planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
აქციის მიზეზი ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს ის შენობები ჩამოართვა, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005”-ს ჰქონდა ნაქირავები. ”მადლი 2005”-ს აჭარაში ოთხი სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც მსურველებს მუსლიმანურ რელიგიას ასწავლიდნენ. ”ბათუმელები” ამ თემაზე სტატიას მალე გამოაქვეყნებს. მანამდე კი გთავაზობთ ვიდეო მასალას, რომელიც აქციის მონაწილეებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და მოგვაწოდეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გადავწყვიტეთ თქვენთვის გვეჩვენებინა მსოფლიო ჩემპიონატების სიმბოლოები... იხილეთ fanebi.com
-
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კრიშტიანო რონალდომ, ესპანეთთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 1-0 წააგო. გაწბილებული და საშინლად გაღიზიანებული რონალდო, მთელი მსოფლიოს თვალწინ, სალანძღავი სიტყვებით ამკობდა, პორტუგალიის მთავარ მწვრთნელს, კარლოს კეირუშს. კრიშტიანოს განცხადებით, გუნდის კრახი, მეტწილად სწორედ კეირუშის სინდისზეა და არა ფეხბურთელების. იხილეთ fanebi.com
-
ყველა ადამიანს (უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს, მისი ადგილსამყოფელის მიუხედავად), მათ შორის უცხო ქვეყნის იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს - ესაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახალხო დამცველის სარჩელზე. ორშაბათს, 28 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. დავის საგანი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის ნორმა იყო, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა არ გააჩნდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს. მოსარჩელის - საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ასეთი შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, რომელიც ამ უფლებას ყველა ადამიანს, მისი მოქალაქეობის მიუხედავად, ანიჭებს. მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, ამ უფლებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა სარგებლობდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მინიჭებით, მათ საქართველოს კანონმდებლობაზე გავლენის მოხდენა შეეძლებათ. ამავე დროს, მოპასუხის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს. სარჩელის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით მკაფიოდ არის განსაზღვრული ის ძირითადი უფლებები, რომელთა სუბიექტი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს (მაგალითად, როგორიციაა საარჩევნო უფლება) და ის უფლებები (საკუთრების, მემკვიდრეობის, პირადი ხელშეუხებლობის და სხვა კონსტიტუციური უფლებები), რომელთა სუბიექტი ადამიანია, მისი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყველას _ როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს, უფლება აქვს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ დაირღვა ან შესაძლოა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, ხელისუფლების უფლებამოსილება ემსახურება ამ უფლებების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში სრულად და ადეკვატურად განხორციელებას, შესაბამისად, ხელისუფლების რომელიმე ორგანოს კომპეტენციას ვერ დაავიწროვებს, ვერ შეცვლის ამა თუ იმ უფლების შინაარსს, რადგან ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კონსტიტუციით გაწერის მიზანი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფაა. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმები, ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მქონე პირთა წრეს ვერ შეზღუდავს და ვერ შეცვლის სამართლიანი სასამართლოს და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების ფარგლებს _ წერია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესრელიზში. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადდა გასაჩივრებული კანონის ნორმები. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საჩივრით ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა მიმართა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/tyviavi-150x150.jpgსოფელი ტყვიავი რუსული ინტერვენციიდან 2 წლის შემდეგ. ომის კვალი აქ დღესაც კარგად ჩანს. ქარელიანთუბანი, ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც კონფლიქტის ცხელი ფაზისას სერიოზულად დაზიანდა. ნანგრევებად ქცეული სახლების ნარჩენების სოფლიდან გატანაზე დღემდე არავის უზრუნია. მათ მფლობელებს სახელმწიფომ კომპენსაცია უკვე მისცა. არიან ისეთებიც, ვინც ფულადი დახმარებისა და კოტეჯის გარეშე დარჩა. ძირითადად ისინი, ვისი სახლიც ბოლომდე არ დაინგა, თუმცა საცხოვრებლად გამოუსადეგარია. რატომ ფიქრობენ ირაკლი ოქრუაშილის და მიშა ქარელის თანასოფლელები, რომ მთავრობამ მათ ზურგი შეაქცია…. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/tyvi.jpg itvს ლინკი
-
თბილისის "დინამო", რომელიც უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ფლორასთან ხვალ 1 ივლისს გამართავს. ესტონელები გუშინ თბილისში ჩამოფრინდნენ და დღეს ეროვნულ სტადიონზე 18:00 საათზე ივარჯიშებენ, ხოლო "დინამო" კი 19:00 საათზე. შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ 18:00 საათზე გაიმართება და ბილეთის ფასი 3 და 5 ლარი ეღირება და შეხვედრას ისრაელიდან ელი ჰაკმონი განსჯის. აქვე დვამატებთ, რომ შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი განახორციელებს. იხილეთ fanebi.com
-
გუშინ საღამოს, კეიპ თაუნში, Green Point Stadium-ზე, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალურ შეხვედრაში, პირინეული დერბი შედგა, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ, ევროპის მოქმედი ჩემპიონი (ესპანეთის ეროვნული ნაკრები) და პირინეის ნახევარკუნძულის მეორე ბინადარი (პორტუგალიის ეროვნული გუნდი) წარსდგნენ. გასული მატჩი, ესპანელთა დამაჯერებელი, თუმცა მეტად მოკრძალებული გამარჯვებით 1-0 დასრულდა. იხილეთ fanebi.com
-
დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი თბილისში, სამების ეკლესიაში კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას შეაფასებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით, სამების სახელობის ეკლესიაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტები ეკლესის გადარჩენისთვის პარალელურ რეჟიმში ახორციელებენ ძეგლის ურთულეს კონსტრუქციულ გამაგრებით და კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაობს. ასევე მიმდინარეობს სამების სახურავის შეცვლა ტრადიციული კრამიტით. ძეგლი სრულად რეაბილიტირებული იქნება წლის ბოლომდე. იხილეთ epn.ge
-
თბილისში, დიღმის მასივის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება დღის 15.00. საათიდან აღუდგება. როგორც „მედიანიუსს“ კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ… ლინკი მედიანიუსზე