planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-gadadga-samarTali-3.jpgთბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შსს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა დავით ახალაიამ დაწერა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული ქმედება უკავშირდება მისი ძმის – ბაჩო ახალაიას, შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენას.<span style="font-size: 10pt;" /><b />საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ახლო ნათესავებს, განსაკუთრებით, ერთი ოჯახის წევრებს, სახელმწიფო საპასუხისმგებლო თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ. საქინფორმი
-
##image#9801#1#განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ახლადწარდგენილი ხატია დეკანოიძე ამ ეტაპზე გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც უხელმძღვანელებს. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ხატია დეკანოიძე ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გამოცდების დასრულებამდე დარჩება. ამ დროისთვის უცნობია ვინ უხელმძღვანელებს გამოცდების ეროვნულ ცენტრს შემდგომში. განათლებისა და მეცნიერების ახლადწარდგენილი მინისტრი ხატია დეკანოიძე 2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის უფროსი იყო, ხოლო გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, მისი ადგილი დაიკავა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ლეიბორისტული პარტია კომერციული ბანკების პოლიტიკას აპროტესტებს. სოსო შატბერაშვილმა ეროვნულ ბანკთან გამართულ აქციაზე ბანკების პოლიტიკა გააპროტესტა. ლეიბორისტების წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას მოსთხოვა, რომ საჯარო გახადოს ინფორმაცია კომერციული ბანკების ტოპ-მენეჯერების შემოსავლების შესახებ. შატბერაშვილმა ბანკებმა თანამშრომლებისთვის მაღალი ხელფასების და ბონუსების გაცემის ნაცვლად, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებისკენ მოუწოდა. ლეიბორისტების განცხადებით, იპოთეკური სესხების გადაუხდელობის გამო, 20 ათასმა ადამიანმა უკვე დაკარგა საცხოვრებელი. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-gaero-samarTali-2.jpgთბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი მიიღო, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ეხება. რუსული მხარის მტკიცების მიუხედავად, რომ რეზოლუცია ზიანს მიაყენებდა ჟენევის დისკუსიებს, დოკუმენტს უშიშროების საბჭოს 60-მა წევრმა დაუჭირა მხარი.<span style="font-size: 10pt;" />დოკუმენტის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, გაააქტიურონ ძალისხმევა მყარი მშვიდობისათვის, შეთანხმდნენ ნდობის აღდგენის უფრო ეფექტურ ზომებზე და დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცულობის უზრუნველყოფისთვის, რამაც დევნილების ღირსეულ დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-angariSi-samarTali-1.jpgთბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. ეუთო თავის წევრ-სახელმწიფოებს 400-მდე დამკვირვებლის გამოგზავნას სთხოვს საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით.<span style="font-size: 10pt;" />ექსპერტების ძირითადი გუნდის გარდა, ეუთო აპირებს 28 გრძელვადიანი დამკვირვებლის განთავსებასაც, რომლებიც არჩევნების დღემდე გააკონტროლებენ საარჩევნო პროცესს ქვეყნის მასშტაბით და, ასევე, 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნას არჩევნების დღის პროცედურებზე, მათ შორის, ხმის მიცემის, ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების მონიტორინგის მიზნით. ამის შესახებ ნათქვამია შემფასებელი მისიის ანგარიშში, რომელიც საქართველოს 11-15 ივნისს სტუმრობდა. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-bazis-aqtualuri-3.jpgთბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. ჩინურმა საფინანსო კომპანია „ჰუალინგ ჯგუფიმ“ „ბაზისბანკის“ 90 პროცენტი იყიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ბაზისბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა თამარ ხადურმა განუცხადა. ბანკი არ ასახელებს თანხას, რამდენად შეიძინა ჩინურმა საფინანსო ორგანიზაციამ „ბაზისბანკის“ აქციები. საქინფორმი
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61255.jpg ვანო მერაბიშვილმა პარლამენტარებს ოფიციალურად წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. თავისი ახალი გუნდის წევრებზე საუბრის გარდა, პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის სამოქმედო გეგმაც წარადგინა. მან ძირითადი ყურადღება უმუშევრობის დაძლევაზე, ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გააკეთა. მერაბიშვილის განცხადებით, მისი ოცნება სოფლის გამდიდრება და განვითარებაა. `ჩემი პირადი ოცნებაა საქართველოს სოფელი განვითარდეს, საქართველოს გლეხი იყოს მდიდარი, სოფელი იყოს მდიდარი, რაც იქნება საწინდარი და საფუძველი საქართველოს სახელმწიფო სიძლიერისა,`- განაცხადა მომავალმა პრემიერმა. ვანო მერაბიშვილმა დასაქმების მინისტრის პოსტის შემოღებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღესდღეობით, როცა ქვეყნის უმთავრესო გამოწვევა უმუშევრობაა, ეს სამინისტრო იქნება ერთგვარი ხიდი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც დასაქმების პრობლემას მოაგვარებს. სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა პოლიციელს გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ ქართული პოლიცია კვლავაც იქნება რეფორმების მთავარი გამტარებელი ქვეყანაში. სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა განახლებულ კაბინეტს პარლამენტი ნდობას დღეს გამოუცხადებს. პარლამენტში ყველა მინისტრი მივიდა, გარდა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილისა. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-erToba-aqtualuri-2.jpgთბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ პრემიერმინისტრობის კანდიდატ ვანო მერაბიშვილისა და მინისტრთა კაბინეტისთვის დამტკიცების პროცედურას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.<span style="font-size: 10pt;" />როგორც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, ფრაქცია არც გუშინ შეხვედრია მერაბიშვილს და არც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე აპირებს დასწრებას. ცაგარეიშვილი ამ პროცესს ფარსს უწოდეს, რომელშიც მონაწილეობას არც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ და არც თავად ლორთქიფანიძე აპირებს. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-umuSevroba-sazogadoeba-2.jpgთბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. მთავრობაში დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც ეს უწყება 950 ათას ლარს მიიღებს 2012 წელს დარჩენილ ექვს თვეში.<span style="font-size: 10pt;" />მინისტრობის კანდიდატმა პაატა ტრაპაიძემ – მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ახალმა ფიგურამ, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, განაცხადა, რომ მის აპარატში, დაახლოებით, 20-25-კაციანი ეფექტური ჯგუფი იმუშავებს დასაქმების პრობლემების მოგვარების მიზნით, მათ შორის, უმუშევართა რეესტრის შესაქმნელად. საქინფორმი
-
წყნარი ოკეანის ორი მიკროსახელმწიფო იმ 60 ქვეყნის სიაში აღმოჩნდა, რომლებმაც გუშინ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალს რეგიონებთან მიამრთებაში წარმოდგენილ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. დოკუმენტის მიღების წინააღმდეგ 15 ქვეყანა გამოვიდა, ხოლო თავი 82 ქვეყანამ შეიკავა.ტუვალუსა და ვანუატუს ამგვარი პოზიცია საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ორივემ თავის დროზე აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა (ტუვალუმ გარდა ამისა ე.წ. "სამხრეთ ოსეთს"-ას აღიარებს) -... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-sazz-3.jpgთბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში 273 000 სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაში – „მეტი სარგებელი ხალხს“ – არის ნათქვამი, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-maestro-sazogadoeba-1.jpgთბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტრო“ იწყებს პრომოაქციას „მაესტრო“ ყველა ოჯახში“. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:<span style="font-size: 10pt;" />„ტელეკომპანია „მაესტრო“ აგრძელებს განვითარებას და როგორც მედიაბიზნესი საკუთარ მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქართულ ტელებაზარზე. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-axali-politika-3.jpgთბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. ბოლო წლებში მთავრობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად ვანო მერაბიშვილი შვიდწლიანი მმართველობის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვებს და პრემიერ-მინისტრი გახდება, შს მინისტრის პოსტზე კი მას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შეცვლის.<span style="font-size: 10pt;" />პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, 31 წლის ბაჩო ახალაია ძლიერ სამინისტროს ჩაიბარებს, რომელიც რამდენიმე ძალოვან სტრუქტურას აერთიანებს: პოლიციას, უშიშროების, დაზვერვის სამსახურებს, საზღვრის დაცვას და საზღვაო ძალებს. ეს სისტემა მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. საქინფორმი
-
Бозон Хиггса - это последний недостающий элемент в Стандартной модели - общепринятой на сегодняшний день теории об устройстве Вселенной. Данные исследований под овации представили две группы ученых, работающих на БАК. 89-летний профессор Питер Хиггс изумлен и отпразднует с шампанским. View the full article
-
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისწინა პერიოდში გაჩნდა მაქსიმ გურეევის სრულმეტრაჟიანი პუბლიცისტური ხასიათის ფილმი "Абхазия. Взгляд из Европы", რომლის სცენარის ავტორი და ფილმის მთავარი გმირი ინგლისელი კავკასიოლოგი, აფხაზების სიძე-ჯორჯ ჰიუიტია. რამდენიმე ენაზე თარგმნილ ე.წ. დოკუმენტურ ფილმში ფალსიფიცირებულია საქართველოს ისტორიული მხარის - აფხაზეთის - ისტორია. პროფესორ ჰიუიტის ფილმი დისკის სახით რიგდება მაღალი რანგის შეხვედრებზე.ფილმის რუსულენოვან ანოტაციაში ვკითხულობთ: "აფხაზეთის შესახებ ბევრს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61249.jpg საქართველოში პირველადი ჯანდაცვის საუკეთესო პროექტი განხორციელდა. პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით ჩატარებულმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიამ ევროპის 37 ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. პროექტი ”დონთ ვორი ბი ჰელსი” სამი მიმართულებით მიმდინარეობდა – თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა, ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი ჩვევების პროპაგანდა. პროექტის მონაწილეები დღეს პირველმა ლედიმ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა დააჯილდოვეს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61252.jpg ნავთობპროდუქტები იაფდება - დღეიდან ყველა ტიპის საწვავის ფასი ბენზინგასამართ სადგურებზე კიდევ 5 თეთრით შემცირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, გაიაფება მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირებით არის გამოწვეული. ეს ტენდენცია საქართველოში უკვე 2 თვეა გრძელდება. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-lilo-aqtualuri-1.jpgთბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. ლილოში ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული 73 ადამიანიდან 40 კვლავ საავადმყოფოებში რჩება. როგორც თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა, მოწამლულთა დინება კლინიკებში დილის 06:00 საათამდე გრძელდებოდა.<span style="font-size: 10pt;" />მისივე ინფორმაციით, ჯამში კლინიკებს დასახმარებლად 73 მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან დილის 08:00 საათისთვის 33 გაეწერა. საქინფორმი
-
ამერიკულმა კომპანია „IDair“-მა‚ რომელიც სამხედრო და სპეცსამსახურებს თითების ანაბეჭდების დისტანციური სკანერებით ამარაგებს‚ განაცხადა‚ რომ მის ახალ მოწყობილობას შეუძლია სკანირების დისტანცია ექვს მეტრამდე გაზარდოს. კომპანია ოპტიკურ სკანერებს – „AlRPrint“-ს 2011 წლიდან ყიდის‚ რომლებსაც ზუსტად შეუძლიათ ადამიანის თითების ანაბეჭდების ამოცნობა ორი მეტრის მანძილზე. სკანერის ყველაზე მარტივი მოდელი ერთ თითზე 2 ათასი დოლარი ღირს. ამჟამად ... View ucnauri.com
-
გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური წრეები მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას თავშესაფარი მისცეს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, რაც ქვეყანაში სისხლისღვრის შეჩერების ერთ-ერთი პირობა გახდება.იმავე წყაროს ცნობით, რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს ნებისმიერ ფასად ჯიუტად დაიცვას ბაშარ ასადი, მაგრამ წინააღმდეგია სირიაში უცხოეთის ინტერვენციის და ყველაზე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დაპირისპირებული მხარეები შეთანხმებულიყვნენ პრეზიდენტის გაშვების ისეთ ფორმაზე, როგორც ეს იემე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 ივლისს ხასავიურთის რაიონში სამართალდამცავებმა ერთდროულად აიყვანეს 40 კაციანი დაჯგუფების წევრები, რომლებსაც ბრალი ედებათ ადამიანების გატაცებაში, ძარცვასა და გამოძალვაში.აღნიშნული ოპერაციის დაწყების მიზეზი გახდა დაჯგუფების წევრების მიერ საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებისგან ფულის გამოძალვის მცდელობა.დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჯგუფების მრავალრიცხოვანი წევრების დაკავება მოხდა იარაღის გამოყენების გარეშე.დაკავებულებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
3 ივლისს დაღესტნის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ცნობა, რომ ყიზლარის რაიონის სოფელ ჟდანოვოში ძალოვნებმა ალყა შემოარტყეს კერძო სახლს, სადაც მათი ინფორმაციით რამდენიმე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა.შემდეგ ყველაფერი შაბლონური სცენარით განვითარდა: ალყაშემორტყმულებმა უარი თქვეს დანებებაზე და ცეცხლი გაუხსნეს მოალყეებს. საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად მოხდა ალყაში მოქცეულების ლიკვიდაცია. პირველი ცნობით მოკლული იყო 2 სავარაუდო ბოევიკი, შემდეგ კი გაცხადდა, რომ მათი რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
სროლა ცხინვალში. უცნობი პირები თავს დაესხნენ ედუარდ კოკოითის პირადი დაცვის ყოფილ თანამშრომელს. დაცხრილულია ავტომანქანა, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ირბეგ ბეტეევი, მისი 16 წლის ვაჟიშვილი და მათი ერთი თანამგზავრი. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლების შედეგად ყველა მათგანი დაიჭრა. მგზავრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მამა-შვილ ბეტეევების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.ცხინვალის შს სამინისტროს მონაცემებით, წარსულში ირბეგ ბეტეევი იყო მარიონეტული რეჟიმის ლიდერის ედუარდ კოკოითის პირადი ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე