planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://img.skysports.com/10/07/800x600/Uruguay-v-Ghana-Luis-Suarez-shoulders_2473481.jpg გუშინ ღამე მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ჰოლანდიელების ნახევარფინალის მეტოქე გაირკვა. პირველი30წუთი უპირატესობას ურუგვაელები ფლობდნენ და რამოდენიმე შანსი ჰქონდათ ანგარიში გაეხსნათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს, პირველი ტაიმის ბოლო წუთებში განელებმა უპირატესობა მოიპოვეს,45წუთზე კი მუნტარის შორეული დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. მეორე ტაიმში ურუგვაის ფეხბურთეკები ცდილობდნენ ანგარიში გაეთანაბრებინათ თუმცა განელები ამის მცირე შანსსაც არ აძლევდნენ, დიეგო ფორლანმა კი 55 წუთზე თავისი ოსტატობა გამოიყენა და საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 76 წუთზე კავანის მაგივრად აბრეუ გამოვიდა რამაც ურუგვაელთა შემტევითი პოტენციალი გააძლიერა და ბოლო 15 წუთი სამხრეთ ამერიკელებმა შეტევაში მკვეთრი უპირატესობა მოიპოვეს. დამატებით დროში ორივე გუნდი დაღლილი იყო, მაგრამ ბოლო წუთებში უპირატესობა მაინც აფრიკელებმა იგდეს და 122 წუთზე სუარესი იძულებული გახდა საგოლე ბურთი ხელით გაეჩერებინა პენალტის ნიშნულთან ასამოა გიანი მივიდა რომელიც პენლების სიზუსტით გამოირჩევა, მაგრამ იღბალი როგორც ჩანს ურუგვაელთა მხარეს იდგა, მატჩში საუკეთესო ასამოა გიანმა ბურთი ზედა ძელს მოარტყა და განელებს ნახევარფინალში თამაშის შანსი დააკარგვინა, სუარესმა კი გუნდი გადაარჩინა თუმცა ეს მას ნახევარფინალის გამოტოვების ფასად დაუჯდა. თერთმეტრიანებში ურუგვაელთა მეკარემ ორი პენალტის აღება მოახერხა რამაც ურუგვაელებს ნახევარ ფინალში თამაშის უფლება მოაპოვებინა. ურუგვაელები ჰოლანდიელებს 6 ივლისს 22:30 გაიმართება. ურუგვაი 1:1 განა (პენ 4:2) გოლები: ფორლანი 55′ – მუნტარი 45+2′. ურუგვაი: მუსლერა – მ. პერეირა, ლუგანო (სკოტი), ვიქტორინო, ფუსილე – პერესი, რიოსი, ა.ფერნანდესი (ლოდეირო) – კავანი (აბრეუ), სუარესი, ფორლანი. განა: კინგსონი – სარპეი, მენსა, ვორსა, პეინტსილი – ანანი, ინკუმი (აპია), მუნტარი (ადია), კ.ასამოა, ბოატენგი – გიანი. გაფრთხილება: ფუსილე, რიოსი, პერესი – პეინტსილი, სარპეი, მენსა. გაძევება: სუარესი 120+1′. View the full article
-
http://img529.imageshack.us/img529/9514/lfctv2za0.jpg 1 ივნისს, როდესაც ლივერპულის ოფიციალურმა საიტმა გამოაქყვენა ცნობა, რომ როი ჰოჯსონი ოფიცილურად დაინიშნა წითლების 18-ე მწვრთნელად, ოფიციალურ საიტზე რეკორდული რაოდენობის მნახველი შევიდა იმ დღეს. რეკორდული იყო ასევე მნახველთა მიერ ვიდეოების ნახვების რაოდენობა და საიტზე გაატარებული დროის ხანგრძლივობაც. დილით, 9 საათზე და 14 წუთიდან ოფიციალურ საიტზე დაიდო 21 სტატია და 13 ვიდეო, რომელიც ეხებოდა ჰოჯსონს, მის პრეზენტაციებს, პრეკონფერეციებს და ინტერვიუებს. დღის ბოლოს კი საიტზე 2,8 მილიონი ადამიანი იყო შესული. წინა რეკორდი კი საიტისთვის 300,000 მნახველი იყო. ასევე 120,000 ნახეს ვიდეო და აქედან 50,000ჯერ როი ჰოჯსონის პირველი ინტერვიუ. პ.ს. ჩვენი საიტის რეკორდი კი 873 მნახველია ერთ დღეში. ეს “რეკორდი” კი 8 ივნისს დაფიქსირდა. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ruqa-150x150.jpgინტერნტე ტელევიზია itv.ge წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის” მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ვიდეო სიუჟეტს, რომელიც საქართველო-ირანის თანამშრომლობის ”ახალ ეტაპზე” გადასვლას ეხება. როგორც უკვე ცნობილია ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ხელი მოაწერეს თამნამშრომლობის შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით, სექტემბერში გაუქმდება სავიზო რეჟიმი, გახორციელდება პირდაპირი ფრენა ორ ქვეყანას შორის, ირანი ბათუმში გახსნის საკონსულოს. თეირანი ახალ პარტნიორთან საქმეების წინ წაწევის მიზნით თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრს მოთაქის გამოგზავნასაც აპირებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოს, როგორც მისი სტრატეგიული პარტნიორის ასეთი აქტიურობა უყურადღებოდ არ დარჩება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/irani.jpg itvს ლინკი
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01527/FERNANDO_TORRES_1527351c.jpg მიუხედავად ელ ნინიოს არც ისე შთამბეჭდავი თამაშისა მიმდინარე მუნდიალზე, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მას უსაზვრო ნდობას უცხადებს და ფიქრობს რომ ტორესი მინიმუმ 6 გოლს გაიტანს სამხრეთ აფრიკაში. დელ ბოსკემ ტორესი პაოლო როსის შეადარა. შეაგახსენებთ, რომ 1982 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, აპენინელმა ტორესის მსგავსად ვერცერთი გოლის გატანა ვერ შეძლო, თუმცა, მეორე ეტაპიდან მოყოლებული თავი ექვსჯერ გამოიჩინა და “სკუადრა აძურას” ოქროს მედლების მოპოვებაში დაეხმარა. ფერნანდო ტორესს მხარი ყოფილმა ლივერპულელმა, ჩაბი ალონსომაც დაუჭირა და განაცხადა, რომ ტორესი ძალიან ბევრს მუშაობს მოედანზე და მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად 2 ცენტრალური მცველის წინააღმდეგ უწევს თამაში, ელ ნინიო მაინც შეძლებს მეტოქის კარის აღებას… თქვენ როგორ ფიქრობთ, იდგება პარაგვაისთან ელ ნინიო ესპანელთა ასეთი “ბუჩქის” ცენტრში? http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102528889.jpg View the full article
-
Ozzy Osbourne MP3 View the full article
-
ფეისბუქზე ძალიან საინტერესო ევენთს გადავაწყდი, რომელიც მინდა, რომ გაგიზიაროთ. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და დავწერ ჩემს წერილს: ზაფხულის მეორე თვის პირველ კვირა დღეს, ნიავი რომ არ იძვრის, ქარის მოტანილი წერილების დღეა. უთხარით თქვენს მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს და მეგობრების მეგობრების მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, უთხარით ყველას. დაწერეთ თითო წერილი ან ამობეჭდეთ ან ხელნაწერი. იყოს ლექსად, მოთხრობად, უბრალოდ დაწერეთ წერილი, როგორც გეწერებათ. არ დააკონკტეროთ ადრესატი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი. არ დააკონკრეტოთ ავტორი, რადგან არ იცით, ვისთან მიტანს ქარი. უბრალოდ დაწერეთ და კვირას, 4 ივლისს, გამოდით ქუჩაში და გაატანეთ ქარს წერილები. დატოვეთ ავტობუსებში, მარშუტკებში, სკვერებში სკამებზე. დატოვეთ კაფეებში. დაუტოვეთ ტაქსისტებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს. გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს. გადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ “ქარის მოტანილი წერილი” და გაუშვით. ვისაც სახლიდან ეზარება გამოსვლა, გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი და გაუშვით. სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს. Event-ის ლინკი ფეისბუქზე. Filed under: Just, რა Tagged: 4 ივლისი, ქარის მოტანილი წერილები, წერილი http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1808/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1808/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1808/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1808/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1808/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1808&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
-
http://i070.radikal.ru/1007/43/512c062c27b8.jpg ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზურისთვის სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ წამყვან გუნდად მიჩნეულ პარაგვაის შეერკინება. მომავალ მატჩს დღეს თბილისის დროით 22:30 საათიდან იოჰანესბურგის “ელის პარკ სთედიუმი” უმასპინძლებს, მთავარი არბიტრი კი ფიფა-ს მორიგი “აღმოჩენა” გვატემალელი კარლოს ბატრესი იქნება. გასულ ეტაპზე ესპანელებმა პორტუგალიას 1:0 სძლიეს, პარაგვაელებმა კი იაპონელებს პენალტების სერიაში აჯობეს. შესაბამისად, გუნდების მწვრთნელები ისე კმაყოფილნი დარჩნენ, რომ სასტარტო შემადგენლობებში ცვლილებების შეტანას არ აპირებენ. ვისენტე დელ ბოსკეს კრებულში ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელია, თუმცა, რაულ ალბიოლი “ფურია როხას” წამყვან მოთამაშედ მაინც არ მიიჩნეოდა, ამდენად, ევროპელებს სადარდებელი არაფერი უნდა ჰქონდეთ. კიდევ უფრო უკეთ გახლავთ საქმე დისკვალიფიკაციების მხრიც. ანდა, რომელ სასჯელზეა საუბარი, როდესაც მთელი ტურნირის განმავლობაში, ესპანელებს ერთადერთი (!) ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული. პორტუგალიასთან მერვედფინალში გაფრთხილებას ხაბი ალონსო გამორჩა და ცხადია, თუკი ამგვარად დღევანდელ მატჩშიც დაისჯება, ნაკრების მომავალი თამაშის გამოტოვება მოუწევს. პარაგვაელთა მხრიდან ანალოგიური საფრთხის წინაშე ენრიკე ვერა, კრისტიან რივეროსი და როკე სანტა კრუსი დგანან. ცნობისთვის, ესპანეთსა და პარაგვაის ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ სამჯერ უთამაშიათ. აქედან ორი მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა, 2002 წელს კი პირენელებმა 2:0 იმარჯვეს. “მომავალ შეხვედრაში გამარჯვებას ის გუნდი შეძლებს, რომელსაც ნახევარდაცვის ხაზში უპირატესობას მოიპოვებს. ყველამ იცის, რომ ესპანელებს ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვთ, ამდენად, მძიმე წუთების გადატანა მოგვიწევს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ დავიდ ვილიასაც, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს ჩინებულ ფორმაში შეხვდა. იმედია, მისი წარმატებული სვლა სწორედ ჩვენთან მატჩში შეწყდება”, – აღნიშნა პარაგვაელთა თავკაცმა ხერარდო მარტინმა, რომლის ნაკრებმაც მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა პირველად შეძლო, აქამდე კი მერვედფინალებში მუდმივად ევროპელებთან მარცხდებოდა. საკუთარი აზრი გამოთქვა ვისენტე დელ ბოსკემაც. “პარაგვაელთა შეუფასებლობა არ ღირს. ამ გუნდს არა მარტო კარგი დაცვა, არამედ ჩინებული შეტევის ხაზიც ჰყავს. გამარჯვებას მხოლოდ სრული კონცენტრაცია მოგვიტანს და ეს, ყველა ჩვენთაგანს კარგად აქვს გათავისებული”. 3 ივლისი. 22:30. იოჰანესბურგი. “ელის პარკ სთედიუმი”. პარაგვაი – ესპანეთი სავარაუდო შემადგენლობები პარაგვაი: ვილარი (“ვალიადოლიდი”, ესპანეთი), კანისა (“ლეონი”, მექსიკა), ალკარასი (“ბრიუგე”, ბელგია), და სილვა (“სანდერლენდი”, ინგლისი), მორელი (“ბოკა ხუნიორსი”, არგენტინა), რივეროსი (“სანდერლენდი”, ინგლისი), ბონეტი (“ოლიმპია”), ვერა (“კიტო”, ეკვადორი), სანტა კრუსი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ბარიოსი (“დორტმუნდი”, გერმანია), ვალდესი (“დორტმუნდი”, გერმანია), მწვრთნელი: ხერარდო მარტინო. ესპანეთი: კასილიასი (“რეალი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), პიკე (“ბარსელონა”), პუიოლი (“ბარსელონა”), კაპდევილა (“ვილიარეალი”), ბუსკეტსი (“ბარსელონა”), ხავი (“ბარსელონა”), ხაბი ალონსო (“რეალი”), ინიესტა (“ბარსელონა”), დავდ ვილია (“ბარსელონა”), ტორესი (“ლივერპული”, ინგლისი). მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე. View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01115/fabio-capello_1115971c.jpg ინგლისის ნაკრების წარუმატებელი სამუნდიალე გამოსვლის შემდეგ გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ ალბიონელთა იტალიელი თავკაცი ფაბიო კაპელო პოსტს დატოვებდა. ჯერ კიდევ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას აპენინელმა სპეციალისტმა განაცხადა, ბრიტანელთა უპირველესი გუნდიდან წასვლა არ მსურს და ლონდონში დაბრუნების შემდეგ საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებს დაველაპარაკები და ვფიქრობ, საერთო ენას გამოვნახავთო. ასეც მოხდა – გუშინ გვიან საღამოს ინგლისური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაადასტურა, კაპელოს კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე რომ გაუგრძელდება. “დარწმუნებულნი ვართ, სინიორ ფაბიო ინგლისის ნაკრების მთავარმწვრთნელობის საუკეთესო კანდიდატურა რომაა”, – მოკლედ მოჭრა პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, სერ დეივ რიჩარდსმა. View the full article
-
fanebi.com- იაია ტურე სიტიში გადავა (ოფიციალური)
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
ინგლისურმა კლუბმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას ბარსელონასთან იაია ტურეს ტრანსფერთან დაკავშირებით. იხილეთ fanebi.com -
ინგლისურმა კლუბმა დაადასტურა ინფორმაცია,რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას ბარსელონასთან იაია ყურეს ტრანსფერთან დაკავშირებით. იხილეთ fanebi.com
-
არგენტინელებისთვის მეტად სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს.ვარჯიშს დაუბრუნდა ლეონელ მესი. იხილეთ fanebi.com
-
ჟურნალი ავტო წარმოების ლეგენდები ზაპაროჟეცი View the full article
-
5 კალესო ჟურნალი View the full article
-
გუშინ, გვიან ღამით, მეორე 1/4-ფინალური მატჩი გაიმართა ურუგვაისა და განის ეროვნულ გუნდებს შორის, სადაც პენალტების სერიის წყალობით ურუგვაელები ნახევარფინალში გავიდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის პირველი ტაიმი აფრიკელებმა მოიგეს - თავი მუნტარიმ გამოიჩინა. შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. შეხვედრის 55-ე წუთზე დიეგო ფორლანმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა 1:1. მატჩის დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და შესაბამისად დამატებითი დროც დაინიშნა. თუმცა განვლილ 30 წუთში გოლი არ გასულა, რის შემდეგად თერთმეტმეტრიანების სერია გაიმართა, სადაც სამხრეთ ამერიკელებმა 4:2 გაიმარჯვეს. ურუგვაის ნაკრები 1/2-ფინალში ჰოლანდიას დაუპირისპირდება. იხილეთ fanebi.com
-
გუშინ, მორიგი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა ურუგვაისა და განას შორის, სადაც პენლების სერიის წყალობით ურუგვაელები 1/4 ფინალში გავიდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის პირველი ტაიმი აფრიკელებმა მოიგეს. ეს ერთადერთი გოლი კი 45-ე წუთზე მუნტარიმ გაიტანა. შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. შეხვედრის 55-ე წუთზე დიეგო ფორლანმა წონასწორობა აღადგინა 1:1. მატჩის დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და შესაბამისად დამატებითი დროც დაინიშნა. თუმცა განვლილ 30 წუთში გოლი არ გასულა, რის შემდეგად თერთმეტმეტრიანების სერია გაიმართა, სადაც სამხრეთ ამერიკელებმა 4:2 გაიმარჯვეს. ურუგვაის ნაკრები 1/4 ფინალში ჰოლანდიას დაუპირისპირდება. იხილეთ fanebi.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/eka1-300x272.jpgმათ ბევრი რამ აერთიანებთ: სახელი, მშობლიური ქალაქი, პროფესია. . . ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე ვაშინგტონში. ამის მიუხედავად, დღემდე ქუთაისური აქცენტით საუბრობენ. ეკა ფირცხალავა ლაგოდეხში, “რადიო ჰერეთში” გავიცანი. თავიდან მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობა რთული იქნებოდა. ქვეყანა შემოვიარე და მისი მადლიერი გელა მთივლიშვილის გარდა, ჟურნალისტურ წრეებში ვერავინ ვნახე. ეს ისე წინასიტყვაობისთვის, თორემ ფირცხალავა რაშუაშია? ეს პოსტი სულ სხვა ეკას ეკუთვნის! ******* ვაშინგტონიდან სპეციალურად ჩვენთვის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის I კურსის სტუდენტებთან, ტელევიზიის კურსის სასწავლებლად ჩამოვიდა. რომ გავიგე ეკა ერქვა და ქუთაისელი იყო, თავიდან ცუდათ გავხდი, მაგრამ, მოგვიანებით გავარკვიე, რომ მატმხოლოდ სახელები და ქალაქი ჰქონდათ საერთო. ეკა გურგენიძემ პირვველ ლექციაზე ცოტა “ისწერვა”, მეორეზე მისაყვედურა, მესამეზე კი რამის ანათემას გადამცა. მიზეზი მეორეს და მესამე შემთხვევაში ჩემი 10 წუთიანი, პირველზე კი, თავისი ორ საათიანი დაგვიანება იყო. თავიდანვე ვფიცოდი, რომ რადგან ქუთაისელი იყო და ეკა ერქვა, არ მომეწონებოდა. მაგრამ სამუშაო პროცესი იმდენად მიმზიდველი და საინტერსო აღმოჩნდა, რომ გურგენიძის გამო, ტელევიზიის კურისის გავლა რამის მეორე წლისთვის რომ გადავდე, სულ დამავიწყდა. ავად თუ კარდაგ, (ეს ნიშნის დაწერის დროს გამოჩნდება) ჩემს საქმეს ვაკეთებდი. კურსის განმავლობაში, ერთი ე.წ ლაივ სინქრნი და ორი სიუჟეტი გადავიღე. პირველი მერიასთან, უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებზე, მეორე კი ბათუმში – საკურორტო სეზონის გახსნაზე. ბათუმიდან ბედნიერი ჩამოვედი, რადგან ოპერატორიც ვიყავი და იმდენი მოვახერხე, რომ “სთენდაფიც” ჩავწერე, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა: ”მაგ სთენდაფი არაფრად ვარგა ქევხიშვილი, გეიგე შენ”, – ღიმილით მითხრა ეკამ. სიუჟეტი “სთენდაფის” გარეშე დავამონტაჟე, რომელიც GIPANEWS -ის საინფორმაციო გამოშვებაში ჩაჯდა. ******* თითქმის სამი კვირა სრულდება, რაც ტელევიზიის კურსს გავდივართ. ამ ხნის განმავლობაში ეკა გურგენიძის კარგად გაცნობა მოვასწარი. სამშაბათს დასრულდება ჩვენი კურსი. ის ვაშინგტონში გამეგზავრება, მე კი გურგენა და და მასთან ერთად GIPA-ში გატარებულლი სამი კვირა ძალიან მომენატრება! რომან ქევხიშვილი Share View the full article
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/merab1_big.jpg მერაბ ჟორდანია: ახლა მე და აბრამოვიჩი ერთად ვართ... ანუ ყიდულობს თუ არა ჩელსის ბოსი თბილისის "დინამოს"? თბილისის "დინამო" არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპულ საფეხბურთო სამყაროშიც ცნობილი ბრენდია. პატარა ამბავი ხომ არ არის, გუნდმა თასების თასი მოიგო და თავისი 85-წლოვანი ისტორია სხვა არაერთი ტიტულითა თუ მნიშვნელოვანი წარმატებით გაამდიდრა. სრულად იხილეთ
-
მთაწმინდის პარკი, 30 ივნისი ღონისძიების ორგანიზატორი: “ვაიმეეე, როგორ მიხარია! რამდენი ხალხი მოვიდა ჩემს სანახავად და პიცის საჭმელად!” მე: o_O 30-მდე, ერთ-ერთი ბლოგერის კომენტარებში გამართული დიალოგი: ძალიან სიყვარულიანი ბლოგერი (სტილი დაცულია): ეგ 30-ივნისის დაგეგმილი პრეზენტაციებით რატო არ არის ყველასთვის ცნობილი თუნდაც? და მარტო კომენტარის სახით რატო იქნა დაწერილი? მე: 30 ივნისის შესახებ სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან წერია, ფეისბუქიდან დაწყებული, ტვიტერით გაგრძელებული. ბოდიში, რომ სახლში ვერ მოგართვით მოსაწვევები. ძალიან სიყვარულიანი ბლოგერი: fb-ზე რო წერია რა ხეირი? ყველა ბლოგერია ფეისბუქზე? ან ტვიტერზე? რაღაცას აკეტებთ და ისევ ტქვენთვის და რაღა გინდა? მე (გულში, პასუხის დაბეჭდვის ნერვი აღარ მეყო): თუ ფეისბუქზე არ არის და ტვიტერი არ გაუგია, სოციალური მედიის დღეზე საერთოდ რა ჯანდაბა უნდა ადამიანს? 30-ს შემდეგ: რომელიღაც ბლოგერი: “პიცა ცივი იყო!” მე (ხმამაღლა): &§&^&%%§, რა! Filed under: Just, რა Tagged: სოციალური მედია, სოციალური მედიის დღე, mashable, mashable meetup http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1805/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1805/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1805/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1805/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1805/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1805&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
-
http://www.pfl.ge/all/fotos/logo.jpg 5 ივნისს, 13 საათზე, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში გაიმართება უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის საქართველოს 22-ე ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის დასადგენი კენჭისყრა. სრულად იხილეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainpormacio_02_07_2010flv_000019480-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainpormacio_02_07_2010flv_000019480.jpg itvს ლინკი