Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://newsimg.bbc.co.uk/media/images/43995000/jpg/_43995745_babel.jpg რაიან ბაბელს არ აინტერესებს ის კრიტიკა რაც ჰოლანდიაზე მოდის, მათ თამაშის სტილთან დაკავშირებით. ჰოლანდიელებმა სლოვაკები დაამარცხეს და ისინი მეოთხედფინალში არიან. მათი შემდეგი მეტოქე ბრაზილიაა, და აქ გადაწყდება თუ ვინ შეძლებს ნახევარფინალის საგზურის მოპოვებას. როგორც რაიან ბაბელი აცხადებს, მის გუნდს არ ეშინია მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონების და ჰოლანდია ამ მატჩში გამოამჟღავნებს თავის შემტევ პოტენციალს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს. ბაბელი:“ყველა კლუბის წინააღმდეგ თამაში რთულია, ჩვენ დღითიდღე ვპროგრესირებთ და ბრაზილიის წინააღმდეგ თქვენ სრულიად სხვანაირ ჰოლანდიას იხილავთ”. “ჩვენ ნამდვილად არ გვაინტერესებს არავის კრიტიკა და მათი მოსმენაც არ გვინდა”. “ბოლოს როდესაც ტურნირი დამთავრდება და ჰოლანდია ჩემპიონატს მოიგებს მაშინ აღარავინ დაიწყებს იმაზე ლაპარაკს თუ როგორი სტილის ფეხბურთს თამაშობდა ჰოლანდია”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
  2. http://www.7sur7.be/static/FOTO/pe/5/11/14/media_xl_855689.jpgმილან იოვანოვიჩმა დაასრულა ყოველგვარი ფორმალობა და 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც “ლივერპულთან” აკავშირებს. “სტანდარდ ლიგის” 29 წლის შემტევი ფეხბურთელის გადმობირებას რაფაელ ბენიტესს უნდა ვუმადლოდეთ, რადგან სერბი სწორედ მან მოიწვია “ლივერპულში” მწვრთნელობისას. იგი “წითლებთან” ერთად პირველად შემდეგი თვიდან დაიწყებს ვარჯიშს. “მე მივდივარ ლივერპულში 3 წლით. ვიმეორებ: არ არის წინასწარი შეთანხმება, ეს რეალური კონტრაქტია.” “ბენიტესის წასვლა არაფერს ცვლის. მე შევინარჩუნე კონტრაქტი “ლივერპულის” აღმასრულებელ საბჭოსთან და ყველაფერი მშვენივრადაა.” წყარო: clickliverpool.com View the full article
  3. გია კუპრავას ოჯახმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიდევ ორ ოჯახთან ერთად თბილისის მერიასთან ცხოვრობდა, მერიის რჩევით საცხოვრებელი შეიცვალა და ოჯახის მდგომარეობის შესაფასებლად კომისიას უკვე რამდენიმე დღეა ელოდება. ”ჩვენთან შესახვედრად მერიიდან გიორგი სანიკიძე და გია მამრიკიშვილი ჩამოვიდნენ, გვითხრეს, ჯობია სადმე წახვიდეთ და კომისია შესამოწმებლად იქ მოვაო”, -ამბობს 52 წლის, გია კუპრავა, რომელმაც მეუღლესთან და 9 წლის შვილთან ერთად, დაახლოებით, 10 დღის წინ მერიასთან ცხოვრება დაიწყო. სამივე ოჯახი 2008 წლიდან მერიისგან იმ ”სოციალურ ბინას” ელოდება, რომელიც თბილისში, ვარკეთილში, შვეიცარიული გავნვითარების ფონდის მხარდაჭერით შენდება. ”როდესაც პირველი ნაკადი შეასახლეს ამ სახლებში, მაშინაც ვიყავით სიაში, მაგრამ რატომღაც არ მოვხვდით. არადა წერილებში, რომელსაც მერიიდან 2008 წლიდანვე გვიგზავნიდნენ, ნათქვამი იყო, რომ კომისია მოვიდოდა და შეგვაფასებდა, გვეკუთვნოდა თუ არა ნამდვილად საცხოვრებელი”, -ამბობს კუპრავა. 2008 წლიდან ოჯახები კომისიას ელოდებიან. უკვე 5 დღეა კუპრავას ოჯახი მერიის რჩევით ისევ ქირით გადავიდა. 4 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახი ნაძალადევის რაიონში, იმერეთის ქუჩაზე 70 ლარად იქირავეს. ოთახში ერთი საწოლია, რომელსაც კუპრავას 9 წლის შვილისთვის სამეცადინოდ, მაგიდის ფუნქციასაც ასრულებს და ერთი სკამი დგას, რომელიც მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას სახელზე დაწერილი განცხადებებითა და სამედიცინო დასკვნებითაა დაკავებული. სამედიცინო ცნობების მიხედვით, გია კუპრავა და მისი 9 წლის შვილის, კონსტანტინეს დიაგნოზი სიმსივნეა. ”ჩემი თავი არ მადარდებს, მაინც დიდი ხანი ვერ ვიცოცხლებ, მეშინია ჩემი შვილი არ დარჩეს ქუჩაში”,-ამბობს კუპრავა. 9 წლის კონსტანტინეს ზუსტი დიაგნოზი ექმიმებმა ვერ დაუსვეს, ამიტომ მის სამედიცინო დასკვნაში -ეგზოტიკური სიმსივნე წერია. კუპრავას თქმით, ბავშვის საერთო მდგომარეობას მათი საცხოვრებელი პირობებიც ხელს უშლის, -”ამ 4 კვადრატულში სუნთქვა უჭირს და ეზოში გაგვყავს, იქ უკეთესად გრძნობს თავს”. ”როცა მერიიდან გამოგვეხმაურნენ, მაშინ გვითხრეს, რომ თუკი წავიდოდთ მერიის ტერიტორიიდან, კომისიას ჩვენს ახალ მისამართებს გადასცემდნენ და პირველ რიგში ჩვენს შესაფასებლად მოვიდოდნენ, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა, ველოდებით”,-ამბობს გია კუპრავა. შვეიცარიული განვითარების ფონდში კი ამბობენ, რომ შერჩევის ეტაპი უკვე ერთი კვირაა დაიწყო. მათი თქმით, დღეში დაახლოებით 2-3 ოჯახს ამოწმებს კომისია. ფონდის წარმომადგენლების თქმით, ოჯახების შერჩევის პროცესი, სავარაუდოდ, კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება. მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, თამარ დვალი კი ნეტგაზეტთან საუბარში ამბობს, რომ თბილისის მერია ას პროცენტიან გარანტიას ვერ მისცემს ამ ოჯახებს, რომ ისინი დაკმაყოფილდებიან საცხოვრებლით,-”თუმცა მათი ქულები ძალიან დაბალი იყო და დიდი შანსი აქვთ, რომ მოხვდნენ პროგრამაში. უბრალოდ, მერია ვერ მისცემს მათ ამის გარანტიას”. სოციალურად დაუცველთა ოჯახების სიას თბილისის მერია ადგენს. შემდეგ ამ ოჯახებში სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ უწყების წარმომადგენლებისგან შემდგარი მონიტორინგს ჯგუფი მიდის და ოჯახის მდგომარეობას სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებს. ”პროექტის პარტნიორებს მოუწიათ ბენეფიციართა მკაცრი კრიტერიუმების შემოღება, რათა ამ კატეგორიის მოსახლეობას შორის კიდევ უფრო გაჭირვებული და მარგინალიზებული შევარჩიოთ სოციალურ სახლებში გადასასვლელად “, -ამბობს შვეიცარიული განვითარების ფონდის ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორი თამარ წივიწივაძე. ”ეს 2-3 კვირა კიდევ მოვიცდით, ვნახოთ თუ დადებითად გადაწყდა ჩვენი საქმე, ბედნიერი ვიქნები, თუ არადა, ვეცდები სხვა ქვეყანას ვთხოვო თავშესაფარი, მე დასაკარგი მეტი აღარაფერი მაქვს”, -ამბობს კუპრავა. კუპრავას ოჯახის მსგავსად, მერიასთან ცხოვრების გადაწყვეტილება 20 მაისს კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო. ხუთი დღე მერიასთან საცხოვრებლების მოთხოვნით კიდევ სამი ადამიანი ცხოვრობდა. ერთ-ერთი ოჯახიც, კუპრავების მსგავსად მერიის რჩევით ისანში გადავიდნენ საცხოვრებლად და ბინა იქირავეს. 80 წლის ელენა ჩოლოგაური კი, როგორც გაირკვა, პროგრამის სიაში არ აღმოჩნდა, ამიტომ მას 2011 წლამდე მოცდა სთხოვეს. ”ელენამ დახმარებისთვის ლეიბორისტებში სოსო შატბერაშვილს დაურეკა. ჯერ უთხრეს აქ მოდი და პრესკონფერენცია გავმართოთო. მერე კიდევ დაურეკეს იქიდან და კითხეს ხმა ვის მიეციო და- ინგა გრიგოლიასო, უპასუხა. ხოდა იმან მოგხედოსო. მაგის მერე არ მინახავს ელენა, სად წავიდა არ ვიცი”, -ამბობს გია კუპრავა. /get_img?NrArticle=1842&NrImage=20 კუპრავას ოჯახი ნაქირავებ ოთახში პროექტის შესახებ პროექტი „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში თბილისში” კომპლექსური პროექტია. მისი მიზანია თბილისში რეგისტრირებული და მაცხოვრებელი სოციალურად ყველაზე დაუცველი და უსახლკარო ფენის წარმომადგენლების (მათ შორის დევნილების) გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებითა და სოციალური დაცვით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სულ ორი 3-სართულიანი სახლის (მთლიანობაში 24 ბინით) აშენება თბილისში. სახლების მესაკუთრე იქნება ქალაქ თბილისის მერია. სოციალურ სახლებში გადასასვლელად შერჩეულ მოსახლეობას არ აქვს იმ ბინებზე საკუთრების უფლება, რომლებშიც ისინი იცხოვრებენ. ისინი პირდაპირ მფლობელებად ითვლებიან. მოცემული პროექტის ფარგლებში, თბილისის გარდა, სოციალური სახლები შენდება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში (2 სახლი 14 ბინით თითოეულ ოთხ ქალაქში). მშენებლობის დამთავრება ხუთივე ქალაქში დაგეგმილია ამ წლის ივნისის ბოლოსთვის, ხოლო შერჩეული ბენეფიციარების გადაყვანა იგეგმება მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში. პირველი მსგავსი პროექტი თბილისში 2008 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. მაშინ 4 ორსართულიანი სახლი აშენდა ვარკეთილში, სადაც ამჟამად 28 ოჯახი ცხოვრობს. ამავე თემაზე: ”სახლი” თბილისის მერიასთან სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif მერი დეჟევსკი ვიმუშავე რა კორესპონდენტად მოსკოვში, ვაშინგტონსა და დღეს უკვე ლონდონში, ამ პერიოდული შპიონური დრამებიდან მხოლოდ ორი რამ დამამახსოვრდა. პირველი: როგორი მაცდური და სკრუპულოზური დეტალებიც არ უნდა არსებობდეს, როგორც წესი, ყველაფერი არ არის ისე, როგორც ეს მოსჩანს; მეორეც, „ცივი ომის“ დასრულების მიუხედავად, „ამას“ ფაქტობრივად ყველა აკეთებს: შენიშნეთ, როგორი ლაკონური იყო მოსკოვში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის ტონი ბრენტონის პასუხი „ბიბისი“–ს გადაცემაში დასმულ შეკითხვაზე, კვლავ მონაწილეობს თუ არა ბრიტანეთი შპიონურ თამაშებში რუსეთში, რაზეც ბრენტონმა განაცხადა „არანაირი კომენტარი“. თუმცა, როგორი სტანდარტებითაც არ უნდა მიუდგე აშშ–ს ხელისუფლების მიერ გახსნილ საქმეს, ისტორია უცნაურია. თორმეტი ადამიანი, ზოგიერთი წყვილებად, „თავისუფლების მიწაზე იმ წინასწარი განზრახვით „ჩანერგეს“, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მაღალ წრეებში შეეღწიათ. მათ ამერიკული სახელები აიღეს, იქცეოდნენ ნამდვილი ამერიკელებივით და თუკი მათი მეზობლების ნაამბობს დავუჯერებთ, ეს ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მცდელობა (გაებათ სასარგებლო კავშირები) მეტნაკლებად კომპეტენტურ ჟურნალისტთან დაახლოებას ვერ გასცდა, და მთელი ამ ხნის განმავლობაში CIA–ს წარმომადგენლები თვალყურს ადევნებდნენ. არსებობს ძალიან უცნაური დეტალები, რომლებიც შპიონაჟის ზნეობრივი პრობლემების მიღმაა და ეთიკურ კითხვებს აჩენს. ბრალდებულებიდან ზოგიერთებს შვილები ჰყვათ, რომლებიც შეერთებულ სტატებში გაიზარდნენ და კულტურული თვალსაზრისით ამერიკელები არიან, სავარაუდოდ მათ არანაირი წარმოდგენა მშობლების მეორე ცხოვრებაზე არ ჰქონდათ. და ამ ასიმილაციის შემთხვევაში რა ხდება – რა უნდა გააკეთონ მათ ახლა? თუმცა, გადაუდებელი კითხვები მათი მისიის წარმოქმნასა და ბუნებას უკავსირდება. როგორც ჩანს, ისინი შეერთებულ სტატებში 1990–იან წლებში ჩანერგეს, როდესაც „ცივი ომი“ ოფიციალურად დასრულდა და ამ დროს კრემლის დასავლური კურსი ბოლო 20 წლის განმავლობაში მაქსიმალური გახლდათ. თუკი აშშ–ს ინფორმაცია ნამდვილია, ეს მისია მანამდე დაიწყო, ვიდრე ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტი გახდებოდა, ასე რომ ამ ღონისძიებას „კაგებეს“ ძალებით რუსული სახელმწიფოს დაპყრობის იდეას ვერ მიაწერ (როგორც ეს „ცივი ომის“ მომხრეებს სურთ), რადგან „ყოფილი აგენტი „კაგებეს“ არ ჰყავს“. როგორი იყო ამ ოპერაციის სახელმწიფო მხარდაჭერა? რამდენად შეიძლება უწოდო მას რუსული დაზვერვის მიერ კომპრომატის შეგროვება? იყო თუ არა მისია ისტორიის სანაგვეზე მიტოვებული „ცივი ომის“ რელიქტი, თუ ის პოსტსაბჭოთა დაზვერვის მუშაობის ახალ მეთოდებზე მიუთითებს? თუკი საქმე ამ უკანასკნელთან გვაქვს, მაშინ ეს ელემენტარული და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოპოვების ძალიან ძვირადღირებული (დაფინანსების, დროის და აგენტების ცხოვრების თვალსაზრისით) მეთოდია. გარდა იმისა, რომ მათ უცხო სახემწიფოს აგენტობაში ადანაშაულებენ, ათიდან ცხრა დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრებაც ედება, რაც დამაჯერებლად ჟღერს. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმე, რომელშიც რუსები მონაწილეობენ (თუნდაც არა რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები) ზედაპირზე 1998 წელს Bank of New York–ში ამოტივტივდა. საქმეს ატლანტიკური ოკეანის ორივე მხარეს სასამართლოებში დიდხანს იძიებდნენ და საბოლოოდ ის შარშან დაიხურა. ამ საქმის კიდევ ერთი უცნაური ასპექტი დროის შერჩევაა. შპიონურ სკანდალებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი რეზონანსი, ჩვეულებრივ ასახავსს ხოლმე დაძაბულობას ურთიერთობების სხვა ასპექტებში. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ასე არ ჩანს. 18 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გაახმოვანა რუსეთთან ურთიერთობებში „გადატვირთვის“ ღილაკზე ხელის დაჭეის შესახებ. ბოლო დროს, ამ პროცესის პოლიტიკურ მიმართულებაზე პროგრესი მიღწეულ იქნა შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგული რაკეტების შემცირებაზე ახალი შეთანხმებით, ხოლო პირად ფრონტზე ის აისახა მეგობრული შეხვედრით ობამას და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შორის, რომელსაც „ჰამბურგერებით“ და კარტოფილი „ფრი“–თ ფოტოსესია მოჰყვა. მაშინ რატომ გადაწყვიტა ამ ყალბ ამერიკელებზე ათწლიანი დაკვირვების შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ საბოლოოდ მათი დაპატიმრება? რუსეთის პირველი რეაქცია ამ საქმეზე იყო ირონიული კომენტარები – გამოცდილი და დიდწილად წარუმატებელი ტექნოლოგია, რომელიც ასევე გამოიყენა ბრიტანეთის ხელისუფლებამ 2006 წელს, როდესაც მოსკოვმა MI6–ს აგენტები დიპლომატიური შირმისა და მაღალტექნოლოგური ქვების გამოყენებით რუსული საიდუმლობების მიღებაში დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე მიანიშნა (ესეც მორიგი სტანდარტული რეაქცია) რომ ვიღაც დაინტერესებული იყო ორმხრივი ურთიერთობების საბოტაჟში. ცხადია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რუსეთ–ამერიკის დღევანდელი დაახლოება არ ახარებს. აშშ დროს შერჩევას იმით ხსნის, რომ არსებობდა აგენტურული ქსელის წევრების აშშ–დან გაქცევის რისკი. ან, რუსეთი ხომ არ გეგმავდა მოწყობას ჯეიმს ბონდის სტილში პატარა სიურპრიზის? მოკლედ, უამრავი შესაძლებლობებაა, და როგორც ყოველთვის, ჩვენ მთელ სიმართლეს ვერასდროს გავიგებთ. ორიგინალი ორიგინალი
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/dasi-150x150.jpgპოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასი” ახალი საგადასახადო კოდექსის კანონპროექტს აკრიტიკებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/d.jpg itvს ლინკი
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/gia-cagareishvili-150x150.jpgდეპუტატი გია ცაგარეიშვილის განცხადებით განათლების მინისტრი ცრუობს, როდესაც აცხადებს რომ პედაგოგთა შემცირება არ იგეგმება. ცაგარეიშვილი ყველა პედაგოგს მოუწოდებს ხმა აიმაღლონ უსამართლობის წინააღმდეგ და მიმართონ ყველა ინსტაციაა საკუთარი უფლებების დასაცავად. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/cagara1.jpg itvს ლინკი
  7. სულ ცოტა ხნის წინ მანჩესტერ სიტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია,რომ ვალენსიას აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი დავიდ სილვა ამიერიდან მანჩესტერელთა ღირსებას დაიცავს. იხილეთ fanebi.com
  8. 2010 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დიდი ნაწილი უსახლკაროა. ისინი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში ცხოვრობენ. ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც ამჟამად საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილს საკუთარი სახლი არ გააჩნია. თანამდებობის პირებს ქონებრივი დეკლარაციების შევსებას “საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” IVთავის 14 მუხლის 1 პუნქტი ავალდებულებს. პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად ოფიციალური დოკუმენტებით საკუთარი სახლი არც თბილისის მერს გააჩნია. გიგი უგულავას მიერ 2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ არის მითითებული ფლობს თუ არა საცხოვრებელ ბინას მისი ოჯახის რომელიმე წევრი. აქედან გამომდინარე, ვის სახლში ცხოვრობს თბილისის მერი გაურკვეველია. ფაქტია, რომ საკუთარში არა. საკუთარი სახლები არა აქვთ ასევე პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურს, სოფლის მეურნების მინისტრ ბაკურ კვეზერელს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და კულტურის მინისტრ ნიკა რურუას. გასაიდუმლოებული ხელფასები საქართველოს მთავრობაში ზოგიერთი თანამდებობის პირს საკუთრებაში უძრავი ქონება იმის მიუხედავად არ აქვს, რომ მათი ყოველწლიური შემოსავალი საკმაოდ დიდი და არაპროპორციულია. მაგალითად, თბილისის მერის, გიგი უგულავას შემოსავალი 2009 წელს (2009 წელს 1 იანვრიდან 31 დეკემბრის) დეკლარაციის მიხედვით, 93 ათას 456 ლარი იყო, მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი 59 ათასი ლარია. ბაკურ კვეზერელმა სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს, 2009 წელს სამუშაოს შესრულებით მიიღო 76 ათასი ლარის შემოსავალი. გრიგოლ ვაშაძემ 86 ათას 430 ლარი, პრემიერმა ნიკა გილაურმა 73 ათას 789. კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ 98 ათას 910 ლარი. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებული არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2010 წელს შევსებული დეკლარაციები. ამიტომ უცნობია, მაგალითად, რა ოდენობის შემოსავალი მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა და მისმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ 2009 წელს. 2008 წლის მონაცემებით კი ივანე მერაბიშვილის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლის ოდენობა 49 ათას 480 ლარია, მაშინ როდესაც იგივე წელს, მისმა მოადგილე ეკა ზღულაძემ 97 ათას 483 ლარი მიიღო. აქედან 63 344 ლარი პრემია. ზღულაძე თითქმის ერთადერთი საჯარო მოხელეა, რომელსაც ქონებრივ დეკლარაციაში პრემიის ოდენობა აქვს მითითებული. ამ მონაცემებით ცნობილი ხდება, რომ ზღულაძის ყოველთვიური ხელფასი 01.01.08 დან 14.06.08 თვემდე, როცა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, იყო 2472 ლარი. პრემია თვეში კი 4166 ლარი (თუკი თვეების მიხედვით საპრემიო თანხას გავყოფთ თანაბრად). 14.06.08 დან 31.12.08 თვემდე ზღულაძის ყოველთვიური ხელფასი 3217,5 ლარს, ყოველთვიური პრემია კი 9722 ლარს შეადგენდა (ამ შემთხვევაშიც საპრემიო თანხას და ხელფასს თვეების მიხედვით თანაბრად არის გაყოფილი). სხვა თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული არ არის რა შემოსავალი მიიღო ამა თუ იმ თანამდებობის პირმა პრემიის სახით, შესაბამისად, შეუძლებელია ხელფასის ოდენობის გამოთვლა. რა ოდენობის ხელფასი აქვს თბილისის მერს გიორგი უგულავას? - ამ კითხვით ნეტგაზეთმა თბილისის მერიის პრესსამსახურს მიმართა. „შემოიტანეთ განცხადება მერიაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე და ათი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს“, - განაცხადა პრესამსახურის წარმომადგენელმა თამარ დვალმა. მან ასევე თქვა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალოგიურ განცხადებაზე. გიგი უგულავას ხელფასის ოდენობის შესახებ ინფორმაცია საიამაც გამოითხოვა, მაგრამ თბილისის მერის ხელფასის ოდენობა მაინც ვერ გაარკვია. კანონის შესაბამისად მერიის შესაბამის სამსახურს ათი დღის ვადაში უნდა გაეცა პასუხი. „პასუხი ვერც ათ დღეში მივიღეთ და ვერც მერე. საჩივარიც წარვადგინეთ, მაგრამ მერიას ასეთი პრაქტიკა აქვს, - საჩივრებს საერთოდ არ განიხილავენ. გეუბნებიან, რომ პირდაპირ სასამართლოს მიმართო... რატომღაც მოსამართლე საქმეს აჭიანურებს, როცა კანონით გათვალისწინებული ყველა ეტაპი გავიარეთ და გადაწყვეტილების გამოცხადება იყო დანიშნული, სასამართლომ ისევ შეკითხვების ეტაპზე დააბრუნა საქმე. ოთხი მოპასუხეა საქმეში და ალბათ უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ოქტომბერში შეტანილ სარჩელზე პროცესი დღესაც არ ჩაუნიშნავს. საბოლოო სხდომა არ ყოფილა და ამიტომ გადაწყვეტილება არა გვაქვს“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ანა შალამბერიძე. მისივე თქმით, საიას ანალოგიური დავები სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაშიც ჰქონდათ. თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის აუცილებლობა, კანონის მიხედვით, ანტიკორუფციულ ღონისძიებად ითვლება. ანტიკორუფციული ღონისძიების და მთავრობის მხრიდან ანგარიშვალდებულობის ნაწილია, მოქალაქეებმა იცოდნენ თანამდებობის პირების ხელფასის და პრემიის ოდენობა. ეს ინფორმაცია კი, ფაქტობრივად, დახურულია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. სტამბოლი, 24-29 აგვისტოს გამოფენა-გაყიდვა „სტამბოლის მოდის კვირეულს“ უმასპინძლებს. ღონისძიება თურქეთის საგარეო ვაჭრობის სამინისტროსა და სტამბოლის ტექსტილისა და მზა ტანსაცმლის ექსპორტიორთა ასოციაციის კოორდინაციით ეწყობა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, მასში მონაწილეობას გერმანიის, ავსტრიის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ალჟირის, ჩინეთის, დანიის, ინდონეზიის, მაროკოს, ფინეთის, საფრანგეთის, ინდოეთის, ჰოლანდიის, ერაყის, ინგლისის, ირანის, ესპანეთის, შვეიცარიის, იტალიის, კანადის, ყაზახეთის, ლიბიის, ლიბანის, ეგვიპტის, მოლდოვას, უზბეკეთის, პაკისტანის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ტუნისის, თურქმენეთის, უკრაინის, იორდანიის, საბერძნეთისა და საქართველოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. როგორც საქართველოში თურქეთის საელჩოში აცხადებენ, „სტამბოლის მოდის კვირეულში“ მონაწილეობის სურვილს რამდენიმე ქართული კომპანია გამოთქვამს, თუმცა, ამ ეტაპზე მათი ვინაობა არ კონკრეტ იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/alaska-300x244-150x150.gifფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც “ ექსპრესნიუსს” ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 19 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.900%–ით, მაქსიმალური 12.500%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 12.235%–ით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sameba-150x150.jpgდაახლოებით ერთი თვის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის უკან მდებარე სამების ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. მე-18 საუკუნეში აშენებული ტაძარი ბოლოდროინდელი მიწისძვრების გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამების რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ითავა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vaceisvili.jpg itvს ლინკი
  12. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/telegraph.jpg მიურეი ვორდროფი სავარაუდო რუსი საიდუმლო აგენტები, რომლებიც FBI-იმ დააპატიმრა და რომლებიც საიდუმლო ჯაშუშური მისიის შესრულებაში ეჭვმიტანილნი არიან, ქალაქის გარეუბნის ბინადრის ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ნათქვამია სასამართლო დოკუმენტებში. 10 ბრალდებული, მათი უმეტესობა წყვილები, ე.წ. ”არალეგალები”, დადანაშაულებულნი არიან იმაში, რომ რუსეთის საიდუმლო სამსახურებისათვის მუშაობდნენ. ყალბი იდენტობების საფარქვეშ ისინი აშშ-ს მთავრობის უმაღლეს წრეებში შეღწევას ცდილობდნენ. ნათქვამია, რომ ისინი რიგითი მოქალაქეების როლში სხვადასხვა ქალაქის გარეუბნებში ბინადრობდნენ, მათ შორის, ნიუ-იორკში, სიეტლსა და ბოსტონში – ზოგიერთი მათგანი 1990-იანი წლებიდან. მათ ნორმალური სამუშაოები ჰქონდათ, ყავდათ ბავშვები და ზოგიერთი იმასაც ცდილობდა, რომ ბინა ეყიდა, რათა ამერიკულ ოცნებაში ცხოვრების შთაბეჭდილება შეექმნა. მაგრამ რეალურად მათი ამოცანა საბჭოთა ეპოქის მემკვიდრე ორგანიზაციისთვის, SVR-ისთვის აშშ-ს მთავრობის შესახებ ინფორმაციის შეკრება იყო – მათ შორის იყო ინფორმაცია ბირთვული ირაღისა და შეირაღებათა კონტროლის, ირანისა და CIA-ს ხელმძღვანელობის შესახებ, ნათქვამია პროკურატურის დოკუმენტებში. იტყობინებიან, რომ ხელში ჩაიგდებულ იქნა დაშიფრული მესიჯები, რომელსაც ბრალდებულები მოსკოვის ცენტრის სახელით ცნობილ SVR-ს შტაბ-ბინაში, აგზავნიდნენ. სწორედ ამ მესიჯებით გამოააშკარავდა მათი მისიის არსი. ერთ-ერთში, მოსკოველი ბოსის მიერ დაწერილში, მოუხეშავი ინგლისურით ნათქვამია: ”თქვენ აშშ-ში გრძელვადიანი სამსახურისთვის ხართ გაგზავნილი. თქვენი განათლება, საბანკო ანგარიშები, ავტომობილი, სახლი და ა.შ. – ყველაფერი ეს, ერთ მიზანს ემსახურება – თქვენი მთავარი მისიის შესრულებას, ანუ მაღალი რანგის პოლიტიკურ წრეებთან კავშირების მოძიებასა და განვითარებას და ცენტრისთვის საიდუმლო მასალის მიწოდებას”. მეორე მესიჯი თვალის შევლების საშუალებას გვაძლევს იმაზე, თუ როგორ წინააღმდეგობაში მოდის მათი შინაური ცხოვრება და დაკისრებული მისია – ორი ბრალდებული რიჩარდ და სინტია მარფია უფროსებთან კინკლაობდნენ, რადგან ნიუ-ჯერსიში, მონტკლერში სახლის ყიდვა უნდოდათ. მას შემდეგ, რაც მოსკოვის ცენტრმა, რომელსაც ‘C’ – თი იხსენიებდნენ, იდეას წინააღმდეგობა გაუწია, წყვილმა დაშიფრული პასუხი შეადგინა, სადაც აცხადებდა: ”ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ C. ჩვენს მიერ სახლის შეძენას ისე აღიქვამს, როგორც ჩვენი აქაური მიზნიდან გადახვევას”. ”ჩვენი აზრით, სახლის ყიდვა მხოლოდ ბუნებრივი გაგრძელებაა ჩვენი აქ ხანგრძლივი ცხოვრებისა. მოსახერხებელი იქნებოდა სახლის პრობლემის გადაწყვეტა და გარდა ამისა, მოვიქცეოდით ისე, როგორც ამას ”რომაელები აკეთებენ” საზოგადოებაში, რომელშიც სახლის მფლობელობა ფასობს”. წყვილის მეზობლები მონტკლერიდან ამბობენ, რომ გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც FBI-ს აგენტების ჯგუფი კვირას ღამით მათ სახლში, შეიჭრა და იქიდან წყვილი ბორკილებით გამოიყვანა. ერთმა ისინი ”ქალაქის გარეუბნის ტიპურ მცხოვრებად” აღწერა და ყვებოდა, რომ წყვილი ადგილობრივებს თავისი პატარა გოგონებისთვის სკოლის შესახებ რჩევას ეკითხებოდნენ. 15 წლის მეზობელმა ჯესი გაგიგმა განაცხადა, რომ არ სჯერა ბრალდებების. ”ისინი არ შეიძლება ჯაშუშები იყვნენ. შეხედეთ როგორ უვლიდა გორტენზიებს” – უთხრა მან New York Times. მეორე წყვილს დონალდ ჰესფილდის და ტრეისი ფოლის, მასაჩუსეტში, კემბრიჯში საცხოვრებელ რაიონში ბინა ჰქონდათ და ამავე სახლში ცხოვრობდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორი და სტუდენტი. მეზობლები ამბობენ, რომ მათი რწმენით წყვილი 40 წელს იყო გადაცილებული და ორი მოზარდი ვაჟი ჰყავდა. მონტსე მონე-კორბერო, მათი კარის მეზობელი მის ფოლის ”ძალიან თავაზიან და სასიამოვნო” ადამიანს უწოდებს და დასძენს რომ მათი ვაჟი ხშირად უწმენდდა თოვს ზამთრობით, თუმხა ხშირადვე იწვევდა ხმაურიან წვეულებებსაც. სხვა მეზობელი, ლია ჰექსნერი, რომელიც ასევე წყვილის კარის მეზობელია, ამბობს, რომ მის ფოლის თქმით, ის უძრავი ქონების მიზნესში მუშაობდა. კიდევ ერთ ბრალდებულს, მიხაილ სემენკოს ვირჯინიაში, არლინგტონის მცხოვრებლები, მოდურ ახალგაზრა კაცად ახაისიათებდნენ, ის 30 წლამდე იქნებოდა, Mercedes S-500- ატარება და ხშირად ელაპარაკებოდა რუსულად თავის შავგვრემან მეგობარ რუს გოგონას. სასამრთლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ შვიდწლიანი გამოძიებით FBI-მ დარტყმა მიაყენა SVR-ის ამბციურ ”არალეგალურთა პრგრმას”. ამ პროგრამის ფარგლებში აგენტებს მათი ლეგენდების შესაბამის ყალბ იდენტობებს ანიჭებდნენ. დოკუმენტებში ნათქვამია: ” FBI’-ის გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ არალეგალთა ქსელი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობსა და ოპერირებს, ერთ მთავარ მიზანს ემსახურება: საკმარისად გაამერიკელდეს და რუსეთისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებზე ინფორმაციის შეგროვება შეძლოს. გარდა ამისა წარმატებით გადაიბიროს ადამიანები, ისეთები, ვინც უკვე არის, ან შეიძლება შეაღწიონ, შეერთებული შტატების მაღალ პოლიტიკურ წრეებში”. იქვეა ნათქვამი: ”ისინი ხანდახან სამიზნე ქვეყნის უნივერსიტეტების ხარისხს იღებდნენ, შოულობდნენ სამუშაოს, წევრაინდებოდნენ შესაბამის პროფესიულ ასოციაციებში; ეს აქტივობები მათ ”ლეგენდას” განამტკიცებდა. ”არალეგალები ხშირად მოქმედებდნენ წყვილად – მათ მოსკოვის ცენტრში, რუსეთში აწყვილებდნენ ისე, მათ შეეძლოთ ეცხოვრათ და ემუშავათ მასპინძელ ქვეყანაში, ისე, როგორც ცოლ-ქმარს, ყოლოდათ შვილები. ეს კიდევ უფრო განამტკიცებდა მათ ”ლეგენდას”. ”არალეგალებს, რომლებიც ერთად ასახლებდნენ თანაცხოვრობდნენ დანიშნულ ქვეყანაშიც, ხშირად ყავდათ საერთო ბავშვები, რაც ამყარებდა მათ ”ლეგენდას”. 10 ბრალდებულიდან თითოეულს ბრალი ედება შეთქმულებაში და უცხოური მთავრობისათვის ჯაშუშობაში, რაც მაქსიმუმ პატიმრობის ხუთ წელიწადს გულისხმობს. ბრალდებულთაგან 9-ს აგრეთვე ფულის გათეთრებაში ედება ბრალი, რაც მაქსიმუმ 20 წლის პატიმრობას გულისხმობს. ორიგინალი ორიგინალი
  13. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ გორის ცენტრში საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა და აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების … ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...