planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
გამომცემლობები სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსის შედეგებს აპროტესტებენ. მათი აღშფოთება, განსაკუთრებით მეხუთე და მერვე კლასში, ერთი სახელძღვანელოს კონკურსში უალტერნატივოდ გამარჯვებამ გამოიწვია. გამომცემლობებმა, - ,,დიოგენე”, ,,კლიო”, ,,პეგასი”, ,,შემეცნება”, ,,ქართული ბიოგრაფიული სახლი”, ,,მერიდიანი” განათლების სამინისტროში საჩივარი 25 მაისს შეიტანეს. საჩივარზე პასუხი სამინისტროსაგან მათ ჯერ არ მიუღიათ. ახალი სასწავლო წლისათვის მე-4, მე-5, მე-8, მე-11 და მე-12 კლასებში სახელძღვანელოთა ნუსხა განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა. კონკურსი სასკოლო სახელმძღვანელოებზე 2010 წლის იანვარში გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა 32 გამომცემლობის 120-მა სახელმძღვანელომ მიიღო. გრიფი* 77 სახელმძღვანელოს მიენიჭა, ხოლო გრიფის გარეშე დარჩა საკონკურსო წიგნების დაახლოებით 40%. გამომცემლები ამბობენ, რომ მათი გაღიზიანება განსაკუთრებით იმ შეფასებებმა გამოიწვიეს, რომლებიც ექსპერტებმა მათ სახელმძღვანეოლოებზე დაწერეს. პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ჩვენმა სახელმძღვანელომ ვერ გაიარა კონკურსი, მაგრამ წლევანდელი ექსპერტების შეფასებები ტენდენციურობის ხარისხით აღმაშფოთებელი და უპრეცენდენტო იყო. სწორედ ეს იყო ჩვენი აღშფოთების მიზეზი”, - ამბობს თამარ ლებანიძე, გამომცემლობა ,,დიოგენეს” დირექტორი. ერთობლივ საჩივარში, რომელშიც ექვსმა გამომცემლობამ ერთიანი პოზიცია დააფიქსირა, წერია: ,,ჩვენ შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ შექმნილ ვითარებაზე. გამომცემლობებმა და ავტორებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ყველა რეცენზიის სტილი ერთი და იგივეა - უკიდურესად არაკეთილგანწყობილი, ზოგჯერ თავხედობამდე მისული დამცინავი და შეურაცხმყოფელი ტონი, სრული უპატივცემლობა სხვისი შრომის მიმართ, ზედაპირული, არაფრისმთქმელი შეფასებები და ზოგადი ფრაზები. როცა კონკრეტული მაგალითები განვიხილეთ, სამწუხარო დასკვნამდე მივედით - სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ექსპერტები წინასწარგანზრახული შეთანხმებით მოქმედებდნენ ერთი კონკრეტული გამომცემლობის სასარგებლოდ”. სასკოლო სახელმძღვანელოებს გრიფს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრი და მოწვეული ექსპერტები ანიჭებენ. ყოველწლიურად გრიფს სხვადასხვა კლასების სახელძღვანელოები იღებენ. სახელმძღვანელოს რომ გრიფი მიენიჭოს, ის გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრმა დებულებით განსაზღვრა. ,,ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, წელს გრიფის მინიჭების პროცედურების ახალი მიდგომები და პრინციპები შემუშავდა. მკაცრად განისაზღვრა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები, გაფართოვდა სახელმძღვანელოს შემფასებელთა წრე - სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში ჩაერთვებიან, როგორც საგნობრივი ექსპერტები, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოქმედი პედაგოგები,”-წერია განათლების სამინისტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. წლევანდელისაგან განსხვავებით, შარშან გრიფს თითქმის ყველა საკონკურსო სახელმძღვანელო იღებდა. ,,კონკურსში ვერ გადიოდა მხოლოდ ის წიგნი, რომელიც არღვევდა კანონმდებლობას, მაგალითად, შუღლის გამოწვევას ემსახურებოდა”,-ამბობს ,,ნეტგაზეთთან” საუბარში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, სიმონ ჯანაშია. შარშანდელისაგან განსხვავებით, წელს იმ ექსპერტთა ვინაობაც ანონიმურია, რომლებიც საკონკურსო სახელმძღვანელოებს აფასებენ. ჯანაშია ამბობს, რომ შარშან ცენტრი წინასწარ აქვეყნებდა ექსპერტთა სიას. თუ რომელიმე გამომცემელი ან ავტორი რაიმე ინტერესთა კონფლიქტს ხედავდა რომელიმე ექსპერტზე, მას შეეძლო ამ ექსპერტის აცილების საკითხი დაეყენებინა. საჯარო იყო ინფორმაცია, თუ ვინ შედიოდა ექსპერტთა სიაში, თუმცა გამომცემლებმა არ იცოდნენ, მათ წიგნს კონკრეტულად რომელი ექსპერტი აფასებდა. წელს ანონიმურობა ყველა მხრივ დაცული იყო. ექპერტების სიის სრულმა ანონიმურობამ და მათმა შეფასებებმა თავისთავად დააყენა მათი არაკომპეტენტურობის საკითხი. გამომცემლები თვლიან, რომ მათი მხრიდან თვალშისაცემია, როგორც სტანდარტისა და მეთოდიკის, ისე რეალური სასწავლო პროცესისა და მოქმედი სახელმღვანელოების უცოდინრობა. ,,ამ თვალსაზრისით, ბევრი შეფასება სრულიად მიუღებელი და არაკომპეტენტურია”,-წერია საჩივარში. ასევე საჩივარიდან ირკვევა, რომ ყველა დაწუნებულ სახელმძღვანელოს უკიდურესად დაბალი ჯამური შეფასება მიეცა. V კლასის პილოტირებულ სახელმძღვანელოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დადებითად ფასდებოდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტების მხრიდან და გაიარა გამოცდა საქართველოს 100 სკოლაში, გრიფირების დროს მხოლოდ 26 ქულა მიენიჭა, მაშინ, როცა გამსვლელი ქულა 70-ია. საჩივარში წერია, რომ ექსპერტთა შეფასებები, როგორც შინაარსობრივი, ისე ქულობრივი, წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად, კრიტერიუმი - სახელმძღვანელო ხელს უწყობს მოცემული კლასის/საფეხურის სტანდარტის ყველა მიმართულებით განსაზღვრული შედეგების მიღწევას - ერთ-ერთი წიგნის შემთხვევაში ერთმა ექსპერტმა შეაფასა მინიმალური ”0” ქულით, მეორე ექსპერტმა კი მაქსიმალური ”3” ქულით. ასეთი შემთხვევები, როგორც ავტორებმა და გამომცემლებმა აღნიშნეს, ხშირია ყველა სახელმძღვანელოს შემთხვევაში. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ექსპერტები ყველა, 46-ვე შეფასებაში ნულოვან შეფასებას წერენ. განსაკუთრებით გასაკვირი ფაქტი ,,მერიდიანისთვის” გამომცემლობის პილოტირებული სახელმძღვანელოს შემთხვევაში აღმოჩნდა.,,გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ანონიმურ რეჟიმში მუშაობამ ხელი შეუწყო ექსპერტების ტენდენციურობას და გამოიწვია აღმაშფოთებლად სუბიექტური და უპასუხისმგებლო შეფასებები,”_ნათქვამია საჩივარში. გამომცემლები თანხმდებიან იმის თაობაზე, რომ ექსპერტთა ჯგუფის ანონიმურობა აჩენს გარკვეულ შეკითხვებს, ამიტომ ეთანხმებიან აზრს, რომ სრული ანონიმურობა არ არის სწორი. ,,ქართული ბიოგრაფიული სახლის” დირექტორი, ხათუნა მიქაბერიძე ამბობს, რომ მათთვის ცნობილი უნდა იყოს, თუ რა პროფესიის ადამიანებით არის დაკომპლექტებული ეს კომისია. თამარ ლებანიძის აზრით ,კი, კომისიის არაანონიმურობა მათ საშუალებას მისცემდა, გარკვეული დავის შემთხვევაში, მათთან დისკუსიაში შესულიყვნენ. განსხვავებული მოსაზრება აქვს გამომცემლობა ,,ლოგოს პრესის” დირექტორს, ლაშა ბერაიას. ამ გამომცემლობის სახელმძღვანელოები ერთადერთი აღმოჩნდნენ მე-5 და მე-8 კლასში, რომელთაც გრიფი მიიღეს. ბერაიას მიაჩნია, რომ ,,ანონიმურობა არის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ გამოირიცხოს კორუფცია. ყველა ხელისუფლება ცდილობს, შექმნას თანაბარი პირობები ტენდერში მონაწილე მხარეთათვის და ამავე დროს მოიწვიოს ისეთი ხალხი, რომელიც ხარისხიანად შეამოწმებს ამ ყველაფერს. ამიტომ მგონი შეუძლებელია, რაღაც დასწამო ვიღაცას, მაგალითად, ის, რომ განათლების სამინისტროს სურვილი არ ჰქონდა რაღაც ხარისხიანი მიეღო. მე, პირადად, ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს კომისიის შემადგენლობა. ამაზე ყურადღება იმ გამომცემლობებმა გაამახვილეს, რომელთა წიგნებმაც ვერ გაიარეს კონკურსი”. გამომცემლობების ერთიან საჩივარს არ შეუერთდა ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, რომლის მეხუთე კლასის სახელმძღვანელომაც ასევე ვერ მიიღო გრიფი. სულაკაური ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც სჩივარს არ შეუერთდა, ასეთი იყო: ,,ჩემთვის მიუღებელია პრინციპი, რომლითაც წელს სახელმძღვანელოები შეფასდა. ამიტომ ვთვლი, რომ ერთიანი საჩივარი არა რომელიმე კონკრეტულ სახელმძღვანელოზე უნდა გაგვეკეთებინა, არამედ ზოგადად ამ სისტემის შესახებ”. ბაკურ სულაკაური ამბობს, რომ არცერთ საგანში კომისია არ შეიძლება ყოფილიყო კომპეტენტური, რადგან ექსპერტები, რომლებიც ცენტრმა მოიწვიეს, მისი ინფორმაციით, არასოდეს შეხება არ ჰქონიათ სკოლასთან, შესაბამისად, ისინი ვერ გამოდგებიან სახელძღვანელოების ექსპერტებად. ასევე, მისი აზრით, დაუშვებელია, ექსპერტთა სია იყოს ანონიმური, მას შემდეგ მაინც, რაც სახელმძღვანელოები კონკურსს გაივლიან. ,,როცა აპელაციაზე შევიტანე განაცხადი, არ უნდა მცოდნოდა, ვინ განიხილა? იქნებ ისევ იმ ადამიანებმა განიხილეს, რომლებმაც სუბიექტურად შეაფასეს წიგნი კონკურსში”. გამომცემლები განათლების მინისტრს თავისივე სიტყვებს ახსენებენ. საჩივარში წერია: ,,ჩვენთან შეხვედრაზე თქვენ სრულიად სამართლიანად აღნიშნეთ, რომ მიზანშეუწონლად მიგაჩნიათ რომელიმე საგანში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს არსებობა”. მიუხედავად ამისა, მეხუთე და მერვე კლასში საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული სახელმძღვანელო ალტერნატივის გარეშე დარჩა. 2006-2009 წლებში გამომცემლობა ,,ლოგოს პრესს” უკვე ჰქონდა მონოპოლისტის პოზიცია ბაზარზე, მეშვიდე კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოებს მხოლოდ ,,ლოგოს პრესი” გამოსცემდა. ახალი სასწავლო წლიდან მას ეს სტატუსი კვლავ შეუნარჩუნდება. პედაგოგებს მეხუთე და მერვე კლასში საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული სახელმძღვანელოების არჩევის საშუალება არ ექნებათ. გამომცემლების აზრით, ამან შეიძლება ფასების ხელოვნური ზრდა გამოიწვიოს. ,,როდესაც მეორეჯერ ხდება ასეთი შემთხვევა ერთი და იმავე სახელმძღვანელოზე, ეს, რა თქმა უნდა, ამყარებს ვარაუდს მონოპოლიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხი საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი”, - განაცხადაა ,,ნეტგაზეთთან” საუბარში დავით ნარმანიამ, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში. 31 -ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, ეკა ბარნაბიშვილი ამბობს, რომ კარგია, თუ ყოველ საგანში ერთი სახელძღვანელო იქნება, რადგან რამდენიმე ალტერნატივის არსებობა მასწავლებლებში არეულობას იწვევს და საბოლოოდ შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება ჭირს. თუმცა ბარნაბიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ეს სახელმძღვანელო დახვეწილი უნდა იყოს და სრულად ერგებოდეს სასაწავლო პროცესის შინაარსს. პედაგოგი 2006-2009 წლებს იხსენებს და ამბობს, რომ ისტორიის წიგნში (,,ლოგოს პრესის”), რომელიც უალტერნატივო იყო იმ წლებში, საკმაოდ არეულად იყო მოცემული მასალა. ,,ეგვიპტედან შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებზე გადმოსულიყავი, მერე აქედან მონობას უბრუნდებოდი, მერე შუა საუკუნეებს, ისტორია იყო არეული, რაც ძალიან რთული აღსაქმელია პატარა ბავშვისათვის. მან ჯერ ისტორიის პერიოდიზაცია უნდა ისწავლოს. თუ ამ სახელმძღვანელოში ეს პრობლემა არ მოიხსნება, რასაკვირველია, უკეთესი იქნება მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს არსებობა”. ლაშა ბერაია, გამომცემლობა ,,ლოგოს პრესის” დირექტორი, თავიანთი წიგნის წარმატების მიზეზად სწორად გააზრებულ კონცეფციას ასახელებს. წელს პირველი შემთხვევაა, როცა მეხუთე კლასში საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული სახელმძღვანელო ,,ჩემი საქართველო” შედის. წიგნში, რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება, გამომცემლობა ,,ლოგოს პრესსმა” პრიორიტეტად გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება აირჩია. ლაშა ბერაია ამის მიზეზსაც განმარტავს: ,,მეხუთე კლასში საგნობრივი პროგრამით დროის ხაზის შემოღება აკრძალულია. ეს ნიშნავს, რომ ვერ იტყვი, ეს მოხდა ძველი წელთაღღიცხვით ამა და ამ წელს და ეს მოხდა ახალი წელთაღრიცხვით ამ წელს. ამ ასაკის ბავშვები ამას ვერ გაიგებენ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ისტორიის გაკვეთილების შემცირება, რადგან ისტორიის სწავლება წლების გარეშე არ შეიძლება. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს კონცეპტუალური პრინციპი მხოლოდ ჩვენს სახელმძღვანელოში იყო”. გარდა საერთო საჩივარისა, ყველა გამომცემლობამ ცალ-ცალკე, საკუთარ სახელმძღვანელოზე შეიტანა საჩივარი განათლების სამინისტროში. გამომცემლები ამბობენ, რომ არცერთის აპელაცია არ დაკმაყოფილდა. ნეტგაზეთის მცდელობა, მიეღო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან რაიმე ინფორმაცია ან კომენტარი, უშედეგოდ დასრულდა. * გრიფი - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო გამოცემის რეკვიზიტების ელემენტი, რომლითაც ნებადართულია ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღვანელოს გამოცემის გამოყენება სასწავლო პროცესში; სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/fuli118.jpgლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8867 ნიშნულზე უმნიშვნელოდ გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი _ 1 აშშ დოლარი1,8867 ლარი. დღეს მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარი 1,8871 ლარი ღირდა. ლარის კურსი ევროს მიმართ 2,3340 ნიშნულზე დაეცა. ხვალ ამოქმედდება ოფიციალური გაცვლითი კურსი _ 1 ევრო 2,3340 ლარი. დღეს 1 ევროს ყიდვა 2,3179 ლარად იყო შესაძლებელი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuli_banki023-150x1301.jpgაუქციონის გარეშე საქრთველოს ეროვნული ბანკში დღეს რეფინანსირების სესხი გაიცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკის მიერ რეფინანსირების სესხი 2 კომერციულ ბანკზე გაიცა, სესხის ღირებულება 71,000,000 ლარია, 7-დღიანი ვადიანობის და 7.25%–ად. იხილეთ epn.ge
-
ფონიჭალაში, თბილისის შემოსასვლელთან “მერსედესში” 22 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში აქვს ნასროლი. შემთხვევის ადგილიდან უცნობი მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დაოჯახებულია. სხვა ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის ახლობლები ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდებოდნენ და მათ შემთხვევის ადგილზე მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი ექსპერტიზა უკვე ჩაატარეს. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vaxania1-150x150.jpgკახა კუკავას განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პროცესი მხოლოდ მას შემდეგ ჩანიშნა, რაც დაკავებულის დამ ევროსაბჭოს წარმომადგენლობასთან, ძმის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ნანული ვახანია ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მისი ძმის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ლეტალური შედეგი ყოველ წუთს შეიძლება დადგეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vaxa.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg თომას გოლცი ობამას არა აქვს უფლება ეს ენერგეტიკული მოკავშირე დაკარგოს სამწუხაროა, რომ ჟურნალისტად აღარ ვმუშაობ, თორემ როგორ სენსაციას გავხეთქავდი გასულ შაბათს, როდესაც აზერბაიჯანში აშშ-ს თავდაცვის მინისტრის რობერტ გეითსის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ მანამ გავიგე, ვიდრე ამის თაობაზე ოფიციალურად ითქმებოდა. გეითსის ამოცანა როგორც სჩანს, ვაშინგტონისა და ბაქოს სულ უფრო გართულებულ ურთიერთობებში გადატვირთვის ღილაკზე ხელის დაჭერა გახლდათ (ბოლო დროს ბევრი ასეთი ღილაკი გამოჩნდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში). ამ მოულოდნელი ვიზიტის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ იცის იმის შესახებ რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში ვარ და მის ყოფილ შეფს, ამერიკული სპეც-სამსახურების ოფიცერს სურს ლუდით გამიმასპინძლდეს და ყავაზე მკითხაობით ჩემს ძველ გატაცებაზე მესაუბროს. „ამერიკის დროებით ნდობით აღჭურვილმა პირმა თქვენთან საუბრის ნება არ დამრთო, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტში იგი მუშაობს და არა მე“ – მითხრა ამ ადამიანმა ყოველგვარი ოფიციალური ქათინაურების გარეშე (მე მის სიტყვებს მხოლოდ მეხსიერებით გადმოგცემთ და არა ტექსტის სიზუსტით) – „აქ გეითსის ხვალინდელი ვიზიტის მოსამზადებლად ჩამოვედი. ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ აზერბაიჯანელების მიმართ შემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ, ვიდრე საქმე ცუდად არ წარმართულა“ და უცნაური ირონიით დასძინა – „მართალი რომ გითხრა, აქ საქმე არც ადამიანის უფლებებს ან დემოკრატიის მშენებლობას ეხება და არც ისრაელს, არც თურქეთს, არც მთიან-ყარაბახში მშვიდობას ან საქართველოს და არც აზერბაიჯანულ ნავთობს. ერთადერთი რაც ჩვენთვის ახლა რეალურად მნიშვნელოვანია, ეს ავღანეთია“. არ გამკვირვებია, მაგრამ ჩავეკითხე – „ავღანეთი“ – სთქვა მან და შემდეგ ეს სიტყვა კიდევ ერთხელ გაიმეორა. ავღანეთი ამ ომში აზერბაიჯანის როლი კარგადაა ცნობილი: ქვეყანამ ავღანური კამპანიისთვის 90 კაციანი (ჯერ-ჯერობით ყველა ცოცხალია) სიმბოლური რაზმი გამოყო და შეერთებულ შტატებს საკუთარი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციას აწვდის, თუმცა აზერბაიჯანის ძირითად წვლილს ავღანეთის ომში ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს. ეს კავკასიური რესპუბლიკა ევროპის, ახლო-აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს და ბაქო უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სატრანსპორტო მარშრუტს: მან ნატო-ს საკუთარი საჰაერო სივრცე გაუხსნა, საზღვაო პორტები და სარკინოგზო ხაზები დაუთმო. ჯერ-ჯერობით აზერბაიჯანული დერეფნის გადაკეტვაზე ან მისით სარგებლობის შეზღუდვაზე არავის სიტყვა არ დასცდენია, მაგრამ ასეთი შესაძლებლობის თეორიული შანსიც კი, როგორც სჩანს პენტაგონის სტრატეგებს ისე აწუხებთ, რომ გადაწყვიტეს ბაქოს მიმართ საკუთარი პატივისცემა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისადმი პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირადი წერილის სახით გამოეხატათ. სწორედ ამ წერილის გადაცემა გახდა გეითსის ვიზიტის მიზანი და ცნობა ამ საოცარ მივლინებაზე საკმარისად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Associated Press-ის და სააგენტო Reuters-ს ტიპური ცნობები ვიზიტის და წერილის გადაცემის შესახებ საერთაშორისო და ფაქტობრივად ყველა ამერიკული გაზეთის პირველ გვერდზე აღმოჩენილიყო, ისეთი უმნიშვნელო გაზეთის პირველ გვერდზეც კი, როგორიცაა ადგილობრივი გაზეთი ჩემს სამშობლოში ბოზემანში (მონტანას შტატი). ჩვეულებრივი სალონური საუბრის შემდეგ აზერბაიჯანის მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ენერგეტიკულ პრობლემებსა და მთიან-ყარაბახზე სომხეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიების აუცილებლობაზე (მამა ალიევის მიმართ აუცილებელი პატივისცემის გამოხატვით), ობამა საუბრის არსზე გადადის – „მესმის რომ ჩვენს ურთიერთობებში სერიოზული პრობლემებია“ – წერს იგი – „მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მათ დარეგულირებას შევძლებთ“, აბა რა. თუმცა უშველის კი ეს წერილი სახელმწიფოებს შორის შექმნილი სულ უფრო მყიფე ურთიერთობების განმტკიცებას? – კითხვა ღიად რჩება, მით უფრო რომ აზერბაიჯანელ ლიდერებს ძალიან კარგად ესმით, რომ აშშ-ს ინტერესი მათი ქვეყნის მიმართ სრულად განისაზღვრება ქაბულში არსებული უსიამოვნო სიტუაციით. ის რაც (როგორც მე მეჩვენება) ამერიკელ პოლიტიკოსებს არ ესმით არის ის, რომ დღევანდელ აზერბაიჯანს მსოფლიოში აბსოლუტურად სხვა ადგილი უკავია ვიდრე ძველს, ომისგან დასუსტებულსა და ქაოსში ჩაფლულ ნახევრად ჩამოშლილ სახელმწიფოს, რომელთანაც აშშ-ს ამ ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში ჰქონდა საქმე. მაშინ კრახის პირას მდგარი აზერბაიჯანი უფროსმა ალიევმა, ჰეიდარმა გადაარჩინა, საბჭოთა ეპოქის ავტორიტეტულმა ლიდერმა, რომელიც 1993 წელს კვლავ ხელისუფლებაში მოხვდა. მაშინ აზერბაიჯანს თითქმის არ ჰყავდა მეგობრები, გარდა საერთაშორისო ნავთობკომპანიებისა, რომლებიც მხოლოდ იმას ფიქრობდნენ, როგორ ეხეირათ მის ბუნებრივ სიმდიდრეებზე და ამაყი ჰეიდარ ალიევი, იძულებული იყო გადარჩენისთვის უპატივცემულობის ყველანაირი გამოვლინებები აეტანა. თუმცა სახელმწიფო, რომელიც ილჰამმა ჰეიდარის სიკვდილის შემდეგ 2003 წელს „მემკვიდრეობით“ ჩაიბარა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც 1990-იან წლებში ჰეიდარი მართავდა. ნავთობითა და გაზით მიღებული ფულის მცირე ნაკადი მას შემდეგ მტკიცედ გარდაიქმნება ფინანსურ ნაკადებში (მაგალითად, 2006 წელს მშპ-ს წლიურმა ნამატმა 36%-ს გადააჭარბა), და ახლა პატარა კავკასიური ქვეყანა, სადაც 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ისეთი ღია პირფერობის ობიექტი ხდება, რომ ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრები, ყოველ შემთხვევაში ისინი ვისაც მოვლენებზე საღი შეხედულებები ჯერ არ დაუკარგავთ, იმაზე ნერვიულობენ ხომ არ ჩათვლის ბაქო, რომ ახლა ამერიკას აზერბაიჯანი უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით. „ჩვენი პოზიციაა, რომ ვაშინგტონმა თავი უნდა დაანებოს აზერბაიჯანზე ფიქრს გამორჩეულად ავღანეთის კუთხით და იფიქროს უშუალოდ აზერბაჯანზე“ – მითხრა ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა არაზ აზიმოვმა, რომელიც ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. „პრეზიდენტმა ჩვენი ოფიციალური პოზიცია გამოხატა: „ჩვენ პატივისცემას ვითხოვთ““. ასე რომ არაფერი გასაკვირი არ იყო იმ ხმებში, რომლებიც სახელისუფლო დერეფნებში გავრცელდა, რომ ალიევი სულაც არ მოხიბლულა ობამას წერილით, როგორც ამის შესახებ შეიძლება გეითსის ანგარიშებიდან იფიქრო და ურთიერთობებში დაღმა სვლა გაგრძელდება. ალიევი მართლაც ემზადებოდა ევრაზიული სამიტისთვის, რომელიც მეორე დღეს სტამბულში უნდა გამართულიყო და მაინც ის რომ მან გეითსი პრეზიდენტთან სადილზე არ მიიწვია და მასპინძლის ვალდებულება აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს გადაულოცა, ძალიან ნიშანდობლივია. თავის მხრივ, გეითსმა უარი სთქვა მიწვევაზე, რითაც კვლავ ისეთი სიტუაცია შექმნა, როდესაც ამერიკელები კავკასიურ ტრადიციებს არად აგდებენ. აზერბაიჯანის აზით, ამერიკელების მხრიდან შეურაცხყოფათა სია გრძელია და ეს სია დღესაც იზრდება. მათგან ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო და დღემდე ასეთად რჩება სომხური დიასპორის მიერ ლობირებული 907-ე შესწორება „თავისუფლების მხარდაჭერის კანონში“ (Freedom Support Act), რომელიც აშშ-ს კონგრესმა 1992 წელს მიიღო. ეს შესწორება ზღუდავს ამერიკის მხრიდან ბაქოს სახელმწიფოთაშორის დახმარებას მანამ, ვიდრე აზერბაიჯანი კაპიტულაციას არ დათანხმდება სომხეთთან ომში მთიანი-ყარაბახისთვის (სადაო ტერიტორია, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთის მიერაა ოკუპირებული). ამ ტერიტორიის დაკარგვა (ის კი აზერბაიჯანის მთელი ტერიტორიის 15%-ს შეადგენს) ბაქოს საშინლად აშფოთებს და გასული წლების განმავლობაში აზერბაიჯანის და ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტებს შორის მრავალრიცხოვანი შეხვედრების მიუხედავად, ამ საკითხში რეალური პროგრესი არ დაფიქსირებულა. აზერბაიჯანელები სულ უფრო ხშირად (და ხმამაღლა) საუბრობენ იმაზე, რომ შეერთებული შტატები შუამავლის როლში გულწრფელი არ არის. მათ ამის საფუძველი აქვთ: 907-ე შესწორება არავის გაუუქმებია და დოკუმენტებში აზერბაიჯანი კვლავ აგრესორად მოსჩანს. მართალია ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს 907-ე შესწორება შეამოკლეს, ხოლო ჯორჯ ბუშის დროს, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მისი მოქმედება შეაჩერეს, თუმცა ოფიციალურად კანონში შესწორება არ გაუქმებულა და აზერბაიჯანი ამ ჩანაწერის მიხედვით, ერთგვარი გარიყული სახელმწიფოა. ამის დაგვირგვინება იყო ის, რომ შარშან ობამას ადმინისტრაცია აზერბაიჯანის ხარჯზე თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების განახლების ინიციატივით გამოვიდა და მათი შერიგება თურქულ-სომხური საზღვრის გახსნით გადაწყვიტა (საზღვარი 1993 წელს აზერბაიჯანისადმი სოლიდარობის ნიშნად დაიკეტა) ისე, რომ არ დაელოდა სომხების მხრიდან მთიანი-ყარაბახის ტერიტორიის ნაწილის დატოვებასაც კი. არ ჩაუღრმავდებით ე.წ. „თურქულ-სომხური პროტოკოლების“ დიპლომატიურ დეტალებს, რომლებიც მართლაც ბიზანტიური ცბიერებით გამოირჩევა, ვიტყვით მხოლოდ რომ ბაქომ აიძულა თურქეთი ღიად განეცხადებინა, რომ ყარაბახი აუცილებელი პირობაა. ამას თავის მხრივ სომხეთის საჯარო პროტესტი მოჰყვა და ობამას მიერ ინიცირებული შეთანხმება ჩავარდა. თურქულ-აზერბაიჯანული კავშირის (რომელიც ლაკონურად გამოიხატება სლოგანით „ორი ქვეყანა, ერთი ერი“) აღდგენა და კვლავინდებურად დახურული თურქულ-სომხური საზღვარი, ფაქტობრივად ბაქოს ეგზისტენციალურ დიპლომატიურ გამარჯვებად და იმის დადასტურებად იქცა, რომ პატარა სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზე დამკვიდრების უნარი გააჩნია. თუმცა დიპლომატიური ჩხვლეტები არ დასრულებულა. 2008 წლის ივლისის შემდეგ ბაქოში აშშ-ს ელჩი არ გაუგზავნია, რაც ვაშიგტონის მხრიდან უდიერ ან არაკეთილმეგობრულ დამოკიდებულებად შეფასდა. გასულ თვეში ამ პოსტზე როგორც იქნა დაინიშნა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა. არადა სწორედ ბრაიზა ხელმძღვანელობდა ამერიკის მხარეს ყარაბახზე მოლაპარაკებებში, მისი სახელი მოლაპარაკებების მიმართ ამერიკის უყურადღებო დამოკიდებულებას უკავშირდება, რის გამოც იგი არაპოპულარული გახდა როგორც აზერბაიჯანელებში, ასევე განსაკუთრებით სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შორის, მასში ვერც ერთი მხარე ვერ ხედავს ნდობით აღჭურვილ არბიტრს, რომელსაც კონფლიქტში პოზიტიური როლის თამაში შეუძლია. აზერბაიჯანმა კიდევ ერთი დამცირება გადაიტანა, როდესაც ალიევი ბირთვული უსაფრთხოების 47 ქვეყნის სამიტზე არ დაპატიჟეს. შეხვედრაში ყველა მეზობელი სახელმწიფოს ხელმძღვანელი მონაწილეობდა ირანის გარდა, იმის მიუხედავად რომ აზერბაიჯანი როგორც ფრონტისპირა სახელმწიფო და აშშს მოკავშირე, თეირანის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი აქციის განხორციელების შემთხვევაში მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა (ერთ-ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, აზერბაიჯანულ სააგენტო „ტურან“-ს განუცხადა, რომ „ეს ილჰამ ალიევის პერსონალური არჩევანი იყო“ არ მიეღო კონფერენციაში მონაწილეობა. იყო თუ არა ალიევი მიწვეული ამის დაზუსტება დიპლომატს გამორჩა) და ბაქოს მიმართ უკვე პირდაპირი გამოხტომა იყო გაზეთ Washington Post-ის მარტის ნომერში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომელიც პროვოკაციულად იუწყებოდა, რომ ალიევის 11 წლის ვაჟი დუბაიში მილიონობით დოლარის ღირებულების უძრავი ქონების მფლობელია. ერთი ჩემი მეგობარი აზერბაიჯანელი დიპლომატი მიყვებოდა, რომ ამ წერილმა ალიევი ისე განარისხა, რომ ის ბრაზისგან კინაღამ მართლა არ დაიხრჩო. „როგორც პოლიტიკოსს ალიევს მსგავსი დარტყმების გადატანა შეუძლია“ – მითხრა ჩემმა მეგობარმა – „მაგრამ ისინი მის ოჯახს შეეხნენ“. ამ მეგობრის თქმით, პრეზიდენტი დარწმუნებული იყო რომ ამ ზღაპრებით გაზეთი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოამარაგა, რომელიც შეეცადა კანონისადმი მისი დამოკიდებულებისთვის ჩრდილი მიეყენებინა. სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს და როგორც სჩანს ერთხელ ეს მართლაც მოხდება. აზერბაიჯანელებს შესანიშნავად ესმით ზემოთხსენებული სპეც-სამსახურების თანამშრომლის დიპლომატიური გათვლა, ესმით რომ სიტუაცია არაერთგვაროვანია. ვაშინგტონი ბაქოს მხოლოდ ქაბულის გზაზე გაჩერებად აღიქვამს, მაგრამ ეს აუცილებელი გაჩერებაა და თუ ალიევი მოისურვებს, ძალიან გაურთულებს ცხოვრებას ამერიკელ სამხედროებს. ბაქოში ამბობენ რომ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, მათთან ვიზიტით ჩამოსვლას ჩქარობს ჰილარი კლინტონი და იგი მათი მისამართით მეტ პატივისცემას გამოავლენს. მაგრამ მეორეს მხრივ, აზერბაიჯანი ყოველთვის იბრძოდა ადგილისთვის მსოფლიო არენაზე. ამ წლის დასაწყისში ლონდონში ვიზიტის დროს მე აზერბაიჯანის ელჩთან სადილზე მოვხვდი, რომელმაც მოგვიანებით საელჩოს შენობაში თავის პირად კაბინეტში ჩაის დასალევად დამპატიჟა. კაბინეტის კედლები მოფენილი იყო მისი პროფესიონალური კარიერის ფოტოებით: აი ისიც, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი, თავზე დიდი თმით, ჰეიდარ ალიევს ახლავს 1998 წელს კლინტონთან ვიზიტის დროს თეთრ სახლში, მეორეგან იგი კანადის პრემიერ-მინისტრთან ერთადაა ოტავაში ელჩთან შეხვედრაზე, აი იგი მეუღლესთან ერთად დახვეწილ ეტლში, ისინი ინგლისის დედოფალს ნდობის სიგელს გადასცემენ. ხოლო იქვე კიდევ ერთი ფოტოა, სადაც ელჩი ფართოდ გაღიმებული სახით ჯერ კიდევ მხნე ჰეიდარ ალიევის გვერდით დგას, რომელიც იოსებ სტალინის და უინსტონ ჩერჩილის კამპანიაშია. „მადამ ტიუსო“ – მიხსნის ელჩი – „სამწუხაროა, რომ ეს დროებითი ექსპოზიცია იყო“. თომას გოლცი – წიგნის Azerbaijan Diary-ის (”აზებრაიჯანული დღიური“ და სხვ.) ავტორი; ბოზემანში, მონტანას შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტის ლექტორი. ორიგინალი ორიგინალი
-
გაზიარება [17:34 17-06-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBokbHrPJvI/AAAAAAAADzw/lSRvrtCzSHw/s200/ozi_osborn_003.jpgამერიკულმა კომპანიამ „Knome“ გადაწყვიტა ჯგუფის „Black Sabbath“ ყოფილი ლიდერის, ოზი ოსბორნის გენეტიკური რუქა შეადგინოს და ამ გზით გამოარკვიოს, თუ რატომაა მუსიკოსი ამ დრომდე ცოცხალი.კომპანიის კვლევების განყოფილების დირექტორი, ნათან პირსონი ფიქრობს, რომ უცნაური სამედიცინო ისტორიის მქონე პირების გამოკვლევას უდიდესი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. ოსბორნის შემთხვევაში, მეცნიერებს აინტერესებთ ორგანიზმის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების ათვისების მექანიზმის შესწავლა. 61 წლის მუსიკოსს არაერთხელ გამოუთქვამს გაკვირვება, რომ მიუხედავად მისი არც თუ მოწესრიგებული ცხოვრების წესისა, ჯერ კიდევ ცოცხალია. ოსბორნი თავის თავს „სამედიცინო სასწაულს“ უწოდებს. ლეგენდარული „Black Sabbath“–ის ლიდერი მრავალი წლის მანძილზე იყო დამოკიდებული ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე, ის მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, მიღებული აქვს მრავლობითი ტრავმები კვადროციკლიდან გადმოვარდნისას. ერთერთი ავარიის შემდეგ, ოზი ოსბორნი ხანგრძლივ კომაშიც იმყოფებოდა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/medicaments-securite-sociale_280-150x150.jpgმაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ყოველ წამალზე უნდა განისაზღვროს ფასნამატის ოდენობა, რომელზე მაღალის დადების უფლებაც ფარმაცევტულ კომპანიებს აღარ ექნებათ. ქრისტიან-დემოკრატებისთვის ყველაზე მისაღები გერმანული მოდელის განხორციელება. რომლის თანახმად, წამალზე 40-პროცენტიან ფასნამატზე მეტი აკრძალულია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/q.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/berdzenisvili-150x150.jpg,,გაყრის” ინიციატორი ირაკლი ალასანია იყო აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. კავკასიის ინტერნეტმედია კლუბში გამართული ბრიფინგი ძირითადად ალიანსის დაშლას მიეძღვნა. ლევან ბერძენიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ,,რესპუბლიკელები” ალიანსის დაშლის მომხრე არ ყოფილა. მან დღევანდელ ბრიფინგზე ახალი ალიანსის შესაძლო ჩამოყალიბებაზეც გაამახვილა ყურადღება . http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/berdzen.jpg itvს ლინკი
-
/get_img?NrArticle=1757&NrImage=2 ნინო ძანძავას ფოტო ბრუსელში, მიგრაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრები ადასტურებს, რომ ევროპა საქართველოსთვის გარკვეული შეღავათების დაწესებაზე ფიქრობს და ამავდროულად, რიგ საკითხებთან მიმართებაში, მისგან პასუხისმგებლობების აღებას და აქტივობას ელის. სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროპულ მხარეს ევროკავშირის პრეზიდენტი და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი და სესილია მალმსტრომი, საშინაო საქმეების ევროკომისარი წარმოადგენდნენ. ამის შემდეგ დოკუმენტი ევროპარლამენტში გაიგზავნება. ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებები, როგორც წესი რეადმისიის შეთანხმებებზე მსჯელობის პარალელურად მიმდინარეობს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. რეადმისია იმ მოვალეობებსა და პროცედურების დაცვას გულისხმობს, რომლებიც ევროკავშირის წევრმა და მესამე ქვეყნებმა შეთანხმების მხარეთა ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ ადამიანებთან მიმართებაში უნდა განახორციელონ. ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრანტები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. ამიტომ იმ ქვეყნისგან, რომელთანაც სავიზო შეღავათებს აწესებს, ევროკავშირი არალეგალური მიგრაციის მართვის საკითხებზე თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობის გამკაცრებას ელის. კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს: ”როდესაც ევროპა სავიზო რეჟიმს ამარტივებს, ხდება ლიბერალიზაცია, მოქალაქეების გადაადგილება ადვილდება, ის ჩვენგანაც მოითხოვს უფრო მკაცრი და შესაბამისად, მეგობრული მიგრაციული პოლიტიკის გატარებას. რეადმისიის შეთანხმებით, საქართველო იღებს ვალდებულებას ევროკავშირიდან ის არალეგალურ მიგრანტები მიიღოს, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ტერიტორიიდან შევიდნენ”. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს ევროპაში არალეგალურად მოხვედრილი პირი საქართველოს მოქალაქეა თუ არა. საქართველოში ბევრი უცხოელი ცხოვრობს, რომელთა აღრიცხვა ქვეყანაში არ კონტროლდება. გარდა უკან დაბრუნების ვალდებულებისა, საქართველო მოვალე იქნება უკან დაბრუნებულ ადამიანებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ჰუმანურად მოეპყრას და სპეციალურ თავშესაფრებში განათავსოს ისინი. კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ არალეგალური მიგრანტების საქართველოში მიღება რეადმისიის შეთანხმების მნიშვნელოვანი პუნქტია, მაგრამ საქართველოს თანამშრომლობა სხვა სახითაც უნდა გამოიხატოს. გოგოლაშვილის თქმით, ”საქართველოს მოუწევს იყოს უფრო ფრთხილი და სელექტიური, რათა იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ევროპაში დარჩნენ, არ მისცეს საქართველოდან გასვლის საშუალება”. რეადმისიის შეთანხმება არ გულისხმობს სავიზო რეჟიმის ერთის მხრივ გამარტივებას, ხოლო მეორე მხრივ გართულებას. სავიზო რეჟიმის გამარტივების დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროპაში ხშირად მგზავრობენ, მოკლევადიან ვიზებს უფრო მარტივად მიიღებენ. მოკლევადიან ვიზა გულისხმობს 90 დღიან ვიზას, რომელსაც მოქმედების ვადა 180 დღის განმავლობაშიაქვს. საქართველოში სამოგზაუროდ ან გავლით მყოფი ევროკავშირის მოქალაქეები სავიზო ვალდებულებებისგან 2006 წლის 1 ივლისიდან არიან გათავისუფლებული. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ადამიანების გარკვეული კატეგორიისთვის შეთანხმება არსებითად ამარტივებს სავიზო განაცხადისთვის საჭირო თანდართულ დოკუმენტაციას. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ბიზნესმენები, მეცნიერები, სტუდენტები, ჟურნალისტები და ის ადამიანები, რომელთა ახლო ნათესავები ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფებიან. მათთვის, ვისაც ევროპაში მიმოსვლა ხშირად უწევს, წევრი ქვეყნები გრძელვადიან მრავალჯერად ვიზებს გამოუწერენ. დიპლომატიური პასპორტების მქონე პირები სავიზო ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან. სავიზო მომსახურების თანხა ყველა მოქალაქისთვის 60-დან 35 ევრომდე შემცირდება. ხოლო პენსიონერები, 12 წლამდე ასაკის მოზარდები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მეცნიერები და ჟურნალისტები სავიზო მომსახურების საფასურს საერთოდ არ გადაიხდიან. ევროკავშირს სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებები უკვე 8 ქვეყანასთან აქვს დადებული. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუსეთი და უკრაინა. სავიზო რეჟიმის გამარტივება არ განიხილება გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიასთან მიმართებაში, რომლებიც შენგენის თანამშრომლობაში არ მონაწილეობენ. შეთანხმების დამტკიცების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს შეღავათები არც დანიაში გამგზავრებისას ექნებათ. დანიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და შვეიცარიას, რომლებიც შენგენის ქვეყნების შემადგენლობაში იმყოფებიან, ევროკავშირი ასევე მოუწოდებს საქართველოსთან სავიზო შეღავათების გამოფორმებას. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/auctionii8-150x150.jpgსაქართველოს ეროვნული ბანკის 7-დღიან #24 რეფინანსირების სესხების აუქციონზე დღეს 200 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი სამ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.28%–ით, მაქსიმალური 6.76%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.32%–ით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/leiboristebi1-150x150.jpgლეიბორიტული პარტია ანტიკოლონიური საბჭოს ფორმატში მუშაობას განაგრძობს და ხელისუფლებას ამერიკელ კონგრესმენებთან ფინანსურ გარიგებაში ადანაშაულებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/leibo.jpg itvს ლინკი