Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://media07.kyte.tv/store/010/07/bor/1006/30/14/2506248-728062-kay_460_334.jpg?v=1167609600000&h=79884188b3ed00cc464eddbb75c5009b მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მწვრთნელთა ისტორია ლივერპულში ჯორჯ კეიმ დაიწყო. კაცმა, რომელიც მანჩესტერში დაიბადა და ლივერპულში არის დაკრძალული. იგი წითლების სათავეში 1936 წლიდან 1951 წლამდე იყო. “დიდი სამამულო ომის” შემდეგ პირველად ინგლისის ჩემპიონიც 1946-47 წლების სეზონშიც სწორედ მისი ლივერპული გახდა… ომის დამთავრების შემდეგ მან საკმოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მთელი შემადგენლობა ა.შ.შ-სა და კანადაში წაიყვანა გასვლით ვარჯიშებზე. დღესდღეობით ეს ჩვეულებრივი მოვლენაა (ამ ზაფხულს ლივერპულელები შვეიცარიაში ივარჯიშებენ), მაგრამ იმ პერიოდში ეს ინოვაცია იყო. საბოლოოდ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. მერსესაიდელები უფრო კარგად იყვნენ ფიზიკურად მომზადებულნი და პირველივე სეზონი ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ პრემიერლიგური ტრიუმფით დაასრულეს… მანვე მოიყვანა გუნდში ახალგაზრდა მცელი – ბობ პისლი, რომელიც მომავალში ლივერპულის ლეგენდარული მწვრნთელი გახდა. ჯორჯ კეიმ კი ენფილდური კარიერა 1951 წელს შეწყვიტა და სამი წლის ლივერპულში გარდაიცვალა. მანჩესტერელმა მენეჯერმა ლივერს რიგით მეხუთე ინგლისის თასი მოაგებინა… ეს კი ერთ-ერთი უძველესი ფოტო ლივერპული – საუთჰემპტონის მატჩიდან… http://s40.radikal.ru/i089/1006/0d/bbe71dfd9f9b.jpg ლივერპულის შემდეგი მენეჯერი – დონ ველში, რომელიც კლუბს 1951-56 წლების სეზონში მართავდა იყო ერთადერთი მწვრნთელი ლივერპულის ისტორიაში, რომელიც კლუბმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით “გააგდო”. 1954 წელს ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად მისი ხელმძღვანელობით ლივერპული ინგლისის მეორე დივიზიონში გადაბარგდა. ამას თან დაერთო ისიც, რომ იმავე წელს ევერტონი გადმოვიდა პირველ ლიგაში. ბატონ დონ ველშის გუნდი ახლოს იყო პრემიერლიგაში, მაშინდელ “ინგლისის ფეხბურთის პირველ ლიგაში” დაბრუნებასთან, მაგრამ სეზონი კვლავ მეორე დივიზიონში დაასრულა და ლივერპულის ბოსებმაც ველშს ენფილდიდან გასასვლელი კარისკენ მიუთითეს… http://media02.kyte.tv/store/010/02/bor/1006/30/14/2506273-728062-welsh.jpg_460_334.jpg?v=1167609600000&h=401fbc1d00299ac674fcb47c769d605f ლივერპულის მესამე მწვრთნელი ფილ ტეიოლორი გახდა. იმ დროისთვის ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც წითლებში 18 წელი გაატარა, 1936-54 წლებში ითამაშა და 312 მატჩი ჩაატარა. კარიერის დასრულებისთანავე იგი ლივერპულის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. 2 წლის შემდეგ კი მერსესაიდელთან მთავარ მწვრთნელადაც დაინიშნა. სამწუხაროდ მანაც ვერ გაამართლა იმედები და ვერ დააბრუნა ლივერპული პირველ დივიზიონში. ერთ-ერთი წარუმატებელი სეზონის შემდეგ მან Liverpool Echo -სთან ინტერვიუში განაცხადა: “მე ვიცი თუ რა დიდია ლივერპულის ხელმძღვანელების მწუხარება, რადგან გუნდი ვერ გადავიდა პირველ დივიზიონში, მაგრამ ეს მწუხარება ჩემს განცდებთან ვერც კი მოვა. ლივერპულის მთავარ ლიგაში დაბრუნება ჩემი ცხოვრების მიზნად ვაქციე. მე ჩემი სული და გული ჩავდე ამ მიზნისთვის ბრძოლაში და ენერგიის უკანასკნელ მისხალამდე ვმუშაობდი კლუბში. სამწუხაროდ ჩემი თავგანწირვა არ აღმოჩნდა საკმარისი და ვფიქრობ დროა კლუბი ახალმა მწვრთნელმა ჩაიბაროს, იქნებ მას გაუღიმოს ბედმა და მისი ხელით დაბრუნდეს ლივერპული ინგლისის პირველ დივიზიონში.” ამ განცხადების შემდეგ იგი გადადგა ლივერპულის მენეჯერის პოსტიდან და ნამდვილად მართალიც იყო, რადგან მისი ადგილი ლეგენდარულმა – ბილ შენკლიმ დაიკავა… http://media01.kyte.tv/store/010/01/bor/1006/30/14/2506272-728062-img006_460_334.jpg?v=1167609600000&h=0c6cc786996763e7a85730ab9701b2c7 პ.ს. მეორე ნაწილში სწორედ ბილ შენკლიზე ვისაუბრებთ. ეს სტატიების სერია საკმაოდ ვრცელი იქნება და გთხოვთ კომენტარები არ დაუშუროთ. ვფიქრობ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ ლივერპულის ისტორიაზე… View the full article
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio1-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება 22:00 საათზე http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio1.jpg itvს ლინკი
  3. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01409/roy-hodgson_1409643c.jpgგაიცანით როი ჰოჯსონი… “არ ვიცი, რომელი ფეხბურთია უკეთესი, უბრალოდ კარგი ფეხბურთი მიყვარს”. “გაცილებით იოლია ფეხბურთელს ტაქტიკა და ინდივიდუალური ოსტატობა შეასწავლო, ვიდრე მათი ხასიათი გამოაწრთო და მებრძოლი თვისებები შესძინო”. “დემოკრატიით მწვრთნელი ბევრს ვერაფერს მიაღწევს. ფეხბურთელების აზრი ნაკლებად მაინტერესებს, მხოლოდ რამდენიმე გამოცდილ მოთამაშეს თუ მოვუსმენ”. როი ჰოჯსონი განსაკუთრებული სპეციალისტია. მან ევროპული ფეხბურთისგან ყველაფერი საუკეთესო აითვისა, მაგრამ ამავდროულად, პირწმინდა ბრიტანელ მწვრთნელადაც რჩება – მისი გუნდიც ასეთია. 62 წლის ასაკში ჰოჯსონს “ყველაზე პერსპექტიული” ბრიტანელი მწვრთნელი შეგვიძლია ვუწოდოთ. იგი “ლივერპულში” რაფა ბენიტესით შეცვალეს. ინგლისის ნაკრებში კი ფაბიო კაპელოს შემცვლელად მიიჩნევდნენ. საოცარია, მაგრამ ინგლისში ჰოჯსონის ტალანტი მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში, “ფულემის” ბოლოდროინდელი წარმატების შემდეგ აღიარეს, არადა კონტინენტზე 2 ათეულ წელზე მეტია მაღალი დონის მწვრთნელად მიიჩნევენ. ჰოჯსონს არ სწამს საფეხბურთო ინოვაციებისა და ახალი იდეების. მისი მტკიცებით, “ქრეივენ კოტეჯზე” პრაქტიკის გასასვლელად ჩასულ მწვრთნელებს უფრო საორგანიზაციო საკითხი აინტერესებთ, ვიდრე ვარჯიშის სამეცნიერო მეთოდები ან ტაქტიკური თეორიები. მისივე ღრმა რწმენით, სწორედ საორგანიზაციო საკითხებია საფეხბურთო წარმატების ალფა და ომეგა, ჰოჯსონის სამწვრთნელო კარიერა კი თეორემის აქსიომად გადაქცევის ნათელი მაგალითია. მისი გუნდები ყოველთვის “კარგ ფეხბურთს” თამაშობენ. ჰოჯსონისეული გაგებით ეს მინდორზე ბოლომდე დახარჯვას და სხვისი თამაშის ჩაშლას კი არა, საკუთარი თამაშის წარმოჩენას ნიშნავს. ამიტომაც თავისი გუნდის ფეხბურთელებისგან ბურთის კონტროლს, დაცვაში მარტივ და ტაქტიკურად გამართულ თამაშს, ხოლო ფორვარდებისგან აქტიურ, ენერგიულ მოქმედებას მოითხოვს. ჰოჯსონის გუნდებში ვერ შეხვდებით ვარსკვლავებს, სამაგიეროდ იგი გუნდ-ვარსკვლავს აყალიბებს. სწორედ ასეთ კოლექტივს თუ შეეძლო ევროპის ლიგაში ტურინის “იუვენტუსთან” განმეორებით მერვედფინალურ მატჩში სამბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა და შეხვედრის მიწურულს გადამწყვეტი, მეოთხე გოლის გატანა. მკაცრი დისციპლინის მომხრე როი ჰოჯსონი არ მალავს, სამუშაო პროცესში დიქტატორი რომაა. ტექნიკურ, მაგრამ “არასაიმედო” და ჭირვეული ხასიათის ფეხბურთელებს ის იოლად ელევა და აქცენტს “ჭეშმარიტ პროფესიონალებზე” აკეთებს. მოთამაშეებთან საქმიანი ურთიერთობისას ყოველთვის დისტანციას იჭერს, არასდროს ჰქონია რომელიმე მათგანთან გაუგებრობა და ყველა აღიარებს, რომ როი ჰოჯსონი და სკანდალი ანტონიმებია. “ფულემის” აწ უკვე ყოფილ დამრიგებელს ისეთ ფეხბურთელებთან მოსწონს მუშაობა, რომლებიც მის მითითებას მყისიერად, ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ. ამიტომაც მას განსაკუთრებით სკანდინავიელი და საერთოდ, ჩრდილოელი ფეხბურთელები უყვარს. ჰოჯსონს არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც უმუშავია, თუმცა, მისი კარიერის ძირითადი და წარმატებული ნაწილი სკანდინავიის ნახევარკუნძულსა და შვეიცარიას უკავშირდება. ფინეთის ნაკრების ისტორიაში ხომ მხოლოდ მან შეძლო ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც დიდი ტურნირის დასკვნით ეტაპზე მოხვედრის შანსი ჰქონდა. ამის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში სამშობლოში ჰოჯსონის კვალიფიკაციას ეჭვის თვალით უმზერდნენ, არადა ის ყოველთვის ინგლისში მუშაობაზე ოცნებობდა. იგი ჯიუტად ელოდა საკუთარ შანსს, არასდროს დაუკარგავს რწმენა, შთაგონებას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას კი დიდწილად წიგნებიდან იძენდა – თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს იგი დღემდე კითხვაში ატარებს. როი ჰოჯსონს თვითრეკლამა არასდროს უცდია და შესაძლოა ამიტომაც ვერ აფასებდნენ მას სამშობლოში ჯეროვნად. დღეს კი ინგლისელი ჟურნალისტები მას განძს ადარებენ (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე). View the full article
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vts_01_1vob_000349402-150x150.jpgსკანდალური ჟურნალისტური გამოძიება. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დაკვეთით რეჟისორმა გიორგი ჯანელიძემ დოკუმენტური ფილმი – „დაწიოკება საქართველოს სახელით“ გადაიღო. ფილმი ქართული სახელმწიფოს მიერ ეთნიკური ოსებისა და აფხაზების შევიწროებას ეხება. რა კონკტრეტულ ფაქტებს მოგვითხრობენ ფილმის ავტორები და რას პასუხობენ ამ მძიმე ბრალდებას ხელისუფლებაში.. დეტალებით თამუნა კვარაცხელია http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/tetri-osetiflv_000003960.jpg itvს ლინკი
  5. ეს ფილმი ფილმზეა თუ როგორ იქმნებოდა ფილმი საგა ინტერვიუ მსახიობებთან გადაღების ეპიზოტები. ძაან საინტერესოდ და ლამაზად გადაღებული ფილმია View the full article
  6. Samoe.smeshnoe.video.2010.06. სასაცილო ვიდეო რგოლების კრებული View the full article
  7. http://img.skysports.com/10/06/800x600/Steven-Gerrard-Michael-Carrick-England-Arrive_2471911.jpg გთავაზობთ ფოტომასალას ლონდონის აეროპორტიდან http://img.skysports.com/10/06/800x600/Plane-touchdown-England-Arrive-Home-World-Cup_2471894.jpg http://img.skysports.com/10/06/800x600/Gareth-Barry-Rob-Green-England-Arrive-Home-Wo_2471879.jpg http://img.skysports.com/10/06/800x600/Fabio-Capello-England-Arrive-Home-World-Cup-2_2471896.jpg <p style="text-align: center">http://img.skysports.com/10/06/800x600/Fabio-Capello-England-Arrive-Home-World-Cup-2_2471881.jpg http://img.skysports.com/10/06/800x600/Wayne-Rooney-England-Arrive-Home-World-Cup-20_2471895.jpg http://img.skysports.com/10/06/800x600/David-Beckham-England-Arrive-Home-World-Cup-2_2471886.jpg http://img.skysports.com/10/06/800x600/John-Terry-England-Arrive-Home-World-Cup-2010_2471889.jpg http://img.skysports.com/10/06/800x600/David-James-England-Arrive-Home-World-Cup-201_2471890.jpg http://img.skysports.com/10/06/800x600/Ashley-Cole-England-Arrive-Home-World-Cup-201_2471892.jpg <p style="text-align: center">http://img.skysports.com/10/06/800x600/Frank-Lampard-England-Arrive-Home-World-Cup-2_2471916.jpg http://img.skysports.com/10/06/800x600/Steven-Gerrard-Michael-Carrick-England-Arrive_2471911.jpg http://img.skysports.com/10/06/800x600/Jaime-Carragher-England-Arrive-Home-World-Cup_2471926.jpg View the full article
  8. საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" "უკანონო პატიმრების" მორიგი 50-კაციანი სიის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გამართავს. მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამის მონაცემთა ბაზაში უკვე 288 მსჯავრდებულია რეგისტრირებული, რომელიც თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს, ან თვლის, რომ სასამართლოს განაჩენი ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში არაადეკვატურია. მათგან 61 მსჯავრდებულს ადგილობრივმა უფლებადამცველებმა პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭეს, 10 საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი და რამდენიმე მათგანზე ევროპულმა სასამართლომ კონსულტაციები უკვე დაიწყო. მოძრაობის ინფორმაციით, რეგისტრირებული პატიმრებიდან 200-ის ვინაობა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. "რეგისტრაციის პროცესი კვლავ გრძელდება. პარალელურად "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგს განაგრძობს" - აცხადებენ ეკა ბესელიას მოძრაობაში. View the full article
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/dato-forumiavi_000004960-150x150.jpgფინანსთა მინისტრი ახალ საგადასაადო კოდექსს უცხოელ ბიზნესმენებს აცნობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/dato-forumiavi_000003440.jpg itvს ლინკი
  10. საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ-დემოკატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის მემორანდუმი გაფორმდა. ,,პარლამენტის გაძლიერების პროგრამის'' მნიშვნელოვანი ნაწილი მიზნად ისახავს ქართლი საზოგადოების სამოქალაქო აქტურობის გაზრდას. ასევე პარლამენტში შეიქმნება სპეციალური ბიურო, რომელიც პარლამენტის საქმიანობას არასამათვრობო სექტორისათვის უფრო გამჭვირვალეს გახდის.პროგრამისათვის სამი წლის განმავლობაში 4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. პარლამენტის გაძლიერების პროგრამას NDI ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს: პარლამენტის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფუნქციის გაუმჯობესებას; პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივებზე დებატების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას; პარლამენტის გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობას; პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესებას. ,,ეს არის ნაბიჯები, რომლებიც დაეხმარება პარლამენტს უფრო მეტად იყოს ჩართული საზოგადოებასთან და არასამთავრობოებთან კომუნიკაციაში, რათა მათ უფრო ეფექტურად განახორციელონ მთავრობის კონტროლი. მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ამომრჩეველთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან. ყველა ეს მიმართულება შეადგენს პარლამენტის სიძლიერის ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს'', - ამბობს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე. პირველი, რაც ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდება იქნება სიახლე საქართველოს პარლამენტის ვებგვერზე. პარლამენტის საიტის მარცხენა მხარეს განთავსდება კენჭისყრის შედეგები წერილობითი სახით. ,,ეს საკანონმდებლო ბაზა საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს ნახონ რა კანონმდებოლობას ეყარა კენჭი და როგორი იყო ხმის მიცმის პროცედურა'', - განმარტა ლუის ნავარომ, NDI- საქართველოს დირექტორმა. ასევე პარლამენტში შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციების პარლამენტთან ურთიერთობის ოფისი, რომელიც იმუშავებს დიალოგის უზრუნვერყოფაზე პარლამენტსა და NGO-ებს შორის. ნავარო ამბობს, რომ ეს ერთგვარი ფორუმი იქნება NGO-ებისათვის, რათა მათ საკუთარი მოსაზრებები გააცნონ პარლამენტის წევრებსა და კომიტეტებს ხმის მიცემის პროცედურამდე. ,,არასამთავ რობო ორგანიზაციების ცენტრის ჩამოყალიბება პარლამენტში ხელს შეუწყობს პოლიტიკური დებატების წარმართვას. პარლამენტი, როგორც ინსტიტუციონალური ორგანო, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების განხილვის ცენტრი გახდება'', - ამბობს ჯონ ბასი, ამერიკის ელჩი საქართველოში. ჩატარდება ძალიან აქტიური ტრეინინგ პროგრამები აპარატის თანამშრომლებისათვის, პარლამენტის წევრებისათვის, მაჟორიტარ უბნებზე და პარტიის ფრაქციებში, იმისათვის რომ საჯარო სამუშაოები ადგილობრივ ბიუროებშიც განხორციელდეს და გაძლიერდეს კომუნიკაცია პრესასთან, არასამთვრობოებთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან. NDI აქტიურად ითანამშრომლებს საპარლამენტო კომიტეტებთან და ასევე გააგრძელებს მხარდაჭერას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო კოდექსი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის რეფორმირება. ლუის ნავარო ამბობს, რომ საზოგადოების ინტერესების გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს მათი სამოქალაქო აქტიურობის გაზრდას. ,,წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კარგად მოემსახურება პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებს მომავალში, არამედ დემოკარტიის განხორციელება საქართველოში გარანტირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების მონაწილეობა ინსტიტუტებში აქტიური და გაზრდილი იქნება''. ,,ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ხელი შეგიწყოთ, რათა პარლამენტი ქართულ საზოგადოებისათვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს'', - ამბობს ჯონ ბასი. პროგრამისათვის ამერიკა სამი წლის განმავლობაში 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/biznesiiiiflv_000024200-150x150.jpgსეზონის ბოლო გადაცემაში გაიგებთ რა ახალ ტურისტულ პროდუქტებს სთავაზობს ქართული კურორტები დამსვენებლს. რომელი ქვეყნიდან ელოდება ყველაზე მეტ ვიზიტორს ტურიზმის დეპარტამენტი და რატომ ღირს აჭარაში დასვენება თურქეთთან შედარებით უფრო ძვირი. გადაცემის სტუმარია ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვატო ასათაშვილი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/biznesiiiiflv_000017160.jpg itvს ლინკი
  12. კომპანია „ჯეოსელი“ მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. 1 ივლისს კომპანიის წარმომადგენლები სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მობილური გადახდის თანამედროვე და… ლინკი მედიანიუსზე
  13. 2010 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...