Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://b.pix.ge/q/8ns7q.jpg გავრცელებული ხმები,იმის შესახებ,რომ რომან აბრამოვიჩი თბილისის "დინამოს" ყიდვას აპირებს დღეს ოფიციალურად დადასტურდა.ასევე დადასტურდა ის ინფორმაციაც,რომ "დინამოს" ამჟამინდელ მმართველებთან წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.საინტერესოა გახდება თუ არა აბრამოვიჩი "გლადიატორი". სრულად იხილეთ
  2. შუტერის ჟანრის თამაში ძაან საშინელი თამაშია სუსტი ნერვებისებს არ გირჩევთ View the full article
  3. აუდიო ფაილების კონვერტორი View the full article
  4. "დაიცავი საქართველოს" პრესსამსახურმა ლევან გაჩეჩილაძის კომენტარი გაავრცელა, რომელიც მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ეხება. გაზიარება [18:33 03-07-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TC8YVbZZPBI/AAAAAAAAD4A/rxrAGGuWMYk/s200/levani.jpgლევან გაჩეჩილაძის კომენტარს უცვლელად გთავაზაობთ: "ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის მზად ვარ, წავიდე მოსკოვში პოლიტიკურ თუ საქმიან წრეებთან შესახვედრად; ამ დღეებში იყო ჩემი მოსკოვში წასვლის შესაძლებლობა, თუმცა ვერ ვახერხებ წასვლას, მაგრამ მომავალში რუსეთში ვიზიტისათვის მზად ვარ", - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.ხუთშაბათს "ინტერპესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ლევან გაჩეჩილაძე რუსეთში მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელთან ჩასვლას გეგმავდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, სწორედ ნოღაიდელია იმ შეხვედრების ორგანიზატორი, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე რუსულ პოლიტიკურ წრეებთან აპირებს. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისგან ლევან გაჩეჩილაძის თანაგუნდელები თავს იკავებდნენ. როგორც სოზარ სუბარი და კოკა გუნცაძე აცხადებდნენ, ამის შესახებ არაფერი იციან. "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რიგით მერვე ვიზიტით მოსკოვში 28 ივნისს გაემგზავრა და საქართველოში დაბრუნებას კვირის ბოლოს გეგმავს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის დედაქალაქში ნოღაიდელს შეხვედრები აქვს "ედინაია რასიასა" და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან."ინტერპრესნიუსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  5. ჟურნალი კლქსნი 12--2010 View the full article
  6. ამ პროგრამით შეძლებთ ვიდეო ფაილების ფორმატის შეცვლას View the full article
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/profkavshirebiwmv_000002840-150x150.jpgსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს მასწავლებელთა შანტაჟის ფაქტები მოყავს. მანანა ღუჭუმელიძე მაგალითად ერთ–ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს სახელებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/profwmv_000003600.jpg itvს ლინკი
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/201002021412-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტმა ახალ მინისტრებს ნდობა გუშინ გამოუცხადა, დღეს კი პრემიერ–მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილი, ლადო ვარძელაშვილი და ვერა ქობალია სამინირტოების თანამშრომლებს წარუდგინა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/tetri-ministrebi_wmv-v9wmv_000003639.jpg itvს ლინკი
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/cortiardi-wmv_000198040-150x150.jpgიზღუდება თუ არა საქართველოში გამოხატვის თავისუფლება და რა მდგომარეობაა ამ მხრივ სამხრეთ კავკასიის რეგიონში – სიტყვის თავისუფლების ხარისხს თბილისში შეკრებილი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ. ნახეთ ბექა გომელაურის რეპორტაჟი http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/konnferenciawmv_000003560.jpg itvს ლინკი
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/bush_saakashvili_face-3600001_77-150x150.jpgუკანასკნელი ათი წელი პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული მართვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების „დაქვეითების ათწლეულია“ - ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა. მართალია სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით საქართველო ავტორიტარული ან, ნახევდარ ავტორიტარული ქვეყნების სიაში არ მოხვდა, მაგრამ კვლევის თანახმად, კორუფციის, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საარჩევნო გარემოს კუთხით რეგრესი შეინიშნება. ყველა ამ მიმართულებით დღეს არსებული მაჩვენებლები 1999-2000 წლებისასუთანაბრდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/freedom-houseavi_000003480.jpg itvს ლინკი
  11. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი მინისტრი, ვერა ქობალია დღეს ოფიციალურად წარადგინა. როგორც ვერა ქობალიამ აღნიშნა, მისი მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმი და მცირე ბიზნესის განვითარება იქნება. “დრო ცოტაა, გასაკეთებელი კი ბევრი. ჩვენ ავაშენებთ და გავაძლიერებთ საქართველოს ეკონომიკას”,- განაცხადა ქობალიამ. ქობალია წლების მანძილზე ხელმძღვანელ პოზიციებზე კანადის ბიზნეს-კომპანიებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა. იგი საქართველოში 2010 წლის თებერვალში დაბრუნდა და სათავეში ორგანიზაციას “კოლაიცია სამართლიანობისათვის” ჩაუდგა.
  12. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/qobalia-300x200.jpgპრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი, ვერა ქობალია წარუდგინა. წარდგენისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სამინისტროში ბევრი მინისტრი გამოიცვალა, თუმცა გილაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვერა ქობალია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულად უხელმძღვანელებს ამ უწყებას.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “ეკონომიკური განვითარების მხრივ ჩვენ ორი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს. ეს არის კერძო ინვესტიციების მოზიდვა და პრივატიზაცია. ეს ორი მიმართულება ეკონომიკის სამინისტროს უშუალოდ განკარგულებაშია და სწორედ ამ პრობლემების მოგვარება იქნება ახალი მინისტრის და ასევე თანამშრომლების მთავარი ამოცანა”, – აღნიშნა ნიკა გილაურმა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> მისივე თქმით, ვერა ქობალია სწორედ კერძო სექტორიდან მოდის, უცხოეთში მას ჰქონდა წარმატებული ბიზნესი; იცის, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ინვესტორებთან. ამდენად, პრემიერი იმედოვნებს, რომ ახალი მინისტრი ინვესტიციების მოზიდვისა და პრივატიზაციის ტემპის მხრივ წარმატებებს მიაღწევს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ზურაბ პოლოლიკაშვილს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გაწია.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> თავად ვერა ქობალიამ კი განაცხადა, რომ ძალიან ცოტა დრო დ ძალიან ბევრი საქმეა. ”თუ ჩვენ არ გვინდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ვიყოთ ტურისტები, დავისვენოთ შაბათ-კვირას და მივცეთ ოკუპანტებს საშუალება, მართონ ქვეყანა; ხოლო თუ გვინდა, რომ ავაშენოთ ჩვენი ეკონომიკა და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, უნდა ვიმუშაოთ შეუსვენებლად”, – განაცხადა ვერა ქობალიამ. მან წარდგენის შემდეგ მოკლე ბრიფინგი გამართა ჟურნალისტებისთვის და ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომლებზე მუშაობასაც გეგმავს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “უმთავრესი პრიორიტეტი არის დასაქმება და ამას უნდა მივაღწიოთ უპირველესად სოფლის მეურნეობის განვითარებით, ვინაიდან ქვეყნის მოსახლეობის 25 პროცენტი სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული”, – განაცხადა ვერა ქობალიამ. მისივე თქმით, აპირებს, განსაკუთრებით გაძლიერებულად იმუშაოს ინვესტიციების მოზიდვაზე, პრივატიზაციასა და ტურიზმის სექტორის განვითარებაზე. ახალი მინისტრის წარდგენას მინისტრის მოადგილეები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ. IPN Share View the full article
  13. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/vardzelasvili-ladd-1_big.jpgსპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ლადო ვარძელაშვილი მუშაობას შეუდგა . ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა დღეს წარუდგინა. როგორც პრემიერმა განაცხადა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ფაქტობრივად, გუშინ ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ცალკე სამინისტროს შექმნა სწორი გადაწყვეტილება იყო. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “ამ ახალი უწყების ახალ ხელმძღვანელს ყველა იცნობს, ვინაიდან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი ლადო ვარძელაშვილის ჩამოყალიბებულია და მას ამ დეპარტამენტში ბევრი რამ გაუკეთებია. მან იცის იმ პრობლემების შესახებ, რომელიც დეპარტამენტში არსებობს და იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს”, – განაცხადა ნიკა გილაურმა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ლადო ვარძელაშვილს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან შიდა ქართლის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტზე გაწია.თავად ლადო ვარძელაშვილმა კი განაცხადა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში ბევრი ღვაწლმოსილი და გამოცდილი თანამშრომელია. “ბევრი გაკეთებული საქმე სწორედ თქვენი დამსახურებაა. არ ვაპირებ არანაირ საკადრო ცვლილებას. მთავარია, რომ შევქმნათ მძლავრი სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს ამ მიმართულებით პოლიტიკას. ცალკე სამინისტროს შექმნა მთავრობისა და პრეზიდენტის მხრიდან დიდი ნდობაა” – განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა. IPN Share View the full article
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/201001050948-300x267.jpgპრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უწყების ახალი ხელმძღვანელი, რამაზ ნიკოლაიშვილი წარადგინა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უწყება დღევანდელ მთავრობაში მნიშვნელოვანი რგოლია. გიალურმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრს, დავით ტყეშელაშვილს გაწეული მუშაობისა და სამინისტროს შექმნისათვის. ახალ მინისტრს კი, წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნა მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და, როგორც ჩინოვნიკისთვის, ძალიან სერიოზული გამოწვევაა. ნიკოლაიშვილმაც მადლობა გადაუხადა დავით ტყეშელაშვილს და აღნიშნა, რომ უწყებაში მომუშავე ადამიანების თანადგომის იმედი აქვს. როგორც ცნობილია, რამაზ ნიკალიაშვილმა დავით ტყეშელაშვილი შეცვალა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. IPN Share View the full article
  15. "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს . გაზიარება [14:46 03-07-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TC8YVbZZPBI/AAAAAAAAD4A/rxrAGGuWMYk/s200/levani.jpgროგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ძაგნიძემ განუცხადა, მისთვის უცნობია, გეგმავს თუ არა ლევან გაჩეჩილაძე მოსკოვში გამგზავრებას, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას გაჩეჩილაძე დღეს აპირებს. მისივე თქმით, საგანგებო პრესკონფერენციას "დაიცავი საქართველოს" ლიდერი მოძრაობის ოფისში გამართავს. ხუთშაბათს "ინტერპესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ლევან გაჩეჩილაძე რუსეთში მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელთან ჩასვლას გეგმავს. სანდო წყაროს ინფორმაციით, სწორედ ნოღაიდელია იმ შეხვედრების ორგანიზატორი, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე რუსულ პოლიტიკურ წრეებთან გამართავს. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისგან ლევან გაჩეჩილაძის თანაგუნდელები თავს იკავებენ. როგორც სოზარ სუბარი და კოკა გუნცაძე აცხადებენ, ამის შესახებ მათ არაფერი იციან. "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რიგით მერვე ვიზიტით მოსკოვში 28 ივნისს გაემგზავრა და საქართველოში დაბრუნებას კვირის ბოლოს გეგმავს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის დედაქალაქში ნოღაიდელს შეხვედრები აქვს "ედინაია როსიასა" და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც მოსკოვში ექსპრემიერის წინა ვიზიტების დროს იხილებოდა, კერძოდ, რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლებას და კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონში დევნილების დაბრუნებას."ინტერპრესნიუსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  16. გუშინ საქართველოში რიგით მეექვსე ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჰქონდათ. გაზიარება [მარი ახსიაშვილი. 14:46 03-07-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TC8VI74MvDI/AAAAAAAAD34/nZ0_SQj_Y4w/s200/24.gifგამოცდა, წინა წლების მსგავსად, ორ სესიად ჩატარდა. სტუდენტობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში - 08:00 საათზე დაიწყო, პირველი სესია კი - 09:00 საათზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია და აბიტურიენტთა რეგისტრაციას დაესწრო. ამასთან, შაშკინი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მიმდინარეობას ერთი საათის განმავლობაში აკვირდებოდა. შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც მივიდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ორი უსინათლო აბიტურიენტი თამარ კალანდაძე და ბაჩანა მარგველაშვილი სტუ-ში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა. შაშკინი მეორე სესიის რეგისტრაციასაც დაესწრო. რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ფოთში 900 აბიტურიენტი აბარებს. ქალაქში ერთი საგამოცდო ცენტრია გახსნილი. საგამოცდო ცენტრის კურატორ თენგიზ ქილიფთარის განცხადებით, გამოცდები ყველა წესის დაცვით 09.00 საათზე დაიწყო და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ქუთაისის ორივე საგამოცდო ცენტრშიც ყველა წესის დაცვით დაიწყო. ქუთაისის ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორ ზეინაბ ხაჩიძის განცხადებით, გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ორივე საგამოცდო ცენტრში პროცესს 200-მდე დამკვირვებელი აკვირდებოდა. ქუთაისის საგამოცდო ცენტრები იმერეთის 12 რაიონზე სამეგრელოს ნაწილსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის კონტინგენტზეა გათვლილი. რაც შეეხებათ გალელ აბიტურიენტებს, მათ ზუგდიდში გადმოსვლის დროს პრობლემა შეექმნათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, აბიტურიენტებს ე.წ. მესაზღვრეებმა პირადობის მოწმობები წაართვეს. "გუშინ ეს ბავშვები გადმოდიოდნენ იმისათვის, რომ დღეს დასწრებოდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. რვა მათგანს ე.წ. საზღვარზე გადმოსვლისას აფხაზეთის მხრიდან მესაზღვრეებმა პრობლემები შეუქმნეს. მათ ჩამოართვეს პირადობის მოწმობები. საბედნიეროდ, ბავშვებმა მოიფიქრეს და ისინი მოწმობების გარეშე მაინც გამოცხადდნენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ჩვენ დავუშვით მათთვის გამონაკლისი. ამ დროისათვის მათ აღვუდგინეთ პირადობის მოწმობები. შეშფოთებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გალელ აბიტურიენტებს ე.წ. საზღვრის გადმოკვეთისას პრობლემები ექმნებათ", - განაცხადა მიმინოშვილმა. გალის რაიონის აბიტურიენტები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას არ აპირებენ, - ამის შესახებ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა განაცხადა. ხომერიკის ინფორმაციით, სოხუმის რეჟიმმა გალის რაიონის სკოლების კურსდამთავრებულებს რუსეთის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ლიმიტით სარგებლობა შესთავაზა. "თუმცა, გალელი აბიტურიენტები არ აპირებენ არც აფხაზეთის და არც რუსეთის სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას. 192 მათგანი ამ დროისთვის ქართულ მხარეზეა და საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს ", - განაცხადა დალი ხომერიკმა. მინისტრის ინფორმაციით, გალელი აბიტურიენტების უმეტესობამ ადმინისტრაციული საზღვარი რამდენიმე დღით ადრე გადმოკვეთა და ამ მხრივ მათ პრობლემები არ შექმნიათ. "მხოლოდ დღეს რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სასაზღვრო პოსტზე რამდენიმე აბიტურიენტი გააჩერეს და პასპორტები დროებით ჩამოართვეს, თუმცა, მალევე დაუბრუნეს და მათ ზუგდიდის რაიონში გადმოსვლა შეძლეს", - განაცხადა დალი ხომერიკმა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2010 წელს 36 421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან 30 000-ზე მეტი სტუდენტი გახდება. ჩარიცხული სტუდენტებიდან, დაახლოებით, 9 000 მიიღებს დაფინანსებას - სახელმწიფო გრანტს. დაფინანსების განაწილება წინა ოთხი წლისგან გასხვავებულად მოხდება. აბიტურიენტები გრანტს ოთხივე სავალდებულოდ ჩასაბარებელი საგნის სკალირებული ქულის დაჯამებით მიიღებენ. მომავალ სტუდენტებს შეუძლიათ 30, 50, 70 და 100-პროცენტიანი დაფინანების მიღება.24საათი<div style="text-align: justify;">
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/leiboristebiwmv_000502080-150x150.jpgლეიბორისტული პარტია განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს აპროტესტებს. შრომის პარტიის წარმოამდგენლის პაატა ჯიბლაძის განცხადებით ქალაქ ქუთაისში პედაგოგთა სერთიფიცირების პროცესი უსამართლოდ ჩატარდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/leibebiavi_000003440.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...