Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/teraqt.jpgეროვნული ფორუმი შემოდგომაზე აქციებს არ გამორიცხავს. ჟურნალისტების კითხვებს კავკასიის ინტერნეტ მედიის პრესკლუბში გუბაზ სანიკიძემ უპასუხა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/guba.jpg itvს ლინკი
  2. აჭარის მუფთი, სავარაუდოდ, გადადგა- ეს ინფორმაცია გაზეთ ”ბათუმელებს” რამდენიმე წყარომ მიაწოდა. თავად ქემალ ცეცხლაძესთან დაკავშირება შეუძლებელია. ის დღეს ბათუმის მეჩეთში არ გამოჩენილა. ხულოს რაიონის მცხოვრებმა რამაზ კაკალაძემ ”ბათუმელებს” განუცხადა, რომ მუფთმა გადადგომის შესახებ გუშინ ხულოში ისაუბრა. ”ქემალ ცეცხლაძე ხულოში გუშინ ამოვიდა და ვიწრო წრეს, ძირითადად, სასულიერო პირებს შეხვდა. იგი რაიონების მუფთებთან ერთად იყო. ამ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა~. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი რელიგიის საკითხებში ბეჟან ბოლქვაძე, რომელიც ყოფილი მუფთია, ამბობს, რომ დეტალები და მიზეზები არ იცის, თუმცა მასაც აქვს ინფორმაცია მუფთ ცეცხლაძის გადადგომის შესახებ. ამ ფაქტს წინ უსწრებდა მუსლიმების აქცია ხულოში. აქციაზე რამოდენიმე ასეული ადამიანი ხელისუფლებას მათი რელიგიური უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებდა, რადგან ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს ის შენობები ჩამოართვა, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005”-ს ჰქონდა ნაქირავები. ”მადლი 2005”-ს აჭარაში ოთხი სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც მსურველებს მუსლიმანურ რელიგიას ასწავლიდნენ. ხულოში აქციას ხვალაც გეგმავენ. „თუ რაიმე ზეწოლა არ იქნა, აქციას აუცილებლად გავმართავთ~- უთხრა ”ბათუმელებს” რამაზ კაკალაძემ. თავად ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მუფთის გადადგომასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ მუფთი ხულოში იმყოფება და მას ვერ უკავშირდებიან, რადგან ტელეფონი გამორთული აქვს. აჭარის სამუსლიმო სასულიერო სამუფთო სამმართველოში განმარტავენ, რომ თუკი მუფთი ნამდვილად გადადგა, შესაძლოა, მან მუფთობის ახალი კანდიდატი დაასახელოს, რომელსაც შემდეგ მეჩეთების წინამძღოლები და აჭარის სხვადასხვა რაიონის მუფთები აირჩევენ. ბათუმის მეჩეთში იმასაც ამბობენ, რომ კანდიდატი მთავრობასთან შეთანხმებული იქნება. მუფთი მუსულმანების უმაღლესი სასულიერო პირია. აჭარის მუფთს აჭარის ავტონომიის 5 რაიონის მუფთები და 173 მეჩეთის იმამები (წინამძღოლები) ექვემდებარებიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. `ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განაცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური სურვილები, ესაუბროს რუსეთს ქვეყნის დეოკუპაციის თემაზე, ხელისუფლების… ლინკი მედიანიუსზე
  4. სამხედრო ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის აზრით, თბილავიამშენის თავდაცვის სამინისტროსთვის დაქვემდებარება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება… ლინკი მედიანიუსზე
  5. http://www.mirrorfootball.co.uk/match-centre/article216251.ece/ALTERNATES/gallery-large/Roy+Hodgson.jpeg ალბათ ყველას გაინტერესებთ ვინ არის და თუ რა გეგმები აქვს ლივერულის ახალი მენეჯერს. ამიტომ გირჩევთ ბოლომდე წაიკითხოთ მისი ძალიან ვრცელი პირველი ინტერვიუ ახალ ამპლუაში. რამდენად კმაყოფილი ხართ იმ ფაქტით რომ ჯერარდმა და კარაგერმა მხარი დაგიჭირეს და განახცადეს რომ მოხარულნი არიან თქვენი ლივერპულში მოსვლით? რათქმაუნდა ეს ძალიან სასიამოვნო იყო და მე მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას. მე ვნახე კარაგერი მუნდიალზე, პორტ ელიზაბეტში, მაგრამ არ მქონდა საშუალება ახლოს გავსაუბრებოდი. ახლა კი მალე ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ. სტივს და კარას მე დღესვე გავესაუბრები. დანარჩენ ფეხბურთელებს კი აუცილებლად დავუკავშირდები, თუმცა პირადად მუნდიალის და მათი შვებულების შემდეგ გავიცნობ. ამაყობთ იმით, რომ ლივერპულის 18-ე მწვრთნელი სწორედ თქვენი ხართ?მე საოცრად ამაყი ვარ ამ წუთას. ლივერპულის ისტორია, როგორც მთლიანად კლუბის, ისე მისი მენეჯერების, უბრალოდ შთამბეჭდავია და მე არ შემეძლო ასეთ შემოთავაზება უარის თქმა. მე ერთდროუყლად ვამაყობ კიდეც ამ პოსტზე დანიშვნით და ამავდროულად დიდი ენერგიით ვხვდები ახალ სამუშაო პროცესს… ფულჰემის გულშემატკივრებს თქვენ დღემდე უყვართ და უდიდეს პატივს გცემე, იყო თუ არა ლივერპულში გადმოსვლა მათი ღალატი? სიმართლე გითხრათ დღეს ნამდვილად არაა ბევრი ისეთი კლუბი, რომელიც მე მაიძულებდა წამოვსულიყავი ფულჰემიდან. მე მქონდა შესანიშნავი ურთიერთობა ფულჰემის გენერალურ დირექტორთან და მფლობელებთან. საოცრად შეწყობილი ვიყავი გუნდთან და ყველაფერი იდეალურად იყო კლუბში. მაგრამ როგორც კი გაჩნდა შანსი რომ მე შესაძლოა ლივერპული ჩამებარებინა და როცა ენფილდიდან დამიკავშირდნენ, მე მაშინვე ვსთხოვე გენ. დირექტორს გაშვების ნებართვა. ის რათქმაუნდა არ იყო მოხარული ამის გაგონებით, მაგრამ საბოლოოდ და ჩემდა საბედნიეროდ დღეს მე უკვე ლივერპულში ვარ. როდის გაიგეთ რომ თქვენით ლივერპულის იყო დაინტერესებული და რა გაიფიქრეთ პირველად იმის შესახებ, რომ თქვენ შესაძლებელი იყო ლივერპულის სათავეში მოსულიყავით.? დაახლოებით სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე რამოდენიმე დღით ადრე. მე ვიცოდი რომ კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად ეძებდა ახალ მწვრთნელს. დაუკავშირდნენ უამრავ მენეჯრს და ჰქონდათ ყველასთან პირადი საუბრები. ამის ფონზე მე უფრო მოხარული ვარ, რადგან აღმოჩნდა, რომ ამდენ კანდიდატში არჩევანი ჩემზე შეჩერდა. რა იგრძენით როცა ლივერპულისგან შემოთავაზება მიიღეთ? პირველ რიგში გამიჩნდა უდიდესი შეგრძნება დაუსრულებელი მოლოდინისა, მოლოდინისა იმისა, რომ მე ამირჩევდნენ ამდენ მენეჯერებს შორის და ჩამთვლიდნენ საჭირო ადამიანად ენფილდზე. როდესაც თქვენ დაიწყეთ სამწვრთნელო კარიერა შვედეთში, იმ პერიოდში ლივერპული ევროპის მწვერვალებს იპყრობდა ბობ პისლის ხელმძღვანელობით. თუ აკვირდებოდით მის თამაშის სტილს და თუ იღებდით მისგან მაგალითებს? რათქმაუნდა იმ პერიოდში ვცდილობდი გუნდი ლივერპულის სტილში მეთამაშებინა. ერთი შეხედვით ფურცელზე, ასეთი ტაქტიკა უადვილესია, მაგრამ რეალუარდ საკმაოდ რთულად შესასრულებელი. შვედეთში მუშაობის დროს ასეთმა თამაშის სტილმა ყველა გააკვირვა. მათ მოსწონდათ ის რომ ნებისმიერ დროს ფეხბურთელები იყვნენ გახსნილი გადაცემების მისაღებად. ეს კი ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. იმ პერიოდის ახალგაზრდა მწვრთნელები სწორედ ლივერპულის ლეგენდების ყურებით გავიზარდეთ. ჯერ ტოჩაკი და კიგანი, შემდეგ კი დაგლიში და იან რაში, მათ უკან კი სმიტი, ტომპსონი, ლაურენსონი და ჰანსენი საოცარ გუნდს ქმნდიდნენ. როცა მე გადავედი “მალმოში” მაშინ ლივერის მენეჯერი ჯერემი საუსნესი იყო, თუმცა პისლი კვლავინდებურად იყო კლუბის საქმეებში ჩართული. მე არასოდეს დამავიწყდება მასთან ერთად ჩაის დალევა და საუბარი. ბობი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. სამწუხაროა რომ დროსი უკან დაბრუნება არ შეიძლება, თუმცა ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. რამდენად იცნობთ ლივერპულის ისტორიას და ტრადიციებს და იყო თუ არა ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი თქვენი ლივერპულში გადმოსვლისა? მაშინაც კი როცა თუნდაც პატარა კლუბში მიდიხარ, მწვრთნელმა უნდა იცოდეს ამ კლუბის ისტორია და დამოკიდებულება ხალხთან. ლივერპული კი იმდენად უზარმაზარი ტრადიციების მქონე გუნდია, რომ ყოველ ნაბიჯზე გხვდება ლეგენდარული ისტორიები მასზე. იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ვიდრე ის, თუ რას ნიშნავს ქალაქისთვის კლუბი. ლივერპულში კი წითლებს აღმერთებენ…. თქვენ გიმუშავიათ მილანის ინტერში, შვეიაცრიის და ფინეთის ნაკრებებში. როგორ შეადარებდით მათ ლივერპულის მენეჯერობას? სიმართლე გითხრათ ამ ყველაფრის შედარება სისულელეა. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ლივერპულში გადმოსვლა ჩემი კარიერის ყველაზე ნათელი პერიოდი იქნება და მე საკმაოდ დიდი და რთული გზა გავიარე, რომ ამ პიკისთვის მიმეღწია. რა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტები ახალ კლუბში? პირველ რიგში მსურს რაც შეიძლება მალე შევუდგე მუშაობას, გავიცნო ფეხბურთელები და შევქმა გუნდში კარგი ატმოსფერო, რათა გავაუმჯობესოთ თამაში და წინა სეზონის შედეგი გამოავსწოროთ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ისეთი ფეხბურთელების შენარჩუნება გუნდში, როგორებიც ფერნანდო ტორესი და სტივენ ჯერარდი არიან? რათქმაუნდა ეს მნიშვნელოვანია. არამგონია მოიძებნოს ერთი ადამიანიც კი კლუბში, რომელიც მიესალმება მათ წასვლას გუნდიდან. ფანებიც წინააღმდეგნი არიან მათი გაშვებისა და როგორც მე, ისე მთელი ხელმძღვანელობა ყველაფერს გავაკეთებთ მათ შესანარჩუნებლად. მე ვეცდები დავარწმუნო ისინი, რომ სწორედ აქ არის მათი ადგილი. მე ვთხოვთ მათ მომცენ შანსი მათთან ერთად მუშაობისთვის, რათა ერთად გამოვასწოროთ სიტუაცია. მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრი მათგანი იმედგაცრუებულია წინა, ჩავარდნილი სეზონის გამო და რათქმაუნდა ვერანაირ 100% გარანტიას ვერ მოგცემთ რომ ისნი დარჩებიან, რადგან მათი სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა გპირდებით რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ… გაქვთ უკვე დაგეგმილი ფეხბურთელებთან შეხვედრა თუ დაელოდებით გუნდის ოფიციალურ შეკრებას და ვარჯიშების დაწყებას? ვინ ამჟამად ლივერპულში იმყოფება დღესვე გავეცნობი. უკვე დაგეგმილია, რომ საღამოს ვხვდები სტივს და ჯეიმის. დანარჩენებს კი აუცილებლად დავუკავშირდები ტელეფონით და ვეტყვი რომ მოუთმენლად ველი მათ უკან დაბრუნებას და მათთან ერთად მუშაობას. ამ კვირის ბოლომდე აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელს გავესაუბრები… შეგიშლით თუ არა ხელს მიმდინარე მუნდიალი ფეხბურთელების შეკრებასა და სრულ მომზადებაში მომავალი სეზონისთვის? რათქმაუნდა მსოფლიო ჩემპიონატი ხელის შემშლელი ფაქტორია, მაგრამ ამაზე წუწუნს აზრი არ აქვს, რადგან არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მუნდიალი 4 წელიწადში ერთხელ იმართება და ეს უდიდესი მოვლენაა ფეხბურთელებისთვის. ასე რომ ისღა დაგვრჩენია წარმატება და უდიდესი გამოცდილების მიღება ვუსურვოთ ჩვენს ფეხბურთელებს. მუნდიალის გამო ჩვენი წინა სასეზონო მომზადების პერიოდი სრულფასოვანი ვერ იქნება და იდეალურად ნამდვილად არაა სიტუაცია ამ მხრივ, რადგან ევროპის ლიგაზე უკვე 29-ში გვაქვს თამაში, თუმცა ფეხბურთში არაფერია იდეალური და მწვრთნელებს და ფეხბურთელებს ამასთან შეგუება უწევთ… გაქვთ უკვე დაგეგმილი ახალი შენაძენები? ფაქტიურად ჯერ ამაზე სასაუბროთ კლუბის ბოსებთან დრო არ მქონია. რათქმაუნდა მაქვს ჩემთვის სასურველი ფეხბურთელები მონიშნული, მაგრამ ახლა ამაზე ღიად და დეტალურად საუბარი არაა მიზანშეწონილი… ესაუბრეთ უკვე გენერალურ დირექტორს სატრანსფერო ბიუჯეტზე? არა, ჯერ არც ამაზე გვისაუბრია. მაგრამ წინასწარი შეთანხმებით ვიცი, რომ რთული სიტუაციიდან გამომდინარე არც ისე დიდი თანხა იქნება გამოყოფილი. თუმცა ნებისმიერი ფეხბურთელის გაყიდვით შემოსული ფული, პირდაპირ სატრანსფერო ბიუჯეტში გადაირიცხება. მე არ მსურს რომელიმე ფეხბურთელის დაკარგვა, თუმცა ყველაფერი ხდება. სავარაუდოდ მას შემდეგ რაც გავესაუბრები ლივერპულის ორ ლიდერს, სტივს და ჯეიმის, მექნება შეხვედრა და ვრცელი საუბარი კლუბის ბოსებთან და სწორედ იქ გავაკრვევთ მსგავს საკითხებს… თქვენ ევროპის უამრავ ქვეყანაში მიაღწით წარმატებას. რას ნიშნავს ინგლისში ტიტული მოგება ლივერპულთან ერთად? ნამდვილად ძალიან ბევრს. მე არ მქონდა საშუალება გუნდი ამეწყო ინგლისურ ფეხბურთზე, რადგან მიწევდა სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო კულტურასთან შეწყობა. ინგლისი ჩემი სამშობლოა და აქ ლივერპულთან ერთად ჩემპიონის ტიტულის მიღება უდიდესი ტრიუმფი იქნება ჩემს ცხოვრებაში. ლივერპულში გადმოსვლამდე თუ ესაუბრეთ წითლების რომელიმე ყოფილ ფეხბურთელს ან მწვრთნელს? გითხრათ რამე წამოსვლის წინ დენი მერფიმ? სამწუხაროდ ჯერ არა. მე ალან ჰანსენთან და ლოურენსონთან ერთად ვიყავი BBC-ის სპორტულ გადაცემაში, მაგრამ ლივერპულზე არ გვისაუბრია, რადგან სულ სხვა თემაზე ვმსჯელობდით. ასევე შევხვდი კენი დაგლიშს და კრისტიან პურსლოუს, რადგან სწორედ ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, მაგრამ არავისთან მისაუბრია ჩემს შესაძლო ლივერპულში გადასვლამდე, ვიდრე კრისტიანმა საბოლოოდ არ მითხრა, რომ ყველაფერი მოგვარებულია და მე ლივერპულის მწვრთნელი გავხდი. როცა დენი მერფი უკანასკნელად ვნახე მაშინ ჩემი ლივერპულში გადასვლა ჯერ კიდევ ჭორის დონეზე იყო, ამიტომ ამ თემაზე სერიოზულად არც კი გვისაუბრია. გეგმავთ მომავალში დენი მერფისთან საუბარს? (მერფი ლივერპულში თამაშობდა 7 წლის განმავლობაში, ახლა კი ფულჰემის კაპიტანია.) მე აუცილებლად დავურეკავ დენის, რათა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მას და მთლიანად ფულჰემს და ვუსურვო უდიდესი წარმატებები მომავალში. ალბათ სწორედ ფულჰემის დამსახურებაცაა, რომ მე დღეს ლივერპულის დონის კლუბში ვარ. მე თითოეული ფეხბურთელის მადლერი ვიქნები ბოლომდე. თუმცა ლივერპულზე საუბარს დენისთან არ ვაპირებ, რადგან ის ახლა ფულჰემის კაპიტანია. წითლებზე სასაუბროდ კი აქაც უამრავი ადამიანია… კენი დაგლიში უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს და გასაუბრებებს კანდიდატებთან. როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენ მასთან და აპირებთ თუ არა მასთან ერთად მუშაობას მომავალში? მე უდიდეს პატივს ვსცემ კენის, ისევე როგორც ყველა ლივერპულში. ის ნამდვილად იყო ლივერპულის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. იგი კლუბის ლეგენდაა და ყოველთვის ეყვარებათ ფანებს, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია როცა ხედავენ რომ მათი კუმირი აქტიურად არის ჩართული კლუბის განვითარების საქმეში. იგი საოცარი ფეხბურთელი იყო და ნამდვილად იმსახურებს ასეთ სიყვარულს და პატივისცემას. ლივერპულმა გასულ სეზონში 19 მატჩი წააგო. ნაადრევად გამოეთიჩა ევრო-ტურნირებს და არასასურველი შედეგით დაასრულა პრემიერლიგა. რა იქნება თქვენი მიზნები მომავალ სეზონში? ამბიცია რათქმაუნდა დიდი გვაქვს. ლივერპული ყოველთვის იბრძოდა ჩემპიონთა ლიგისთვის და სწორედ ეს იქნება ჩვენი მიზანიც. მცირე მიღწევებით დაკმაყოფილება ბედნიერს არავის არ გახდის, ამიტომ მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. სიტყვები ყოველთვის სიტყვებადვე რჩება. ჩემთვის მთავარი საქმეა და და სწორედ საქმით ნდა დავამტკიცოთ ჩვენი მუშაობის შედეგი, ჯერ ვარჯიშებზე, შემდეკ კი ენფილდზე და ინგლისის სხვა სტადიონებზე. (საქმე ლაპარაკის ნალცვადო. ავტ.) რას ეტყოდით ლივერპულის გულშემატკივრებს? პირველ რიგში უღრმეს მადლობას, რომ მიმიღეს ლივერპულის მწვრთნელად. მე სერიოზულად ვაპირებ მივუდგე თქვენ გუნდთან მუშაობას და დავიმსახურე თქვენი სიყვარული და პატივისცემა, რისი ძალაც არაერთხელ მინახავს ენფილდზე. ლივერპული არის კლუბი, სადაც მისი დევიზი “შენ არასოდეს იქნება მარტო”, ნამდვილად გამართლებულია გულშემატკივრების მხრიდან. ახლა მეც და მთლიანად გუნდს თქვენგან დიდი მხარდაჭერა გვესაჭიროება და იმედი მაქვს არც მე ვიქნები მარტო… დამეხმარეთ საქმის კარგად კეთებაში და მე ჩემს მაქსიმუმს გვაკეთებ… View the full article
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/10cee0e5-7f99-46f3-b812-203067b8a4f0_mw800_mh600_s-150x150.jpgნუგზარ ნაჭყებიას სასამართლო პროცესი 16 ივლისისთვის გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზად, ბრალდების მხარის მიერ მოწმეების წარმოუდგენლობა დასახელდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sasamartloflv_000003680.jpg itvს ლინკი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ccc.bmpშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად შვიდი პირი დააკავეს. რომლებიც მოქალაქეებისათვის ცნობილი იყვნენ, როგორც ე.წ ”მაზავშიკები” და 2010 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის სხვადასხვა თამაშებზე, აღნიშნული პირები უკანონო ფულად გარიგებებს ეწეოდნენ მოქალაქეებთან. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/policia_01_07_2010flv_000003480.jpg itvს ლინკი
  8. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის განხორციელებით, შესაძლოა, სამედიცინო მომსახურების ხარისხი დაეცეს. როგორც პარლამენტის… ლინკი მედიანიუსზე
  9. საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ დამფუძნებლის ეკა ბესელიას განცხადებით, ივლისის შუა რიცხვებში საქართველოში პოლიტპატიმრების საქმეთა შემსწავლელი ევროპელი… ლინკი მედიანიუსზე
  10. აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი მართვის უფლებით ბრიტანულ კომპანიას გადაეცემა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და… ლინკი მედიანიუსზე
  11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ორი უსინათლო აბიტურიენტი თამარ კალანდაძე და ბაჩანა მარგველაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში… ლინკი მედიანიუსზე
  12. მსოფლიოს ყველაზე წამგებიანი ბანკების რეიტინგის პირველი ადგილები ამერიკულმა ბანკებმა დაიკავეს. “კომერსანტის” ინფორმაციით , ტოპ–25–ში რვა ამერიკული ბანკია.… ლინკი მედიანიუსზე
  13. 30 მაისს მსოფლიო ”სოციალური მედიის დღეს” აღნიშნავს. სოციალური მედიის 150-მდე მომხმარებელმა ეს დღე საქართველოშიც აღნიშნა. სოციალური მედიის დღე Mashable.com-ის ინიციატივით ეწყობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებ-გვერდის მონაცემებით, 30 მაისს სოციალური მედიის დღე 92 ქვეყანაში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა იზეიმა. საქართველოში სოციალური მედიის დღე პირველად ჩატარდა. შეხვედრა საღამოს 6 საათზე იყო დანიშნული. მთაწმინდის ამფითეატრში შეკრებილმა ადამიანებმა Mashable.com-ის დამფუძნებელ პეტ კაშმორის ვიდეომისალმება მოისმინეს. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ექვსმა ბლოგერმა პრეზენტაციები წარადგინა შემდეგ თემებზე: გოჩა გაბოძე - "ადრეული სოციალური ქსელები" ლადო ლომიძე - "დაზოგე დრო, გამოიწერე RSS!" გიორგი გიორგაშვილი - "კორპორატიული ბლოგინგი" მარი ტალახაძე - "რატომ ტვიტერი?" საბა ლეკვეიშვილი - "მედია ბანკის პრეზენტაცია" დავით ჯიშკარიანი - "Social Media ROI" სოციალური მედიის დღის აღნიშვნა 3 საათი გაგრძელდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...