დარაჯი დევიდ ჯეიმსი იქნება. იხილეთ fanebi.com
  7. დრამატული მატჩი გამოდგა იოჰანენსბურგში ჩატარებული შეხვედრა სლოვენიასა და აშშ–ს შორის, სადაც მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმი ევროპელებმა დამაჯერებლად 2:0 მოიგეს და თითქოსდა ყველაფერი იყო გარკვეული ამ შეხვედრაში, თუმცა მეორე ტაიმი ამერიკელთათვის რადიკალურად განსხვავებული გახლდათ. მატჩის პირველ ნახევარში ბირსამ 13–ზე, ხოლო 42–ზე ლუბჟიანკიჩმა გაიტანეს გოლები, ხოლო მეორე ტაიმში დონოვანმა სწრაფი გოლი გაიტანა 48–ე წუთზე, ხოლო ბრედლიმ კი 82–ზე ანგარიში გაათანაბრა 2:2, მატჩის მიწურულს კი ამერიკილებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, კერძოდ კი ალტიდორემ, თუმცა გაუგებარ სიტუაციაში მსაჯმა არ ჩათვალა. ჯგუფის მეორე შეხვედრა დღეს 22.30 საათზე, ინგლისსა და ალჟირს შორის გაიმართება. იხილეთ fanebi.com
  8. დღეს, 18:00 საათზე ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში, ბელორუსელ ახალგაზრდებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს საქართველოს U17 ნაკრები გუნდი. გიორგი დევდარიანის ნაკრები გუნდი ორ კვირაა საწვრთნელ შეკრებას ზუგდიდის „ბაიას“ ბაზაზე გადის. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში U17 ნაკრები ბელორუსელ თანატოლებს დღეს ამხანაგურ მატჩში, ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში, ახლად დაგებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე შეხვდება. იხილეთ fanebi.com
  9. დღეს, 18:00 საათზე ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში, ბელორუსელ ახალგაზრდებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს საქართველოს U17 ნაკრები გუნდი. გიორგი დევდარიანის ნაკრები გუნდი ორ კვირაა საწვრთნელ შეკრებას ზუგდიდის „ბაიას“ ბაზაზე გადის. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში U17 ნაკრები ბელორუსელ თანატოლებს დღეს ამხანაგურ მატჩში, ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში, ახლად დაგებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე შეხვდება. იხილეთ fanebi.com
  10. საინტერესო დაპირისპირება გველოდება C ჯგუფის მეორე ტურის პირველ შეხვედრაში სლოვენიასა და ამერიკიის შეერთებულ შტატებს შორის. პირველი შეხვედრა სლოვენიელებმა ალჟირთან მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს, ხოლო ამერიკელებმა კი ფავორიტ ინგლისთან ქულის აღება მოახერხეს 1:1. ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე არასდროს არ შეხვედრიან და დღეს დაძაბულ დაპირისპირებას უნდა ველოდოთ. იხილეთ fanebi.com
  11. ბიძინა ივანიშვილის ფონდი გურჯაანში ეკლესიების რესტავრაციას დააფინასებსგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში წმ. Nნინოს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო.რესტავრაცია ეკლესიის ფასადს, კედლებს და შემოგარენს ჩაუტარდება.სოფელ კალაურის წმ.ნინოს სახელობის ეკლესია მე-17 –მე-18 საუკუნეებით თარიღდება.“სოფლის მოსახლეობა ეკლესიის აღდგენას საკუთარი სახსრებით ცდილობდა. თანხების უქონლობის გამო სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა,ამიტომ ივანიშვილის ფონდს შუამდგომლობით მივმართეთ”-განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა.ეკლესიის რეაბილიტაციისათვის 5 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება, რის შემდეგაც კალაურის წმ. Nნინოს სახელობის ეკლესია მოქმედი გახდება.ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით წელს გურჯაანში რამდენიმე ეკლესიის რეაბილიტაცია მოხდება. ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ჯიმითის კვირაცხოვლის და სოფელ ჭერემში, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიებსაც უტარდება.http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/bidzokd6.pngბიძინა ივანიშვილის ფონდი გურჯაანში ეკლესიების რესტავრაციას დააფინასებს. ამის შესახებ “ჯეოტოპნიუსს” კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. “ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით წელს გურჯაანში რამდენიმე ეკლესიის რეაბილიტაცია მოხდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო. რესტავრაცია ეკლესიის ფასადს, კედლებს და შემოგარენს ჩაუტარდება. სოფელ კალაურის წმ.ნინოს სახელობის ეკლესია მე-17 –მე-18 საუკუნეებით თარიღდება. ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ჯიმითის კვირაცხოვლის და სოფელ ჭერემში, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიებსაც უტარდება”,– განუცხადა “ჯეოტოპნიუსს”კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა, ხათუნა გულიაშვილმა. Share View the full article
  12. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/d87c570ce40b0ec45e616140c62fdcb4-300x225.jpgყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში 24 წლის გიორგი მაზმიშვილის გარდაცვალების მიზეზი მეხის დაცემა გახდა. ამისდიო შესახებ ”ჯეოტოპნიუსს” თვითმხილველებზე დაყრდნობით, რადიო “ჰერეთიდან” აცნობეს. თვითმხილველების თქმით, გიორგი მაზმიშვილი ორ მეგობართან ერთად საზამთროს ბაღში მუშაობდა და საღამოს საჭმელად ბაღშივე მოწყობილ ოთახში შევიდნენ. “რამდენიმე წუთში წვიმა ქარი და ჭექა-ქუხილი დაიწყო, მეხიც სწორედ ამ დროს ჩამოვარდა. გიორგი მაზმიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, თანმხლები ორი ახალგაზრდა კი მძიმედ დაიწვა. მათ ცეცხლი ტანსაცმელზე ეკიდათ – ქამარიც კი დამწვარი იყო“, – განუცხადა რადიო „ჰერეთ“ მთის ძირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მალხაზ გალაიჯიშვილმა. წყაროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ბესიკ გოლეთიანი და გოჩა მუსაშვილი ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რწმუნებული თქმით, ბესიკ გოლეთიანი თვალს, გოჩა მუსაშვილი კი კიდურს იტკიებს. Share View the full article
  13. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/logo_forumi-300x155.jpgდღეს “ეროვნული ფორუმის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენციაგაიმართება. როგორც “ჯეოტოპნიუსს” “ეროვნული ფორუმიდან” აცნობეს, კონფერენციას, პარტიის თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და პოლიტსაბჭოს წევრები: რევაზ შავიშვილი და გუბაზ სანიკიძე დაესწრებიან. კონფერენციაზე “ეროვნული ფორუმის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ბიუროს აირჩევენ. ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ წარდგენილია გოგიტა ხურციძე. კონფერენცია, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 17:00 საათზე გაიმართება. Share View the full article
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/P1030818-300x225.jpgმოსკოვიდან დაბრუნებული, არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლეებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რუსეთის ფედერაციაში ვიზტის შესახებ, დღეს 14:00 საათზე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: რუსთაველის #14 Share View the full article
  15. Ford_Sierra მომსახურება და რემონტი View the full article
  16. Kittens Persia 2010 წლის ვიდეო კლიპი View the full article
  17. JAVA თამაშები მობილურისთვის 240-320 სულ 2010 წლის 8 თამაშია View the full article
  18. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/irakli-150x150.jpg„სამართლიანი საქართველოს” და „დაიცავი საქართველოს” ლიდერები გერმანიას ირაკლი ოქრუაშვილთან კონსულტაციების გასამართად ეწვივნე. მოსკოვისგან განსხვავებით, ნოღაიდელს მიუნჰენში გამგზავრების წინ საზოგადოებისთვის ანგარიში არ ჩაუბარებია. ვიზიტის შესახებ არც „სამართლიანი საქართველოს” წევრებმა იცოდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/munchen.jpg itvს ლინკი
  19. 1998წლის ზევით აღწერილი დეუ ნუბირას ტექნიკური მხარე მოწყობილობა და რემონტი View the full article
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/liberation2.gif ელენ დესპიკ–პოპოვიჩი ქართველებისთვის, რომლებიც საკუთარი ეროვნული იდენტობის ძიებაში არიან, „ხალხთა ბელადი“ პირველ რიგში რუსი დამპყრობელია, იმ საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლო, რომელსაც თბილისში მუზეუმი მიუძღვნეს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ერთ–ერთი ქართველი ლიდერი რუს ჯარისკაცებს ათასობით დოლარს სთავაზობდა, რომ მათ საქართველოში სტალინის უკანასკნელი ძეგლი დაებომბათ, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ გორშია აღმართული. შოკირებულმა რუსმა ოფიცერმა უარი თქვა. მაგრამ გორში ყველაფერი დაბომბა რისი დაბომბვაც შეეძლო, სტალინის ძეგლის გარდა. ეს ისტორია აპრილის ბოლოს რუსულ გაზეთ „კომერსანტს“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უამბო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმბრობით… თუმცა ეს ისტორია, ხუმრობაა ის თუ არა, იმის ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ აღელვებს ქართულ საზოგადოებას მისი ახალო წარსული. საქართველოს პრეზიდენტმა, მისი ბალტიისპირელი კოლეგების და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მსგავსად, თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი შექმნა და ბრძანება გასცა იმ ჯარისკაცების მონუმენტი აეფეთქებინათ, რომლებიც „მეორე სამამულო ომში“ (ასე უწოდებდნენ საბჭოთა კავშირში და დღეს რუსეთში მეორე მსოფლიო ომს) დაიღუპნენ. 1956 წლის მარტი, შემობრუნება ამ ყველაფერის მიუხედავად, გორი არ აპირებს ბელადის ქანდაკების აღებას ან სტალინის მუზეუმის დახურვას. თბილისში კი ასოციაცია „სტალინი“ არსებობს, რომელსაც დიდწილად ერთი მოხუცი კაცი წარმოადგენს. ის წარსულის რელიქტების, მტვრიანი პორტრეტებისა და მისი გმირისადმი მიძღვნილი წიგნების გარემოცვაში ცხოვრობს. მისი კაბინეტი ისე გამოიყურება, როგორც ეს გასული საუკუნის 30–იან ან 40–იან წლებში იყო მიღებული, ლომებით სტილიზებული საწერი მაგიდა და ბრასთან მოთავსებული დიქტატორის პატარა ბიუსტი. მისი ფანჯრიდან სტალინის თეთრი მარმარილოს ძეგლი მოჩანს, რომლის ავტორიც „ბელადის“ შვილი ვასილია. ის 1961 წელს ალკოჰოლიზმისგან გარდაიცვალა. საზოგადოება „სტალინის“ თავმჯდომარე გრიგოლ ონიანმა ამ სახლს „ნოსტალგია“ უწოდა. „სახელწოდებას სიტყვა „ნოსტალგიასთან“ კავშირი არ აქვს“, – გვიხსნის იგი. „ნო“ – მისი ქალიშვილის სახელის ბოლო მარცვალია, „გია“ – მისი ვაჟის სახელი, „სტალ“ – ბუნებრივია სტალინია. „თუკი სტალინის უკანასკნელ ძეგლს გორიდან ვინმე მოხსნის, მე ცხინვალში პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვ“, – ამბობს ის აჯანყებული რესპუბლიკის სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, რომელიც ადრე ამაყ სახელს სტალინირს ატარებდა. ამ ადამიანმა ზუსტად 55 წლის წინ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება იოსებ ჯუღაშვილისთვის მიეძღვნა. 1956 წლის მარტი სამუდამოდ დარჩა მის მეხსიერებაში. ეკონომიკური ფაკულტეტის 20 წლის სტუდენტი მაშინ უკმაყოფილო იყო იმით, რომ ახალი ხელმძღვანელობა 1953 წელს გარდაცვლილი ბელადის მემკვიდრეობას გაემიჯნა. მარტის დასწყისში, „როდესაც ცნობილი გახდა, რომ ხრუშჩოვი სტალინის კულტის მხილებას გეგმავდა, ახალგაზრდა სტუდენტი რამდენიმე ასეულ თანამოაზრესთან ერთად, მაშინ ჯერ კიდევ თბილისის ცენტრში აღმართული გენერალსიმუსის ძეგლთან შეიკრიბა. 5 მარტს მათი რიცხვი 100 ათასამდე გაიზარდა, 9 მარტს კი ნახევარ მილიონამდე, – ამტკიცებს ონიანი. სიტუაცია იძაბებოდა. დემონსტრანტები ფოსტისკენ გაემართნენ, რათა ხრუშჩოვის გადადგომის მოთხოვნით მოსკოვში დეპეშა გაეგზავნათ. „მე ძეგლთან დავრჩი. სროლის ხმა გავიგეთ. ხალხი მიწაზე ეცემოდა. და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა“. დაკავების შემდეგ სტუდენტი მალე გაათავისუფლეს. მისი თორმეტი მეგობარი კი ხულიგნობისთვის გაასამართლეს. „დღეს ამ მოვლენებს საქართველოს დამოკიდებლობისთვის პირველ საპროტესტო გამოსვლებად წარმოადგენენ. ტყუილია. ეს ყველაფერი სტალინის გულისთვის მოხდა“, – გვიხსნის იგი. 1956 წლის მარტის მოვლენები, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღეს იმ მომენტად ითვლება, რომლის შემდეგაც საქართველომ საბჭოთა კავშირს ზურგი შეაქცია. ის 1989 წლის აპრილში სსრკ–ს წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება, როდესაც რუსულმა ტანკებმა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის გამოსვლები ჩაახშვეს. ქვეყანამ სუვერენიტეტი მხოლოდ 1991 წელს მოიპოვა. მომდევნო წელს კი ომმა მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დააკარგვინა. მაშინ რუსეთი კვლავ „მტერი“ გახდა. იმ დროს როდესაც მოსკოვში ორსაუკუნოვან საერთო ისტორიაზე საუბრობენ, ქართველი ისტორიკოსები ამაში მხოლოდ რუსული ოკუპაციის ორსაუკუნოვან ისტორიას ხედავენ – ჯერ მეფის რუსეთის და შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან. სტალინი გორში, ეს იგივეა, რაც ნაპოლეონი აიაჩოში გორში, სტალინის მუზუმის შენარჩუნება იმით აიხსნება, რომ „ის ტურისტებს იზიდავს“, – ამბობს ისტორიკოსი ჯაბა სამუშია, თბილისის უნივერსიტეტის ლექტორი და ერთ–ერთი ბოლოდრინდელი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. სტალინი გორში – ეს იგივეა, რაც ნაპოლეონი აიაჩოში. ამ მუზეუმს, რომელიც დიქტატორის სიკვდილამდე მისი და საბჭოთა კავშირის ისტორიაზე მოგვითხრობს, მხოლოდ უცხოელი ტურისტები სტუმრობენ ხოლმე. „ჩვენი მოქალაქეებისთვის სტალინი შეიძლება ქართველია, მაგრამ პირველ რიგში ის მაინც რუსი დამპყრობელია“, – მიაჩნია ჯაბა სამუშიას. ისევე როგორც, 1953 წელს დახვრეტილი საბჭოთა პოლიტიკური პოლიციის უფროსი ბერია ან ორჯონიკიძე, რომელმაც 1937 წელს სიცოცხლე „თვითმკვლელობით“ დაასრულა. იმავდროულად, 2006 წელს სწრაფად შექმნილი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, რომელსაც პრეზიდენტის ფონდი აფინანსებს, სკოლის მოსწავლეების და მათი ისტორიის მასწავლებლების ჯგუფებს მასპინძლობს. ეროვნულ მუზეუმში განთავსებული მისი საექსპოზიციო დარბაზების მიზანი იმის შეხსენებაა, რომ 1917 წელს ნოე ჟირდანიას თავმჯდომარეობით ჩამოყალიბებული ქართული საბჭო რუსეთს 1918 წელს გამოეყო და რომ ეს ახლადმოპოვებული დამოუკიდებლობა სამ წელიწადში საბჭოთა ჯარმა ფეხქვეშ გათელა. იმავდროულად, სიტყვა არ არის ნათქვამი იმ დროს მსოფლიოს ზესახელმწიფოებს შორის გაჩაღებულ ბრძოლაზე: 1917 წლის ბრესტის ცალმხრივი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რეგიონი გერმანელების და თურქების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, მაშინ როდესაც აქ საკუთარი პროტექტორატის შექმნას ცდილობდნენ ფრანგები და ბრიტანელები. ენა, ანბანი, ფოლკლორი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გიდი აუცილებლად აჩვენებს დამთვალიერებლებს ყველაზე შოკისმომგვრელ ექსპონატებს: 1921 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ იუნკერებს და ტყვიებით დაცხრილულ ხის ვაგონს, სადაც „წითლების“ მიერ დაკავებული ტყვეები დაიღუპნენ. საბჭოთა ტერორი ყველასთვის თანაბრად შემაშინებელია. ამ ტერორის შეეწირა ასევე პრეზიდენტის ოჯახის წევრიც, „მეფის რუსეთი იყო ეს, თუ კომუნისტები, რუსეთმა ჩვენი დიდგვაროვნები მთლიანად გაანადგურა“, – ამბობს გიდი. ეს განცხადება, პრინციპში, ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთელი ქართული დიდგვაროვნები რუსეთის იმპერიის მხარეს იდგნენ და რუსიფიცირებულები იყვნენ. „მათ მშობლიურ ენაზე საუბრის ერთმანეთშიც კი რცხვენოდათ“, – აღიარებს გოჩა საითიძე ხელნაწერების ინსტიტუტიდან. 1918 წლის დამოუკიდებელი საქართველო თანამედროვე საქართველოს იდეოლოგიისთვის ფუძემდებლურ მითად იქცა. ამ ეფემერულობის მიუხედავად, მან მემკვიდრეობით მთელი რიგი რეფორმები დატოვა: ქართული ენა სახელმწიფო ენად დააკანონა და გლეხებს მიწები გადასცა. დღევანდელი ისოტრიოგრაფია მასში ევროპასთან გაერთიანების მცდელობას ხედავს, რომელსაც საქართველო ხელოვნურად ჩამოაშორა ორმა იმპერიამ: ოსმანთა იმპერიამ, რომელმაც ბიზანტიის მიწებზე გამავალი აბრეშუმის გზა გადაკეტა, და რუსულმა, რომელმაც საბოლოო ჯამში ის მთლიანდ გადაყლაპა. უკრაინელებისა და ბელორუსებისგან განსხვავებით, ქართველები აშკარად გრძნობენ საკუთარ განსხვავებულობას. ენა, ანბანი, ფოლკლორი, ტრადიციები – მართლმადიდებლური აღმსარებლობის გარდა, რუსებს ისინი არაფრით არ გვანან. „ამ ათეისტურ საბჭოთა ქვეყანაში ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ რელიგიით ჩვენ ძმები ვართ, რომ რუსეთმა საქართველო თურქებისგან და სპარსელებისგან იხსნა. დღეს ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რომ მან უბრალოდ ჩვენი ანექსია მოახდინა“, – იხსენებს ისტორიის პედაგოგი დავით მერკვილაძე. უკრაინელებისა და ბალტიისპირელებისგან განსხვავებით ქართველებს არ აქვთ საფუძველი რცხვენოდეთ მათი ქვეყნის ქმედებების გამო მეორე მსოფლიო ომში. ნაცისტებმა მათი ოკუპაცია ვერ შეძლეს, შესაბამისად იქ კოლაბორაციონისტებიც არ ყოფილან, ყოველ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით. 1918–21 წლების ქართველმა მაღალჩინოსანმა შალვა მაღლაკელიძემ თავი გერმანიას შეაფარა, სადაც მსახურობდა და პოლკოვნიკის რანგსაც მიაღწია. ის დაკავებული იყო ჯარისკაცების გადმობირებით ვერმახტის არმიაში ქართული ეროვნების საბჭოთა ტყვეებიდან. ქართველები СС–ის დანაყოფებშიც მსახურობდნენ, ასევე მონაწილეობდნენ ბრძოლებში 1944 წელს ნორმანდიაში დესანტის გადაყვანის შემდეგ. 1954 წელს მაღლაკელიძე დასავლეთ გერმანიში საბჭოთა აგენტებმა მოიტაცეს, თუმცა „გულაგში“ ის მაინც არ მოხვდა. მას თბილისში შიდა პატიმრობა მიუსაჯეს და იქ 1976 წელს გარდაიცვალა. თუმცა, მის მიერ 5–6 ათას გადაბირებულ ჯარისკაცს ბანაკებში მძიმე ხვედრი ელოდა. “ბიზანტიურმა მემკვიდრეობამ ევროპას დაგვაშორა” „ვფიქრობ, ისინი იმ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად უნდა დაიკრძალონ, რომლებიც წითელი არმიისთვის იბრძოდნენ. ერთნიც და მეორენიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ საკუთარ ქვეყანას იცავდნენ“, – ამბობს ჯაბა სამუშია. „რაც უფრო დაძაბული ხდება რუსეთთან ურთიერთობები, ქართველები მით უფრო მძაფრად გრძნობენ საბჭოთა წარსულისგან გამიჯვნის მოთხოვნილებას“, – მიაჩნია პოლიტოლოგ თორნიკე გორდაძეს. „ადრე ადამიანები ხშირად ამბობდნენ, რომ ჩვენი კომუნისტები მოსკოველი კომუნისტებისგან განსხვავდებიან“. თუმცა, საბჭოთა დროშიც, განსაკუთრებით ბრეჟნევის ეპოქაში ქართველები მაინც ახერხებდნენ იმის მიღწევას რაც სურდათ, კორუფციის და ნათესაური კავშირების გამო. დღეს კი ისინი კავკასიელი ხალხებიდან ევროპისკენ ყველაზე მეტად მიისწრაფვიან. „ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ბიზანტიურმა მემკვიდრეობამ ჩვენ ევროპის გზას აგვაცდინა და რომ მართლმადიდებლობამ ავტორიტარული ხელისუფლების მოდელი შექმნა“, – ხაზგასმით აღნიშნავს პოლიტოლოგი. სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებმა, შეისწავლეს რა საქართველო რუსეთთან ათწლეულების ერთობლივი ისტორიის ფარგლებში, შემდეგ კი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დღეს ქვეყანას საერთაშორისო კონტექსტში აქცევენ. „ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ხალხს ფაქტები მივაწოდოთ“, – გვიხსნის ისტორიის პედაგოგი დავით მერკვილაძე, რომელიც ახლა სწორედ სკოლის სახელმძღვანელოზე მუშაობს. „წარსული აწმყოს არ თრგუნავს. ის არანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იძლევა. ქართველები და თურქები დიდი ხნის განმავლობაში მტრები იყვნენ. დღეს ისინი თანამშრომლობენ. რუსებსაც შეეძლოთ ანალოგიურად მოპყრობოდნენ ქართველებს, თუკი, რა თქმა უნდა მოსკოვი შეძლებდა საკუთარ იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმას“. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...