Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.freewebs.com/footballontap/moran-dalglish-eva_1213298c.jpg დღეს ლივერპულის ლეგენდალურმა ფეხბურთელმა განაცხადა რომ იგი დიდ პატივს სცემს როი ჰოჯსონს. კენი დალგლიში აქტიურად იყო ჩართული ახალი მწრთვნელის ძიების პროცესში. სწორედაც რომ დალგლიშის რეკომენდაციით იქნა როი ჰოჯსონი არჩეული. დალგლიში:“როის დანიშვნით ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, ვიცი რომ ეს ადამიანი ლივერპულს ძალიან წაადგება”. “მე როის დიდი ხანია ვიცნობ და დიდ პატივსაც ვცემ”. “მე და მას ჯერ დეტალურად არ გვისაუბრია, მაგრამ ეს მალე მოხდება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ლივერპულის ფეხზე დაყენება და აყვავებაა და ვიმედოვნებ ეს გამოგვივა”. View the full article
  2. http://image.geotorrents.com/images/c32axif5scr6ns6qat7f.jpg ჰოჯსონი თავის უმთავრეს პრიორიტეტად ასევე ფერნანდო ტორესის გუნდში დარჩენას ასახელებს მას სურს რაც შეიძლება მალე ესაუბროს ფერნანდოს. ახალი ბოსი უკვე შეხვდა სტივსა და ჯეიმის, მაგრამ მან ვერ შეძლო ელ ნინიოს ნახვა რადგანაც იგი მუნდიალის ციევცხელაბაშია, და ინტენსიურად ვარჯიშობს ესპანეთის ნაკრებთან ერთად. მის ენფილდზე დაბრუნებას შესაძლებელია რამდენიმე კვირა დასჭირდეს, მაგრამ ჰოჯსონს მისი ნახვა უმოკლეს დროში სურს რადგანაც ამ ადამიანზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ჰოჯსონი:“მე ფერნანდოს გავესაუბრები როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება”. “არ იქნება გამართლებული მასთან სატელოფონო საუბარი ეხლა რადგანაც მას ძალიან რთული მისია აკისრია, მე მას ვნახავ მაშინვე როგორც კი მუნდიალი დასრულდება”. “მინდა მას ვესაუბრო ერთი-ერთში როგორც კი მუნდიალი დამთავრდება სანამ იგი შვებულებაში წავა, მინდა მას ავუხსნა რატომ არის ენფილდი საუკეთესო ადგილი სადაც იგი უნდა დარჩეს”. View the full article
  3. http://image.geotorrents.com/images/9tj7nhxe6e4op98grohb.jpg როი ჰოდგსონმა მადლობა გადაუხადა ფანებს. იგი აღტაცებულია მათი საოცარი მხარდაჭერით. ლივერპულის ახალი ბოსი როი ჰოჯსონი მელვუდზე იყო სამშაბათს რათა ფეხბურთელებს მისალმებოდა და საჩვენებელი ვარჯიში გაემართათ, ამის შემდეგ მან უკვე ენფილდზე გადაინაცვლა და მსოფლიო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე იგი შეხვდა გუნდის კაპიტანსა და ვიცე კაპიტანს სტივ ჯერარდსა და ჯეიმი კარაგერს, ასევე ლივერპულის ტექნიკურ ჯგუფს კენი დალგლიშსა და სემი ლის. დღეს როი შეხვდა ექიმებს საჩვენებელი ვარჯიშის დაწყებამდე მელვუდზე. იგი უბრალოდ აღტაცებულია მერსესაიდელებით. როი:“შემაძრწუნებლად გულთბილად მიმიღეს ფანებმა და ლივერპულის ტექნიკურმა ჯგუფმა”.”ყოველთვის ვიცოდი რომ ლივერპულს გამორჩეული ფანები ჰყავდა, და მათი დახვედრა იყო ფანტასტიური”. “და მე სიტყვას ვაძლევ მათ რომ ამ გულთბილ დახვედრას და პატივისცემას შესაბამისად გადავუხდი”. View the full article
  4. გაზიარება [კახა კაციტაძე. 22:37 02-07-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TC4x4GXKeLI/AAAAAAAAD3w/bYV4AP2TsVk/s200/mkvleoba.gifგორში სტალინის ძეგლი აღარ დგას. აღსრულდა! შეგვიძლია გავიხსენოთ ორჯონიკიძის ცნობილი დეპეშა აწ. აღებული სტალინისადმი, თბილისის თავზე მოფრიალე წითელი დროშის შესახებ. ყველას ეზღვება ის, რაც უნდა მიეზღოს. ჩვენ არ გვაინტერესებს კითხვა სტალინის როლზე საქართველოს ისტორიაში. აქ ყველაფერი ცხადზე უცხადესია. ჩვენ თავად ფაქტს არ ვეხებით. ვეხებით იმას, რის გამოვლინებასაც თავად ფაქტი წარმოადგენს. რა იყო ეს - სამართლიანობის აღსრულება თუ გარკვეული მითოლოგემის რეალიზაცია. მითოლოგემისა, რომელიც ფროიდმა განიხილა “ტოტემი და ტაბუ”- ში. პირველყოფილ ურდოში ტირანი მამა ზეობს. მისი ზეობის მოშურნე სრული ძალაუფლების მოსურვე და ოიდიპოსის კომპლექსით შეპყრობილი შვილები მამას კლავენ და სჭამენ. კანიბალიზმის აქტით ისინი ძალაუფლებას ეზიარებიან და თავად იქცევიან ტირან მამებად. ფსიქოანალიტიკოსები ამავე მითოლოგემის კვალს ხედავენ ბერძნულ მითში კრონოსის მიერ, მამამის ურანოსის დასაჭურისების და მისი ტახტის დაკავების შესახებ... გარეგნულად ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც სტალინის დაუძინებელ მტერს უნდა გაეკეთებია. ასეთი მტრის შესახებ სტალინური აგიტპროპის წარმომადგენლები 1941 წელს თურმე შემდეგ სიმღერას მღეროდნენ: “ჰიტლერი კაცი არ არის, ის პირუტყვია ტყისაო, ხელშეკრულება დახია, სუ-სუ-რუ კავშირისაო”. ორთოდოქსი სტალინისთვის მითოლოგემებში სააკაშვილი ჰიტლერს უტოლდება (ამიტომაც არის, რომ ოპონენტების ნაწილი მიშას ჰიტლერის ჩამოშლილი ქოჩრით და ულვაშით ხატავს). მითოლოგემის გენეზისი ნათელია. მითოსში ხდება თვალსაჩინო წარმოდგენა, ვიზუალიზაცია რაღაც ზოგადისა. სტალინისტისათვის ჰიტლერ-სააკაშვილის მითოლოგემაში კონცენტრირდება ისეთი ელემენტები, როგორიცაა სიმუხთლე და ვერაგობა (ჰიტლერი ომის გამოუცხადებლად და ღამით დაესხა თავს სტალინს, სააკაშვილმა სტალინის ძეგლიც წინასწარი გამოცხადების გარეშე, აგრეთვე ღამით აიღო). მითოლოგემას აძლიერებს ის, რომ სტალინიცა და სააკაშვილიც ერთ დღეს არიან დაბადებულები. თან რა დღეს. რიტუალურ დღეს! ზამთრის მზებუდობისას, როდესაც ყველაზე გრძელი ღამე სუფევს. ასტრომითოპოეტური წარმოდგენისთვის არცთუ უმნიშვნელოა ის, რომ ჰიტლერმა სტალინთან ომი 22 ივნისს, ზაფხულის მზებუდობის დღეს დაიწყო. სააკაშვილს ჟანრის კანონი რომ დაეცვა, სტალინის ძეგლი ზაფხულის მზებუდობისას, ჰა და ჰა, რომელიმე ბუნიობისას უნდა აეღო (ისე, ქუთაისის მემორიალთან ანგარიშგასწორებისას ხელისუფლებამ მაინც ვერ მოახერხა რიტუალური თარიღისათვის არ მიემართა). ზამთრის მზებუდობისას შობა სტალინისტების მითოლოგემაში სააკაშვილს ამბივალენტურ ელფერს ანიჭებს (პრინციპში, ამბივალენტურობა ნებისმიერი მითოლოგიის დამახასიათებელია). სააკაშვილს რაღაც იდუმალი სიახლოვეც აკავშირებს სტალინთან და ამავე დროს მისი ნეშტის შემბილწავის როლშიც გამოდის (ცხადია, რომ სტალინისტურ მითოლოგიაში სტალინის ძეგლის აღება ზუსტად სტალინის გვამის შებილწვის იდენტურ აქტად აღიქმება). მოკლედ მეფე არტურის და მის დისშვილ მორდრედის ისტორიის რეინკარნაცია ხდება. არტურიადური ციკლიდან გამომდინარე, სტალინისტებს შეუძლიათ დამშვიდნენ – მათი ბელადი მშვიდად ისვენებს (კი არ განისვენებს, არამედ, სწორედ, ისვენებს) რომელიღაც ჯადოსნურ კუნზულზე, ან სულაც შეიძლება ბაზალეთის ტბის ძირას და ერთხელაც დაგვიბრუნდება. ელოდეთ ძრწოლით ამ მომენტს ქართველებო. სანამ ერთი მეფე-ქურუმ-ბელადი ისვენებს, ქვეყანას ჩამნაცვლებელი მეფე-ქურუმ-ბელადი მართავს. შედარებით მითოლოგიაში და რიგ სხვა მეცნიერებებში ასეთ ჩამნაცვლებელ მეფე-ქურუმ-ბელადს თანისტი ეწოდება. თანისტის მმართველობას სხვასთან ერთად კარნავალურობის უდიდესი მუხტი ახასიათებს. ყველამ იცის, რომ ბელადი ნამდვილი არაა, მაგრამ ყველა ისე იქცევა თითქოს მეფე ნამდვილი იყოს. ეს მითოლოგემა არაერთგზის გათამაშებული პოლიტიკურ ისტორიაში. ივანე მრისხანეს მიერ სიმეონ ბეკბულატოვიჩის ხელთდასმა კვაზიმეფედ, მეფის თანისტად, ამ მითოლოგემის რეინტერპრეტაციას წარმოადგენს. ამავე მითოლოგემის კონტექსტში ჯდება პეტრე პირველისა და მისი ძმის – ივანე გონებასუსტის მეფობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთში დღეს არსებული მედვედევ-პუტინის (თუ პირუკუ) ტანდემიც. იგივე მითოლოგემის კიდევ ერთი სპეციფიკური რეინტერპრეტაციაა თვითმარქვია ხელმწიფეთა ფენომენი ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებთან. რასაკვირველია, ასეთი ფენომენი ბევრი ერისათვისაა დამახასიათებელია, მაგრამ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელში ის სისტემურ ხასიათს ატარებს. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი გასცა ცნობილმა რუსმა სემიოტიკოსმა ბ. უსპენსკიმ. თავის გამოკვლევაში(მკითხველს ვურჩევ გაეცნოს მას მისამართზე http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Culture/Ysp/index.php) უსპენსკიმ დაასაბუთა, რომ თვითმარქვია ხელმწიფეთა სისტემატური გაჩენა რუსეთში ტახტზე მჯდომი პირის არასაკმარისი ლეგიტიმურობის შედეგია. ჩნდება ეჭვი, რომ მეფე ის არ არის, ვინც უნდა იყოს, რომ “царя подменили”. სადაც შეცვლილი მეფე ჩნდება, ბუნებრივია, რომ თვითმარქვია ხელმწიფეც გამოჩნდეს. ამ მიმართებით სტალინისტებისათვის სააკაშვილი დაახლოებით იმასვე წარმოადგენს, რასაც ეკატერინე II-ის მომხრეებისათვის პუგაჩოვი. ანუ, თვითმარქვია ქურუმ-მეფე-ბელადი. რაც შეეხება ზვიადისტებს, აქ საქმე უფრო რთულადაა. მათი უდიდესი ნაწილისათვის სააკაშვლი არის თვითმარქვია გამსახურდია, ხოლო უფრო მცირე ნაწილისთვის – ე.წ. გამიშაისტებული ზვიადისტებისთვის სააკაშვილი გამსახურდიას რეინკარნაციაა, თანაც – უფრო მაგარი (სიტყვა “მაგარი” მედეა თუშმალიშვილს ეკუთვნის, რომელმაც “რბილ” გამსახურდიას “მაგარი” სააკაშვილი დაუპირისპირა). თუმცა, ეს – დეტალებია. მთავარია იმის აღნიშვნა, რომ მეფე-ქურუმის ნაცვალი, თანისტი იქ ჩნდება, სადაც ხელისუფლება აბსოლუტურ ხასიათს ატარებს ან პრეტენზია აქვს ასეთზე. თანისტის კარნავალურობამ ნაღდი ხელმწიფის საფუძველმდებარე სერიოზულობასა და მარადიულობას უნდა გაუსვას ხაზი. მაგრამ შეიძლება თანისტმა სერიოზულად წარმოიდგინოს თავი მეფე-ქურუმად. ის, რომ სტალინის ძეგლი ყოველგვარი საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე, სააკაშვილის ერთნებური და თვითნებური გადაწყვეტილებით იქნა აღებული, ქართველებს უნდა გვამცნობდეს: ახალი აბსოლუტური მმართველი მოგვევლინა. ახალი, აბსოლუტური მმართველი, ერთის მხრივ ანტისტალინისტია, ებრძვის სტალინის მემკვიდრეობას და რუსებს, თუმცა მმართველობის აბსოლუტური ხასიათიდან და დაბადების დღის თარიღიდან გამომდინარე იდუმალ კავშირშია დიდ ბელადთან. მოკლედ, სტალინისტებიც და მიშაისტებიც სააკაშვილს ერთნაირად აღიქვავენ სტალინის მემკვირედ. ერთნი – როგორც სტალინის თანისტად, ხოლო მეორენი –აბსოლუტურად ახალ სტალინად, ბრძენ ხელისუფლად, რომელმაც ძველი კერპი დაამხო და მის ნაცვლად საკუთარი თავის ძეგლი აღმართა. თანაც – ხელთუქმნელი, როგორც ამას ჩვენი მტერი ერის წარმომადგენელი ერთი პოეტი იტყოდა (გვარს არ დავასახელებ, თორემ რუსეთუმეობას დამწამებენ). მოკლედ, რაც ერთი მიმართებით კარნავალია, მეორე მიმართებით – მისტიკაა. ამაშია აბსოლუტური ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო. ქართველი პოლიტოლოგები აბსოლუტური ხელისუფლების ამ იდუმალობას ვერ წვდებიან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკითხს მეტისმეტად რაციონალურად უდგებიან და ხელისუფლების მისტიკური არსი ხელიდან უსხლტებათ. ალბათ, უფრო უპრიანი იქნება ამ საკითხზე პაატა ბურჭულაძეს მივმართოთ, რომელსაც აბსოლუტური ხელისუფლების არსთან დაკავშირებულ ორ შესანიშნავ ოპერაში (მუსორგსკის “ბორის გოდუნოვი” და “ხოვენშცინა” მაქვს მხედველობაში) შესანიშნავად შეასრულა ორი წამყვანი პარტია.თანაც ერთი მეფისა, ხელისუფლებაზე მანიაკალურად შეყვარებული თვითმპყრობელისა, და მეორე რელიგური განდგომილების ბელადისა, რომელიც თავისებურ ანტი-მეფეს და ამ აზრით თანისტს წარმოადგენს. ამიტომ, ბატონი პაატა ალბათ ჩვენს პოლიტიკოსებზე და მათ ყმა ფარჩაკ-ექსპერტებზე უკეთ გვეტყვის აბსოლუტური ხელისუფლების ერთდროულად იდუმალი და კარნავალური არსის შესახებ. თუმცა, თემიდან გადავუხვიე. ამას გარდა, ჩვენი ჩრდილოელი და თანაც აბსოლუტური მტრების პოეტთა და მუსიკოსთა ქებას თან მოსდევს ბრალდება ოკუპანტისათვის ხელისშეწყობისა. ამიტომ, ისღა დამრჩენია, ამა საკითხზე უბნობა აღარ გავაგრძელო და ისევ სააკაშვილ-სტალინთან დაკავშირებულ მითოლოგემას დავუბრუნდე. ურიგო არ იქნება ვიკითხოთ, რომელი იყო სტალინის მითოლოგემებს შორის უმთავრესი. ცხადია ის რომელსაც ამხანაგი სტალინი პირადად და ყველაზე მასობრივად ამკვიდრებდა. როგორ ამკვიდრებდა? არა, ტერორით. არა! ამხანაგი სტალინი ტერორს ნაკლებად იყენებდა იქ, სადაც ამოცანის მიღწევა პიარით შეიძლებოდა. ამგვარი პიარის ინსტრუმენტი ტელევიზიის არარსებობის პირობებში კინო იყო. მისი მნიშვნელობა ბოლშევიკთაგან ჯერ კიდევ ლენინმა გაიაზრა, ხოლო შემდეგ სტალინმა ვირტუოზულად გამოიყენა. გავიხსენოთ სტალინის ეპოქის ყველაზე ცნობილი ისტორიულად ანგაჟირებული ფილმები: “ივანე მრისხანე”, “პეტრე პირველი” და “გიორგი სააკაძე”. არ შევეხებით ამ ფილმების მხატვრულ მხარეს. აღვიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ამ ფილმებს, მაშინდელი რეალიების გათვალისწინებით, მხატვრულად სუსტს ნამდვილად ვერ უწოდებ. ჩვენთვის არსებითია ის, რომ სამივე ფილმს საფუძლად ერთი სქემა უდევს – ერის გაბრწყინებისათვის მებრძოლი მამა, რომელსაც თავისი მიზნის მიღწევაში ხელს უშლიან დიდგვაროვანი შინაგამცემნი და გარეშე მტერნი. ერის დიადი მამა (შეთავსებით მეფე-ქურუმ-ბელად-წინასწარმეტყველი) დიადი მიზნის მისაღწევად არაფერს, არავითარ მსხვერპლს არ ერიდება. მთავარი მსხვერპლი სამივეს (ივანე მრისხანის, პეტრე პირველის და გიორგი სააკაძის) დაღუპული ვაჟია. ეს ვაჟები სრულიად სხვადასხვა გარემოებებში იღუპებიან, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის. ერის მამა, იყენებს რა მის ხელთ არსებულ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, აბსოლუტურ თუ სრულ ხელისუფლებას, ბოლოს და ბოლოს აღწევს სასურველ მიზანს. სტალინის ეპოქის კვაზიისტორიული ფილმების დისკურში მეორდება ერთიდაიგივე პიარსქემა: ერის გაბრწყინებისათვის მზრუნველი ხელისუფალი – ხელისშემშლელი შიდაგამცემები – მათთან შეკრული გარეშე მტერი – მსხვერპლად გაღებული ვაჟიშვილი – აბსოლუტური ხელისუფლებაზე დამყარებული გამარჯვება (“გიორგი სააკაძის” შემთხვევაში ასეთი ხელისუფლების არარსებობით გამოწვეული დამარცხება, რაც ქართველთათვის ნიშანდობლივი უნდა ყოფილიყო) – ერის გაბრწყინება. სამეულს (ივანე მრისხანე, გიორგი სააკაძე, პეტრე პირველი) მეოთხე წევრი აკლია. მეოთხე წევრის გამოცნობა ძნელი არ არის. ეს თავად იოსებ სტალინია (პოტენციურად არსებობს მეხუთე წევრი - მიხეილ სააკაშვილი). ყველაზე მთლიანად და გამონაკლისის გარეშე ვრცელდება აღწერილი სქემა: ერის გაბრწყინებისათვის მზრუნველი ხელისუფალი – ხელისშემშლელი შიდაგამცემები – მათთან შეკრული გარეშე მტერი – მსხვერპლად გაღებული ვაჟიშვილი (სააკაშვილის შემთხვევაში მსხვერპლი ფაკულტატური, არაარსებითი მომენტია; ჩვენს პოსტმოდერნულ ეპოქაში ასეთი პათეტიკა აუცილებელი არაა) - ერის გაბრწყინება. ივანე მრისხანის, პეტრე პირველისა და გიორგი სააკაძის განდიდებით იოსებ სტალინი საკუთარ თავს განადიდებდა, ხოლო საკუთარ აბსოლუტური ხელისუფლებას გარე ძალების და მათთან დაკავშირებული შიდაგამცემების ძლევის აუცილებლობით ასაბუთებდა. იგივეს აკეთებს სააკაშვილიც, ოღონდ, თანისტის ლოგიკით, ამას წინამორბედი დიდი მამის განდიდებით კი არ აკეთებს, არამედ მისი ძეგლის დამხობით. ამ ასპექტით ამაყად და ახლებურად ჟღერს ბებერი ფროიდის ნაწერის ნიშანდობლივი სახელდება “დოსტოევსკი და მამისმკვლელობა”. საქართველოსთვის, სადაც სტალინისადმი სპეციფიკური მიდგომა არსებობდა, სქემამ თავისებური და ნიშანდობლივო მოდიფიკაცია განიცადა. აღებული იქნა არა გამარჯვებული ხელმწიფე, როგორც ამას რუსეთში ჰქონდა ადგილი (ალექსანდრე ნეველი, პეტრე პირველი ან ივანე მრისხანე, რომელიც მიუხედავად კატასტროფული მარცხისა სტალინმა ეიზენშტეინის მეშვეობით გამარჯვებულად გააპიარა), არამედ დამარცხებული პოლიტიკური მოღვაწე. სტალინის სააკაძე საქართველოს გაბრწყინებისათვის ებრძვის გარეშე მტრებს და შინაგამცემლებს, ებრძვის თავდადებულად ისე, როგორც დიდ მოღვაწეს შეშვენის. ამ ბრძოლაში შვილსაც კი წირავს მსხვერპლად, მაგრამ საბოლოოდ მაინც მარცხდება. რატომ? რა უნდა დაასკვნას ქართველმა ამ მარცხიდან? ის, რომ გიორგი სააკაძეს აკლდა ივერიის გაბრწყინებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტი - აბსოლუტური ხელისუფლება. ამიტომ ვერ დაძლია შიდაგამცემლები და გარეშე მტრები. შესაბამისად, საქართველოს გააბრწყინებს ის ქართველი, რომელიც მართალია დიდი იმპერიის მმართველია, მაგრამ ქართველია, საქართველოზე ზრუნავს და ყველაფერს იზამს ივერიის გაბრწყინებისათვის. და გააბრწყინებს კიდეც, რამეთუ ის არის ბრძენი მმართველი, რომელიც აბსოლუტურ ხელისუფლებას ფლობს. ეს სტერეოტიპი სტალინურმა პიარმა ისე ჩაგვისვა ქართველებს თავში, რომ დღემდე ვერ ამოგვიგდია. საქართველოს ისტორიას დღესაც ამ პრიზმით ვუყურებთ. აბსოლუტური ხელისუფლება და აბსოლუტური ცენტრალიზაცია აბსოლუტური სიკეთეა, რომლის არარსებობამ , მართალია, წარსულში დააქცია საქართველო, მაგრამ თუ აწ-მყოფი ბრძენი ხელისუფალი (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ შემდგომი) დაამკვიდრებს აბსოლუტურ ხელისუფლებას, საქართველო მომავალში აბსულუტურად გაბრწინდება. ცხადია ამ დროს აწმყო ხელისუფლების ამოცანად ამ ხელისუფლების ერთგული პიარი აბსოლუტური ხელისუფლების მიღწევას აცხადებს. გამსახურდიას დროს ეს იყო “ჯერ – დამოუკიდებლობა, შემდეგ – დემოკრატია”; შევარდნაძის დროს – “შევარდნაძეს უნდა დავუჯეროთ, მის გარდა ვერავინ აღგვიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ვერავინ მოიზიდავს დასავლურ ფულს”; სააკაშვილის დროს – “რა დროს დემოკრატიაა, როცა მტერი თბილისიდან ორმოც კილომეტრში დგას”. ასევე, სტალინური პიარის წიაღში იძერწებოდა მძლავრი და ვერაგი გარეშე მტრისა და შინაგამცემთა ხატებანი. გამსახურდიას დროს ეს იყო “იმპერია” და მისი მომხრე შინაგამცემები: სხვადასხვა ჯურის “პუტჩისტები” და შევარდნაძე (უბედურმა კომუნისტებმა იმ დონეზეც ვერ გაქაჩეს, რომ შიდაგამცემლების როლი შეესრულებინათ). შევარდნაძის დროს ასეთ როლში გამოდიოდნენ “რუსეთის რეაციული ძალები” და მათი აგენტი შიდაძალები: “ზვიადისტები”, იგორ გიორგაძე და სხვა მისთანანი. სააკაშვილის დროს უვერაგესი და უცბიერესი აბსოლუტური გარე მტერი, ცხადია, პუტინია, ხოლო შიდაგამცემები ოპოზიციონერები – სხვადასხვა “გრეჩიხები” , გუბაზები, ბურჯანაძეები თუ ნოღაიდელები. სტალინის ძეგლის დამხობა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ახალი მისტიური მეფე-ბელად-ქურუმ-წინასწარმეტყველი ჰყავს. სტალინის ძეგლის დამხობით საქართველოს ეუწყება, რომ მოიძებნა ხელისუფალი რომელიც ჩაჯა სტალინურ მითოლოგემაში: ერის გაბრწყინებისათვის მზრუნველი ხელისუფლი –ხელისშემშლელი შიდაგამცემები – მათთან შეკრული გარეშე მტერი – მსხვერპლად გაღებული ვაჟიშვილი (ეს უკანასკნელი როგორც ვთქვით უკვე სქემის არააუცილებელ, ფაკულტატურ ელემენტად იქცა) - ერის გაბრწყინება. სანამ ამ სქემაზე მოთხოვნა არსებობს, არავითარი წინსვლა საქართველოს არ ექნება. ისე, არსებითად, არც არაფერი შეცვლილი. რომელი რიცხვითაც არ უნდა ჩავანაცვლოთ ალგებრული გამოსახულება, ის, როგორც სწორედ ალგებრული გამოსახულება უცვლელი დარჩება. მოკლედ, მეფე მოკვდა, გაუმარჯოს ახალ მეფეს. უფრო ზუსტად, ვითარება ფრეზერის “ოქროს რტოს” ჟანრში ვითარდება: ქურუმობის მაძიებელმა ახალგაზრდამ მოკლა ბებერი მეფე-ქურუმი. მოკლა იმით, რომ მის ძეგლს დემონტაჟი გაუკეთა და თავად შედგა დაობლებულ კვარცხლბეკზე. ყველაფერი გასაგებია გარდა ერთისა: რა დავაშავეთ ქართველებმა ისეთი, რომ გაუთავებლად უნდა ვიყოთ ჩართული ხელისუფლების მარადიული სიგიჟის მარადიულ თვითდაბრუნებაში?ნახატი: ჯორჯო ვაზარი - კრონოსი (სატურნი) ჰკოდავს მამამისსpresa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  5. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01106/abramovich_1106169c.jpg არაერთი ინტერნეტ და პრეს გამოცემა იუწყება იმის შესახებ,რომ თბილისის "დინამოში" შესაძლოა რომან აბრამოვიჩი აღმოჩნდეს,თავისივე უდიდესი კაპიტალით. მოდით,მოკლედ მიმოვიხილოთ პოპულარულ გამოცემებში არსებული ინფორმაციები. სრულად იხილეთ
  6. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102579429_4c2dfc2922376318529922.jpg“ლივერპულის” ოფიციალურმა საიტმა გამაოქვეყნა დღევანდელი მატჩის “ბრაზილია – ჰოლანდია” ფოტოები. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102579405.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102580480.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102580492.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102580545.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102580578.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102580657.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102580830.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102581482.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102581698.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102582846_4c2e08692d47f958783524.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102582892.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102583147.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102583522.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102583575.jpg View the full article
  7. http://sportige.com/wp-content/uploads/2010/01/Steven-Gerrard.jpg როგორც მოგეხსენებათ რეალ მადრიდის ახალი მწრთვნელი ჟოსეპ მაურინიო გახდა, ეს ადამიანი კი დიდი ხანია ჯერარდით არის დაინტერესებული. მას მაშინაც სურდა ჯერარდის შეძენა როდესაც იგი ჩელსის მთავარი მწრთვნელი იყო. ახლა კი როდესაც იგი რეალის მთავარ მწრთვნელია ჯერარდი მის სიაშიც პირველ ადგილზეა, მაურინიო ჯერარდის გადაპირებას 30 მილიონ ევროდ აპირებდა, მაგრამ როგორც ჩანს იგი მიხვდა რომ ეს არ არის საკმარისი, და ეხლა იგი მზად არის მასში 35 მილიონი გადაიხადოს და პლიუს ლივერპულში ფერნანდო გაგო, და რაფაელ ვანდერ ვაარტი გამოუშვას, მაგრამ ლივერპულის ქომაგთა საბედნიეროდ სტივის დათმობას არც ლივერპულის ახალი ინგლისელი მწრთვნელი როი ჰოჯსონი აპირებს მეტიც მისი მთავარი პრიორიტეტია ჯერარდი შეინარჩუნოს. როი უკვე შეხვდა სტივენ ჯერარდს და მასთან გაისაუბრა ეხლა ყველაფერი ჩვენს კაპიტანზეა დამოკიდებული. ლივერპულმა უკვე ოფიციალურად დაკარგა თავისი ებრაელი ფეხბურთელი იოსი ბენაიუნი. საბოლოო გადაწყვეტილებას რათქმა უნდა სტივენი მიიღებს. ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს ორი მწრთველის დუელში ჰოჯსონი თუ მაურინიო? View the full article
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/devnilebiwmv_000442600-150x150.jpgაფხაზეთიდან დევნილები დახმარების მოლოდინში არიან. აფხაზეთიდან დევნილებმა დღეს იმ შენობის დაკავება სცადეს, რომელიც მათი თქმით დიდი ხანია უფუნქციოდაა დარჩენილი. პოლიციამ მოსახლეობას ამის საშუალება არ მისცა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/niniko-devnilebiavi_000003480.jpg itvს ლინკი
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ashsh-s-iubilewmv_000013080-150x150.jpgაშშ–ი იუბილეს ზეიმობს.დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 234 –ე წელი საქართველოშიც აღნიშნეს. საიუბილეო ცერემონიალზე დასასწრებად დღეს ამერიკის საელჩოში ელჩები,ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ana-iubileavi_000003600.jpg itvს ლინკი
  10. http://a.pix.ge/v/g6ii9.jpg <div class="full-news-text" /> ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა “ტორპედომ” კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ამჯერად რამაზ მუმლაძის გუნდის მეტოქე პირველი ლიგის ბინადარი მარტვილის “მერანი” იყო. მეტოქის მხრიდან პირველ ტაიმში გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, რიონისპირელებმა მატჩის მეორე ნახევარში 3 უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. ჯერ ლაშა ქემუხტაშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლაშა ვაშაკიძემ გამოიყენა უნაკლოდ, მოგვიანებით კი ბექა ბიბილაშვილმა და ნიკა საბანაძემ “ტორპედოს” უპირატესობა უფრო შთამბეჭდავი გახადეს - 3:0. სრულად იხილეთ
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/250px-gocha_tkeshelashvili-150x150.jpgთბილისის სამედიცინო უნივერსტეტში გადაცემა „სტუდენტური დემოკრატიის“ გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა. გამარჯვებული სამედიცინო უნივერსტეტის გუნდი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტის შეფასებისა და შეჯიბრების შედეგად გამოვლინდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/tyeflv_000003440.jpg itvს ლინკი
  12. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01116/yossi-benayoun_1116759c.jpg იოსი ბენაიუნი “ჩელსიში” გადავიდა. ამ ინფორმაციას ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. იოსი “ლივერპულში” 2007 წელს “ვესტ ჰემიდან” გადავიდა და “წითლების” მაისურით ჩატარებულ 172 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა. “ლივერპულის” წარმომადგენელმა განაცხადა:”იოსის წასვლა შეთანხმებული იყო თავად ფეხბურთელსა და რაფაელ ბენიტესს შორის ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ. ყველანი მას მომავალში საუკეთესოს ვუსურვებთ”. View the full article
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/damxvrchvali-tyeshelashviliwmv_000785720-150x150.jpgუბედური შემთხვევა გალაკტიონის ხიდთან. მტკვარში გადავარდნილ “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანას მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. სავარაუდოდ მარჯვენა სანაპიროზე მოძრავ მანქანას უკნა მხრიდან დაეჯახნენ, რის შედეგადაც მტკვარში გადავარდა. მაშველებმა გიორგი ცაავას გადარჩენა მოახერხეს, რომელმაც მანქანის გადავარდნიდან მალევე სეძლო წყლის ზედაპირზე ამოსვლა. ამ დრომდე ვერ ხერხდება ნინო გვაზავასა პოვნა. მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/avariaaaaaaaflv_000003480.jpg itvს ლინკი
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/lasha_jafaridze-200x300.jpgპროფესია მოდელი. ვინ არიან საქართველოში ყველაზე მიმზიდველი მამაკაცები და რა დამოკიდებულებაა საქართველოში ამ პროფესიის მიმართ? ქართველ მოდელ ბიჭებზე სიუჟეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ელენე ცინცაძემ და გვანცა გორდეზიამა მოამზადეს. Share View the full article
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ჰიტერ მაერი ვაშინგტონი – შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ხუთ–დღიან ტურს იწყებს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ხუთ ქვეყანაში. მოგზაურობა რეგიონში, რომელსაც გეოპოლიტიკური კატაკლიზმები ახასიათებს, მისი დიპლომატიური უნარების ტესტი გახდება. აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა, ამ კვირის დასაწყისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლინტონის მოგზაურობა არ უნდა განიხილებოდეს, როგორც „დაწყნარების ტური“, რომელიც ამერიკულ–რუსულ ურთიერთობებში „გადატვირთვის“ გამო რეგიონში აშშ–ს მოკავშირეების დამშვიდებას ემსახურება. პირიქით, შეერთებულ შტატებს სურს „დაძლიოს ისეთი მიდგომა, როდესაც ევროპული დიპლომატია და უსაფრთხოება განიხილება, როგორც თამაში ნულოვანი საწყისით და როდესაც ცენტრალურ ევროპაში ქვეყნებს სჭირდებათ არჩევანი გააკეთონ: პრო–რუსები იყვნენ თუ პრო–ამერიკელები“. „ვფიქრობთ, რუსეთის ზოგიერთი მეზობელი მოიგებს, როდესაც შეერთებულ შტატებს და რუსეთს უფრო სანდო, გახსნილი ურთიერთობები ექნებათ და ზოგიერთს ეს ჩვენთვის ნათქვამიც აქვს“, – თქვა გორდონმა. „მაგრამ თუკი ვინმეს ჩვენი რუსული პოლიტიკა აღელვებს, ჩვენ მოხარული ვიქნებით ეს საკითხი მათთან ერთად განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ პოლონეთში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსეთის თემა წამოიჭრება და ეს კარგი შესაძლებლობა იქნება სახელმწიფო მდივნისთვის იმის ასახსნელად, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ გადატვირთვას, ევროპის უსაფრთხოებას, რეგიონის უსაფრთხოებას. ასე რომ მე არ შევხედავდი ამ მოგზაურობას, როგორც დაშოშმინების ტურს“. მან დასძინა, რომ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობას რამდენიმე მიზანი აქვს, თუმცა საერთო თემა „დემოკრატიაა“. გთავაზობთ მოსაზრებას იმ რამდენიმე პრობლემაზე, რომლებიც, როგორც ჩანს, კლინტონს რეგიონში მოგზაურობისას შეხვდება: უკრაინა კლინტონის მარშრუტის პირველი პუნქტი კიევია, სადაც ის 2 ივლისს ჩავა და მთელ დღეს გაატარებს მოლაპარაკებებში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინ გრიშენკოსთან და მოგვიანებით ყოფილ პრემიერ–მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან. ის ასევე შეხვდება მედიის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და ლექციას წაიკითხავს კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. კლინტონის უკრაინაში ვიზიტი იანუკოვიჩის მიმართ ერთგვარი მადლიერების გამოხატულებაა. უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინა მაღალგამდიდრებული ურანის მთლიანი მარაგისგან გაეთავისუფლებინა, რის გამოც პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან ვაშინგტონში აპრილის ბირთვული სამიტის დროს მაღალი შეფასება მიიღო. თუმცა, იანუკოვიჩმა დასავლეთს იმედიც გაუცრუა, როდესაც კიევის ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვა. კლინტონის ვიზიტი ვაშინგტონის მხრიდან იმის ერთგვარი სიგნალია, რომ იანუკოვიჩის პრო–მოსკოვური გარიგებებისა და მიდრეკილებების მიუხედავად, დასავლეთს უკრაინა რუსეთისთვის არ დაუთმია. აშშ–უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ხელახალი ამოქმედება კიევის დასავლეთთან კავშირების განმტკიცების მცდელობაა. „იგი მკაფიოდ დააფიქსირებს იმას, რაც ჩვენ თავიდანვე ცხადად გამოვხატეთ“, – თქვა გორდონმა, „ანუ იმას, რომ ჩვენთვის ეს ორი რამ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და ვიმედოვნებთ და ველით იმას, რომ უკრაინა რუსეთთან კარგი ურთიერთობების განვითარების პარალელურად ასევე კარგ ურთიერთობებს განავითარებს ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან“. უკრაინის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაც ალბათ განხილვის საგანი გახდება. იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ სერიოზულ რეფორმებს გაატარებს და მოლაპარაკებებს განაახლებს მსოფლიო სავალუტო ფონდთან, რომელმაც შარშან 16.4 მილიარდი დოლარის ტრანში გაყინა. აშშ–ს ელჩმა უკრაინაში ჯონ ტეფტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა ქვეყანაში „ჟურნალისტებზე ზეწოლის სამწუხარო ფაქტების“ შესახებ. ტეფტის თქმით, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ უკრაინის მთავრობა „მიიღებს ზომებს, როდესაც პრესის თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება“, „არ უნდა მოხდეს მთავრობის მხრიდან ჟურნალისტებსა და მედია კომპანიებზე ზეწოლის ძველ სისტემასთან დაბრუნება“. ამ საკითხზე საუბარი, როგორც ჩანს, კლინტონის მერიაში შეხვედრის დროს გაიმართება. „უკრაინა ქვეყნაა, რომელსაც უახლოეს წარსულში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჰქონდა. ვფიქრობთ ისინი სწორ გზას ადგანან, თუმცა ცხადია, ყველა სფეროში, მაგალითად დემოკრატიის ღიაობისა და მედიის თავისუფლების მხრივ, შესანიშნავი სიტუაცია არ არის“, – განაცხადა გორდონმა. „ასე, რომ ეს იქნება შანსი და სახელმწიფო მდივანი, ისე, როგორც ის ამას ყოველთვის აკეთებს, არამხოლოდ მთავრობას შეხვდება, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც მოუსმენს“. პოლონეთი კლინტონის შემდეგი გაჩერება – კრაკოვია, პოლონეთი, სადაც მის დღის წესრიგში შედის დემოკრატიების თანამეგობრობის (Community of Democracies) დაფუძნების ათი წლისთავის ზეიმში მონაწილეობა. კლინტონი, რომელიც პოლონეთში ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩავა, ასევე გამართავს მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთან. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ ერთობლივ დღის წესრიგში შედის ავღანეთის, ირანის, ევროპის უსაფრთხოების, ეკონომიკასა და ენრგეტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა. პოლონეთში კლინტონი ასევე ეწვევა შინდლერის მუზუმს, ქარხანას, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელმა ბიზნესმენმა ოსკარ შინდლერმა ასობით ებრაელი მუშა ჰოლოკოსტისგან იხსნა. აზერბაიჯანი კლინტონი, რომელიც აშშ–ს პირველი სახელმწიფო მდივანი გახდება ჯეიმს ბეიკერის შემდეგ (ბეიკერი ბაქოს 1992 წელს ეწვია) რომელიც აზერბაიჯანს ეწვევა, ბაქოში 3 ივლისს ჩავა და შემდეგი დღის დიდ ნაწილს იქ გაატარებს. ეს მისი მოგზაურობის ყველაზე დიდი დიპლომატიური გამოწვევაა. შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაგრძელება სჭირდება, რადგან ეს ქვეყანა სატრანზიტო მარშრუტია ავღანეთის მომარაგების თვალსაზრისით; ავღანეთის მთლიანი მომარაგების დაახლოებით 25% ამ მარშრუტზე მოდის. ყირგიზეთის მანასის საავიაციო ბაზის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, ის პოტენციურად ეჭვქვეშ დადგა ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის გამო, და ამ ფონზე აზერბაიჯანი შეიძლება აშშ–სთვის უფრო კრიტიკული სტრატეგიული პარტნიორი გახდეს. უფრო ადრე, გაზაფხულზე, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის რობერტ გეითსის ბაქოში ვიზიტმა ეს დინამიკა გააძლიერა. თავის მხრივ, ბაქოს აშშ–ს მხარდაჭერა სურს სომხეთთან მთიანი–ყარაბახის გაყინულ კონფლიქტში, სადაც ამ თვის დასაწყისში სომხურ და აზრბაიჯანულ ძალებს შორის ძალადობამ ხელახლა იფეთქა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, „თავდაცვის მინისტრის (გეითსის) ერთ–ერთი მიზანი ორივე მხარესთან (სომხეთი და აზერბაიჯანი) მოლაპარაკება იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს (სამშვიდობო) პროცესში პროგრესის მიღწევა“. მაგრამ, როგორც ეუთოს მინსკის მოლაპარაკების ჯგუფის წევრი, შეერთებულ შტატები სამშვიდობო მოლაპარაკებებში ცალსახად ბაქოს პოზიციას ვერ დაიკავებს. აზერბაიჯანი, რეგიონის ენერგეტიკული პოლიტიკაშიც მთავარი მოთამაშეა. შეერთებულ შტატებს სურს რუსეთის დომინირების შემცირება, და დაგეგმილი ნაბუქოს გაზსადენი ერთ–ერთი გზაა, რითაც ამის მიღწევა შეიძლება. მაგრამ შეერთებული შტატების ურთიერთობა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობასთან სავალოა. აზერბაიჯანის ლიდერი აპრილში თეთრი სახლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე არ მიიწვიეს. დიპლომატების თქმით, ვაშინგტონი გაბრაზებული იყო, რადგან მისი აზრით ალიევი ცდილობდა დაებლოკა ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი თურქეთ–სომხეთის შერიგების პროცესი. ვაშინგტონის თვალში ალიევი დემოკრატიულ ღირებულებების მიმართ მწყრალადაა განწყობილი; უცხოური მაუწყებლები ქვეყანაში აკრძალულია, ხოლო ადგილობრივი დამოუკიდებელი მედია უზარმაზარ ზეწოლას განიცდის; და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის საქმიანობას არ იწონებენ, რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან. მარტო ამ კვირაში, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების ევროკომისარმა თომას ჰამერბერგმა, განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია „ჟურნალისტების და უფლებადამცველების შეშინების, დევნისა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეებით, რაც საფუძვლიანად არ გამოძიებულა“ აზერბაჯანში. მთავრობის მიერ ჟურნალისტ აინულა ფატულაევას და ბლოგერების ადნან ჰაჯიზადეს და ემის მილის ხანგრძლივი დაპატიმრება ასევე გახდება კლინტონის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ახალგაზრდა ლიდერებთან საუბრის თემა. თუკი ვაშინგტონი ამ ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლებას მხარს არ დაუჭერს, ეს აღქმული იქნება ავღანეთის ომში სტრატეგიული დახმარების სანაცვლოდ აშშ–ს მხრიდან საკუთარი პრინციპების დათმობად. „ვფიქრობ, აზერბაიჯანთან დაკავშირებული სერიოზული საკითხები მკაფიოა“, – თქვა გორდონმა. „ყველა ეს საკითხი სერიოზულია. ენერგეტიკა აზერბაიჯანთან მიმართებაში საკვანძო საკითხია, სომხეთთან ურთიერთობა მთიან ყარაბახში, რეგიონალური უსაფრთხოება სერიოზული საკითხია. ასე რომ დიახ, დღის წესრიგი იქნება სავსე სერიოზული საკითხების განხილვით და სახელმწიფო მდივანიც იქ სწორედ ამის გამო მიდის, რომ ბევრი საკითხია განსახილველი“. სომხეთი სომხეთში კლინტონს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან. მაგრამ იგი ასევე შეხვდება პოლიტიკური ოპოზიციის წევრებს. სახელმწიფო დეპარატამენტი აცხადებს, რომ ის სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს „ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიზაციასა და მედიის თავისუფლებაზე“. ერევანში, მთიანი–ყარაბახი კლინტონის ოფიციალური მოლაპარაკებების წამყვანი თემა იქნება, მით უფრო 18 ივნისს აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ხაზზე ოთხი სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, რამაც ქვეყანა შეძრა. გავრცელდა ხმები, თითქოს შეტევა ნაწილობრივ ვაშინგტონის ყურადღების მიქცევისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაძვრისთვის აქტიური ჩარევის აუცილებლობის ხაზგასასმელად განხორციელდა. ფილიპ გორდონს არ უთქვამს ის, თუ რა დახმარებას შესთავაზებს კლინტონი ერევანს. მან მხოლოდ განაცხადა „როდესაც თქვენ შეირაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ ჩიხში ხართ, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ ვუჭერთ მხარს ასე აქტიურად მინსკის ჯგუფის პროცესს და დიპლომატიას“. განხილვის მეორე, წამყვანი თემა იქნება ჩიხი სომხურ–თურქული ურთიერთობების დარეგულირების მოლაპარაკებებში, მაშინ როდესაც სულ რაღაც ორი თვის წინ ქვეყნები თითქოს დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარების გზაზე იდგნენ. ეს კლინტონისთვის მნიშვნელოვანი პერსონალური საკითხია, რადგან იგი მთავარ როლს თამაშობდა ციურიხის ოქტომბრის მოლაპარაკეკებში და სარქისიანს და თურქეთის პრემიერ–მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს არწმუნებდა ხელი მოეწერათ ურთიერთობის ნორმალიზების პროტოკოლებზე. „ამ პროტოკოლების რატიფიკაცია აღარ მოხდა. როგორც იცით, პრეზიდენტმა სარქისიანმა გაზაფხულზე განაცხადა, რომ აჩერებდა რატიფიკაციის პროცესს, ვიდრე ამას თურქეთი არ გააკეთებდა“, – განაცხადა გორდონმა. „ასე, რომ ეს იქნება შანსი სახელმწიფო მდივნისთვის დაელაპარაკოს პრეზიდენტ სარქისიანს და სომხებს იმაზე, თუ როგორ ხედავენ ისინი სიტუაციას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ პროტოკოლების რატიფიკაცია და რეალიზება კარგი საქმეა და თურქეთის საზღვრის გახსნა სასარგებლო იქნება როგორც სომხეთის, ასევე თურქეთის“. თუკი სომხეთში კლინტონი და მისი გუნდი ადამიანის უფლებების მდგომარეობის საკითხს წამოჭრის, ეს ალბათ გაეროს უფლებადამცველების მიერ მომზადებეული ანგარიშის შედეგი იქნება. მარგარეტ სეკეგია რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს მთავრობასთან, სამართალდამცველებთან, მოსამართლეებთან, კანონმდებლებთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, შემდეგ კი სომხეთში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და დამატებით აღნიშნა, „არსებითი შეზღუდვების შესახებ რომელიც მოქმედებს შეკრების თავისუფლებაზე“ და ფიზიკურ ზეწოლის თაობაზე ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართ: „სომხეთში სახეზეა დაუსჯელობის კულტურა, რაც უფლებადამცველთა მუშაობაზე აისახება“. საქართველო კლინტონის ბოლო გაჩერება თბილისია, სადაც ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება და სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი „განიხილავენ, როგორც აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარეობას, ასევე ცოტახნისწინანდელი მუნიციპალური არჩევნების შედეგებს“. კლინტონი პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და ქალთა ორგანიზაციების ლიდერებსაც შეხვდება. სავარაუდოდ, მას მოსთხოვენ შეერთებული შტატების მხრიდან უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებას რუსეთის მიერ სამშვიდობო გეგმის პირობების შეუსრულებლობაზე აჯანყებულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებსაც სააკაშვილი „ოკუპირებულ რეგიონებად“ მოიხსენიებს. გასულ კვირაში ობამას და მედვედევს შორის განსაკუთრებულად თბილი ორმხრივი შეხვედრის შემდეგ (რაც ერთგვარად დაჩრდილა აშშ–ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 10 სავარაუდო რუსი აგენტის დაკავებამ) კლინტონს მოუწევს ისეთ ზღვარზე გავლა, როგორიცაა ერთი მხრივ თბილისის დარწმუნება, რომ ვაშინგტონი ძველებურად მის მხარესაა, და მეორე მხრივ ამის ისე გაკეთება, რომ რუსეთი არ გაბრაზდეს. გორდონმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ საქართველოზე ჟენევის მოლაპარაკებების 11 რაუნდზე, შეერთებული შტატების დელეგაციამ გამოსცა განცხადება, რომელშიც ექვს–პუნქტიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე თეთრი სახლის პოზიციაა ჩამოყალიბებული. „ჩვენ უკმაყოფილონი ვართ იქ შექმნილი სიტუაციით და ეს მკაფიოდ გამოვხატეთ“, – განაცხადა გორდონმა. „პრეზიდენტმა (ობამამ) პრეზიდენტ მედვედევთან ეს მკაფიოდ აღნიშნა გასულ კვირაში და ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს პოზიციაში, როდესაც ვაცხადებთ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულები, რომლებიც გულისხმობდა არამხოლოდ ძალის გამოუყენებლობას და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, არამედ მოუწოდებდა მხარეებს იმ პოზიციებზე დაბრუნებისკენ, რომელიც მათ კონფლიქტის დაწყებამდე ეკავათ. რაც არ შესრულდა“. ამ ფონზეც კი, 29 ივნისს სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი „მზადაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის რუსეთთან მრავალმხრივი მოლაპარაკებების დაწყებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“. კლინტონი შეერთებულ შტატებში 5 ივლისს დაბრუნდება. ორიგინალი ორიგინალი
  16. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/hillary-clinton-food-security-300x200.jpgაშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისში ვიზიტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ქალ ლიდერებს შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. პოლიტიკური პარტიებიდან შეხვედრას დაესწრებიან: ~საქართველოს გზის~ ერთ-ერთი ლიდერი ნათელა მაჭავარიანი, ~ახალი მემარჯვენეების~ წევრები ფიქრია ჩიხრაძე და მანანა ნაჭყებია, ~რეპუბლიკელი~ თინა ხიდაშელი, ~თავისუფალი დემოკრატებიდან” მაკა გვარამია, თამარ ჭითანავა და ნინელი ფუტკარაძე, მორაობა ~სოლიდარობა უკანონო პატიმრებს~ თავმჯდომარე ეკა ბესელია, ~ლეიბორისტული~ პარტიის წევრი ნესტან კირთაძე. არსებული ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე მიწვეულია ~დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს~ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას ~ახალგაზრდა იურისტების~, ~სამართლიანი არჩევნების~, ~პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების~ და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელი ქალბატონები დაესწრებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში 5 ივლისს ჩამოვა. ჰილარი კლინტონი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ჰილარი კლინტონი ოპოზიციის ლიდერთაგან პირისპირ მხოლოდ ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძეს შეხვდება. IPN Share View the full article
  17. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/img.php-11-300x259.jpgთბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები, ამ დრომდე უშედეგოთ ეძებენ 60 წლის ქალბატონის ცხედარს. უბედური შემთხვევა, გალაკტიონის ხიდზე მოხდა სადაც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მტკვარში ჩავარდა. თვითმხილველების განმარტებით, მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო, მისი მეუღლე კი მტკვარში აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ტექნიკა. როგორც საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, მაშველებმა ქალბატონის გადარჩენა ვერ მოახერხეს. Share View the full article
×
×
  • შექმენი...