Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/photo12-150x150.jpgტექნიკური შეცდომა თუ ხელისუფლების მორიგი საკანონმდებლო ხულიგნობა - ახალი საგადასახადო კოდექსი ბეჭდური მედიის რეკლამებისა და დისტრიბუციის დაბეგვრას ითავლისწინებს. ფინანსთა მინისტრო პროექტში ამ ტიპის ჩანაწერების არსებობას ტექნიკურ გაუგებრობას უწოდებს - ბეჭდვითი მედიის წარმომადგენელთა ნაწილს კი, გაუგებრად მინისტრის მოადგილის განმარტებაა ეჩვენება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/media.jpg itvს ლინკი
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/photo1-150x150.gifროგორია დედაქალაქის ცხოვრება მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას. როგორ აფასებენ ფეხბურთის სპეციალისტები და გულშემატკვირები ქართულ “ფან-კლუბომანიას”. ვინაა კმაყოფილი და ვინ უკმაყოფილო მიმდინარე მუნდიალით. ნახეთ დავით გოჩიაშვილისა და ირაკლი გვასალიას სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/mundialii.jpg itvს ლინკი
  3. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/uniincphp-150x150.jpgთბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ამიერიდან ერთის ნაცვალად სამი მოადგილე ეყოლება. სათათბირო ორგანოში ოფიციალურად გაიზარდა კომისიების რაოდენობაც და ის დღეიდან 12 შეადგენს. აღნიშნული ცვლილებები დედაქალაქის შესახებ კანონში დღეს პარლამენტმა დაამტკიცა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sakrebulo1.jpg itvს ლინკი
  4. http://www.southafrica2010.performgroup.com/javaImages/7e/4/0,,12950~8848510,00.jpg ჯერადს სურს , რომ გუნდში შემტევის როლი შეასრულო ს ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი აღიარებს ,რომ ალჟირის წინააღმდეგ უკანდახეულ ფორვარდად სურს თამაში თუმცა, კაპელო უარზეა. გასხნით მატჩში აშშს წინააღმდეგ მას ძირითადად შავი სამუშაოს შესრულაბა უწევდა, მაგრამ შეტევაში თავის გამოჩენა მაინც მოახერხა.რუტენბორგში გატანილი გოლისა და გარეტ ბერის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის დიდი ალბათობის გამო , ჯერარდი იმედოვნებს, რომ მოდევნო მტჩში უფრო მეტი შემტევი როლი დაეკისრება. ” ჩემზე არ არის დამოკიდებული წინასწარ განვსაჯო მწვრთნელის განზრახვა და მე მაქსიმალურად შევეცდები მწვრთნელის ნებისმიერი დავალება შევასრულო” მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მე ვითამაშებ შეტევაში, ეს ჩემთვის გაცილებით მოსახერხებელი იქნება და მე ამას მოუთმენელად დაველოდები. ჩვენ საკმაოდ კარგად ჩავატარეთ ჩვენი პირველი თამაშის უმეტესი ნაწილი, მაგრამ როგორც წესი პირველ თამაშს დიდი რაოდენობით ახლავს დაძაბულობა და სტრესი. იმედია დღეს ინგლისისგან უფრო ლაღ თამაშს იხილავთ . ჩვენგან ყველა დამაჯერებელ გამარჯვებას მოელის. ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვივარჯიშეთ. View the full article
  5. გაზიარება [19:10 17-06-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBuMQKvt8qI/AAAAAAAAD0Q/y4l2pTNMFXY/s200/xobi.gifხობის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, ცოტნე დადიანის საფლავს მიაგნეს. ხობის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მკვლევარებმა უძველეს საძვალეს მიაკვლიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" არქეოლოგიური ექპსედიციის ხელმძღვანელმა რევაზ პაპუაშვილმა განუცხადა, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ერთ-ერთი კედლის ქვეშ, რომელიც XIV საკუნეშია აგებული, კოლექტიური აკლდამა აღმოჩნდა. "ვინაიდან კედელი მეთოთხმეტე საუკუნეშია აგებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ აკლდამა, მის ქვეშ, გაცილებით უფრო ადრინდელია. აკლდამას აქვს რამდენიმე ფენა, ანუ იქ წლების განმავლობაში იმარხებოდნენ სამეგრელოს დიდგვაროვნები, სავარაუდოდ, დადიანები", - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სამეგრელოს დიდი მთავარი ლევან II დადიანი თავის წინაპრების საძვალედ, სწორედ ამ ტაძარს ასახელებდა. იმ კედელზე კი, რომლის ძირშიც აკლდამა მდებარეობს, შერგილ და ნათელა დადიანების და მათი შვილის – ცოტნე დადიანის ფრესკაა გამოსახული. "ის ფაქტი, რომ აკლდამა სწორედ ამ პირების ფრესკასთან მდებარეობს გვაძლევს უფლებას, ვივარაუდოთ, რომ აქ სწორედ ისტორიული გმირი – ცოტნე დადიანი და მისი მშობლები არიან დაკრძალულნი, თუმცა დაბეჯითებით ამის თქმა ძნელია", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცოტნე დადიანი (XIII საუკუნე დაახლოებით 1260წ.) სამეგრელოს დიდგვაროვანი ფეოდალი უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტათავის შეთქმულებაში (1245), რომლის მიზანი იყო მონღოლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მონაწილეები დააპატიმრეს და ნოინს მიჰგვარეს. ქართველებს, რომლებიც შეთქმულებას უარყოფდნენ, გამოტეხის მიზნით, თაფლი წაუსვეს და მცხუნვარე მზის ქვეშ დასვეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა). ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლების ხვედრი. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა, რომ ქართველები აჯანყებას არ გეგმავდნენ და პატიმრები გაუშვეს. ცოტნე დადიანი ქართული პოლიტიკური აზრისთვის საქართველოს პროგრესული ძალების კონსოლიდაციის, ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნულ ძალთა შეკავშირების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა. interpressnews.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/2763-150x150.jpgპარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ზრდა ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. 2010 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდები 25 დან 55 მილიონამდე იზრდება. ოპოზიციის ინტერესი პედაგოგების შემცირებასთან დაკავშირებულმა საკითხმა და ჯანდაცვის სფეროში არათანაბრად გადანაწილებულმა ფინანსებმაც გამოიწვია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/biuro2.jpg itvს ლინკი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/janmo-150x150.jpgჟუჟანა ჯაკაბი დღეს შრომის,ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე ჯანმრთელობის მოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოსთან 2010-2011 წლებისთვის თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/janmo1.jpg itvს ლინკი
  8. გაზიარება [19:03 18-06-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBuKqczxPZI/AAAAAAAAD0I/QXJngUEW7MI/s200/putinnnn.gifრუსეთის პრემიერ-მინისტრმა იმიჯის კარდინალური შეცვლა განიზრახა და მალე ავტორიტარული ლიდერი სენტიმენტალურ ლიბერალად მოგვევლინება, წერს The Financial Times -ი. გამოცემის აზრით, ასეთი "რებრენდინგი" ფინანსურ კრიზისსა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკური ვითარებას, ასევე რუსეთის ხელისუფლების დასავლეთთან თანამშრომლობის აუცილებლობას უკავშირდება. პრეზიდენტობის დროს პუტინმა რუსეთი ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ გამოაცხადა და მკაცრ მიდგომებს ქადაგებდა, მათ შორის დასავლეთთან კონფრონტაციას. ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ასეთი მოდელი მოძველდა. ახლა მედვედევიც კი ფრთხილ პოლიტიკურ რეფორმებს ატარებს და ინოვაციურ ეკონომიკას უჭერს მხარს. იმიჯის შეცვლის მცდელობად, გამოცემა პუტინის მიერ ნაციონალური პარკის დათვალიერებას მიიჩნევს. ამრიგად პუტინი ხალხს აჩვენებს, რომ ის ეკოლოგიაზე ზრუნავს. პრემიერი მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებსაც გამოელაპარაკა, რომლებიც პარკში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. იმიჯმეიკერები ცდილობენ პუტინმა საკუთარი სენტიმენტალური მხარეები საჯაროდ გამოამზეუროს. მაგალითად ასეთ საქციელს განეკუთვნება მისი კუთვნილი სურათის გაყიდვა საქველმოქმედო აუქციონზე. თუმცა როგორც ბრიტანული ტაბლოიდი "დეილი მეილი" აღნიშნავს, პუტინი მუდმივად არღვევს პიარ-სპეციალისტთა მითითებებს: შარშან ციმბირში გატარებული შვებულების დროს ის ტყეს ჩეხავდა, გაყინულ ტბაში ბანაობდა და თან დაკუნთული ტორსის დემონტრირებას ახდენდა. გაზეთი მიიჩნევს, რომ შეიცვალა პუტინის გამონათქვამებიც. მაგალითად, 29 მაისს ინტელიგენციასთან შეხვედრისას მუსიკოს იური შევჩუკის კითხვებზე პუტინმა განაცხადა, რომ დემოკრატიული განვითარების გარეშე რუსეთს მომავალი არ აქვს. თუმცა პრემიერის ამ განცხადებამ ხელი არ შეუშალა "ომონს", ორი დღის შემდეგ მოსკოვში ოპოზიციის მიტინგი სასტიკად დაერბია. newsru.comhttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  9. საეკლესიო კალენდარი კვირა მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა (303); მოწამეთა: ვალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა (284-305); მღვდელმოწამისა მარკელე რომის… ლინკი მედიანიუსზე
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/kakabaze1-150x150.jpg2010 წლის შემოდგომაზე თბილისში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული პოლიტიკური პატიმრების პრობლემის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.ამის შესახებ დღეს მოსკოვიდან ახლადაბრუნებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლებმა განაცხადეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/uplebadamc.jpg itvს ლინკი
  11. დღეიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მე-13 ნათლობისთვის რეგისტრაცია დაიწყო. საბუთები მსურველებმა სამი დღის… ლინკი მედიანიუსზე
  12. თბილისში, თაბუკაშვილის № 25-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ინგრევა. როგორც „მედიანიუსს“ თბილისის მერის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს,… ლინკი მედიანიუსზე
  13. „ნორვეგიელ ხალხთა დახმარებამ“ გორი-ცხინვალის კორიდორის ტერიტორიაზე განნაღმვითი სამუშაოები დაასრულა. ტერიტორია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაბინძურებული იყო,… ლინკი მედიანიუსზე
  14. საქართველოს ეროვნული ბანკისა და ქუვეითში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით საფუძველი ეყრება ორი ქვეყნის საბანკო სექტორებს შორის საქმიან თანამშრომლობას.… ლინკი მედიანიუსზე
  15. დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალეკო ცინცაძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალოვადიანი პრიორიტეტების… ლინკი მედიანიუსზე
  16. გაზიარება [რუსიკო მუმლაძე. 18:52 18-06-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBuIU3KitRI/AAAAAAAAD0A/oR1rhHuS5Os/s200/osebs.gifცნობილი რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი საქართველოში იმყოფება და აქ სექტემბრამდე დარჩება, თანაც საქართველოზე წიგნს წერს. მანამდე ის 7 თვე ამერიკაში ცხოვრობდა და, როგორც თავად ამბობს, მთავარი, რაც შტატებში მოეწონა, ეს – თავისუფლებაა. ჟურნალისტი სექტემბერში რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” ეთერში გადაცემებს გააგრძელებს, მაგრამ სამშობლოში მხოლოდ ორი კვირით დარჩება ხოლმე. “რუსეთში ორ კვირაზე მეტი ვერ გავჩერდები. იქ წავალ, სადაც საინტერესო რამე ხდება და წიგნის დაწერა შემეძლება. საქართველოში 6 თვე ვიქნები. რედაქტორმა მთხოვა, რომ რაღაც გადაცემა გავაკეთო, რათა გამოვაფხიზლოთ ჩვენები. დანარჩენი ორი კვირა იქ ვიქნები, სადაც გული გამიწევს. “ეხო-მოსკვიდან” არსად მივდივარ. უამრავი წელია იქ ვმუშაობ. მე ვარ თავად “ეხო-მასკვი”, - ბოლოს უკვე იხუმრა განაპოლსკიმ. “რია ნოვოსტის” თბილისის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტი ყველანაირად ცდილობდა გვერდი აევლო პოლიტიკური შეფასებებისთვის, განსაკუთრებით კი, ოკუპაციის თემისთვის. მისი თქმით, საქართველო ოკუპირებული მაშინ იქნებოდა, თუ აქ, ამ წუთში რუსეთის 58-ე არმიის პირადი შემადგენლობა იჯდებოდა და ამ ქვეყანას მართავდა. თუმცა, განაპოლსკის “ავიწყდება”, ალბათ, რომ რუსეთის ხელისუფლება და არმიის პირადი შემადგენლობა საქართველოს ტერიტორიების 25%-ს უკვე მართავს. მას აფხაზეთისა და ოსეთის დაკარგვასთან დაკავშირებითაც ქართველებისთვის უჩვეულო და სხვა თვალით დანახული ხედვა აქვს. განაპოლსკი: “აფხაზებს ბევრ პრობლემა აქვთ. მთავარი უმუშევრობაა. თქვენ მათ ყოველთვის ტუქსავდით. ამ დროს იყო რუსეთი და იფიქრეს, რომ რუსეთი მისცემდათ ფულს და ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებდნენ. ეკონომიკა პოლიტიკად იქცა. წლიდან წლამდე ახალი ელიტა იზრდებოდა. იზრდებოდა ფიქრიც დამოუკიდებლობაზე. რატომ უნდა ყველას ამერიკა? იმიტომ, რომ ის მიმზიდველი ქვეყანაა ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკატიის თვალსაზრისით. მოვა დრო და ოსები, თუ აფხაზები დაიწყებენ ფიქრს არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით. რაც უფრო გაიზრდება მათთვის საქართველოს მომხიბვლელობა რუსეთთან შედარებით, მით უფრო შეგეძლებათ, მათი დაბრუნება. ოსებს საერთოდ რა უნდათ, ვერ გავიგე. ალბათ – ფული. თუ ახლა თქვენ იყიდით, თქვენსკენ წამოვლენ. იცით, საქართველო რითი მომწონს ახლა? ის უფრო მომხიბვლელი და მიმზიდველი ხდება. მართალია არის ოპოზიცია თავისი პრობლემებით, არის განსხვავებული აზრი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ქვეყანა ცხოვრობს და არა – არსებობს. რუსეთისგან იმით განსხვავდებით, რომ თქვენ სუბიექტები ხართ, რუსეთი – არა. ხოლო სადაც ხალხი ობიექტია, იქ ქვეყანა არ ვითარდება”. რუსი ჟურნალისტი თვლის, რომ საქართველოს აქვს შანსი “ნატოში” გაწევრიანდეს, დაიბრუნოს აფხაზები და ოსები, თუნდაც 40 წლის შემდეგ. ამავდროულად, მან კატეგორიულად უარყო ის ინფორმაცია, რომ რუსები მასიურად ყიდულობენ სახლებს აფხაზეთში, ან დასასვენებლად ჩადიან იქ. “ვინ გითხრათ, რომ იქ რუსები საცხოვრებლად გადადიან? თქვენ რუსული პროპაგანდის მსხვერპლი ხართ. გირჩევთ, არ უყუროთ რუსეთის ტელევიზიის პირველ არხს. აფხაზეთში სახლი რომ იყიდო, მალევე დაკარგავ. ეს ყველამ იცის. დასვენებას რაც შეეხება, თურქეთი უფრო იაფი ღირს, ვიდრე - აფხაზეთი. მე პირადად, თუ კარგი ტუალეტები იქნება იქ, შეიძლება, წავიდე დასასვენებლად. აფხაზებმა თავადვე უნდა გაიგონ, რომ თურქები არ არიან. ახლა ყველა პრობლემა იქ ფულამდე მიდის. ინვესტიციებსაც არავინ დებს, რადგან ძალიან უცნაური ტერიტორიაა. როცა დამოუკიდებლობას ითხოვ, უნდა დაფიქრდე. ოსებიც 100-ჯერ უნდა დაფიქრებულიყვნენ”, - გაცხადა განაპოლსკიმ. ის ქართველ ჟურნალისტებს არ ეთანხმებოდა, რომ საქართველოში რუსეთს გავლენა აქვს და ამ პროცესს საკმაოდ უხერხულ რაკურსში განიხილავდა: “რუსეთს საქართველოში გავლენა არ აქვს. საქართველო არის მისი ინტერესების ზონა. გავლენის სფეროებს რაც შეეხება, ისეთივე სიტუაციაა, როცა იმპოტენტი პორნო ჟურნალს ათვალიერებს. აბსტრაქტული სურვილი, რომ სააკაშვილი ჰაერში გაიფრქვეს, ეს რუსეთში ყველას არ აქვს. დაპირისპირება კონკრეტულ პრეზიდენტ პუტინსა და კონკრეტულ პრეზიდენტ სააკაშვილს შორისაა. კატეგორიულად შეიცვლება სიტუაცია, როცა რომელიმე მათგანი წავა. რუსეთს საქართველოზე გავლენა რომ ჰქონდეს, პუტინი და სააკაშვილი აქაურ რესტორნებში ყოველდღე ღვინოს დალევდნენ. გავლენა ისაა, მაგალითად, რაც ბრიტანეთს აქვს თავსი ყოფილი კოლონიების მიმართ, იქ, ფაქტობრივად, მეორე სახელმწიფო ენა ინგლისურია. საქართველო არის რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონა”, - მიაჩნია რუს ჟურნალისტს. მართალია, განაპოლსკი უარყოფს, რომ რუსეთს სურვილიც არ აქვს გავლენა ჰქონდეს საქართველოზე, მაგრამ სწორედაც, რომ ეს სტრატეგიული ინტერესები და გავლენის სფეროების ქონის სურვილია იმის რეალური მიზეზი, რომ პრეზიდენტების დაპრისპირება პიროვნულ დონეზე დავიდა, რასაც ნელ-ნელა საქართველოს ტერიტორიები ეწირება. ამავდროულად, განაპოლსკი ფიქრობს, რომ ჩარტერული რეისები ორ ქვეყანას შორის განახლდება და აღარც საქართველოა რუსეთის ტელევიზიების მთავარი თემა. ამ ცვლილებებს ჟურნალისტი მომავალ ოლიმპიადას უკავშირებს, რომლის ჩატარებას რუსეთი სოჭში ფიქრობს. მისი თქმით, სააკაშვილს ერთი ხელის მოსმით შეუძლია ოლიმპიადა ჩაშალოს და ამიტომ რუსეთიც რაღაცას დათმობს, რადგან ეს ოლიმპიადა მეზობელი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ღონისძიებაა. ვიდრე ეს საკითხი ღიად რჩება, მანამდე ურთიერთობები მეტად აღარ გართულდება. უახლოესი ორი წლის განმავლობაში კი, ვიდრე ორივე ქვეყნის პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა არ ამოიწურება, ორ რამეს უნდა ველოდოთ: ან დაპირისპირებული მხარეები გადადგამენ თანმხვედრ ნაბიჯებს, ანაც ისევ დაძაბული ურთიერთობები გაგრძელდება. ასე თვლის განაპოლსკი და თან აცხადებს: “მე ნაკლებად წარმომიდგენია, რომ რომელიმე მხარემ თავისი პრინციპები დათმოს”. შესაძლებელია თუ არა, რომ მედვედევი დამოუკიდებელი ფიგურა გახდეს? - ქართველი ჟურნალისტის ეს კითხვა განაპოლსკისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ბევრიც ისაუბრა. “რამდენადაც რუსული პოლიტიკა ადამიანების ჩაკეტილ წრეში წყდება, სამოქალაქო ორგანიზაციების აზრის გაუთვალისწინებლად, და რადგანაც ყველა არჩევნები ყალბია, შეიძლება ყველფერი მოხდეს. არავინ იცის, გაიზრდება თუ არა მედვედევი და გახდება თუ არა დამოუკიდებელი ფიგურა, ჩააჯენს პუტინს ციხეში, თუ პუტინი ჩამოაგდებს მას და აქეთ ჩააჯენს ციხეში. შეიძლება, ადგილებს გაცვალონ და ერთი პრეზიდენტი იქნება ისევ, მეორე პრემიერ-მინისტრი. ყელაფერი შეიძლება, მოხდეს. კასპაროვები, ლიმონოვები და ნოვადვორსკაიები იქ პოლიტიკაში ვერ ჩაერევიან. როგორ გითხრათ… არის სერიოზული საკითხი, რომელზეც პრაქტიკულად არ ლაპარაკობენ ქართველი პოლიტოლოგები: როგორი უნდა იყოს თანამედროვე სახელმწიფო, რომ მან არსებობა შეძლოს. დაუსვით თქვენ თავს ეს კითხვა. ეს ძალიან სერიოზული კითხვაა და მარტო პრესკონფერენციის თემა ვერ იქნება. ეს თქვენი განხილვის თემაა. ჩვენ ვიცით, როგორია თანამედროვე, მოდერნიზებული და სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოში. ასეთი ქვეყანა, არ ვგულისხმობ აშშ-ს, სადაც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი ტექნოლოგიების განვითარებაზე იხარჯება, ორია მსოფლიოშო - კორეა და მალაიზია. რა გააკეთეს მათ? მათ აქვთ ისეთივე პატარა და ლამაზი ტერიტორიები, როგორც საქართველოს, მაგრამ მარტო სილამაზით ვერაფერს გააკეთებ და მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ, ტურისტულ სამოთხედ გადაექციათ თავიანთი ქვეყანა, არ გამოუვიდათ. მათ გააკეთეს ის, რაც საქართველოში არ წაუკითხავს ბევრს, მაგრამ ძალიან კარგად იცნობენ ისინი, რომლებიც ქართული რეფორმების იდეოლოგები არიან. ამ ქვეყნებმა ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახდინეს განათლებაში. ათასობით ახალგაზრდა წავიდა ამერიკასა და ევროპაში სასწავლებლად. პრაქტიკულად, ინგლისური მეორე ენა გახდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ რუსული ცუდია. ეს მოხდა იმიტომ, რომ ძირითადი სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურა ამ ენაზეა გამოცემული. ახლა დაფიქრდით, რა ენაზე წაიკითხავთ თქვენ ამ ლიტერატურას? შეიძლება, რუსულ თარგმანში წაიკითხოთ, მაგრამ ის გადათარგმნილია, ანუ არ არის დედანი. მე მგონია, რომ ბევრს საქართველოში არ ესმის ნამდვილი არსი საქართველოს მოდერნიზაციისა. კი, ბატონო, ტრადიციები საშინლად ინგრევა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის გარეშე საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ხინკალით, ლობიანითა და “ბორჯომის” ექსპორტით იამაყებს. გამიგეთ, რას ვამბობ? ან საქართველო შევა მსოფლიო ქვეყნების ათეულში, ან დაიღუპება. სწორედ ამ დაღუპვას გიქადით თქვენ რუსეთი, სადაც დაუსრულებელი საუბარი მიდის მოდერნიზაციაზე და არაფერია მოდერნიზებული. რატომ გაუცრუვდა ხალხს იმედები პირველი ტალღის ლიბერალებზე? იმიტომ, რომ ყველა იძახდა: გაუმარჯოს ახალ ცხოვრებას, მაგრამ ეს ახალი ცხოვრება ვერ დაიწყო და კორუფციაში ჩაეფლო. ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა რაღაც ბიზნესი დაეწყო აქ. მას საქართველოში უთხრეს, დაიწყეო. მერე მიხვდა, რომ ის ბიზნესი არ დაიწყო, რაც უნდა დაეწყო. მას მეორე ბიზნესის გახსნის საშუალება მისცეს და პირველი დახურა. გინდათ, მოგიყვეთ, რუსეთში როგორ იხსნება ასეთი ბიზნესები? შევიბრალოთ საკუთარი თავები და არ მოგიყვებით. მთავარია წინ მოძრაობა და ეს საქართველოში არის”, - ეს განაპოლსკიმ იმ ქართველების გასაგონად თქვა, რომლებისთვსაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და იმათთვისაც, რომლებსაც სააკაშვილის, უბრალოდ, არ სჯერათ. ჟურნალისტმა უხვად შეამკო “ვარდების რევოლუციის” მამათავარ-იდეოლოგები, თუმცა, ის, ალბათ, კარგად არ იცნობს იმ კატეგორიას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გაკეთებულ კარგ საქმესაც ხედავს, მაგრამ ისიც იცის, რომ “კარგ საქმეს” ეს ხელისუფლება ცუდი მოქმედებებით ახორციელებს. ანუ, საქართველო კი ვითარდება, მაგრამ არადემოკრატიულად და ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. თუმცა, ფაქტია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ ჩვენ რუსეთს ძალიან გავასწარით თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით, რის გამოც ჩვენი ყოფა აქ უფრო ადვილია, ვიდრე რუსებისა რუსეთში. შესაბამისად, ალბათ, რუსი ჟურნალისტისთვისაც საქართველო სამოთხეა თავის ქვეყანასთან შედარებით. ის ხომ ამერიკაში ყველაზე მეტად თავისუფლებით მოიხიბლა. presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  17. ოზურგეთის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები პროკურატურის ინიციატივით გამართულ კონკურსში ჩაერთვნენ. მოსწავლეების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება დღეს ოზურგეთის… ლინკი მედიანიუსზე
  18. მინსკის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ქართული და რუსული მხარეები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგებიან,… ლინკი მედიანიუსზე
  19. სახელმწიფო ქონების დაჩქარებული წესით პრივატიზაციის მიზნით დღეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და უძრავი ქონების კომპანიებს შორის ჩარჩო… ლინკი მედიანიუსზე
  20. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/p159357-tbilisi-black_sea-150x150.jpgერთი წლის წინ რუსეთმა დეფაქტო აფხაზეთის მთავრობისგან აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობის საბადოების საძიებო სამუშაოების დაწყების ნებართვა მოიპოვა. თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების თანახმად კი რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,როსნეფტი” და ამერიკული ,,შევრონი” ნავთობის საძიებო სამუშაოებს ერთობლივად განახორციელებს. საუბარია რუსეთის ტერიტორიის წ####ბზე, თუმცა რუსეთის ინტერესში ქართული ნავთობიცაა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/navtob.jpg itvს ლინკი
  21. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ატო ლობიაკასი ბრიუსელი – ევროპის კავშირი, ლისაბონის ხელშეკრულების მოთხოვნების თანახმად, თავისი დიპლომატიური მანქანის ოპტიმიზაციას იწყებს და სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლებზე ფორმარულად უარს ამბობს. ეს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრების იმ შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც ლუქსემბურგში 14 ივნისს ჩატარდა, ცალკე არ შეუტანიათ – ის ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის (EEAS), ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი დიპლომატიური კორპუსის, მოწესრიგების პრობლემის ქვესაკითხად განიხილება. EEAS ბლოკის საგარეოპოლიტიკური რეპრეზენტატორების უმრავლესობის (მაგრამ არა ყველასი) ბრიუსელის ქოლგის ქვეშ ინტეგრირირებას გეგმავს. მინისტრები დებატების გარეშე მიიღებენ დეკლარაციას სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით და არც ის დოკუმენტი შედგება, სადაც ნახსენები იქნებოდა რეგიონისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთა პოსტის გაუქმების შესახებ. იმ დროს, როდესაც წევრი ქვეყნების უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთა საკითხის გამო არ დამწუხრებულა, ხოლო ქაბულში ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელთა გაერთიანებას უმეტესობა მიესალმა, კატერინ ეშტონის ის გეგმა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვეთში ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელთა ფუნქციონირების შეჩერებას გულისხმობს, შეშფოთების მიზეზი გახდა. ორივე ქვეყანა გაჭიანურებული, ფეთქებადი კონფლიქტების ადგილია და ევროპის კავშირის ისეთ სიახლოვეში მდებარეობს, სადაც ბლოკს რუსეთთან გავლენის გამო კონკურენცია აქვს. ევროკავშირის აქტივობის ნებისმიერი შემცირება მსოფლიოს ამ ორივე კუთხეში ადგილობრივ დედაქალაქებში მძლავრ მესიჯს გააგზავნის მაშინ, როდესაც მათ, ისევე, როგორც მოსკოვს, დასავლეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის სურვილი აქვთ. გასულ კვირას ბევრმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან, ეშტონს სამხრეთ კავკასიაში ელჩების თანამდებობის გაუქმების გამო საპროტესტო წერილი გაუგზავნა. საკითხი დღის წესრიგში სკანდინავური და ბალტიისპირული ქვეყნების მინისტრების ერთობლივ საუზმეზე, ევროკავშირის შეხვედრის წინ დადგა. მაგრამ ოფიციალური პირები პირად საუბრებში ამბობენ, რომ წინააღმდეგობა განწირულია. EEAS წევრი ქვეყნებისთვის ბევრად უფო სასურველი რამაა. ბოლოს და ბოლოს მის სტრუქტურაზე, მოლაპრაკებების განახლების მოსურნე არავინ ჩანს, რადგან გაზაფხულს ამ საკითხთან დაკავშირებით ძლივს მიაღწიეს კონსესუსს. მიზანი ახლა ისაა, რომ ევროპარლამენტიდან მწვანე შუქის მიღება შესძლონ. პროცესი, ალბათ, ივლისამდე გასტანს, რადგან პარლამენტს სურს ლისაბონის მიერ მინიჭებული ბერკეტი საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენოს. შედეგად კი EEAS 2011 წლის 1 იანვრამდე სრულად, ალბათ, ვერ ამოქმედდება. იმის გამო, რომ როგორც ამბობენ, ეშტონს ძალიან უნდა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში სპეციალურ წარმომადგენელთა პოსტის გაუქმება, ამიტომ პეტერ სემნებისა და კალმან მიზეის, ვადის დასრულების, 31 აგვისტოს შემდეგ იქ პაუზა წარმოიქმნება. ამბობენ, რომ ეშტონი იმის წინააღმდეგიც კია, რომ დროში წარმოქმნილი ლაკუნის ამოსავსებად, ელჩებს დროებით გაუგრძელდეთ მანდატი. მაგრამ ევროკავშირის შეშფოთებული წევრი ქვეყნების თვალში, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. უფრო პირქუში წუხილი ზედაპირს მიღმაა- უპირველესად ყოვლისა დიპლომატიური პასუხისმგებლობების ცენტრალიზაციას ბრიუსელში იმის საპირისპირო ეფექტი ექნება, რასაც თითქოს ეშტონი ელის, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში. სემნები დროის უდიდეს ნაწილს რეგიონში ატარებს და რეგიონისთვის ევროკავშირის ერთგულების ყველაზე ხილულ სიმბოლოს, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებლისა და ადგილობრივი მთავრობებისთვის პატივსაცემ საკონტაქტო პირს წარმოადგენს. მისი მოახლოებული შეცვლა ერთ, ან ორი უფრო დაბალი რანგის ბიუროკრატით ბრიუსელში, ყველა ამ ფუნქციას შეუქმნიდა საფრთხეს და დაარღევდა იმ მერყევ ბალანსს, რომელიც ახლა იმ რეგიონში არსებობს, სადაც ევროკავშირი რუსეთის საპირწონის ნაირსახეობას ქმნის. არსებობს იმის შიშიც, რომ ევროკავშირის დიპლომატიური ფუნქციების ცენტრალიზება იმ ბოლო რამდენიმე კბილსაც მოარყევს, რომელიც ბლოკის საგარეო პოლიტიკას შერჩა. EEAS-ს არ ექნება პოლიტიკის წარმართვის უფლება, 27-ვე წევრი ინარჩუნებს ვეტოს უფლებას. მას მხოლოდ პოლიტიკის აღსრულების უფლება ეძლევა. დიპლომატების თქმით, ეშტონი ჩივის, რომ ზოგიერთი დიპლომატი ზედმეტად დამოუკიდებლად მოქმედებდა და რაც მთავარია, აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც არ იყო საკმარისად კოორდინირებული ბრიუსელთან. წერილში, რომელიც 21 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს დაეგზავნათ და სადაც ევროკავშირის უმაღლსემა დიპლომატმა პირველად განაცხადა, ზოგიერთი წარმომადგენლის თანამდებობის გაუქმების განზრახვის შესახებ, აღნიშნულია, რომ ზოგიერთი სპეციალური წარმომადგენელი ”განსაკუთრებული ადამიანები” არიან . აქვეა ნათქვამი, რომ მხოლოდ ზოგიერთი მათგანი შეძლებდა ადგილის მოძიებას EEAS-ში. ევროკავშირის დიპლომატიის სრული ინტეგრაცია EEAS-ში მას წევრი ქვეყნების უფრო ხისტი კონტროლის ქვეშ მოაქცევს. მის ყველაზე უმაღლეს ფიგურებს პარიზი, ბერლინი და ლონდონი დაასახელებს. დიპლომატები აღნიშნავენ, რომ შვედი სემნების წასვილის შემდეგ, რეგიონში ყველაზე მთავარი ფიგურა პიერ მორელი გახდება. მას ახლა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებების მეთვალყურეობა ევალება. მორელი ძალიან კვალიფიციურ დიპლომატად ითვლება, ის ასევე ბრიუსელის ცენტრალური აზიის ელჩის თანამდებობასაც ითავსებს. მაგრამ ის ამავე დროს ფრანგია და ამიტომ ჩნდება შეშფოთება, რომ მან შესაძლოა რუსეთისადმი უფრო კეთილგანწყობილი პოზიცია დაიკავოს. მორელს გვერდს უმშვენებს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის თავმჯდომარე, რომელიც დღეს გერმანელი დიპლომატია. გერმანიაც პრო-მოსკოვურად განიხილება. ეშტონის მანევრები ასევე შეიძლება დაუკავშირდეს იმას, რომ გერმანია ამ ბოლო დროს აშკარად აუმჯობესებს ურთიერთობებს რუსეთთან – 5 ივნისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაამტკიცეს ერთობლივი მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირისა და რუსეთის ”პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის” შექმნას გულისხმობს და მას კრიზისების გადაწყვეტა დაევალება. დოკუმენტში საქართველოზე არაფერია ნათქვამი (მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფის შემდეგ იქ ”გაყინული კონფლიქტები” აღარ არსებობს) და ყურადღება მოლდოვაზეა ფოკუსირებული. რუსულ-გერმანულმა მემორანდუმმა ევროკავშირის სხვა დედაქალაქები გააოგნა, რადგან ჩვეულებრივ ასეთი საკითხები წინასწარი კონსულტაციის საგანია. ნატოს დიპლომატები პირად საუბრებში ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პოლიტიკის მოახლოებულ რეკონფიგურაციას, ალბათ, კავშირი აქვს აშშ-ს შესაძლო ინიციატივასთან. ეს ინიციატივა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ სადავო ხელშეკრულების შემცვლელი დოკუმენტის გამო მოსკოვთან მოლაპარაკებების განახლებას გულისხმობს. ორიგინალი ორიგინალი
  22. სვანეთისა და რაჭის რეგიონებში ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის… ლინკი მედიანიუსზე
  23. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/xatuna-uplebamosilebaavi_000016960-150x150.jpgპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა სამ კანდიდატს დეპუტატობის მანდატი მიანიჭეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/xatuna_uplebamosilebaflv_000003480.jpg itvს ლინკი
  24. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/baindurashvili-kaxa02-150x129.jpgმთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ზრდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაბატების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ფონდების გაზრდას ოპოზიცია აპროტესტებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/baindurashvili.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...