Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების ჩვენება გაიმართება. გამოძიება ეხება თბილისის საკრებულოს დადგენილებით დიღმის ტყე-პარკის გარკვეული… ლინკი მედიანიუსზე
  2. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია `კავკასიის” ეთერში, 2010 წლის 7 მაისს მომხდარი ინციდენტის შემდგომ დაკავებული `სახალხო მართლმადიდებლური… ლინკი მედიანიუსზე
  3. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, მელორ ვაჩნაძის სასამართლო პროცესი განახლდება. როგორც „მედიანიუსს“ მოსარჩელე… ლინკი მედიანიუსზე
  4. საეკლესიო კალენდარი პარასკევი ღირსისა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელისა, სვინგელოზისა (X); ღირსისა ონოფრე დიდისა (IV); ღირსისა ისიდორე სამთავნელისა, ცამეტ… ლინკი მედიანიუსზე
  5. საეკლესიო კალენდარი პარასკევი ღირსისა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელისა, სვინგელოზისა (X); ღირსისა ონოფრე დიდისა (IV); ღირსისა ისიდორე სამთავნელისა, ცამეტ… ლინკი მედიანიუსზე
  6. /get_img?NrArticle=1781&NrImage=1 ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010 ბათუმში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია და ტურისტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ - აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. თუმცა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება “ისტორიული” პრობლემა - საკანალიზაციო არხების მეშვეობით ფეკალური მასები ზღვაში ისევ გაედინება. აჭარაში არსებული სპეციალური აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, ზღვის წყლის ხარისხი 2010 წლის საზაფხულო სეზონისთვის დამაკმაყოფილებელია. დასკვნას ეთანხმება აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოც. ირაკლი მოდებაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ საბანაო ადგილებში ზღვის წყლის ხარისხი ნორმალურია: ”რაც შეეხება შენაკადებს, ბარცხანის ტერიტორიაზე, სადაც ჭოროხი უერთდება ზღვას, არის ოდნავი გადახრები, მაგრამ საერთო ჯამში, ზღვის წყლის სისუფთავის დონე დამაკმაყოფილებელია. თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ არავითარი საშიშროება ტურისტებს ამ მხრივ არ ემუქრებათ”. საშიშროება ზღვის წყლის მიკრობიოლოგიური დაბინძურებაა, რამაც შესაძლოა ეპიდაფეთქება გამოიწვიოს. გარემოს დაცვის სამმართველოში ამბობენ, რომ საბანაო სეზონის განმავლობაში ზღვის წყალს ბაქტერიოლოგიურად მინიმუმ კვირაში ერთხელ იკვლევენ. ბოლო წლების კვლევის შედეგები სტაბილურია - საბანაო წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ზღვის საბანაო წყლის ლაბორატორიული კვლევების შედეგების სანდოობას სკეპტიკურად უყურებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ფლორა და ფაუნას” თავმჯდომარე, შავი ზღვის ეროვნული მონიტორინგის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი არჩილ გუჩმანიძე. მისი აზრით, საბანაო წყლის ხარისხიანი კვლევა საქართველოში არ წარმოებს: ”ვაწარმოებთ წყლის ხარისხის მონიტორინგს, მაგრამ ეს ეხება სარეწაო წ####ბს. რამდენიმე ადგილია ბათუმში, სადაც კოლექტორებზე უკანონო საკანალიზაციო ქსელებია მიმაგრებული. ქალაქის მერია მუშაობს ამ ქსელის ჩამოხსნაზე, ამას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ კოლექტორებთან, ჯერჯერობით, ადგილი აქვს ფეკალური მასების ზღვაში ჩადინებას”. პორტის შესახვევი, იახტ-კლუბის, ჩინური რესტორნისა და ”აჭარული სახლის” მიმდებარე ტერიტორია, გრიბოედოვის, 26 მაისის, ლერმონტოვის, კობალაძის ქუჩები - ეს ბათუმში იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც ღია ზღვაში საკანალიზაციო არხები ჩაედინება. ზაფხულის ცხელ დღეებში ამ ადგილებში უსიამოვნო სუნი დგას, თუმცა ხალხი ამ ადგილებში მაინც ბანაობს. ბათუმელებისთვის ერთ-ერთი პოპულარული საბანაო ადგილი ე.წ. ”პიშევიკების” ტერიტორიაა, სადაც ასევე კანალიზაციის წ####ბი ჩაედინება. გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი, ირაკლი მოდებაძე ამბობს, რომ ზღვას თვითაღდგენის, ფილტრაციის უნარი გააჩნია, რითაც ეს პრობლემა ნაწილობრივ შეიძლება მოგვარდეს. მოდებაძე ამბობს რომ, ბათუმში ყველაზე სუფთა და ნაკლებად სუფთა პლაჟებს შორის სხვაობა მინიმალურია, საბანაო წყლის ხარისხი ყველგან ნორმალურია და ზღვა საპორტო ქალაქში სტერილური ვერ იქნება. არჩილ გუჩმანიძე კი სანიაღვრე არხებთან მობანავეებს უმარტივესი ექსპერიმენტის ჩატარებას სთავაზობს: ”შეგიძლიათ აიღოთ ლაკმუსის ქაღალდი, დადგეთ იმ ადგილას, სადაც კოლექტორი ზღვაში ჩაედინება და ნახავთ, ლაკმუსის ქაღალდი შეიღებება. ეს იმას ნიშნავს, რომ მჟავიანობა მომატებულია, ანუ ადგილი აქვს დაბინძურებას”. ”ეს ახალი არ არის, ეს ბათუმის ისტორიული პრობლემაა”- ამბობს გუჩმანიძე. ”ისტორიული პრობლემის” ერთი ნაწილი შესაძლოა ორი წლის შემდეგ მოგვარდეს, მას შემდეგ, რაც ქალაქში საკანალიზაციო მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მანამდე კი საბანაო ზღვის წყლის ხარისხი, სავარაუდოდ, ისევ ”ნორმალური” და ”დამაკმაყოფილებელი” იქნება. /get_img?NrArticle=1781&NrImage=3 ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010 /get_img?NrArticle=1781&NrImage=200 ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010 სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2010/6/23/1277310341997/Fabio-Capello-006.jpg სლოვენიის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, რომელმაც ბრიტანელებს საშუალება მისცა, გასულიყვნენ ჩეემპიონატის 1/8 – ფინალში, ნაკრების მთვარამა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მან დაინახა ზუსტად ისეთი გუნდი, რომელსაც ის იცნობს… ამერიკასთან და ალჟირთან ჩატარებული მატჩების, შემდგომ გუნდს ნამდვილად ეტყობოდა უკეთ მომზადება ჟინი და ერთსულოვნება, მათ დამსახურებულად იმარჯვეს და დამსახურებულადვე გავიდნენ ჯგუფიდან. თამაშუს შუა წელში გუნდმა შეძლო გოლის გატანა, თავი ტოტენჰემის ფორვარდმა ჯერმეინ დეფომ გამოიჩინა, თუმცა იგი შეცვლილი იქნა ემილ ჰესკით, მიუხედავად მრავალი დასამახსოვრებელი მომენტისა ბრიტანელებს ანგარიში არ შეუცვლიათ და მატჩში 1-0 იმარჯვეს. ”ეს ის იყო, რისი ხილვაც მსურდა - ჟინი, ერთსულოვნება, თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოდა, ამის შემდეგ ჩვენ უნდა ვითამაშოთ შიშის გარეშე, მე ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, ეს ის გუნდი იყო, რომელსაც ვიცნობდი.” – განაცხადა ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა. ასევე კაპელომ დაამატა, რომ რუნი შეცვლილი იქნა მისი ტერფის ტრავმის გამო, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ რუნი მზად იქნება 1/8 ფინალში გერმანიასთან ჩასატარებელი მატჩისათვის. View the full article
  8. საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებში ოტო რეჰაგელის 10 წლიანი ეპოქა დასრულდა. ეს მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ეროვნული ნაკრები მიმდინარე "მუნდიალზე" ჯგუფიდან ვერ გავიდა. თუმცა რეჰაგელმა თავისი სიტყვა ნამდვილად დატოვა საბერძნეთში, რაც ევრო 2004–ში ჩემპიონობით აიხსნება. მან საბერძნეთის ნაკრები ააყვავა და შესძლო საკმაოდ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება. ცნობილია უკვე თუ ვინ დაინიშნება მის ნაცლვად მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ფერნანდო სანტოსი, რომელიც პორტუგალიელი სპეციალისტია, მან ბოლოს ბერძნულ პაოკში იმუშავა და ზოგადად ბერძნულ ფეხბურთში საკმაოდ დიდხანს მუშაობს უკვე და ამ ქვეყნის ფეხბურთსაც ჩინებულად იცნობს. აშკარაა, რომ მისი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება გუნდში და ერთგვარი გადახალისება მოხდება ნაკრების. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრები ევროპის 2012 წლის შესარჩევ ციკლში, საქართველოს მეტოქე გახლავთ. იხილეთ fanebi.com
  9. მოგეხსენებათ 18.00 საათზე გაიმართება შეხვედრა პარაგვაისა და ახალ ზელანდიას შორის, გთავაზობთ ორივე გუნდის ოფიციალურ შემადგენლობებს. იხილეთ fanebi.com
  10. საინტერესო მატჩი გველოდება დღეს 18.00 საათზე სლოვაკეთსა და იტალიას შორის. ორივე გუნდს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება მართებთ, რადგან პირველ ორ შეხვედრაში ვერც იტალიამ და ვერც სლოვაკეთმა არც ისე სახარბიელო შედეგი აჩვენა. ჯგუფში იტალია მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ორი ქულა გააჩნია, ხოლო სლოვაკეთი კი ჯგუფის ფსკერზე გახლავთ და მას ერთი ქულა გააჩნია. ასე, რომ დღეს ძალზე დაძაბულ მატჩს უნდა ველოდოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ შეხვედრა სანახაობრივი გამოდგება. გეტყვით, რომ ორივე გუნდი ერთმანეთს სულ 27–ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც 10 იტალიამ, ხოლო 8 სლოვაკეთმა მოიგო, 9 მატჩი კი ფრედ დასრულდა. შეხვედრა იოჰანენსბურგის Ellis Park Stadium–ზე გაიმართება და მატჩს ინგლისელი ჰოვარდ ვები განსჯის. იხილეთ fanebi.com
  11. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102326455.jpg სტივენ ჯერარდს მიაჩნია, რომ სლოვენიასთან გამარჯვება იქნება მოტივაცია მომდევნო თამაშისთვის… გულდასაწყვეტი მატჩების, შემდგომ კაპელომ შეძლო რეალიბიტაცია და მის გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვენიბა. ინგლისი ეროვნული ნაკრები კი აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ”როდესაც რთულ სიტუაციაში იმყოფება გუნდი და ცდილობს თამაშის მოგებას, ამ დროს ძალიან რთულია მომენტების გამოყენება, მე კი შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელ თამაშში თითოეულმა ჩვენმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა.” – განაცხადა ჯერარდმა, კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. ”ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, ვაჩვენეთ ჟინი, ბრძოლა, გუნდური სულისკვეთება და ერთიანობა, ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება და ჯგუფიდან გასვლა.” ”მიუხედავად ცუდი სტარტისა ჩვენ გვჯეროდა, რომ შევძლებდით ჯგუფიდან გასვლას, ჩემი აზრით ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ ტურნირის საბოლოო ეტაპამდე გავაღწიოთ.” ”მატჩის შემდგომ განწყობა იყო ბრწყინვალე, ყველა ბედნიერი და მომღიმარი იყო.” ”მომდევნო მატჩში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც ალჟირთან, რადგან ჩვენ ამის მერე მეორე შანსი აღარ მოგვეცემა.” ამ მომენტისათვის ლივერპულის კაპიტანი იმყოფება ბრწყინვალე ფორმაში, რისთვისაც დაიმსახურა ფანების ქება – დიდება. ” მე თავს კომფორტულად ვგრძნობ, ვიმყოფები ოპტიმალურს ფორმაში, დღეს კი სამართლიანობა მოითხოვს, რომ ავღნიშო, დღევანდელ თამაშში ყველა მოთამაშემ გამოიჩინა თავი და შესანაიშნავად შეასრულა თავის დაკისრებული მისია.” წყარო: Liverpoolfc.ru View the full article
  12. ფორმულა 1-გრან პრი-- ფილმში ასახულია ფორმულა 1 შეჯიბრება View the full article
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ცუდი შედეგი და იმავე დღეს, თბილისის მერის არჩევნებზე ირაკლი ალასანიას გამანადგურებელი მარცხი, იმ ძალისხმევის პროცესში, რომლის მიზანი ქვეყანაში ძალაუფლების ბალანსის შეცვლაა და რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება, მესამე მარცხი იყო. 2007 წლის შემოდგომაზე საპროტესტო დემონსტრაციების სერია სასტიკად იქნა დარბეული პოლიციის მიერ. მშვიდობიანი პროტესტის და პიკეტების მეორე ტალღამ, რომელიც 2009 წლის აპრილში დაიწყო, იმპულსი დაკარგა და რამდენიმე თვეში დაიშალა. პოლიტიკური სპექტრის გადაჯგუფება უკვე დაწყებულია -პარტიები შედეგებს აჯამებენ და წინ იხედებიან, ცალ-ცალკე და კოლექტიურადაც. ისინი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სტრატეგიას გეგმავენ. 30 მაისის არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მთელს ქვეყანაში ხმების 65.57 პროცენტი მიიღო. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მეორე ადგილზეა ხმების 11.91 პროცენტით. მესამე ადგილზეა ალასანიას „ალიანსი საქართველოსთვის“, რომელსაც ხმების 9.19 პროცენტი აქვს. შემდეგია ეროვნული საბჭო, ხმების 6.91 პროცენტით და ”მრეწველები”, რომელსაც ლუდის მაგნატი გოგი თოფაძე უდგას სათავეში, ხმების 4.25 პროცენტით. დარჩენილმა ვერც ერთმა პარტიამ ვერ გადალახა 4 პროცენტიანი ბარიერი აუცილებელი იმისთვის, რომ საკუთარი წარმომადგენელი ყოლოდათ ადგილობრივ საბჭოებში. აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 49 პროცენტი იყო (თბილისში კი 46,64 პროცენტი). 2008 წლის მაისის საპრალამენტო არჩევნებში აქტივობა 55 პროცენტს შეადგენდა. თბილისის მერის არჩევნებზე, მოქმედმა მერმა, გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობიდან არჩევნები 55.2 პროცენტით მოიგო. ალასანია მეორე ადგილზე გავიდა 19 პროცენტით. გიორგი ჭანტურიამ, ქრისტიან-დემოკრატთა კანდიდატმა ხმების 10.7 პროცენტი დააგროვა, ზვიად ძიძიგური (ეროვნული საბჭო) – მეოთხე ადგილზეა, ხმების 8.3 პროცენტით და მეხუთე ადგილზეა თოფაძე ხმების 5.2 პროცენტით. 30 მაისის არჩევნების მთავარი მსხვერპლი ალასანია ”ალიანსი საქართველოსთვის” გახდა. 31 მაისს, როდესაც ცხადი გახდა, რომ მან ნამდვილად წააგო არჩევნები, ალასანიამ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მას მისცა ხმა და დაადასტურა, რომ ”ჩვენ ამომრჩეველმა ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ძალად დაგვასახელა”. მან პირობა დადო, რომ დაეყრდნობა ამ მხარდაჭერას 2013 წლის საპრეხიდენტო არჩევნების კამპანიაში. კონსტიტუციით მიხეილ სააკაშვილს ეკრძალება მესამე საპრეზიდენტო ვადით ხელისუფლებაში მოსვლა. 1 ივნისს ალასანიას საკვანძო მოკავშირეებმა, ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მან ალიანისის დატოვება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადაწყვიტა, როდესაც გააცნობიერა , რომ ”ეს იყო მცდარი კუსრი, ისეთი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისკენ არ მიდიოდა”, იტყობინება კავკაზუს პრესი. რვა დღის შემდეგ, სუბარმა პრეს-კონფერენციაზე განაცხდა, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის, ”ქართული იდეის” შექმნას გეგმავს. ამ მოძრაობამ უნდა ჩამოაყალიბოს ეროვნული კონცეფცია, რომელიც, იმედოვნებს ის, გააერთიანებს ქვეყანას. ”ადგილობრივმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა”, ამტკიცებდა სუბარი. ლევან გაჩეჩილაძემ, სააკაშვილის მთავარმა კონკურენტმა 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც სუბარს პრეს-კონფერენციაზე ახლდა, დაადასტურა, რომ მზადაა სუბართან ერთად ჩამოაყალიბოს და გაავრცელოს ახალი კონცეფცია. 15 ივნისს ალასანიამ ალიანსი საქართველოსთვის დე ფაქტო დაშლის შესახებ განაცხდა. კავკასუს პრესი 15 მარტს იტყობინებოდა, რომ მისი აღიარებით საარჩევნო კამპანია ხუთი თვით გვიან დაიწყო და ძალიან ბევრი დრო, რომელიც ამომრჩევლებთან შესახვედრად უკეთ შეეძლო გამოეყენებინა, სხვა პარტიებთან ალიანსის შექმნის მცდელობას მოანდომა. მან განაცხადა, რომ ახლა ხალხთან შეხვედრებში უფრო მეტი დროის დახარჯვას გეგმავს და ინტერნეტისა და სოციალური ქსელების უკეთ გამოყენებას აპირებს, რათა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან უფრო აქტიურად დაამყაროს კონტაქტი. ალასანიამ დამატებით განმარტა, რომ ორივე, მისი საკუთარი პარტიაც თავისუფალი დემოკრატები და მისი პარტნიორებიც ალიანსის შიგნით, შეეცდებიან განამტკიცონ მათი პარტიული ორგანიზაციები, მაგრამ ამავე დროს კოორდინირებულად მიმართავენ ძალისხმევას ”რათა შეცვალონ არსებული საარჩევნო სისტემა და დარწმუნდნენ, რომ მომავალი არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება”. დავით გამყრელიძემ ახალი მემარჯვენეებიდან და დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელთა პარტიების ალიანსის წევრები იყვნენ, დაადასტურეს მათი მზადყოფნა ამგვარი კოორდინაციისთვის. დაძაბულობამ იჩინა თავი აგრეთვე უფრო რადიკალურად განწყობილ ეროვნულ საბჭოშიც, სადაც გაერთიანებულნი არიან ხალხის პარტია, სამი მომცრო ჯგუფი და ყოფილი პრემიერ-მინისტრის,ზურაბ ნოღაიდელის მორაობა”სამართლიანი საქართველოსთვის”. ნოღაიდელი და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშივილი მედიამ საჯაროდ დაგმო იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაპირისპირების ჩასაცხრობად მოსკოვში ჩავიდნენ და რუსეთის ლიდერებს შეხვდნენ. 10 ივნისს ნოღაიდელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ ოპოზიციის ფრაგმენტაციამ გაზარდა იმედგაცრუება და ნიჰილიზმი მოსახლეობაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციისთვის გადამწყვეტია ერთიანობის განმტკიცება. მათ აგრეთვე წარმოადგინეს ერთობლივი გეგმა, რათა შეაჩერონ ქვეყნის დაშლა და გამოიყვანონ ის კრიზისიდან. ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, გაჩეჩილაძე და ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი 16 ივნისს მიუნჰენში შეხვდნენ ერთმანეთს. კონსერვატიული და ხალხის პარტიის ლიდერები ძიძიგური და დავითაშვილი შეხვედრას არ ესწრებოდნენ. კიწმარიშვილი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც გაჩეჩილაძის შეთავაზებით განიხილავდნენ სუბარის ახალი ქართული იდეა იყო. ნოღაიდელმა თბილისში დაბრუნების შემდეგ 19 ივნისს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიუნჰენის შეხვედრაზე განიხილებოდა ის, ”თუ როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო და როგორ შევძლებთ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას” და როგორ ჩამოყალიბდეს ფართო ოპოზციური ერთობა, რომელიც ქვეყანას განვითარებისა და ერთიანობის გზაზე დააბრუნებს. მაგრამ არაა ცხადი გამოიყენებენ თუ არა ნოღაიდელი და ოქრუაშვილი სუბარის კონცეპტს, როგორც გამაერთიანებელ მომენტს. სუბარმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უთხრა, რომ ის ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო ფართო კონსესუსის მისაღწევას მოემსახურება, რაშიც ის წარმატების საფუძვლიან წინაპირობას ხედავს. სხვა პოლიტიკოსებიც დაჟინებით ამტკიცებენ ოპოზიციური ერთიანობის აუცილებლობას. მათ შორისაა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომლის პარტიამ ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” უარი განაცხადა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე იმ არგუმენტით, რომ ის გაყალბებული შედეგების გამო ფარსი იქნებოდა. ბურჯანაძემ 3 ივნისს პარტიის რეგიონალური განყოფილებების ხელმძღვანელბს თბილისში უთხრა, რომ მოძრაობამ თბილისის მიღმა მხარდაჭერა უნდა განიმტკიცოს და ლობირება გაუწიოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ბურჯანაძემ 3 ივნისს ისიც განაცხადა, რომ მან შეიძლება შექმნას ბლოკი გაჩეჩილაძესა და ოქროუშვილთან ერთად. მაგრამ რადგან ბურჯანაძე არ მონაწილეობდა მიუნჰენის კონსულტაციებში იმის ვარაუდს აჩენს, რომ ეს სურვილი ორმხრივი არ არის. ოპოზციური ნაცინალური ფორუმი, რომელსაც ბურჯანაძის ფორუმის მსაგვსად არ წარუდგენია კანდიდატები ვადამდელ არჩევნებზე, ასევე უჭერს მხარს კონსოლიდაციას და ვადამდელ არჩევნებს. ერთ-ერთმა მისმა წამყვანმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ, 4 ივნისს დამოუკიდებელ ტელეკომპანია ”მაესტროს” განუცხადა, რომ საქართველოს დრო აღარა აქვს და ”ვერ დაიცდის” 2012 წლის არჩევნებამდე. ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ თავის მხრივ გაიმეორა ალასანიას არგუმენტი და განაცხადა, რომ სრული თანამშრომლობა საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის იმპერატიულად აუცილებელია, რათა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები იქნას შეტანილი. ამ ცვლილებებმა უნდა შეუწყოს ხელი რეჟიმის მშვიდობიან ცვლას. როგორი ალიანსებიც არ უნდა გამოჩნდეს მომავალ კვირებსა და თვეებში, ძირეული განხეთქილება ზომიერებს შორის, რომლებიც ცდილობენ საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას, რათა ხელი შეუწყონ რეჟიმის ცვლილებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით და უფრო რადიკალურ პარტიებს შორის, რომელთა შორის ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, როგორც ჩანს, დარჩება. ალასანია, რომელმაც 4 ივნისს ”ეკონომისტს” განუცხადა, რომ ”ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ხელისუფლებას გამოწვევა მხოლოდ არჩევნების მეშვეობით შეიძლება გაუგზავნო. სხვას ყველაფერს ანარქიისა და ქაოსისკენ მივყევართ”, ზომიერთა მთავარ წარმომადგენლად რჩება. საპირისპირო პოზიციაზეა ყოფილი მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გოგა ხაინდრავა, რომელმაც, როგორც 19 ივნისს კავკაზუს პრესი იუწყებოდა, რადიო პალიტრას განუცხადა ”საქართველოში რეჟიმის ცვლილების შესაძლებლობას არჩევნების მეშვეობით მე ვერ ვხედავ… ერთადეთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან სახალხო აჯანყებაა”. შეძლებენ თუ არა ოქრუაშვილი და ნოღაიდელი (და შესაძლოა სუბარიც), სუბარის ქართული იდეის საფუძველზე, ამ ორს შორის ზომიერი პოზიციის დაკავებას და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას დღეს ძნელი სათქმელია. ორიგინალი ორიგინალი
  14. საუკეთესო კომპიუტერული თამაშები View the full article
  15. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102324912.jpg ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა სლოვენიასა და ინგლისის ნაკრებებს შორის. გამარჯვებული “სამი ლომი” გახდა და D ჯგუფის პირველ ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება. გთავაზობთ ამ მატჩის ფოტოებს. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102324194.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102323877.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102324357.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102324860.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102326238.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102326455.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102327218.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102327159.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102324621.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102325484.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102326038.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102327391.jpg View the full article
×
×
  • შექმენი...