Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია `კონსტიტუციის 42-ე მუხლის » ორგანიზებით, თემაზე : `პროცესის შეჯიბრებითობა, დაცვის უფლების გარანტიები და ნაფიცი… ლინკი მედიანიუსზე
  2. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას სასამართლო პროცესი განახლდება. როგორც `მედიანიუსს” ვახტანგ მაისაიას ადვოკატმა,… ლინკი მედიანიუსზე
  3. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, `წმიდა ნინოსა და წმიდა ფრანჩესკას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა” და აჭარის მთავრობას შორის მორიგი… ლინკი მედიანიუსზე
  4. საეკლესიო კალენდარი ოთხშაბათი ხსენება წმიდა მოწამეთა: მანუელ, აბელ და ისმაილისა (362); მოწამე შალვა ახალციხელისა (1227). წმიდა მოწამე… ლინკი მედიანიუსზე
  5. გუშინ თბილისის დინამოსა და საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძეს რამდენიმე კითხვით დავუკავშირდით. საუბარი შეეხო, დინამოს, ეროვნულ ნაკრებებსა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს. უფრო დაწვრილებით კი თქვენ ქვემოთ გაეცნობით. იხილეთ fanebi.com
  6. დიეგო მარადონასთვის და არგენტინის გულშემატკივრისთვის გასახარი ინფორმაცია.გერმანიასთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში სამხრეთ-ამერიკელებს ინტერის ვეტერანი მცველი ვალტერ სამუელი დაუბრუნდებათ. იხილეთ fanebi.com
  7. ერთ-ერთი გამორჩეული 1/8 ფინალური მატჩი დღეს, 22.30 საათზე პირინეელებს შორის ესპანეთსა და პორტუგალიას შორის შედგება. ეს დაპირისპირება მერვედ ფინალურ მატჩებს შორის ბოლო არის ასე, რომ ამ შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა 1/4 ფინალური წყვილები. რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრას, ეს გუნდები 32-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც 15 მატჩი ესპანელთა, ხოლო 5 შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 12 დაპირისპირებაში ფრე დაფიქსირდა. აქვე შეგახსენებთ, რომ შეხვედრა კეიპ ტაუნში Green Point Stadium-ზე შედგება და მატჩს არგენტინელი ჰექტორ ბალდასი განსჯის. იხილეთ fanebi.com
  8. ერთ-ერთი გამორჩეული 1/8 ფინალური მატჩი დღეს, 22.30 საათზე პირინეელებს შორის ესპანეთსა და პორტუგალიას შორის შედგება. ეს დაპირისპირება მერვედ ფინალურ მატჩებს შორის ბოლო არის ასე, რომ ამ შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა 1/4 ფინალური წყვილები. რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრას, ეს გუნდები 32-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც 15 მატჩი ესპანელთა, ხოლო 5 შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 12 დაპირისპირებაში ფრე დაფიქსირდა. აქვე შეგახსენებთ, რომ შეხვედრა კეიპ ტაუნში Green Point Stadium-ზე შედგება და მატჩს არგენტინელი ჰექტორ ბალდასი განსჯის. იხილეთ fanebi.com
  9. გუშინდელ მატჩში,სადაც ჰოლანდიამ სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს 2-1 მოუგო,ნიდერლანდებს მათი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი,არიენ რობენი დაუბრუნდათ.იგი აქამდე ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა საკუთარ გუნდს. იხილეთ fanebi.com
  10. გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ იმ მიზეზებზე ისაუბრა,რამაც ფაბიო კაპელოს გუნდი წაგებამდე მიიყვანა. იხილეთ fanebi.com
  11. მას შემდეგ რაც საფრანგეთის ნაკრებმა სრული ფიასკო განიცადა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ისღა დარჩენოდა პოსტი დაეტოვებინა.ჟან პიერ ესკალატესი სწორედ ასე მოიქცა... იხილეთ fanebi.com
  12. პალერმოს პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ დაადასტურა ინფორმაცია,რომ ტოტენჰემი სულ მალე მისი გუნდის ორ ფეხბურთელს გადაიბირებს.ინგლისურმა კლუბმა 28 მილიონი ფუნტი შესთავაზა იტალიელებს ედისონ კავანისა და სიმონ კაიერის სანაცვლოდ. იხილეთ fanebi.com
  13. გთავაზობთ მორიგ 1/8 ფინალური მატჩის პარაგვაი - იაპონიის ოფიციალურ გუნდების შემადგენლობებს. იხილეთ fanebi.com
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/452gm7ow5olnrwyi_1apnd48j6ihxics6p1205c35zi52lns8e.jpg 27 ივნისს ელიტ ელექტრონიქსის სათაო ოფისში საინტერესო აქცია გაიმართა. ელიტ-ელექტრონიქსის ახალი მენეჯმენტის ინიციატივამ – გამართოს აუქციონი სპეციალურად ჟურნალისტებისთვის – გაამართლა და კომპანიამ ამ აქციაზე უპრეცენდენტო უკუკავშირი მიიღო. ჟურნალისტებს მსოფლიო ბრენდების შეძენა სულ რაღაც 30 ლარადაც კი შეეძლოთ. ახალი მენეჯმენტი მას მედიასთან და, შესაბამისად, თავის მომხმარებელთან იმ ურთიერთობების აღდგენაზე ზრუნავს, რომელიც ძველი ხელმძღვანელობის მიერ შექმნილმა კრიზისმა წარმოქმნა. დღეს უვკე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ელიტ ელექტრონიქსმა დასძლია კრიზისი და განახლებული ძალებით სთავაზობს მომხმარებელს თავის მომსახურებასა და პროდუქციას. მას შემდეგ, რაც ელიტ ელექტრონიქსში მმართველი გუნდი შეიცვალა, კომპანიის ხარვეზებზე ბევრს ლაპარაკობდნენ. სკანდალი კიდევ ერთხელ გამეორდა, როდესაც კომპანიიდან ახალმა ხელმძღვანელობამ მილიონი ლარის უხარისხო და გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქცია ამოიღო. ამის შემდეგ ელიტ ელექტრონიქსმა ფასდაკლებებისა და უპროცენტო განვადებების ნამდვილი ბუმი დაიწყო, რომელიც ჟურნალისტებმაც გამოცადეს. გოდერძი შარაშიამ სვაროვსკის ”ფლეშკა”, რომელიც ”ელიტ ელექტრონიკსში” 270 ლარად იყიდება, სიმბოლური ვაჭრობის შემდეგ სიმბოლურ ფასად – 70 ლარად შეიძინა. ”ელიტ ელექტრონიქსის” ახალი გენერალური დირექტორის, ამირან შეროზიას თქმით – ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა მაღაზიაში ასეთი სახის აუქციონს ელიტი უკვე ჩვეულებრივი მომხმარებლისთვისაც გამართავს. წარმოდგენილ პროდუქციის საწყისი ფასი 30 ლარი იქნება. Share View the full article
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg რიჩარდ სოლაში მსოფლიოს ორი უძლევამოსილესი კაცი, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი რეპორტიორებს მიმართავდნენ, იმ რეპორტიორებს, რომელთაც ძალიან უნდოდათ მათი შეხვედრის შედეგების გაგება, ისინი კი ძროხის ხორცზე და წიწილებზე ლაპარაკობდნენ. ძროხის ხორცზე იმიტომ, რომ ამერიკული სტუმართმოყვარეობის საჩვენებლად, ობამა მედვედევს იმ დღეს ლანჩზე თავისი საყვარელი ჰამბურგერებით გაუმასპინძლდა. ხოლო წიწილებზე იმიტომ, რომ ორი ლიდერის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების პაკეტში, მედვედევმა პირობა დადო – ის აღადგენს აშშ-ს ფრინველის ხორცის იმპორტს, რომელიც რუსეთის მიერ უსაფრთხოების არგუმენტით იყო აკრძალული. ამ შეთანხმებამ შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგმევინა იქითკენ, რომ მთლიანად დაუჭიროს მხარი რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO), რომლის წევრებიც აწარმოებენ მსოფლიოს კომერციული ოპერაციების 95 პროცენტს. რუსეთის გაწევრიანებით, განაცხადა ობამამ, ყველა მოიგებს. ”მე ხაზგასმით ვუთხარი პრეზიდენტ მედვედევს, მე ხაზგასმით ვუთხარი მთელს დელეგაციას და ახლა მინდა ხაზგასმით ვუთხრა რუს ხალხს: რუსეთის გაწევრიანებით WTO-ში, ჩვენ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესებზე ვფიქრობთ, არამედ შეერთებული შტატების ინტერესზე, მსოფლიოს ინტერესებზე. ამიტომ ეს ის საკითხია, რომლის გადაწყვეტაც გვსურს” – განაცხადა ობამამ. სასოფლო-სამეურნეუ სუბსიდიები, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიების არადამაკმაყოფილი რეგულაცია და ინტელექტუალური საკუთრების სუსტი კანონი – ის საკითხები იყო, რის გამოც აშშ არ სურდა რუსეთის WTO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს უკვე იყო ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება WTO-სთან დაკავშირებით. ობამამ განაცხადა, რომ მისი მომლაპარაკებლები ეკონომიკის დარგში დაუღალავად მუშაობენ რუსებთან, რათა მოერიონ დარჩენილ ”რთულ პრობლემებს”. მისი ვარაუდით, მათი გადაწყვეტა შეიძლება ”რუსეთის მთავრობის ხელთ იყოს”. მედვედევმა თავის მხრივ ამ ცნობილ, გადაუწყვეტელ საკითხებს ”უმნიშვნელო პრობლემები” უწოდა და განაცხადა, რომ მომლაპარაკებლები, ალბათ, სამუშაოს სექტემბრის ბოლოსთვის დაასრულებენ. თბილისის Two-Step-ი მაგრამ აშშ-ს დიდ ხნის წინააღმდეგობის დაძლევა, შეიძლება სულაც არ იყოს იმის გარანტია, რომ რუსეთს ზურგის ქარი ექნება. WTO, რომელიც მეთვალყურეობას უწევს სავაჭრო ხელშეკრულებებს და საექსპორტო ბაზრებზე დაშვებას აიოლებს, 153 წევრს აერთიანებს და ყოველი მათგანი მონაწილეობს ახალი წევრების მიღებისას გადაწყვეტილების მიღებაში. მათ შორისაა საქართველოც, რომელიც უკვე დიდი ხანია თავის აგრესიულ ჩრდილოელ მეზობელთან უბრადაა. თბილისი დიდი ხანია აღშფოთებულია იმით, რომ რუსეთი მის სეპარატისტულ ტერიტორიებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მხარს უჭერს. აღშფოთებულია რუსეთის მიერ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წ####ბზე დაწესებული ემბარგოთიც და წლებია უკვე იმუქრება ვეტოს უფლების გამოყენებით WTO-ში რუსეთის გაწევრიანებისას. ჩამოყალიბდა ქართულ-რუსული ჯგუფები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ აქამდე მათ შენახმების მიღწევა ვერ მოახერხეს. ამ ბოლო თვეებში რუსეთის WTO-ში გაწევრაინებისადმი ოპოზიცია, როგორც ჩანს, თბილისში ჩაცხრა, რამაც სათავე დაუდო სპეკულაციებს იმის თაობაზე, რომ მთავრობამ მოდრეკილმა 2008 წლის აგვისტოს ომით, პოზიცია შეიცვალა. მაგრამ ნიკო მჭედლიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-ოფისის ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უთხრა, რომ ასეთი ცვლილება არ მომხდარა. ”მთავრობის პოზიცია უცვლელია. ის ისეთივეა, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო”- ამბობს მჭედლიშვილი. ”საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დოკუმენტში არ შეცვლილა არც ერთი პუნქტი. ამიტომ ლაპარაკი მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან შესაძლო დათმობებზე აბსოლუტური სიცრუეა”. ობამამ და მედვედევმა ვაშინგტონში პრეს-კონფერენციის დროს საქართველო მხოლოდ ერთხელ ახსენს, აშშ-რუსეთის უთანხმოებასთან დაკავშირებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო, თბილისის როლზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში არაფერი თქმულა. ბევრი წინააღმდეგობა რუსი ოფიციალური პირები ღიად აცხადებენ, რომ გაწევრიანებისთვის მართლა სჭირდებათ აშშ-ს სრული მხარდაჭერა, ხოლო გაწევრიანების შემთხვევაში, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კვლევის თანახმად, წაახალისდება საგარეო ინვესტიციები, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ყოველწლიურად თავისი მშპ-ს 3.3 პროცენტს ანუ $53 მილიარდს მიიღებს. გასულ წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ იგორ შუვალოვმა განაცხადა, რომ რუსეთის გაწევრიანება თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. და მართლაც რუსეთის ოფიციალური პირები და სხვებიც პასუხისმგებლობას იმაზე, რომ რუსეთის გაწევრიანება 17 წლით გაჭიანურდა, ამერიკას აკისრებდნენ. აშშ-ში ვიზიტის წინ მედვედევმა გონებამხვილურად აღნიშნა, რომ ”ბურთი აშშ-ს მოედანზეა”. ბევრი ექსპერტი ამას ეთანხმება. ”საქართველოს წინააღმდეგობა, პირველი პრობლემა არაა. ეს სამომავლოდ გადაიდება” – ამბობს ანდრეს ასლანდი, საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ამერიკული ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი”. ”მთავარი ახლა ისაა, რაც აშშ-სა და რუსეთს შორის ხდება. ვიღაცამ უბრალოდ უნდა მოინდომოს მაგიდის გადაწმენდა და იმის მოფიქრება, თუ როგორ გააკეთოს ეს საქმე და კიდევ საჭიროა მოლაპარაკებების ორიოდე თვე, რომ ტექნიკური საკითხები მოგვარდეს. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-ს და რუსეთს ერთმანეთის სჯერათ“. იმის გამო, რომ „გადატვირთვის“ წარმატებას ვაშინგტონშიც და მოსკოვშიც მიესალმებიან, როგორც ჩანს, ნდობამ ამ ბოლო წლებში უამღლეს წერტილს მიაღწია. წარსულს ჩაბარდა გეგმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი პუტინი ლობირებდა და რომელიც WTO-ში ბელორუსიასა და ყაზეხეთთან ერთად, საბაჟო კავშირის სახით გაწევრიანებას გულისხმობდა. ეს ის ნაბიჯი იყო, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდა ორგანიზაციის პროტოკოლთან და აშშ საგონებელში ჩააგდო. ხოლო მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ჩასვლამდე მედვედევმა აშშ-ს ტექნოლოგიების ცენტრი Silicon Valley მოინახულა, რუსეთის ლიდერმა ცხადი მესიჯი გააგზავნა – მისი ქვეყანა სერიოზულად აპირებს ეკონომიკის მოდერნიზებას. „ყველა შესაძლებლობა“ შემდეგი დიდი ოცეულის სამიტი კანადაში, სადაც ობამა და მედვედევი ერთად გაემგზავრნენ.დიდი ოცეულიდან მხოლოდ რუსეთი არ არის WTO-ს წევრი და მედვედევის ამერიკული ვიზიტის შემდეგ, ეს ალბათ, შეიცვლება. მაგრამ საქართველოს პრობლემა რჩება. მეთიუ როჯანსკი, ორგანიზაციის, Carnegie Endowment for International Peace-ის ევრაზიისა და რუსეთის პროგრამების დირექტორის თქმით, მედვედევი იმას ცდილობს, რომ ობამამ ჩამოიშოროს ეს ბარიერი. ” გამოვრიცხავთ რა შესაძლო ახალ ხელისუფლებას, რომელსაც თავის უზარმაზარ, ჩრდილოელ მეზობელთან კონფლიქტების გადაწყვეტაზე სხვა შეხედულება აქვს“ – ამბობს როჯინსკი. „ჩნდება კითხვა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოზე, თუ ჩვენ (შეერთებული შტატები გადავწყვეტთ გზა გავუხსნათ რუსეთის გაწევრიანებას“. რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი იუწყებოდა, რომ სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას მედვედევმა განაცხადა: „როგორც კი საქართველოს ახალი ლიდერი ეყოლება, ჩვენ გამოვიყენებთ ურთიერთობის აღდგენის ყველა შესაძლებლობას“. მანამდე შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სცადონ ჩიხის გადალახვა. მოისურვებს თუ არა ამის გაკეთებას, ალბათ, ვაშინგტონისა და საქართველოს ურთიერთობათა განვითარებაზეა დამოკიდებული. ლინკოლნ მიტჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს, თუ ის ამას მოისურვებდა, შეეძლო საქართველოსთვის ეკონომიკური ან სხვა სახის მოგება შეეთავაზებინა, რაც საქართველოს პოზიციის ცვლილების იმპულსს გაუჩენდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავის კავკასიელ მოკავშირის იძულებისთვის მუქარა გამოიყენოს. „მე მგონია, შეერთებული შტატები ახლა არაა იმ პოზიციაზე, რომ საქართველოზე ზეწოლის განხორციელება დააპიროს, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველომ, მე ვიტყოდი გარკვეული წარმატებით შექმნა ნარატივი, რომლის თანახმადაც შეერთებულმა შტატებმა ისინი რუსეთზე გაცვალა“ – ამბობს მიტჩელი. „მე არა მგონია, რომ (შეერთებული შტატები) ამის შემდეგ ამ კონტექსტში შევა და (საქართველოს) რაიმე ამის მსგავსის გაკეთებას სთხოვს). ასლანდი ამბობს, რომ საბოლოოდ მიღების პროცესში არსებული გასაძრომები საქართველოს უარის მიუხედავად, რუსეთს WTO-ში გაწევრიანების საშუალებას მისცემს. WTO-ს წევრებმა უნდა მიაღწიონ გენერალურ შეთანხმებას, ან „კონსენსუს“ პოტენციური წევრის შესახებ, რაც ტექნიკურად ერთხმად ხმის მიცემას არ უდრის. მაგრამ WTO-ს სპიკერის თქმით, აპლიკანტი ქვეყანა ვერ გახდება WTO-ს განხილვის საგანი მანამდე, სანამ დავა ინდივიდუალურ წევრებს შორის არ გადაწყდება. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...