planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საეკლესიო კალენდარი შაბათი მოწამეთა: ინასი, პინასი და რიმასი (III) ; მოწამეთა: არისტოკლე ხუცისა, დიმიტრი დიაკონისა და ათანასე… ლინკი მედიანიუსზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/iliauni.jpgილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციულ წიგნიერებაზე დღეს, კონფერენცია გაიმართება. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, კონფერენციაში _ “ინფორმაციული წიგნიერება 2010″ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები მონაწილეობენ. სტუდენტები ინფორმაციული წიგნიერების კურსის ფარგლებში მომზადებულ პრეზენტაციებს წარმოადგენენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/telasi_logo7-150x130.jpgსს “თელასის” ქვესადგურ “არსენალში” პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება: 9 ძმის, ზაზიშვილის, მამრაძის, ქვალონის, აგარის, მარუაშვილისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. შეზღუდვა შეეხება “თბილისის წყლის“ ნაძალადევის რაიონის სატუმბო სადგურს, რადიო სადგურს და ტუბ-დისპანსერს. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი გათიშვის შესახებ “თელასმა“ წინასწარ უკვე აცნობა. სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება. იხილეთ epn.ge
-
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ სარდაფში დღეს “ინგლისის ვარდების” პრემიერა შედგება . როგორც “ექპრესნიუსს” უნივერსიტეტიდნ აცნობეს, მადონას “ინგლისის ვადების” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სასწავლებლის სპეციალური პედაგოგიკის მიმართულების სტუდენტები შეზღუდული შესაძლებლობების მოზარდებთან ერთად წარმოადგენენ. სპექტაკლი “ინგლისის ვარდები”, მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას”, _ აცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იხილეთ epn.ge
-
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს მომავალი ბურუსმა მოიცვა. გერმანიასთან, გამანადგურებელი ანგარიშით წაგებული მატჩისა და მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ განცდილი კრახის შემდეგ, ბრიტანელ გულშემატკივარსა და იტალიელ სპეციალისტს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც ახლო მომავალში შესაძლოა კაპელოს გუნდიდან წასვლით დასრულდეს. იხილეთ fanebi.com
-
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს მომავალი ბურუსმა მოიცვა. გერმანიასთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგებული მატჩისა და მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ განცდილი კრახის შემდეგ ბრიტანელ გულშემატკივარსა და იტალიელ სპეციალისტს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც ახლო მომავალში შესაძლოა კაპელოს გუნდიდან წასვლით დასრულდეს. იხილეთ fanebi.com
-
ფეხბურთის "მეფედ" წოდებული, ბრაზილიელი პელე, თავის უშუალო კონკურენტს, არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარულ წარმომადგენელს, დიეგო არმანდო მარადონას აკრიტიკებს. ამჯერად, ბრაზილიელმა - არგენტინელს ცხოვრების წესი დაუწუნა და კიდევ ერთხელ, გადაჭრით თქვა, რომ დიეგო ცუდი მწვრთნელია. იხილეთ fanebi.com
-
ფეხბურთის "მეფედ" წოდებული, ბრაზილიელი პელე, თავის უშუალო კონკურენტს, არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარულ წარმომადგენელს, დიეგო არმანდო მარადონას აკრიტიკებს. ამჯერად, ბრაზილიელმა არგენტინელს ცხოვრების წესი დაუწუნა და კიდევ ერთხელ, გადაჭრით თქვა, რომ დიეგო ცუდი მწვრთნელია. იხილეთ fanebi.com
-
</p>/get_img?NrArticle=1873&NrImage=1 1 ივლისს დანგრეული ხიდის ქვეშ სოფელ გლდანის 5 მცხოვრები პარლამენტში გლდანის რაიონის დეპუტატ გიორგი ასანიძეს ელოდა. მოსახლეობა სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლის მილების შეკეთებას და სახლთან მისასვლელი გზის აღდგენას ითხოვდა, რომელიც ნიაღვარმა დააზიანა. თუმცა დეპუტატი არ გამოჩნდა და მოსახლეობაც დაიშალა. ერთ-ერთი მოსახლე ნოდარ კოტორაშვილი ამბობს, რომ ასანიძე მას სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა, მაგრამ პირობა ჯერ არ შეუსრულებია. /get_img?NrArticle=1873&NrImage=2 სასმელი წყლის მილები სოფელ გლდანში, რომელიც დედაქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 1 საათის საავტომობილო სავალზე მდებარეობს, 2010 წლის 23 ივნისს დაზიანდა, როცა მდინარე გლდანულა დაახლოებით 6 მეტრით ადიდდა. ”როგორც გემს, ისე მიაცურებდა ადიდებული მდინარე წყლის მილს”, - ამბობს მდინარის ხეობაში მცხოვრები თინა ლეჟავა. დაახლოებით 10 ტონა სასმელად ვარგისი წყალი ყოველდღიურად მილებიდან მდინარის კალაპოტში ჩაედინება. ”დიდი არაფერი უნდა ამის შეკეთებას. ამდენი წყალი ტყუილად იკარგება, არადა, წყალი ძვირად ფასობს”,- ამბობს ლეჟავა. ამჟამად სოფელ გლდანში მცხოვრები 620 ოჯახი სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლის გარეშეა დარჩენილი. /get_img?NrArticle=1873&NrImage=3 სასმელი წყლის გარდა, 23 ივნისს ადიდებულმა გლდანულამ მდინარესთან ყველაზე ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ნათესები და სახლთან მისასვლელი გზები გაუნადგურა, ხეხილი კი ძირფესვიანად წალეკა. ირინა ლეჟავაც მდინარე გლდანულის პირას ცხოვრობს. მას მეორე თვეა, რაც სასმელი წყალი არ აქვს. ”მდინარის ადიდების მერე წყლის ნასახი არა გვაქვს,” - ამბობს ლეჟავა. /get_img?NrArticle=1873&NrImage=4 ფეხმძიმე რძალი და შვილიშვილები სხვაგან გახიზნა, თვითონ კი სახლში ჩამონგრეული საცალფეხო ბილიკებით ადის. მისი თქმით, წელიწადში დაახლოებით 5000 ლარს ხარჯავდნენ სახლამდე მისასვლელი გზის შეკეთებისთვის, რომელიც მდინარის ყოველი ადიდების მერე ირეცხებოდა. ”წყალში გადაყრილი ფული იყო. ახლა კი დანგრეული გზა იმხელაა, რომ ამას ჩვენ საკუთარი სახსრებით ვეღარ შევაკეთებთ”, - ამბობს ირინა ლეჟავა. /get_img?NrArticle=1873&NrImage=5 მოსახლეობის სახელით, ირინა ლეჟავამ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გზების შეკეთების თაობაზე განცხადება 2010 წლის აპრილის დასაწყისში შეიტანა. ”სამინისტროდან მოვიდნენ, მიწა აზომეს და მერე გვითხრეს, თანხა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და საგზაო დეპარტმანეტს უნდა გადაურიცხოსო. მას მერე არაფერი გვსმენია”, - ამბობს ის. /get_img?NrArticle=1873&NrImage=6 ხეობიდან სახლამდე ნოდარ კოტორაშვილსაც ჩამონგრეული მიწის გავლით უწევს ასვლა. მისი სახლის წინ მიწის ფართობი თითქმის აღარ დარჩა. ”კიდევ ასე რომ ადიდდეს მდინარე, ჩვენს სახლსაც წაიღებს”, - ამბობს კოტორაშვილი, რომელიც ხეობიდან სახლამდე ჩამონგრევის პირას მყოფი მიწის ბილიკით ადის. /get_img?NrArticle=1873&NrImage=7 ლევან მინაშვილი მდინარის ხეობიდან დაახლოებით 100 მეტრში 4 წლის წინათ დასახლდა. ადიდებული მდინარის ზემოდან დაქანებულმა წყალმა მისი პომიდვრის ნათესები წალეკა. ლევანს მათი ხელახლა დათესვა მოუწია. ”რად მინდა ახალი ნათესები, მაინც ვერ ვრწყავ”, - ამბობს მინაშვილი. ლევანს სხვა პრობლემაც აწუხებს, რომელიც ზაფხულობით იჩენს ხოლმე თავს. სახლის ეზოში ამჟამად წყლის არხია გაყვანილი, სადაც ქუჩის იქით მცხოვრები მოსახლეობის ფეკალური მასები გაედინება და ეზოს კვეთს, შემდეგ კი მდინარე გლდანულაში ჩაედინება. ”საშინელი სუნი დგას და არხთან გველხოკერები ამოდიან გასაგრილებლად. მეშინია ბავშვს რამე არ დაუშავონ”, - ამბობს მინაშვილი. /get_img?NrArticle=1873&NrImage=8 ნიაღვრის დროს ადიდებული არხის ჩაცხრომის შემდეგ ლევან მინაშვილი საკუთარი სახსრებით ეცადა საბურავების საშუალებით ნიადაგის გამაგრებას. გამგეობაში არაერთხელ მიმართვის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ მან განცხადება გიგი უგულავას სახელზეც დაწერა. განცხადებაში ის ითხოვს, რომ სასმელი წყლის მიწოდება აღუდგინონ და სოფლის მიერ მოხმარებული წყალი მისი ეზოდან გაიყვანონ. ”არ მაქვს იმედი, რომ დამეხმარებიან. მაგრამ მერე საბუთი ხელთ მექნება, რომ მივმართე და ჩემს ეზოში გამავალ ბინძურ არხს რომ გადავკეტავ, ვეღარ მომედავებიან”, - ამბობს ის. ამჟამად არც მინაშვილს აქვს სასმელი და ნათესების მოსარწყავი წყალი. /get_img?NrArticle=1873&NrImage=9 მოსახლეობა ჩივის, რომ 23 ივნისს დანგრეული ხიდის მშენებლობა მალე დაიწყო, რადგან, ერთ-ერთი მოსახლის თქმით, ის ”სტრატეგიული ობიექტი იყო”, ხოლო წყლის მილების შეკეთების საკითხი დღემდე ღიად რჩება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მოსკოვის "ლოკომოტივი", რომელიც შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფება, "ზალცბურგის თასზე" მორიგი მატჩი გამართა ბუქარესტის "დინამოსთან", სადაც რუსულმა გრანდმა 1:0 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი გოლი რუმინელთა კარში ქართველმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა გაიტანა. ასათიანი შეხვედრის 68-ე წუთზე შეცვალეს. იხილეთ fanebi.com
-
მოსკოვის "ლოკომოტივი", რომელიც შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფება, "ზალცბურგის თასზე" მორიგი მატჩი გამართა ბუქარესტის "დინამოსთან", სადაც რუსულმა გრანდმა 1:0 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი გოლი რუმინელთა კარში ქართველმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა გაიტანა. ასათიანი შეხვედრის 68-ე წუთზე შეცვალეს. იხილეთ fanebi.com
-
ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა რამდენიმე წუთის წინ, სადაც ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა 1/4 ფინალიდან მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ბრაზილია გამოაგდო. შეხვედრა ევროპელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. პირველი ტაიმის ძირითადი ნაწილი ბრაზილიელთა უპირატესობით წარიმართა და რობინიოს მე-10 წუთზე გატანილი გოლის წყალობით პირველი 45 წუთის მოგება შეძლეს. თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარმა რადიკალურად განსხვავებულად ჩაიარა. ჰოლანდიელებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და მატჩის 53–ე წუთზე გოლიც გაიტანეს, ეს ყველაფერი კი ფელიპე მელომ მოახერხა, რომელმაც თავით ჩაჭრა საკუთარ კარში ბურთი. ამის შემდეგ "ნარინჯისფერელები" არ მოეშვნენ და 68-ე წუთზე კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს, ამ შეთხვევაში კი ვესლი სნეიდერმა გამოიჩინა თავი 2:1. ბრაზილია გოლის შემდეგ თავის თავს ნამდვილად არ გავდა და გუნდი ფსიქოლოგიურად აშკარად გატყდა, ამას შემდეგ დაემატა მელოს მოედნიდან გაძევებაც, რომელმაც რობენს ფეხში ჩაახარტყა. დარჩენილ დროში კიდევ ჰქონდათ შანსი ჰოლანდიელებს გოლის გატანის მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ ჰოლანდია 1/2 ფინალში გავიდა და ის ურუგვაისა და განას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, აღნიშნული შეხვედრა კი დღეს 22:30 საათზე დაიწყება. იხილეთ fanebi.com
-
ორ დღიანი შესვენების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი ბრუნდება. დღეს 1/4 ფინალური მატჩების ორი შეხვედრა გაიმართება. პირველი მატჩი ჰოლანდიასა და ბრაზილიას შორის შედგება. ორივე გუნდის დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენს და დღევანდელი მატჩიც არ არის გამონაკლისი. ჰოლანდია და ბრაზილია აქამდე სულ 9–ჯერ შეხვედრიან, სადაც 3 ბრაზილიელებმა, ხოლო 2 კი ჰოლანდიელებმა მოიგეს, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ცხრა მატჩიდან სამჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ ერთმანეთს. აღნიშნულ შეხვედრას ვან მარვიკის გუნდი სრული შემადგენლობით ხვდება, რაზეც ვერ ვიტყვით დუნგას შეგირდებზე, რადგან ელანო დამტვრეულია, ხოლო რამირესს კი დისკვალიფიკაცია აქვს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მატჩს იაპონელი იუჩი ნიშიმურა მოემსახურება. იხილეთ fanebi.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/Batumi_boulevard.jpgზაფხული, მზე და ზღვა… აჭარაში საკურორტო სეზონი ოფიციალუად გაიხსნა. აჭარა დამსვენებლების პირველ ნაკადს უკვე მასპინძლობს. Share View the full article
-
http://www.fcdinamo.ge/img/news/big_487.jpg როგორც მოგეხსენებათ დღეს ორმა ქართულმა გუნდმა ჩაატარა თავიანთი საშინაო შეხვედრა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე.SOCCER DAY გთავაზობტ იმ 8–ვე გოლის ვიდეოს,რომლებიც დღეს საქართველოში ევროპულად გავიდა. სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/b/19qaw.jpg თამაში იმერლებმა ტრავმირებული თორნიკე აფციაურის გარეშე ჩაატარეს.საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორმა "ზესტაფონმა" უპრობლემო დაამარცხა სან–მარინოს მეოთხე ადგილოსანი "სან ფაეტანო". ნიკა გელაშვილმა და ჯაბა დვალმა თავიანთ ანგარიშზე ორ–ორი გატანილი ბურთი მიითვალეს,საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე გორგიაშვილმა დააფიქსირა. სტუმრებმა საკუთარი კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 20 წუთი მოახერხეს მანამ სანამ პენალტით არ გახსნა ანგარიში გელაშვილმა.საპასუხო მატჩი ფორმალურ ხასიათს ატარებს,ამ წყვილის გამარჯვებული უკვე ცნობილია და ეს "ზესტაფონი" იქნება.ასე რომ "ზესტაფონს" უკვე შეუძლია დაიწყოს ფიქრი მომავალ მეტოქეზე,მეორე რაუნდში მათ "დუკლასთან' მოუწევთ ჯახი. სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/d/ry048.jpg SOCCER DAY ეხმარება თვრამაეტი წლის ქეთი სესიტაშვილს. იგი საავოდმყოფოში მუცლის მწვავე ტკივილით ნაწლავების გადახლარდვის დიაგნოზით მიიყვანეს.თუმცა დიაგნოზი მცდარი აღმოჩნდა.ორჯერ გაკვეთის შემდეგ გოგონას მდგომარეობა ნარკოზში ყოფნისას გართულდა.ნარკოზმა და სხვადასხვა პრეპარეტაბის არასწორმა მიღებამ ორგანიზმში უკუჩვენებები გამოიწვია. სრულად იხილეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება 22:00 საათზე http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio.jpg itvს ლინკი
-
დაიწყო მაჩანჩალა კლუბებისთვის ევროსეზონი. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ესტონურ ფლორას შეხვდა და მხოლოდ 2:1 მოიგო, ეს კი ისეთი ანგარიშია, კაცი ვერ იტყვის, რომელი კლუბი განაგრძობს შემდეგ ეტაპზე თამაშს. ძაან დაეტყო დინამოს ძირითადი თერთმეტეულიდან ხუთი კაცის წასვლა, აქედან სამი მცველის და იყო კიდეც ერთი არეულობა ჩვენს საჯარიმოში. აღარაფერს ვამბობ ლორიაზე – კაცმა რომ არ იცის რას აკეთებდა და საერთოდ ვინ დააბრალა ამ კაცს მეკარეობა?! გამოსვლებზე უამრავი შეცდომა დაუშვა, ტყუილად იქნევდა უზარმაზარ ხელებს, ბურთი იშვიათად თუ მოიხელთა. ბედი ჩვენი, რომ მეტოქედ უსუსური კლუბი გვყავდა, თორემ მერე ნახეთ შემდეგ ეტაპზე ჩვენების დაწიოკება, ამ ბედოვლათებს თუ გაცდნენ.. თუმცა ჯერ იქით ეტაპზე რას ვფიქრობ, ამ უნიათო მეტოქემაც გვარიანად გვანერვიულა და გოლიც მოგვართვა – მეტოქის თავდამსხმელს ხელი არავინ შეუშალა კარის გასწვრივ გამჭოლი პასი გაეკეთებინა, სადაც ასევე უყურადღებოდ მიტოვებულმა მეორე ესტონელმა ხუთი–ექვსი მეტრიდან ადვილი ბურთი შეგვიგდო.. იყო მერეც შეცდომები, რის წყალობით ფლორა ახლო იყო მეორე ბურთი გაეტანა. საბედნიეროდ დაცვისგან განსხვავებით ოდნავ მეტი ფხა გამოიჩინეს შემტევებმა. თუმცა ნაკლები იყო კომბინაციური სწორი თამაში და თუ რამე მომენტი შევქმენით, ძირითადად ეს გარკვეული მოთამაშეების ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე იყო. გოლის გაშვებინდა მალევე კახელიშვილმა საჯარიმოს შიგნიდან კარგად ჩაახვია ბურთი შორეულ ცხრიანში 1:1. აქტიურობდა ჯუისი, ვინც რამოდენიმე კარგი დრიბლინგი გამოაცხო, მაგრამ ბოლო მომენტში ხეირიანად ვერ დაარტყა. მეორე ტაიმში ჩვენები კიდევ უფრო გამოცოცხლდნენ, იყო ედნილსონის კარგად შესრულებული ჯარიმა და ხარიხა, კოშკაძის ასევე ჯარიმიდან დარტყმული ბურთი და მეტოქის მეკარის კარგი სეივი, თექთურმანიძის გაბრწყინება – ლამაზი დრიბლინგი, მაგრამ უხეირო დარტყმა. გოლი გვეკუთვნოდა და გავიტანეთ კიდეც, ოღონდ მხოლოდ თერთმეტმეტრიანის შემდეგ 2:1 და წინ ტალინური შეხვედრაა, სადაც დაცვამ თუ ასე უსუსურად ითამაშა, კაცმა არ იცის რა მოხდება. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/350/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/350/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/350/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/350/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/350/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/350/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/350/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=350&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი