Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fuli123.jpgლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.8441 ლარის ნიშნულზე გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი – 1 აშშ დოლარი/1.8441 ლარი. დღევანდელი კურსით 1 აშშ დოლარი 1.8445 ლარი ღირდა. 2.3068 ლარის ნიშნულზე დაეცა ლარი ევროსთან მიმართებაში. დღევანდელი ოფიციალური კურსით 1 ევროს ყიდვა 2.2752 ლარად იყო შესაძლებელი. იხილეთ epn.ge
  2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ქვეყანაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებისა და პრივატიზაციის ტემპით უკმაყოფილოა. როგორც მან პარლამენტის… ლინკი მედიანიუსზე
  3. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, 2011 წელს საქართველოში 16 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება, რომელთა ჯამური სიმძლავრე 1800… ლინკი მედიანიუსზე
  4. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ ლიდერი, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდო ბაღათურიას განცხადებით, პარლამენტის რიგგაგარეშე პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ნიკა… ლინკი მედიანიუსზე
  5. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8441 ლარის ნიშნულზე მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/pinansuriwmv_000124600-150x150.jpgდაკავებულია სააქციო საზოგადოება’’თელასის’’ ორი თანამშრომელი რომელთაც ბრალად ედებათ დენის ელექტრომრიცხველების მაჩვენებლების ხელოვნურად შემცირება. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/niniko-finansuriiiiiiavi_000003800.jpg itvს ლინკი
  7. Top-5 იუთუბერი ვლოგერი, რომელთა არხებიც გამოწერილი მაქვს და სისტემატურად ვუყურებ: 1. Philip DeFranco მიყვარს! საინტერესო ნიუსების ანალიზს აკეთებს ხოლმე და სიმპატიურია (ჩემი აზრით), კიდევ მომწონს მონტაჟის სტილი, ძალიან დინამიური და კარგად ყურებადი ვიდეოები აქვს. ვდებ მის 2 დღის წინანდელ პოსტს: http://img.youtube.com/vi/OYi2ql2YY7k/2.jpg 2. Vlogbrothers ანუ ჯონ გრინი და ჰენკ გრინი. ორი ძმა, რომელმაც ერთმანეთისთვის დაიწყო ვიდეოპოსტების ჩაწერა. ერთი ფიზიკოსი გიკია, მეორე – მწერალი. დღემდე ერთმანეთს მიმართავენ ვიდეოებში და მორიგეობით წერენ, ოღონდ უკვე მილიონობით ხალხი უყურებს, ჩემი ჩათვლით. http://img.youtube.com/vi/FyQi79aYfxU/2.jpg 3. Ray William Johnson ეს ტიპი თითქმის სულ მაღიზიანებს. ასე მგონია, რომ დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და ხანდახან სულაც არ არის სასაცილო, მაგრამ მაინც სულ ვუყურებ. ძირითადად იმიტომ, რომ ახალ ვირუსულ ვიდეოებს მიმოიხილავს ხოლმე და ბევრი სასაცილო ვიდეოს შესახებ გავიგე მისი ვიდეოპოსტებისგან. ჰო, კიდევ გელფრენდი ჰყავს, ისიც იუთუბერი ბლოგერი, მიკაკიტი, იმ გოგოს საერთოდ ვერ ვიტან, იმიტომ, რომ კატის ხმებს აკეთებს და მეზიზღება ქალები, რომლებსაც საკუთარი თავი კატები ჰგონიათ. http://img.youtube.com/vi/ds9ddViCo2o/2.jpg 4. Shane Dawson საშუალოდ მაღიზიანებს, მაგრამ მაინც ვუყურებ. ძირითადად იმიტომ, რომ შავი და ცუდი იუმორი აქვს და ხანდახან კარგ რამეებს არტყამს. ბევრი პერსონაჟი ჰყავს, რომელსაც თვითონ ასახიერებს. http://img.youtube.com/vi/ZC988ie_i7o/2.jpg 5. Charlie McDonnell (Charlie is so cool like) ძალიან საყვარელი ბიჭი დიდი ბრიტანეთის რაღაც გადაკარგული ქალაქიდან, მგონი Bath ჰქვია. ამ ვიდეოში, რომელსაც ვდებ, დააჩელენჯეს, თუ შექმნიდა სიმღერას მხოლოდ სახლში არსებული ნივთების (არა ინსტრუმენტების) გამიყენებით. იმჰო ძალიან მაგარი გამოუვიდა : ) http://img.youtube.com/vi/O5ZwnmJgC-g/2.jpg Filed under: ვიძიუ http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1797/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1797/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1797/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1797/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1797/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1797&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  8. http://s001.radikal.ru/i194/1007/90/bd5052c76d06.jpg ''გაგრას" 18 წლის შემტევი ნახევარმცველი, თორნიკე ოქრიაშვილი უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდში, უეფას თასის გათამაშების ბოლო გამარჯვებულ დონეცკის ''შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში 6 თვით ითამაშებს. ამ ინფორმაციას თავად უკრაინული კლუბის ვებ-გვერდი ადასტურებს და ძალიან აქებს ჩვენებურს. სრულად იხილეთ
  9. ბერლინის "ჰერტას" აწ უკვე ყოფილი მცველი არნე ფრიდრიხი ამიერიდან "ვოლფსბურგში" ითამაშებს, ეს ცნობა დღეს ლევან კობიაშვილის გუნდის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდემიმე თვის შემდეგ ფრიდრიხი "მგლებს" შეეძლოთ უფასოდაც გადაებირებინათ, ახალი მთავარი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის ინიციატივით მასში 2 მლნ ევრო ახლავე გადაიხადეს. იხილეთ fanebi.com
  10. ინგლისური "მანჩესტერ სიტი" "ბარსელონასთან" სულ მალე უკანასკნელ დეტალებს მოაგვარებს და იაია ტურეს "ნისლიან ალბიონზე" გადაიყვანს, ეს ინფორმაცია goal.com–მა გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური გუნდი კოტ–დიუარელის გაყიდვას კარგა ხანს უარობდა, არაბი მილიონერების მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე როგორც ჩანს თავპატიჟი აღარ დაიდო და მოლაპარაკებებს დათანხმდა. იხილეთ fanebi.com
  11. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/r10.jpg ლივერპულის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი ძალიან დიდი სურვილია ლივერპულის ლეგენდა კენი დაგლიში დარჩეს ”ენფილდზე” როგორც მოგეხსენებათ ოთხშაბათს 62 წლის ჰოჯსონმა, რომელიც ადრე მუშაობდა ”ფულემში”, ”ლივერპულთან ” სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი დაგლიშს სურდა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დგომა, მაგრამ გუნდის მფლობელებმა მისი კანდიდატურა არ განიხილეს და ”ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად როი ჰოჯსონი დანიშნეს. ამ ფაქტის შემდგომ გაჩნდა ჭორები, რომ კენი კლუბს დატოვებდა. თუმცა ჰოჯგსონს სურს, რომ მისი მეგობარი ”ენფილდზე” დარჩეს. ” კენი ძალიან დიდ როლს თამაშობს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას შეუძლია კლუბისთვის გახდეს ისეთივე ფიგურა,როგორცა ბობი რობსონი ”მანჩესტერისთვის. ვიმედოვნებ, რომ ის დარჩენა კლუბში.” – განაცხადა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა. წყარო: Premiership.ru View the full article
  12. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif დენიელ დომბი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის პარასკევს დაწყებული ვიზიტი უკრაინაში, კიევისა და აშშ-ს ურთიერთობათა გაღრმავებას ისახავს მიზნად იმ დროს, როდესაც არც უკრაინის პრო-დასავლური ლტოლვა და არც უკრაინის მთავრობისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერაა ისე ძლიერი და ცხადი, როგორც ეს ”ნარინჯისფერი რევოლუციის” მერე იყო რევოლუციიდან რამდენიმე წლის მანძილზე აშშ-ს პოლიტიკა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე იყო ფოკუსირებული – ახლა ეს გეგმა დღის წესრიგიდან ძირითადად მოხსნილია. მაგრამ ვაშინგტონს ძალიან სურს იანუკოვიჩთან მუშაობა, მიუხედავად იმისა რომ ის ინსტიქტურად პრო-დასავლელი პოლიტიკოსი არ არის. ობამას ადმინისტრაცია განსაკუთრებით უმადლოდა უკრაინის პრეზიდენტს აპრილის ბირთვულ სამიტზე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმადაც უკრაინა 2012 წლისთვის გათავისუფლდება ურანის შეიარაღებისგან – ეს ერთ-ერთი ის კონკრეტული მიღწევაა, რომელსაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის პრესტიჟს უკავშირებდა. აშშ ასევე მიესალმა პრეზიდენტის რანგში იანუკოვიჩის პირველი ვიზიტის სიმბოლურ შინაარსს – ის მოსკოვში კი არ ჩავიდა, არამეს ბრიუსელში, ევროპის კავშირის დედაქალაქში. ”უკრაინას სრული უფლება აქვს სურდეს კარგი ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამავე დროს ევროპასა და აშშ-სთანაც კარგი ურთიერთობების დამყარებს ცდილობდეს” – კლინტონის ვიზიტის წინ ბრიფინგზე განაცხადა ფილიპ გორდონმა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ჩინოვნიკმა ევროპის საკითხებში – ”და ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვსურს რომ მოხდეს”. როდესაც კითხვა დაუსვეს იანუკოვიჩის მთავრობის მიერ მედიის დაშინებაზე, მან დასძინა – ”უკრაინა ის ქვეყანაა, რომელსაც ახლო წარსულში კონკურენტული არჩევნები ჰქონდა და არსებობდა ზოგიერთი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი სწორ გზას ადგანან, ამ სივრცეებში დემოკრატიული ღიაობა, მედიის თავისუფლება არ არის იდეალურ მდგომარეობაში და ეს გარდაუვალია”. საპირისპიროდ, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ წელს უკრაინას ეწვია, მან კიევში იმჟამინდელ მთავრობას ბევრად უფრო მკაცრი მესიჯი ჩაუტანა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ვაშინგტონი ფრუსტრირებული იყო ”ნარინჯისფერი რევოლუციის” პრო-დასავლელ ლიდერებს შორის მიმდინარე ბრძოლით. ”კომუნიკაცია ლიდერებს შორის ისეა დარღვეული, რომ პოლიტიკური პოზიორობა, როგორც სჩანს პროგრესს შეუძლებელს ხდის” – განაცხადა მან მოგვიანებით – ”მეგობრობა პატიოსნებას მოითხოვს… 2004 წლის დანაპირები ჯერ კიდევ ბოლომდეა გასაცნობიერებელი”. მან მოითხოვა ”თავისუფალი პრესა, ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და ეფექტური საკანონმდებლო სისტემა”. ახლა, როდესაც ვაშინგტონი ნაკლებადაა დარწმუნებული იანუკოვიჩის მთავრობის ფუნდამენტურ სიმპათიებში, კლინტონი ალბათ უფრო ფრთხილად იმოძრავებს. მაგრამ მოგზაურობის ბოლოს ის სულ ცოტა ერთ მნიშვნელოვან შეშფოთებულ მესიჯს მაინც გააგზავნის. საქართველოში თავისი ვიზიტისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც აცხადებენ რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო ავტორიტარული ხდება. საქართველოსადმი სოლიდარობის ნიშნად აშშ რუსეთისგან იმის დასრულებას მოითხოვს, რასაც ვაშინგტონი და სხვა ქვეყნები მოსკოვის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაციას უწოდებს, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილის სიჯიუტესთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე გორდონმა დასძინა – ”სამხედრო გზით პრობლემა ვერ გადაწყდება. საქართველო უნდა გახდეს მტკიცე დემოკრატია, უფრო წარმატებული ქვეყანა ისე, რომ სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობა დაეთანხმოს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას”. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...